ამერიკელების დიქტატორები

დღესდღეობით მეინსტრიმული მედიის დამსახურებით და აშშ-ის არასამთავრობო და ფედერალური სააგენტოების წყალობით ხდება იმ აზრის ტირაჟირება, რომ აშშ დემოკრატიის მხარესაა და ცდილობს არადემოკრატიული მმართველების, სხვადასხვა ქვეყნების დიქტატორების ჩამოშორებას ხელისუფლებიდან, რათა დემოკრატიული ფასეულობების და თავისუფლების გავრცელებას შეუწყოს ხელი მთელს მსოფლიოში.

თუმცა ისტორია სრულიად სხვა რამეს მოგვითხრობს. ცივი ომის დროს ამერიკელები და მათი პარტნიორები ყველა მეთოდს იყნებდნენ, მათ შორის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით, დანაშაულების და ადამიანების კონსტიტუციური უფლებების შელახვის წყალობით, რათა კომუნისტური და სოციალისტური იდეების და მთავრობების წინსვლა გლობალურად ჩაეხშოთ.

ამერიკული ცენტრალური სადაზვერვოს სააგენტო (CIA) სხვადასხვა ქვეყნებში სახელმწიფო გადატრიალებების ორგანიზებასაც კი არ ერიდებოდა, მათთვის სასურველი და მათ მიერ მართვადი პოლიტიკოსების ხელისუფლებაში მოსასვლელად. ხშირად მათ მიერ მხადაჭერილი დიქტატორები ათასობით და ასიათასობით უდანაშაულო ადამიანს კლავდნენ, მაგრამ მათ ეს დიდათ არ ადარდებდათ.

თუ ვინმე უწყობდა დიქტატორების ხელისუფლებაში მოსვლას და მათი ძალაუფლების გამყარებას XX საუკუნეში, ეს პირველ რიგში ამერიკელები იყვნენ.

ბრაზილია

1960-იან წლებში კუბის რევოლუციის შემდეგ ბრაზილიაში მემარცხენე პარტიების არნახული რაოდენობის ზრდა და პოპულარობა შეიმჩნეოდა. ბრაზილიის პრეზიდენტი ჟოაო გულარტი, რომელიც მდიდარი მიწათმფლობელი იყო, ცდილობდა ცივი ომის დროს ნეიტრალური პოზიცია დაეკავებინა. ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური აზრთა სხვადასხვოაბის დაშოშმინება მან მიწის რეფორმის ფართო პაკეტით გადაწვიტა. ამან ბრაზილიური პოლიტიკური ელიტის უკმაყოფილება გამოიწვია და მათ ამერიკულ ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA-ის) მიმართეს. აშშ-მ არ დააყოვნა და 1964 წელს ჟოაო გულარტის მთავრობა დაამხო და იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველა სასტიკი გადატრიალება მოაწყო.

კასტელო ბრანკო, რომელიც გულარტის მემკვიდრე იყო, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსგან (CIA) იღებდა ფულად სახსრებს და ასევე მათთან იწრთობოდა. 1964 წლის გადატრიალების შემდეგ, მან სამხედრო დიქტატურა დაამყარა ქვეყანაში, ამერიკული მულტინაციონალური კომპანიებისთვის განსაკუთრებული პირობები შექმნა, უხვად დაიწყო კრედიტების მიღება მსოფლიო ბანკისგან და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან.

გენერალი კასტელო ბრანკო

ჩილე

ჩილე იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ამერიკელებმა ნეოლიბერალიზმის პრინციპიების დანერგვა დაიწყეს საექსპერიმენტო სიტუაციაში. მათ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს კანიონიერად არჩეული სოციალისტი პრეზიდენტი, სალვადორე ალიენდეს წინააღმდეგ. ჩილეს პრეზიდენტი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს და დიქტატორ ავგუსტო პინოჩეტს ჩაუგდეს მთელი პოლიტიკური ძალაუფლება.

ავგუსტო პინოჩეტი

სოციალისტი სალვადორ ალიენდეს ყველაზე დიდი რეფორმა, რამაც აშშ-ის განრისხება გამოიწვია, ჩილეური სპილენძის ინდუსტრიის ნაციონალიზაცია იყო. სპილენძი ჩილეს ექსპორტში მთავარი პროდუქტი იყო და XIX საუკუნის შუა პერიოდიდან სპილენძის მოპოვება 2 ამერიკული კომპანიის მიერ კონტროლდებოდა, რომლებიც სხვადასხვა მაღაროებს ფლობდნენ.

სწორედ CIA-ის და ამერიკელების დახმარებით ჩილეში სისხლიანი დიქტატორი ავგუსტო პინოჩეტი მოვიდა ხელისუფლების სათავეში და 16 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას.

პარაგვაი

ალფრედო სტროსნერი პარაგვაის პრეზიდენტი 1954-1989 წლებში იყო. ის ამ თანამდებობაზე მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც CIA-ის მიერ მოწყობილ სამხედრო გადატრიალებას ჩაუდგა სათავეში. მისი 35-წლიანი მმართველობა გამოირჩეოდა ამერიკელების მიმართ ლოალურობით და რეპრესიების არნახული მასშტაბით.

ალფრედო სტროსნერი

ლიბერია

2006 წელს ჰააგის ტრიბუნალმა ლიბერალიის ყოფილი პრეზიდენტს, ჩარლზ ტეილორს 11 ბრალდება წარუდგინა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადილი დანაშაულებების გამო, რომელთა შორის იყო, მკვლელობები, გაუპატიურებები, სექსუალური მონობა, ბავშვების გამოყენება ჯარისკაცების როლში, მაროდიორობა, ადამიანური ღირსების შელახვა და უამრავი სხვა. ტეოლორის ყოფილმა თანამოსაგრემ, სამხედრო დანაყოფის მეთაურმა, ე.წ სიკვდილის ესკადრონის ხელმძღვანემა, ჯოზეფ მარხაზმა მისცა ინტერვიუ, სადაც განაცხადა, რომ ტეილორი მის ერთგულ ბოევიკებს კანიბალიზმით ასაქმებდა ადამიანების შეშინების მოტივით.

ჩარლს ტეილორი ჰააგის სასამართლოზე

გამოძიების განმავლობაში გამომჟღავნდა სხვა საინტერესო დეტალები ტეოლორის ბიოგრაფიიდან, რომლის თანამხადაც ის აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან (CIA-ის) მჭიდროდ თანამშრომლობდა. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად ტეილორი ამერიკელების მიერ გამოყენებული იქნა, როგორც მათთვის არასასურველი ლიბერიის პრეზიდენტის, სემუელ დოუს გასანეიტრალებლად. ამერიკელების ტეილორთან თანამშრომლობაზე ასევე მოწმობს სპეცსამსახურების საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ფართო მასებისთვის გასაჯაროვდა.

ინდონეზია

1965 წელს არმიის უფროსმა ოფიცერმა, სუჰარტომ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადა. მან სუკარნოს ადგილი დაიკავა და CIA-ის აქტიური დახმარებით დაიწყო კომუნისტების წინააღმდეგ სასტიკი რეპრესიები, რომლის შედეგადაც ათასობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. 1967 წელს მან ძალაუფლება მთლიანად ჩაიგდო ხელში, ხოლო 1968 წელს პრეზიდენტი გახდა.

სუჰარტო

ის ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ხელახლად ირჩეოდა პრეზიდენტად, სანამ 1998 წელს იძულებთ არ მოუწია თანამდებობის დატოვება. მას აკრიტიკებდნენ რეპრესიული მმართველობის და ასევე ინდონეზიის შეჭრის გამო აღმოსავლეთ ტიმორში 1975 წელს, რომლის შედეგადაც 100 000-მდე ადამიანი დაიღუპა შიმშილით, ომებით და სხვადასხვა დაავადებებით.

ესპანეთი

ფრანცისკო ფრანკო გახლდათ ესპანელი ნაციონალისტი, გენერალი, რომელიც თავდაუზოგავად იბრძოდა ესპანეთის მთავრობის და მემარცხენე პარტიების წინააღმდეგ. 30-იან წლებში, ტრაგიკულად ცნობილ ესპანეთის სამოქალაქო ომში მან იტალიელი და გერმანელი ნაცისტების დახმარებით გამარჯვება მოიპოვა.

დიქტატორი ფრანკო

50-იან, 60-იან და 70-იან წლებში ნატოს დიდად გულზე არ ეხატებოდა ფრანკო მისი ავტოკრატიული მართვის სტილიდან გამომდინარე, მაგრამ სამხედრო ბლოკი მაინც თანხმობაში იყო ცნობილ ესპანელ გენერალთან, რადგანაც მას გამორჩეულად ანტიკომუნისტური ხედვა გააჩნდა.

ფრანკო და რონალდ რეიგანი

კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ნატო და განსაკუთრებით CIA მხარს უჭერდა ფრანკოს, იმაში მდგომარეობს რომ ესპანეთი სტრატეგიულ მნიშვნელობას წარმოადგნენდა აშშ-სთვის, რათა პირენეს ნახევარკუნძულზე სამხედრო კონტროლი დაემყარებინა და ხმელთაშუაზღვისპირეთში საბჭოთა კავშირის ნებისმიერი წინსვლა შეეჩერებინა.ა.

კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ნატო და განსაკუთრებით CIA მხარს უჭერდა ფრანკოს, იმაში მდგომარეობს რომ ესპანეთი სტრატეგიულ მნიშვნელობას წარმოადგნენდა აშშ-სთვის, რათა პირენეს ნახევარკუნძულზე სამხედრო კონტროლი დაემყარებინა და ხმელთაშუაზღვისპირეთში საბჭოთა კავშირის ნებისმიერი წინსვლა შეეჩერებინა.

შედეგად ფრანკომ ამერიკელ ჯარისკაცებს პირენეს ნახევარკუნძულზე შეუზღუდავი თავისუფლება მიანიჭა.

პორტუგალია

ფრანცისკო ფრანკოს მსგავსად პორტუგალიელი დიქტატორი ანტონიუ სალაზარიც ნაციონალისტი პოლიტიკური მოღვაწე იყო. ისიც ანტიკომუნისტური განწყობებით გამოირჩეოდა და კომუნისტების წინააღმდეგ სასტიკ რეპრესიებს აწარმოებდა.

ანტონიუ სალაზარი

ეს არ არის სრული ჩამონათვალი ამერიკელების მიერ მხარდაჭერილი დიქტატორებისა, ეს მხოლოდ მცირე სიაა. აშშ-ის საგარეო პოლიტიკა ხშირად ეყრდნობოდა და დღესაც არ ერიდება დიქტატორების მხარდაჭერას, თუ ეს მათი ქვეყნის სამხედრო მიზნებთან თანხვედრაშია.

”ის ნაბიჭვარია, მაგრამ ჩვენი ნაბიჭვარი” – ეს ფრთოსანი ფრაზა ამერიკის 32-ე პრეზიდენტ, ფრანკლინ დელანო რუზველტს ეკუთვნის, რომლითაც მან ნიკარაგუის ცნობილი დიქტატორი ანასტასიო სამოსა შეამკო 1939 წელს. ეს ფრაზა საკმაოდ ზუსტად აღწერს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ორმაგ სტანდარტებს XX საუკუნის განმავლობაში.

ნიკარაგუელი დიქტატორი სამოსა და აშშ-ის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი

აშშ VS ირანი (1953 წ. აშშ-ის მიერ მოწყობილი გადატრიალება)

”ასე ვაპირებთ ჩვენ მოჰამედ მოსადეყის თავიდან მოშორობეას” – 1953 წლის ივნისში აშშ-ის იმდროინდელმა სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ფოსტერ დალესმა ამერიკელი პოლიტიკოსების ჯგუფს განუცხადა თავის მზაკვრული გეგმის შესახებ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ხელში ირანის პრემიერ-მინისტრის დამხობის გეგემა ეჭირა, რომელიც CIA-ის თანამშრომლის და აშშ-ის პრეზიდენტის თეოდორ რუზველტის შვილიშვილის, კერმიტ რუზვლეტის მიერ იყო მომზადებული.

ჯონ ფოსტერ დალესი

თავდაპირველად მოჰამედ მოსადეყის ლიკვიდაციის ინიციატივა ბრიტანელებისგან მოდიოდა, რადგანაც პრინციპული ირანელი ლიდერი საპარლამენტო მოძრაობას ჩაუდგა სათავეში ანგლო-ირანული ნავთობის კომპანიის ნაციონალიზაციის მოთხოვნით. ეს იყო ერთადერთი ნავთობის კომპანია, რომელიც ირანში ოპერირებდა. 1951 წლის მარტში მიღებულ იქნა კანონი ნაციონალიზაციის შესახებ, ხოლო აპრილში მოჰამედ მოსადეყი პარლამენტის აბსოლუტურმა უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრად აირჩია.

1 მაისს განხორციელდა ნაციონალიზაცია. როგორც მაშინ ირანის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: ”ირანელმა ხალხმა საუნჯე გახსნა, რომელზეც იქამდე დრაკონი იჯდა”.

მოსადეყის მთავრობამ ბრიტანელებს ნავთობის ოპერაციებიდან 25%-იანი წმინდა მოგების წილი შესთავაზა, რათა ბრიტანელების გული მოეგო. ასევე ბრიტანელი თანამშრომლების უსაფრთხოების და დასაქმების პირობა მისცა, თუმცა როგორც შემდგომში გაირკვა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ბრიტანელებმა უგულუბელყვეს ირანელი ხალხის და პარლამენტის გადაწყვეტილება საკუთარ ქვეყანაში არსებული ერთადერთი ნავთობკომპანიის ნაციონალიზაციის შესახებ და თავისი იმპერიალისტური ზრახვების კვალდაკვალ მოინდომეს მთლიანად ჩაეგდოთ ხელში ნავთობკომპანია. ამისთვის კი მათ მოსადეყის თავი ჭირდებოდათ.

მოჰამედ მოსადეყი (ირანის პრემიერ-მინისტრი 1951-1953 წლებში)

ბრიტანელების მიერ ირანის ეკონომიკურად და პოლიტიკურად მოხრჩობის მცდელობები ვერ განხორციელდებოდა ამერიკელების აქტიური მხარდაჭერის გარეშე პრეზიდენტ ტრუმენის და ეიზენჰაუერის ადმინისტრაციის პირობებში. როდესაც ბრიტანელები იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ ირანი, მათ ისღა დარჩენოდათ რომ დახმარებისთვის აშშ-ისთვის მიემართათ. 1952 წელს ჩერჩილის მთავრობამ კერმიტ რუზველტთან დაიწყო მოლაპარაკება, რომელიც რეალურად CIA-ის (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) ახლო აღმოსავლეთის განყოფილების ხელმძღვანელი იყო.

ჯონ ფოსტერ დალესი გამორჩეული ანტიკომუნისტი იყო და მოსადეყში საფრთხეს ხედავდა, რადგანაც ეს უკანსაკნელი არ ემორჩილებოდა ანგლო-საქსურ დღის წესრიგს და საკუთარი ქვეყნის მართვას დამოუკიდებლად ცდილობდა. ის შიშობდა, რომ ცივი ომის დროს ირანი ნეიტრალიტეტს დაიკავებდა, ასევე არ მოსწონდა ირანის მიერ მთავრობის სოციალისტური იდეების მხარდაჭერა, რაც მაგალითად ნავთობკომპანიის ნაციონალიზაციაში გამოიხატა.

საქმე ისე შემოტრიალდა, რომ 1953 წელს მოჰამედ მოსადეყის დამხობის და ირანში სახელმწიფო გადატრიალების ოპერაცია უფრო ამერიკული იყო, ვიდრე ბრიტანული. 26 წლის შემდეგ კერმიტ რუზვლეტმა წიგნი დაწერა იმის შესახებ, თუ როგორ დაგეგმა CIA-მ ეს ოპერაცია. მან წიგნს ”კონტრგადატრიალება” დაარქვა, სადაც აღნიშნავდა რომ ეს ყველაფერი იმისთვის იქნა გაკეთებული, რომ ირანში კომუნისტურ პარტიას (თუდე) არ ჩაეგდო ხელში ძალაუფლება. თუმცა ეს მტკნარი ტყუილი იყო, რადგანაც მოსადეყი არ იყო კომუნისტი და კომუნისტურ პარტიასთან საკმაოდ ორაზროვანი ურთიერთობა ჰქონდა. ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ დინ აჩესონი (ტრუმენის სახელმწიფო მდივანი) მას მოიხსენიებდა, როგორც: ”მდიდარი, რეაქციული, ფეოდალურად მოაზროვნე სპარსელი, რომლის კომუნისტური პარტიის მიმართ თაგარძნობა ძნელი წარმოსადგენია”.

კიდევ ერთი არგუმენტი იმ მოსაზრების გასამყარებლად, რომ ირანის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ მოსადეყი არ იყო სიმპატიით განწყობილი კომუნისტური პარტიის მიმიართ – ის 1951 წელს მკაცრად გაუსწორდა თუდეს (კომუნისტური პარტია) მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციას, რომლის დროსაც 100 ადამიანი დაიღუპა და 500 დაიჭრა.

შეგახსენებთ, რომ იმდროინდელი ირანი საკამოდ დემოკრატიული ქვეყანა იყო და შაჰის როლი ქვეყნის მართვაში სიმბოლურამდე იყო დაყვანილი, ანუ მას არანაირი რეალური ძალაუფლება არ გააჩნდა. სწორედ ამიტომაც ამერიკული CIA რუზველტის მეთაურობით შაჰს დაუკავშირდა და განუცხადა, რომ დუაიტ ეიზნჰაუერი და უინსტონ ჩერჩილი მის მხარეს არიან და მოსადეყის დამხობას აპირებენ. ამერიკელებმა შაჰი დაარწმუნეს იმაში, რომ გამოეცა ბრძანება, რომლის თანახმადაც მოჰამედ მოსადეყს ატოვებინებდნენ თანამდებობას და მის მაგივრად ფაზლოლუ ზაჰედს ნიშნავდა, რომელიც ნაცისტებთან თანამშრომლობის გამო ბრიტანელებს ჰყავდათ დაპატიმრებული. რა თქმა უნდა მოსადეყი არ დაემორჩილა შაჰის ბრძანებას და განაცხადა, რომ მხოლოდ პარლამენტს შეუძლია თანამდებობიდან მისი ჩამოშორობა და უცხოელი აგენტების დახმარებით შაჰი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში დაადანაშაულა. მოვლენების ამგვარი განვითარების გამო შეშინებული შაჰი ქვეყნიდან გაიქცა და რომს შეაფარა თავი.

1953 წელს თეირანში შესრულებული გრაფიტი Yankee go home ”ამერიკელებო გააჯვით”

16 აგვისტოს თეირანში მოსადეყის მხარდასაჭერი და შაჰის და აშშ-ის საწინააღმედეგო მასობრივი დემონსტრაცია გაიმართა, რომელიც ნაციონალური ფრონტის მიერ იყო ორგანიზებული.

ამ ყველაფრის შემხედვარე კერმიტ რუზველტმა და CIA-მ მიიღეს გადაწყვეტილება აშშ-ის საელჩოში არსებული ფულის მასობრივი გამოყენებების შესახებ მოსადეყის წინააღმდეგ გადატრიალების მოსაწყობად. სხვადასხვა ინფორმაციით აშშ-ს ირანში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა 1-დან 19 მლნ. $-მდე დაუჯდა. ხალხის მასობრივი მოსყიდვით, პროვოკაციების წახალისებით და მოსადეყის მხარდამჭერებზე თავსდასხმების მეშვეობით ამერიკელებმა მაინც შეძლეს გადატრიალების ბოლომდე მიყვანა.

9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა შეტაკებები მოსადეყის ერთგულ ჯარისკაცებს და ამერიკელების მიერ მოსყიდულ მეომრებს შორის. 300 ადამიანამდე დაიღუპა და უამრავი დაშავდა, სანამ შეტაკებები არ შეწყდა.

შემდგომი 25 წლის განმავლობაში ირანი აშშ-ის იმდენად ახლო მოკავშირე იყო, რომ მოსადეყისთვის ეს ალბათ შოკისმომგვრელი იქნებოდა. შაჰმა საკუთარი ქვეყანა მთლიანად ჩაუგდო ხელში ამერიკელ ჯარისკაცებს და სადაზვერვო ორგანიზაციებს, რათა ის გამოეყენებინათ როგორც პლაცდარმი ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირის წინააღდეგ.

სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ CIA-მ ყოველწლიურად ირანელი რელიგიური ლიდერების – აიათოლების დაფინანსება დაიწყო, რათა მათი კეთილგანწყობა არ დაეკარგა. 1953 წლიდან 1977 წლამდე ამერიკელები ყოველწლიურად 100-400 მლნ. $-მდე უხდიდნენ აიათოლებს და უმაღლეს რელიგიურ მსახურებს, იქამდე ვიდრე 1977 წელს პრეზიდენტ კარტერმა ეს ფინანსური დახმარება უეცრად არ შეუწვიტა მათ.

1953 წელს ამერიკელების მიერ ირანში მოწყობილი გადატრიალების შედეგად ირანში დიდი ხნით დასამარდა დემოკრატია. მოჰამედ მოსადეყი საკმაოდ დემოკრატიული მმართველი გახლდათ და პროგრესული რეფორმების გადატრებას ცდილობდა საკუთარი ქვეყნის მოდერნიზაციისთვის, თუმცა აშშ-დიდი ბრიტანეთის დუეტმა გადაწყვიტა სამხედრო გადატრიალების მოწყობა. სწორედ CIA-ის მიუძღვის ლომის წვილი ირანში რელიგიური ფუნდამენტალიზმის წახალისებაში, რის შედეგებსაც ირანის მოსახლეობა დღესაც იმკის.

პატრის ლუმუმბა – დასავლეთის მიერ ლიკვიდირებული კონგოს ლიდერი

პატრის ლუმუმბა აფრიკული ანტიკოლონიზატორული მოძრაობის გამორჩეული წარმომადგენილი იყო. ის კონგოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსი იყო. პატრის ლუმუმბა კონგოელი ხალხის ჩაგვრის და მისი ქვეყნიდან  ევროპელების მიერ რესურსების მითვისების წინააღმდეგ აქტიურად ილაშქრებდა, მაგრამ მას არ დასცალდა და სასტიკად იქნა მოკლული.

patrice-lumumba-55-years-later

კონგოს მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ადგილი ეკავა ალმასების და ძვირფასი ლითონების მოპოვების დარგში, ამიტომაც ევროპელ კაპიტალისტებს დიდი ინტერესი გააჩნდათ ამ ქვეყნის მიმართ, სწორედ ამიტომაც პატრის ლუმუმბა ლიკვიდირებულ იქნა.

პატრის ლუმუმბა კონგოელი მემარცხენე პოლიტიკური მოღვაწე, კონგოს პირველი პრემიერ-მინისტრი, აფრიკული კონტინენტის ევროპული იმპერიალიზმისგან გათავისუფლების მოძრაობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და ლიდერი გახლდათ.

ლუმუმბამ პოლიტიკური პარტია “კონგოს ნაციონალური მოძრაობა” დააარსა. მისი პოლიტიკური პროგრამა და მსოფლომხედველობა მემარცხენე სულისკვეთებით იყო გამსჭვალული; კერძოდ ის დასავლური მონოპოლიების შეზღუდვის მომხრე იყო საკუთარ ქვეყანაში და მათი დამატებითი დაბეგვრის მოსურნე. პატრის ლუმუმბა ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური სამართლიანობის დამყარებას ცდილობდა.

34096006_1732919756753811_8841766786765422592_n
მაგრამ მას პრემიერ-მინისტრის რანგში 2 თვეზე მეტი ხნით არ დასცალდა მოღვაწეობა. 1960 წელს კონგოს დამოუკიდებლობის მოპოვობის შემდეგ მალევე ქვეყანაში ბელგიური ჯარები შეიჭრნენ და ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს. ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი ჯოზეფ კასავუბუ დასავლეთის მიმართ საკმაოდ ლოიალურად განწყობილი პოლიტიკოსი გახლდათ. დასავლეთის მხარდაჭერით კასავუბუმ ლუმუმბა დააპატიმრა.

პატრის ლულუმბა 1961 წელს დაიღუპა ციხიდან გაქცევის შემდეგ. სხვადასხვვა ფაქტებით მტკიცდება რომ კონგოს ეროვნული გმირის მკვლელობის (ეროვნული გმირის წოდება ლულუმბას 1966 წელს მიანიჭეს) ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და ავტორი დასავლური სპეცსამსახურები, კერძოდ კი ამერიკული ფედერალური სარეზრვო სააგენტო იყო (CIA).

ქვემოთ წაროდგენილ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ გერმანელების და ფრანგების მიერ 2000 წ. გადაღებული დოკუმენტური ფილმი “პატრის ლულუმბას სიკვდილით დასჯა“, სადაც ნაჩვენებია თუ რატომ სურდათ დასავლურ ქვეყნებს ლუმუმბას მოშორება და ლიკვიდაცია.
http://bit.ly/2cJKlzP

დასავლეთისთვის არასასურველი პრემიერი

კონგოს ხელისუფლების რადიკალიზმი ძალიან ბევრის მიზნებს ეწინააღმდეგებოდა. ლუმუმბას ხელისუფლება ქვეყნის ბუნებრივ რესურსებზე რეალური კონტროლის მოპოვებას შეეცადა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის გზას დაადგა.

დაიგეგმა სახელმწიფო გეგმიური ეკონომიკის ჩამოყალიბება, მრეწველობასა და წარმოებაში სახელმწიფო სექტორის შექმნა, პირველი აუცილებლობის პროდუქტებზე ფიქსირებული ფასების დაწესება. აიკრძალა კაპიტალის გადინება საზღვარგარეთ. ლუმუმბა სახელმწიფოს და ეკლესიის გამიჯვნას უჭერდა მხარს  და სეკულალური სახელმწიფოს შექმნას ცდილობდა. საგარეო პოლიტიკის კურსი უკომპრომისო იყო, რაც მთლიანად აფრიკული კონტინენტის გათავსიუფლებას გულისხმობდა კოლონიალიზმისგან და რასიზმისგან. 

ლუმუმბას კურსს ბევრი მოწინააღმდე ჰყავდა – მის წინააღმდეგ გამოვიდა პრეზიდენტი კასავუბუ და ქვეყნის ყველაზე მდიდარ პროვინციაში კატანგაში შეაირაღებული ამბოხიც დაიწყო. ეს ბეგლიელბსაც არ გამორჩენიათ და წესრიგის აღდგენის საბაბით თავის ყოფილ კოლონიაში ჯარი შეიყვანა.  პრემიერ-მინისტრ ლუმუმბას დახმარებისთვის გაეროს მიმართა, მაგრამ ბელგიელმა სამხედროებმა მის მოწინააღმდეგეებს დაუჭირეს მხარი და «ნაციონალური გათავისუფლების» ლიდერი დესტაბილიზაციაში დაადანაშაულეს.

ამის შემდეგ ლუმუმბამ საბჭოთა კავშირს მიმართა დახმარებისთვის, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო, რადგანაც ლუმუმბას მოწინააღდეგეები უკვე სიტუაციას აკონტროლებდნენ. უფრო მეტიც, აშშ-მ გავლენიან მემარცხენე პოლიტიკოსში ლუმუმბას სახით «აფრიკელი კასტროს»  საფრთხე იგრძნო და მისი მოშორება გადაწყვიტა.

1960 წელს პრეზიდენტმა კასავუბუმ თანამდებობიდან გაათავისუფლა ლუმუმბა და მას შინაპატიმრობა მიუსაჯა, იმის სანაცვლოდ რომ მის მომხრეებს აჯანყება შეეწყვიტათ. მაგრამ კატანგაში პრემიერ-მინისტრ ლუმუმბას მხადმაჭერების საპროტესტო გამოსვლები არ წყდებოდა, ხოლო თავად ის კი ციხეში რჩებოდა, იმის მიუხედავად რომ პარლამენტმა მის გათავისუფლებას დაუჭირა მხარი. ბელგიელების მიერ შემოყვანილი სამხედრო ძალა კი მშვიდობისმყოფელების კი არა, უფრო ოკუპანტების როლში გამოდიოდა.

1966 წელს პატრის ლუმუმბა კონგოს ეროვნულ გმირად გამოაცხადეს. 1975 წელს აშშ-ის სენატის კომისიის გამოძიების შედეგად, რომელიც ამერიკული სპეცსამსახურების საქმიანობას ეხებოდა ცნობილი გახდა ის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც პატრის ლუმუმბა პოლიტიკური არენიდან მოიშორეს. ეს ამერიკული ”ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს” (CIA) აქტიური მონაწილეობით მოხდა.

პოლიტიკური მკვლელობა

ლუმუმბას მომხრეებმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი აიღეს კონტროლქვეშ. 12 სექტემბერს მეამბოხეების მიერ ციხიდან გამოყვანილმა პრემიერ-მინისტრმა საკუთარ თანამოაზრეებთან მიღწევა და ბრძოლის გაგრძელება გადაწყვიტა. მაგრამ გზაზე ის პოლტიკურმა მოწინააღდეგმა ჩაიგდეს ხელში გაეროს ჩუმი თანხმობის ფონზე.

ლუმუმბას სიკვდილის დეტალები 40 წლის შემდეგ გახდა ცნობილი, მას შემდეგ რაც ბელგიის პარლამენტმა სპეციალური გამოძიება ჩაატარა. გამოძიების თანახმად ლუმუმბა მის დაუძინებელ მტერ, მუაზ ჩომბეს გადასცეს, რომელიც სეპარატისტების ლიდერი იყო. ლუმუმბას ადგილობრივი სეპარატისტები აწამებდნენ, მაგრამ მათ ხელმძღვანელობდნენ ბელგიელი ჯარისკაცები და ამერიკელი სპეცსამსახურების თანამშრომლები.

1961 წლის 17 იანვარს გრელვადიანი წამების შემდეგ ლუმუმბა და მისი მხარდამჭერები დახვრიტეს. მათი სხეულის ნაშთები მკვლელების მიერ იქნა განადგურებული.

ცნობილია რომ ლუმუმბას ლიკვდაციის გეგმა ამერიკულ სპესსამსახურებსაც გააჩნდათ, თან დამტკიცებული იყო პირადად პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერის მიერ. კონგოელი პოლიტიკოსის მკვლელობის მთავარი მოტივი მისი მემარცხენე მსოფლმეხდველობა და საბჭოთა კავშირთან თანამშრომლობის სურვილი იყო. დღესდღეობით არაერთი სხვადასხვა წყარო მოწმობს პირდაპირ კავშირს ამერიკულ CIA-ს და პატრის ლუმუმბას მკვლელობას შორის. 

516nlSEaL4L._SX331_BO1,204,203,200_

ბელგიელმა ავტორმა, ლუდო დე ვიტემ გამოქავეყნა წიგნი – “ლუმუმბა – XX საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი მკვლელობა”, სადაც დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით საუბარია იმაზე თუ როგორ დაგეგმას აშშ-ის და ბელგიის მთავრობებმა ლუმუმბას ლიკვიდაციის გეგმა.

2002 წელს ბელგიამ ოფიციალურად აღიარა საკუთარი თანამონაწილეობა პატრის ლუმუმბას მკვლელობაში, მაგრამ შემდგომ გამოძიებაზე უარი განაცხადა.