როგორ დაამარცხა ფინეთმა უსახლკარობა

უსახლკარო მოსახლეობის რაოდენობის ზრდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა. სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები ამ პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებენ. 2017 წელს დიდ ბრიტანეთში უსახლკაროების რაოდენობა 7%-ით გაიზარდა, გერმანიაში ბოლო რამდენიმე წლის განავლობაში 35%-ით, ხოლო საფრანგეთში უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში 50%-ით.

ევროპის დიდმა და განვითარებულმა ქვეყნებმა ამ საჭირბოროტო საკითხის მოგვარება ვერ შეძლეს. თუმცა არსებობს გამონაკლისი. ეს გამონაკლისი ფინეთია.

10 წლის განმავლობაში ფინეთში 1/3-ით შემცირდა უსახლკაროების რაოდენობა და მსოფლიოში უნიკალურ მაგალითად გვევლინება იმის მხრივ თუ როგორ შეიძლება ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის მოგვარება.

სხვადასხვა ორგანიზაციების მონაცემების თანახმად, რომლებიც უბინაო ადამიანებს ეხმარებიან, 2017 წელს ევროკავშირის ყველა ქვეყანაში უსახლკაროების ზრდა შეინიშნებოდა, ერთი ქვეყნის გარდა. ეს სასიამოვნო გამონაკლისი სწორედ ფინეთი იყო. დღესდღეობით ფინეთში 5 500 უსახლკაროა აღრიცხული (ქვეყნის მოსახლეობა – 5.5 მლნ. ადამიანი). ამასთან ერთად, ქუჩაში მცხოვრები ადამიანი სულ რაღაც რამდენიმე ასეულია, რადგანაც სხვები დროებით მეგობრებთან და ნათესავებთან მუშაობენ.

2008 წელს ფინეთში დაიწყო მოქმედება პროგრამამ სახელად ”საცხოვრისი პირველ ყოვლისა”. ბევრ ქვეყანაში, სანამ უსახლკარო მიიღებს საკუთარ ბინას, მან უნდა დაამტკიცოს, რომ იმსახურებს ამას: მან უნდა მონახოს სამსახური, თავი დააღწიოს ალკოჰოლურ და ნარკოტიკულ დამოკიდებულებას და ა.შ. მაგრამ ფინეთის ხელისფულებამ გადაწყვიტა ამ სიტუაციისთვის სხვანაირად შეეხედა: შედეგად ფინეთში ადამიანი ჯერ იღებს ბინას და უკვე შემდგომ, სურვილის შემთხვევაში მას შეუძლია სამსახურის მოძიება და საზიანო ჩვევებთან ბრძოლა.

”ჩვენ ვფიქრობდით, რომ ადამიანი ჯერ უნდა გახდნენ ფხიზლები, რათა მათ ბინაში შეძლონ ცხოვრება. მაგრამ შემდეგ ჩვენ მივხვდით რომ ყველაფერი პირიქითაა: ადამიანს ჭირდება საცხოვრისი, რომ გამოფხიზლდეს”,

– ამბობს ჰელსინკის მერი იან ვაპაავუორი.

”ბევრი ადამიანი, რომლებიც წლობის განმავლობაში ცხოვრობდნენ ქუჩაში, იტანჯებიან სხვადასხვა დამოკიდებულებებით, ფსიქიკური აშლილობებით და სხვა ჯანმრთელობის სხვა პრობლემებით, რომლებიც მუდმივ დაკვირვებას საჭიროებს. ამ ხალხს თანადგომა ჭირდება.”

იან ვაპაავუორი, ჰელსინკის მერი

უსახლკაროებს დახმარებას სოცმუშაკები უწევენ. ისინი ეხმარებიან მათ, ვინც ახლახან მოიპოვა საცხოვრისი სხვადასხვა ბიუროკრატიული დოკუმენტებში გაერკვნენ, მათთან ურთიერთობენ, მათზე ზრუნავენ და ასწავლიან საკვების მომზადებას და დალაგებას. ბინის თითეულ მფლობელს აქვს კონტრაქტი, ისინი იხდიან რენტას და საჭიროების შემთხვევაში მათ შეუძლიათ განაცხადის შევსება სახელმწიფოსგან დახმარების მისაღებად.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პროგრამას გააჩნია ასევე ნაკლოვანებები. 2015 წელს ქვეყნის ხელისუფლებას კვლევა ჩაატარა. შედეგების თანახმად ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარება, იმ ადამიანებში ვინც მიიღო ბინა ”საცხოვრისი პირველ ყოვლისა” პროგრამის ფარგლებში, ისეთი სწრაფი ტემპით არ მიმდინარეობს, როგორც მთავრობას ჰქონდა გათვლილი.

Y Foundation ფონდის მონაცემების თანახმად, რომლებიც უსახლკაროებისთვის საცხოვრებლის მშენებლობით არიან დაკავებულები, ამ პროგრამის თანახმად სახელწმიფო 10-15 ათასი ევროთი უფრო ნაკლებს ხარჯავს წლის განმავლობაში, ვიდრე ადრე. 10 წლის განმავლობაში 300 მლნ. ევროს ეკონომია გახდა შესაძლებელი.

ფინური პროგრამის ”საცხოვრისი პირველ ყოვილსა” [Housing First] ფილოსოფია იმაზეა დაფუძნებული, რომ საკუთარი ბინა არის ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება და არა პრივილეგია.

ამ წარმატებული პროგრამის პრინციპები შეუმუშავა ნიუ-იორკელმა ფსიქოლოგმა სემ ცემბერისმა 1990-იანი წლების დასაყწისში. თავდაპირველად ის მიმართული იყო მენტალური აშლილობის მქონე უსახლკაროების დასახმარებლად, ვინც დროდადრო ფსიქიატრიულ საავდმყოფოებში ხვდებოდნენ, ხოლო მკურნალობის დასრულების შემდეგ კვლავ ქუჩაში ბრუნდებოდნენ და ყოველწლიურად მათი რაოდენობა იმატებდა. ნიუ-იორკის ხელისუფლების მონაცემებით 2000 წელს ერთი ფსიქიკური აშლილობის მქონე 1 უსახლკარო მოქალაქე ბიუჯეტს 40 000 $-მდე უჯდებოდა. ცემბერისმა სოციალური ექსპერიმენტი ჩაატარა, რისთვისაც სახელმწიფო ფონდმა 500 000$ გამოყო. შედეგად უსახლკაროებს ჯერ ბინას აძლევდნენ, ხოლო შემდეგ მათ მკურნალობაზე, რესოციალიზაციაზე და მათ სრულფასოვან რეინტეგრაციაზე ზრუნავდნენ. ექსპერიმენტის მონაწილეების 85% წარმატებით გაიარეს კურსი და რესოციალიზაცია.

Housing First-ის წარმატებული ექსპერიმენტის შემდეგ მას ყურადღება ევროპაშიც მიაქციეს. დღესდღეობით ამ პროგრამის პრინციპები ბევრ ქვეყანაში გამოიყენება, თუმცა მხოლოდ ფინეთმა აირჩია ის სახელმწიფო პოლიტიკის მთავარ მიმართულებად უსახლკაროთა პრობლემის გადასაწყვეტად. 2008 წლიდან ფინეთში მოქმედებს სახელწმიფო პროგრამა PAAVO-1 უბინაოების დასახმარებლად.

უსახლკაროების საბინაო კომპლექსი ჰელსინკიში

სკანდინავიური სოციალიზმი – უალტერნატივო არჩევანი

icons-of-scandinavian-flags-vector-14996190.jpg

როდესაც ექსპერტები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები სკანდინავიურ ეკონომიკებზე საუბრობენ, ისინი ყურადღებას ამახვილებენ საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო მოდელზე. ეს სავსებით მართებულია. დანია, ფინეთი, ნორვეგია და შვედეთი ყველაზე გულუხვი სოციალური კეთილდღეობის სისტემების სამშობლოდ გვევლინებიან. თითოელ ამ ქვეყანაში არსებობს უფასო და ეფექტური ჯანდაცვის სისტემა, უფასო კოლეჯი/უნივერსიტეტი, ხანგრძლივი დეკრატული შვებულება, კარგად სუბსიდირებადი ბავშვებზე ზრუნვა და უამრავი სოციალური დახმარება, რომელთა აქ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

ისეთი შესანიშნავი მოდელის ქვეყნები, რომელსაც სხვანაირად ”ნორდიკულ ქვეყნებსაც” უწოდებენ ყოველთვის იმსახურებენ სხვა ქვეყნების წარმომადგენლების ყურადღებას.

მაგალითად ფინელ ქალებს მშობიარობის შემდეგ ერთწლიანი შვებულება ეკუთვნით, რომლის დროსაც სახელმწიფო იმ შემოსავლების ტოლფას ფულად დახმარებას აძლევს მათ, რაც ბავშვის გაჩენამდე ჰქონდათ. ამის გარდა დედებს შეუძლიათ 2 წლის განმავლობაში მოუარონ საკუთარ შვილებს და სახელმწიფო დოტაციაზე იცხოვრონ, რაც მათი ხელფასის 2/3 იქნება. ქვეყანაში უმაღლესი ხარისხის საყოველთაო ჯანდაცვა მოქმედებს იმისდა მიუხედავად რა ქონებას და სტატუსს ფლობენ ფინეთის მოქალაქეები. ამავდროულად ქვეყანაში არსებობს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო განათლების სისტემა, რომელიც ასევე უფასო და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ამ ყველაფრის ფონზე ძნელია მსგავს მოდელს ბევრი მხარდამჭერი რომ არ ჰყავდეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

shvetsiya.jpg

მაგრამ ზოგიერთი დაინტერესებული პირი, ნებსით თუ უნებლიეთ ნორდიკულ ქვეყნებს ნეოლიბერალიზმის გაუმჯობესებულ ვერსიას მიაკუთვნებს და აღნიშნავენ რომ ისინი ვითომ ხანდახან აშშ-ზე უფრო კაპიტალისტური ქვეყნები არიან. კონსერვატორი და ლიბერალი მიმოხილველები კი ამტკიცებენ, რომ ეს ქვეყნები კვაზი ლიბერტარიანულია.

მსგავსი შეცდომაში შემყვანი დასკვნების მთავარი მიზეზი ალბათ იმაში მდგომარეობს, რომ მემარცხენე პოლიტიკის წარმატების უარყოფა ბიზნეს ელიტების წისქვილზე ასხამს წყალს.

გავაანალიზოთ ზოგიერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ასპექტი. 

შრომის ბაზარი

მაღალი გადასახადების გარდა სკანდინავიურ ქვეყნებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო ეკონომიკის სექტორი გააჩნიათ, სადაც სამუშაო ადგილები მკაცრადაა დაცული პროფკავშირების მიერ. ძლიერი სახელმწიფო სექტორი ასევე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს უმუშევრობასთან ბრძოლაში.

დანიაში და ნორვეგიაში ყოველი მესამე ადამიანი სახელმწიფოს მიერაა დასაქმებული.

001.jpg

003.jpg

შრომის ბაზარის მახასიათებლები ნორდიკულ ქვეყნებში სოციალისტური ხასიათისაა. ნეოლიბერალური ტენდენცია “მცირე სახელმწიფოს” კონცეფციის შესახებ, რომლის თანახმადაც სახელმწიფო სექტორში სამუშაო ადგილების შემცირება უნდა მოხდეს და ცენტრალიზებული შრომითი ხელშეკრულები მეორე პლანზე უნდა გადავიდეს – სკანდინავიურ ქვეყნებში სრულად უგულებელყოფილია.

სახელმწიფო ეკონომიკა (სახელწმიფო სექტორი)

ძალიან საინტერესოა რომ სკანდინავიური მოდელი გამოირჩევა ასევე ძლიერი სახელმწიფო სექტორით. კაპიტალზე კოლექტიური საკუთრება ნორდიკული მოდელის განმასხვავებელი ელემენტია, რის დისკერდიტაციასაც ცდილობენ მემარჯვენე ელიტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კოლექტიური საკუთრების ფორმას მოწინავე ადგილი უკავია ნორვეგიასა და ფინეთში, ასევე შვედეთშიც, სადაც მთავრობამ არსებული გეგმის თანახმად მრეწველობის სოციალიზაცია გადაწყვიტა.

ნორვეგიის და ფინეთის მთავრობები ფლობენ აქტივებს რომლებიც მათი მშპ-ის 330% და 130%-ის ტოლია. აშშ-ში მაგალითად ეს მაჩვენებელია 26%-ს შეადგენს.

11

სახელმწიფო საწარმოები (SOE) – რომლებიც განისაზღვრებიან, როგორც კომერციული საწარმოები, სადაც სახელმწიფო საკონტროლო ან საკმაოდ მსხვილი პაკეტის მფლობელია ძალძედ გავრცელებულია სკანდინავიის ქვეყნებში. მაგალითისთვის 2012 წელს ნორვეგიული სახელმწიფო საწარმოების (SOE) ღირებულება ქვეყნის მშპ-ის 87.9%-ის ტოლფასი იყო, ხოლო ფინეთისთვის კი 52.3%-ის. აშშ-ში მაგალითად ეს მაჩვენებელი 1%-საც კი არ აღწევს.

22
ზოგიერთი სახელმწიფო საწარმო სრულად სახელმწიფოს მიერ იმართება: ფოსტა, საზოგადოებრივი მაუწყებელი, სახელმწიფო მონოპოლია ალკოჰოლის საცალო გაყიდვაზე. მაგრამ სხვა შემთხვევებში სახელმწიფო უბრალოდ სოლიდურ პაკეტს ფლობს, თორემ კომპანია კომერციულია. 

ფინეთში მაგალითად არსებობს 64 სახელმწიფო კომპანია, სადაც შედის Solidium- ჰოლდინგ კომპანია, რომელიც თავისმხრივ 12 სხვადასხვა კომპანიაში სახელმწიფო მნიშვნელოვანი პაკეტის მფლობელია.

ფინეთში სახელმწიფო კომპანიები ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში გვხვდება, მაგალითად ავიაკომპანია Finnair; ღვინის და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია Altia; მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია Nordic Morning; მსხვილი სამშენებლო და საინჟინრო კომპანია VR; 8.8$ მლრდ-ის ღირებულების ნავთობკომპანია Neste.

რაც შეეხება ნორვეგია, აქ სახელმწიფოს მფლობელობაშია 70 კომპანია. სახელმწიფო სექტორი მოიცავს:  უძრავი ქონების კომპანიას – Entra;  30 000-მდე შტატის მქონე ტელესაკომუნიციო კომპანიას – Telenor; ნავთობკომპანიას – Statoil.

ფინეთს და ნორვეგიას განსაკუთრებული მიზეზები გააჩნიათ ეკონომიკაში სახელმწიფო სექტორის ასეთი მაღალი დოზის არსებობისთვის. ფინეთის ეკონომიკური პროგრესი სახელმწიფოს აქტიური ჩარევის შედეგად დაიწყო და ამიტომაც მთავრობა ჯერ-ჯერობით ამ პოლიტიკის გადახედვას სულაც არ აპირებს. მაგალითად დღესდღეობით ყველასთვის ცნობად კომპანია Nokia-ს 17 წელი დაჭირდა სანამ მოგებაზე გავიდოდა. წლების განმავლობაში Nokia-ს აქტივებს მთავრობდა იცავდა, რათა კონკურენტებს მისი შთანთქნმა არ მოეხდინათ. Nokia-ს მაგალითი არ წარმოადგენს გამონაკლისს, დღევანდელი მულტიონაციონალური კომპანიების უმრავლესობას საწყის ეტაპზე სახელმწიფო სასათბურო პირობებს უქმნიდა და ხელს უშლიდა კონკურენტებს მათ შთანთქმას, ანუ პირდაპირ საგარეო ინვესტიციებზე შეზღუდვებს აწესებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს ეს კომპანიები დღეს არ იარსებებდნენ.

ფინეთს დღემდე არ სურს საკუთარი ეკონომიკა საერთაშორისო კაპიტალისთვის ხელმისაწვდომი გახადოს, ამიტომაც ქვეყანაში ბევრი შეზღუდვა მოქმედებს, რასაც ჯერ-ჯერობით კარგის მეტი არაფერი მოუტანია. 

ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის აღმოჩენამ ნორვეგიისთვის დიდი სტიმული აღმოჩნდა და ამის შემდეგ შეიქმნა უზარმაზარი სოციალური კეთილდღეობის ფონდები. ნორვეგიის სიმდიდრის ფონდის ღირებულებამ 1$ ტრილიონს გადააჭარბა. ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ვებგვერდზე განთავსებულ ვიდეოში ეს ფონდი შემდეგნაირადაა აღწერილი: “ეს ხალხის ფულია, რომელის ყველას ეკუთვნის და თაობებს შორის თანაბრადაა გაყოფილი”

სკანდინავიური ქვეყნების მაგალითმა მთელ მსოფლიოს ნათლად დაანახა რომ მაღალი გადასახადები, დიდი სახელმწიფო სექტორი, სატარიფო პროტექციონიზმი, ძლიერი პროფკავშირები საკმაოდ წარმეტებულად მუშაობს არა ერთეულების, არამედ მთელი საზოგადოების სასარგებლოდ.

ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია, დანია ცხოვრების დონის, ადამიანური განვითარების ინდექსის და სხვა მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური რეიტინგების მიხედვით ყოველთვის საკუთესო ქვეყნების 5-ეულში ხვდებიან, ეს კი მეტწილად ამ ქვეყნებში არსებული ჰუმანური ეკონომიკური მოდელითაა განპირობებული, რომელიც თითოეულ თავის მოქალაქეს განვითარების და ცხოვრებით ტკბობის საშუალებას აძლევს.