
ბერტელსმანის ფონდის კვლევის თანახმად ინდუსტრიული ქვეყნების მაცხოვრებლები ყველაზე მეტად ხეირობენ გლობალიზაციისგან.
ყოველწლიური ანგარიში ფონდმა 2018 წლის 8 ივნისს წარადგინა.
ამ კვლევის თანახმად გერმანია მსოფლიოში მე-6 ადგილზე იმყოფება იმ პოზიტიური იმპულისის მიხედვით, რაც გლობალიზაციას მოაქვს. პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოუიყურება: შვეიცარია, იაპონია, ფინეთი, ირლანდია, ისრაელი. აი მაგალითად ინდოეთის და ჩინეთის მოსახლეობა კი უპირატესად გლობალიზაციის ნეგატიურ შედეგებს აწყდება და იმ სიის ბოლოში არიან, რომელიც 42 ინდუსტრიული და განვითარებადი ქვეყნისგან შედგება. რუსეთი, რომელმაც 39-ე ადგილი დაიკავა ასევე რეიტინგის აუტსაიდერთა რიგებში იმყოფება.
რუსეთი, ჩინეთი და ინდოეთი რეიტინგის ბოლოში
გერმანიის მშპ (ინფლაციის გათვალისწინებით) გლობალიზაციის წყალობით იზრდებოდა, 1990-2016 წლებში მშპ ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 1150 €-თი იმატებდა. შვეიცარიაში 1900 €-თი, ხოლო რუსეთში ეს მაჩვენებელი 116€-ს ტოლია. ჩინეთში და ინდოეთში ანალოგიური მაჩვენებელი 79€ და 22€-თი იზრდებოდა წლიურად ერთ სულ მოსახლეზე.
აშშ-ის საშუალო მაჩვენებლები აქვს
ამ პერიოდის განმავლობაში აშშ-ში მშპ 445€-თი იზრდებოდა ერთ სულ მოსახლეზე, რამაც აშშ-ის ამ რეიტინგის შუაში მიაკუთვნა ადგილი. აშშ-ში გლობალიზაციის მაღალი ხარისხით დაიწყეს, მაგრამ 1990 წლის შემდეგ პრაქტიკულად არ ანვითარებდნენ საერთაშორისო ეკონომიკურ კონტაქტებს, რაც აისახა მშპ-ის ზრდის მაჩვენებელზე.
სხვათაშორის აშშ-სა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური ურთიერთობები ბოლო ათწლეულობის განმავლობაში ყველაზე საგანგაშო კრიზისის ფაზაში იმყოფება. 2018 წლის მაისში ევროკავშირმა მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციას (WTO) მიაწოდა საპასუხო საბაჟო გადასახადების სია, რაც დაწესდება აშშ-ის მხრიდან ანალოგიურ ნაბიჯზე რკინის და ალუმინის ნაწარმისთვის.
საბაჭო გადასახადის ოდენობა 2.8€ მლრდ.-ს შეადგენს. პროდუქტების სია, რომლებზეც ეს საბაჟო გადასახადი ვრცელდება რამდენიმე ათეული დასახელების პროდუქტს მოიცავს, მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციას (სიმინდი, ბრინჯი, შტოში), კვების პროდუქტები (ფორთოხლის წვენი, არაქისის კარაქი), ვისკი, თამბაქოს ნაწარმი, კომეტიკა, ტანსაცმელი, მეტალურგიული წარმოების პროდუქცია, კატერები, იახტები და ა.შ. მათზე 25%-იანი საბაჭო გადასახადი იქნება დაწესებული.

2020 წელს ევროკავშირმა ამერიკულ პროდუქტებზე ახალი ტარიფების დაწესება გადაწყვიტა საკუთარი ეკონომიკური ინტერესების დასაცავად.