5 უმსხვილესი მონოპოლია, რომელიც გლობალიზაციის დროს შეიქმნა

9393239-cartoon-big-fish-eating-up-the-smaller-

ოდესღაც ეკონომიკის გაკვეთილებზე თქვენ დიდი ალბათობით გიყვებოდნენ ნეოლიბერალურ ზღაპრებს იმის შესახებ, რომ ეფექტური ეკონომიკა მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობის და გლობალიზაციის პირობებში იქმნება კონკურენციის შედეგად. ეს მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური თეზისია, რაც ემპირიული ბაზით არ არის გამყარებული. რეალური ფაქტები იმაზე მეტყველებენ, სამართლიანი კონკურენცია მოჩვენებითია და თავისუფალი ვაჭრობის და გლობალიზაციის პირობებში ყალიბდება უმსხვილესი მონოპოლიები, რომლებიც მთლიან ბაზრებზე აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობენ.

დღეს გვინდა მოგითხროთ 5 უმსხვილეს მონოპოლიაზე, რაც მარკეტოლოგების მიერ საკმაოდ ჭკვუანურადაა შეფუთული და ბევრ ადამიანს წარმოდგენა არ აქვს მათი არსებობის შესახებ.

მზის სათვალეების მწარმოებელი კომპანია Luxottica

34318.jpgმზის სათვალეების ბაზარზე უამრავი სხვადასხვა ბრენდი ოპერირებს. სხვადასხვა თემატურ მაღაზიაში შესვლისას თქვენ გეჩვენებათ რომ უდიდესი არჩევნის წინაშე ხართ და ისეთი ბრენდების სათვალეები შეგიძლიათ შეიძინოთ, როგორებიცაა Oakley, RayBan, Revo, Vogue, DKNY ან სულაც მაღალბიუჯეტური დიზეინერული ბრენდების პროდუქტი (Prada  BVLGARI ). ყველაზე საინტერესო ამ ყველაფერში ისაა, რომ ყველა ამ ბრენდის სათვალეს ერთი კომპანიას ეკუთვნის სახელად Luxottica. აღნიშნული კომპანია ათობით სხვადასხვა სათვალეების ბრენდის მფლობელია.

ასე რომ დღესდღეობით მთელ მსოფლიოში, მზის სათვალეების ბაზარზე მოქმედებს უმსხვილესი მონოპოლია და ყველაფერი ერთი კომპანიის, Luxottica-ას ხელშია. უამრავი სხვადასხვა ბრენდის არსებობა მარკეტოლოგების მიერ მოფიქრებული ხრიკია და სხვა არაფერი.

შინაური ცხობელების საკვების წარმოებას მთლიანად ერთი კომპანია აკონტროლებს

2008 წელს აშშ-ში სერიოზულ სკანდალს ჰქონდა ადგილი, როდესაც შინაური ცხოველების მასობრივი მოწამვლის ფაქტები დაფიქსირდა სპეციალიზირებული საკვებით. ანალიზებმა გამოაჩინა, რომ მომწამვლელი ნივთიერება 150-ზე მეტი სხვადასხვა ბრენდის შემადგენლობაში აღმოჩნდა, რაც შინაური ცხოველების კვებისთვისაა განკუთვნილი. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი რომ ყველა ბრენდი, რომელიც შინაური ცხოველების საკვების ბაზარზე არსებობს კომპანია Menu Foods-ს ეკუთვნის.

slide5394.jpg

კორპორაციის პროდუქცია სხვადასხვა ბრენდებს მოიცავს, თუმცა ტექნოლოგიურად ერთნაირად მზადდება და სხვადასხვა ფასი ადევს მომხმარებლებში არჩევნის ილუზიის შესაქმნელად. აღნიშნული ინციდენტი კომპანია 35 000$ დაუჯდა და მმართველი კომპანიის სახელის შეცვლა მოუწია (EOS Direct). შინაური ცხოველების საკვების გარდა კომპანია ცნობილი ენერგეტიკული სასმელის Red Bull-ის წარმოებითაა დაკავებული.

Monsanto-ს სიმინდი

slide5395.jpg

ხელოვნურად წარმოებული სიმინდი – სახამებელი და სიროპი სხვადასხვა წარმოებებში მნიშვნელოვან ნედლეულად გვევლინება, ისეთებშიც კი რომლებიც აგრონომიისგან საკმაოდ შორსაა. კონსერვების, საკონდიტრო ნაწარმის, ბიოსაწვავის წარმოებისას საკმაო რაოდენობით გამოიყენება წარმოებული სიმინდი. კომპანია Monsato სიმინდის სახეობების გენმოდიფიცირების კვლევებით და წარმოებითაა დაკავებული. ის ამ ბაზარზე აბსოლუტურ მონოპოლისტად გვევლინება. ამ კომპანიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი მოძულე ჰყავს.

1901 წელს დაარსებული ამერიკული კომპანია თავის დროს ქიმიურ იარაღს ”აგენტ ორანჯს” ამზადებდა, რასაც ამერიკელი ჯარისკაცები ვიეტნამში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ხოცვა-ჟლეტვისთვის იყენებდნენ. გასაკვირი არ უნდა იყოს ესეთ ამორალურ კომპანიას და თან მონოპოლისტს უამრავი მოძულე რომ ჰყავს.

Quanta-ს კომპიუტერები

მნიშვნელობა არ აქვს თქვენ ძვირადღირებული Apple-ის MacBook-ს ფლობთ, თუ დემოკრატიულ Lenovo-ს, დიდი ალბათობით ისინი ერთი და იმავე ქარხანაშია აწყობილი ერთი და იგივე საწარმოო სიმძლავრეებით. ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ტექნიკის მსხვილი მწარმოებლები საკუთარ პროდუქციას ძირითადად აზიში განლაგებულ სხვადასხვა ქარხნებში აწყობენ, მაგრამ ის რომ მსოფლიოში ხელმისწვდომი კომპიუტერების 1/3 აზიური კორპორაციის Quanta-ს ქარხნებშია შექმნილი არც თუ ისე ბევრმა ჩვენთაგანმა იცის.

slide5396.jpg

სწორედ Quanta-ს ქარხნებში იწყობა თითქმის ყველა ბრენდის კომპიუტერები, Sony-ით დაწყებული, Apple-ით დამთავრებული.

InBev-ის ლუდის სამყარო

s3-news-tmp-85019-ab_inbev_brands_0--default--575.jpg

როდესაც უბნის მაღაზიაში და სუპერმარკეტში ლუდის შეძენას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ რომ ამერიკული Bud,  გერმანული Carlsberg, ბელგიური Stella Artois, მექსიკური Corona და უამრავი სხვა ლუდი (Beck’s, Leffe, Eagle, Modelo, Jupiler) ერთი კომპანიის მფლობელობაში და ერთი და იმავე ქარხნებში ისხმება. კორპორაცია InBev აბსოლუტურ მონოპოლისტად გვევლინება ლუდის ბაზარზე და უამრავი სხვადასხვა ლუდის მეპატრონეა. კორპორაცია სხვადასხვა ქვეყნებში ადგილობრივი ლუდის ბრენდების მასობრივ შესყიდვას ახდენს საკუთარი ძალაუფლების კიდევ უფრო გასამყარებლად

Advertisements

თავისუფალი ბაზარი არ მუშაობს!

თავისუფალი ვაჭრობა არის კაპიტალიზმის არსი. მის გარეშე დიდიდ ბრიტანეთის კაპიტალისტური იმპერია ვერ განვითარდებოდა. კაპიტალიზმი, როგორც კოლონიალიზმის ისე ნეოკოლონიურ სტადიაზე, თავისუფალი ვაჭრობის მიერ მოტანილი განვითარების სიკეთის იდეით იყო გამართლებული. მაგრამ 2008 წლის დიდი რეცესიის მერე წამყვანი კაპიტალისტური ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ტემპი იმდენად დაბალია, რომ ეკონომისტები ლაპარაკობენ არა განვითარებაზე არამედ სეკულარულ (ხანგრძლივ) სტაგნაციაზე. ერთ ერთი ახსნა ამისა არის ის, რომ თავისუფალმა ვაჭრობამ თავი ამოწურა; მას აღარ მოაქვს განვითარება.  რა მოხდა, როგორ მოვედით აქამდე?

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ  დასავლური კაპიტალიზმის განვითარებაში იყო „კეინზიანური“ პერიოდი, რომელიც უზრუნველყოფდა შედარებით სოციალურ თანასწორობასა და სწრაფ განვითარებას. 1970 იანი წლების ბოლოს ამერიკაში დაიწყო ე.წ. სტაგფლაცია (მორიგი რეცესიას თან დაერთო მაღალი ინფლაცია). ეს თავისთავად სოციალურ და ეკონომიურ პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ ინფლაცია ყოველთვის არაპოპულარულია. ამით ისარგებლა მემარჯვენე ელიტამ ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის დასაკნინებლად. რეიგანის გაპრეზიდენტებამ ააღორძინა „მცირე მთავრობის“ იდეა და მოიტანა ე.წ. ნეოლიბერალიზმის ხანა, როდესაც გაბატონდა მილტონ ფრიდმანის მონეტარული თეორია.

keynes

ჯონ მეინარდ კეინზი

ჯონ მეინარდ კეინზის მაკროეკონომიკური თეორია ამართლებდა სახელმწიფოს „ანტიციკლურ“ სტრატეგიულ ჩარევას ეკონომიკაში ფისკალური (საბიუჯეტო) ინსტრუმენტებით, რათა შერბილებულიყო კაპიტალისტური განვითარების ციკლის (ზრდისა და რეცესიის მონაცვლეობა) მავნე შედეგები. ამის საწინააღმდეგოდ, ფრიდმანის მონეტარულმა თეორიამ შექმნა ილუზია, რომ მთავრობის ჩარევა საჭირო არ არის და მხოლოდ ცენტრალური ბანკის სწორი მონეტარული პოლიტიკით შეიძლება მიაღწიო კაპიტალისტური ეკონომიკის უკრიზისო განვითარებას. სწორედ მაშინ, როდესაც თითქოს უკვე მიაღწიეს ამას, მოხდა 2008 წლის დიდი რეცესია. დასავლეთმა სასწრაფოდ მიმართა კეინზიანურ პოლიტიკებს კაპიტალიზმის სისტემური კოლაფსის ასარიდებლად, მაგრამ მალევე დაუბრუნდა მონეტარულ პოლიტიკებს და  მცირე „მცირე მთავრობის“ იდეას, რაც დრემდე ხორციელდებოდა ხსენებული სეკულარული სტაგნაციის ფონზე.

მცირე მთავრობითა და მის მიერ განხორციელებული მომჭირნეობის პოლიტიკით გატაცების მიზეზი არის კაპიტალიზმის ისტორიული დამოკიდებულება „თავისუფალ ვაჭრობაზე“. ასეთი, სახელმწოფოს ჩარევისაგან თავისუფალი, ვაჭრობა ყველა ქვეყანას საშუალებას აძლევს, რომ დასპეციალდეს თავის „შედარებით უპირატესობაზე“, ანუ იმ საქონელზე, რისი წარმოებაც ყველაზე კარგად (ხარჯ-ეფექტურად) გამოსდის. ასეთ შემთხვევაში თითქოს ყველა ქვეყანა მოგებულია. თუმცა, ტექნოლოგიურად უკვე დაწინაურებულ ქვეყანას შეუძლია მეტი საქონლის წარმოება და  გაყიდვა იგივე შრომითი დანახარჯით ვიდრე მის ჩამორჩენილ სავაჭრო პარტნიორს. ამგვარად, ამ ქვეყანას წარმოექმნება ექსპორტის მეტობა იმპორტზე, რაც არის მისი გამდიდრებისა წყარო ჩამორჩენილი სავაჭრო პარტნიორების ხარჯზე.

TrumpTradeWall-676x450

Epoch Times-ის ილუსტრაცია

იმისათვის რათა განვითარების ეს წყარო შეინარჩუნოს, განვითარებულ კაპიტალისტურ მეტროპოლიას სჭირდება მცირე მთავრობის და ბაზარში ჩაურევლობის წესის დაცვა. ბაზარში ჩაურევლობა ერთის მხრივ ინარჩუნებს სავაჭრო პარტნიორების (კოლონიების) ჩამორჩენილობას და მეორეს მხრივ მეტროპოლიას საშუალებას აძლევს პერიოდული ეკონომიური კრიზისი დაძლიოს საკუთარი მუშახელის ხარჯზე, რომელსაც კაპიტალისტი სამსახურიდან დაითხოვს, ახალ ტექნოლოგიას დანერგავს, საქონელს უფრო ხარჯ-ეფექტურად აწარმოებს და  ექსპორტზე დამოკიდებულ ეკონომიურ ზრდას აღადგენს.

ის ფაქტორი, რამაც დიდი რეცესიის შემდეგ არაეფექტური გახადა კაპიტალიზმისათვის ფუნდამენტური სტრატეგია – თავისუფალი ვაჭრობა  და მისგან გამომდინარე მცირე მთავრობის მომჭირნეობა  – არის გლობალიზაცია. ანუ, თავისუფალმა ვაჭრობამ მოიცვა მთელი მსოფლიო და განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებს აღარ აქვთ თავიანთი საქონლის გასაღების ბაზრების გაფართოების საშუალება. შესაბამისად, მცირე მთავრობის მიერ გაწეული მომჭირნეობა აღარაა საკმარისი კონკურენტუნარიანობისა და ექსპორტზე დამოკიდებული ზრდის აღსადგენად, მის მიერ გამოწვეული ხანგრძლივი უმუშევრობა კი მიუღებელი სოციალური ტვირთია. მონეტარული პოლიტიკებით ამერიკამ კი დასძლია უმუშევრობა, მაგრამ ექსპორტზე დამოკიდებული ზრდა მიუღწეველი დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატი ობამას მთავრობა არ ეშვებოდა თავისუფალი  ვაჭრობის ახალი ხელშეკრულებების გზით სიარულს, ყველა ხედავდა ამ ხელშეკრულებების უუნარობას სეკულარული სტაგნაციიდან გამოეყვანა კაპიტალიზმი. მეტიც, გასაიდუმლოებულ პირობებში მომზადებული ეს ხელშეკრულებები ისე აფართოებდნენ ინტელექტუალურ საკუთრებაზე (და არა მარტო) კორპორაციების უფლებებს, რომ ინოვაციების დანერგვას და წამყვანი კაპიტალისტური ქვეყნების განვითარებას საფრთხე უძლიერდებოდა.

ამ საფრთხის აღიარებამ და თავისუფალი ვაჭრობის კრიტიკამ გზა გაუკვალა ტრამპს ამერიკის პრეზიდენტობისაკენ. ტრამპი დღეს გამოხატავს ამერიკული სამრეწველო კაპიტალის ინტერესებს ფინანსურ კაპიტალზე დამოკიდებული დემოკრატებისაგან განსხვავებით. მისი დაპირებებია ამერიკის ინდუსტრიული სიძლიერის აღსადგენად პროტექციონიზმის გამოყენება საგარეო ვაჭრობაში და ეკონომიკის სტიმულირებისათვის აქცენტის გადატანა მონეტარული პოლიტიკიდან ფისკალურზე. მაგრამ ტრამპი არ არის ტიპიური კეინზიანელი. მისი პოლიტიკა უცნაური ნაჯვარია მცირე მთავრობისა და კეინზიანური ფისკალური სტიმულის იდეების. მეორეს მხრივ ტრამპის პროტექციონისტული იდეები ეს არის ამერიკისათვის 18-ე საუკუნის მერკანტილისტური სახელმწიფოს პრაქტიკის დაბრუნება და არა  ახალი სამართლიანი და ბალანსირებული  საერთაშორისო ვაჭრობის ადვოკატობა. გამოიწვეს კი ამერიკის ნეო მერკანტილიზმი  საერთაშორისო ვაჭრობის შემცირებას, ეს შემცირება კი ეკონომიკური სტაგნაციის გაღრმავებას? ამ კითხვებზე პასუხს დღეს ბევრი ეძებს.

მეორეს მხრივ, ნათელია ერთი  რამ – განვითარებადმა ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ თავისუფალი ვაჭრობისა და მცირე მთავრობის იდეების დღევანდელი დელეგიტიმაცია და ააღორძინონ  მთავრობის როლი ისეთი განვითარების დაგეგმვაში, რომელიც წარიმართება სუვერენული და დემოკრატიული ხალხების სოციალურ მიზნებით და არა თავისუფალი ვაჭრობით, ნაციების შემოქმედებითი უნარების გამოთავისუფლებით და არა სხვის ხარჯზე გამდიდრებისაკენ სწრაფვით.

© პაატა გურგენიძე