
ამერიკელი პოლიტიკოსები Toshiba-ს პროდუქცია ამტვრევენ
ბოლო პერიოდში აშშ-ს და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი დაიწყო. თავისი მასშტაბით და ეკონომიკური დანაკარებით ეს ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო დაპირისპირებაა. ეს დაპირისპირება უკვე დიდი ხანია გაცდა ეკონომიკურ საბურველს და ამერიკული იმპერიალიზმის გამოვლინების კლასიკურ მაგალითად იქცა.
რამდენიმე ხნის წინ აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ ჩინური კომპანია Huawei შავ სიაში შეიყვანა. ამერიკულმა კომპანია Google-მა კი განაცხადა, რომ ჩინური კომპანიის (Huawei) ტელეფონები გაითიშება Android-ის საოპერაციო სისტემის განახლებისგან. ეს კი სხვა არაფერია თუ არა კონკურენციაზე უარის თქმა და ყველანაირი მეთოდით მეტოქის განადგურების მცდელობა.
რა გახდა ამის მიზეზი? პირველ რიგში სწრაფი ტემპით მზარდი ჩინური ეკონომიკა, ჩინეთის ტექნოლოგიური წინსვლა, რაც აშშ-ში საკმაოდ სახიხაფათოდ ჩათვალეს. ბევრი ეკონომისტის, ექსპერტის თუ ინტელექტუალის პროგნოზით XXI საუკუნე იქნება ჩინური საუკუნე, რაც ამერიკული ჰეგემონიის დასასრულამდე მიგვიყვანს, ეს კი ამერიკელების აშკარა განრისხებას იწვევს.
ზოგადად ამერიკელები კმაყოფილები არიან იქამდე, სანამ მათი პარტნიორები ვასალების როლში არიან და მათ სრულად ემორჩილებიან, როგორც კი ვინმე დამოუკიდებლად ცდილობს განვითარებას ამერიკელების ჩარევის გარეშე, მაშინ რომელიღაც ამერიკულ სახელმწიფო უწყებას ეყოფა იმის კადნიერება, რომ განაცხადოს უცხოური ”კომპანიების წარმატებული მოღავწეობა აშშ-ის სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება” და ამიტომაც მათ წინააღმდეგ სანქციებს დააწესებენ.
სწორედ ესე მოხდა Huawei-ის შემთხვევაში. მაგრამ ეს ამერიკელების აგრესიული, არასამრთლიანი ეკონომიკური ომის პირველი შემთხვევა არ არის აზიური კომპანიების წინააღმდეგ. 3 ათეული წლის წინ მსგავსი სიტუაცია იყო Toshiba-ს გარშემოც, ამიტომაც გადავწყვიტეთ მცირე ისტორიული ექსკურსი შემოგთავაზოთ.

30 წლის წინ Toshiba-მ საბჭოთა კავშირს გარკვეული ტექნოლოგიები მიყიდა. აშშ ამ ფაქტმა განარისხა და შემდეგი სანქციები დაუწესა იაპონურ კომპანიას:
- იაპონიის პოლიციის დეპარტამენტს გაუგზავნა ბრძანება, Toshiba-ს მანქანათმშენებლობის ქარხნის პრეზიდენტის, ერხე ლინის და დაზგების მწარმოებელი ბიზნესის პრეზიდენტის ჰიროსიმა ტანამურუს დაპატიმრების მოთხოვნით და მათთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთის ბრძანებით.
- Toshiba-ს ქარხნების დახურვა აშშ-ში.
- 100%-იანი ტარიფის დაწესება Toshiba-ს ნებისმიერ პროდუქციაზე, რაც აშშ-ის ბაზარზე იყიდებოდა.
- სასჯელის სახით Toshiba-ს პროდუქციის იმპორტის აკრძალვა აშშ-ში 5 წლის ადით.
- Toshiba-ს დაეკისრა 1 ტრილიონი იენის ოდენობის ჯარიმა, რაც 16 მილიარდი დოლარდის ექვივალენტია დღევანდელი კურსით.
განრისხებული აშშ-ის დასაწყნარებლად იაპონიამ შემდეგი სასჯელი გამოუტანა Toshiba Group-ს:
- იაპონური ნახევრადგამტარების წარმოება აუცილებლად უზიარებს ტექნოლოგიებს და სიახლეებს ამერიკულ კომპანიებს.
- Toshiba-მ 100 მილიონი იენი დახარჯა, რათა მობოდიშების რეკლამის პულბიკაცია მოეხდინა ყველა მსხვილ ამერიკულ გაზეთში.
- იაპონური ნახევრადგამტარების ასოციაციამ 9 მილიონი დოლარის ინვესტირება მოახდინა აშშ-ში, რათა ლობისტური კომპანიების დახმარებით აშშ-ის კონგრესთან ურთიერთობა დაელაგებინა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ლობისტური კამპანია იყო იმ დროისთვის.
- Toshiba group-ის გენერალურმა დირექტორმა და თავჯდომარემ კომპანია დატოვეს.
- Toshiba-ს აეკრძალა პროდუქციის ექსპორტი 14 სხვადასხვა ქვეყანაში 1 წლის განმავლობაში.
Toshiba-ს და დღეს უკვე Huawei-ს ისტორიების გაანალიზებით კარგად ჩანს ერთ რამ – აშშ-ის შეშფოთების მიზეზი 2 შემთხვევაში არა კონკურენტების მიერ თამაშის წესების დარღვევა ან რაიმე სახის დანაშაული, არამედ მათ წარმატება იყო. აშშ-ის ყოველთვის აღიზიანებდა კონკურენტების დამოუკიდებელი წარმატების შემთხვევები, როცა ეს მათ გვერდის ავლით ხდებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ აშშ კმაყოფილია იქამდე სანამ ის ბატონია, ხოლო სხვა ქვეყანა მისი ვასალი, როდესაც ეს სტატუს-კვო ირღვევა აშშ სასაცილო საბაბით ყოველთვის აგრესიულ შეტევაზე გადადის. Toshiba-ს შემთხვევაში იაპონელებმა მხოლოდ ბოდიშის მოხდა შეძლეს და ამერიკელების მხრიდან ძლიერი დატყმის შედეგად Toshiba დაღმასვლით წავიდა.
მაგრამ საბედნიეროდ დღევანდელი ჩინეთი ბოლომდე აპორებს საკუთარი კომპანიის დაცვას და ამერიკელებს იოლი გამარჯვების იმედი ნამდილად არ უნდა ჰქონდეთ.