ამასწინათ სოციალურ ქსელში ევროსაბჭოს მეტისმეტად პოპულისტურ პოსტს წავაწყდით ისტორიულ კონტექსტში. ამ პუბლიკაციაში ბევრი სიცრუე და მითია იმის შესახებ, თუ რატომ უყვართ ევროცენტრისტებს ევროკავშირი.
ათვლის წერტილად ავირჩიოთ 1949 წ 5 მაისი, ევროპის საბჭოს და „ევროპის გაერთიანების“ დასაწყისი. განვიხილოთ თითოეული წინადადება, დასკვნების გაკეთება კი მკითხველს მივანდოთ.
1. Because we love to live in peace
ჩვენ ვცხოვრობთ მშვიდობაში
ევროცენტრისტები ხშირად იმეორებენ ამ ფრაზას, რომ ევროკავშირმა ევროპაში მშვიდობა დაამყარა და 70 წლის განმავლობაში სამხედრო კონფლიქტებს ადგილი არ ჰქონია. მაგრამ ეს არის ბინძური ტყუილი, იმდენად რამდენადაც ევროკავშირის შექმნის შემდეგ ევროპაში უმარავ სამხედრო კონფლიქტს ჰქონდა ადგილი. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ:
– გაგახსენებთ, კონფლიქტს ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთს შორის, ჩრდილოეთ ირლანდიისათვის. დიდი ბრიტანეთი და ირლანდია უკვე იყვნენ ევროპის საბჭოს წევრები დაარსებიდანვე, ანუ 1949 წ 5 მაისიდან. კონფლიქტი დაიწყო XX ს დასაწყისში და შეიძლება ითქვას სხვადასხვა ფორმებში მიმდინარეობდა 1998 წლამდე. კონფლიქტს შეეწირა 7000 ადამიანის სიცოცხლე ორივე მხრიდან.
გიბრალტარის კონფლიქტი XVII ს მოყოლებული მიმდინარეობს. ტერიტორია ვერ გაინაწილეს ესპანეთმა და ბრიტანეთმა. კონფლიქტი მიმდინარეობდა ასევე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 1967 წ გიბრალტარმა ჩაატარა რეფერენდუმი და ესპანეთის სუვერენიტეტზე თქვეს უარი, რასაც მოყვა ეკონომიკური ბლოკადა ესპანეთის მხრიდან.
იუგოსლავიის კონფლიქტი 1991-2001. რომელშიც შედის სლოვენიის 10 წლიანი ომი, ხორვატიის ომი, ბოსნიის ომი, ნატოს აგრესია, კოსოვოს ომი, პრეშევის კონფლიქტი, მაკედონიის კონფლიქტი, სრებრენიცას ანკლავი, სადაც მხოლოდ 7000-8000 უდანაშაულო მამაკაცი მოკლეს. მთლიანად კონფლიქტს შეეწირა 115 000 ადამიანი.

1999 წელს ნატოს და ევროკვშირის ქვეყნების მიერ მიწასთან გასწორებული სერბეთი
ეგეოსის კრიზისი თურქეთსა და საბერძნეთს შორის, ვერ გაიყვეს აკვატორიული წყლები. რასაც 1987-1996 წლებში თითქმის მოყვა ღია შეტაკება.
საბერძნეთ-თურქეთის კონფლიქტი კვიპროსში 1960-1975 წლებში. ამას შედეგად მოჰყვა დღესაც საერთაშორისოდ არ აღიარებული თურქეთის ჩრდილოეთ კვიპროსის რესპუბლიკის ჩამოყალიბება.
ასევე ესპანეთის და კატალონიის შეიარაღებული კონფლიქტი, ბრიტანეთის და შოტლანდიის პოლიტიკურ კონფლიქტი, მოლდოვას კონფლიქტი და უკრაინის კონფლიქტი. ამ და რამდენიმე სხვა მოვლენებს კიდევ შეიძლება მოვუძებნოთ არგუმენტი, რატომ არ უნდა ჩაითვალოს ამ გრაფაში.
2. Because we love to be united in diversity
ჩვენ გვიყვარს ერთინობა მრავალფეროვნებაში.
– 2016 წ Brexit-ის რეფერენდუმი, პოლონეთმა, ლატვიამ და საფრანგეთმა დახურეს საზღვრები სირიელი მიგრანტებისათვის. (აშშ-ს 22 შტატმა ასევე განაცხადა, რომ არ მიიღებენ მიგრანტებს სირიიდან). როგორც ჩანს ყველა არ არის ამ იდეის მიმართ ლოიალური.
3. Because we love to travel freely
ჩვენ გვიყვარს თავისუფალი გადაადგილება
– ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირის წევრები გახდნენ 2007 წელს, მაგრამ მიგრაციული კრიზისის ასაცილებლად, რამდენიმე ევროპის ქვეყანამ ამ ქვეყნის მოქალაქეებს შეზღუდვები დაუწესა, ხოლო დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებისათვის ევროკავშირში უნდა შეიქმნას გამკაცრებული კონტროლი. იგივე მიზეზის გამო ისინი არ არიან შენგენის ზონის წევრები. ასე, რომ ამ პუნქტის მართებულობა მათ უნდა ვკითხოთ.
4. Because we love having the choice to work and live in another EU country
ჩვენ გვიყვარს ევროპის სხვა ქვეყანებში მუშაობა და ცხოვრება
– ზუსტად იმიტომ, რომ თურქეთის მოქალაქეებს უყვართ ევროპის სხვადასხვა ქვეყანებში მუშაობა და ცხოვრება, ამიტომაც 1963 წლიდან მოყოლებული გერმანია ბლოკავს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების კენჭისყრას, გავითვალისწინოთ ისიც, რომ თურქეთი ევროსაბჭოს დამაარსებელთა სიაშია.
5. Because of Erasmus
Erasmus პროგრამის გამო
– მაღალი GPA-ს მქონე სტუდენტებისათვის შექმნილი გაცვლითი პროგრამა, რომელიც კარგი მოსწრების მქონე სტუდენტებისთვისაა. (რაღაც დადებითი ყევლაფერშია)
6. Because we can receive medical attention abroad with our EU Health Card
ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ სამედიცინო დახმარება საზღვარგარეთ „ევროკავშირის ჯანმრთელობის ბარათით“
-ერთის მხრივ, რომ შევხედოთ საკმაოდ დადებითი პროცესია. მაგრამ ხომ არავის აუკრძალავს ადამიანებისათვის პრივილეგიის ბოროტად გამოყენება? ამიტომაც გამოვლენილია მრავალი თაღლითობის სქემა, სადაც გარკვეულ მოქალაქეებს, რომლებიც არ იხდიან გადასახადებს ჰქონდათ უფრო მაღალი რანგის „ჯანმრთელობის ბარათი“, ვიდრე იმათ ვინც იხდის. ამის ფონზე ეცემა ეროვნული მედიცინა, რადგან ყველას სურს შვეიცარიასა, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში სამედიცინო მომსახურების მიღება. ამ გაუთვალისწინებელი დისბალანსით დიდი თავსატკივარი გაიჩინეს ევროპაში.
7. Because the EU is the biggest humanitarian donor in the world
ევროპა არის სულ ყველაზე მსხვილი ჰუმანიტარული დონორი მსოფლიოში
– განცხადება შეესაბამება სიმართლეს. მაგრამ ევროპის ყოფილი წამყვანი კოლონიზატორები, დღესაც აგზავნიან ჰუმანიტარული დახმარების უდიდეს თავის ყოფილ კოლონიებში, რათა მათი მხარდაჭერა ჰქონდეთ საერთაშორისო არენაზე. ასე დიდი ბრიტანეთი აგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას ბანგლადეშში, კენიაში, ჰონდურასში, ინდოეთში, მალაიზიაში, ნიგერიაში. საფრანგეთი დომინიკაში, მარტინიკაში, გრენადაში, ალჟირში, ლიბიაში, სენეგალში, გაბონში, ნიგერში, ცენტრალურ აფრიკულ რესპუბლიკაში, მადაგასკარში. ესპანეთი ფილიპინებში, მაროკოში და ა. შ.
ევროპულ კოლონიალიზმს მილიონობით ადამიანი ყავს დაღუპული და ჰუმანიტარული დახმარებით ნამდვილად ვერ გამოისყიდიან საკუთარ დანაშაულს კაცობირიობის წინაშე.
ხოლო ურჩი ყოფილი კოლონიები, რომლებსაც არ სურთად/სურთ, ყოფილი კოლონიზატორების ჰუმანიტარული დახმარება და საერთაშორისო ვითარების ცვლილებაში აქტიური მონაწილეობის მიღება სურდათ, დასავლეთის მიერ ჰუმანიტარული დახმარების მაგივრად ჰუმანიტარულ ბომბებს იღებდნენ.
8. Because we love solidarity
ჩვენ გვიყვარს სოლიდარობა
– გერმანია იღებს მიგრანტების ყველაზე დიდ რაოდენობას და საერთო ჯამში მხოლოდ სირიიდან აპირებს 500 000 დევნილის მიღებას, დიდ ბრიტანეთში 2014 წ. ყველაზე პოპულარული სახელი ახალშობილი ბავშვებისთვის იყო მუჰამედი. მაგრამ ევროკავშირის ბევრი ქვეყანა საერთოდ არ არის სოლიდარობის მაგალითი და პირიქით იზოლაციონიზმის პოლიტიკას ატარებენ. მაგალითად უნგრეთმა და პოლონეთმა საერთდ უარი განაცხადეს მიგრანტების მიღებაზე, უფრო მეტიც – უნგრეთმა სერბეთის საზღვარზე კედლის მშენებლობაც კი დაიწყო.

უნგრეთმა სერბეთის საზღვართან კედლის მშენებლობა დაიწყო მიგრანტებისგან თავის დასაცავად
9. Because we love when we get our Bachelor Degree in France and it is also valid in Romania
საფრანგეთში მიღებული ბაკალვრის დიპლომი, რუმინეთშიც კი ვალიდურია.
– რუმინეთის ადგილას შეურაცხყოფილად ხომ არ იგრძნობდით თავს? რუმინულ ან ბულგარულ დიპლომს თუ თვლიან რამედ გერმანიაში ან საფრანგეთში? საკითხავი აი ეს არის!
10. Because the toys for our kids are safe
იმიტომ რომ ბავშვების სათამაშოები უსაფრთხოა
– ბოლო დროს ბევრი ითქვა და დაიწერა სათამაშოების შემადგენლობაზე და მათ უსაფრთხოებაზე. კარგია, რომ ასე ზრუნავენ ბავშვების ჯანმრთელობაზე, მაგრამ საეჭვოა ის ფაქტი, რომ ამაზე ლაპარაკი დაიწყეს ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ფონზე, ჩინური პროდუქციის ბაზარზე შევიწროების სურვილის გამო! ისე სათამაშოების უსაფრთხოებას საბჭოთა კავშირშიც არანაკლებ ყურადღებას აქცევდნენ!
მასალის მოწოდებისთვის დიდ მადლობას ვუხდით © Janus Club Media-ს