რა გაირკვა ენტონი ფაუჩის იმეილების გამოქვეყნების შემდეგ

აშშ-ის და მსოფლიოს მთავარი ეპიდემიოლოგი, ენტონი ფაუჩი კორონავირუსთან ბრძოლის ასპარეზზე ერთ-ერთი მთავარი მეცნიერია, მასზე და მის მიერ წარმოთქმულ თითოეულ განცხადებაზე სწორება პროდასავლური სამყაროს დიდ ნაწილს აქვს. დოქტორი ენტონი ფაუჩი არის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ამერიკელი ჩინოვნიკი, მათ შორის ვისაც არ ირჩევენ, მისი ხელფასი წელიწადში ნახევარ მილიონ დოლარმდე მერყეობს. 2020 წლის განმავლობაში ის კორონავირუსის ერთ-ერთი მთავარი სპეციალისტი გახდა.

ენტონი ფაუჩი

ცოტა ხნის ცინა ენტონი ფაუჩი ახალ სკანდალში გაეხვა. კერძოდ, გამოცემა BuzzFeed-მა ივნისის დასაწყისში საკუთარ რესურსზე ენტონი ფაუჩის საფოსტო ყუთიდან ელექტრონული მიმოწერის 3200 გვერდი გამოაქვეყნა, ხოლო The Washington Post-მა კი ელექტრონული წერილების 860 გვერდი გამოაქვეყნა, რაც 2020 წლის მარტით და აპრილით თარიღდება. CNN-მაც რამდენიმე ელექტრონული წერილი მიიღო და გაასაჯაროვა 2020 წლის თებერვლიდან, მაგრამ ამ წერილების დიდი ნაწილის რედაქტირებას ჰქონდა ადგილი. ფაუჩის პირადი ელექტრონული წერილები აშშ-ს ინფორმაციის თავისუფლების აქტის (FOIA) შესაბამისობაში გამოქვეყნდა.

გამოქვეყნებული ელექტროული წერილები მოწმობენ იმაზე, რომ კოლეგების გაფრთხილების მიუხედავად, ფაუჩიმ თავიდანვე უკუაგდო ვირუსის ხელოვნური წარმოშობის ვერსია. თუმცა როგორც ირკვევა ვირუსის ხელოვნურობის ჰიპოთეზა ბევრმა სხვადასხვა მეცნიერმა გააჟღერა აშშ-ის მთავარ ეპიდემიოლოგთან მიმოწერაში.

”ელექტრონული წერილები იმ შემაშფოთებელ სურათს ხატავენ, თუ როგორ განიცდიდა აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგი იმას, რომ რომ დააფინანსა მუტაციის კვლევა გაძლიერებული ფუნქციით. ფაუჩიმ იცის ეს ახლაც, მაგრამ არაფრით არ აღიარა” განაცხადა სენატორმა რენდ პოლმა.

ერთ-ერთი იმ მეცნიერთაგანი, ვინც ენტონი ფაუჩისთან კამათობდა ვირუსის წარმომავლობის შესახებ, დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრის მაშინდელი ხემძღვანელი რობერტ რედფილდი იყო. ”მე კვლავ მჯერა, რომ ამ პათოგენის ყველაზე შესაძლო ეტიოლოგია უჰანის ლაბორატორიიდან გაჟონვაა. ეს ნორმალურია, მეცნიერება საბოლოოდ გაერკვევა ამაში’‘ – განაცხადა რედფილდმა.

CDC-ის ექსდირექტორი, რობერტ რედფილდი
(AP სურათი/Patrick Semansky)

მაგრამ ის იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა. სამეცნიერო სამყარომ საკუთარი ავტორიტეტის მეშვეობით საწინააღმდეგო აზრზე მყოფები ყველანაირად გაანადგურა. წერილში, რომელიც წამყვან სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა და 27 წამყვანი მეცნიერი აწერდა ხელს, ნათქვამი იყო რომ: ”აზრი იმის შესახებ, რომ ვირუსმა შესაძლოა ლაბორატორიიდან გამოჟონა, მხოლოდ ”ბნელეთის მოციქულებმა” შეიძლება გაავრცელონ. ხელმოწერების შეგროვებით ცნობილი ბრიტანელი ვირუსოლოგი პიტერ დასზაკი იყო დაკავებული.”

”ელექტრონული წერილებიდან ჩანს, რომ პიტერ დასზაკი დეტალური არჩევდა The Lancet-ის წერილის ხელმოწერებს, რათა მისი მადისკვალიფიცირებელი ინტერესთა კონფლიქტი საიდუმლოდ დარჩენილიყო. რაღაც მომენტში დასზაკმა ერთ მეცნიერს, რალფ ბერიკს, რომელიც ჩინეთში მუშაობდა ახალი ფუნქციების მისაღებად სთხოვა არ მოეწერა ხელი წერილისთვის.” – იტყობინება ამერიკული მედია.

ჰიპოთეზა ვირუსის გაჟონვის შესახებ უჰანის ლაბორატორიიდან

კვლევებზე დახარჯული 39 მლნ ამერიკული $, რაც უჰანის ლაბოტარორიაში ტარდებოდა, გამოყოფილი იყო პენტაგონის მიერ, ხოლო ამ ყველაფრის კურირებით არასამთავრობო ორგანიზაცია EcoHealth Alliance იყო დაკავებული (ამ ორგანიზაციის ხელძღვანელი იყო ზემოთხსენებული პიტერ დასზაკი). 2020 წლის აპრილში რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა შეადგინეს 34 კითხვა, რაზეც დასზაკს პასუხი არ გაუცია. ტრამპისთვის, როგორც ყოველთვის ყველაფერი ცხადი იყო და ჩინელებს ადანაშაულებდა. პანდემიის კომპენსირების სახით ის ჩინელებს 10 ტრლნ. $-ს სთხოვდა საკუთარი სოციალური ქსელით.

უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი

2020 წლის იანვარში ფაუჩისადმი მიწერილ ელექტრონულ წერილში, ერთ-ერთი უმსხვილესი ბიოსამედიცინო კვლევითი ცენტრის დირექტორი ვარაუდობს, რომ ვირუსის «უჩვეულო მასახასიათებლები» შესაძლოა მის ხელოვნურობაზე (“engineered”) მიუთითებდეს, რაზეც ფაუჩიმ მას უპასუხა, რომ ტელეფონით დაუკავშირდებოდა.

2020 წლის აპრილში ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ფრენსის კოლინსის მიერ მოწერილმა წერილმა ფაუჩის უბიძგა იმ დასკვნის გამოტანა, რომ ”შეთქმულება პოპულარობას იკრებს”

მიმდინარე წლის მაისში ენტონი ფაუჩიმ თვითონ განაცხადა, რომ არაა დარწმუნებული იმის თაობაზე ვირუსი ბუნებრივად გაჩნდა თუ არა და მხარდაჭერა გამოუცხადა გამოძიებას.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ფაუჩის ელექტრონული წერილების გამოქვეყნებას მოყვა ისაა, რომ განახლდა დისკუსია ვირუსის ხელოვნურ წარმომავლობაზე და უჰანის ლაბორატორიიდან გაჟონვის შესახებ, რასაც ცოტა ხნის წინ ისე უარყოფდნენ, თითქოს ეს წმინდა წყლის შეთქმულების თეორია ყოფილიყოს.

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ სადაზვერვო ორგანიზაციებს მისცა ბრძანება, რათა ვირუსის წარმომავლობის შესახებ გააკეთეთონ მოხსენება 90 დღის განმავლობაში. ამის შემდგომ მალევე გაირკვა კიდევ ერთი სიახლე: Facebook ამიერიდან აღარ წაშლის იმ შეტყობინებებს/პუბლიკაციებს, სადაც Covid-19-ის ხელოვნურ წარმომავლობაზეა საუბარი.

ნიღბების ეფექტურობის შესახებ

2020 წლის 5 თებერვალს სილვია ბერუელისთვის მიწერილ წერილში ფაუჩი ამბობს, რომ ნიღბები არ იცავს ადამიანებს ვირუსისგან, რაც წინააღმდეგობაში მოდის მის შემდგომ დირექტივებთან.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 2020 წლის დასაწყისში არ იყო სამეცნიერო კვლევები თუ ნაშრომები ნიღბების ეფექტურობის შესახებ. იმავე წლის გაზაფხულში რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია ნიღბების ეფექტურობა – ამბობს ტეხასის უნივერსიტეტის ბიოლოგიის კათედრის გამგე, ბენჟამინ ნოიმანი.

«ჩვეულებრივი ნიღაბი, რასაც თქვენ აფთიაქში ყიდულობთ, რეალურად ვირუსისგან დაცვისთვის არაეფექტურია, რომელიც საკმარისად მცირეა, რომ იმისთვის რომ ნიღბის მასალაში გაძვრეს.” – აღნიშნავს ფაუჩი. მან დაამატა, რომ ნიღაბს ძალუძს დიდი ზომის ნერწყვის შეჩერება, თუ ვინმე აცემინებს ან ახველებს.

ფაუჩის წერილი ნიღბებზე

”თუმცა ნიღბებს შეუძლია COVID-19-ის გავრცილების შემცირებაში დახმრება ინფიცირებული ადამიანისთვის – უთხრა ფაუჩიმ ბერუელს და დაამატა, რომ რადგანაც ის არ იყო ინფიცირებული, მისთვის ნიღბის ტარება უსარგებლო იყო. ” ”მე არ გირჩევთ თქვენ ნიღბის ტარებას, მითუმეტეს რომ თქვენ იმ ადგილას აპირებთ წასვლას, სადაც რისკის დაბალი დონეა”წერს ფაუჩი.

იმის მიუხედავად ფაუჩი ჯანმრთელი მოსახლეობისთვის ნიღბის ტარების უსარგებლობაზე საუბრობდა, ამ ელექტრონული წერილიდან 2 თვის შემდეგ ის ნიღბების ტარების დაჟინებული მოთხვონით მიმართავდა ყველას. უფრო მეტიც, 2021 წლის იანვარში მან ამერიკელებს 2 ნიღბის ტარება ურჩია, უფრო საიმედო დაცვისთვის.

2000-მდე ელექტრონული წერილი დღეში

აღსანიშნავია ისიც, რომ ფაუჩი უდიდეს მოთმინებას და დიპლომატიურობას ავლენდა საკუთარ პასუხებში ამერიკელი პოლიტიკოსების, ოფიციალური პირების, ცნობილი არტისტების და ჩვეულებრივი მოქაქლაქეების მიმართ. ელექტრონული წერილები ცხადყოფს იმ მძიმე ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას, რაც მასზე მოდიოდა.

ტრამპის ადმინისტრაციას და ფაუჩის შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა იყო. კეთდებოდა განცხადებება, რომ დონალდ ტრამპს მისი მოხსნაც კი სურდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ეს ვერ ან არ შეძლო. ენტონი ფაუჩი აშშ-ის 6 სხვადასხვა პრეზიდენტთან მუშაობდა და მას უდიდესი ავტორიტეტი გააჩნია, როგორც აშშ-ში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ერთ-ერთ წერილში ფაუჩი აღნიშნავდა: “კორონავირუსის გამო თეთრი სახლი და NHS მაიძულებს 24 საათის განმავლობაში ვიმუშავო, შაბათ-კვირის ჩათვლით. ბოლო 10 დღე განმავლობაში ჩემი მეუღლე 45 წუთის განმავლობაში მყავს ნანახი” – ამას ენტონი ფაუჩი თავის ძველ მეგობარს წერდა.