ქრისტიანული სოციალიზმი

©

მართლმადიდებლობა ჩვენი სოციალიზმია“ – © ფიოდორ დოსტოევსკი

„როდესაც ქრისტიანები ჩაერთვებიან სოციალურ რევოლუციაში, ის დაუმარცხებელი გახდება“ – ©  ჩე გევარა

100

„ქრისტიანული სოციალიზმი“… დღეს ამ სიტყვების თანაწყობა ალბათ არავის არ გააკვირვებს. კომუნისტებთან პარალელურად არსებობდნენ და არსებობენ სოციალ-დემოკრატები, კადეტები, ანარქისტები და სხვები. თუ ახლო წარსულში ადამიანებს ესმოდათ, რომ „ლენინისა და მარქსის“ სოციალიზმის გარდა, არსებობს კიდევ მარქსისა და ბრონშტეინის, პოლ პოტისა და კადაფის სოციალიზმი; XX საუკუნემ მოგვცა არა ერთი ათეული სოციალიზმის მოდელი, ასე რომ დღეს აღარ იქნება პარადოქსალური ის ფაქტი, რომ სოციალიზმი შეიძლება იყოს არა ათეისტური, არამედ რელიგიურიც.

სერგეი ბულგაკოვი (1871-1944 წ. წ.)  უახლოეს წარსულამდე ნაკლებად ცნობილი და პოპულარული რუსი მოაზროვნე, ფილოსოფოსი, მართმადიდებლური ეკლესიის თეოლოგი. მრავალი ლიტერატურული ნაშრომის ავტორი მაგ. ბროშურა „ქრისტიანობა და სოციალიზმი“. ბულგაკოვის შემოქმედებებს ყოფენ სამ პერიოდად: 1903 წ-დე მარქსისტული (დომინირებს პოლიტიკური ეკონომიის მიმართლება), 1903-1925 წ. წ. რელიგიურ-ფილოსოფიური ( სოლოვიოვის საერთო გამაერთიანებელი თეორიის ჩარჩოებში), 1925 წ შემდეგ – საღვთისმეტყველო (არაორთოდოქსალური).

ქრისტიანული სოციალიზმის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ სოციალიზმსა და რელიგიას შორის შეიძლება იყოს დადებითი შეხების წერტილები. ქრისტიანობა ავსებს სოციალიზმს და აძლევს მას იმ სულიერ საზრდოს, რომელიც მას აკლია, ხოლო სოციალიზმი ქრისტიანობას საშუალებას აძლევს სრულყოფაში მოიყვანოს თავისი ალტრუისტული, ფილანთროპიული ზრახვები.

„უღმერთო“ სოციალიზმის იდეა ფიქსი არის „საერთო პურით ცოცხლობს ადამიანი“, ამას ბულგაკოვი უპირისპირებს „სოციალისტური თანასწორობის და სიყვარულის შთაგონებას“, რაც ახასიათებს ქრისტიანულ სოციალიზმს, ამ იდეას ის ქადაგებდა ცხოვრების ბოლომდე და უკავშირებდა თავისი სამშობლოს მომავალს.

200.jpg

უნდა აღინიშნოს, რომ ბულგაკოვის კრიტიკულმა აზროვნებამ და პასუხების პოვნის სურვილმა ვერ ჰპოვა თავის ადგილი ქრისტიანულ დოგმატიკაში, მას მკაცრად აკრიტიკებდა, როგორც რუსული მართმადიდებლური ეკლესია, ასევე უცხოური ეკლესიებიც.

აი რა შეგვიძლია გამოვიტანოთ მამა სერგეის გამოცემული ნაშრომებიდან – „როგორია მართლმადიდებლობის დამოკიდებულება სოციალიზმთან მიმართებაში? ღვთისმეტყველებაში არ არის ამაზე მკაფიო პასუხი, მაგრამ ის არც არის საჭირო, რადგან ეს არა დოგმატიკის, არამედ სოციალური ეთიკის საკითხია. მსოფლიო მასშტაბის საღვთისმეტყველო მასწავლებელთა ნაწარმოებებში ჩვენ ნამდვილად შეიძლება დავინახოთ რელიგიის დადებითი დამოკიდებულება სოციალიზმის მიმართ, გარკვეულ სახელდობრ ჩარჩოებში მოქცევით, ჩვენ გამოვყოფთ სპეკულაციური და ექსპლუატაციური სისტემების უარყოფის მცდელობს. რასაკვირველია სოციალურად იდეალური სისტემის ჩამოყალიბება არის არა მხოლოდ პრინციპის, არამედ პრაქტიკული მიზანშეწონილობის საკითხიც. ყოველ სოციალურ ორგანიზაციას გააჩნია თავისი პლიუსები და მინუსები, რომლებიც განსაზღვრავენ მის პრაქტიკულ მიზანშეწონილობას. ამ კუთხით რუსულმა კომუნიზმმა გვაჩვენა, როგორი სავალალო შეიძლება იყოს ძალადობასა და ადამიანის უფლებების სისტემატურ დარღვევაზე აგებული საზოგადოებრივი სისტემა…

მაგრამ არსებობს ასევე მშვიდობიანი,  დემოკრატიული სოციალიზმი, რომელსაც ჩვენ ვერ ავიცილებთ და მისი დრო ადრე თუ გვიან მოვა“

აშკარაა, რომ სოციალიზმის სოციალურ-ეკონომიკური მოწყობის მოდელსა და ქრისტიანული საზოგადოებრივი წესრიგის იდეები საკმაოდ ახლოს დგას ერთმანეთთან და საკმაოდ შორს არის კაპიტალიზმის იდეალებისგან, რაც არა ერთხელ აღნიშნეს სხვადასხვა ღვთისმეტყველებმა. ასე მაგალითად ბულგაკოვი თავის ნაწარმოებში „ქრისტიანობა და სოციალიზმი“ წერს: „კაპიტალიზმი არის ორგანიზებული ეგოიზმი, რომელიც სრული შეგნებით და განზრახ უარყოფს ადამიანის მიერ რელიგიური მორალის პატივისცემას. ის არის მამონის მრწამსი… ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ სოციალიზმის მიერ კაპიტალიზმის კრიტიკა არის მიზანშეწონილი და ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ სიმართლე სოციალიზმის მხარესაა”

დღეს, როდესაც ქადაგებენ, რომ სოციალიზმმა ადამიანური სახე უნდა მიიღოს, არასამართლიანი იქნება, რომ არ გაგვახსენდეს არ აღვნიშნოთ სერგეი ბულგაკოვის ქადაგება, რომელმაც დროს გაუსწრო.

თანამდეროვე ქრისტიანული სოციალიზმი

სიკეთით აავსო მშიერნი და ხელცარიელნი გაისტუმრა მდიდარნი.” (ლკ 1; 52-53)

ლათინურ ამერიკაში პოპულარულია ისეთი იდეა, როგორც „გათავისუფლების თეოლოგია“. ის პოზიციონირებს, როგორც ქრისტიანული სოციალიზმის ფორმა. განთავისუფლების თეოლოგია მიზნად ისახავს პასუხი გასცეს კითხვას, რომლის წინაშე დგას ყველა ლათინო-ამერიკელი ქრისტიანი: როგორ უნდა იყო ქრისტიანი დაჩაგრულ კონტინენტზე? ბევრი ლათინო-ამერიკელი ღვთისმეტყველი ქადაგებს გათავისუფლების თეოლოგიას ასევე სხვა კონტინენტებზეც.

300.jpg

ვენესუელას პრეზიდენტი, უგო ჩავესი ასევე განთავისუფლების თეოლოგიის მიმდევარი იყო: „ ის (იესო) იყო ჩემთან ერთად ცხოვრების სულ ყველაზე რთულ წუთებში. იესო, რასაკვირველია არის ისტორიული ფიგურა, ის იყო მეამბოხე, ისეთივე ანტიიმპერიალისტი, როგორებიც ჩვენ ვართ. ის აუჯანყდა რომის იმპერიას. ვის შეუძლია საერთოდ თქვას, რომ იესო კაპიტალისტი იყო? არა, კაპიტალისტი იუდა იყო, ზუსტად მან აიღო ვერცხლის მონეტები! იესო იყო რევოლუციონერი. ის აუჯანყდა რელიგიურ იერარქიას. ის აუჯანყდა იმდროინდელ ეკონომიკურ ხელისუფლებას. მან აირჩია სიკვდილი, რომ ბოლომდე დაეცვა თავისი ჰუმანური იდეალები და ცვლილებებს ელოდა. ის იყო ჩვენი იესო.“

ეს განცხადება უგო ჩავესმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს გააკეთა და ის ყველას დაპირდა, რომ გააერთიანებდა ქრისტიანობას და სოციალიზმს. ჩავესის აზრით, სოციალიზმი არის იესოს პროექტი დედამიწაზე, რადგან ის  ეფუძნება თანასწორობას, სამართლიანობას და  მშვიდობას.

16508288_1284618508250607_3751238046129953574_n

ვენესუელის მოსახლეობის უმრავლესობა კათოლიკეა, ამიტომ პოლიტოლოგები არ გამორიცხავდნენ იმას, რომ უგო ჩავესი ხშირად მიმართავდა თეოლოგიურ რიტორიკას თავისი საარჩვენო კამპანიის მიმდინარეობაში. ამავდროულად პრეზიდენტი ეყრდნობოდა არა ვატიკანს, საიდანაც მას მუდამ კრიტიკის ქარ-ცეცხლსი ატარებდნენ, არამედ რეფორმირებულ კათოლიკურ ეკლესიას. ის შეიქმნა ვენესუელაში 2000-იანებში და რჩება ლოიალური, როგორც თავისი პრეზიდენტის, ასევე მრევლის მიმართ. ღვთისმსახურებისაგან არ ითხოვენ დაუქორწინებლობას, დაშვებულია გაშორება და ერთსქესობრივი ურთიერთობებიც. (რის კატეგორიულ უარზეც არიან რუსი სოციალისტები)

რუსეთის ისტორიაში არის იმის პრეცედენტი, რომ ოდესღაც ღვთის წინააღმდეგ გალაშქრებულმა ბოლშევიკებმა, კურსის ცვლილების შემდეგ შეწყვიტეს ქრისტიანების დევნა, რაც საფუძვლად დაედო პატრიოტიზმის წახალისებას. ეს მოხდა დიდი სამამულო ომის დროს, როდესაც კომუნისტები მიხვდნენ, რომ არც ისე ბევრ ადამიანს სურს მარქსისა და ლენინის იდეების გამო თავის გაწირვა.

შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად ქრისტიანობისა და მარქსიზმის ასიმილაციამ, შემატა უკანასკნელს პოპულარობა რუსეთში და შედარებით უფრო ხანგრძლივი არსებობის საშუალება მისცა.

სტალინმა ტრიუმფალური გამარჯვების აღნიშვნის დროს თქვა სადღეგრძელო: „დიდებული რუსი ერისთვის“, რამაც ფაქტობრივად ხაზი გაუსვა ხელისუფლების თვითიდენტიფიცირების პროცესს და პატრიოტიზმი გახდა კომუნიზმთან ერთად იმ იდეოლოგიის ქვაკუთხედი, რომელიც სუფევდა საბჭოთა კავშირში.

ქრისტიანული სოციალიზმი შეიძლება ითქვას, რომ არის ამავდროულად რუსული სოციალიზმის ერთ-ერთი ნაირსახეობა. ქრისტიანული სოციალიზმი არის მსოფლიო იდეალი და ის ყველას ეკუთვნის. ამ შემთხვევაში ზუსტად ქრისტიანული ეკლესია უნდა გამოდგეს წინამძღოლად და შეწყვიტოს თავისი მარგინალიზირებული არსებობა. მაგრამ სანამ ეკლესია დარჩება სისტემურ ორგანიზაციად, ხალხი უფრო დიდი იმედით შეხედავს ნონკონფორმისტულ რელიგიურ მიმდინარეობებს.

მართლმადიდებლობაში არსებობს ისეთი მიმდინარეობები, როგორც „უფულოთა“ ან „მორბენალთა“ მიმდინარეობა. ეს ორი მიმდინარეობა ხედავს უღმერთობას, როგორც ფულში ასევე პირადობის აღმნიშვნელ დოკუმენტებში. ეს მიმდინარეობა ჩამოყალიბდა XVIII ს.-ში და მისი წევრები ეწინააღმდეგებიან არსებულ სისტემას, მათ არ გააჩნდათ და არ გააჩნიათ პირადობის აღმნიშვნელი დოკუმენტები, ისინი არ სარგებლობენ ფულით და მუდამ მოგზაურობენ. ისინი თვლიან, რომ ეკლესია არ უნდა იყოს მოქცეული რაიმე სისტემაში და ამიტომ, ნებისმიერი ეკლესიის დავალება ითვლება უფრო სისტემის მიერ თავს მოხვეულ გადაწყვეტილებად,  ვიდრე დამოუკიდებელ აზროვნებად.