საერთაშორისო ორგანიაცია Oxfam-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მოსფლიოს ეკონომიკა გაიზარდა 67$ ტრილიონით ბოლო 15 წლის განმავლობაში, მაგრამ ეს სიმდიდრე ადამიანის ვიწრო წრეშია თავმოყრილი.
მაგალითად 2010 წელს Oxfam-ის მონაცემების მიხედვით 388 ყველაზე მდიდარი ადამიანი ფლობდა დანარჩენი მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარ ქონებას. მაგრამ ეს სურათი შეიცვალა – დღესდღეობით უკვე 62 ყველაზე მდიდარე ადამიანის ხელში კონცეტრირებულია მსოფლიოს მოსახლეობის ნახევრის (3.6 მილიარდი ადამიანის) ტოლფასი ქონება.
ყველაზე მდიდარი ადამიანების ხელში მსოფლიო სიმდიდრის ზრდადი კონცენტრაცია დღესდღეობით ეკონომისტების დღის წესრიგში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. მაგალითად ამ პრობლემას მიუძღვნა მთელი თავისი ბოლოდროინდელი ნამუშევრები ნობელის პრემიის ლაურეატმა ეკონომიკაში – ჯოზეფ სტიგლიცმა. 2000-დან 2015 წლამდე მსოფლიო 133$ ტრილიონით გამდიდრდა, რაც მსოფლიოს თითოეული მაცხოვრებლისთვის 19 000$-მდე გამოდის.
მაგრამ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი მოსახლეობის 1% ამ სიმდიდრიდან 68$ მილიონი წაიღო, ხოლო შემდგომმა ყველაზე მდიდარმა 10%-მა 48$ მილიონი მიიღო. მსოფლიოს მოსახლეობის დანარჩენი 90%-სთვის, რაც რაოდენობრივად 6 მილიარდზე მეტი ადამიანია, მხოლოდ 17 ტრილიონი დარჩა გასანაწილებელი.

გრაფაზე წარმოდგენილია მსოფლიო მოსახლეობის წლიური შემოსავალი აშშ დოლარში ერთი წლის განმავლობაში
ამ ყველაფრის მოკლე რეზუმირება, რომ მოვახდინოთ მსოფლიოში უაღრესად სახიფათო ტენდენცია შეინიშნება: მდიდრები უფრო მდიდრდებიან, ღარიბები უფრო ღარიბდებიან.