7 დეკემბერს ვენესუელაში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ბოლოს 16 წლის განმავლობაში პირველად ოპოზიციამ გაიმარჯვა და პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა. ოპოციციურმა პარტიამ ”გაერთიანებული დემოკრატიული მრგვალი მაგიდა” 99 მანდატი მოიპოვა, ხოლო უგო ჩავესის მიერ შექმნილმა ”ვენესუელას გაერთიანებულმა სოციალისტურმა პარტიამ” მხოლოდ 46 მანდატი.

ვენესუელას მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო
დასავლეთში და საქართველოს ლიბერალურ მედია საშუალებებში ამ ფაქტს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა მათ ჩვეულ სტილში, რომ ვითომდა დემოკრატიამ ვენესუელაშიც ჩააღწია და ეს თავისუფლების გამარჯვება იყო იქ. ამასთან დაკავშირებით ”პოლიტიკანომ” გადაწყვიტა ქრონოლოგიურად პატარა ანალიზი გაეკეთებინა იმის შესახებ, რაც ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ხდებოდა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე და ვენესუელაში.
ვენესუალაში გამარჯვებული ოპოზიცია სავარაუდოდ მოქმედი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს იმპიჩმენტს დააყენებს დღის წესრიგში და ამ საკითხთან დაკავშირებით ალბათ რეფერენდუმსაც ჩაატარებს. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე რეფერენდუმის ჩატარება მხოლოდ საპრეზიდენტო ვადის ნახევრის გავლის შემდგომაა შესაძლებელი, ანუ შემდეგი წლის გაზაფხულზე. შეგახსენებთ რომ ვენესუელაში საპრეზიდენტო ვადა 6 წლით განისაზღვრება.
მაგრამ რატომ ცდილობენ მეინსტრიმული მედია საშუალებები ისეთი სურათის დახატვას თითქოს ლათინური ამერიკისგან შორსაა დემოკრატიული ღირებულებები და უგო ჩავესი იყო ”ტირანი”?
პირველი და ყველაზე მარტივი პასუხი ამ შეკითხვაზე არის ვენესუელური ნავთობი, რომელიც ოდითგანვე წარმოადგენდა ამერიკელების დიდ ინტერესს, მაგრამ უშედეგოდ.

უგო ჩავესი – ვენესუალას პრეზიდენტი 1999-2013 წლებში
მაგრამ აქ საქმე მარტო ნავთობში არ არის. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ აშშ აწყობდა სამხედრო გადატრიალებას ცენტრალური და ლათინური ამერიკის უამრავ ქვეყანაში, სადაც კანონიერად არჩეული პროგრესული ხელისუფლებები მოღვაწეობდნენ. გვატემალა, სალვადორი, ნიკარაგუა, ჰონდურასი, გრენადა, დომინიკანა, ჩილე, ბრაზილია, არგენტინა, კუბა, ბოლივია არასრული ჩამონათვალია იმ ქვეყნებისა, სადაც აშშ-მ ათასობით უდანაშაულო ადამიანი ჩახოცა, კანონიერად არჩეული ხელისუფლებები დაამხო და საკუთარი მარიონეტებით დააკომპლეტა ხელისუფლებები. ყველა ამ ქვეყანას და მათ შორის ვენესუელასაც აერთიანებდა ის, რომ ისინი გამოკვეთილი მემარცხენე იდეოლოგიის მატარებლები იყვნენ და ცდილობდნენ ქვეყნის კაპიტალისტური მოწყობის ალტყერნატიული მოდელის შექმნას და ეს წარმატებულად გამოსდიოდათ კიდეც. სწორედ ამიტომაც აშშ-მ არ დაიშურა ძალღონე და ყველა ამ ქვეყანაში სამხედრო ინტერვენცია განახორციელა და არ მისცა მათ დამოუკიდებლად განვითარების საშუალება. რა თქმა უნდა ამ დროს უგო ჩავესი, რომელიც ვაშინგტონისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა და შეძლებისდაგვარად სხვა ლათინურ ქვეყნებს ეხმარებოდა, ამერიკელისთვის მთავარ სამიზნედ გადაიქცა.
აშშ ვერასდროს ვერ იტანდა საკუთარ ერზე მზრუნავ ისეთ სოციალისტ ლიდერებს, როგორებიც იყვნენ სალვადორ ალიენდე, ფიდელ კასტრო და უგო ჩავესი. ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ მრავალი მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლო 1970 წელს ჩილეში ხელი შეეშალა მემარცხენე სალვადორ ალიენდესთვის საპრეზიდენტო არჩევნებში გაემარჯვა. 1973 წელს სწორედ ამერიკელებმა მოაწყვეს ჩილეში სისხლიანი გადატრიალება, რის შედაგადაც კანონიერი პრეზიდენტი სალვადორე ალიენდე დაიღუპა და ხელისუფლებაში მოვიდა სასტიკი დიქტატორი ავგუსტო პინოჩეტი.
დღეს ბევრს ავიწყდება, მაგრამ ჩვენ გვახსოვს რომ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დიქტატორი ავგუსტო პინოჩეტი ამერიკელების მიერ დანაშაულებრივი გზით მოყვანილი უზურპატორი იყო.

ამერიკელების ორი სამიზნე – ფიდელ კასტრო და უგო ჩავესი
უგო ჩავესზე ძალიან ბევრის წერა შეიძლება, მაგრამ აქ მისი უმთავრესი მიღწევებით შემოვოფარგლოთ:
- 1998 წელს მან ვენესუელაში ნავთბის ბიზნესის ნაციონალიზაცია მოახდინა და შემოსული თანხებით სამედიცინო მომსახურება უფასო გახადა
- ქვეყნის დაბალი ფენების წარმომადგენლებისთვის უგო ჩავესის პრეზიდენტობის დროს განათლების მიღება უფასო გახდა
- ჩავესის პრეზიდენტობისას ქვეყანაში სიღარიბე განახევრდა. თუ 2003 წელს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის მაჩვენებელი 62%-ს შეადგენდა, 2012 წლისთვის მხოლოდ 28% იყო
- ვენესუელას მთლიანი შიდა პროდუქტი ჩავესის მმართველობის დროს გაორმაგდა
ეს არასრული ჩამონათვალია იმ სოციალური წარმატებისა, რასაც ჩავესმა მიაღწია თავის ქვეყანაში. სწორედ ამით აიხსნება ალბათ ის, რომ მან 4-ჯერ ზედიზედ უდიდესი უპირატესობით მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები და რომ არა მძიმე ონკოლოგიური დაავადბა, რამაც იმსხვერპლა ჩავესი 2013 წელს, ის 2019 წლამდე იქნებოდა ვენესუელას პრეზიდენტი.
აშშ-მ თავის დროზე უგო ჩავესის წინააღმდეგ ააგორა კამპანია, რომ თითქოსდა ის დიქტატორივით იქცევა იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ ის მეოთხეჯერ ზედიზად გახდა ქვეყნის პრეზიდენტი. მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, რომ 2009 წელს მთელი ვენესუელას მასშტაბით ჩატარდა რეფერენდუმი ყველა არჩევით პოლიტიკურ თანამდებობაზე ვადების გაუქმების შესახებ, სადაც მოსახლეობის ურმავლესობამ მხარი დაუჭირა ვადების გაუქმებას. რატომ ატეხეს დასავლურმა მეინსტრიმულმა მედია საშუალებებმა ამ რეფერენდუმის შემდეგ ერთი ამბავი თითქოს ეს დიქტატურას მოასწავებდა? უმაღლესი პოლიტიკური პირების ხელისუფლებაში ყოფნის რაოდენობა შეუზღუდავია (იგულისხმება ის, რომ ერთი და იგივე პირი უამრავმჯერ შეიძლება იქნეს არჩეული ქვეყნის პრეზიდენტად) ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საგრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი. ე.ი. ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებშიც დიქტატურაა?
თვით აშშ-შიც კი არ არსებობდა შეზღუდვა 1951 წლამდე. რა გამოდის რომ 1951 წლამდე აშშ-ს ყველა პრეზიდენტი დიქტატორი იყო?