რატომ ქმნის კაპიტალიზმი უაზრო სამუშაო ადგილებს?

წარმოგიდგენთ ლონდონის ეკონომიკური სკოლის პროფესორის, თანამედროვეობის ცნობილი ანარქისტის, დევიდ გრებერის პუბლიკაციის თარგმანს ქართულად “უაზრო სამუშაოების” შესახებ, რაც კაპიტალიზმის შემადგენელ ნაწილად იქცა.

001.jpg

ჯონ მეინარდ კეინზმა 1930 წელს იწინასწარმეტყველა, რომ საუკუნის ბოლომდე ტექნოლოგიები ისეთი სისწრაფით განვითარდებოდა, რომ განვითარებული ქვეყნები, მსგავსი დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატებისა, მიიღებდნენ 15 საათიან სამუშაო კვირას. ჩვენ ბევრი მიზეზი გაგვაჩნია ჩავთვალოთ, რომ ის იყო მართალი. ჩვენ ხელთ არსებულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით ადვილად შეიძლება ეს გეგმა სრულყოფაში მოვიყვანოთ. მაგრამ ამის მიუხედავად ეს არ ხდება. პირიქით ეს ტექნოლოგიები გამოიყენეს იმისთვის  რომ შეესწავლათ, თუ როგორ ამუშაონ ადამიანები უფრო დიდ ხანს. ამის მისაღწევად საჭირო იყო შექმნილიყო  უაზრო სამუშაო ადგილები. ამ ხრიკებით იმას მიაღწიეს, რომ ბევრი ადამიანი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ასრულებს ისეთ ოპერაციებს სამუშაოზე, რომელის შესრულებაც არის აზრს მოკლებული. ამას მოაქვს ღრმა ზიანი ადამიანის ფსიქიკასთვის და მორალისთვის. ეს არის ჩვენ სულზე მიყენებული ჭრილობა და შრამი. მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს.

bsjobs

მაგრამ რატომ არ განხორციელდა ეს კეინზიანური იდეა, რომელსაც 60-ან წლებშიც კი ელოდნენ უკვე? დღეს მიიჩნევა, რომ მან ვერ გაითვალისწინა სამომავლო კონსუმერიზმის ბუმი, რაც საგრძნობლად გაზრდიდა მოთხოვნას სხვადასხვა პროდუქტებზე. თუ გვაქვს არჩევანი ნაკლებ სამუშაო საათებს შორის და მეტ შემოსავალს შორის, ჩვენ მეორეს ავირჩევთ. ეს არის მორალის კარგი გაკვეთილი, მაგრამ საკმარისია ერთი წამით დავფიქრდეთ და მივხვდებით რომ ეს არაა სიმართლე. ჩვენ ბევრ სხვადასხვა სამუშაოს დაარსებას მოვესწარით 20-ან წლებიდან, მაგრამ მათგან ძალიან ცოტა იყო დაკავებული სუშის, აიფონების ან ლამაზი კედების პროდუქციით და დისტრიბუციით.

მაშ, რა არის ამ ახალი სამუშაოს სპეციფიკა? ახალი კვლევა, რომელიც ადარებს ამერიკის დასაქმების სფეროს 1910-იან და 2000-იან წლებში, გვპასუხობს ამ კითხვაზე ( და იმასაც დავამატებ, რომ იგივე სურათია დიდ ბრიტანეთში ). 2000 წლისთვის კატასტროფულად შემცირდა ინდუსტრიულ და სასოფლო-სამეურნეო სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა, სამაგიეროდ მენეჯერებისა, კლერკების, ბროკერების და სერვისის სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა ¼-ან ¾-მდე . სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პროდუქტიული სამუშაოების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა, ჩვენ მხედველობაში, რომ ავიღოთ ჩინეთის და ინდოეთის თანამედროვე ვეებერთელა სამეწარმეო სექტორი, ის  მაინც ვერ გაუტოლდება წარსულში არსებულ რაოდენობას.

იმის მაგივრად, რომ შემცირებულიყო სამუშაო საათები, იმისთვის რომ ადამიანებს უფრო მეტი დრო დარჩენოდათ თავიანთი პროექტების, მიზნების, იდეების რეალიზებისთვის, ჩვენ ვხედავთ რომ სერვისის სფერო მასიურ ზრდას განიცდის  და კიდევ უფრო მასშტაბური ზრდა აქვს ადმინისტრაციულ სფეროს, რომელმაც საერთოდ შექმნა ახალი სფეროები, მაგალითად საფინანსო სერვისი, ტელემარკეტინგი, ასევე დიდი ზრდა განიცადა კორპორატიულმა სამართალმა, აკადემიურმა და ჯანდაცვის ადმინისტრირებამ, ადამიანურმა რესურსებმა და საზოგადოებასთან ურთიერთობების სფერომ. აქ ჩვენ კიდე არ ვთვლით იმ ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს, უსაფრთხოების უზრუნველყოფის პერსონალს, რომელიც არის ამ სფეროების ფუნქციონირების დამხმარე რგოლი.

ეს ყველაფერი არის „აბსურდული სამუშაო ადგილები“.

Call-center-620x350.jpg

ეს იგივეა, რომ ვიღაც არსებობდეს, ვინც ქმნის უაზრო სამუშაოებს, მხოლოდ იმისთვის რომ ჩვენ ვიყოთ დაკავებულები. და ზუსტად აქ არის ჩამარხული ძაღლის თავი. კაპიტალიზმში ეს არის ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. რასაკვირველია ისეთ სოციალისტურ ქვეყანაში, როგორიც იყო საბჭოთა კავშირი, სადაც სამუშაო იყო პრივილეგია და მოვალეობა, ქვეყანა თვითონ ქმნიდა იმდენ სამუშაო ადგილს, რამდენიც იყო საჭირო. (ამიტომაც ხშირად ერთი ნაჭერი ხორცის გასაყიდად საჭირო იყო სამი გამყიდველი.) ეს არის მეორე უკიდურესობა, მაგრამ საბაზრო კონკურენციას უნდა გამოეთანაბრებინა ეს. არ არის საჭირო ეკონომიკური დოქტრინების შესწავლა იმის მისახვედრად რომ კომპანიამ, რომელიც ცდილობს მოგების მაქსიმალიზაციას, არ უნდა გადაუხადოს იმ თავის თანამშრომლებს, რომელთა სამუშაო მათ არაფერს არგებს. მაგრამ რატომღაც ეს მაინც ხდება.

კომპანიებმა ნებსით თუ უნებლიეთ შეიძლება განიცადონ სწრაფი ზრდა და ასეთივე სწრაფი რეგრესი, მაგრამ ამ ყველაფრის შედეგს იმკობენ ჩვეულებრივი თანამშრომლები, რომლებიც დაკავებულნი არიან რაღაცების გადატანით, დაბეჭდვით და შესწორებით. იმის ალქიმია თუ რა ლოგიკით იზრდება ჩვეულებრივ ქაღალდზე მომუშავეთა რაოდენობა და რატომ არიან ეს ადამიანები ყოველთვის დასაქმებულები, განსხვავებით საბჭოთა კავშირისგან, ეს ადამიანები მუშაობენ 40-50 საათს კვირაში, მაშინ როდესაც ეფექტური სამუშაო შეადგენს მხოლოდ 15 საათს, როგორც კეინსი წინასწარმეტყველებდა და ამ ყველაფრის შემდეგ დარჩენილ მცირე დროს ისინი ხარჯავენ სამოტივაციო სემინარების დასწრებაში, Facebook პროფილების განახლებასა და სხვადასხვა ფაილების გადმოწერაში.

მაგრამ ამ ყველაფერზე პასუხი არ არის ეკონომიკური: ეს არის მორალის და პოლიტიკის საკითხი. პასუხი ჟღერს შემდეგნაირად – კარგი შემოსავლის და თავისუფალი დროის მქონე ბედნიერი ადამიანები წარმოადგნენ პოტენციურ საფრთხეს სისტემისთვის. მეორე მხრივ ადამიანებს ჩაუნერგეს ინსტინქტის დონეზე, რომ დისციპლინირებული სამუშაო არის ნებისმიერი ადამიანის მთავარი და უმაღლესი ვალდებულება და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არ მუშაობს, არ იმსახურებს არაფერს. ეს ბევრისთვის არის უკვდავი და უდავო დოგმა.

როდესაც მე ვიკვლევდი ადმინისტრაციული ვალდებულებების და მისი პერსონალის ზრდას ბრიტანულ აკადემიურ დეპარტამენტებში, აღმოვაჩინე, რომ ეს მიგვიყვანს ჯოჯოხეთამდე. ჯოჯოხეთი არის ადამიანების მასსა, რომელიც მუშაობს ერთ კონკრეტულ საქმეზე, რომელიც მათ არ მოსწონთ და ამ საქმის შესრულებაშიც მოიკოჭლებენ. ამბობენ, რომ ეს ადამიანები არიან ეფექტური საკაბინეტო მმართველები, მაგრამ აღმოაჩენ, რომ მთელ მათი სამუშაო არის არაფერი, ანუ არაფრისმომცემი. უნდა ითქვას, რომ მთელი არაფრისმომცემი და უაზრო სამუშაოს მხოლოდ მცირე ნაწილი საჭიროებს რეალურად შესრულებას. მეტიც სისტემის მიერ დანერგილი აზროვნება ხდის ასეთ სამუშაოს აკვიატებულს და ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი მსგავსი სამუშაო შეითვისონ და შურთ იმათი ვინც მათზე მეტ მსგავს სამუშაოს ასრულებს.

ვთვლი, რომ ასეთია თანამედროვე უკვდავი სამუშაო დინამიკის მორალი.

ვინმე შეიძლება გამოვიდეს და მკითხოს: „ვინ ხარ შენ საერთოდ რომ გვეუბნები რა სამუშაოა საჭირო და რა არა?  ან რა საჭიროა საერთოდ ეს? როგორ ზომავ სამუშაოs წონადობას და ეფექტურობას?“ და ისინი მართლები იქნებიან, არ არის არანაირი სამუშაო ეფექტურობის შემფასებელი მექანიზმი.

მე არ მსურს, ვუთხრა ვინმეს, ვინც თვლის, რომ ის ასრულებს მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან სამუშაოს, რომ მის მიერ ჩატარებული სამუშაო არის უაზრო. მაგრამ რა ვუყოთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც თვითონ ამბობს, რომ მათ მით ჩატარებული ვეებერთელა სამუშაო არის უაზრო? ცოტა ხნის წინ მე წავაწყდი  ჩემი სკოლის მეგობარს, რომელიც 12 წლის განმავლობაში არ მინახავს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის იყო კარგი მწერალი და ასევე სოლისტი ერთ-ერთ როკ ჯგუფში, მე მქონდა მოსმენილი მისი სიმღერები რადიოში მაგრამ არ მეგონა, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც მე სინამდვილეში ვიცნობდი. როგორც აღმოჩნდა მოგვიანებით ეს ინოვაციური, ნიჭიერი და მისი მუსიკა ბევრი ადამიანების გულებს ანთებდა მთელი მსოფლიოს ირგვლივ, ეს ადამიანი ამთავრებს იმით, რომ 1-2 არ შემდგარი ალბომის შემდეგ, კომპანია წყვეტს მასთან კონტრაქტს და ის ვალებში და ახალშობილი ბავშვის გამო დღეს უკვე მრავალი წელია მუშაობს კომერციულ იურისტად ერთ-ერთ ნიუ-იორკის კომპანიაში. მაშინ მათ თვითონ მითხრა, რომ მისი სამუშაო არის უაზრო და არავისთვის არაფრის მომტანი და სინამდვილეში საერთოდ არ უნდა არსებობდეს.

ვინმეს, რომ სურდეს დღეს შექმნას ისეთი სამუშაოთა სპექტრი, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა სფეროს და ასევე ადამიანს, ამასთანავე ფინანსური კაპიტალის მფლობელების მოთხოვნებს, წარმოუდგენელია მან რეალურ შედეგს მიაღწიოს. ნამდვილად ნიჭიერ და პროდუქტიულ თანამშრომლებს დღეს ექსპლუატაციას უწევენ.

დღეს სისტემაში მოხვედრილი ინდივიდი დგას ორი არჩევანის წინაშე, ან ის ირჩევს უმუშევრობას, რაც მისთვის სავალალოდ დასრულდება, ან ის ირჩევს უაზრო სამუშაოს, რომელიც ჩააყენებს მას ისეთ პირობებში, რომელიც არ იძლევა არც განვითარების რესურსებს, არც საამისო დროს და ასეთი პოზიციიდან ეს ადამიანები უსაფრთხო არიან მმართველი ელიტებისთვის.

ეს არის სისტემის ერთი მხარე – მეორე მდგომარეობს იმაში, რომ სისტემა ზღუდავს ნამდვილად პროდუქტიული და მნიშვნელოვანი სამუშაო მქონე ადამიანებს. სისტემა არ იყო თავიდან შექმნილი ასე და არ ატარებდა ამ მიზანს, მაგრამ ისტორიულმა გამოცდილებამ და წამიერმა გადაწყვეტილებებმა მიიყვანეს ის ამ წერტილამდე. ეს არის იმის ერთადერთი ახსნა, თუ რატომ არ მცირდება ჩვენი სამუშაო ტექნოლოგიური განვითარების პირობებში.