რომის პაპი: Covid 19-მა დაგვანახა, რომ კაპიტალიზმი არ მუშაობს

რომის პაპი ფრანცისი

რომის პაპის, ფრანცისის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიამ დაადასტურა, რომ საბაზრო კაპიტალიზმის შესახებ “ჯადოსნურმა თეორიებმა” კრახი განიცადა და რომ მსოფლიოს სჭირდება ახალი ტიპის პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს დიალოგსა და სოლიდარობას და უარყოფს ომს ნებისმიერ ფასად.

„იყვნენ ისეთებიც, ვისაც სურდა გვერწმუნა, რომ ბაზრის თავისუფლება საკმარისია, რათა ყველაფერი დაცული ყოფილიყო პანდემიის დარტყმის შემდგომ“, – აღნიშნა ფრანცისმა.

პაპის ღია მიმართვაში, რომელსაც მან ასიზში მოაწერა შაბათს ხელი, საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორებიც არის ძმობა, იმიგრაცია, მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრული, ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობა, დისბალანსი ჯანდაცვიs სისტემაში და მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია ბევრ ქვეყანაში.

ფრანცისმა ენციკლიკაში ასევე აღნიშნა, რომ კერძო საკუთრება არ შეიძლება მიჩნეული იყოს, როგორც აბსოლუტური უფლება ყველა შემთხვევაში, როცა ზოგი მფლანგველობით ცხოვრობს, ამ დროს კი სხვებს არაფერი აქვთ.

ფრანცისმა დაგმო ”ნეოლიბერალური რწმენის დოგმები”, განსაკუთრებით კი Trickle down economy (მემარჯვენე ეკონომიკური თეორია, რომლის თანახმადაც ბიზნესისთვის გადასახდების შემცირებას აქვს პოზიტიური ეფექტი მთლიანად საზოგადოებაზე). მისი სიტყვებით სწორი ეკონომიკური პოლიტიკის დროს ხდება სამუშაო ადგილების შექმნა, და არა შემცირება.

2007-2008 წლების ფინანსური კრიზისი იყო ცვლილებების გაშვებული შესაძლებლობა, ამის მაგივრად ჩვენ მივიღეთ ”დიდი თავისუფლება ყველაზე ძლევამოსილთათვის, რომლებიც ყოველთვის ახერხებენ უვნებლად გამოძრომას”. საზოგადოება უნდა დაუპირისპირდეს ”ფულადი იმპერიის დამანგრეველ ეფექტებს’‘.

რომის პაპი ფრანცისი წარსულშიც არაერთხელ მოუწოდებდა სიმდიდრის რესდისტრიბუცის, რათა ყველაზე გაჭირვებულებს დახმარება აღმოუჩინონ და ბუნებრივი რესურსებისადმი უფრო სამართლიანი წვდომა გახდეს შესაძლებელი.

ჩილეს სოციალისტური პროტესტი – ნეოლიბერალიზმის სიკვდილი

ჩილეში საყოველთაო საპროტესტო აქციები მძვინვარებს უკვე 2 კვირაზე მეტია. 2019 წლის 25 ოქტომბერს პრეზიდენტ სებასტიან პინიერის გადადგომის მოთხვონით ჩილეს სხვადასხვა ქალაქში მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა. ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პროტესტია.

პროტესტების პირველადი გამომწვევი მიზეზი სანტიაგოს მეტროს ბილეთებზე გამოცხადებული ფასების ზრდა იყო. საპროტესტო მუხტი მალევე გავრცელდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. დემონსტრანტები მეტროს ბილეთებზე ფასების ზრდის გაუქმების გარდა, ხელფასების და პენსიების მომატებასაც ითხოვდნენ, ასევე წამლებზე ფასების შემცირებას და საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარებას აყენებდნენ დღის წესრიგში.

პირველი რამდენიმე დღის შემდეგ დემონსტრაციები გადაიზარდა ძარცვაში და სხვადასხვა ობიექტებზე ცეცხლის წაკიდებაში. დაძაბულობის მატების შედეგად პრეზიდენტმა პინიერმა მეტროს ბილეთებზე ფასის მომატების გადაწყვეტილება გააუქმა, მაგრამ დემონტრაციები არ შეწყდა. არეულობების დროს 19 ადამიანამდე დაიღუპა. ადგილობრივი უფლედამცველების მონაცებით 585 ადამიანი დაიჭრა, ხოლო 2840 მოქალაქე დაპატიმრებულ იქნა. სანტიაგოში და რამდენიმე სხვა ქალაქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა.

ჩილეს პრეზიდენტმა სებასტიან პინიერმა ის ცვლილებები დააანონსა, რამაც სოციალური პრობლემების მოგვარების უნდა შეუწყოს ხელი. ესაა პირველ რიგში პენსიონერების მხადაჭერა, მინიმალური სახელფასო გარანტირებული ანაზღაურების დაწესება, წამლებზე ფასების დაწევა, მაღალ შემოსავლებზე (8 მილიონ პესოზე მეტი) 40%-იანი გადასახადის დაწესება, ელექტროენერგიაზე ტარიფების სტაბილიზაცია და 9,2%-იანი ფასების ზრდის გაუქმენა, და ა.შ

ნეოლიბერალიზმის დაბადება და სიკვდილი

ჩილეში მიმდინარე მოვლენების განხილვისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ერთი გარემოება, რომ ეს არ მხოლოდ ანტისახელისუფლებო გამოვსლებია, არამედ ბევრად ცდება ამ საზღვრებს. ეს პირველ რიგში ანტიკაპიტალისტური, ”თავისუფლი ბაზრის” პრინციპების წინააღმდეგ მიმართული საერთო სახალხო მუხტია.

შეგახსენებთ, რომ ჩილე იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ამერიკელებმა “თავისუფალი ბაზრის” პრინციპიების დანერგვა დაიწყეს საექსპერიმენტო სიტუაციაში. მათ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს კანიონიერად არჩეული სოციალისტი პრეზიდენტი, სალვადორე ალიენდეს წინააღმდეგ, ქვეყნის პრეზიდენტი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს და დიქტატორ აუგუსტო პინოჩეტს ჩაუგდეს მთელი პოლიტიკური ძალაუფლება.

სწორედ ამიტომაც ამჟამინდელი პოლიტიკური დემონსტრაციების ერთი-ერთი მთავარი ლოზუნგი, რაც ჩილელებმა დანარჩენი მსოფლიოსთვის მოამზადეს შემდეგნაირად ჟღერდა: ”ნეოლიბერალიზმი ჩილეში დაიბადა და ჩილეშივე მოკვდება”

სოციალისტი სალვადორ ალიენდეს ყველაზე დიდი რეფორმა, რამაც აშშ-ის განრისხება გამოიწვია, ჩილეური სპილენძის ინდუსტრიის ნაციონალიზაცია იყო. სპილენძი ჩილეს ექსპორტში მთავარი პროდუქტი იყო და XIX საუკუნის შუა პერიოდიდან სპილენძის მოპოვება 2 ამერიკული კომპანიის მიერ კონტროლდებოდა, რომლებიც სხვადასხვა მაღაროებს ფლობდნენ. ეს კომპანიები არაერთხელ მოხვდნენ კრიტიკის ქარ-ცეცხლში ჩილეს ბუნებრივი რესურსების არაკეთილსინდისიერი ექსპლუატაციის და ჩილელი მუშების სასაცილო ხელფასების გამო. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ამერიკული კომპანიები მათ მიერ მოპოვებულ სპილენძს ჩილელებს ბევრად უფრო ძვირ ფასად ყიდნენ. XX საუკუნის დასაწყისიდან ჩილეში მემარცხენე მოძრაობები მოითხოვდნენ სპილენძის ინდუსტრიის ნაციონალიზაციას. ალიენდეს წინამორბედმა მთავრობებმა დაიწყეს ნაციონალიზაციის პროცესი, ხოლო ალინდეს ხელისუფლებამ წარმატებით დაასრულა ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხი და ამერიკულ კომპანიებს უარი უთხრა კომპენსაციების გადახდაზე.

სალვადორ ალიენდეს ძეგლი

დამარცხებული ალიენდეს სოციალისტური პოლიტიკის მაგივრად, ამერიკელების დანიშნულმა პონოჩეტმა მთელი პოლიტიკური ძალაუფლება ფაქტიურად მილტონ ფრიდმანს მიანიჭა, რომლის თაოსნობითაც შეიქმენა ”ჩიკაგოელი ბიჭების” გუნდი (Chicago boys). ”ჩიკაგოელი ბიჭები” იყო 25-მდე ჩილელი ეკონომისტი, რომელთაც ჩიკაგოს უნივერსიტეტში მიიღეს განათლება მილტონ ფრიდმანის თაოსნობით. მათი მიზანი ნებისმიერი გზით, თუნდაც ძალადობით და ადამიანური უფლებების გათელვის ფონზე ქვეყანაში ”თავისუფალი ბაზარის” პრინციპების დანერგვა იყო. ისინი ჩილეში აბსოლუტურ მარგინალებად ითვლებოდნენ, რადგანაც მოსახლეობის უმრავლესობა სოციალისტურ იდეებს იზიარებდა, მაგრამ დიქტატორ პინოჩეტის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათ სასათბურე პირობები შეექმნათ. აღნიშნულმა პირებმა ჩილეში ულტრამემარჯვენე ეკონომიკური პოლიტიკის გატარება დაიწყეს.

როდესაც პინოჩეტის რეჟიმი 1990 წელს ჩამოიშალა, ჩილე ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი იყო, სადაც სოციალური უთანასწორობა ყველაზე მაღალ დონეზე იყო. მსოფლიო ბანკის მონაცემებით 1990 წლეს ჩილეს მოსახლეობის 40% უკიდურესი სიღარიბის პირობებში ცხოვრობდა და ამავდროულად ქვეყანაში ოლიგარქების მცირე ფენა საკმაოდ კომფორტულად გრძნობდა თავს.

ამიტომაც ჩილეში მიმდინარე მოვლენები ყველა იმ ქვეყნისთვისა და მათ შორის საქართველოსთვისაცაა მნიშვნელოვანი, სადაც მოსახლეობა ნეოლიბერალიზმის ტყვეობაშია.

კაპიტალიზმის სიძულვილის 10 მიზეზი

წარმოგიდგენთ ჟურნალისტის და პროზაიკოსის,  გარი ენგლერის პუბლიკაციის (Gary Engler) თარგმანს [Top 10 Reasons to Hate Capitalism]. ის ასევე ამასწინათ გამოქვეყენებული ახალი კომუნისტური მანიფესტის თანაავტორია.

JtzobrOEqdVgFD-ksbQ1yyailqwWvFSQbsxdYBpeG3QAnV2mnRJd7LfwxmYDfilZo9oAcNARdU2I20KZRgoFnbcF2STfH5dnyHtg1WzLMZU

კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემა სიხარბეს ადიდებს და თანამშრომლობის და კოლექტივიზმის დაკნინებას ცდილობს

1. კაპიტალისტური კორპორაციები ფსიქიკური აშლილობით იტანჯებიან, რაც მათ ანტისაზოგადოებრივ ქცევაში გამოიხატება, თანაგრძნობის და მონანიების არარსებობის გამო. მათ საკუთარი აქციონერები სწორედ ანალოგიური ქმედებების გამო ახალისებენ და  აჯილდოვბენ. კორპორაციების გაგზავნა რომ ყოფილიყო შესაძლებელი კრიმინალურ ფსიქოლოგთან, დიაგნოზი ფსიქოპათოლოგია იქნებოდა და მათ სამუდამო იზლორებას მოხდენდნენ საზოგადებისდან.

2. კაპიტალიზმი სიხარბეს ახალისებს. ეს ის სიხარბეა, რომელის მხოლოდ კაპიტალისტებისთვისაა კარგი. ნორმალურ ადამიანებს ეს ანტისაზოგადოებრივ ქცევად მიაჩნიათ და სულიერ მკვლელობად, იმაზე რომ არაფერი ვთქვათ რომ ეს ძალიან ცუდია საზოგადოებისთვის, რომელიც დამოკიდებულია ალტრუიზმზე, თანაგრძნობაზე  და სხვებზე ზრუნვაზე.

3. კაპიტალიზმი შეზღუდული პრივილეგიების და კლასობრივი წესრიგის სისტემაა, რომელიც კერძო საკუთრებაზეა დაფუძნებული. ის მდიდრების მცირეროცხოვან ჯგუფს ძალაუფლებას უგდებს ხელში, რათა მათ სამუშაო ადგილები იყიდონ და გაყიდონ, რაც იმას ნიშნავს რომ მათ შეუძლიათ გაანადგურონ მთელი საზოგაოდებები, რომლებიც ამ სამუშაოზე არიან დამოკიდებული.

4. კაპიტალისტები თავისუფლებას და ინდივიდუალიზმს ადიდებენ, მაგრამ ისინი ამ თავისუფლებას და ინვიდუალიზმს ანადგურებენ ყველასთვის, საკუთარი თავის გარდა. ყოველდღიურად გადარჩენისთვის მებრძოლი ჩვენნაირი ხალხის დიდი უმრავლესობა, ვინც ყოველდღიურად ვემორჩილებთ სხვადასხვა ბრძანებებს და ვმუშაობთ როგორც მანქანები, ვიზღუდავთ საკუთარ შემოქმედებითობას ჩვენი ბოსების მოგების ინტერესებიდან გამოდინარე.

stop-capitalism

5. კაპიტალისტები ლაქას ცხებენ თანამშრომლობას და კოლექტივიზმს, მაგრამ ისინი ქმნიან მასიურ წარმოებას, სადაც მათ მიერ დაქირავებული მუშები სწორედ ამ თვისებებს იყენებენ. მათი სისტემა მოითხოვს რომ ჩვენ პატარა ხრახნები ვიყოთ გიგანტურ, მოგებაზე ორიენტირებულ მანქანაში, მაგრამ მათ იმ ძალის ეშინიათ, რაც ჩვენ გვეძლევა და მუდამ გვინერგავენ იმ იდეას რომ ერთობლივი მუშაობა ჩვენი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე არანაკონიერი და მანკიერია. ამიტომაც კაპიტალისტები ძალ-ღონეს არ იშურებენ პროფკავშირების და მისი მსგავსი ორგანიზაცების გასანადგურებლად, რომლებიც მოსახლეობას თანამშრომლობისკენ და კოლექტიური ქმედებებისკენ მოუწოდებენ.

6. კაპიტალიზმი საჭიროებს უზარმაზარ პროპაგანდისტულ სისტემას, ყველაზე ტოტალურს ოდესმე არსებულ სისტემებს შორის, რათა ჩვენ დაგვარწმუნოს რომ კაპიტალისტური სისტემა ერთადერთი შესაძლო სისტემაა. ეს პროპაგანდა ხალხს რეკლამის, მარკეტინგის, გართობის და ხანდახან ახალი ამბების მეშვეობითაც მომხმარებლებად აქცევს. მილიონობით ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით დასაქმებულია იმის გამო, რომ ჩვენი გრძნობები სიყვარულის, სურვილის, ადამიანური სოლიდარობის და სამართლიანობის სახით მანიპულაციის საშუალებებად აქციოს, რათა მცირე უმრავლესობამ უფრო მეტი მოგება მიიღოს.

7. კაპიტალიზმი – ეს არის სისტემა, სადაც დომინირებს პრინციპი «ერთი დოლარი – ერთ ხმა», «ერთი ადამიანი – ერთი ხმის» ნაცვლად.  ისინი, ვინც ფლობენ აქციების უმრავლესობას (რაც დოლარების მეშვეობით შეიძინეს), მართავენ გიგანტურ კორპორაციებს, რომელთაგან ბევრი უფრო მეტ ძალაუფლებას ფლობენ ვიდრე ყველა დანარჩენი ადამიანი და სტრუქტურა, რამდენიმე მთავრობის გამოკლებით. მდიდრები საკუთარ ფულს იყენებენ არჩევნებში დომინირებისთვის, რომელმაც იდეაში ჩვენ თანაბარი უფლებები უნდა მოგვანიჭოს არჩევნის გასაკეთებლად. კაპიტალიზმის პირობებში ვისაც უფრო მეტი ფული გააჩნია, შესაბამისად მეტ უფლებასაც იძენს პროდუქტების და სერვისების მისაღებად, ასევე უფრო მეტი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მთავრობაზე და ეკონომიკაზე.

8. კაპიტალიზმი ქადაგებს გაშიშვლებული, პირადი ინტერესების აღმატებულობას, მაგრამ ეს ინტერესები არ უნდა შეიცავდეს მორალს, ეკოლოგიას და ჯანსაღ აზრზს – რას მივყავართ გარემოს და საზოგადოების განადგურებამდე, კოლონიალიზმამდე, ომამდე და მასობრივი განადგურების სხვა ფორმებამდე. პირადი ინტერესები კაპიტალისტებს მოგების ძიებას აიძულებს აბსოლუტურად ყველაფერში, იმ ზარალის მიუხედავად, რაც სხვა ადამიანებს და ეკოლოგიის სისტემის შენარჩუნებას ადგება. პირადი ინტერესები კაპიტალისტებს აიძულებს გაანადგურონ ყველა კონკურენტი ეკონომიკური სისტემა და მსოფლმხედველობა, რომელიც შეიძლება ბარიერი აღმოჩნდეს მათი სიხარბის რბოლაში.

9. კაპიტალიზმი დემოკრატიის მეგობარი კი არაა, საბოლოო ჯამში მისი მტერია. კრიტიკულ სიტუაციებში კაპიტალისტები ირჩევენ კაპიტალიზმს და არა დემორკატიას. როდესაც ხალხი დემოკრატიას კაპიტალისტების ძალაუფლების დასასუტებლად იყენებს, მდიდარი და გავლენიანი ხალხი ფაშიზმის სხვადასხვა ფორმებს მიმართავენ საკუთარი პრივილეგიების შესანარჩუნებლად. 

10. კაპიტალიზმი – კიბოა, რომლითაც ჩვენი პლანეტა დაავადდა. კაპიტალიზმი მოგებას ნახულობს გლობალური დათბობიდან, რაც ჩვენი ოკეანეების განადგურებით, სხვადასხვა ქიმიქატების მეშვოებით დაბინძურებაში გამოიხატება. ის აპატენტებს ყველაფერს, რაც შეუძლია, ჩვენი სიცოხლის ჩათვლით. მხოლოდ კაპიტალიზმისგან გათავისუფლების შემთხვევაში შევძლებთ ჩვენი პლანეტის გადარჩენას.

images (1)

არის თუ არა დასავლური ეკონომიკური თეორია გამოყენებადი განვითარებადი ქვეყნებისთვის?

myrdal-karl-gunnar.jpg

დღეს ჩვენ XX საუკუნის ერთ-ერთ მეტისმეტად საინტერესო და მნიშვნელოვან ეკონომისტზე, გუნარ მურდალზე მოგიყვებით, რომელიც 1974 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ეკონომიკის დარგში. შვედი ეკონომისტი მიიჩნევდა რომ თავისუფალი ვაჭრობა კიდევ უფრო აღრმავებს მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის არსებულ უთანასწორობას და არა პირიქით, რასაც დღეს მეინტრიმული ეკონომისტები გვიმტკიცებენ.

გუნარ მურდალის თეორია, ორიგინალური სახით თითქმის უკვე არსად აღარ ისწავლება. თუმცა მურდალის თეორია ბევრად უფრო რეალისტურია, ვიდრე მაგალითად პოლ სამუელსონისა, რომლის ეკონომიკურ სახელმძღვანელოებსაც “მონოპოლიზირებული” ჰქონდათ საქართველოს უნივერსისტეტების ეკონომიკური ფაკულტეტები.

7135999-L.jpg

თავის სახელგანთქმულ ნაშრომში „აზიური დრამა“ გუნარ მურდალი საკმაოდ საინტერესო დასკვნებს აკეთებს, რომელთა განზოგადებაც დღევანდელი საქართველოსთვისაც არ იქნებოდა ურიგო. ის მიდის იმ დასკვნამდე, რომ სამხრეთ აზიის ქვეყნებში ინდუსტრიალიზაციის პრობლემები გამოწვეულია არა კაპიტალის სიმწირით, როგორც დასავლელი თეორიტიკოსები იტყობინებიან, არამედ სამუშაო ძალის არასრულყოფილი გამოყენებით, იმ პარადოქსით, რომ ადგილი აქვს ერთდორულად, როგორც სამუშაო ძალის სიმწირეს, ასევე მის სიჭარბეს. ასეთია სოფლის მეურნეობის კოლოსალური ჩამორჩენილობის პარადოქსი, ძველი ინფრასტრუქტურით, მომზადების და სათანადო განათლების დაბალი დონით, მას არ შესწევს ძალა, რომ გაათავისუფლოს თავისუფალი სამუშაო ძალა ქალაქისთვის.

განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის პარადოქსის შესწავლის დროს არ გამოგვადგება ორთოდოქსალური რეცეპტები. არ შეიძლება გამოვიყენოთ, ის მიდგომები, რომლებიც უკვე ინდუსტრიული ქვეყნების მიმართ გამოიყენება, იმ ქვეყნების მიმართ სადაც ინსტიტუციური მეტამარფოზები მხოლოდ ჩანასახის სახით არსებობს.

განვითარებულ სახელმწიფოებში სამეწარმეო ფაქტორების მაღალი მოქნილობა განპირობებულია ტექნოლოგიებით, ადათწესებით და სამოქალაქო ინსტიტუტებით. მაგალითად, ინჟინერული ცოდნის გავრცელება, ბაზრის ოგრანიზება და მობილობა, ეკონომიკური გათვლები და მოტივაცია.

მურდალი აღნიშნავს, რომ სამხრეთ აზიის ქვყნების მდგომარეობა არის რადიკალურად განსხვავებული: „ფასი არ რეაგირებს მოთხოვნასა და მიწოდებაზე, სამეწარმეო ფაქტორები არის ძალიან სპეციფიკური და ეკონომიკურ სტიმულებზე იშვიათად რეაგირებენ. ბაზრის არასრულფასოვნება, უნიათობა და ირაციონალურობა არის ნორმალური განმსაზღვრელი ფაქტორი. დივერსიფიცირების დონე დაბალია, ხოლო მონოპოლიზაციის დონე საკმაოდ მაღალია, მობილობა არის რთული ან საერთოდ არ არსებობს, კომპლემენტარულობა კი საყოველთაო ხასიათს ატარებს“.

საინტერესოა, მაგრამ შიდა მოხმარების შემცირება არ იწვევს უცხო ვალუტის დამატებითი შემოსავლის შემოდინებას. ისინი აგრძელებენ საყოფაცხოვრებო საქონლის იმპორტს. თანამედროვე სამეწარმეო სექტორის განვითარება იქნება შეუძლებელი, თუ არ იქნება საყოფაცხოვრებო, განსაკუთრებით კი საკვები პროდუქტების, წარმოება-გასაღების მუდმივი ზრდა. არ შეიძლება დავეყრდნოთ მოდელებს, რომლებიც უპირისპირებენ ერთმანეთს წარმოებასა და დაგროვებას. ინდუსტრიალიზაციას უნდა ჰქონდეს ნამატი  სამეწარმეო ზრდის სახით, რაც უნდა აისახებოდეს ეკონომიკის სხვა სფეროებშიც, როგორიც არის, მაგალითად სოფლის მეურნეობა, რომელიც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დარგს წარმოადგენს.

მოხმარების დონის ზრდა არის ეკონომიკის სამომავლო ზრდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა. საჭიროა არა მხოლოდ დაგროვებითი პოტენციალის გაზრდა, არამედ იმ რესურსებიც მოძიება, რაც საბოლოოდ აამაღლებს ადამიანების ცხოვრების საშუალო დონეს, შექმნის ახალი სამუშაო ძალის ფორმირების გარემოს, რომელიც პასუხობს თანამედროვე სამეწარმეო სფეროში დასაქმების კრიტერიუმებს. საუბარია არა მხოლოდ პროფესიულ მომზადებაზე, არამედ ფიზიკურ გამძლეობაზეც, გამჭრიახობაზე, ძველი ტრადიციების და აზროვნების გადალახვაზე, სრულ სამუშაო განაკვეთზე მუშაობის მზადყოფნაზე.

სამხრეთ აზიის ქვეყნების მთლიანი დრამა მდგომარეობს იდეალებსა და რეალობას შორის არსებულ უფსკრულში. იმ უფსკრულში, რომელიც შექმნილია სურვილებსა, მიზნებსა და რეალურ შესაძლებლობებს შორის. უფსკრულია პროგრესულ აზროვნებასა და კონსერვატიულ შრომას შორის.

მმართველობაში მყოფი ადამიანების რადიკალური განცხადებების მიზანია დამალონ რეალური მდგომარეობის სურათი – სახელმწიფო აპარატის კორუპცია, ჩინოვნიკების ანგარება, მსხვილი კაპიტალის ინტერესების მუდმივი გამარჯვება სამოქალაქო საჭიროებებზე.

მმართველი აპარატი ძალაუფლებას იყენებს მხოლოდ საკუთარი პრივილეგირებული მდგომარეობის გასამყარებლად.

მურდალი ამტკიცებს იმას, რომ ეკონომიკაში ჩაურევლობის ერთადერთი შედეგი (ადამ სმიტის „უხილავი ხელის“ თეორიის მიხედვით) იქნება მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკის დაქვეითება. ეკონომიკის განვითარების სათავეში უნდა იდგას არა საბაზრო ავტომატიზმი, არამედ სწორად გააზრებული სტრატეგია, ორგანიზაციული, ტექნოლოგიური და სოციალ-ეკონომიკური გარდაქმნების თანმიმვდევრობა.

გუ

დასავლური ეკონომიკური მოდელები ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ცინიკურად და დაუდევრულად არ ითვალისწინებენ ეკონომიკის და პოლიტიკური სისტემის ბუნებრივ ჩამორჩენილობას, რაც განპირობებულია ისტორიული, ან სხვა დამოუკიდებელი პროცესებით. ისინი არ ითვალისწინებენ კონკრეტულ პოლიტიკურ ვითარებას, რომელიც ეკონომიკურისგან განსხვავებით, არ ექვემდებარება ანალიზს. ინდუსტრიული გარდაქმნისათვის, საჭიროა სტაბილურიბა და ის ვერ იტანს პოლიტიკური ბუნების არითმიას.

განვითარება მიიღწევა მხოლოდ კონკრეტული მიზნების დასახვის პირობებში. ორთოდოქსალური მიდგომისგან განსხვავებით, რომლებიც არ ითვალისწინებენ ამოცანების დასახვისა და მიღწევის თეორიულ ანალიზს, ინსტიტუციონალისტები ამტკიცებენ იმას, რომ ეს ორი განზომილება აუცილებლად საჭიროებს თეორიულ ანალიზს, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკური გარდაქმნის ეფექტურობას. ამოცანების მიღწევის მიზნები და საშუალებები არ არის იზოლირებული, გარდამავალი ეკონომიკის პირობებში მათი სწორი შერჩევა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

მურდალი თვლის რომ ღირებულებების ფაქტორი თამაშობს ეკონომიკაში მთავარ როლს. მიუკერძოებელი ეკონომიკური თეორია, ყოველთვის შეიცავს ღირებულ მინიშნებებსა და რჩევებს. მურდალი უპირისპირდება ოპონენტებს და ამბობს, რომ ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხების გაცემა არ ატარებს ინდივიდუალური ანალიზის ხასიათს, არამედ იდეოლოგიურად არის განპირობებული. ნებისმიერი პასუხი, ან რეკომენდაცია პოლიტიკოსებისათვის არის მიკორძოებული და მათთვის გამოუსადეგარი. პოლიტიკური მიზნები და ღირებულებები არის ეკონომიკური პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი.

წიგნში „აზიური დრამა“ დიდი ყურადღება ეთმობა „ეკონომიკურ დაგეგმარებას“. მურდალი განასხვავებს განვითარების ორ მოდელს: დისკრეციულს, ანუ ნებაყოფლობითს და გამიზნულს და არადისკრეციულს, რომელიც ეყრდნობა გარკვეულ შექმნილ მექანიზმს. როდესაც ის ალაპრაკობს არადისკრეციულ ეკონომიკურ მოდელზე, ის ამბობს რომ “ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის პრაქტიკა” სრულად განსხვავდება იმ პოლიტიკსგან, რომელიც ყალიბდება საბაზრო მექანიზმების შედეგად. ადამიანების ეკონომიკური ქცევა განპირობებულია ინდივიდუალური სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლებით და არა სახელმწიფოს ეკონომიკური ადმინისტრირებით, ხოლო ფასების მექანიზმი ქმნის გარკვეულ ბერკეტებსა და სტიმულებს, რომელიც სწორია ეკონომიკური განვითარების პერსპექტივიდან.

ცნობილის შვედი ეკონომისტი თავის ნაშრომებში ასევე აღნიშნავს, რომ შეუძლებელია საზოგადოების მოდერნიზება და ახალი ტექნოლოგიების შემოტანა ტრადიციების, ადათ-წესების და კულტურული მახასიათებლების ხელშეუხებლად. სახელწმიფო ინსტიტუტების გარდაქმნა იწვევს ადამიანების შრომის მიმართ დამოკიდებულების გარდაქმნას. ასე რომ გარდაქმნები ყოველთვის ეხება, როგორც ინსტიტუციურ, ასევე სოციალურ გარემოს.

აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტორიც, რომ დასავლური საბაზრო ეკონომიკური მოდელები საერთოდ არ მუშაობს აღმოსავლურ პირობებში. თავისუფალი ბაზარი იწვევს სახელმწიფოს ბუნებრივი რესურსების გამოფიტვას, ტვინების გადინებას, ხოლო ეკონომიკა ხდება დასავლური ჰეგემონიის სამრეწველო დანამატი. აღმოსავლური განვითარებადი სახელმწიფოებისათვის, ისევე როგორც საქართველოსთვის საჭიროა გამიზნული და სწორად გააზრებული პროტექციონიზმი, საჭიროა ეკონომიკის საერთო სახალხო განვითარება და საერთაშორისო გაერთიანება, რომელიც შეეწინააღმდეგება დასავლურ ექსპანსიონიზმს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ სანაგვეზე უნდა მოვისროლოთ დასავლური ეკონომიკური სახელმძღვანელოები. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ სრულიად ახალი ეკონომიკური მოდელი,  რომელიც არ მოახდენს ბრმად სხვა ეკონომიკური მოდელების გადმოღებას, არამედ გარდაქმნის და განავითარებს უკვე არსებულს. მოდელი, რომელიც გაითვალისწინებს იმ კროს-კულტურულ მახასიათებლებს, რა სოციუმთანაც გვაქვს შეხება.