ფინეთმა I ადგილი დაიკავა ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში, საქართველო 128-ე პოზიციაზეა.

29198_hd.jpg

გაეროს ქვეგანყოფილებამ, რომელიც მდგრადი განვითარების საკითხების შეისწავლითაა დაკავებული ყოველწლიური ბენდიერების ანგარიში გამოაქვეყნა (World Happiness Report). ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში I ადგილზე ფინეთი გავიდა, II პოზიციას ნორვეგია იკავებს, III დანიაა, IV და V ადგილებზე შესაბამისად ისლანდია და შვეიცარია. იმყოფებიან. 

კვლევა სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზეhttps://bit.ly/2FGMMlo

ბედნიერების რეიტინგი და ქვეყნების ქულები გამოითვლება 6 სხვადასხვა პარამეტრიდან გამომდინარემშპ ერთ სულ მოსახლეზე, სიცოცხლის ხანგრძლივობა, სიუხვე, სოციალური მხარდაჭერა, ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება და კორუფციიs აღქმა. 

ყველა ამ მაჩვენებლიდან მიიღება საერთო ქულა, რაც მაქსიმუმ შეიძლება 10-ს შეადგენდეს. ფინეთმა საშუალოდ 7,63 ქულა დააგროვა. საინტერესოა რომ პირველ ხუთეულიდან ქველა ქვეყანა გამოირჩევა წარმატებული თანამედროვე სოციალისტური პოლიტიკის შერწყმით დარეგულირებულ კაპიტალიზმთან, სადაც ძლიერი სახლემწიფო სექტორია და ძალიან მაღალი ცხოვრების დონე. სწორედ ნორდიკულმა/სკანდინავიურმა ქვეყნებმა შეძლეს ყველაზე წარმატებულად ადამიანებზე ორიენტირებული კეთილდღეობის სახელმწიფოების შექმნა, რაც ყველა სხვა ქვეყნისთვის მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს.

აღსანიშნავია ასევე, რომ პირველი ხუთეულის ქვეყნებიდან 3 ევროპული ქვეყანა არაა ევროკავშირის წევრი (ნორვეგია, ისლანდია, შვეიცარია), რაც კიდევ ერთხელ ამყარებს იმ თეზისს, რომ სავსებით რეალურია ხალხზე ორიენტირებული, საყოველთაო კეთილდღეობის სახლემწიფოს შექმნა ევროკავშირის გარეშე.

აშშ აღნიშნულ რეიტინგში მე-18 ადგილზეა, რუსეთი 58-ზე, ხოლო საქართველო 128-ზე. საქართველოს უსწრებენ ისეთი აფრიკული ქვეყნები, როგორებიც არიან ზამბია, მავრიტანია და ეთიოპია.

 

Advertisements

სკანდინავიური სოციალიზმი – უალტერნატივო არჩევანი

icons-of-scandinavian-flags-vector-14996190.jpg

როდესაც ექსპერტები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები სკანდინავიურ ეკონომიკებზე საუბრობენ, ისინი ყურადღებას ამახვილებენ საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო მოდელზე. ეს სავსებით მართებულია. დანია, ფინეთი, ნორვეგია და შვედეთი ყველაზე გულუხვი სოციალური კეთილდღეობის სისტემების სამშობლოდ გვევლინებიან. თითოელ ამ ქვეყანაში არსებობს უფასო და ეფექტური ჯანდაცვის სისტემა, უფასო კოლეჯი/უნივერსიტეტი, ხანგრძლივი დეკრატული შვებულება, კარგად სუბსიდირებადი ბავშვებზე ზრუნვა და უამრავი სოციალური დახმარება, რომელთა აქ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

ისეთი შესანიშნავი მოდელის ქვეყნები, რომელსაც სხვანაირად ”ნორდიკულ ქვეყნებსაც” უწოდებენ ყოველთვის იმსახურებს სხვა ქვეყნების წარმომადგენლების ყურადღებას.

მაგალითად ფინელ ქალებს მშობიარობის შემდეგ ერთწლიანი შვებულება ეკუთვნით, რომლის დროსაც სახელმწიფო იმ შემოსავლების ტოლფას ფულად დახმარებას აძლევს მათ, რაც ბავშვის გაჩენამდე ჰქონდათ. ამის გარდა დედებს შეუძლიათ 2 წლის განმავლობაში მოუარონ საკუთარ შვილებს და სახელმწიფო დოტაციაზე იცხოვრონ, რაც მათ ხელფასის 2/3 იქნება. ქვეყანაში უმაღლესი ხარისხის საყოველთაო ჯანდაცვა მოქმედებს იმისდა მიუხედავად რა ქონებას და სტატუსს ფლობენ ფინეთის მოქალაქეები. ამავდროულად ქვეყანაში არსებობს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო განათლების სისტემა, რომელიც ასევე უფასო და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ამ ყველაფრის ფონზე ძნელია მსგავს მოდელს ბევრი მხარდამჭერი რომ არ ჰყავდეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

shvetsiya.jpg

მაგრამ ზოგიერთი დაინტერესებული პირი, ნებსით თუ უნებლიეთ ნორდიკულ ქვეყნებს ნეოლიბერალიზმის გაუმჯობესებულ ვერსიას მიაკუთვნებს და აღნიშნავენ რომ ისინი ვითომ ხანდახან აშშ-ზე უფრო კაპიტალისტური ქვეყნები არიან. კონსერვატორი და ლიბერალი მიმოხილველები კი ამტკიცებენ, რომ ეს ქვეყნები კვაზი ლიბერტანიანელები არიან. 

მსგავსი შეცდომაში შემყვანი დასკვნების მთავარი მიზეზი ალბათ იმაში მდგომარეობს, რომ მემარცხენე პოლიტიკის წარმატების უარყოფა ბიზნეს ელიტების წისქვილზე ასხამს წყალს.

ავაანალიზოთ ზოგიერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ასპექტი. 

შრომის ბაზარი

მაღალი გადასახადების გარდა სკანდინავიურ ქვეყნებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო ეკონომიკის სექტორი გააჩნიათ, სადაც სამუშაო ადგილები მკაცრადაა დაცული პროფკავშირების მიერ. ძლიერი სახელმწიფო სექტორი ასევე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს უმუშევრობასთან ბრძოლაში.

დანიაში და ნორვეგიაში ყოველი მესამე ადამიანი სახელმწიფოს მიერაა დასაქმებული.

001.jpg

003.jpg

შრომის ბაზარის მახასიათებლები ნორდიკულ ქვეყნებში სოციალისტური ხასიათისაა. ნეოლიბერალური ტენდენცია “მცირე სახელმწიფოს” კონცეფციის შესახებ, რომლის თანახმადაც სახელმწიფო სექტორში სამუშაო ადგილების და სამუშაო ადგილების დაცვის შემცირება, ცენტრალიზებული შრომითი ხელშეკრულების მეორე პლანზე გადატანა უნდა მოხდეს სკანდინავიურ ქვეყნებში სრულად უგულებელყოფილია.

სახელმწიფო ეკონომიკა (სახელწმიფო სექტორი)

ძალიან საინტერესოა რომ სკანდინავიური მოდელი გამოირჩევა ასევე ძლიერი სახელმწიფო სექტორით. კაპიტალზე კოლექტიური საკუთრება ნორდიკული მოდელის განმასხვავებელი ელემენტია, რის დისკერდიტაციასაც ცდილობენ მემარჯვენე ელიტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კოლექტიური საკუთრების ფორმას მოწინავე ადგილი უკავია ნორვეგიასა და ფინეთში, ასევე შვედეთშიც, სადაც მთავრობამ არსებული გეგმის თანახმად მრეწველობის სოციალიზაცია გადაწყვიტა.

ნორვეგიის და ფინეთის მთავრობები ფლობენ აქტივებს რომლებიც მათი მშპ-ის 330% და 130%-ის ტოლია. აშშ-ში მაგალითად ეს მაჩვენებელია 26%-ს შეადგენს.

11

სახელმწიფო საწარმოები (SOE) – რომლებიც განისაზღვრებიან, როგორც კომერციული საწარმოები, სადაც სახელმწიფო საკონტროლო ან საკმაოდ მსხვილი პაკეტის მფლობელია ძალძედ გავრცელებულია სკანდინავიის ქვეყნებში. მაგალითისთვის 2012 წელს ნორვეგიული სახელმწიფო საწარმოების (SOE) ღირებულება ქვეყნის მშპ-ის 87.9%-ის ტოლფასი იყო, ხოლო ფინეთისთვის კი 52.3%-ის. აშშ-ში მაგალითად ეს მაჩვენებელი 1%-საც კი არ აღწევს.

22
ზოგიერთი სახელმწიფო საწარმო სრულად სახელმწიფოს მიერ იმართება: ფოსტა, საზოგადოებრივი მაუწყებელი, სახელმწიფო მონოპოლია ალკოჰოლის საცალო გაყიდვაზე. მაგრამ სხვა შემთხვევებში სახელმწიფო უბრალოდ სოლიდურ პაკეტს ფლობს, თორემ კომპანია კომერციულია. 

ფინეთში მაგალითად არსებობს 64 სახელმწიფო კომპანია, სადაც შედის Solidium- ჰოლდინგ კომპანია, რომელიც თავისმხრივ 12 სხვადასხვა კომპანიაში სახელმწიფო მნიშვნელოვანი პაკეტის მფლობელია.

ფინეთში სახელმწიფო კომპანიები ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში გვხვდება, მაგალითად ავიაკომპანია Finnair; ღვინის და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია Altia; მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია Nordic Morning; მსხვილი სამშენებლო და საინჟინრო კომპანია VR; 8.8$ მლრდ-ის ღირებულების ნავთობკომპანია Neste.

რაც შეეხება ნორვეგია, აქ სახელმწიფოს მფლობელობაშია 70 კომპანია. სახელმწიფო სექტორი მოიცავს:  უძრავი ქონების კომპანიას – Entra; ქვეყნის უმსხვილეს ფინანსურ კომპანიას – Entra; 30 000-ადამიანიან  ტელესაკომუნიციო კომპანიას – Telenor; ნავთობკომპანიას – Statoil.

ფინეთს და ნორვეგიას განსაკუთრებული მიზეზები გააჩნიათ ეკონომიკაში სახელმწიფო სექტორის ესეთი მაღალი დოზის არსებობისთვის. ფინეთის ეკონომიკური პროგრესი სახელმწიფოს აქტიური ჩარევის შედეგად დაიწყო და ამიტომაც მთავრობა ჯერ-ჯერობით ამ პოლიტიკის გადახედვას სულაც არ აპირებს. მაგალითად დღესდღეობით ყველასთვის ცნობად კომპანია “Nokia”-ს 17 წელი დაჭირდა სანამ მოგებაზე გავიდოდა. წლების განმავლობაში Nokia-ს აქტივებს მთავრობდა იცავდა, რათა კონკურენტებს მისი შთანთქნმა არ მოეხდინათ. Nokia-ს მაგალითი არ წარმოადგენს გამონაკლისს, დღევანდელი მულტიონაციონალური კომპანიების უმრავლესობას საწყის ეტაპზე სახელმწიფო სასათბურო პირობებს უქმნიდა და ხელს უშლიდა კონკურენტებს მათ შთანთქმას, ანუ პირდაპირ საგარეო ინვესტიციებზე შეზღუდვებს აწესებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს ეს კომპანიები დღეს არ იარსებებდნენ.

ფინეთს დღემდე არ სურს საკუთარი ეკონომიკა საერთაშორისო კაპიტალისთვის ხელმისაწვდომი გახადოს, ამიტომაც ქვეყანაში ბევრი შეზღუდვა მოქმედებს, რასაც ჯერ-ჯერობით კარგის მეტი არაფერი მოუტანია. 

ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის აღმოჩენამ ნორვეგიისთვის დიდი სტიმული აღმოჩნდა და ამის შემდეგ შეიქმნა უზარმაზარი სოციალური კეთილდღეობის ფონდები. ნორვეგიის სიმდიდრის ფონდის ღირებულებამ 1$ ტრილიონს გადააჭარბა. ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ვებგვერდზე განთავსებულ ვიდეოში ეს ფონდი შემდეგნაირადაა აღწერილი: “ეს ხალხის ფულია, რომელის ყველას ეკუთვნის და თაობებს შორის თანაბრადაა გაყოფილი”

სკანდინავიური ქვეყნების მაგალითმა მთელ მსოფლიოს ნათლად დაანახა რომ მაღალი გადასახადები, დიდი სახელმწიფო სექტორი, სატარიფო პროტექციონიზმი, ძლიერი პროფკავშირები საკმაოდ წარმეტებულად მუშაობს არა ერთეულების, არამედ მთელი საზოგადოების სასარგებლოდ.

ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია, დანია ცხოვრების დონის, ადამიანური განვითარების ინდექსის და სხვა მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური რეიტინგების მიხედვით ყოველთვის საკუთესო ქვეყნების 5-ეულში ხვდებიან, ეს კი მეტწილად ამ ქვეყნებში არსებული ჰუმანური ეკონომიკური მოდელითაა განპირობებული, რომელიც თითოეულ თავის მოქალაქეს განვითარების და ცხოვრებით ტკბობის საშუალებას აძლევს.