5 ფილმი II მსოფლიო ომზე, რომელიც უნდა ნახოთ

II მსოფლიო ომი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული, შემზარავი და სისხლიანი მოვლენა იყო, სადაც 80 მილიონამდე ადამიანი იქნა მოკლული, ნაწამები და უგზოუკლოდ დაკარგული. მთლიანი ქალაქები და სოფლები განადგურდა, ისტოორის მსვლელობამ მიმართულება შეიცვალა. ამიტომაც II მსოფლიო ომის თემაზე უამრავი ფილმია გადაღებული. საბჭოთა ხალხების თავდადება, ტანჯული ოჯახების ისტორიები, ადამიანების დანგრეული მომავალი კინოხელოვნების ცენტრალურ თემას წარმოადგენდა დიდი ხნის განმავლობაში.

წარმოგიდგენთ 5 ფილმს II მსოფლიო ომზე, რომლის ყურებასაც პოლიტიკანო გულმოდგინებით გირჩევთ:

მიფრინავენ წეროები – 1957

(Летят журавли) – 1957

ქართველი რეჟისორის მიხეილ კალატოზიშვილის ფილმი მეორე მსოფლიო ომის შესახებ, რომელსაც საფუძვლად უდევს ვიქტორ როზოვის ამავე სახელწოდების პიესა. უდაოდ ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი კინემატოგრაფის ისტორიაში, სადაც ტყვიების ზუზუნის და დაბომბვების გარეშე გადმოცემულია II მსოლფიო ომის მთელი სიმძიმე. ”მიფრინავენ წეროები’‘ ბევრი ასპექტით უნიკალური ფილმია, ეს არის ერთადერთი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ფილმი, რომელსაც მოგებული აქვს ოქროს პალმის რტო – კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი.

როგორც იმ ეპოქაში მცხოვრები ხალხი ყვებოდა, ხშირი იყო გულის შეტევის შემთხვევები, როდესაც ომგამოვლილი ადამიანები ამ შედევრს უყურებდნენ წლების შემდეგ.

მიხელ კალატოზიშვილი მსოფლიო კინემატოგრაფის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. ”მიფრინავენ წეროები” იყო ფრანგული ახალი ტალღის (Nouvelle Vague) წინამორბედი, იქამდე სადაც ევროპაში კინემატოგრაფის ახალი, რევოლუციური მიმართულება ჩამოყალიბდებოდა, საბჭოთა კავშირში ფაქტიურად ის უკვე არსებობდა. ფილმში ცალკე აღნიშვნის ღირსია ოპერატორის ნოვატორული მუშაობა, კამერის 360°-იანი ბზრიალი დრამატული მომენტებისას და რა თქმა უნდა განუმეორებელი ტაწიანა სამოილოვა, რომელმაც ფილმის გამოსვლის შემდეგ სრული ფურორი მოახდინა.

მიხეილ კალატოზოვი და ტაწიანა სამოილოვა ფილმის გადაღებისას

ჯარისკაცის მამა -1957

Отец солдата -1957

რეზო ჩხეიჩის შედევრი, რომელიც II მსოფლიო ომის თემაზე გადაღებულ ფილმებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ ფილმადაა მიჩნეული. სერგო ზაქარიაძის ბენეფისი, რაც მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე 1965 წელს სათანადოდ დააფასეს და მას ვერცხლის პრიზი მიანიჭეს მამაკაცის საუკეთესო როლისთვის.

„ჯარისკაცის მამა“ ქართული კინემატოგრაფიის ჭეშმარიტი შედევრია. რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ ამ ფილმით მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ თანამემამულეებს ხელთუქმნელი ძეგლი აუგო. კინოსურათის პირველი ჩვენება1965 წლის 13 მაისს გაიმართა. მას შემდეგ ფილმს ოდნავაც არ დაუკარგავს კინემატოგრაფიული ხიბლი – მეტიც, ძველი ღვინოსავით, სულ უფრო და უფრო ფასეული ხდება.

სცენარის ავტორი სულიკო ჟღენტი დიდი სამამულო ომის დროს მოხალისედ წავიდა ფრონტზე, სადაც საზღვაო დესანტში მსახურობდა და მძიმედ დაიჭრა. «ჯარისკაცის მამის» პროტოტიპი სწორედ სულიკო ჟღენტთან ერთად მსახურობდა.

კახეთში ფილმის მთავარი გმირის – გიორგი მახარაშვილის ძეგლი დგას. იქვე არის დიდების მუზეუმი, სადაც მახარაშვილის სოფლიდან II მსოფლიო ომში დაღუპული ჯარისკაცების სახელებია ამოტვიფრული. ჯარისკაცების 40% ასევე მახარაშვილი იყო გვარად.
სერგო ზაქარიაძე და სოფი ლორენი წითელ მოედანზე, 1965 წ.

ისინი სამშობლოსთვის იბრძოდნენ – 1975

Они сражались за Родину – 1975

ფილმის მოქმედება 1942 წლის ივლისში ვითარდება. სტალინგრადის მისადგომებთან, გამოფიტული საბჭოთა მეომრები ურთულეს თავდაცვით ბრძოლაში არიან ჩართულნი და დიდ ადამიანურ დანაკარგებს განიცდიან. ფილმი მოგვითხრობს რიგითი ჯარისკაცების გმირობას, მშობლიური მიწის სიყვარულის და გამარჯვების ნამდვილი ფასის შესახებ. ფილმი გადაღებულია ნობელიანტი საბჭოთა კლასიკოსის მიხეილ შოლოხოვის იმავე სახელის რომანის მიხედვით.

ფრონტის ხაზზე მებრძოლი სერგეი ბონდარჩუკისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობებს II მსოფლიო ომი კარგად ხსომებოდათ ან მონაწილეობა ჰქონოდათ მიღებული, ამიტომაც იური ნიკულინი, ვასილი შუკშინი და ვიაჩესლავ ტიხონოვი პრობების გარეშე დაამტკიცეს.

”ისინი სამშობლოსთვის იბრძოდნენ” ერთი-ერთი ყველაზე ყურებადი და მაღალრეიტინგული საბჭოთა ფილმია. ფილმი გამორჩეულია იმითაც, რომ მოქმედება ომში მონაწილე ჯარისკაცების გამოსახედიდან ვითარდება.

ივანეს ბავშვობა – 1962

Иваново детство – 1962

რა თქმა უნდა II მსოფლიო ომზე ფილმების სია სრულყოფილი არ იქნებოდა, კინოს მაესტროს, მისი აღმატებულება ანდრეი ტარკოვსკის გარეშე. სწორედ ამ ფილმით შედგა ტარკოვსკის სარეჟისორო დებიუტი 1962 წელს. იმ დროს ცნობილი სხვა თემატური ფილმებისგან განსხვავებით, ფილმში ყურადღების ცენტრშია არა საბჭოთა კავშირის მიერ მოპოვებული სამხედრო წარმატება, არამედ ერთი ადამიანის ტრაგიკული ბედი.

ივანეს ბავშვობა საკმაოდ ადრე დამთავრდა: გერმანელებმა მისი და დედა დახვრიტეს, ხოლო თვითონ შურისძიების გრძნობით განმსჭვალული იძულებულია მზვერავი გახდეს. ომობანა, რომელიც მშვიდობიანი დროების დროს ბავშვების გართობის ერთ-ერთი ფორმა იყო, ივანესთვის შემზარავი რეალობა ხდება.

სხვადასხვა რაკურსები, სიზმრების ასახვა, ოპერატორის შესანიშნავი ნამუშევარი, ავთენტურად გადმოცემული ერთი ადამიანის დრამა, მისი ტრაგიკული მეტამორფოზები და მასტერკლასი.

იმავე, 1962 წელს ”ივანეს ბავშვობამ” ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზი, ოქროს ლომი მოიპოვა.

მიდი უყურე – 1985

Иди и смотри – 1985

ალბათ საუკეთესო ანტისამხედრო, პაციფისტური ფილმი, რომელიც შექმნილია II მსოფლიო ომის უშუალო მონაწილეების მიერ – რეჟისორი, ელემ კლიმოვი სტალინგრადელი ბავშვი იყო, როდესაც საკუთარი თვალით იხილა ამ ომის მთელი სისასტიკე, ხოლო სცენარისტი, ალეს ადამოვიჩი ბელარუსი პარტიზანი იყო. ომის ადამიანური სისტიკის შესახებ ყველაზე რეალისტური ფილმი, სადაც არ არის ურთიერთსროლა, სპეცეფექტები, ყალბი თამაში და ზედმეტი პათეტიკა. ყველაფერი იმდენად რეალურია, რომ თქვენ ფილმის მთავარ გმირის გვერდით შეიძლება ამოყოთ თავი. ფილმში მოთხრობილი ისტორია, რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებელი, რაც მაყურებლის შოკის ეფექტს აძლიერებს.

ტრაგიკული ფილმის ცენტრში ნაცისტური მხეცობის სიმბოლო – ბელარუსული სოფლის ხატინის ტრაგედია, რომლის მაცხოვრებლებიც ცოცხლად ამოწვეს. როგორც ელემ კლიმოვი ამბობდა, მისი მიზანი იყო ხატინის ტრაგედიის შესახებ მთელ მსოფლიოს გაეგო და ეს გარკვეულწილად შეძლო კიდევაც.

დოკუმენტური რეალიზმი ომის საშინელებებზე და ნაცისტების გაუგონარ დანაშაულზე. ფილმის მთავარი გმირა ფლორა რამდენიმე დღეში მორალურად ბერდება და მოზარდიდან მოხუცად იქცევა.

”მიდი უყურე” – ვენეციის და მოსკოვის კინოფესტივალების პრიზები, IMDB-ზე 8.3 რეიტინგი, სტალინსლავსკის მეთოდიკით გადაღებული ფილმი, 14 წლის ალექსეი კრავჩენკო ყოველგვარი სამსახიობო გამოცდილების გარეშე მთავარ როლში, ავთენტურად გადმოცემული ომის საზარელი მხარე.

საბჭოთა კავშირის საჩუქრები ევროპას ანუ როგორ შეიცვალა ევროპა 1945 წლის 9 მაისის მერე

2015 წლის 9 მაისს მეორე მსოფლიო ომის დამთავრების 70 წლისთავი შესრულდება. ბოლოდროინდელი ტენდენციები ევროპაში ფაშიზმს და კომუნიზმს ერთმანეთს უტოლებს და ასე ვთქვათ ჰიტლერს და სტალინს ერთ სიბრტყეზე აყენებს. რამდენად სამართლიანია საკითხის ამდაგვარი დაყენება?

1944 წელი, ივლისი პოლონური ლუბლინის მოსახლეობა და საბჭოთა არმიის მეომრები.

1944 წელი, ივლისი
პოლონური ლუბლინის მოსახლეობა და საბჭოთა არმიის მეომრები.

უმჯობესია დღევანდელ ბლოგში იმაზე გავამხვილოთ ყურადღება როგორი იქნებოდა ევროპის რუქა სტალინს და საბჭოთა არმიის ჯარებს რომ არ შეეჩერებინათ გერმანელები?! თუ ევროპელები სტალინს ჰიტლერთან ათანაბრებენ, მაშინ იმის გამბედაობაც უნდა ეყოთ დააუბრუნონ ის ტერიტორიები, რაც მათ საბჭოთა კავშირმა გადასცა საჩუქრად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

1. ვროცლავი – დღესდღეობით ყველაზე ტურისტული ქალაქი პოლონეთში, სადაც სეზონის ნებისმიერ დროს უამრავი ტურისტი და სტუდენტია თავმოყრილი. ქალაქის შთამბეჭდავი არქიტექტურა არავის არ ტოვებს გულგრილს. თუმცა ჯერ კიდევ 1945 წლის მაისში ვროცლავს ბრესლაუ ერქვა და პოლონეთს საერთოდ არ ეკუთვნოდა. 9 მაისი, რომელიც პოლონეთში დღესდღეობით ”კომუნისტური ტირანიის” დასაწყისადაა მიჩნეული, ამავდროულად გერმანული მიწების მიერთების თარიღიცაა. 1945 წლის 9 მაისს პოლონეთმა მიიღო შემდეგი მსხვილი გერმანული ქალაქები: გდანსკი, ბრესლაუ (დღესდღეობით ვროცლავი), ლეგნიცა, შეცინი. ასევე სტალინის უშუალო ინიციატივით პოლონეთს გადაეცა ყოფილი ჩეხოსლოვაკიის ქალაქი კლოდზსკო. პარადოქსი იმაში, მდგომარეობს რომ თანამედროვე პოლონეთში საბჭოთა კავშირს ოკუპანეტებს უწოდებენ, თუმცა იმაზე არ საუბრობენ რომ სწორედ საბჭოთა კავშირმა და წითელმა არმიამ პოლონეთს გერმანიის მეოთხედი მიუერთა.

ვროცლავი, პოლონეთი.

ვროცლავი, პოლონეთი.

2. ვილნიუსი – ლიტვის დედაქალაქი სწორედ რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოექცა დღევანდელ საზღვრებში. ლიტველებს ასევე გადაეცათ მსხვილი პრუსიული ქალაქი – კლაიპედა.

3. დღევანდელი უკრაინა და განსაკუთრებით მისი პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენუკი არ წყვეტს იმაზე საუბარს, რომ უკრაინა საბჭოთა ოკუპაციის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მსხვერპლია, მაგრამ საბჭოთა საჩუქრებზე უარს არ ამბობს:

  • ლვოვი, ივანო-ფრანკოვსკი და დასავლეთ უკრაინის დიდი ნაწილი უკრაინამდე პოლონეთს ეკუთვნოდა
  • ჩერნოვიცის რეგიონი მეორე მსოფლიო ომამდე რუმინეთის შემადგენლობაში შედიოდა
  • კარპატები უკრაინამ უნგრეთისგან და სლოვაკეთისგან მიიღო 

4. 1991 წელს ჩეხეთში საბჭოთა ჯარისკაცების მემორიელის დემონტაჟი მოახდინეს, რადგანაც მათი აზრით 9 მაისი ერთი დიქტატურის დასასრულს და ახალი დიქტატურის დასაწყისს მოასწავებს. ჩეხეთში არავინ იხსენებს, რომ სწორად საბჭოთა კავშირის მოწადინებით დაუბრუნეს მათ სუდეტის ოლქი და ორი დიდი ქალაქი კარლოვი ვარის და ლიბერეცის სახით, სადაც მეორე მსოფლიო ომის დასასრულამდე მოსახლეობის 92%-ს გერმანელები შეადგენდნენ. 1938 წელს, მიუნხენის კონფერენციაში ყველაზე დასავლურმა სახალმწიფომ მხარი დაუჭირა გერმანიის მიერ სუდიტის ოლქის ანექსიას, წინააღმდეგი კი მხოლოდ საბჭოთა კავშირი იყო. უფრო მეტიც 1938 წელს პოლონელეთმა ჩეხოსლოვაკიის ტეშინის ოლქი მიიტაცა და მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ არ სურდა ჩეხეთისთვის დაბრუნება. თუმცა საბჭოთა კავშირის დაჟინებული მოთხვონით ტეშინის ოლქი კანონიერად დაუბრუნდა ჩეხეთს.

როგორ შეიცვალა ევროპის რუქა 1945 წლის მერე

როგორ შეიცვალა ევროპის რუქა 1945 წლის მერე

დღესდღეობით, როდესაც მთელ ევროპაში მასიური ანტისაბჭოთა და ანტიკომუნისტური კამპანიაა, ამ საჩუქრებზე საუბარი არავის არ სურს. სიმართლის თქმა არავის არ უნდა. სიმართლე კი იმაში, მდგომარეობს, რომ საბჭოთა ჯარისკაცების გმირობის, სტალინის სამხედრო ნიჭის და საბჭოთა კავშირის ერთიანობის ხარჯზე დღეს სახეზეა ის ევროპა, სადაც ევროპელები ცხოვრობენ.

თუ საბჭოთა კავშირი ესეთი სისხლიანი, სასტიკი და საშინელი იყო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, მაშინ რატომ არ ამბობენ უარს ”საბჭოთა ტირანიის” გულუხვ საჩუქრებზე?