ნეოლიბერალიზმი და ფაშიზმი

ისევე როგორც ამას თავისდროს განვითარებულ ევროპაში ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ ფაშიზმი კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებლად მოგვევლინებოდა, დღესაც ალბათ არც თუ ისე ბევრ ადამიანს სჯერა, რომ ნეოლიბერალიზმი დღვანდელი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა.

ბოლო დროს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები უნებურად გვაფიქრებენ იმაზე, რომ ნეოლიბერალიზმისა და ფაშიზმის დაახლოება არ არის კონტრასტის გამძაფრებისთვის მოგონილი ხუმრობა, რადგან მათ მართლა გააჩნიათ საერთო ნიშნები საფუძვლიან დონეზე.

ნეოლიბერალიზმის ერთ-ერთი უმთავრესი კრიტიკოსი, დევიდ ჰარვი საკუთარ წიგნში –“ნეოლიბერალიზმის მოკლე ისტორია” (A Brief History of Neoliberalism) აღნიშნავს, რომ ნეოლიბერალიზმი პირველ რიგში პოლიტეკონომიური თეორიაა, რომლის გამოყენებაც ფართოდ დაიწყეს სხვადასხვა ქვეყნებში.

პრაქტიკული თვალსაზრისით კი ნეოლიბერალიზმი ცდილობს ბაზრის და ვაჭრობის საგნგად აქციოს ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტი, ისინიც კი რაც ტრადიციულად საზოგადოებრივ ქონებას წარმოადგენდა (ჰაერი, წყალი, მიწა) ისეთ რაღაცეებს რომ თავი დავანებოთ, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება. ნეოლიბერალური ლოგიკით ყველაფერი იყიდება, ადამიანური ურთიერთობების ჩათვლით. (ალბათ ყველას გახსოვთ ბენდუქიძის ხმამაღალი განცხადება ამ თემაზე)

ამერიკელი რობერტ მაკჩესკი წერს ჩომსკის წიგნის „Profit Over People: Neoliberalism & Global Order“-ს წინასიტყვაობაში წერს:

62659.jpg

XX ასწლეულის მეორე ნახევარში ზოგი კრიტიკოსი ფაშიზმს ეძახდა  „კაპიტალიზმს ხელთათმანების გარეშე“, იგულისხმება, რომ ფაშიზმი იყო კაპიტალიზმი დემოკრატიული ინსტიტუტებისა გარეშე.  სინამდვილეში ფაშიზმი გაცილებით უფრო რთული ორგანიზმია. მეორე მხრივ ნეოლიბერალიზმი მართლაც არის „კაპიტალიზმი ხელთათმანების გარეშე“. ის იმ ეპოქის სიმბოლო გახდა, როდესაც ბიზნეს ელიტები გახდნენ უფრო ძლიერი და აგრესიულები, ვიდრე ოდესმე, თანაც დღეს მათ წინააღმდეგ ნაკლებად ორგანიზებული ძალები მოქმედებენ. ასეთი პოლიტიკური კლიმატის პირობებში ისინი ცდილობენ გაიმაგრონ სახელმწიფოებრივი პოზიციები ყველგან, სადაც კი ეს არის შესაძლებელი, რის შედეგად მისთვის წინააღმდეგობის გაწევა უკიდურესად რთულად გვესახება, ხოლო არასაბაზრო, არაკომერციული დემოკრატიის არსებობა სულად შეუძლებელი.

ასე, რომ თუ ფაშიზმი ასევე არის „კაპიტალიზმი ხელთათმანების გარეშე“ და ნეოლიბერალიზმიც იგივეს ასახავს, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ორი ფენომენი მართლაც საკმაოდ ახლოს უნდა იყოს ერთმანეთთან.

მაკჩესკი ასევე ხაზს უსვამს ნეოლიბერალიზმის ერთ მნიშვნელოვან მახასიათებელს -ტოტალურობას. ეს გარკვეულწილად ფაშიზმსაც ერგება, ყოველ შემთხვევაში ისეთს, როგორიც ჩვენ ის გვახსოვს ისტორიიდან, იდეოლოგიური ტოტალურობის ჩათვლით. ის ცალსახად აისახება ჩვენ თანამედროვე ნეოლიბერალებზეც, რომლებიც ზიზღით უყურებენ მათი გადმოსახედიდან ნებისმიერ არაპროგრესულს ან არაპოლიტკორეკტულს. მათი ფენომენი მდგომარეობს იმაში, რომ ნორმალური მსოფლმხედველობის ადამიანები ხდებიან მონოცენტრისტულები თავიანთი აზროვნებით, როგორც პერსონალურ ასევე სახელმწიფოებრივ დონეზე.

მაგალითისთვის წარმოიდგინეთ ნეოლიბერალების რეაქცია იმ ადამიანების ჯგუფზე, ვინც ინგლისურად კარგად ვერ ლაპარაკობს, ისინი მათ მოურიდებლად დაცინიან, არადა დამეთანხმებით რომ რომელიმე ენის არცოდნა არათუ დაცინვის საბაბი, არამედ ცივილურ საზოგადობაში არაფრისმთქმელი ფაქტია.

ერთად გავიხსენოთ ნეოლიბერალების ბრაზი და აგრესია დიდ ბრიტანეთში იმ ადამიანების მიმართ, ვინც Brexit-ს დაუჭირა მხარე. ქართველი ლიბერალებიც კი პირდაპირ წერდნენ სოციალურ ქსელებში, რომ “რა უნდოდათ Brexit-ს მომხრეებს, რატომ გამოვიდნენ ევროკავშირიდან, მაინც მალე უნდა ჩაძაღლდნენო?”

ფაშიზმს აქვს უნარი სრულყოფილად შთანთქოს ობიექტები. თუ შენ ამ გზას დაადექი, მასში შეუძლებელია გაჩნდეს რაიმე ზომიერების მომენტი.

american-neoliberal-fascism-header-jpg1

ამავდროულად არაფერი რჩება უცვლელად.

თუ XX ს ფაშიზმი იყო სახელმწიფოს კულტით გამსჭვალული, ნეოლიბერალიზმი გარკვეულ წილად შეიძლება ითქვას სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს.

(ან ის ამას იმპლიციტურად აკეთებს ერთი სახელმწიფოსთვის ოკეანის გაღმა, თუმცა ის არ არის კლასიკური გაგებით ერი-სახელმწიფო)

ასევე ფაშიზმს გააჩნია იმპერიალიზმისკენ მიდრეკილება, რასაც ნეოლიბერალიზმსაც ვერ წაართმევ, ოღონდ ცოტათი განსხვავებული ფორმა ახასიათებს.

საინტერესოა, რომ ნეოლიბერალიზმის დასაწყისში რეიგანსა და ტეტჩერს, დასავლეთის მემარცხენე წრეებში და საბჭოთა კავშირში არც მეტი, არც ნაკლები ფაშისტების ეპითეტით მოიხსენიებდნენ. მაშინ ეს ყველას ეს პოლიტიკურად გადამეტებული ეგონა,  მაგრამ დღევანდელი მსოფლიო წესრიგის შემხედვარე, სადაც მთელი ქვეყნები და რეგიონები შუა საუკუნეებში უკუაგდეს მათი სოციალური და ეკონომიკური განვითარების რეგრესს თუ გავითვალისწინებთ ეს აღარავის ეჩვენება გადამეტებულად.

hqdefault

საინტერესო ისაა ამ ყველაფერში, რომ ფორმალური ელექტორატული დემოკრატიაც არ უწევს მას წინააღმდეგობას, პირიქით…

ისევ მაკჩესკის სიტყვებს დავუბრუნდეთ:

„ნეოლიბერალიზმი საუკეთესოდ მოქმედებს  ფორმალური ელექტორატული დემოკრატიის პირობებში, მითუმეტეს ისეთ პირობებში, რომელშიც მოსახლეობას არ მიეწოდება ობიექტური ინფორმაცია და მას არ აქვს საზოგადოებრივ პოლიტიკურ მსჯელობებში მონაწილეობის მიღების საშუალება, რაც არ აძლევს მას საშუალებას იყოს სრულყოფილი გადაწყვეტილების მიმღები პირი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის სფეროში“

ასე, რომ როდესაც პოლიტიკური ლიდერები აკეთებენ განცხადებას რაიმე საკითხის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე, წინასწარ შეიძლება განვსაზღვროთ მისი შედეგები იშვიათი გამონაკლისების გარდა.  

ამერიკული ტოტალიტარიზმის თავისებურებები

მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, აღიარებულია ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც დემოკრატიული და პლურალისტური სახელმწიფო,  რომელშიც პოლიტიკური დისკურსი ოპონენტებს შორის ტოლერანტული ურთიერთდამოკიდებულების ფარგლებში მიმდინარეობს. თუმცა, ჩემი ბლოგის ამოცანას წარმოადგენს საზოგადოებაში დამკივდრებული და გაბატონებული  აზრის გაქარწყლებას და შეერთებული შტატების პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირების ფარგლებში, ტოტალიტარული ელემენტების აღმოჩენის მცდელობას.

შეერთებული შტატების პოლიტიკური სისტემაში ტოტალიტარული ელემენტების აღმოჩენის და გაანალიზების დროს რომ შევინარჩუნოთ ობიექტურობა, აუცილებელი და მიზანშეწონილია  თოერიული ჩარჩოს სახით გამოვიყენოთ, ის უმთავრესი პარადიგმალური ასპექტები, რომლის არსებობის შემთხვევაშიც, ამა თუ იმ ქვეყანას მიაკუთვნებენ   ტოტალიტარულ სახელმწიფოთა კატეგორიას.

download

ზბიგნევ ბზეჟინსკი

ამ მხრივ, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაშრომს წარმოადგენს, „ტოტალიტარული დიქტატურა და ავტოკრატია“, რომელიც შექმნეს დასავლელმა მეცნიერებმა კარლ ფრიდრიხმა და ზბიგნევ ბჟეზინსკიმ, სადაც კონცეპტუალურად ჩამოაყალიბეს ტოტალიტარული სახელმწიფოებისათვის დამახასიათებელი 6 საერთო ნიშანი, რომლის არსებობის შემთხვევაში, პოლიტიკური სისტემა უპირობოდ უნდა ჩაითვლილიყო ტოტალიტარულად:

  1. ერთი ჩამოყალიბებული იდეოლოგია.
  2. ერთადერთი მასობრივი პარტია.
  3. ტერორისტული საპოლიციო კონტროლის სისტემა.
  4. პარტიული კონტროლი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე.
  5. სრული კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე.
  6. მთელი ეკონომიკის ცენტრალიზებული კონტროლი.

მათი განმარტებით, ჩამოთვლილი ნიშნების კომბინაცია ქმნის ტოტალიტარული სახელმწიფოს მოდელს. თუმცა,  ჩამოთვლილ ნიშანთა შორის, ისინი ყველაზე მნშვნელოვან ელემენტად, მაინც მიიჩნევენ პირველს და მეორეს. სწორედ ამიტომ, პირველ და მეორე ნიშანს გამოვიყენებთ, შეერთებული შტატების პოლიტიკური სისტემის ტოტალიტარული ბუნების გასაგებად.

საკითხის ანალიზი რომ დავიწყოთ, პირველ რიგში უმთავრესია მოვახდინოთ იდეოლოგიის განმარტება. მიუხედავად იმისა, რომ იდეოლოგიის განმარტება მრავალია, შევეცდები ჩემეული ხედვა წარმოვადგინო. იდეოლოგია წარმოადგენს, კონკრეტული მიმართულების  იდეების სისტემაში მოქცეულ ერთობლიობას, როდესაც  ესა თუ ის იდეა,  სთავაზობს საზოგადოებას სოციალური მოწყობის საკუთარ მოდელს. თავის მხრივ, ადგილი აქვს იდეოლოგიების კლასიფიკაციას სამ იდეურ მიმართულებად: ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი და სოციალიზმი. ტოტალიტარიზმი კი თავისი შინაარსით წარმოადგენს, საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოწყობის ისეთ ფრომას, რომელიც დაფუძნებულია ტოტალურად ერთ იდეოლოგიურ ბაზისზე. მაგალითად, ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი ალენ დე ბენუა ტოტალიტარიზმის არსს შემდეგნაირად განმარტავს:

„ ტოტალიტარიზმის არსი წარმოადგენს შემდეგს, როდესაც ტოტალიტარული რეჟიმები მიისწრაფვიან აღმოფხვრან „კლასობრივი“ ან „რასობრივი“ მტრის არსებობა, ეს არ ნიშნავს მხოლოდ ოპოზიციური აზრის ჩახშობას, არამედ ეს გულისხმობს, მთლიანი საზოგადოების მოწყობას ერთიან მოდელზე, რომელსაც ისინი თვლიან საუკეთესოდ. აღნიშნული, თავისი არსით წარმოადგენს სწრაფვას ერთგვაროვნებისკენ და მიმართულია, ერთფეროვნებამდე დაიყვანონ ადამიანური მრავალფეროვნება…  იგი შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც სწრაფვა საზოგადოებრივი უნიფიკაციისკენ.“

საზოგადოების უნიფიცირება კი, შესაძლებელია მხოლოდ ერთი იდეოლოგიის დანერგვის პირობებში და მნიშვნელობა არ არქვს, თუ რომელ იდეოლოგიურ პლატფორმას დეაფუძნება იგი. მაგალითად, თუ საბჭოთა კავშირის ტოტალიტარული რეჟიმი, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ცდილობდა ულტრამემარცხენე კომუნისტური იდეოლოგიის დანერგვას და რომლის დაცვის ობიექტი გახლდათ პროლეტარიატი, ანუ მუშათა კლასი, შეერთებულ შტატებში  კი ადგილი აქვს, ულტრალიბერალური იდეოლოგიური მოდელის საფუძველზე სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების მართვას. ამ უკანასკნელის დაცვის ობიექტი კი გახლავთ ინდივიდი. ე.ი თუ საბჭოთა ტოტალიტარულ სისტემაში, პოლიტიკური ელიტის ამოცანას წარმოადგენდა საზოგადოების ფორმირება მომხდარიყო  მუშათა კლასის ბაზაზე, რომლებსაც ერთნაირი ინტერესები და მიზნები ჰქონდათ,  შეერთებულ შტატებში კი სოციალური  სისტემა ააგეს შემდეგ პრინციპზე,  სადაც „ადამიანი ყველგან ერთნაირია“ (ალენ დე ბენუა). ანუ ამერიკული საზოგადოება დაეფუძნა, საერთო ღირებეულებების, ქცევის წესის და აზროვნების სტილის მქონე ინდივიდების გაერთიანების პრინციპს.

თუ საბჭოთა ტოტალიტარული და შეერთებული შტატების სოციალურ და პოლ
იტიკურ სისტემების ფორმირების პროცესს შევადარებთ ერთმანეთთან, მხოლოდ ერთ გასნხვავებას აღმოვაჩენთ. კერძოდ, საბჭოთა კავშირის ტოტალიტარული საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში ადგილი ჰქონდა, განსხვავებული 118596აზრის მქონე  ადამიანების მიმართ დევნას და რეპრესიული მეთოდების გამოყენებას, ანუ ის მოაზროვნე არსებები, რომლებიც ეწინააღმდეგებდონენ უმრავლესობის, ამ შემთხვევაში მაშუათა კლასის ნებას, ფიზიკურ განადგურებას ექვემდებარებოდნენ. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, იქ პროცესები ცოტა განსხვავებული სცენარით წარიმართა. უმრავლესობის ნების საწინააღმდეგო მოსაზრების მქონე ადამიანების ფიზიკურ ლიკვიდაციას კი არ ჰქონდა ადგილი, არამედ, მათ მარგინალიზაციას და სრულ გარიყვას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან. ეს პროცესი, უმსხვილეს ფრანგ ფილოსოფოსს და ისტორიკოსს ალექსის დე ტოკვილს,  თავის ცნობილ წიგნში „დემოკრატია ამერიკაში“, ძალიან საინტერესოდ აქვს აღწერილი:

„შენ თავისუფალი ხარ განსხვავებულად და შეინარჩუნო შენი სიცოცხლე, შენი ქონება და სხვა ყველაფერი. მაგრამ აწი შენ უცხო ხარ შენ სახლში… შენ დარჩები სხვებთან ერთად, მაგრამ შენ აღარ გექნება ადამიანურობის უფლება. შენი თანამოქალაქეები მოგექცევიან, როგორც უწმინდურს და ისინიც კი, ვისაც შენი უადანაშაულობის სჯერა, გვერდს აგივლიან. ვინაიდან მათაც იგივე ელით. წადი მშვიდობით,  მე გინარჩუნებ სიცოცხლეს, მაგრამ შენი არსებობა სიკვდილზე უარესი იქნება.“ სწორედ, აღნიშნულ ნაშრომში, მან ჩამოაყლიბა უმრავლესობის ტირანიის კონცეფცია, შეერთებული შტატების სოცილაურ და პოლიტიკური სისტემის მაგალითზე.

ზემოთ მოცემული ორი სახელწმიფოს საზოგადოებრივი და პოლიტიკური სისტემის  შედარების ფონზე, შეგვიძლია ერთი დასკვნის გაკეთება. თუ პირველში ადგილი ჰქონდა პროლეტარიატის დიქტატურის დანერგვას, მეორე დაეყრდნო ინდივიდების კოლექტიური უმრავლესობის ტირანიის პრინციპს.

კიდევ ერთი მეცნიერი ჰანა არენდტი, საკუთარ ნაშრომში „ტოტალიტარიმზის სათავეებთან“  ტოტალიტარულ სისტემის შექმნის ერთ-ერთ უმთავრეს პირობად, მიიჩნევდა კლასობრივი სისტემის მსხვრევას. სოციალური სისტემის დესტრუქტურიზაცია კი, შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთი კლასი ამყარებს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე აბსოლუტურ კონტროლს, მეორე კლასის სოციალური ცხოვრებიდან სრული გარიყვის ხარჯზე. საბჭოთა კავშირის მაგალითზე, მუშათა კლასმა საკუთარი იდეების არტიკულატორი (ნების გამომხატველი) პოლიტიკური ელიტის მეშვეობით,  სრულად განდევნა სოცილიაური ორგანიზმიდან, დიალექტიკურად საპირისპირო პოზიციაზე მყოფი კაპიტალისტური კლასი, კერძო საკუთრების გაუქმებით და საწარმოო საშუალებების საზოგადოებრივ საკუთრებაში გადაცემით. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, კლასობრივი სისტემის მსხვრევა ხდებოდა საპირისპირო მიმართულებით. იგი აისახა, საწარმოო კაპიტალიზმის ანუ, როგორც მას უწოდებენ, „წმინდა კაპიტალისტური“ საზოგადოებრივ-ეკონომიკური მოდელის დანერგვით. „წმინდა კაპიტალისტური“ ტიპის  სახელწმიფოს  მთავარ დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს, ისეთი სოციალურ-ეკონომიკური სისტემა, სადაც მუშათა ინტერესების დამცველი ინსტიტუტების საქმიანობა ბლოკირებულია, ან კიდევ მათი საქმიანობა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მკვეთრად შესუსტებულია კაპიტალისტური კლასის მიერ: „საწარმოო კაპიტალიზმის პირობებში პროფესიული კავშირები როგორც წესი, სუსტია, რაც იმ შიშის გამოხატულებაა, რომ მუშათა ძლიერი გაერთიანებები მაქსიმალური მოგების შემაფერხებელი ფაქტორია“ (ენდრიუ ჰეივუდი).

გამოდის რომ, კლასობრივი სისტემის ნგრევის პროცესს ადგილი ჰქონდა ორივე სახელმწიფოში, ოღონდ საპირისპირო მიმართულებით და რაც მთავარია, იგი ორივეგან  მოხდა  ერთი იდეოლოგიის გაბატონების ხარჯზე. ე.ი.

ამ კრიტერიუმის მიხედვით, სრული საფუძველი გვაქვს  საბჭოთა კავშირშთან ერთად,  შეერთებული შტატებიც მივაკუთნოთ ტოტალიტარულ და არა პლურალისტულ  სახელმწიფოთა კატეგორიას.

შეიძლება ბევრი არ დაეთანხმოს ჩემს მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, განსაკუთრებით შეერთებული შტატების პოლიტიკური სისტემის არაპლურალისტურ ხასიათთან დაკავშირებით და არგუმენტად მოიყვანონ პარტიული კონკურენციის არსებობა. ვინაიდან, როგორც ყველას მოეხსენება, ხელისფლებისათვის ბრძოლაში ორი პარტია ეცილება ერთმანეთს. თუმცა, ამ მოსაზრების დამსხვრევა ძალიან მარტივად არის შესაძლებელი. ამისთვის აუცილებელია ჩავწვდეთ პლურალიზმის არსს. პლურალიზმი თავის თავში გულისხმობს, სხვადასხვა იდეურ მიმდინარეობებს შორის ჭიდილს, ხოლო როგორც უკვე აღვნიშნე, ასეთი მიმდინარეობები კი გვაქვს სამი სახის. პოლიტიკურ ცხოვრებაში, პოლიტიკურ იდეებს შორის კონფლიქტი მიმდინარეობს პარტიული სტრუქტურების ინტელექტუალური დაპირისპირების ფონზე, რომლებსაც პლატფორმის სახით საფუძვლად უდევთ ესა თუ ის იდეოლოგიური მიმდინარეობა. შეერთებული შტატებზე მის განზოგადების შემთხვევაში, მივიღებთ შემდეგ სურათს, პარტიული სისტემის ფუნქციონირება ხორციელდება, ერთი და იგივე იდეოლოგიურ, ლიბერალურ პლატფორმაზე მდგარი პარტიების ურთიერთქმედების საფუძველზე. ამას კი, არანაირი კავშირი არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს პლურალისტურ პრინციპებთან. ეს უფრო ფრაქციონალიზმია, ვიდრე პლურალიზმი. თუ იდეოლოგიური პარამეტრებით გავაანალიზებთ, „რესპუბლიკური“ და „დემოკრატიული“ პარტიები, ერთი დიდი ლიბერალურ-კაპიტალისტური გაერთიანების, ორ ურთიერთდაპირისპირებულ ფრაქციას წარმოადგენენ, რომლებიც გაბატონებული იდეოლოგიის გენერალურ ხაზს არ ეწინააღმდეგებიან: „ ფრაქცია ჩვეულებრივ დიდი გაერთიანების, როგორც წესი, პოლიტიკური პარტიის შიგნით შექმნილ დაჯგუფებას ნიშნავს და იდეოლოგიურად, ამ პარტიის გენერალურ ხაზს არ ეწინააღმდეგება…“ (ენდრიუ ჰეივუდი). თან, პარტიული სისტემა ისე იყო მოწყობილი, რომ განსხვავებული იდეოლოგიის მქონე პარტიები გაბატონებული კაპიტალისტური მართველი კლასის მიერ, სასტიკად იდევნებოდნენ, რაც სამართლებრივად იყო გამყარებული ორი კანონით. პირველი რეპრესიული ტიპის კანონი მიღებული იქნა 1950, რომელიც ცნობილია მაკლარენ-ვუდის სახელით (ოფიციალური სახელწოდება 1950 წლის კანონი შიდა უსაფრთხოების შესახებ). მაკლარენ-ვუდის კანონის მიხედვით, კომუნისტური პარტიის წევრებს ეკრძალებოდათ დაეკავებინათ ნებისმიერი, როგორც არჩევითი, ასევე  დანიშვნითი თანამდებობა სახელწმიფო სტრუქტურებში. 1954 წელს მიღებული კანონით (კომუნისტურ საქმიანობაზე კონტროლის შესახებ), გაცილებით უფრო გამკაცრდა, კომუნისტური პარტიაზე კონტროლის მექანიზმები და მას, არამარტო არჩევენებში მონაწილეობის უფლება, არამედ იურიდილი პირის სტატუსიც კი ჩამოერთვა.

tot

არ მინდა ვინმემ ისე გამიგოს, თითქოს ვამტკიცებდე, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკური სისტემა არადემოკრატიულია, მაგრამ მას  უფრო მოუხდებოდა  ცნობილი ებრაელი მეცნიერის და უდიდესი სპეციალისტის პოლიტიკური აზრის ისტორიის შესაწავლის დარგში, იაკობ ტალმონის ტერმინი „ტოტალიტარული დემოკრატია“. დემოკრატიულია იმიტომ, რომ რესპუბლიკანიზმის პირობებში დემოკრატია  სახელწმიფო წესწყობილების ისეთი ფორმაა, როდესაც მართვა-გამგეობა ხდება უმრავლესობის ნების საფუძველზე, რომლის რეალიზაცია პრაქტიკაში ხორციელდება არაპირადპირი, შუალობითი გზით, უმრავლესობის ინტერესების გამომხატველი პოლიტიკური ელიტის მეშვეობით, ხოლო მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა შეერთებულ შტატებში არსებული პოლიტიკური სისტემის მიმართ, ნდობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ტოტალიტარულია იმდენად, რამდენადაც მოქალაქეთა უმრავლესობის ნების საფუძველზე, პოლიტიკური ელიტა ახშობს ყოველგვარი განსხვავებული იდეოლოგიური მიმდინარეობის უმცირეს გამოვლინებასაც კი. დღევანდელ ეპოქაში,  თუ რა მეთოდებით ხორციელდება ჩახშობის პროცესი, ამას  არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. რადგან, ალენ დე ბენუას სიტყვების პერეფრაზირებას თუ მოვახდენთ, შეერთებული შტატების პოლიტიკურ კლასს ტექნიკური, ეკონომიკური და ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე,   საზოგადეობრივი კონტროლის ისეთი საშუალებები გააჩნია, რაზეც წინა ტოტალიტარული რეჟიმები ვერც კი იოცნებებდნენ.

ირაკლი ბენუა