ჩილეში საყოველთაო საპროტესტო აქციები მძვინვარებს უკვე 2 კვირაზე მეტია. 2019 წლის 25 ოქტომბერს პრეზიდენტ სებასტიან პინიერის გადადგომის მოთხვონით ჩილეს სხვადასხვა ქალაქში მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა. ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პროტესტია.
პროტესტების პირველადი გამომწვევი მიზეზი სანტიაგოს მეტროს ბილეთებზე გამოცხადებული ფასების ზრდა იყო. საპროტესტო მუხტი მალევე გავრცელდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. დემონსტრანტები მეტროს ბილეთებზე ფასების ზრდის გაუქმების გარდა, ხელფასების და პენსიების მომატებასაც ითხოვდნენ, ასევე წამლებზე ფასების შემცირებას და საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარებას აყენებდნენ დღის წესრიგში.
პირველი რამდენიმე დღის შემდეგ დემონსტრაციები გადაიზარდა ძარცვაში და სხვადასხვა ობიექტებზე ცეცხლის წაკიდებაში. დაძაბულობის მატების შედეგად პრეზიდენტმა პინიერმა მეტროს ბილეთებზე ფასის მომატების გადაწყვეტილება გააუქმა, მაგრამ დემონტრაციები არ შეწყდა. არეულობების დროს 19 ადამიანამდე დაიღუპა. ადგილობრივი უფლედამცველების მონაცებით 585 ადამიანი დაიჭრა, ხოლო 2840 მოქალაქე დაპატიმრებულ იქნა. სანტიაგოში და რამდენიმე სხვა ქალაქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა.
ჩილეს პრეზიდენტმა სებასტიან პინიერმა ის ცვლილებები დააანონსა, რამაც სოციალური პრობლემების მოგვარების უნდა შეუწყოს ხელი. ესაა პირველ რიგში პენსიონერების მხადაჭერა, მინიმალური სახელფასო გარანტირებული ანაზღაურების დაწესება, წამლებზე ფასების დაწევა, მაღალ შემოსავლებზე (8 მილიონ პესოზე მეტი) 40%-იანი გადასახადის დაწესება, ელექტროენერგიაზე ტარიფების სტაბილიზაცია და 9,2%-იანი ფასების ზრდის გაუქმენა, და ა.შ
ნეოლიბერალიზმის დაბადება და სიკვდილი
ჩილეში მიმდინარე მოვლენების განხილვისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ერთი გარემოება, რომ ეს არ მხოლოდ ანტისახელისუფლებო გამოვსლებია, არამედ ბევრად ცდება ამ საზღვრებს. ეს პირველ რიგში ანტიკაპიტალისტური, ”თავისუფლი ბაზრის” პრინციპების წინააღმდეგ მიმართული საერთო სახალხო მუხტია.
შეგახსენებთ, რომ ჩილე იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ამერიკელებმა “თავისუფალი ბაზრის” პრინციპიების დანერგვა დაიწყეს საექსპერიმენტო სიტუაციაში. მათ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს კანიონიერად არჩეული სოციალისტი პრეზიდენტი, სალვადორე ალიენდეს წინააღმდეგ, ქვეყნის პრეზიდენტი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს და დიქტატორ აუგუსტო პინოჩეტს ჩაუგდეს მთელი პოლიტიკური ძალაუფლება.
სწორედ ამიტომაც ამჟამინდელი პოლიტიკური დემონსტრაციების ერთი-ერთი მთავარი ლოზუნგი, რაც ჩილელებმა დანარჩენი მსოფლიოსთვის მოამზადეს შემდეგნაირად ჟღერდა: ”ნეოლიბერალიზმი ჩილეში დაიბადა და ჩილეშივე მოკვდება”
სოციალისტი სალვადორ ალიენდეს ყველაზე დიდი რეფორმა, რამაც აშშ-ის განრისხება გამოიწვია, ჩილეური სპილენძის ინდუსტრიის ნაციონალიზაცია იყო. სპილენძი ჩილეს ექსპორტში მთავარი პროდუქტი იყო და XIX საუკუნის შუა პერიოდიდან სპილენძის მოპოვება 2 ამერიკული კომპანიის მიერ კონტროლდებოდა, რომლებიც სხვადასხვა მაღაროებს ფლობდნენ. ეს კომპანიები არაერთხელ მოხვდნენ კრიტიკის ქარ-ცეცხლში ჩილეს ბუნებრივი რესურსების არაკეთილსინდისიერი ექსპლუატაციის და ჩილელი მუშების სასაცილო ხელფასების გამო. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ამერიკული კომპანიები მათ მიერ მოპოვებულ სპილენძს ჩილელებს ბევრად უფრო ძვირ ფასად ყიდნენ. XX საუკუნის დასაწყისიდან ჩილეში მემარცხენე მოძრაობები მოითხოვდნენ სპილენძის ინდუსტრიის ნაციონალიზაციას. ალიენდეს წინამორბედმა მთავრობებმა დაიწყეს ნაციონალიზაციის პროცესი, ხოლო ალინდეს ხელისუფლებამ წარმატებით დაასრულა ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხი და ამერიკულ კომპანიებს უარი უთხრა კომპენსაციების გადახდაზე.
სალვადორ ალიენდეს ძეგლი
დამარცხებული ალიენდეს სოციალისტური პოლიტიკის მაგივრად, ამერიკელების დანიშნულმა პონოჩეტმა მთელი პოლიტიკური ძალაუფლება ფაქტიურად მილტონ ფრიდმანს მიანიჭა, რომლის თაოსნობითაც შეიქმენა ”ჩიკაგოელი ბიჭების” გუნდი (Chicago boys). ”ჩიკაგოელი ბიჭები” იყო 25-მდე ჩილელი ეკონომისტი, რომელთაც ჩიკაგოს უნივერსიტეტში მიიღეს განათლება მილტონ ფრიდმანის თაოსნობით. მათი მიზანი ნებისმიერი გზით, თუნდაც ძალადობით და ადამიანური უფლებების გათელვის ფონზე ქვეყანაში ”თავისუფალი ბაზარის” პრინციპების დანერგვა იყო. ისინი ჩილეში აბსოლუტურ მარგინალებად ითვლებოდნენ, რადგანაც მოსახლეობის უმრავლესობა სოციალისტურ იდეებს იზიარებდა, მაგრამ დიქტატორ პინოჩეტის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათ სასათბურე პირობები შეექმნათ. აღნიშნულმა პირებმა ჩილეში ულტრამემარჯვენე ეკონომიკური პოლიტიკის გატარება დაიწყეს.
როდესაც პინოჩეტის რეჟიმი 1990 წელს ჩამოიშალა, ჩილე ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი იყო, სადაც სოციალური უთანასწორობა ყველაზე მაღალ დონეზე იყო. მსოფლიო ბანკის მონაცემებით 1990 წლეს ჩილეს მოსახლეობის 40% უკიდურესი სიღარიბის პირობებში ცხოვრობდა და ამავდროულად ქვეყანაში ოლიგარქების მცირე ფენა საკმაოდ კომფორტულად გრძნობდა თავს.
ამიტომაც ჩილეში მიმდინარე მოვლენები ყველა იმ ქვეყნისთვისა და მათ შორის საქართველოსთვისაცაა მნიშვნელოვანი, სადაც მოსახლეობა ნეოლიბერალიზმის ტყვეობაშია.
საუბარში ამ სიტყვის (ჩე) ხშირი ხმარებისთვის შეარქვეს კუბელმა მეგობრებმა ერნესტო გევარას მეტსახელი ”ჩე”. ბატისტას დამარცხების შემდეგ, ერნესტო კუბის ეროვნული ბანკის დირექტორად დანიშნეს; ახალგამოშვებულ ბანკნოტებზე ხელს აწერდა უბრალოდ – ”ჩე”.
”ჩემთვის – ”ჩე” ყველაზე ძვირფასი, ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. სხვანაირად არც შეიძლება, უამისოდ ჩემი სახელი და გვარი რაღაც მცირეა, რაღაც პირადი და უმნიშვნელოა” – ერნესტო გევარა
”ჩემი შვილის ძარღვებში ირლანდიელ მეამბოხეთა, ესპანელ დამპყრობელთა და არგენტინელ პატრიოტთა სისხლი ჩქეფდა. როგორც ჩანს, მას მემკვიდრეობით დაჰყვა მოუსვენარ წინაპართა ზოგიერთი თვისება. მის ხასიათში იყო რაღაც ისეთი, რაც შორეული ხეტიალის, საშიში თავგადასავლებისა და ახალი იდეებისაკენ იზიდავდა” – დონ ერნესტო გევარა ლინჩი
”ჩეს ვეუბნები – იცი რა, მოდი აქ (პერუ, მაჩუ – პიქჩუ) დავრჩეთ, მე ინკური წარმოშობის მდიდარ ინდიელზე დავქორწინდები, თავს პერუს იმპერატორად გამოვაცხადებ, შენ კი პრემიერ-მინისტრად დაგნიშნავ და ჩვენ მოვახდენთ სოციალურ რევოლუციას. ჩემ მიპასუხა: გაგიჟდი ძმაო, გასროლის გარეშე რევოლუცია ვის მოუხდენია!” – ალბერტო გრანადო
ჩეს ბევრჯერ უთქვამს, რომ რევოლუციონერი, სახელმწიფო მოღვაწე ბერივით უნდა ცხოვრობდესო.
”დამარცხებული არასდროს დავბრუნდები. დამარცხებას სიკვდილი მიჯობს – ეს ლამაზი სიტყვები არ გახლდათ, ასეთი იყო მისი (ჩე) მრწამსი” – ალბერტო გრანადო.
”პირველი რევოლუციური ნათლობა გვატემალაში მივიღე” – ჩე
”მას ეზიზღებოდა იმპერიალიზმი, არა მარტო უაღრესად განვითარებული პოლიტიკური შეგნების გამო, არამედ იმიტომაც, რომ გვატემალაში ყოფნისას თავად იყო მოწმე იმპერიალიზმის დანაშაულებრივი აგრესიისა – როდესაც დაქიარებულმა სამხედრო ძალებმა ცეცხლითა და მახვილით ჩააქრეს რევოლუცია ამ ქვეყანაში” – ფიდელ კასტრო
”ფიდელი კომუნისტი არაა… კომუნისტობას უპირველესად მე მომაწერენ” – ჩე
”მე დავტოვე გვატემალა, უფრო სწორად, გამოვიქეცი… აი, მაშინ მივხვდი უმთავრესს: იმისათვის, რომ რევოლუციონერი გახდა – რევოლუციაა საჭირო. არაფერს არ ნიშნავს იზოლირებული, ინდივიდუალური მოქმედება, მაღალი იდეალები, ამ იდეალებისთვის ბრძოლა და თავგანწირვა, განცალკევებული ბრძოლა მთავრობისა და სოციალური უკუღმართობის წინააღმდეგ, ერთგულთა გმირობა და ვაჟკაცობა. იმისათვის, რომ რევოლუცია მოახდინო, საჭიროა ის, რაც კუბაშია: მთელი ხალხის მობილიზება, ხალხისა, რომელსაც შეუძლია ისარგებლოს იარაღითა და ბრძოლაში მიღებული საყოველთაო გამოცდილებით” – ჩე
”ნახევრად მშივრები ვიყავით, პატოხოს არაფერი გააჩნდა, მე კი სულ რამდენიმე პესო მქონდა. ვიყიდე ფოტოაპარატი და დავიწყეთ სურათების გადაღება. სურათებს ერთ-ერთი მექსიკელის ლაბორატორიაში ვბეჭდავდით. ფეხით შემოვივლიდით ხოლმე ამ უზარმაზარ ქალაქს, რომ როგორმე ჩვენი ფოტოსურათები გაგვესაღებინა; თითქმის ძალით შევაჩეჩებდით ხოლმე მყიდველს და რამდენიმე თვე ამით ვირჩენდით თავს. თანდათან ჩვენი საქმეებიც გამოსწორდა” – ჩე
”ფიდელ კასტრო ერთ-ერთ ცივ საღამოს, მექსიკაში გავიცანი. მახსოვს, ჩვენი პირველი საუბარი საერთაშორისო პოლიტიკას შეეხებოდა. დილამდე ვსაუბრობდით. ასე გავხდი მომავალი ექსპედიციის მონაწილე” – ჩე
”მაშინ მას ჩემზე მეტად ჩამოყალიბებული რევოლუციური იდეები ჰქონდა. თეორიისა და იდეოლოგიის მხრივ იგი ჩემზე განვითარებული იყო. ჩემთან შედარებით იგი უფრო მოწინავე რევოლუციონერი იყო” – ფიდელ კასტრო
”მე მგონია, იგი სხვებს არ ჰგავს. ყოველ შემთხვევაში, ის სხვებზე უკეთესად საუბრობს და რაც მთავარია, ფიქრობს” – რაულ კასტრო
”ფიდელთან მთელი ღამე ვსაუბრობდი. დილით მე უკვე მომავალ ექსპედიციაში ჩამრიცხეს ექიმად. კაცმა რომ თქვას, ლათინურ ამერიკაში ხეტიალისა და გვატემალის ამბების შემდეგ ბევრი არ იყო საჭირო, რომ კვლავ იარაღი ამეღო ხელში და საბრძოლველად წავსულიყავი, მაგრამ ფიდელმა ჩემზე არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება მოახდინა. მას ყველაზე რთული საკითხების გადაწყვეტა შეეძლო. ღრმად სწამდა, რომ ბრძოლას დაიწყებდა, დაიწყებდა და გამარჯვებით დააგვირგვინებდა. მე გადამედო მისი ოპტიმიზმი. საჭირო იყო საქმისათვის ხელის მოკიდება, კონკრეტული ზომების მიღება. ერთი სიტყვით, საჭირო იყო ბრძოლა. მონანიების დრო აღარ იყო – საჭირო იყო მხოლოდ მოქმედება” – ჩე
”ჩვენ ყოველთვის გვწამდა ფიდელის” – ჩე
”გლეხებისაგან ყურადღებასა და პატივისცემას ყველა ვგრძნობდით – სიხარულით გვხვდებოდნენ და საიმედოდ გვმალავდნენ სახლებში. ყველაზე მეტად ხალხის ფიდელს სჯეროდა. მან ბელადის და ორგანიზატორის უჩვეულო ტალანტი გამოამჟღავნა. სადმე, ტყეში ვსახავდით გაბედულ გეგმებს. ვოცნებობდით ბრძოლებზე, დიდ საბრძოლო ოპერაციებზე, გამარჯვებაზე. ეს იყო ბედნიერი დრო. სხვა სიამეთა შორის, ჩემს ცხოვრებაში პირველად ვტკბებოდი სიგარებით, რომლებსაც იმიტომ ვეწეოდი, რომ კოღოების მოსაბეზრებელი თავდასხმებისაგან თავი დამეცვა. პირველად მაშინ შევიგრძენი კუბური სიგარის არომატი. არ ვიცი, სიგარისაგან ვიყავი გაბრუებული, თუ ჩვენი გაბედული გეგმებისაგან : თავს სამოდ ვგრძნობდი” – ჩე
”ვერ წარმომიდგენია, როგორ შეეძლო სიარული (ჩე), ასთმა თითქმის ახრჩობდა, მაგრამ იგი ჩვენთან ერთად დადიოდა მთებში ყველა საბრძოლო და სამგზავრო ნივთებით აღჭურვილი: მართლაც რკინის ნებისყოფა ჰქონდა, მაგრამ უფრო მტკიცე იყო მისი თავდადება იდეალებისადმი – ეს გრძნობა იყო მისი ამოუწურავი ენერგიის წყარო” – კაპიტანი ანტონიო
”როგორ ჰგავს მთელი სამყარო კუბას! ყველგან ერთი და იგივე ამბები ხდება. პატრიოტებს, შეიარაღებულნი არიან ისინი თუ არა, აჯანყდნენ თუ არ აჯანყებულან, ყველგან ებრძვიან, ყველგან ანადგურებენ და ჯალათები იმარჯვებენ ”ხანგრძლივი და წარმატებული ბრძოლის შემდეგ” – ჩე
”კიდევ ერთხელ მოგილოცავ. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ – შენი (ფიდელი) დამსახურება მუდამ იქნება ის, რომ შენ დაამტკიცე შეიარაღებული ბრძოლის შესაძლებლობა, ბრძოლისა, რომელიც ხალხის მხარდაჭერით სარგებლობს. ახლა კი შენ დაადექი უფრო შესანიშნავ გზას, რომელიც მასების შეიარაღებული ბრძოლის შედეგად გამარჯვებამდე მიგიყვანს” – ჩე
”რევოლუცია ჩვენ იმპერიალიზმთან სასიკვდილო შეტაკებით უნდა მოვახდინოთ. ჭეშმარიტი რევოლუციის შენიღბვა არ შეიძლება” – ჩე
ლათინურ ამერიკაში, სადაც უნდა ვიმყოფებოდე, თავს უცხოელად არ ვთვლი. გვატემალაში გვატემალელი ვიყავი, მექსიკაში – მექსიკელი, პერუში – პერუელი,როგორც ახლა კუბაში კუბელი, მაგრამ აქაც და ყველგან არგენტინელი ვარ, რადგანაც არ შემიძლია დავივიწყო მატესა და ასადოს გემო. ასეთია ჩემი ხასიათის თავისებურება” – ჩე
– თქვენ კომუნისტი ხართ? – თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ის, რასაც ვაკეთებთ ხალხის კეთილდღეობისათვის, კომუნიზმის გამოვლინებაა, მაშინ შეგიძლიათ კომუნისტად ჩამთვალოთ. თუ თქვენ მეკითხებით, ვეკუთვნი თუ არა სახალხო სოციალისტურ პარტიას, გიპასუხებთ: არა! – რისთვის ჩამოხვედით კუბაში? – მინდოდა მონაწილეობა მიმეღო ამერიკის კონტინენტის თუნდაც ერთი მტკაველი მიწის განთავისუფლებაში.
”აბსოლუტური საიდუმლოება პარტიზანული მოძრაობის პირველი და ძირითადი პირობაა” – ჩე
”მე კუბელი ვარ, მე არგენტინელიც ვარ და თუ არ შემომიწყრებიან ლათინური ამერიკის ფრიად პატივცემული ვაჟბატონები, არავისზე ნაკლები პატრიოტი არა ვარ ლათინური ამერიკის. მზად ვარ ნებისმიერ დროს, როცა კი საჭირო იქნება თავი გავწირო ლათინური ამერიკის რომელიც გნებავთ იმ ქვეყნის განთავისუფლებისათვის. ამისათვის სამაგიეროდ არაფერს მოვითხოვ, არც ვინმეს ექსპლუატაციას, არც სახელსა და ჯილდოს” – ჩეს გამოსვლა გაეროს XIX ასამბლეაზე, 1964 წელი, ნიუ იორკი.
”რევოლუციის დროს, თუ ჭეშმარიტი რევოლუციაა, ან იმარჯვებენ, ან იღუპებიან. ამ გზაზე ბევრი მეგობარი დავტოვეთ” – ჩე
”დასაწყისში საკმარისია 30 ან 50 კაცი. ასეთი რაზმით ლათინური ამერიკის ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება შეიარაღებული ბრძოლის დაწყება” – ჩე
”ჩემი დამარცხება არ იგულისხმებს იმას, რომ გამარჯვება არ შეიძლებოდა. ბევრი დაიღუპა ევერესტზე ლაშქრობის დროს, მაგრამ ბოლოს ის მაინც დაიპყრეს” – ჩე
დღესდღეობით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებული მაგალითების განხილვისას ხშირად მოყავთ განვითარებული ქვეყნების ისტორიული გამოცდილება, მაგალითად სინგაპურის პირველი პრემიერ-მინისტრის, ლი კუან იუს წარმატება. მაგრამ მსოფლიო ისტორიაში იყვნენ სხვა წარმატებული პოლიტიკოსებიც, რომელთა შესახებ “მსოფლიო თანამეგობრობა” სდუმს. ამის მშვენიერი მაგალითია აფიკელი პოლიტიკური მოღვაწის, ტომას სანკარას ბიოგრაფია (სრული სახელი Thomas Isidore Noël Sankara). ის გამოირჩეოდა ყველა იმ პრეზიდენტის, გენერლის და დიქტატორის ფონზე, რომლებიც სხვადასხვა დროს აფიკული ქვეყნების სათავეში იყვნენ.
ტომას ისიდორე ნოელ სანკარა დაიბადა 1949 წლის 21 დეკემბერს პატარა ქალაქ იაკოში უაგადუგუდან 109 კმ-ზე დაშორებით. მამამისის სამსახურის გამო ოჯახი ხშირად იცვილდა საცხოვრისს, ამიტომ დაწყებითი სკოლა დაამთავრა ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ ქალაქ გავეში, ხოლო საშუალო სკოლა კი ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ბობო დიულასოში.
მშობლებს სურდათ, რომ კათოლიკე მღვდელი გამოსულიყო, მაგრამ ტომასმა სამხედრო კარიერა არჩია, რადგან ჯერ ერთი ძირითადად მუსლიმურ ქვეყანაში კათოლიკე მღვდლობა წარმატების საწინდარი არ იყო, თანაც სანკარას დიდი წარმატების მიღწევა სურდა და ამისთვის ღარიბი ოჯახის შვილისთვის ერთადერთი გზა არმიის გავლით გადიოდა.
19 წლის ასაკში ტომასი არმიაში გაიწვიეს. 1 წლის შემდეგ კი მადაგასკარში, ანცირაბეს ოფიცერთა სკოლაში გააგზავნეს. აქ ის გახდა პრეზიდენტ ფილიბერტ ცირანანის (მადაგასკარის პირველი პრეზიდენტი 1959-1972 წლებში) ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ 1971-72 წლებში მოწყობილი 2 სახალხო მღელვარების მხილველი, რომელთა ჩახშობის მიუხედავად ცირანანი იძულებული გახდა გადამდგარიყო. ამავე დროს ის გაეცნო მარქსისა და ლენინის ნაშრომებს და სამშობლოში მხურვალე კომუნისტი დაბრუნდა.
ტომასმა თავი გამოიჩინა 1974 წელს მალისთან სასაზღვო კონფლიქტში, რომელიც მცირე ხნით გაგრძელდა და უშედეგოდ დასრულდა. მისი ავტორიტეტის ზრდას ხელს უწყობდა აგრეთვე ოფიცრისათვის აბსოლუტურად უცხო თვისებები: უკრავდა გიტარაზე პოპულარულ ჯაზჯგუფში „Tout-à-Coup Jazz“; წერდა ლექსებსა და პროზას, ბაიკერობდა.
1976 წელს სანკარა დანიშნეს კომანდოს სამხედროთა საწვრთნელი ბაზის ხელმძღვანელად, სადაც მან ჩამოაყალიბა სადესანტო კორპუსი და მის მეთაურად მსახურობდა. აქვე მიაღწია კაპიტნის ჩინამდე.
აღნიშნულ ბაზაზე სანკარამ უმცროს ოფიცრებთან – ბლეზ კამპაორესთან, (გაიცნო მაროკოში სტაჟირებისას 1975 წელს) ანრი ზონგოსთან და ბუკარი ლინგანისთან ერთად ჩამოაყალიბა საიდუმლო წრე, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ ჯერ პრეზიდენტ ლამიზანას (1966-1980), შემდეგ კი დიქტატორ ზერბოს (1980-1982) მმართველობით. 1980 წელს კი მათ შექმნეს საიდუმლო ორგანიზაცია „კომუნისტ ოფიცერთა ჯგუფი“.
1981 წლის სექტემბერში დიქტატორმა, პოლკოვნიკ ზერბომ სანკარა ინფორმაციის სახელმწიფო მდივნად დანიშნა. სანკარა კაბინეტის პირველივე სხდომაზე ველოსიპედით გამოცხადდა და ამით ყველას აგრძნობინა, რომ ხალხის ფულის ყვლეფას არ აპირებდა.
მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო 1982 წლის იანვარში მუშებისა და პროფკავშირების გამოსვლები დაიწყო, რომელიც ზერბომ სამხედრო ძალით ჩაახშო. 21 იანვარს სანკარამ სახალხოდ განაცხადა „უბედურება ელით იმათ, ვინც უხშობს ხალხს პირს“! და პროტესტისნიშნად თანამდებობიდან გადადგა.
ხალხის პროტესტს სათავეში ჩაუდგა მაიორი ჟან ბატისტ უედრაოგო, რომელიც მედიცინის დოქტორი და უაგადუგუს სამხედრო ჰოსპიტალის მთავარი ექიმი იყო და არმიაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მაიორი დაუახლოვდა სანკარას, კომუნისტ ოფიცრებს და მათი დახმარებით 7 ნოემბერს სამხედრო გადატრიალება მოაწყო და ქვეყნის ხელმძღვანელი გახდა.
თავდაპირველად უედრაოგო იზიარებდა სანკარას სოციალისტურ მიდგომებს და 1983 წლის 10 იანვარს პრემიერ მინისტრადაც კი დანიშნა, მაგრამ მოგვიანებით ვითარება შეიცვალა. მაისის დასაწყისში ზემო ვოლტაში სპეციალური ვიზიტით ჩამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტ მიტერანის ვაჟი ჟან კრისტოფი, რომელმაც მოუწოდა პრეზიდენტ უედრაოგოს გადაეყენებინა რადიკალი მემარცხენე და პრო-საბჭოურად განწყობილი სანკარას მთავრობა (ამ დროს ცივი ომი მიმდინარებოდა ნატოს ქვეყნებსა და სსრკ-ს შორის და საფრანგეთი თავის ყოფილ კოლონიასა და გავლენის სფეროში პროსაბჭოურ ხელისუფლებას ვერ აიტანდა).
17 მაისს სანკარა გადააყენეს და შიდა პატიმრობა მიუსაჯეს. დააპატიმრეს მისი თანამებრძოლები ზონგო და ლინგანიც. პოპულარული ლიდერის დაპატიმრებამ უაგადუგუს ღარიბთა აღშფოთება გამოიწვია, თუმცა მათი გამოსვლები სისხლში ჩაახშეს.
სახელმწიფო მოღვაწეობა
1983 წლის 4 აგვისტოს დედაქალაქის გარნიზონმა ბლეზ კამპაორეს მეთაურობით გადატრიალება მოაწყო, სანკარა გაანთავისუფლა და „რევოლუციის ეროვნული საბჭოს“ მეთაურად დანიშნა. 9 აგვისტოს სანკარამ ჩაახშო პრო-დასავლური სამხედროთა კონტრევოლუციური მცდელობა და ძალაუფლება გაიმყარა.
1983 წლის 2 ოქტომბრის სახალხო გამოსვლის დროს სანკარამ გამოაცხადა სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის დაწყება და აქტიური ურთიერთობა გააბა კუბისა და განის „სოციალისტ” (სამხედრო) ლიდერებთან – ფიდელ კასტროსა და ჯერი როლინგსთან (1981-2001 წლები).
1984 წლის 4 აგვისტოს სანკარამ გააუქმა ქვეყნის კოლონიალური სახელი „ზემო ვოლტა“, რომელიც შეცვალა სახელით „ბურკინა ფასო“, რაც ადგილობრივ ენებზე ”ღირსეული ადამიანების ქვეყანას‘’ ნიშნავს. მიღებული იქნა ქვეყნის ახალი დროშა და გერბი ჰიმნი (უკანასკნელი სანკარამ პირადად დაწერა).
მალე დაიწყო ფართომასშტაბიანი რეფორმები, რომლებსაც მოსახლეობის ცხოვრების დონე უნდა გაეუმჯობესებინა. ქარიზმატული ლიდერი სანკარა თვლიდა, რომ პრეზიდენტი თავად უნდა იძლეოდეს საკუთარი ცხოვრების წესით ღირსების მაგალითს და ასეც იქცეოდა. ის ცხოვრობდა კაპიტნის ხელფასით (თვეში 345$ -50$) და პრეზიდენტის ხელფასს (2000$) ობოლთა ფონდში რიცხავდა. როდესაც სანკარას მკვლელობის შემდეგ მისი ქონება აღწერეს აღმოჩნდა, რომ ტომასი ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი იყო. მის ქონებას შეადგენდა ძველი პეჟო, რომელიც წინა პრეზიდენტს დარჩა, მაცივარი გაფუჭებული საყინულით, 3 გიტარა, 4 ველოსიპედი და 560$ ბანკში.
სანკარას ერთერთი პირველი ღონისძიება იყო სახელმწიფო ჩინოვნიკთა შემოსავლებისა და ანგარიშების გამოქვეყნება. უფრო მეტიც, სანკარამ უარი თქვა თავის კაბინეტში კონდეციონერის დაყენებაზე, რადგან რცხვენოდა იმ ხალხის, ვისაც არ ჰქონდა ამის ფუფუნება. ამავე დროს აკრძალა თავისი ფოტოს საჯაროდ გამოკვრა დაწესებულებებსა და ოფისებში – „როგორიც მე ვარ, ასეთი ჩვენთან 7 მილიონიაო“ – ამბობდა იგი.
ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე სანკარამ გაყიდა სამთავრობო ავტოპარკის მერსედესები და მათ ნაცვლად აუცილებელი რაოდენობის “რენო 5” შეიძინა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე იაფ ავტომობილს წარმოადგენდა.
პრეზიდენტმა შეუმცირა ხელფასები ჩინოვნიკებს, აუკრძალა საკუთარი მძღოლების ყოლა და პირველი კლასის ბილეთით ფრენა. ამასთან ჩინოვნიკებისთვის დააწესა ე.წ. „სამედიცინო გადასახადი“, რომლისგან შემოსული თანხებით ღარიბი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევა ხდებოდა. ამავე დროს მათ ავალებდა დასავლური კოსტიუმების ნაცვლად ტრადიციული ბურკინული სამოსის ტარებას, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის შეკერილი იქნებოდა.
ჩინოვნიკები ვალდებული იყვნენ ახალი წლისთვის საქმიანობის შედეგები სოციალური ფონდებისათვის წარედგინათ. ერთხელ ნახევარი მინისტრთა კაბინეტი გადააყენა და კოლექტიურ ფერმაში გაგზავნა, რადგან მისი აზრით მათ მიწაზე მუშაობით უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეეძლოთ ქვეყნისთვის.
3 წლიანი შრომის შემდეგ მსოფლიო ბანკმა აღიარა რომ ამ კომუნისტურ ქვეყანაში გაქრა კორუფცია და მთავრობა რეალურად ხალხის სამსახურში ჩადგა, რაც აფრიკული კონტინენტისათვის სრულიად უცხო ხილი იყო.
სანკარას რეფორმების მიზანი იყო შიმშილისა და ეპიდემიების მოსპობა, უფასო განათლების სისტემის შექმნა, ტყეების გაშენება გაუდაბნოების შესაჩერებლად, ქალთა უფლებების დაცვა და ა.შ.
მისი პრეზიდენტობის დროს ბურკინა ფასოში დარგული იქნა 10 მილიონზე მეტი ხე, რისი წყალობითაც შეჩერებული იქნა საჰარას უდაბნოს ბურკინას ტერიტორიაზე გაფართოება. კუბელი მოხალისეების დახმარების წყალობით ბურკინასა და მეზობელი ქვეყნების სასაზღვრო რაიონებში მცხოვრებ 2,5 მილიონამდე ბავშვს ყოველწლიურად უტარდებოდა ინფექციურ დაავადებებზე (მენინგიტი, ყვითელი ცხელება, წითელ და სხვ.) ვაქცინაცია. შედეგად ბურკინაში ბავშვთა სიკვდილიანობა 2 ჯერ შემცირდა.
მიმდინარეობდა მოსწავლეთა სკოლაში სიარულისა და სკოლის დამთავრების წახალისება. 350 თემში აშენდა ახალი სკოლა. შედეგად 2 წელიწადში საშუალო განათლების მქონეთა რიცხვმა 12%-იდან 22%-მდე გაიზარდა.
სანკარამ გამოაცხადა მიწებისა და მინერალური რესურსების ნაციონალიზაცია. ახალი აგრარული კანონით მსხვილ ფეოდალური ტიპის მიწათმფლობელებს ჩამოერთვათ მიწები და ისინი მასზე მომუშავე უმიწო გლეხებს დაუნაწილდათ. ადგილობრივ ტომთა ბელადებს ჩამოერთვათ პრივილეგიები და ქონება და გლეხებს მათდამი სასარგებლოდ დაწესებული გადასახადი გაუუქმდათ. აღნიშნული რეფორმის შედეგად 3 წელიწადში ბურკინაში სოფლის მეურნეობის მოსავალი გასამმაგდა და მას უცხოეთიდან აუცილებელი პროდუქტების შემოტანა აღარ ესაჭიროებოდა.
ძველი სამხედრო-ტომობრივი სისტემის შესაცვლელად და არმიის ძალაუფლების შესაკვეცად (ეს აუცილებელი იყო, რათა ქვეყანაში გაუთავებელი სამხედრო გადატრიალებები შემწყდარიყო) ჩამოყალიბდა „რევოლუციის დამცველი კომიტეტები“, რომლებიც ორგანიზებას უკეთებდა რევოლუციის მომხრე უბრალო მოსახლეობის შეიარაღებას. სპეციალური მაღაზია, სადაც არმიის ოფიცრობა აუცილებელ საქონელს იაფად ჰყიდულობდა, გადაკეთდა ქვეყანაში პირველ ყველასათვის ხელმისაწვდომ სუპერმარკეტად.
წარმატებით მიმდინარეობდა საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. შენდებოდა კაშხლები, ყველა სოფელში აიგო უფასო სამედიცინო ამბულატორიები და ა.შ.
ტომასმა რევოლუციის ერთერთ უპირველეს მიზნად ქალთა უფლებების დაცვა დასახა და ქალი მამაკაცის თანასწორად გამოაცხადა, რაც აფრიკისთვის უჩვეულო მოვლენა იყო. მთავრობაში შეიყვანა მრავალი ქალი, მისცა მათ უფლება და საშუალება ესწავლათ, აკრძალა ქალის ცემა და მათთვის ძველი წესით გენიტალიების მოკვეთა რაიმე დანაშაულის შემთხვევაში; იძულებითი ქორწინება და მრავალცოლიანობა. ამასთან ხელს უწყობდა ქალთა სამხედრო საქმით დაინტერესებას და ჩამოაყალიბა ქალთა ბატალიონები. რევოლუციის პირველივე წელს დაწესდა „ქალთა სოლიდარობის დღე“, როდესაც ქალები ისვენებდნენ და მამაკაცებს დაევალათ ქალის საქმეების კეთება (სადილის კეთება, სახლის მოწესრიგება, ბაზარში წასვლა და ასე შემდეგ), რათა მამაკაცებს ეგრძნოთ ქალის შრომის სიმძიმე.
ბურკინა ფასო აფრიკის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც აღიარა შიდსის არსებობა და მასობრივად გავცელდა კონტრაცეპტივები მისგან თავის დასაცავად.
სანკარა ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა დასავლეთის ქვეყნებიდან და საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციებიდან (მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი) ჰუმანიტარული დახმარების მიღებას, რადგან ამას კოლონიალიზმის გაგრძელებად მიიჩნევდა და თვლიდა, რომ ყველა ქვეყანას თავი თვითონ უნდა გაეტანა. „ის ვინც გკვებავთ თქვენ, ის გაკონტროლებთ“ ამბობდა იგი.
სანკარა არ კმაყოფილდებოდა ბურკინა ფასოს გარდაქმნით და მესამე სამყაროს ქვეყნებში რევოლუციების გადატანასა და მათი ჩაგრული ხალხების განთავისუფლებაზე ოცნებობდა. მან პირველმა დაუჭირა მხარი დასავლეთ საჰარას ბრძოლას მაროკოსგან დამოუკიდებლობისათვის, ემხრობოდა ახალი კალედონიის მოძრაობას საფრანგეთისგან გამოსაყოფად, სასტიკად გმობდა ისრაელის მიერ პალესტინის არაბთა ტერიტორიების ოკუპაციას. სამაგიეროდ მეგობრობდა სოციალისტ ლიდერებთან; განსაკუთრებით კი ფიდელ კასტროსთან, რომელიც 1987 წლის ივლისში ჩავიდა უაგადუგუში და სანკარა კუბის ეროვნული ორდენით დააჯილდოვა.
ტომას სანკარა და ფიდელ კასტრო
1985 წელს მალისა და ბურკინა ფასოს შორის აგაშერის სასაზღვრო რაიონის გამო (იგი ეკუთვნოდა ბურკინას, მაგრამ ედავებოდა მალი, რადგან რაიონი მდიდარია ბუნებრივი აირითა და მინერალური რესურსებით) ახალი კონფლიქტი გაჩაღდა. წლის ბოლოს ბურკინას სტატისტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები მოსახლეობის აღწერისას ფულბეს ტომის (ცხოვრობს ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე) ტერიტორიაზე აღწერისას გაუთვალისწინებლად გადავიდნენ მალის ტერიტორიაზე და იქ ატარებდნენ აღწერას. ეს მალიმ საბაბად გამოიყენა და ბურკინა ფასოს ომი გამოუცხადა. 25 აგვისტოს მალის ავიაციამ დაიწყო ბურკინას ქალაქი უაჰიგუა დაბობმა (დაიღუპა 300 მდე ადამიანი), ხოლო არმიამ ბურკინას სოფლების დაკავება დაიწყო. 30 დეკემბერს კოტდივუარის პრეზიდენტის უფუე ბუანის (1960-1993) ჩარევით მხარეები დაზავდნენ და საქმე განსახილველად გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაეცა, რომელმაც 1986 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებით ტერიტორია მეზობელ ქვეყნებს შუაზე გაუყო.
წარმატებულ რეფორმებთან ერთად სანკარას მმართველობა სულ უფრო ავტოკრატიული ხდებოდა. იზღუდებოდა პროფკავშირები და ოპოზიციური პრესა. ძალიან მკაცრი იყო კორუმპირებული ჩინოვნიკებისა და ე.წ. „ზარმაცი მუშების“ მიმართ, რომელთაც „რევოლუციური ტრიბუნალი“ ასამართლებდა. სანკარა განსაკუთრებულად სასტიკად მომთხოვნი იყო ახლობლების მიმართ, რის გამოც გვერდიდან მეგობრები თანდათან შემოეცალა (ისინი მეგობრის აღზევებით პატივის მიღებას ელოდნენ, სანკარა კი მათ რევოლუციური იდეების ზედმიწევნით დაცვას, ხელმომჭირნეობასა და მუხლჩაუხრელ შრომას თხოვდა).
სანკარას სოციალურმა რეფორმებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა მეზობელ აფრიკულ ქვეყნებში, სადაც იგი გმირად და განმანთავისუფლებლად მიაჩნდათ და იგივე რეფორმებს საკუთარ ქვეყნებშიც ითხოვდნენ, რაც ძალიან აშფოთებდათ ამ ქვეყნების უნამუსო დიქტატორებს. ამიტომ 1986 წლის სექტემბერში კოტდივუარის დედაქალაქ იამუსუკროში გაიმართა ბურკინას მეზობელ სახელმწიფოთა მეთაურთა კონფერენცია, რომელმაც საფრანგეთის პატრონატით სანკარას მოსთხოვა გაეუქმებინა სოციალისტური რეფორმები, რაზეც სასტიკი უარი მიიღო. მაშინ საფრანგეთისა და აშშ-ის სპეცსამსახურებმა დაიწყეს სანკარას სალიკვიდაციო გეგმის მზადება, რომლის რეჟისორად ლიბერიელი პოლიტიკოსი (ამ ქვეყნის პრეზიდენტი 1997-2003 წლ და აშშ-ს CIA-ს აგენტი) ჩარლზ ტეილორი დაინიშნა, ხოლო აღმსრულებლად სანკარას მეგობარი და იუსტიციის მინისტრი ბლეზ კამპაორე.
ტომას სანკარას მკვლელობის კვალი ამერიკულ სპეცსამსახურებამდე მიდის, შეგიძლიათ იხილოთ ინგლისურენოვანი ბმული:
1 წლიანი მზადების შემდეგ კამპაორემ 1987 წლის 15 ოქტომბერს სამხედრო გადატრიალება მოაწყო, რომლის დროსაც მოკლული იქნა პრეზიდენტი სანკარა 20 უახლოეს თანამებრძოლთან ერთად. ისინი სასწრაფოდ საერთო საფლავში დამარხეს. მისი მეუღლე მარია 2 შვილთან ერთად საზღვარგარეთ გაიქცა და დღემდე აგრძელებს ბრძოლას სანკარას სიკვდილის მიზეზისა დასადგენად და სამართლიანობის აღსადგენად. ზოგიერთი რევოლუციის დამცველი კომიტეტი რამდენიმე დღე აგრძელებდა ბრძოლას, ვიდრე საფრანგეთის დახმარებით კამპაორემ ისინი არ გაანადგურა.
გადატრიალებისთანავე კამპაორემ თავი ქვეყნის პრეზიდენტად გამოაცხადა და სანკარას რეფორმების გაუქმებას შეუდგა. სანკარას გამოყოფილი თანხა დედაქალაქ უაგადუგუს გარეუბნების კეთილმოსაწყობად აიღო და თავისთვის ახალი ბოინგი შეიძინა. გააუქმა „ნაციონალიზაცია“ და ჩინოვნიკებს ძველებური მაღალი ხელფასები აღუდგინა, თან სამედიცინო გადასახადის გაუქმებით.
1991 წელს კამპაორემ გამოცხადა დემოკრატიული სისტემის აღდგენა, მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი უნდა აირჩეს საყოველთაო არცევნებზე 7 წლის ვადით და განუსაზღვრელი რაოდენობით. ამ „დემოკრატიული გარდაქმნებისთვის“ კამპაორემ საფრანგეთისგან 67 მლნ. ფრანკი კრედიტი მიიღო ძალაუფლების გასამყარებლად. ჩაატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში დიქატატორმა 86%-ით გაიმარჯვა (თუმცა არჩევნებზე მოსახლეობის მხოლოდ 7 % გამოცხადდა). იგივე განმეორდა 1998 წლის არჩევნებზე როდესაც დიქტატორმა 87,5 % აიღო, ხოლო ოპოზიციამ ბოიკოტი გამოაცხადა. მაშინ ისევ დაიწყო პოლიტიკური კრიზისი რის საპასუხოდაც კამპაორემ კონსტიტუცია შეასწორა. ამჯერად პრეზიდენტი ირჩეოდა 5 წლით და მხოლოდ ორი ვადით. 2005 წლის არჩევნებზე მან 80,35 % მიიღო, ხოლო 2010 წელს 80,15 %. კამპაორეს 27 წლიანი მმართველობის შედეგად ბურკინა ფასო ერთერთ უღარიბეს ქვეყნად იქცა.
17,5 მილიონიანი ქვეყნის ეკონომიკა 2016 წლისთვის 11.872 მლრდ $-ია (130-ე ადგილი მსოფლიოში), რაც ერთ სულზე მოსახლეზე 644 დოლარს უდრის (181 ადგილი მსოფლიოში). მოსახლეობის 90% ელემენტარულ მეურნეობაში საქმიანობს. ძალიან დაბალია განათლების დონე, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობით ქვეყანა 203 ადგილზეა.
მრავალწლიანი პოლიტ-ეკონომიკური კრიზისის შემდეგ 2014 წლის 31 ოქტომბერს კამპაორე გადადგა და პოლიტიკას ჩამოშორდა. მის შემდეგ რამდენიმე დიქტატორი გამოიცვალა და ბოლოს 2015 წლის ნომებრის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ქვენის მომზადება ცნობილ ბურკინელ დიპლომატსა და ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, 73 წლის მიშელ კაფანდოს დაევალა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგით. 29 ნოემბერს ქვეყანაში პირველი დემოკრატიული არჩევნები გაიმართა რომელშიც კამპაორეს მრავალი წლის თანამებრძოლმა და ბოლო წლებში ოპოზიციაში გადასულმა როკ კაბორემ გაიმარჯვა 53,5%-ით.
მკვლელობამდე 1 კვირით ადრე ტომასმა საკუთარი კუმირ ჩე გევარასადმი მიძღვნილ მიტინგზე გამოსვლისას თავისი სიტყვა ასე დაასრულა:
„რევოლუციონერები შეიძლება მოკლა, მაგრამ რევოლუციური იდეების მოკვლა შეუძლებელია“!
სანკარას საფლავი აფრიკის მილიონობით მცხოვრებთათვის უწმინდესი ადგილია.
ტომას სანკარას მხარდამჭერების შეკრება მის საფლავთან 2007 წელს, მისი მკველობიდან 20 წლისთავზე
გსმენიათ თუ არა რამდენიმე წლის წინ ისლანდიაში მომხდარი ჩუმი და მშვიდობიანი რევოლუციის შესახერბ? ალბათ არა. და იცით რატომ არ გაგიგიათ არაფერი? იმიტომ რომ ისლანდიაში მოხდა პროგრესული რევოლუცია, მაგრამ ეს არ აკნინებს მის ჭეშმარიტ რევოლუციურობას.ეს რევოლუცია შესაძლო გახდა მაშინ, როდესაც დემოკრატიული მმართველობის ბერკეტები ნამდვილად აღმოჩნდა თავმოყრილი უმრავლესობის ხელებში და არა უმცირესობის, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება.
ზუსტად ამიტომაც ისლანდიის სამაგალითო პრეცედენტი არ გაშუქდა მეინსტრიმულ მედიაში. პირიქით ამ ფაქტს მალავენ, რადგან ეს არის უკანასკნელი, რაც ელიტებს სურთ რომ გაშუქდეს საზოგადოდ და სხვებისთვის გახდეს სამაგალითო. მაგრამ მოდით ვიყოთ თანმიმდევრულები.
რამდენიმე წლის წინ ისლანდიაში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის შედეგად ქვეყანამ მიიღო ახალი კონსტიტუცია. ეს რეფერენდუმი ფაქტობრივად შეიძლება მივიჩნიოთ ბოლო აკორდად იმ ბრძოლაში, რომელიც ისლანდიამ 2008 წლიდან წამოიწყო, როდესაც ფინანსურმა კრიზისმა და საბანკო სისტემის კრახმა გააკოტრა ქვეყანა.
მოვლენების მსგავსი განვითარება მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს ქვეყანა ვითარდებოდა, როგორც საუკეთესო „ნეოლიბერალური“ ეკონომიკა. ის იყო აგებული 2003 წლის ბანკების პრივატიზაციაზე და ახალი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ისინი ავითარებდნენ ონლაინ-ბანკინგს, რომელიც მინიმალური დანახარჯებით, შედარებით დიდ შემოსავალს იძლევა.
მართლაც ასეთმა რეფორმებმა მოიზიდეს ბრიტანული და ნიდერლანდური უცხოური კაპიტალი და ეკონომიკა სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა. მაგრამ იყო ერთი ნიუანსი, როგორც ეს ყოველთვის ხდება უცხოური კაპიტალის მოზიდვის დროს – იზრდებოდა ბანკების საგარეო ვალი. 2003 წელს ისლანდიის ვალი შეადგენდა მშპ-ს 200 %-ს, ხოლო 2007 წელს ის უკვე 900 %-მდე გაიზატდა. მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა 2008 წელს ისლანდიას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. სამი მთავარი ისლანდიის ბანკი: Landsbankinn, Kaupthing Bank და Glitnir გაკოტრდნენ და ნაციონალიზებულნი იქნენ, ხოლო კრონამ ევროსთან მიმართებაში 85 %-იანი გაუფასურება განიცადა. წლის ბოლოს ისლანდიამ გაბანკროტება აღიარა.
დადგა ის დრო ისლანდიას გახსენებოდა, რომ ის დემოკრატიული ქვეყანაა. მაგრამ დასაწყისისთვის, ისლანდიელებმა გადაწყვიტის რომ ჩვეულებრივ წარმომადგენლობით დემოკრატიას მიყოლოდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ ისლანდიის მოსახლეობა ქუჩებში გამოვიდა და პროტესტს უცხადებდა მსუნაგ ბანკირებსა და უნიათო პოლიტიკოსებს, რომლებმაც დაუშვეს საბანკო სისტემის და შემდგომ სახელმწიფო ეკონომიკის კრახი. ამ საპროტესტო მსვლელობების შედეგად ისლანდიის მთავრობა გადადგა.
არჩევნები ჩატარდა 2009 წელს, რომლის შედეგადაც ხელისუფლებაში მოვიდა მემარცხენე ძალა, რომელიც ერთის მხრივ აკრიტიკებდა ნეოლიბერალურ ეკონომიკას, ხოლო მეორე მხრივ ის მალევე დანებდა მსოფლოს ბანკის და ევროკავშირის ქვეყნების მოთხოვნებს დაეფარა ბანკების ვალი, რომელიც საერთო ჯამში 3,5 მილიარდ ევროს შეადგენდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ამ ვალის დასაფარად, რომელიც ფაქტობრივად კერძო პირების (ბანკების მფლობებილის) ვალებს წარმოადგენდა სხვა კერძო პირების მიმართ, ისლანდიის თითოეულ მოქალაქეს 15 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ევრო უნდა გადაეხადა.
ეს უკვე იყო ზედმეტი ჩვეულებრივად წყნარი და აუღელვებელი ისლანდიელებისთვისაც კი. ამან გამოიწვია მოვლენების ექსტრაორდინალური განვითარების სცენარი. ის იდეა, რომ ჩვეულებრივ მოსახლეობას უნდა გადაეხადა ფინანსური ელიტების ვალები, რომლებიც მათ თავიანთი სიხარბით აიკიდეს, იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ ამან ახალი საპროტესტო ტალღები გამოიწვია. ამან აიძულა მთავრობა მიეღო თავისი მოსახლეობის პოზიცია. ამის შემდეგ პრეზიდენტ ოლაფურ რაგნარ გრიმსონმა უარი თქვა პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის რატიფიცირებაზე, რომელიც მოსახლეობას კაბალურ მდგომარეობაში ჩააგდებდა და დათანხმდა რეფერენდუმის ჩატარებას.
ამას მოყვა „თავისუფალი სამყაროს“ და „საერთაშორისო საზოგადოებისათვის“ დამახასიათებელი რეაქცია – ისლანდიაზე უდიდესი ზეგავლენა ხორციელდებოდა. ნიდერლანდები და ბრიტანეთი ემუქრებოდნენ ისლანდიას, ვალდებულებების არ შესრულების შემთხვევაში, ეკონომიკური სანქციებით და სრული იზოლაციითაც კი. მსოფლიო სავალუტო ბანკი ისლანდიას ემუქრებოდა, რომ მხარდაჭერის გარეშე დატოვებდა. ბრიტანეთის მთავრობა იმუქრებოდა ისლანდიური აქტივების გაყინვით ბრიტანეთის ტერიტორიაზე. მაგრამ ისლანდიამ გაუძლო ამ ზეწოლებს და მუქარებს.
პრეზიდენტმა გრიმსონმა განაცხადა: “ჩვენ გვემუქრებოდნენ, რომ არ დანებების შემთხვევაში ჩვენ ჩრდილოეთ კუბა გავხდებოდით, მაგრამ თუ ჩვენ დავნებდებოდით ჩვენ ჩრდილოეთ ჰაიტი გავხდებოდით.“
ოლაფურ რაგნარ გრიმსონი – ისლანდიის პრეზიდენტი 1996-2016 წლებში
რეფერენდუმი 2010 წლის მარტში ჩატარდა. ამ რეფერენდუმის შედეგად ისლანდიელებმა გადაწყვიტეს არ გადაეხადათ თავისი ბანკების საგარეო ვალი ბრიტანელებისთვბის და ჰოლანდიელებისათვის; ამას მხარი დაუჭირა მოსახლეობის 93 %. მსოფლიო სავალუტო ბანკმა შეუწყვიტა კრედიტების გაცემა ისლანდიას. მაგრამ ისლანდიელებს უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდათ. მთავრობამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ფინანსურ კრიზისში დამნაშავეთა მიმართ. ინტერპოლმა გასცა საერთაშორისო ორდერი Kaupthing ბანკის დირექტორის და სხვა დამნაშავეთა დასაჭერად.
მაგრამ ისლანდიელები ამაზე არ შეჩერდნენ. იქნა მიღებული გადაწყვეტილება ახალი კონსტიტუციის მიღების თაობაზე, რომელიც გაათავისუფლებდა ისლანდიას მსოფლიო ფინანსური კორპორაციებისგან და ვირტუალური ფულისაგან. ამავდროულად ისლანდიელებმა ისურვეს თვითონ ერთად დაეწერათ ახალი კონსტიტუცია და მათ ეს გამოუვიდათ. უზენაესი კანონის პროექტს წერდა 950 შემთხვევით შერჩეული მოქალაქე, რომლებიცნაციონალურმა ასამბლეამ შეარჩია 2010 წელს.
იმისთვის რომ დამეთავრებინათ კონსტიტუციაში საბოლოო ცვლილებები ასახვა, მოსახლეობამ აირჩია საკონსტიტუციო საბჭო, რომელიც შედგებოდა 25 ადამიანისაგან. ჩვეულებრივი ადამიანები-მეთევზეები, ფერმერები, ექიმები, დიასახლისები, რომლებიც აირჩიეს იმ 522 კანდიდატიდან, რომელიც არასდროს მონაწილეობდა არც ერთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში და ყავდა მინიმუმ 30 სხვა რეკომენდატორი.
შემდგომ დაიწყო კანონების შემუშავებისა და ტექსტის დამუშავების პროცესი. ამის შემდეგ ისლანდიამ მიმართა „კრაუდსერფინგს“, რის მიხედვითაც მთელ მოსახლეობას მიეცა საშუალება ჩართულიყო სამუშაოში Facebook-ის, Twitter-ის და Youtube-ის მეშვეობით. ჩვეულებრივი ისლანდიელებისგან საერთო ჯამში დაგროვდა 3600 კომენტარი და 370 შენიშვნა საბჭოს მუშაობის მიმართ. ყოველ კვირას საბჭო აქვეყნებდა ახალ დებულებებს, რომლის გარშემო მიდიოდა განხილვები. რამდენიმე კვირის განხილვის შემდეგ საბჭო აქვეყნებდა დებულების საბოლოო ვერსიას და მის გარშემო კვლავ მიმდინარეობდა განხილვები. ამის გარდა საბჭოს სამუშაო პირდაპირ ეთერში გადიოდა, ხოლო საბჭოს წევრები, ყოველ კვირას დებდნენ ანგარიშებს ჩატარებული სამუშაოს შესახებ. ამის შემდეგ საბჭოს ყველა წევრმა ხმა მისცა კონსტიტუციის შედგენის სამუშაოს დამთავრებას.
კონსტიტუცია იწყება შემდეგი სიტყვებით: „ჩვენ ვართ ისლანდიის მოქალაქეები და გვსურს გვქონდეს თანაბარი ადგილი საერთო სუფრის გარშემო“
ისლანდიელები აღიარებენ, რომ ეს ფრაზა ცუდად და არასათანადოდ ჟღერს სხვადასხვა ენებზე თარგმნის დროს, მაგრამ იუწყებიან, რომ ის გასაგებია ყველა ისლანდიელისათვის და ზუსტად ასახავს მოსახლეობის მისწრაფებებს. კონსტიტუციის მიხედვით ბუნებრივი რესურსები საზოგადოებას ეკუთვნის, რომელიც ავალდებულებს მთავრობას იქონიოს სახელმწიფო დოკუმენტები ყველასთვის ღია წვდომაში, თუ მათ “გრიფით საიდუმლო“ არ ადევს. ასევე ის ავალდებულებს მთავრობას იზრუნოს არა მხოლოდ ისლანდიის მოსახლეობაზე, არამედ მთელ კაცობრიობასა და ბიოსფეროზე. ცალკეული სტატიები იცავენ ასევე ცხოველების უფლებებს.
ამ დოკუმენტში ადგილი მოიძებნა საკმაოდ არქაულ კანონისთვისაც, რომელიც დიდი ხანია ამოღებულია ევროპული კონსტიტუციების უმეტესობიდან. ის უნარჩუნებს ევანგელისტურ-ლუთერანულ ეკლესიას სახელმწიფო ეკლესიის სტატუსს.
აქ უნდა აღინიშნოს მოვლენათა განვითარების საინტერესო ნიუანსი. კონსტიტუციური საბჭოს შემადგენლობა გამოდგა, როგორც დღეს ხმარობენ ამ ტერმინს -„ევროსოციალისტური“. ეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისლანდიელების უმეტესობა მემარცხენეობისკენ იხრება, არამედ ისლანდიელი მემარჯვენეების სისულელის და უნიათობის გამო. ყოფილმა მმართველმა „პროგრესულმა“ და „დამოუკიდებებლობის“ პარტიებმა მოუწოდეს მოსახლეობას კონსტიტუციის შემუშავების ბოიკოტირებისკენ, მათ დაუჯერეს მომხრეებმა და გამოდგა ისე, რომ ახალ კონსტიტუციაში ჭარბობს მემარცხენე იდეები.
და ასე ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, ხელისუფლება ჩაბარდა უმრავლესობას. ეს პროექტი იმდენად წარმატებული გამოდგა რომ დასავლური მედია მალავს 23 ოქტომბრის რეფერენდუმის შედეგებს, რომლის შედეგად ახალი კონსტიტუციის მიღებას მხარი დაუჭირა ისლანდიის 80%.
ალბათ ხვდებით, საკმარისი იყო ისლანდიის მთავრობას მოსახლოების უმრავლეოსობის ინტერესებიდან გამომდინარე ემოქმედა არა ფინანსური ელიტების, ჩვენ პრივატიზაციის ნაცვლად ნაციონალიზაცია მივიღეთ, ინფორმაციის ჩაკეტილობის მაგივრად – გამჭვირვალობა, წარმომადგენლობითი დემოკრატიის მაგივრად -პირდაპირი დემოკრატია.
ნეოლიბერალური ელიტა ვერ აიტანს და არ შეეგუება იმ ფაქტს, რომ ისლანდიის მაგალითს სხვებმაც მიმართონ. დღეს ბერძნებს, იტალიელებს, ესპანელებს და პორტუგალიელებს ასწავლიან, რომ საჯარო სექტორის პრივატიზაცია არის პანაცეა.
ამ ქვეყნებში, რომლებსაც დასავლურ მედიაში PIGS-ს [ღორები] (Portugal, Italy, Greece, Spain) უწოდებენ, ხშირად ეწყობა მასობრივი გამოსვლები და ტრანსპარანტებზე ხშირად შეიძლება დავინახოთ „ისლანდია“, რის მიზეზზეც მედია საერთოდ არ საუბრობს.
ამიტომაც ისლანდიის რეფერენდუმის და მშვიდობიანი რევოლუციის შესახებ ძალიან ცოტა ადამიანს თუ გაუგია. მედია, რომელიც კონტროლდება ნეოლიბერუალური ელიტების მიერ, შეგნებულად მალავს ამ ინფორმაციას, რადგან თუ ეს პრეცედენტი ტენდენციის იერსახეს მიიღებს ის დიდად დააზარალებს მმართველ ელიტებს მთელ მსოფლიოში.