ავსტრიელებს აღარ უნდათ ევროკავშირი?

261 000 ათასმა ავსტრიელმა ხელი მოაწერა პეტიციას, სადაც ნათქვამია რომ მათ სურთ ავსტრიამ ევროკავშირი დატოვოს. რა თქმა უნდა პეტიციიდან რეალურად ევროზონის დატოვებამდე საკმაოდ დიდი გზაა გასავლელი; ჯერ პარლამენტმა უნდა გამოაცხადოს რეფერნდუმის შესახებ, შემდგომ კი მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი უნდა დაუჭიროს ევროკავშირის დატოვებას.

მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ 261 000 ადამიანმა ყოველგვარი მობილიზების და აქტიური საინფრომაციო მხარდაჭერის გარეშე მხარი დაუჭირა ავსტრიის ევროკავშირიდან გასვლას უკვე საკმაოდ დასაფიქრებელია.

მაგალითად ავსტრიაში უფრო მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი ევროკავშირის დატოვებას, ვიდრე კიევის მაიდანზე გამოვიდა. საინტერესოა შედარებაა არა?

ეს ავსტრიაა და არა საბერძნეთი, რომელიც ძირითადად ვალებშია ჩაფლული და შეიძლება ამიტომაც სურთ ევროკავშირის დატოვება. ავსტრიაში კი ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ცხოვრების სტანდრტებია.  ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია, შვეიცარია და ბელგია ალბათ ყველაზე ევროპული ევროპაა და აქ თუ უკვე ფიქრობენ ევროკავშირიდან გამოსვლაზე ე.ი. ევროკავშირი უკვე არასიცოცხლისუნარიანია.

ბრიტანეთშიც დიდი ხანია მიდის საუბარი ევროკავშირიდან გამოსვლაზე, ისინი თავის დროზე ევროზეც კი არ გადავიდნენ, რადგანაც ეს მათი ეკონომიკისთვის არც თუ ისე მომგებიანად ჩათვალეს. ესპანეთშიც საკმაოდ გაიზარდა ევროსკეპტიკოსების რაოდენობა.

მაგრამ ჯერ-ჯერობით ყველას ყურადღება საბერძნეთისკენაა მიპყრობილი და ალბათ ათენში უნდა გაეცეს პასუხი კითხვას – როდის დაიწყება ევროკავშირის დაშლა?