გაეროს მიმართ თავის სკეპტიკური და კრიტიკული შეხედულებები ბევრი ქვეყნის ლიდერს დაუფიქსირებია სხვადასხვა დროს, მაგრამ დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველა არგუმენტირებული კრიტიკა, რომლის ანალოგიც ძალიან ცოტაა მსოფლიოში.
ლიბიის ლიდერმა, მუამარ კადაფიმ გაეროს 64-ე გენერალური ასამბლეის დროს ძალიან შთამბეჭდავი სიტყვა წარმოთქვა და ფაქტიურად მიწასთან გაასწორა საერთაშორისო ორგანიზაცია. წარმოგიდგენთ ნაწყვეტს მისი სიტყვიდან.
2009 წელს თავისი გამოსვლის დროს კადაფიმ გაეროს წესდება დახია
გაეროს წესდების პრეამბულაში წერია, რომ ყველა დიდი თუ პატარა სახელმწიფო თანასწორია. როდისაც საქმე შეეხება გაეროს უშიშროების საბჭოს თანასწორია თუ არა ყველა სახლემწიფო? – არა, ჩვენ არ ვართ თანასწორი.
თანასწორია თუ არა ყველა სახელმწიფო, როდესაც საქმე ვეტოს გამოყენებდამდე მიდის?– არა, ჩვენ არ ვართ თანასწორი. პატარა ქვეყნებს არც ვეტოს მიღების და არც ვეტოს აღიარების უფლება არ აქვთ. (ვეტოს გამოყენების და ნებისმიერ გადაწყვეტილების უარყოფის უფლება მხოლოდ უშიშროების საბჭოს 5 მუდმივ წევრს გააჩნია – რუსეთი, აშშ, რუსეთი, საფრანგეთი, ჩინეთი)
გაეროს წესდების პრეამბულაში წერია, რომ შეარაღებული ძალა შეიძლება გამოიყენებულ იქნას მხოლოდ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე. გაეროს შექმნის შემდეგ 65 ომი მოხდა, რომლებიც მსხვერპლის ოდენობით რამდენიმეჯერ აღემატება მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლს. ეს ომები, აგრესია და სამხედრო ძალა, რაც ამ 65 ომის დროს გამოიყენებოდა შეიძლება თუ არა ყველა ქვეყნის საერთო ინტერესს მივაკუთვნოთ? რა თქმა უნდა, არა. ეს ომები მხოლოდ რამენიმე დიდი ქვეყნის ინტერესებში შედიოდა. სწორედ გაეროს თვალთმაქცობამ შობა ნაწილობრივ ეს სამხედრო კონფლიქტები.
სხვა ქვეყნების საშიანაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპი გაეროს წესდების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. არცერთ ქვეყანას არ აქვს სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება, იქნება ეს დემოკრატიული თუ დიქტატორული, სოციალისტური თუ კაპიტალისტური, რეაქციონისტული თუ პროგრესული. მაგრამ რეალურად ყველაფერი პირიქით ხდება, დიდი დასავლური ქვეყნები ყოველდღიურად არღვევენ ამ პრინციპს და ამას არავინ არ იმჩნევს. ისინი არათუ არ ერევიან სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში, არამედ ფაქტიურად თვითონ მართავენ პატარა ქვეყნებს.
ჩვენ თავის დროზე გავწევრიანდით გაეროში იმ იმედით, რომ გვეგონა ეს ორგანიზაცია ამ პრინციპებს დაიცვავდა. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ერთ ქვეყანას აქვს უფლება დაბლოკოს ყველას სხვა ქვეყნის გადაწყვეტილება. გაეროს მუდმივ წევრებს ვინ მიანიჭა სტატუსი უშიშროების საბჭოში? მათგან 4 ქვეყანამ თვითნებურად მიიღო ეს სტატუსი. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ჩვენ მივეცით გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსი – არის ჩინეთ. ეს დემოკრატიული გზით მოხდა, ხოლოდ სხვა ქვეყენბმა ეს არადემოკრატიული მეთოდით გააკეთეს.
წარმოდგენილ გრაფაში ნაჩვენებია რომელი ქვეყნები იყენებენ ვეტოს ყველაზე ხშირად. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვეტოს უფლებას ყველაზე ხშირად აშშ იყენებს.
ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობდნენ ზესახელმწიფოები; ეს უკვე ტერორიზმია. დღესდდღეობით უშიშროების საბჭო წარმოადგენს ფეოდალიზმს უშიშროების სფეროში. ზესახელმწიფოებს გააჩნიათ საკუთარი ვიწრო ინტერესი, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის დანარჩენ მსოლფიოსთან. დიდი ქვეყნები მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ ავტორიტეტს “მესამე სამყაროს” პატარა ქვეყნების დაშინებისთვის და ტერორიზებისთვის.
1945 წელს, გაეროს უშიშროების საბჭოს შექმნის შემდეგ ეს ორგანო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მაგივრად მხოლოდ ტერორით და სანქციებით არის დაკავებული.ჩვენ არ ვართ ვალდებულნი დავემორჩილოთ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს დღევანდელი ფორმით, იმიტომ რომ ის არის არადემოკრატიული, დიქტატორული და არასამრთ₾იანი.
ამ სიტყვიდან 2 წელში დასავლური ქვეყნის ლიდერების ერთობლივმა კოალიციამ კადაფი ცხოველივით მოკლა. დასკვნები თქვენ გამოიტანეთ…
დღეს მორიგ ისტორიულ ექსკურსს შემოგთავაზებთ, მაგრამ ვილაპარაკებთ არა უახლეს მოვლენებზე, არამედ უკვე ყბადაღებულ და მეტ-ნაკლებად ყველასთვის ცნობილ ისტორიას სხვა თვალით დაგანახებთ.
დღევანდელი ჩვენი ბლოგის მთავარი გმირი მუამარ კადაფია. კადაფი ლიბიური სოციალიზმის იმ მოდელის ავტორია, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნდა.
დავიწყოთ იქიდან რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში ლიბია იტალიის კოლონიას წარმოადგენდა, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დროს ოკუპირებული იყო საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის მიერ.
1951 წ. 24 დეკემბერს გამოცხადდა ლიბიის დამოუკიდებელი სამეფოს შექმნა, მაგრამ ფორმალურად ის მაინც დასავლურ კოლონიად რჩებოდა. 1969 წლის 1 სექტემბერს “თავისუფალი ოფიცრები იუნიონისტი-სოციალისტების” ორგანიზაციამ, მუამარ კადაფის ხელმძღძვანელობით ლიბიაში სამხედრო გადატრიალება მოახდინა. 1977 წ. ლიბიამ სახელი გადაირქვა და “ლიბიის სახალხო სოციალისტური რესპუბლიკა” დაირქვა.
1969 წლის რევოლუცია თავისი ხასიათით ბურჟუაზიული იყო. რევოლუციის შემდეგ ყველა მსხვილი საწარმოს ნაციონალიზაცია მოხდა. 1980 წლიდან კი ლიბიაში საწარმოო საშუალებებზე კერძო საკუთრების ლიკვიდაცია მოხდა და მათ მაგივრად კოოპერატივები შეიქმნა. საბჭოთა კავშირის მსგავსად, ლიბიაში არსებობდა გეგმური ეკონომიკა.
თუმცა აღსანიშნავია, რომ ლიბიური სოციალიზმი შორს იყო მაქსისიზმისგან. ლიბიის მმართველი წრეები და მათ შორის მუამარ კადაფი დიდ ინტერესს ავლენდნენ რუსი ანარქისტების კროპოტკინის და ბაკუნინის მიმართ, ასევე სარტრის, რუსოს და ტოლსტოის იდეების მიმართ.
თავის “მწვანე წიგნში” კადაფი აკრიტიკებს მოსახლეობის კლასობრივ დაყოფას და ამას კლანების, პარტიების და ტომების ბრძოლასთან აიგივებს. მუამარ კადაფის აზრით დემოკრატია არანაირად არ არის დამოკიდებული საზოგადოების კლასობრივ სტრუქტურაზე “ნამდვილი დემოკრატია შესაძლებელია უშუალოდ ხალხის ჩართულობით და მონაწილეობით და არა მათი წარმომადენლების (პარლამენტარების), “პარლამენტი – დემოკრატიის ფალსიფიკაციაა” – აღნიშნავს ის.
კლასობრივი დაყოფის მოწინააღმდეგე კადაფიმ ხელისუფლების ორგანოებად “სახალხო კონგრესები”, “კომიტეტები”, “პროფკავშირები” და “პროფგაერთიანებები” დააასახელა.
ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კადაფის ნაწილობრივ ანარქისტი ვუწოდოთ.
უშუალოდ ლიბიის სახელმწიფო მოწყობას რაც შეეხება, ეს იყო ანარქიზმის, სახელმწიფო კაპიტალიზმის, ნაციონალიზმის და სოციალიზმის უნიკალური ნაზავი.
ლიბიის სოციალისტური რესპუბლიკა სხვანაირად, ჯამაჰირიის სახელითაც მოიხსენიებოდა, რაც ნიშნავს – “სახელმწიფოს, რომელიც მასების ორგანიზაციის მიერ იმართება, “სახალხო მმართველობას”, “სახალხო დემოკრატიას” – ამ ტერმინის მსგავს განმარტებებს კადაფი თავის “მწვანე წიგნში” იძლევა.
2011 წლის 15 თებერვალს ლიბიაში მშვიდობიანი ანტისამთავრობო გამოსვლები დაიწყო. გამოსვლების საბაბი გახდა ეგვიპტისა და ტუნისის რევოლუციები, რომლის წინაპირობა გახლდათ “არაბული გაზაფხული”. მომიტინგეები გამოვიდნენ მუამარ კადაფის მმართველობის წინააღმდეგ, რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში იდგა ხელისუფლების სათავეში. ასევე მოითხოვდნენ პრემიერ-მინისტრ ბაღდადი მაჰმუდის დაუყოვნებლივ გადადგომას. სამოქალაქო ომი საბოლოოდ 2011 წლის 23 ოტომბერს მუამარ კადაფის მკვლელობით და დასავლური თანამეგობრობის მხრიდან მისი მმართველობის დამხობით დასრულდა.
მუამარ კადაფის ”მწვანე წიგნი”, სადაც ის ლიბიურ სოციალიზმზე საუბრობს
ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ლიბიელების უმრავლესობა რელურად კადაფის უჭერდნენ მხარს, სხვანაირად ძნელია იმ ფაქტის ახსნა რომ ლიბიის ხელისუფლება მსოფლიოში ყველაზე მძლავრი შეიარაღებული ძალების შეტევებს 7-ზე მეტი თვის განმავლობაში უძლებდა.
რა თქმა უნდა არც იმას ვუარყოფთ, რომ ლიბიაში სამოქალაქო დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, თუმცა მსგავსი სამოქალაქო დაპირისპირებები სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყნებში (ბაჰრეინი, ეგვიპტე, ტუნისი, სირია და ა.შ) არ გამხდარა დასავლეთის მხრიდან ამ ქვეყნებზე სამხედრო თავდასხმის საბაბი.
რაც შეეხება ადამიანის უფლებების კუთხით კადაფის მმართველობის კრიტიკას, უნდა ავღნიშნოთ რომ ამ მხრივაც ყველაფერი იდეალურად არ იყო, თუმცა საუდის არაბეთში მაგალითად ყველაფერი გაცილებით უარესად იყო და არის (იქ მაგალითად სულ რამდენიმე წლის წინ მიეცა ქალებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება, ადამიანებს დევნიან რელიგიური მოტივებით და ა.შ. ), თუმცა ამის მიუხედავად აშშ და დასავლური თანამეგობრობას არათუ არ დაესხა თავს საუდის არაბეთს, არამედ ერთგულ მოკავშირედაც კი მოიაზრებს.
გავიხსენოთ, რაში ადანაშაულებდნენ მუამარ კადაფის. ყველაფერი მიმდინარეობდა კლასიკური “არაბული გაზაფხულის” სცენარით, სუნიტური მმართველობით უკმაყოფილო მოსახლეობა, რომლის უმრავლესობას შეადგენდნენ სუფიტები და შიიტები, ასევე უბრალოდ მსხვილი ბურჟუები, გაიძახოდნენ, რომ მათი მდგომარეობა არის დაკნინებული და ქვეყანაში მათ უფლებებს არაფერად აგდებენ.
შემდგომში წამყვანმა დასავლურმა მედია საშუალებებმა – The New York Times, The Los Angeles Times გამოაცხვეს რიგი სტატიებისა იმის შესახებ, თუ როგორც იდევნებოდნენ კადაფის პოლიტიკური ოპონენტები საერთაშორისო ყურადღების მიპყრობის მიზნით.
გაეროს უსაფრთხოების საბჭომ ლიბიაში “ჰუმანიტარული ინერვენციის” გასამართლებლად გამოიყენა მხოლოდ და მხოლოდ ამბოხებულების (კადაფის მოწინააღმდეგეების ჩვენებები) მათ არ გააჩნდათ თითქმის არცერთი დოკუმენტური მტკიცებულება კადაფის წინააღმდეგ, იმ დანაშაულებში, რაშიც მას ადანაშაულებდნენ. (მკვლელობები, გაუპატიურებები და ა.შ.) ეს ფაქტი შემდგომში მრავალი დისკუსიის საგანი გამხდარა.
ქვემოთ წარმოდგენილ ვიდეოზე ნაჩვენებია როგორც ბომბავდნენ ნატოს საჰაერო ძალები ლიბიას
ქვემოთ წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემები ნათლად ცხადყოფს თუ რატომ ვერ ეგუებოდა ლიბიის ოპოზიცია”კადაფის რეჟიმს” რა მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყანა “ლიბიელი დიქტატორის” 41 წლიანმა მმართველობამ.
მშპ ერთ სულ მოსახლეზე – $ 14 192,(მე-2 აფრიკაში) ( შედარებისთვის -საქართველო 3, 766 $ )
ოჯახის ყოველ წევრზე სახელმწიფო იხდიდა დოტაციას $ 1000
უმუშევრების სოციალური დახმარება თვეში – $ 730
ყოველ ახალშობილზე დედას უხდიდნენ – $ 7000
ახალდაქორწინებულებს საცხოვრებელი ფართის საყიდლად აძლევდნენ – $ 64 000
საკუთარი ბიზნესის დასაწყებად მთავრობა იძლეოდა სასტარტო კაპიტალს – $ 20 000
უფასო ჯანდაცვა და განათლება
საზღვარგარეთ სწავლა და სტაჟირება ფინანსდებოდა მთავრობის მიერ
მრავალშვილიანი ოჯახისათვის საკვებ პროდუქტებზე სიმბოლური ფასი იყო
ვადაგასული პროდუქციის გაყიდვის შემთხვევაში მაღაზია დიდ ჯარიმას იხდიდა, ხოლო მფლობელს დროებით აპატიმრებდნენ
სახელმწიფო იხდიდა ძვირადღირებული წამლების ღირებულებას, ხოლო წამლის ფალსიფიკაციაზე მოქმედებდა სიკვდილით დასჯა
ელექტროენერგია იყო უფასო
ალკოჰოლის გაყიდვა-მოხმარება იყო აკრძალული – „მშრალი კანონი“
მოქმედებდა უპროცენტო განვადება სახლისა და მანქანის ყიდვაზე
მანქანის ყიდვისას საფასურის 50% სახელმწიფო იხდიდა, ჯარისკაცებს 65%
ბენზინის ღირებულება წყლის ღირებულებაზე ნაკლები იყო. 1 ლ – 0, 14 $
როგორც უკვე ავღნიშნეთ ლიბიაში სოციალიზმის თავისებური, უნიკალური ფორმა იყო გავრცელებული, რომელსაც თან ერთვოდა კლასიკური სოციალური კონსერვატიული ურთიერთობების შენარჩუნება. მმართველობის ბოლო წლებში მოსახლეობა საერთოდ იღებდა მოგებას ლიბიის საერთაშორისო ენერგეტიკული ხელშეკრულებებისაგან. ეს ყველაფერი გახდა შესაძლებელი მაშინ, როდესაც საერთაშორისო წნეხის მიუხედავად ლიბიამ შეინარჩუნა სახელმწიფო კონტროლი ნავთობმოპოვებაზე, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებში ეს პრივილეგია კერძო კომპანიებს ეკუთვნის. ზუსტად ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ გამოაცხადეს ლიბია მტრის ხატად საერთაშორისო სივრცეში.
ნატოს და დასავლეთის მიერ მოწყობილ გამანადგურებელ ომამდე, ლიბია აფრიკის კონტინენტზე ლიდერეობდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით, გაეროს ადამიანური განვითარების ინდექსის მიხედვით და ამავდროულად ბავშვების სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით.
გაძლიერებულ ლიბიას და მუამარ კადაფის სურდა შეექმნა სრულიად ახალი ტიპის ჩრდილოეთ აფრიკა და გაეყვანა ის მსოფლიო მოწინავე პოზიციებზე. ეს ეწინააღმდეგებოდა აშშ-ის და დასავლური თანამეგობრობის გეგმებს, რომლებსაც ისინი ახორციელებდნენ არაბული გაზაფხულის მეშვეობით, რომლის მიზანი იყო შეეჩერებინა რიგი აფრიკული და არაბული ქვეყნების ეკონომიკური წინსვლა, ჩაეგდოთ ისინი ექსპლუატატორულ მდგომარებაში და არ დაეშვათ უარყოფითი ცვლილებები სავალუტო ბირჟასა და ნავთობის ბაზარზე.
რიგითმა მკითხველმა კონსპირაციის თეორიაში რომ არ დაგვადანაშაულოს, ჩვენი მოსაზრების გასამყარებლად საკმარისი იქნება იმ ფაქტის დამოწმება, რომ ჰილარი კლინტონის 3 000-ზე მეტი ელექტრონული წერილში ნათლად არის აღბეჭდილი თუ რა ჰუმანიტარული მისია ჰქონდა ნატოს ამერიკულ ჯარს ლიბიაში – ნავთობის მოპოვების ობიექტების განადგურება, რომელიც შემდეგომ თუ გახსოვთ უკვე მოკლულ კადაფის დაბრალდა და სრულიად საიდუმლო 143 ტონა ოქრო და იგივე 143 ტონა ვერცხლი, რომლის არსებობაზე არავინ იცოდა (მადლობა ჰილარი კლინტონს).
გაგიკვირდებათ და თავდაპირველად სწორედ საფრანგეთმა იკისრა “ყველაზე ჰუმანური” ქვეყნის და აშშ-ს მსოფლიო ჟანდარმის როლი მოირგო ლიბიაში. ფრანგებმა საბრძოლო ტექნიკის გარდა 4,4 ათასი ჯარისკაცი გაგზავნეს ლიბიაში, ხოლო ამერიკელებმა 1,2 ათასი
ოქროს და ვერცხლის დათმობა საფრანგეთმა აშშ-ისთვის გადაწყვიტა თუ ის დაეხმარებოდა ანტილიბიურ კამპანიაში. რატომ აქტიურობდა მაინც და მაინც საფრანგეთი ამ მოვლენებში?
საქმე მდგომარეობს იმაში, რომ ლიბია არის ე. წ. „ფრანკოფონური“ აფრიკის ნაწილი, სადაც მთავარ ვალუტად გამოიყენებოდა ფრანგული ფრანკი. კადაფის სურდა ვერცხლისა და ოქროს მარაგით შეექმნა ლიბიის დინარი, რომელიც ჩაანაცვლებდა ფრანკს ფრანკოფონურ აფრიკაში, რაც 2002 წელს ევროზე გადასული საფრანგეთისთვის კატასტროფის ტოლფასი გახდებოდა. ეს მარაგი დღეს დაახლოებით 7 მილიარდ დოლარს აღემატება და გახდა ნიკოლა სარკოზის ლიბიის კამპანიაში მოწინავე რიგებში გამოსვლის მთავარი ფაქტორი.
აი ჩვენ შევეცადეთ მოგვეთხრო კადაფის და ლიბიის ის ალერტნატიული ისტორია, რასაც ქართული მედია საშუალებები არ ყვებიან!
დასასრულისთვის შემოგთავაზებთ ჰილარის კლინტონის ცინიკურ და არაადამიანურ განცხადებას მუამარ კადაფის სიკვდილთან დაკავშირებით. ყოფილი სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ “ჩვენ მივედით, დავინახეთ და მოვკალით” და თან იცნის.