➣ვინ ქმნის ღირებულებას და სიმდიდრეს ეკონომიკაში? ⇲მარიანა მაცუკატო

cb75f4fa7bb60b16f934b733333258bb.2-1-super.1.jpg

წარმოდგიდგენთ იტალიური წარმოშობის ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის, ბრიტანეთის სასექსის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორის, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოაზროვნის, მარიანა მაცუკატოს პუბლიკაციის თარგმანს, რომელიც  Project Syndicate-ზე გამოქვეყნდა.

2008 წლის მსოფლიოს გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ გაჩნდა ერთგვარი შეთანხმება, რომ სახელმწიფო სექტორი ვალდებულია აქტიურად ჩაერიოს ეკონომიკაში და გადაარჩინოს სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკები და ასევე მოახდინოს ეკონომიკური ზრდის სტიმულირება. მაგრამ ამ კონსენსუსს დიდხანს არ უარსებია. მალევე სახელმწიფო სექტორის ეკონომიკური ჩარევის აქტიური დისკრედიცაცია მოხდა ნეოლიბერალების მხრიდან და უფრო მეტიც, ზოგიერთი დაქირავებული ექსპერტის მხრიდან სახელმწიფო ჩარევა მიჩნეულ იქნა კრიზისების გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. როგორც შემდგომში გაირკვა ეს ძალიან დიდი შეცდომა და ერთგვარი პარაზიტობა იყო.

მარიანა მაცუკატო

კერძოდ, ევროპული ქვეყნების მთავრობები სერიოზული კრიტიკის ობიექტები გახდნენ მაღალი სახელმწიფო ვალის გამო, თუმცა ბევრს დაავიწყდა, რომ ფინანსური კოლაპსის მთავარი მიზეზი იყო კერძო ვალი და არა სახელმწიფო. სწორედ აღნიშნული წნეხის გამო, რაც პირველ რიგში წამყვანი დასავლური ინსტიტუტების მიერ მომდინარეობდა (ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი და ა.შ.) უამრავი ქვეყნის მთავრობას მოუწია ქამრების შემოჭერის პოლიტიკის გატარება (სახელმწიფო ხარჯების შემცირების პოლიტიკა) ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მაგივრად. ამავდროულად მოსალოდნელი იყო, რომ სხვადასხვა მთავრობები ფინანსურ სექტორში რეფორმების გატარებას დაიწყებდნენ, რაც ინვესტიციების და მრეწველობის გამოცოცხლებასთან ერთად კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად იქნებოდა მიმართული.

ეკონომიკური ზრდა გამართულად ფუნქციონირებად ფინანსურ სექტორს საჭიროებს, რომელიც მოკლევადიანი ინვესტიციების მაგივრად გრძელვადიანი ინვესტიციების წახალისებას ახდენს. მაგრამ ევროპაში ფინანსურ ტრანსაქციებზე გადასახადი მხოლოდ 2016 წელს დაწესდა. ”მომთმენი კაპიტალის” [Patient capital კაპიტალი, რომელიც გრძელვადიან ინვესტიციაზეა გათვლილი და არა სწრაფი მოგების მიღებაზეა ორიენტირებული] მოცულობა არაადეკვატურად მცირეა თითქმის ყველა ქვეყანაში. შედეგად, ფული რომლის ჩაშვებაც ხდება ეკონომიკაში მონატარული პოლიტიკის შერბილების შედეგად ისევ ბანკების ხელში ხვდება. 

economic-growth.jpg

ეკონომიკაში მოკლევადიანი აზროვნების დომინირება გვევლინება, როგორც სახელმწიფოს ეკონომიკური როლის სრული ვერ გაგების შედეგი. დღესდღეობით მხვილი ბიზნესის, მათ მიერ დაქირავებული ფსევდო ექსპერტების და ლიბერალური ელიტების მიერ მიზანმიმართულად ხდება სახელმწიფოს როლის დისკრედიტაცია.

თუმცა ეკონომიკური ისტორია აბსოლუტურად სხვა აზრზეა: ყველა მსხვილი ტექნოლოგიური რევოლუცია, იქნებოდა ეს მედიცინა, კომპიუტერები თუ ენერგეტიკა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ გახდა შესაძლებელი, როდესაც სახელმწიფო პირველი ინსტანციის ინვესტორის როლში მოგვევლინა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მეინსტრიმული მედია და მერკანტილურად დაინტერესებული სხვა სუბიექტბი ინოვაციურ სფეროებში მოღვაწე კერძო კომპანიების განდიდებით არიან დაკავებულები მხოლოდ. ავიღოთ ილონ მასკის მაგალითი, რომელმაც $5 მლრდ. დოლარის სუბსიდია მიიღო აშშ-ის მთავრობისგან, რის გარეშეც წარმატების მიღწევა ალბათ ძალიან გაუჭირდებოდა. მაგრამ ეს ყველაფერი არაა, მასკის კომპანიები – SpaceX და Tesla იმ ფუნდამენტზე შეიქმნა, რასაც NASA-ს და აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ იყო ჩაყრილი.

ჩვენი ეკონომიკის გამოცოცხლების ერთადერთი მეთოდი სახელმწიფო სექტორისადმი დაბრუნება და მისი როგორც საკვანძო როლის განსაზღვრაა სტრატეგიული, გრძელვადიანი და კონცეპტუალური ინვესტიციის პროცესში. ამისთვის კი საჭიროა იმ მცდარი წარმოდგენების და მითების გამოაშკარავება იმის შესახებ თუ როგორც იქმნება ღირებულება და სიმდიდრე.

პოპულარული მოსაზრების თანამხად, რასაც მეინსტრიმული მედია, სხვადასხვა პირადი ინტერესის მქონე პოლიტიკოსები და მსხვილი ბიზნესის მიერ დაქირავებული ეკონომისტები და ექსპერტები აჟღერებენ სახელმწიფო მხოლოდ ეხმარება სიმდიდრის შექმნაში კერძო სუბიექტებს და შემდგომში შექმნილი სიმდიდრის გადანაწილებას ახდენს, მაგრამ თვითონ არანაირად არ ქმნის ამ სიმდიდრეს. ხოლო ბიზნესმენები და მეწარმეები, პირიქით პროდუქტიულ მოთამაშეებად ითვლებიან ეკონომიკაში. ამ იდეებს ზოგიერთი ზრდადი უთანასწორობის გასამართლებლად იყენებს. იქედან გამომდინარე რომ ბიზნეს აქტივობა ქმნის სიმდიდრეს, ანუ სამუშაო ადგილებს, მისი მფლობელები უფრო მაღალ შემოსავლებს იმსახურებენ. მსგავს წარმოდგენას მოაქვს ასევე პატენტების ბოროტად გამოყენების მცდელობა, რომლებიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ინოვაციების ბლოკირებას ახდენენ და არა სტიმულირებას: სასამართლოები, რომლებიც საპატენტო სისტემას ადგენენ, პატენტის გამოყენების უფლებას საკმაოდ ფართო ასპარეზზე იძლევიან, კვლევის ინსტრუმენტების და არა უბრალოდ საბოლოო პროდუქციის პრივატიზების მეშვოებით. 

მსგავსი მოსაზრებები მართებული რომ ყოფილიყო, საგადასახადო სტიმულები ბიზნესის მიერ ინვესტიციის ზრდას შეუწყობდა ხელს. მაგრამ ამის მაგივრად აღნიშნულ სტიმულებს (მაგალითად 2017 წლის დეკემბერში აშშ-ში კორპორაციების მოგების გადასახადი შემცირდა) სახელმწიფო შემოსავლების შემცირება და კომპანიების რეკორდულად მაღალი მოგება მოაქვთ, რომლებიც კერძო ინვესტიციებს დიდად არ ზრდიან.

ეს გასაკვირი სულაც არაა. ჯერ კიდევ 2011 წელს ცნობილმა ბიზნესმენმა უორენ ბაფეტმა აღნიშნა, რომ მოგებაზე გადასახადები ხელს არ უშლის ინვესტორების მიერ ინვესტიციების განხორცილებას და სამუშაო ადგილების შექმნას.

“ასე მაგალითად 1980-2000 წლებში, მაშინ როდესაც მოგებაზე საკმაოდ მაღალი გადასახადები მოქმედებდა 40 მილიონი დამატებითი სამუშაო ადგლი შეიქმნა. იცით რა მოხდა ამის შემდეგ?  გადასახადების განაკვეთები შემცირდა, მაგრამ უფრო მეტად შემცირდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ტემპი” – აღნიშნავს ბაფეტი.

მგავსი გამოცდილება ეწინააღმდეგება იმ ეკონომიკურ მრწამსს, რომელიც ეკონომიკურ მეცნიერებაში მარჟინალური რევოლუციის დროს დაინერგა, როდესაც კლასიკური შრომის ღირებულების თეორია თანამედროვე სუბიექტური ღირებულების თეორიით ჩანაცვლდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ გვჯერა რომ იქამდე, სანამ ორგანიზაციას და საქმიანობს გააჩნია ფასი, ისინი ქმნიან ღირებულებას.

ეს ყველაფერი ერთგვარად უთანასწორობის იდეის ნორმალიზების ახდენს: ისინი, ვინც ბევრს გამოიმუშავებენ დიდ ღირებულებას ქმნიან. სწორედ ამიტომ Goldman Sachs-ის გენდირექტორ, ლოიდ ბლანკფეინს თავხედობა ეყო 2009 წელს გამოეცხადებინა (ფინანსური კრიზისიდან სულ რაღაც 1 წელში, რომლის დადგომასაც სხვათაშორის მისმა ბანკმა შეუწყო ხელი) რომ მისი თანამშრომლები ”ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიულები” არიან მსოფლიოში. სწორედ ამიტომაც ახერხებენ ფარმაცევტული კომპანიები დაუსჯელეად გამოიყენონ ”სუბიექტური ღირებულების თეორია” ფასწარმოქმნისას და წამლებზე ასტრონომიული ფასები ”გააპრავონ”, თუმცა აშშ-ის მთავრობა ყოველწლიურად $32 მლრდ.-ს ხარჯავს მაღალი რისკის მქონე კვლევებზე, რომელთან დახმარებითაც იქმენა ეს მედიკამენტები.

BusinessTransformationMaze02.jpg

როდესაც ღირებულება განისაზღვრება არა კონკრეტული მაჩვენებლებით, არამედ მოთხოვნის და მიწოდების საბაზრო მექანიზმებით, მაშინ ის სრულიად სუბიექტური ხდება, ხოლო რენტას (გამოუმუშავებელი შემოსავლი) ურევენ მოგებაში (გამომუშავებული შემოსავალი); უთანასწორობა იზრდება; რეალურ ეკონომიკაში ინვესტიციის მოცულობა მცირდება. როცა მცდარი იდეოლოგიური წარმოდგენები იმის შესახებ თუ როგორ იქმნება ღირებულება ეკონომიკაში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ზეგავლენას ახდენენ, შედეგად ვიღებთ იმას რომ სისტემა უნებლიედ მოკლევადიან სტიმულებს ახალისებს და არა ინოვაციურ საქმიანობას.

გლობალური კრიზისიდან 10 წლის შემდეგ კვლავ აქტუალურია ეკონომიკის გახანგრძლივებული სისუსტის ლიკვიდაციის საჭიროება. ეს პირველ რიგში ნიშნავს იმას რომ უნდა ვაღიაროთ შემდეგი: ღირებულება იქმნება კოლექტიურად – ბიზნესის, მუშაკების და სახელმწიფოს სტრატეგიული ინსტიტუტების მიერ და აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცების დახმარებით. ამ სხვადასხვა მოთამაშეების ურთიერთქმედებაზე დამოკიდებული არა მხოლოდ ეკონომიკის ზრდის ტემპი, არამედ აგრეთვე ისიც თუ რამდენად ინოვაციური, ინკლუზიური და მდგრადი იქნება ეს ზრდა. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვაღიარებთ რომ სახელმწიფო აქტიურად უნდა იყოს დაკავებული ბაზრების ფორმირებით და არა მხოლოდ შეცდომები აღმოფხვრით, შესაძლებელი გახდა კრიზისი საბოლოო დაძლევა.

სკანდინავიური სოციალიზმი – უალტერნატივო არჩევანი

icons-of-scandinavian-flags-vector-14996190.jpg

როდესაც ექსპერტები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები სკანდინავიურ ეკონომიკებზე საუბრობენ, ისინი ყურადღებას ამახვილებენ საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო მოდელზე. ეს სავსებით მართებულია. დანია, ფინეთი, ნორვეგია და შვედეთი ყველაზე გულუხვი სოციალური კეთილდღეობის სისტემების სამშობლოდ გვევლინებიან. თითოელ ამ ქვეყანაში არსებობს უფასო და ეფექტური ჯანდაცვის სისტემა, უფასო კოლეჯი/უნივერსიტეტი, ხანგრძლივი დეკრატული შვებულება, კარგად სუბსიდირებადი ბავშვებზე ზრუნვა და უამრავი სოციალური დახმარება, რომელთა აქ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

ისეთი შესანიშნავი მოდელის ქვეყნები, რომელსაც სხვანაირად ”ნორდიკულ ქვეყნებსაც” უწოდებენ ყოველთვის იმსახურებენ სხვა ქვეყნების წარმომადგენლების ყურადღებას.

მაგალითად ფინელ ქალებს მშობიარობის შემდეგ ერთწლიანი შვებულება ეკუთვნით, რომლის დროსაც სახელმწიფო იმ შემოსავლების ტოლფას ფულად დახმარებას აძლევს მათ, რაც ბავშვის გაჩენამდე ჰქონდათ. ამის გარდა დედებს შეუძლიათ 2 წლის განმავლობაში მოუარონ საკუთარ შვილებს და სახელმწიფო დოტაციაზე იცხოვრონ, რაც მათი ხელფასის 2/3 იქნება. ქვეყანაში უმაღლესი ხარისხის საყოველთაო ჯანდაცვა მოქმედებს იმისდა მიუხედავად რა ქონებას და სტატუსს ფლობენ ფინეთის მოქალაქეები. ამავდროულად ქვეყანაში არსებობს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო განათლების სისტემა, რომელიც ასევე უფასო და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ამ ყველაფრის ფონზე ძნელია მსგავს მოდელს ბევრი მხარდამჭერი რომ არ ჰყავდეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

shvetsiya.jpg

მაგრამ ზოგიერთი დაინტერესებული პირი, ნებსით თუ უნებლიეთ ნორდიკულ ქვეყნებს ნეოლიბერალიზმის გაუმჯობესებულ ვერსიას მიაკუთვნებს და აღნიშნავენ რომ ისინი ვითომ ხანდახან აშშ-ზე უფრო კაპიტალისტური ქვეყნები არიან. კონსერვატორი და ლიბერალი მიმოხილველები კი ამტკიცებენ, რომ ეს ქვეყნები კვაზი ლიბერტარიანულია.

მსგავსი შეცდომაში შემყვანი დასკვნების მთავარი მიზეზი ალბათ იმაში მდგომარეობს, რომ მემარცხენე პოლიტიკის წარმატების უარყოფა ბიზნეს ელიტების წისქვილზე ასხამს წყალს.

გავაანალიზოთ ზოგიერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ასპექტი. 

შრომის ბაზარი

მაღალი გადასახადების გარდა სკანდინავიურ ქვეყნებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო ეკონომიკის სექტორი გააჩნიათ, სადაც სამუშაო ადგილები მკაცრადაა დაცული პროფკავშირების მიერ. ძლიერი სახელმწიფო სექტორი ასევე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს უმუშევრობასთან ბრძოლაში.

დანიაში და ნორვეგიაში ყოველი მესამე ადამიანი სახელმწიფოს მიერაა დასაქმებული.

001.jpg

003.jpg

შრომის ბაზარის მახასიათებლები ნორდიკულ ქვეყნებში სოციალისტური ხასიათისაა. ნეოლიბერალური ტენდენცია “მცირე სახელმწიფოს” კონცეფციის შესახებ, რომლის თანახმადაც სახელმწიფო სექტორში სამუშაო ადგილების შემცირება უნდა მოხდეს და ცენტრალიზებული შრომითი ხელშეკრულები მეორე პლანზე უნდა გადავიდეს – სკანდინავიურ ქვეყნებში სრულად უგულებელყოფილია.

სახელმწიფო ეკონომიკა (სახელწმიფო სექტორი)

ძალიან საინტერესოა რომ სკანდინავიური მოდელი გამოირჩევა ასევე ძლიერი სახელმწიფო სექტორით. კაპიტალზე კოლექტიური საკუთრება ნორდიკული მოდელის განმასხვავებელი ელემენტია, რის დისკერდიტაციასაც ცდილობენ მემარჯვენე ელიტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კოლექტიური საკუთრების ფორმას მოწინავე ადგილი უკავია ნორვეგიასა და ფინეთში, ასევე შვედეთშიც, სადაც მთავრობამ არსებული გეგმის თანახმად მრეწველობის სოციალიზაცია გადაწყვიტა.

ნორვეგიის და ფინეთის მთავრობები ფლობენ აქტივებს რომლებიც მათი მშპ-ის 330% და 130%-ის ტოლია. აშშ-ში მაგალითად ეს მაჩვენებელია 26%-ს შეადგენს.

11

სახელმწიფო საწარმოები (SOE) – რომლებიც განისაზღვრებიან, როგორც კომერციული საწარმოები, სადაც სახელმწიფო საკონტროლო ან საკმაოდ მსხვილი პაკეტის მფლობელია ძალძედ გავრცელებულია სკანდინავიის ქვეყნებში. მაგალითისთვის 2012 წელს ნორვეგიული სახელმწიფო საწარმოების (SOE) ღირებულება ქვეყნის მშპ-ის 87.9%-ის ტოლფასი იყო, ხოლო ფინეთისთვის კი 52.3%-ის. აშშ-ში მაგალითად ეს მაჩვენებელი 1%-საც კი არ აღწევს.

22
ზოგიერთი სახელმწიფო საწარმო სრულად სახელმწიფოს მიერ იმართება: ფოსტა, საზოგადოებრივი მაუწყებელი, სახელმწიფო მონოპოლია ალკოჰოლის საცალო გაყიდვაზე. მაგრამ სხვა შემთხვევებში სახელმწიფო უბრალოდ სოლიდურ პაკეტს ფლობს, თორემ კომპანია კომერციულია. 

ფინეთში მაგალითად არსებობს 64 სახელმწიფო კომპანია, სადაც შედის Solidium- ჰოლდინგ კომპანია, რომელიც თავისმხრივ 12 სხვადასხვა კომპანიაში სახელმწიფო მნიშვნელოვანი პაკეტის მფლობელია.

ფინეთში სახელმწიფო კომპანიები ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში გვხვდება, მაგალითად ავიაკომპანია Finnair; ღვინის და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია Altia; მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია Nordic Morning; მსხვილი სამშენებლო და საინჟინრო კომპანია VR; 8.8$ მლრდ-ის ღირებულების ნავთობკომპანია Neste.

რაც შეეხება ნორვეგია, აქ სახელმწიფოს მფლობელობაშია 70 კომპანია. სახელმწიფო სექტორი მოიცავს:  უძრავი ქონების კომპანიას – Entra;  30 000-მდე შტატის მქონე ტელესაკომუნიციო კომპანიას – Telenor; ნავთობკომპანიას – Statoil.

ფინეთს და ნორვეგიას განსაკუთრებული მიზეზები გააჩნიათ ეკონომიკაში სახელმწიფო სექტორის ასეთი მაღალი დოზის არსებობისთვის. ფინეთის ეკონომიკური პროგრესი სახელმწიფოს აქტიური ჩარევის შედეგად დაიწყო და ამიტომაც მთავრობა ჯერ-ჯერობით ამ პოლიტიკის გადახედვას სულაც არ აპირებს. მაგალითად დღესდღეობით ყველასთვის ცნობად კომპანია Nokia-ს 17 წელი დაჭირდა სანამ მოგებაზე გავიდოდა. წლების განმავლობაში Nokia-ს აქტივებს მთავრობდა იცავდა, რათა კონკურენტებს მისი შთანთქნმა არ მოეხდინათ. Nokia-ს მაგალითი არ წარმოადგენს გამონაკლისს, დღევანდელი მულტიონაციონალური კომპანიების უმრავლესობას საწყის ეტაპზე სახელმწიფო სასათბურო პირობებს უქმნიდა და ხელს უშლიდა კონკურენტებს მათ შთანთქმას, ანუ პირდაპირ საგარეო ინვესტიციებზე შეზღუდვებს აწესებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს ეს კომპანიები დღეს არ იარსებებდნენ.

ფინეთს დღემდე არ სურს საკუთარი ეკონომიკა საერთაშორისო კაპიტალისთვის ხელმისაწვდომი გახადოს, ამიტომაც ქვეყანაში ბევრი შეზღუდვა მოქმედებს, რასაც ჯერ-ჯერობით კარგის მეტი არაფერი მოუტანია. 

ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის აღმოჩენამ ნორვეგიისთვის დიდი სტიმული აღმოჩნდა და ამის შემდეგ შეიქმნა უზარმაზარი სოციალური კეთილდღეობის ფონდები. ნორვეგიის სიმდიდრის ფონდის ღირებულებამ 1$ ტრილიონს გადააჭარბა. ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ვებგვერდზე განთავსებულ ვიდეოში ეს ფონდი შემდეგნაირადაა აღწერილი: “ეს ხალხის ფულია, რომელის ყველას ეკუთვნის და თაობებს შორის თანაბრადაა გაყოფილი”

სკანდინავიური ქვეყნების მაგალითმა მთელ მსოფლიოს ნათლად დაანახა რომ მაღალი გადასახადები, დიდი სახელმწიფო სექტორი, სატარიფო პროტექციონიზმი, ძლიერი პროფკავშირები საკმაოდ წარმეტებულად მუშაობს არა ერთეულების, არამედ მთელი საზოგადოების სასარგებლოდ.

ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია, დანია ცხოვრების დონის, ადამიანური განვითარების ინდექსის და სხვა მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური რეიტინგების მიხედვით ყოველთვის საკუთესო ქვეყნების 5-ეულში ხვდებიან, ეს კი მეტწილად ამ ქვეყნებში არსებული ჰუმანური ეკონომიკური მოდელითაა განპირობებული, რომელიც თითოეულ თავის მოქალაქეს განვითარების და ცხოვრებით ტკბობის საშუალებას აძლევს.

 

მარიანა მაცუკატო: “სახელმწიფო როგორც ინოვატორი მეწარმე”

mariana-mazzucato

იტალიელი რევოლუციონერი

მარიანა მაცუკატო გახდა ერთ-ერთი პირველი ეკონომისტი, რომელმაც გააქარწყლა მითი კერძო ბიზნესის როლის შესახებ ინოვაციური ეკონომიკის შექმნის პროცესში. დღესდღეობით დომინირებს აზრი, რომლის თანახმდაც ბაზრის უმთავრესი მოთამაშეები მეწარმეები და ვენჩურული ინვესტორები არიან. მაცუკატომ კი თავის კვლევებში აჩვენა ის, რომ უახლესი ტექნოლოგიები, როგორიცაა მაგალითად ინტერნეტი და iphone-ის მიერ გამოყენებადი (GPRS, touchscreen, Siri) დაფინანსებული და რეალიზებული იყო სახელმწიფო საქტორში, ხოლო ამ ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად მიღებული აურაცხელ მოგებას საერთო ჯამში კერძო ბიზნესი ითვისებს. მისი მთავარი იდეა, რაც მან თავს უმთავრეს ნაშრომში – “სახელმწიფო მეწარმე – მითები საზოგადოებრივ და კერძო სექტორზე” [The Entrepreneurial State: Debunking Public vs. Private Sector Myths]

ES-US-cover.jpg

მაცუკატომ თავისი ხედვა შემდეგნაირად ჩამოაყალიბა – კომპანიები, რომლებიც სახელმწიფო გამოგონებების მეშვეობით იღებენ შემოსავალს, მოგების ნაწილი სახელმწიფოს უნდა დაუბრუნონ.

ის იდეა სულ უფრო და უფრო ხშირად ხდება სხვადასხვა დისკუსიების საგანი, განსაკუთრებით კი კრიზისების დროს, როდესაც სახელმწიფო ხარჯები მცირდება, ხოლო ინოვაციების აუცილებლობა იზრდება. პროფესორი მაცუკატო საკმაოდ ავტორიტეტულ ეკონომისტად მიიჩნევა, ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და მასზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. მას ხან ევროკომისია იწვევს კონსულტანტის რანგში, ხან შოტლანდიის მთავრობა, ხან NASA. რა თქმა უნდა მას კრიტიკოსებიც არ აკლია, იმ მეწარმეების და პოლიტიკოსების სახით, რომლებიც ფინანსების მაცუკატოსეული გადანაწილების მოწინააღმდეგეები არიან.

„ჩემი მიზანია დისკუსიის არსის შეცვლა. თუ ჩვენ გვსურს გრძელვადიანი, მდგრადი განვითარების მიღწევა და არა სპეკულატიური ზრდისა, ჩვენ უნდა გავიგოთ საიდან შეიძლება გაჩნდეს ეს ზრდა. თუ იმ ქვეყნების გამოცდილებას გავაანალიზებთ, რომელთაც უკვე შეძლეს ჭკვიანურ ინოვოცაიციურ ტრაექტორიაზე გასვლა, მაშინ შევამჩნევთ რომ ეს მოხდა სახელმწიფოს ძლიერი ჩარევის შედეგად. შეგვიძლია თუ არა ჩვენ ანალოგიური პროგრესი სახელმწიფო ხარჯების არსებითი შემცირების პირობებში?“ – აცხადებს მარიანა მაცუკატო.

აი როგორ ხსნის ამ ყველაფერს იტალიური წარმოშობის ეკონომისტი. როდესაც კეთილდღეობას და ახალი ღირებულების შექმნის შესახებ მსჯელობენ, კერძო სექტორს უძლეველი ლომის როლში გვიხატავენ, რომელიც სახელმწიფო სექტორის გისოსებში ზის. თუ გისოსებს მოვაშორებთ, ლომი დაიწყებს ხეტიალს და ყმუილს. რეალურად კი კერძო კომპანიები იშვიათად არიან ლომები, ისინი უფრო კატებს წააგავენ. მენეჯერები პირველ რიგში კონცენტრირებულები არიან ხარჯების შემცირებაზე, იმ კომპანიის აქციების ფასის ზრდაზე, სადაც თვითონ მუშაობენ და არა ინვესტიციებში კვლევასა და განვითარებაში (Research and Development) და კომპანიის გრძელვადიანი ზრდის სტიმულირებაში.

მაცუკატო ამტკიცებს რომ სახელმწიფოს როლი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს დღესდღეობითაა მიჩნეული.

ნებისმიერი მსხვილი სახელმწიფოს მთავრობა ცდილობს გლობალური ამოცანების რეალიზებას (პირველად კოსმოსში გაუშვას თავისი მოქალაქე კოსმოსში, პიველად გაუშვას –  მთვარაზე) ეს ეხება ინვესტიციებს სხვადასხვა საწარმოო სექტორების განსავითარებლად მათი ფორმირების სტადიაში, მათ შორის ნახევრაგამტარებში, ინტერნეტში. “საჭიროა რომ სახელმწიფომ დაიღრიალოს“ – ესე ხსნის მაცუკატო თუ როგორაა შესაძლებელი ახალი ინოვაციური გადაწყვეტილებების ბიძგი.

მაცუკატოს თეორია

სილიკონის ველის ლეგენდარული მეწარმეებიც კი არც თუ ისეთი ჭკვიანები არიან, როგორც ეს ბევრს ჰგონია. რა თქმა უნდა სტივ ჯობსის და ილონ მასკის მსგავს ადამიანებს დამსახურებული პატივი უნდა მივაგოთ, მაგრამ ამ ადამიანების სამეწარმეო ბრწყინვალება დიდი ისტორიის მცირე ნაწილია. მაგალითად ჭკვიანი ტექნოლოგიები უმრავლესობა, რაც Iphone-ში გამოიყენება (Siri, Touchscreen, GPRS) სახელმწფიოს მიერ დაფინანსებული კვლევების ნაყოფია.

21462669_1486983051347484_4798622374663840147_n (1)

“სახელმწიფომ დააფინანსა ფუნდამენტური და გამოყენებითი სახის კვლევები, მოახდინა სახელმწიფო სახსრების ინვესტირება ისეთ კომპანიებში, როგორიცაა მაგალითად Tesla. ანუ სახელმწიფომ გააკეთა ის, რაც ვენჩურულ კაპიტალს უნდა გაეკეთებინა” აღნიშნავს მაცუკატო.

სილიკონის ველის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა და ლოკომოტივი აშშ-ის თავდაცვის კვლევის სააგენტო, იგივე Darpa იყო, რომელიც 1958 წელს პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა დააარსა, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირმა თანამგზავრი “სპუტნიკი” გაუშვა. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ მილიარდობით დოლარი დახარჯა ფუნდამენტურ კვლევებში, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ინტერნეტის განვითარებაში. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა ჯანდაცვის ინსტიტუტებმა ანალოგიურად უდიდესი როლი ითამაშეს ფარმაცევტული წარმოების განვითარებაში. კიდევ ერთი კარგი მაგალითია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის სტრუქტურაში სპეციალური სააგენტოს ARPA-E-ის შექმნა, რომელსაც განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების სტიმულირება ევალება.

ჩინეთში, ბრაზილიაში, ისრაელში, დანიაში, გერმანიაში სახელმწიფოს მხოლოდ ბაზრის მარეგულირებლად კი არ გვევლინება, არამედ აქტიურად მონაწილეობს ბაზრის შექმნაში და ფორმირებაში. მაცუკატოს მაგალითისთვის მოჰყავს პროგრამა Yozma ისრაელში, რომელიც იმ პროექტების ექსპერტიზას და დაფინანსებას ახდენს, რომლის საბოლოო მიზანია სტარტაპების ნაციის ჩამოყალიბება.

მარიანა მაცუკატო უფრო და უფრო რადიკალურად გამოდის, როდესაც საქმე ტექნოლოგიური ინოვაციების გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავლების გადანაწილებას ეხება. “თუ თქვენ იზიარებთ იმ მოსაზრებას რომ სახელმწიფოს ბევრი კომპანიის წარმატებაში გარკვეული პასუხისმგებლობა აკისრია, მაშინ უნდა მიიღოს თუ არა მან სანაცვლოდ ეკონომიკური სარგებლის ნაწილი? – კი. ბიზნესის პასუხი ამაზე შეიძლება იყოს სახელმწიფოსთვის აქციების გარკვეული ნაწილის გადაცემა, ან ისეთი ფონდების შექმნა, რომლებიც კომპანიის მოგების ნაწილის რეინვესტირებას მოახდენს ინოვაციებში.”

მაღალტექნოლოიური და ფარმაცევტული კომპანიები, პირიქით გარკვეულ ფინანსურ შეღავათებს იღებენ სახელმწიფოსგან, იმის მაგივრად რომ უფრო მეტი გაიღონ იმ დახმარების სანაცვლოდ რაც მათ სახელმწიფომ აღმოუჩინა.

ჩაკეტილი წრე

მაცუკატოს აზრით ევროპამ არასწორი დასკვნები გამოიტანა სილიკონის ველის გაკვეთილებიდან. ევროპულმა მთავრობებმა ბიზნესის წარმომადგენლებს ჰკითხეს თუ რა სურდათ მათ და პასუხად მიიღეს რომ ვენჩურული კაპიტალის წახალისება მოახდინათ, გადასახადები შეემცირებინათ და სახელმწიფო ბიუროკრატია მინიმუმამდე დაეყვანათ.

მაცუკატო აღნიშნავს: “კომპანიები ინვესტირებას ახდენენ მხოლოდ იმ დარგებში, სადაც უკვე არის ტექნილოგიური და საბაზრო შესაძლებლობები. თუ ჩვენ მათ გადასახადებს შევუმცირებთ, ეს ნიშნავს იმას რომ ისინი მომენტალურად გამდიდრდებიან. და რითი დაკავდებიან ამის შემდეგ ბიზნესის მფლობელები? შემდეგ ისინი უფრო დიდხანს ითამაშებენ გოფლს, ხოლო ინვესტირებას მოერიდებიან.”

მარიანა მაცუკატო არა მხოლოდ თეორიტიკოსი ეკონომისტია, არამედ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთანაც აქტიურად თანამშრომლობს. ის მაგალითად NASA-ს კონსულტანტია პასუხიმგებლობის გადანაწილების საკითხებში სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის.