კუბაზე შექმნილ ერთ-ერთ ვაქცინას ”სუვერენიტეტი” დაარქვეს

1 წელია კუბაში ვაქცინის შემუშავების პროცესი მიმდინარეობს და რამდენიმე რაღაც განსაკუთრებით აღსანიშნავია:

კუბელი ექიმები სამხრეთ აფრიკაში

1. ერთ-ერთი ვაქცინის სახელწოდებაა “სუვერენიტეტი”. სიმბოლურია, იმიტომ რომ სუვერენიტეტის გარეშე უღარიბეს ქვეყანას ამხელა მეცნიერული განვითარება ვერ ექნება. სუვერენიტეტის გარეშე, ანუ გლობალურ დღისწესრიგზე დაქვემდებარებულ მდგომარეობაში, მხოლოდ საქართველოსნაირი განუვითარებელი შეიძლება იყოს პერიფერიული ქვეყანა, სადაც ტურიზმის განვითარებაზე მეტზე არცაა პრეტენზია.

ჩვენთან ვაქცინის წარმოებაზე სიტყვაც არ დაძრულა, მიუხედავად იმისა რომ ალბათ სულ რაღაც 30-40 წლის უკან გვქონდა საკმარისი რესურსი, პირველ რიგში ადამიანური რესურსი, რომ ვაქცინა გვეწარმოებინა.

2. დასავლეთისგან განსხვავებით, კუბაში მარტივად შესანახ ვაქცინებს იმუშავებენ, რაც ღარიბი ქვეყნების მდგომარეობაზეა გათვლილი. მაგ. ფაიზერის შენახვას განსაკუთრებული პირობები ჭირდება, რაც მხოლოდ მდიდარ ქვეყნებს აქვთ. კუბას ერთ-ერთი ვაქცინა ცხვირში ჩასაშვები მეთოდით მოქმედებს (ეს კუბაში ნაცადი მეთოდია, განსაკუთრებით ბავშვებში გამოსაყენებლად).

3. დასავლეთის ან თუნდაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან განსხვავებით, კუბაში ძალიან მაღალი ნდობა აქვს მეცნიერებას, იმიტომ რომ იმ აბსოლუტურად საჯაროა. ვაქცინის ცდებში ენთუზიაზმით მონაწილეობს მოსახლეობა, იმიტომ რომ მათი მეზობლები, უბნის ექიმები და სხვა სანდო პირები არიან ჩართულნი ვაქცინის წარმოებაში (არა საკუთარი კერძო მოგებისთვის), ნაცვლად ბნელი, საეჭვო კორპორაციებისა, რომლებიც უპირველესად საკუთარი კერძო მოგებისთვის მოღვაწეობენ. სუვერენიტეტი შესანიშნავი სახელია ვაქცინისთვის.

ყველაზე საკვირველი კი ისაა, კუბამ უკვე განავითარა 2 სხვადასხვა ვაქცინა: სობერნა02 და აბდალი.

როგორც სხვადასხვა მედია საშუალებები იუწყებიან სობერანა 02-ის ეფექტურობა 62%-ია (2 დოზის შემთხვევაში), ხოლო აბდალას (3 დოზის შემთხვევაში) ეფექტურობა 92.28%-ს აღწევს. ეს და კიდევ სხვა კუბური ვაქცინები კლინიკური შემოწმების ბოლო სტადიაზე არიან.

თან არ დაგვავიწყდეს ის, რომ კუბური მედიცინის განვითარება, აშშ-ის მიერ მათზე 89-ჯერ მცირე ტერიტორიის მქონე კუბის ჩაგვრის, შევიწროვების, 60-წლიანი ემბარგოს ფონზე ხდებოდა.

კუბამ, შეიძლება თანამედროვე ნეოლობერალური მაჩვენებლებით მშპ-ის და ეკონომიკური თავისუფლების კუთხით საოცარ შედეგებს ვერ მიაღწია, მაგრამ კუბამ ფიდელ კასტროს მეთაურობით მიაღწია საკუთარი მოსახლეობის ჭეშმარიტ განვითარებას განსაკუთრებით მის წინამორბედთან, ფულხენსიო ბატისტასთან შედარებით, რაც გამოიხატა იმაში, რომ:

✓ მან სრულად აღმოფხვრა წერა-კითხვის უცოდინრობა.

✓ კასტროს მმართველობის დროს კუბელებს 130 000 ექიმი ანუ ყოველ 130 კუბელს 1 ექიმი ემსახურებოდა, რაც მსოფლიოში საუკეთესო მაჩვენებლი იყო.

✓ კასტრომ კუბური მედიცინა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული გახადა. მაგალითად კიბოს კვლევის ამერიკული ინსტიტუტი ”Roswell Park” ფილტვების კიბოს საწინააღმეგო სატესტო ვაქცინას კუბელებისგან ყიდულობდა.🥘

✓ კასტროს დრო კუბა გახდა ლათინური ამერიკის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ბავშვები არ შიმშილობდნენ.

✓ მოსახლეობის 100%-ს ჰქონდა საშუალო განათლება.

ფიდელის დამსახურებით ბავშვების სიკვდილიანობა 54-დან 5-მდე შეამცირდა. (1000 შობადობაზე) ბავშვების სიკვდილიანობის სიმცირის მიხედვით კუბა აშშ-ს და ბევრ სხვა მაღალგანვითარებულ ქვეყანას კი უსწრებს.

მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა კუბაზე 79 წელს შეადგენს და მსოფლიოში 45-ე ადგილზეა ამ მაჩვენებლით და ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორიცაა აშშ, ესტონეთი, თურქეთი. შედარებისთვის საქართველო 101-ე ადგილზეა. (74 წელი)

შეზღუდავს თუ არა ქართული სახელმწიფოებრიობის სუვერენიტეტს ევროკავშირი?

თანამედროვე საერთაშორისო სისტემის ფორმირება ვესტფალის 1648 წლის ზავიდან იწყებს ათვლას, როდესაც საერთაშორისო არენაზე გამოჩდნენ ერი (სუვერენული) სახელწმიფოები. ამ ხნის განმავლობაში, საერთაშორისო სისტემა სხვადასხვა დროს განიცდიდა კორექტირებას, თუმცა მისი ფუნქციონირების არსი არასდროს შეცვლილა, ვინაიდან ერი (სუვერენული) სახელმწიფოების არსებობა (გამონაკლისი შემთხვევბის გარდა) ეჭვქვეშ მანამდე არ დამდგარა.

ისტორიის სხვადასხვა დროის მონაკვეთში, ფორმირებული მსოფლიო პოლიტიკური წესრიგების პერიოდიზაციას თუ მოვახდენთ, იგი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 1648 წლიდან 1815 წლამდე
  • 1815 წლიდან 1914 წლამდე
  • 1918 წლიდან 1939 წლამდე
  • 1945-დან 1991 წლამდე.

ჩემს ამოცანას არ წარმოადგენს, მთლიანი მიმოხილვა მოვახდინო, სხვადასხვა დროს ფორმირებული მსოფლიო პოლიტიკური წესრიგისა, არამედ განვიხილო, მხოლოდ ბოლო პერიოდი და ის, თუ რა უნდა ზსახელწმიფოს შენარჩუნების მცდელობის გზაზე.

tttt

როგორც ბევრი დასავლელი ავტორი აღნიშნავს, ბოლო წესრიგის ანუ ბიპოლარული საერთაშორისო მოდელის დემონტაჟის შემდეგ, სუვერენული სახელწმიფოების არსებობას სერიოზული საფრთხე მიადგა, ვინაიდან უნიპოლარული მოდელის დასავლელი არქიტექტორები საერთაშორისო სისტემის ახალ მოდელზე გადასვლისას, მთავარ ყურადღებას ახდენდნენ იერარქიული მოდელის შემუშავებაზე, ანუ ერთი მართვის ცენტრი, ხოლო  სხვა დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტები მასზე დაქვემდებარებული (მათთვის მნიშვნელობა არ აქვს მართვის ცენტრი ბრიუსელი იქნება თუ ვაშინგოტონი, სხვადსხვა ავტორს სხვადასხვანიარად წარმოუდგენია). მაგალითად, ზბიგნევ ბჟეზინისკი შემდეგნაირად აღწერს ამ მოვლენას: „ ბოლოს და ბოლოს დადგება დრო, როდესაც მსოფლიო პოლიტიკისთვის სრულიად არა დამახასიათებელ მოვლენას ექნება ადგილი, კერძოდ, ძალაუფლების კონცეტრაციას ერთი სახელწმიფოს ხელში“.

ზოგად კონტექსტში თუ ავიღებთ ამერიკელი გლობალისტების კონცეპტუალურ ნაშრომებს, მათ ეს პროცესი წარმოუდგენიათ შემდეგნაირად: უნდა მოხდეს იმ სახელმწიფოთა ინტეგრირება  ევროკავშირში, რომლებმაც ბიპოლარული სისტემის რღვევის შემდეგ მიიღეს დამოუკიდებლობა, ანუ მიიღეს ერი (სუვერენული) სახელმწიფოს სტატუსი. პირველ ეტაპზე იდგა, პოსტკომუნისტურ სახელწმიფოთა ინტეგრაცია, ევროკავშირის ეგიდით გლობალური მართვის სისტემაში. როგორც ახლო  ისტორიულმა წარსულმა გვიჩვენა, ე.წ. პოსტკომუნისტური სახელწმიფოების,   ევროკავშირში ინტეგრირება, შედარებით ადვილად მოხერხდა გეოგრაფიული სიახლოვიდან გამომდინარე. მეორე ეტაპი, გულისხმობდა პოსტსაბჭოთა სივრცის ახლად აღმოცენებულ სახელმწფიოების ეტაპობრივ ინტეგრაციაზე ევროკავშირში, რომელსაც გავდივართ ეხლა.

თუ რატომ არიან მოწადინებილნი ამერიკელები ევროკავშირის გაფართოებით და მასში პოსტსაბჭოთა სივრცის დამოუკიდებელი სახელმწიფოების ინტეგრირებით, კარგად ჩანს აწუკვე ნახსენები ამერიკული საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი დოქტრინისტის ზბიგნევ ბჟეზინსკის სიტყვებიდან: „ ევროკავშირის გაფართოება ამერიკის ინტერესების გაფართოებაა…“ „ სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ მთელი ცივი ომის განმავლობაში ევროპა დე-ფაქტო წარმოადგენდა ამერიკის პროტექტორატს.“ თუ ამ ორ წინადადებას ლოგიკურად დავაკავშირებთ ერთმანეთთან, შეიძლება მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება. კერძოდ, თუ ევროპა წარმოადგენდა ამერიკის პროტექტორატს, პირველის გაფართოება ავტომატურად გამოიწვევდა პროტექტორის გავლენის სფეროს გაფართოებასაც.

79980_900[1]

კიდევ ერთი  უმსხვილესი ამერიკელი სტრატეგი, თომას ბარნეთი თავის ცნობილ წიგნში „პენტაგონის ახალი რუკა“ შემდეგნაირად გადმოსცემს აღნიშნულ პროცესს. მას ხმარებაში შემოაქვს ტერმინები, „ჩართულობის“ და „გამორთულობის“ ზონები.  ჩართულობის ზონა გულისოხმობს, ისეთ გეოგრაფიულ არეალს, რომლის ინტეგრირება შესაძლებელია გლობალური მართვის ველში, ხოლო გამორთულობის ზონაში კი შედიან  ისეთ სახელმწიფოები, რომლის ინტეგრირება შეუძლებელია ზემოთ აღნიშნულ სივრცეში და მისი სიტყვებით, გამორთულობის ზონაში არსებული სახელმწიფოების ლიკვიდაცია უნდა მოხდეს სამხედრო გზით. აქვე მინდა დავამატო, რომ რაც მთავარია ჩართულობის ზონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს  ნაწილად, ავტორი განიხილავს პოსტსაბჭოთა სივრცესაც. თუ ამ ორი უმსხვილესი ავტორების კონცეპტუალურ მოდელებს ერთმანეთთან დავაკავშირებთ, გამოდის, რომ ევროკავშირში ახალი სახელწმიფოების ინტეგრირებით ამერიკელების საპროტექტორატო ტერიტორია კიდევ უფრო გაიზრდება. ერთიანი გლობალური მართვის სისტემის შექმნის შემთხვევაში კი, სუვერენული სახელმწიფოების არსებობას ყოველგვარი აზრი რომდაეკარგება საერთაშორისო ურთიერთობებში აქსიომას წარმოადგენს.

ამერიკელებმა ერი (სუვერენული) სახლემწიფოს კონცეპტუალური პარადიგმა გლობალური დღის წესრიგიდან რომ მოხსნეს, ამაზე ნათლად მიუთითებს საგარეო ურთიერთობათა საბჭოს СFR-ისპრეზიდენტის, რიჩარდ ნათან ჰაასის 2000 წლის 11 ნოემბერს მოხსენებისსიტყვებიდან, რომლის სათაური გახლდათ „იმპერიული ამერიკა“- „ დადგა დრო ამერიკელებისთვის, რათა გადახედონ საკუთარ როლს  ნაცია-სახელმწიფოს ტრადიციული მოდგომიდან იმპერიული ძელვამოსილებისკენ.“

huge

ზემოთ ჩამოყალიბებული კონცეპტუალური ნააზრევების განხილვის შემდეგ, რა უნდა მოიმოქმედოს საქართველომ, რომ შეინარჩუნოს სუვერენული სახელმწიფოს თუნდაც ფორმალური სტატუსი? ჩემი აზრით ეს მხოლოდ საქართველოზე არ იქნება დამოკიდებული, ვინაიდან  საერთაშორისო წესრიგის გლობალურ მოდელებს ქმნიან დიდი გეოპოლიტიკური აქტორები.  თუმცა, საქართველოსაც შეუძლია შეიტანოს ამაში მოკრძალებული წვლილი. მაგალითად, ჩვენთვის მიუღებელი უნდა იყოს, ძლიერი გლობალური გაერთიანებების ინტეგრირებისკენ სწრაფვა, რადგან როგორც ერთხელ უკვე მოხდა ისტორიაში, მეოცე საუკუნის 20-იან წლებში დავკარგეთ  სუვერენულობა, საბჭოთა კავშირში გაწევრიანებით (ადგილი ჰქონდა იძულებას თუ სხვა რამე მეთოდს ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა). ამიტომ, დღეს ევროკავშირისკენ სწრფვა პოტენციურად დესუვერენიზაციისკენ გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯია.

მართალია,დღევანდელი გადასახედიდან ევროკავშირი სუვერენული სახელწმიფოების გაერთიანებაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ რაღაც რამოდენიმე წლის წინ, აშკარად იდგა საკითხი ევროპის ერთიანი კონსტიტუციის მიღების და ერთიანი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის შემოღების მცდელობა. თუმცა როგორც მოგეხსენებათ იგი ჩავარდა ამ ეტაპზე, მაგრამ მომავალში რა მოხდება ამისგან დაზღვეული არც ერთი სახელმწიფო არ არის. სხვათა შორის ერთიანი ევროპული ფედერაციის შექმნის იდეა ერთიანი კონსტიტუციით, არც ისე ახალია და იგი ბენჟამენ ფრანკლინს ეკუთვნის. მან ამერიკის კონსტიტუციაზე მუშაობის მიმდინარეობის დროს, თავის ევროპელ მეგობრებს შემდეგი შინაარსის წერილი მისწერა: „ მე გიგზავნით ახალი ფედერალური კონსტიტუციის პროექტს ჩვენი შტატებისათვის… თუ ის გაიმარჯვებს, მე არ მესმის რატომ არ უნდა სცადოთ თქვენ ევროპაში შექმნათ ფედერალური კავშირი და ერთი დიდი რესპუბლიკა განსხვავებული ყველა სხვადასხვა ევროპული სახელწმიფოსა და სამეფოსაგან.“  მიჩნდება შეკითხვის დასმის სურვილი, თუ ევროკავშირში საბოლოოდ გაიმარჯვებს აზრი, ერთიანი კონსტიტუციის მიღების და  ერთიანი საგარეო საქმეთა სამინტროს სტრუქტურის ფორმირების შესახებ, ევროკავშირში შემავალი სახელწმიფოები შეინარჩუნებენ დამოუკიდებელი სახეწლმიფოს სტატუსს? რაღაც ეჭვი მეპარება!

არ გამოვრიცხავ, რომ ევროკავშირმაც არც თუ შორეულ პერსპექტივაში,საბჭოთა კავშირის გზით წავიდეს და ერთიანი გლობალური ფედერაციული მოდელის შექმნადაისახოს მიზნად. გნსხვავება მხოლოდ ერთი იქნება, იდეოლოგიური! საბჭოთა კავშირი თუ ულტრამემარხცენე, კომუნისტურ იდეოლოგიას ეყრდნობოდა, ევროკავშირი ლიბელარულ იდეოლოგიურ პლატფორმაზე დაგება. თუ პირველი, მუშათა კლასის ინტერესების დამცველი იყო, მეორე ინდივიდების უფლებების დამცველი გაერთაინება იქნება. არც ერთ და არც მეორე გლობალურ პროექტში, არ ჩანდა და არ ჩანს, ერის, როგორც ისტორიულ-კულტურული ერთობის და მისი თვითმყოფადობის უზრუნველმყოფელი სუვერენული სახელწმიფოების ადგილი.

1410597296_c1bad16e3c9a906adf66343eed14987d

თუზოგადად განვიხილავთ გლობალური მაშტაბის კონფედერაციულ მოდელებს საერთაშორისო სისტემებთან მიმართების ფარგლებში, შეიძლება ითქვას, რომ როგორც საბჭოთა კავშირიც და ბიპოლარული სისტემაც მიუღებელი იყო საქართველოსთვის, რომელიც ხელშემწყობი ფაქტორი გახდა, საქართველოს სახელწმიფოებრიობის დაკარგვის, იგივე შეიძლება ითქვას საქართველოს ევრკავშირში ინტეგრაციაზე და უნიპოლარულ საერთაშორისო სისტემაზეც, ვინაიდან ეს პროცესი გამოიწვევს მომავალში ეტაპობრივ დესუვერენიზაციას. ამიტომ ჩვენთვის, ქართველი ერის ბუნებრივი მოთხოვნილებებიდან გამოდმინარე, გვსურს ერი (სუვერენული) სახელწმიფოს შენარჩუნებაფორმალურად მაინც და მისი განვითარება, ყველაზე ხელსაყრელლ ვარიანტს წარმოადგენს მულტიპოლარული საერთაშორისო სისტემის ფორმირება, რომლის შემთხვევაში აღმოვჩნდებით შუალედურ მდგომარეობაში, რომელიც გულისმხობს თავის დაღწევას, როგორც ბიპოლარულისაგან, ისე   უნიპოლარული საერთაშორისო სისტემისაგან და მათთან დაკავშირებული გლობალური გაერთიანებებისაგან. რაც შეეხება მულტიპორლარიზმის იდეისთვის ხორცშესხმა ამ ეტაპზე შეუძლია, მხოლოდ ერთ სახელწმიფოს რუსეთის ფედერაციას, რომელიც გახლავთ შემაკავებელი ფაქტორი ერი(სუვერენული)-სახელმწიფოების ფუნქციონირებაზე აგებული საერთაშორისო სისტემის დემონტაჟის. თან სახელმწიფო ისეთ მდგომარეობაშია, რომ არც ერთი პარამეტრებით, განსაკუთრებით ეკონომიკური და იდეოლოგიური თვალსაზრისით, არ შესწევს უნარი მოახდინოს მის გარშემო არსებული ქვეყნების ინკორპორირება და შესაბამისად მათი იურიდიული დესუვერენიზაცია.

ჩემი ღრმა რწმენით, ამ ეტაპზე, ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელია, გაწონასწორებული საგარეო პოლიტიკის წარმოება, რომელიც გულისხმობს რომელიმე მიმართულებით, ღრმა პოლიტიკური ნაბიჯებისგან თავშეკავებას. საქართველო  რეგიონში უნდა იქცეს, ორი განსხვავებული გლობალური გეოპოლიტიკური პროექტის (ევროკავშირი და ევრაზიული საბაჟო კავშირი), ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის და არა კონფრონტაციის არენად.

ირაკლი ბენუა