ბერძენმა ინტელექტუალმა, თანამედროვეობის გამორჩეულმა ეკონომისტმა, საბერძნეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრმა, თავის დროზე ევროკავშირის ტროიკის რისხვამ, იანის ვარუფაკისმა 2018 წელს ახალი წიგნი გამოსცა შემდეგი სათაურით – “საუბრები ეკონიმიკაზე ჩემს გოგონასთან” (Talking to My Daughter About the Economy: or, How Capitalism Works–and How It Fails), სადაც საკმაოდ მარტივი ენით, ზედმეტი ფორმულების გარეშე ავტორი ხსნის კაპიტალიზმის თანმდევი სხვადასხვა ეკონომიკური საკითხების არსს.
აღნიშნული წიგნის გამოსხვლას უამრავი პოზიტიური გამომაურება მოჰყვა სხვადასხვა პოლიტეკონომიური გამოცემებისგან. წიგნმა მკითხველების საკმაოდ მაღალი რეიტინგიც დაიმსახურა.
ჩვენ გადავწყვიტეთ ზემოთხესენებული წიგნიდან მცირე მონაკვეთის თარგმნა, სადაც ავტორი თანამედროვე საბანკო სისტემის კრიტიკულ ანალიზს გვთავაზობს.
ზღაპრებისგან განსხვავებით, სადაც კეთილი ჯადოქრები ყოველთვის ამარცხებენ ბოროტებს, ეკონომიკა საშინელი ზღაპარია. აქ ბოროტი ჯადოქრები კეთილებს ამარცხებენ და ეს ბოროტი ჯადოქრები ბანკირები არიან.
ბანკირი თავის საქმიანობას ფეოდალიზმის ეპოქაში იწყებდა, როგორც მევახშე, რომელიც ფულის გასესხების სანაცვლოდ პროცენტებს იღებდა, ხოლო თანამედროვე საბაზრო საზოგადოებაში ის ყოველისშემძლე მბრძანებელია.
ბანკირი, მეწარმისგან განსხვავებით წარმოების ორგანიზებას არ ახდენს. მაშ რას აკეთებს ის? როგორ მოუყარა თავი მან ამხელა სიმდიდრეს? ბევრს შეცდომით მიაჩნია რომ ბანკირი არის შუამავალი იმ ადამიანებს შორის, ვისაც ბევრი ფული გააჩნია და იმ ხალხს შორის, რომელთაც ფულის სესხება სურთ. ასე მცდარად ისინი ასევე ფიქრობენ, რომ ბანკირის შემოსავალი პროცენტებში სხვაობის მეშვეობით უყალიბდება, ანუ დანაზოგებზე პროცენტი დაბალია კრედიტის პროცენტთან შედარებით და ეს სხვაობა წარმოადგენს ბანკირის შემოსავალს.
ოდესღაც, რამდენიმე საუკუნის წინ, ეს ნამდვილად ასე იყო. ბანკირი დღემდე განაგრძობს შუამავლის როლის თამაშს, ოღონდ ძალიან მცირე დოზით. როდესაც საბაზრო საზოგადოებებმა მოწიფულობას მიაღწიეს, ბანკირმა ხელი აიღო აქამდე მის მთავარ ამოცანაზე, რაც მეანაბრეებსა და კრედიტორებს შორის შუამავლობაში გამოიხატებოდა. განვითარებულ საბაზრო საზოგადოებებში ბანკირი რეალურად არსებულ ფასეულობებს კი არ ანაწილებს იმ ხალხს შორის, ვისაც ერთის მხრივ ეს ჭარბი რაოდენობით გააჩნია და მეორეს მხრივ იმ ხალხს შორის, ვინც ამის დეფიციტს განიცდის, არამედ ის მომავლიდან ხაპავს ყველაფერს, რათა აწმყოში გასცეს.
რატომ? იმიტომ რომ საბაზრო საზოგადოების განვითარებისთვის არასაკმარისია არსებული საცვლელი ღირებულება. საჭიროა ბევრად უფრო დიდი სახსრების მოძიება, ამისთვის კი – ფასეულობების მარაგის მოძიება. საიდან შეიძლება მათი აღება? ბანკირებისგან. და საიდან მოიტანენ ამას ბანკირები? მომავლიდან.
ამიტომაც ბანკირი ეს არაა “ხელი”, რომელიც უკვე მიღებულ ღირებულებას აგროვებს. ესაა “ხელი”, რომელიც დროით საზღვარს კვეთს, რომელიც მომავლიდან იმ ღირებულებას იტაცებს, რაც ჯერ წარმოებული არაა და მოაქვს ის აწმყოში. ეს ღირებულება მეწარმეს ვალად ეძლევა, რომელსაც ის წარმოებაში აბანდებს და ასე აწარმოებს ფასაულობას, რომლის სანაცვლოდ ბანკირს ვალს უხდის. ბანკირს შეუძლია მომავლიდან მოტაცებული ღირებულების დაბრუნება ისევ მომავალში, რომელიც ამასობაში დადგება კიდეც.
ამიტომაც მე ბანკირს დროებს შორის შუამავალს ვუწოდებ. თითქოს მან ჰერბეტ უელსის ერთ-ერთი დროის მანქანა მოიპარა და მისი მეშვეობით მოგზაურობს და ფულს შოულობს – მომავლის მეწარმეებს ეხმარება სესხი აწმყოს მეწარმეებს მისცენ. (ამასთან ერთად ეს შეიძლება ერთი და იგივე ადამიანები იყვნენ) ის იტოვებს პროცენტს იქიდან, რასაც მომავალში მიიღებს და რაც ქმნის ვალს აწმყოში. ეს არი გარიგება, რომელიც დროის საზღვრის მეშვეობით ხორცილედება და დროში გაჭიმული ეკონომიკური პროცესების წონასწორობას უჭერს მხარს.
მაგრამ რატომ ვუწოდე მე ბანკირებს ბოროტი ჯადოქრები? იმიტომ რომ ჩვენ ვაწყდებით ისეთ პარადოქსს, რომელიც ეკონომიკის მთავარ პრობლემად გარდაიქმნება.
რაც უფრო მეტ წარმატებულ გარიგებს ახორციელებს ბანკირი, მით უფრო ხშირად მიიწევს მისი ”ხელი”მომავალში და მით უფრო მეტ ფასეულობას აცლის მომავალს და ის აწმყოში მოაქვს. ბანკირის შემოსავალი იზრდება და უკვე აწმყო მთლიანად ვალებში ეფლობა მომავლის წინაშე. მაგრამ ბანკირი ვერ ჩერდება
, მან ფულით უნდა უზრუნველყოს ახალი გარიგებები, რომელთა რაოდენობა სულ იზრდება და სულ უფრო მეტი თანხა მიაქვს მას ბანკში. ეს ფული აწმყოში არაფრით არაა უზრუნველყოფილი. შედეგად კი ფინანსური კრახი დგება.