”ნარკოტიკები, ნავთობი და ომი” – აშშ ავღანეთში, კოლუმბიასა და ინდოჩინეთში

Peter-Dale-Scott-whywhatwhyDOTorg.jpg
კანადელი დიპლომატი, პიტერ დეილ სკოტი თავის წიგნში ”ნარკოტიკები, ნავთობი და ომი” აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების, ნარკომაფიის და ნავთობის ბიზნესის ინტერესთა თანაკვეთაზე საუბრობს. 

II მსოფლიო ომის შემდეგ ნარკოტიკები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად იქცა: აშშ-ის დომინირების სტრატეგია სხვადასხვა ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებებთან ალიანსებს საჭიროებს, რომლებიც შუამავლის როლს თამაშობენ და საკუთარ ქვეყანაში ყველაზე სისხლიან საქმეს ასრულებენ აშშ-ისთივს. (გავიხსნეოთ მაგალითად ”სირიის ზომიერი ოპოზიცია”, რომლებიც უკანონო ბანდ-ფორმირებებს წარმოადგენდნენ, მაგრამ ამერიკელებიც მფარველობით სარგებლობდნენ. ასევე ახალო აღმოსავლეთში ისეთი ტერირისტული ორგანიზაციები, როგორებიცაა ”ალ-ქაედა და ”თალიბანი” საკუთარი არსებობის საწყის ეტაპზე სწორედ ამერიკელების დახმარებით და ხელშეწყობით სარგებლობდნენ) 

იქადან გამომდინარე რომ ოფიციალურად მსგავსი რადიკალური, ხშირ შემთხვევაში დანაშაულებრივი ჯგუფების ფინანსირება ოფიციალურად შეუძლებელია, ვაშინგტონი არაოფიციალურად ნებას რთავს მათ ნარკოწარმოებით დაკავდნენ და ნარკოვაჭრობით ფული იშოვონ, საკუთარი ინტერესების გატარების პირობით.
5156F6sCxtL._SX331_BO1,204,203,200_.jpg
ისტორიის განმავლობაში ხშირი იყო ამერიკელების ალიანსები სიცილიურ მაფიასთან, ნიკარაგუულ ”კონტრასთან”, კოსოვოს განმათავისუფლებელ არმიასთან, კოლომბიურ ”აუტოდეფენსასთან” და ა.შ. ნარკოტიკების მეშვეობით აშშ მარიონეტული რეჟიმების და ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსებას ახერხებდა და  საიდუმლო ოპერაციების დაგეგმვის საშუალებას იტოვებდა ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან დაკავშირებული ბანკების მეშვეობით. აშშ-ის ამგვარი პოლიტიკის შედეგად გლობალურად ნარვაჭრობის რეკორდული ზრდა ფიქსირდება, რაც ბევრ ქვეყანაში არასტაბილურობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია.
დეილ სკოტის წიგნში დეტალურად არის განხილული ის სქემა, რომლის მეშვეობითაც აშშ მოქმედებს. ამ მასალების გაცნობის შედეგად ის გავრცელებული მითი იმსხვრევა, რომლის თანახმადაც აშშ და ნატო ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ერთობლივად იბრძვიან.
17308990_1311619798905972_5311616930851756577_n-1.jpg

ამერიკელების მიერ ორგანიზებული ფილიპინელების გენოციდი

Philippines-genocide-3-million-killed

ფილიპინების კუნძულებზე მომხდარი გენოციდი ისტორიამ უკვე მიივიწყა. ამერიკულ სასკოლო სახელმძღვანელოებში თქვენ შეხვდებით ინფორმაციას 1899-1902 წლების აშშ-ფილიპინების ომზე, მაგრამ იქ ერთი სიტყვითაც არაა ნახსენები ამერიკელების მიერ მოწყობილი გენოციდი ფილიპინელი ხალხის წინააღმდეგ.

აკადემიურ წყაროებშიც კი გაგიჭრდებათ ამ გენოციდის შესახებ საჭირო ინფორმაციის მოძიება. ყველაზე დიდი უბედურება კი იმაში მდგომარეობს, რომ თვით ფილიპინელბსაც კი არ ასწავლიან სათანადოდ ამ გენოციდის შესახებ და არც თუ ისე ბევრ ფილიპინების მოქალაქეს სმენია დღესდღეობით ამ ფაქტის შესახებ.

ალბათ დიდად გასაკვირი არ უნდა იყოს ნებსით თუ უნებლიეთ რატომ მიივწყა ყველამ ამ გენოციდის შესახებ? ისტორიას ხომ გამარჯვებულები წერენ და რა გასაკვირია, რომ მათ ამ მეტისტეტად საშინელი ფაქტის დამალვა სცადეს ისტორიის ფურცლებიდან.

ე. აჰმედი ავტორია ნაშრომისა «თეორია და ცდომილება ამბოხებულების წინააღმდეგ», «The Nation», 1971 წლის 2 აგვისტო. «ყველაზე სისხლიანი კოლონიური ომი (მოსახლეობის პროპორციულად) რომელიც აზიაში იყო წარმოებული [თეთრი ძალის] მიერ. ეს 3 000 000 ფილიპინელს სიცოხლის ფასად დაუჯდა.”

ფილიპინელმა ისტორიკოსმა ლუზვიმინდა ფრანცისკომ (Luzviminda Francisco) ფილიპინებზე მომხდარი გენოციდის დეტალური გამოძიება ჩაატარა და ამის დოკუმენტირება მოახდინა. მისი გამოძიება  1.4 მლნ. მოკლულ ფილიპინელამდე მივიდა “The End of An Illusion” (London, 1973). მისი კვლევა მხოლოდ 1899 – 1905 წლების პერიოდს მოიცავს და აშშ-ის კოლონიური მმართველობის პირველი 2 ათწლეული აქ გამოტოვებულია, როდესაც მკვლელობი შეიძლება შემცირებულიყო, მაგრამ მაინც ხდებოდა. ამ კვლევაში ასევე არაა შესული ათოსობით მუსლიმი ფილიპინელი (მოროსი), რომლებსაც ველურად, ცხოველებივით კლავდნენ.

gen3.jpg

სასაკლაო

1901 წლის ნოემბერში «The Philadelphia Ledger»-ში გამოქვეყნებულ სტატიაში კორესპონდენტი შემდეგს წერდა: ”მიმდინარე ომი ეს არაა უსიხლო მონაწილეობა. ჩვენი მამაკაცები დაუნდობლები იყვნენ, კლავდნენ, რათა ამოეწყვიტათ კაცები, ქალები, ბავშვები, ტყვეები, აქტიური მეამბოხეები. დომინირებდა იდეა, რომლის თანახმადაც ფილიპინელები როგორც ასეთი ოდნავ უფრო უკეთესები იყვნენ, ვიდრე ძაღლები.”

«ჩვენი ჯარისკაცები ადამიანებს მარილიან წყალს ასხავდნენ, რათა ისინი აელაპარაკებინათ, ხოლო ტყვედ აყავდათ ადამიანები, რომლებიც მშვიდობიანად ჩაბარდნენ. ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, რომ ისინი მეამბოხეები იყვნენ, ყველა მათგანი ხიდზე დააყენეს და ჩაცხრილეს. ერთმანეთის მიყოლებით ისინი წყალში ვარდებოდნენ, რათა წყალში მოტივტივე მათი გვამები სხვებისთვის მკაცრი მაგალითი ყოფილიყო.”

აი რაც წერდა ყველასთვის კარგად ნაცნობი ამერიკელი მწერალი მარტ ტვენი «ნიუ-იორკ თაიმსის» 1900 წლის 15 ოქრომბრის ნომერში:

«მე ვხედავდი, რომ ჩვენ ფილიპინელი ხალხი გათავისუფლებას კი არ ვაპირებდით, არამედ დაპყრობას. ჩვენ დასაპყრობად წავედით და არა დასახსნელად. ამიტომაც მე ანტიიმპერიალისტი ვარ. მე იმის წინააღმდეგი ვარ, რომ ამერიკულმა არწივმა სხვა მიწას ჩაასოს თავის ბრჭყალები. »

”ჩვენ, ამერიკელებმა ათასობით კუნძულზე მცხოვრები ფილიპინელი ცოცხლად დავმარხეთ. გავანადგურეთ მათი მინდვრები. ჩვენ გადავწვით მათი სოფლები და ისინი უსახლკარო ქვრივებად და ობლებად ვაქციეთ. ნებაყოფლობითმა ასიმილაციამ, რომელიც მუშკეტის ახალი ღვთისმოსავი სახელია, დანარჩენი 10 მილიონი ადამიანი დაიპყრო. ჩვენ შევიძინეთ საკუთრება 300-მდე ხარჭისგან და ჩვენი ბიზნეს პარტნიორის სხვა მონებისგან, მაგალითად სულუს სულთნისგან და ამ ნადავლზე ჩვენი დროშა ავაფრიალეთ. სწორედ მსგავსი მეთოდებით გავხდით ჩვენი მსოფლიო ძალა.” – მარკ ტვენი

ამერიკელ ჯარისკაცებს ჰქონდათ მიცემული დავალება, რომ რაც შეიძლება მეტი ფილიპინელი მკვიდრი მოეკლათ. ისინი წვავდნენ მიწებს, ანადგურებდნენ სოფლებს, სადაც საკონცენტრაციო ბანაკებს აყალიბებდნენ. ამერიკელი სამხედროები სამეთვალყურეო კოშკებსაც აშენებდნენ, რათა ფილიპინელი ტყვეები გაქცევის შემთხვევაში ადგილზე ჩაეცხრილათ. ისინი ამ საკოცენტრაციო ბანაკებს სადაზვერვო ბანაკებს ეძახნდნენ. ამერიკელების მიერ ფილიპინელებისთვის ორგანიზებული საკონცენტრაციო ბანაკები დაავადებებით იყო სავსე, ამიტომაც სიკვდილიანობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა (20%). ერთ-ერთი ესეთი ბანაკი სიგრძეში 2 მილი იყო, ხოლო სიგანეში 1 მილი, სადაც 8000 ფილიპინელი ჰყავდათ დატყვევებული.  მათ აწამებდნენ საჭირო ინფორმაციის მისაღებად, მაგრამ იმის მიუხედავად ამერიკელები იღებდნენ თუ არა სააჭირო ინფორმაციას, ადგილობრივებს მაინც კლავდნენ.

ფილიპინელების გენოციდის თვიმხილველი ბრიტანელი იხსენებდა: ”ეს არ იყო ომი, ეს იყო სასაკლაო, სისხლიანი სასაკლაო”

იმდოინდელი ამერიკული მედია ფილიპინების მკვიდრ მოსახლეობას აბუჩად იგდებდა, ცხოველებთან ათანაბრებდა და სისხლიანი გენოციდს ადგილობრივების გაცივილურების საბურველში ფუთავდა.

Boston-Philippines-genocide.jpg

რატომ მოხდა ფილიპინელების გენოციდი?

როგორ აშშ-ის პრეზიდენტი უილიამ მაკინლი აღნიშნავდა ის თეთრ სახლში ლოცულიბდა, როდესაც მის გონებამდე დავიდა, რომ მას ფილიპინები ესპანეთისთვის არ უნდა დაებრუნებინა, რადგანაც ეს შეიძლება სხვების თვალში მშიშრულად გამოჩენილიყო.

მაკინლის სიტყვებით ერთხელ ღამე ის მუხლებზე დაეცა და ღმერთს ლოცვა დაუწყო, როდესაც მას მოუვიდა თავში, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაებრუნება ფილიპინები ესპანეთისთვიას.  ასევე არ შეეძლო საფრანგეთისთვის და გერმანიისთვის მიეცა იმის საშუელება, რომ მათ ჩაეგთოთ ხელში, რადგანაც ეს ამერიკელების ბიზნესისთვის  ცუდი იქნებოდა.

აშშ-ის XXV პრეზიდენტი ასევე ფილიპინების დამოუკიდებლობის წინააღმდეგი იყო, რადგანაც მისი აზრით ისინი უუნაროები იყვნენ და ამას ვერ შეძლებდნენ.

აშშ-მა გადაწყვიტა მარტო მანილათი (ფილიპინების დედაქალაქი) არ დაკმაყოფილებულიყო და ფილიპინები მთლიანად ჩაეგდო ხელში, მოსახლეობა გაექრისტიანებინა, გაენათლებინა, რასაც ესპანელები აკეთებდნენ ძალიან ხშირად.

1899 წელს აშშ-მა ფილიპინებს ომი გამოუცხადა მოსახლეობის განათლების, ცივილიზაციის შეტანის და გაქრისტიანების საბაბით და ადგილობრივების სასტიკი გენოციდიც დაიწყო.

Philippines-Genocide-1024x512.jpg

დასკვნა

ჩვენ არ შეგვიძლია მტკიცებით ფორმაში განვაცხადოთ 3-მილიონიანი მსხვერპლის შესახებ, როგორც ამას ზოგიერთი ისტორიკოსი ამტკიცებს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ იმაში, რომ 1899-1905 წლებში გენოციდის შედეგად მინიმუმ 1.4 მილ. ადამიანი დაიღუპა. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ შეგვიძლია დავუშვათ, რომ მკვლელობი მომენტალურად არ შეწყდებოდა. ფილიპინებში დატრიალებული გენოციდის დროს გამოჩენილი სისასტიკე არ გვაძლევს იმის დაშვების საშუალებას, რომ სასტიკი მკვლელები უცბად მშვიდობიან მოქალაქეებად იქცნენ. 

gen4

ომი, როგორც ბიზნესი – იარაღის და სახმედრო ტექნიკის მწარმოებელი 10 უმსხვილესი კომპანია

1879 წ. აშშ-ს გაერთიანებული სამოქალაქო არმიის გენერალმა, უილიამ შერმანმა წარმოთქვა ისტორიული ფრაზა „ომი არის ჯოჯოხეთი“. რამდენადაც არ უნდა შეესაბამებოდეს ეს ფრაზა სიმართლეს, ერთი რამ მაინც ნათელია; იარაღის და სამხედრო ტექნიკის წარმოება ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია თანამედროვე სამყაროში.

1.png

დღესდღეობით ომები, კონფლიქტები და მილიონობით ადამიანის მკვლელობა დასავლური კორპორაციების ბიზნესის წყარო და ფულის კეთების საშუალებაა. Politicano დაინტერესდა იმ უმსხვილესი კომპანიებით, რომელთა საქმიანობა ომებთან არის დაკავშირებული. ყველაფერი მარტივია – რაც უფრო მეტი კონფლიქტის კერა იქნება მსოფლიოში, ეს კომპანიები უფრო მეტად გამდიდრდებიან.

სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის შემსწავლელი ინსტიტუტის (StockholmInternationalPeaceResearchInstitute) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მსოფლიო უმსხვილესი იარაღის მწარმოებელმა 100 კომპანიამ 2013 წ. გაყიდა $402 მილიარდის ღირებულების იარაღი. ეს არის იარაღის წარმოების ინდუსტრიის მომგებიანობის მაგალითი. (https://www.sipri.org/research/armament-and-disarmament/arms-transfers-and-military-spending/arms-production)

ქავემოთ წარმოგიდგენთ 10 უმსხვილეს იარაღის მწარმოებელ კომპანიას:

10 – Thales Group

წლიური შემოსავალი (2014): $ 10.37 მლრდ
ქვეყანა: საფრანგეთი

Thales წარმოადგენს პარიზში განლაგებულ საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიას, რომლის პროდუქტებიც გამოიყენება ავია-კოსმოსურ, საზღვაო და სხვა სამხედრო დანადგარებში. კომპანიას კონტრაქტი აქვს ბრიტანეთის საზღვაო ძალებთან და  მათთვის ავიაგადამზიდ ხომალდებს აწარმოებს,  გაუმჯობესებული რადარით და გამარტივებული მართვით, რაც თავის მხრივ არ აძლევს საფრანგეთის საზღვაო ძალებს მოდუნების საშუალებას. ასევე ის აწარმოებს და ყიდის სარაკეტო ქობინებს სახელად “Strastreak”, რომელიც ასევე მიჩნეულია ყველაზე სწრაფი მოქმედების ანტი-საჰაერო  ქობინებად მცირე მანძილზე.

9 –Finmeccanica

წლიური შემოსავალი (2014): $ 10.56მლრდ
ქვეყანა: იტალია

Finmeccanica არის  იტალიის უმსხვილესი სამხედრო ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანია. კომპანია აწარმოებს ცნობილ „AugustaWestland”-ის ვერტმფრენებს, ასევე იტალიის სამხედრო ძალებისათვის აწარმოებს „Ariete” საბრძოლო ტანკს. იტალიის ეკონომიკისა და ფინანსების სამინისტრო არის ამ კომპანიის აქციების ყველაზე მსხვილი მესაკუთრე. (32,45 %)

www.tharawat-magazine.com_images_WebStories_2015_Trending_10Weapons_Finmeccanica.jpg

8 – United Technologies

წლიური შემოსავალი (2014):$ 11.9მლრდ
ქვეყანა: აშშ

United Technologies  არის კომპანია, რომელმაც თავი დაიმკვიდრა, როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო სფეროში. მისი მრავალი პროდუქტი ვარირებს საბრძოლო თვითმფრინავებიდან და ვერტმფრენებიდან, ლიფტებამდე და ესკალატორამდე.  ეს არის ზუსტად ის კომპანია, რომელიც აწარმოებს მსოფლიოში ცნობილ „UH-60 BlackHawk”-ის ვერტმფრენებს, რომელიც იყო გამოყენებული 2001 წ. ფილმში“Black Hawk Down”. კომპანია აწარმოებს სხვადასხვა სამხედრო მოწყობილობებს 27 სხვადასხვა სახელმწფიოს შეარაღებული ძალებისთვის.

300.jpg

7 – EADC / Airbus Group

წლიური შემოსავალი (2014):$ 15.7მლრდ
ქვეყანა: საერთაშორისო

კომპანია EADC-მ 2000 წ. შეიცვალა სახელწოდება და გახდა TheAirbusGroup. თავდაპირველად წარმოადგენდა EurofighterGmbH-ის კონსორციუმს, რომელიც აწარმოებდა თვითმფრინავს „EurofigherTyphoon“-ს. კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი არის ვერტმფრენი „EurocopterTiger”, რომელიც გამოიყენებოდა საბრძოლო მოქმედებების დროს ავღანეთში, ლიბიასა და მალიში.

6 – GeneralDynamicsCorporation

წლიური შემოსავალი (2014):$ 18.65მლრდ
ქვეყანა: აშშ

კომპანია აწარმოებს კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, პანელებს, „Stinger”-ის ქობინებს და „Tomahawk”-ის ფრთიან რაკეტებს. კომპანია აწვდის სამხედრო ინფრასტრუქტურას თითქმის მთელ მსოფლიოს. კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროდუქტია „M1 Abrams”, III თაობის საბრძოლო ტანკი. ტანკების უმეტესობა ემსახურება აშშ-ს სამხედრო ძალებს.

5 – NorthropGrummanCorporation 

წლიური შემოსავალი (2014): $ 20.22მლრდ
ქვეყანა: აშშ

კომპანია შეიქმნა 1994 კომპანია Northrop-ისა და Grunman-ის გაერთიანების შედეგად. NorthropGrummanCorporation  უშვებს ცნობილ „B-2 Spirit” სტელსის ტიპის ავია ხომალდს, რომელსაც შეუძლია უმრავი რადარისთვის შეუმჩნევლად მიიტანოს იერიში მოწინააღმდეგის პოზიციებზე. მას გააჩნია, როგორც ჩვეულებრივი ქობინების, ასევე თანამდეროვე თერმობირთვული ატომური იარაღის გადატანის საშუალება.

5

4 – Raytheon

წლიური შემოსავალი (2014): $ 21.95მლრდ
ქვეყანა: აშშ

კომპანია განლაგებულია მასაჩუსეტსის შტატში. ცნობილია როგორც   მსოფლიოში ქობინების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანია. ყველაზე მეტად ცნობილია „Patriot”-ით, სახმელეთო-საჰაერო ტიპის სარაკეტო დანადგარით, რომელიც აშშ-ს და მისი პარტნიორების თავდაცვითი სისტემის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია.  Patriot-ის რაკეტის ერთეულის ფასი არის $ 2-3 მილიონი.

3-BAE Systemsplc

წლიური შემოსავალი (2014): $ 26.82მლრდ
ქვეყანა: ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო

კომპანია დაარსდა რამდენიმე ბრიტანული კომპანიის გაერთიანების შედეგად და თავდაპირველი ბიუჯეტი შეადგენდა £ 7,7მლრდ. კომპანია არის აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე უმსხვილესი საგარეო პარტნიორი. კომპანიის ძირითად პროდუქტს წარმოადგენს უკვე ნახსენები EurofigherTyphoon-ის თვითმფრინავი და F-35 Lighting II. პროდუქციის გასაღების მთავარი ბაზარი, აშშ-ს გარდა, საუდის არაბეთი, ინდოეთი და ავსტრალიაა.

3

2 – Boeing

წლიური შემოსავალი (2014): $ 30.7მლრდ
ქვეყანა:აშშ

ყველასთვის კარგად ცნობილი Boeing ფართო მასებისთვის ცნობილია თავისი კომერციული დანიშნულების თვითმფრინავებით (747, 777 და 787), მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ის ასევე აწარმოებს ჰაერში საწვავის შესავსებ, ანტისუბმარინულ და უპილოტო თვითმფრინავებს. (ე.წ. ბესპილოტნიკებს) კომპანიის სამხედრო არსენალიდან ცნობილია ვერტმფრენი AH-65 Apache და F-18 SuperHornet.

2

1 – Lockheed Martin 

წლიური შემოსავალი (2014): $ 45.5მლრდ
ქვეყანა: აშშ

მსოფლიოში სამხედრო არსენალის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანია. კომპანიაში მუშაობს 116,000 ადამიანი მსოფლიო მასშტაბით, ის იღებს პენტაგონის დაფინანსების 10%-ს და აშშ-ს უმსხვილესი კონტრაქტორი კომპანიაა. ის ცნობილია ისეთი პროდუქტებით, რომლის ანალოგებიც მსოფლიოში არ არსებობს; C-130 Hercules, C-5 Galaxy, F-16 FightingFalcon, F-22 Raptorდა ასევე მე-5 თაობის F-35 Lightening II სტელსის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავით.

დამატებითად უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის მნიშვნელოვან პროდუქტს წარმოადგენს საბრძოლო სისტემა “Aegis”, რომელიც იყენებს მძლავრ კომპიუტერულ და სარადარო სისტემას და შეუძლია დამოუკიდებლად  მტრის საბრძოლო ერთეულების გამოცნობა და განადგრურება. ასევე კომპანია აწარმოებს PAC-3 და THAAD-ის თავდაცვით სისტემებს.

1.jpg

რომ შევაჯამოდ სამხედრო ტექნიკის მწარმოებელი 10 უმსხვილესი კომპანიიდან 6 ამერიკულია, ხოლო დანარჩენი 4 ევროპული.