Facebook მომხმარებლების აუდიო შეტყობინებებს უკანონოდ უსმენდა

Facebook-ის თანამშრომლები მომხმარებლების აუდიო შეტყობინებებს უსმენდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. როგორც მედიასაშუალება წერს, კომპანიას დაქირავებული ჰყავდა ასობით თანამშრომელი, რომლებიც მესენჯერში გაგზავნილი აუდიო შეტყობინებების ტრანსკრიპტს აკეთებდნენ.

ამერიკული კომპანიები მომხმარებელთა პერსონალურ ინფორმაციას უკანონოდ უზგავნიან სხვადასხვა კომპანიებს

BBC-ს ცნობით, წარსულში მსგავსი პრაქტიკს Google, Apple, Microsoft და Amazon-იც მიმართავდნენ.

Facebook-ის განცხადებით, აღნიშნული პრაქტიკა “ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ” შეწყვიტეს.

როგორც BBC Bloomberg-ზე დაყრდნობით წერს, მომხმარებლების საუბრის აუდიო ჩანაწერებს თანამშრომლებს გადასცემდნენ, თუმცა აღწერილი არაა მათი მოპოვება როგორ ხდებოდა.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ცნობილი გახდა, რომ იმ მოწყობილობების მონაცემებს, რომლებიც მომხმარებლებს სრულად ავტომატიზირებული ჰგონიათ სხვადასხვა ქვეკონტრაქტორი კომპანიები უკანონოდ იღებდნენ, მაგალითად Samsung-ის ტელევიზორებიდან, Amazon-ის ჭკვიანი კარის ზარიდან და სავარაუდოდ ამერიკული სპეცსამსახურებს გადასაცემდნენ. ამაზე ბოლო დროს ვრცლად წერდა WikiLeaks.

რატომ არ შემოგვთავაზა Facebook-მა profile ფოტო ლიბანის დროშის ფერებში ბეირუთის დაბომბვის მერე?

ძალიან ბევრმა ადამიანმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოში შეიცვლა სოციალურ ქსელ Facebook-ში profile სურათი საფრანგეთის ფერებში, რათა მხარდაჭერა გამოეხატა ფრანგების მიმართ პარიზში განხორციელებული ტერაქტების მერე. Facebook-მა სპეციალურად დაამატა ისეთი ოპცია, რომლის მეშვეობითაც ყველა მომხმარებელს შეუძლია შეცვლას თავისი სურათი საფრანგეთის დროშის ფონით.

ბეირუთში მომხდარი ტერაქტის შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა

ბეირუთში მომხდარი ტერაქტის შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა

მაგრამ ისლამურ სახელმწიფოს მარტო პარიზში არ განახორცილებია  ტერაქტები. 13 სექტემბერს ტერორისტებმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში რამდენიმე აფეთქება მოაწყვეს და შედეგად მინიმუმ 46 ადამიანი დაიღუპა. ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა ლოგიკური შეკითხვა: რატომ არ შესთავაზა Facebook-მა თავის მომხმარებლებს იმის შესაძლებლობა, რომ ლიბანელების ტრაგედიის ნიშნად საკუთარი სურათის ლიბანის დროშის ფერებში შეეცვალათ?

ეს აშკარად ორმაგი სტანდარტების ძალინ უხეში გამოვლინებაა, როდესაც პარიზელების სიკვდილი მთელ მსოფლიოს მიაქვს გულთან ახლოს და ძალიან დიდ თანადგომას გამოხატავს, მაშინ როდესაც ახლო აღმოსავლეთში დაღუპული უდანაშაულო მოსახლეობის ბედი არავის არ ანაღვლებს. უფრო მეტიც, ეს ფაშიზმის თანამდროვე გამოვლინებაა, როდესაც ადამიანებს მათი ეთნიკური ნიშნის მიხედვით და პასპორტებით ანსხვავებენ.