როგორ მოუწყვეს ფრანგებმა ალჟირელებს სასტიკი გენოციდი

ალჟირში კოლონიური მმართველობის პერიოდში 1830 – 1962 წლებში ფრანგებმა მილიონობით მშვიდობიანი მოსახლეობა გაჟლიტეს. ცნობილი ფრანგი მწერალი ვიქტორ ჰიუგო, ამბობდა, რომ ბარბაროსებს – ზუსტად ასე მოიხსენიებდა ის ალჟირელებს, მათ „ძალის“ ენაზე უნდა ელაპარაკო.

ფრანგულ კოლონიზაციამდე ალჟირი საკმაოდ ძლიერ ქვეყანას წარმოადგენდა, რომელიც აკონტროლებდა ხმელთაშუა ზღვის მასიურ ნაწილს, 1827 წელს ოსმალეთის ფლოტის დამარცხებამდე.

1830 წელს ფრანგებმა მოაწყეს უზარმაზარი სამხედრო ექსპედიცია, რომლის სათავეში გენერალ ბურმონი ჩააყენეს. სანამ ისინი კონკრეტულ ქმედებებზე გადავიდოდნენ, მათ სიტყვით მიმართეს ალჟირელებს, შემდეგი ტექსტით: ჩვენ  ფრანგები  ვართ, თქვენი მეგობრები, ახლა მივემართებით თქვენ დედაქალაქ ალჟირში. „ჩვენ ფიცს ვდებთ, რომ მხოლოდ მშვიდობიანი მოტივები გვამოძრავებს და თუ თქვენ მხარში ამოგვიდგებით და ჩვენ უსაფრთხოებას უზრუნველყოფთ, ქვეყნის ხელისფლება და დამოუკიდებლობა თქვენ ხელებში დარჩება.”

otherappsimage_62

ფრანგ ჯარისკაცებს ხელში ალჟირელების მოკვეთილი თავები უკავიათ

როგორც კი ფრანგები შედგნენ ალჟირის მიწაზე, მათ ისეთი სისასტიკე მოაწყვეს, რომელიც გერმანელებს დასავლეთ ევროპაში არც კი დაესიზმრებოდათ.

მაგალითად ფრანგული კოლონიური არმიის ჯარისკაცები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მოსახლეობის მოჭრილი ყურებისა და კიდურების შეგროვებაში. ფრანგებს გააჩნიათ ამ ფაქტების დოკუმენტური მტკიცებულება, მაგრამ დღეს როდესაც საფრანგეთი ტერორიზმს ებრძვის , სისხლიანი ტერაქტების შემდეგ, ყველა თვალს ხუჭავს თვით ფრანგების მიერ ჩადენილ ბევრად უფრო დიდ სისასტიკეზე.

ფრანგების ანგარიშებში, რომელიც პარიზში იგზავნებოდა ეწერა შემდეგი: „ჩვენ სრულიად გავანადგურეთ მეჩეთები. გავძარცვეთ მოსახლეობა, რომელსაც უსაფრთხოებას ვპირდებოდით. ყველა ვინც გავლენით სარგებლობდა ჩვენ დავსაჯეთ, რადგან ისინი საფრთხეს წარმოადგენდნენ.“

14717157_1313371598708631_7868992612673826067_n.jpg

ფრანგები მასობრივი მკვლელობებით ცდილობდნენ გაექროთ ადგილობრივ მოსახლეობაში ნაციონალური იდენტიფიცირების აზროვნება. ფრანგებმა ნამდვილი „სანადირო სეზონი“ გახსნეს ალჟირში და რთულია იმ სისასტიკის მასშტაბების წარმოდგენა, რასაც ევროპელი კოლონიზატორები მიმართავდნენ.

ამ ყველაფრის შესახებ ისინი პარიზს აუწყებდნენ და დავალებების შესრულების დასტურად ფოტო მასალას უგზავნიდნენ.

მამრობითი სქესის წარმომადგენლებს ანადგურებდნენ, ქალებს და ბავშვებს აგზავნიდნენ პოლინეზიურ კუნძულებზე. ყველას ვინც არ იყო ლოიალური ხელისუფლების მიმართ სასტიკად კლავდნენ.

ერთი ასეთი რეიდის განმავლობაში ფრანგებმა გაანადგურეს 1 300-დე ადამიანი და არცერთი დაშავებული, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ცოცხალს არავის ტოვებდნენ.

ამას თვითონ მონტიანაკას ოფიცრები იტყობინებოდნენ.

1830 წლის 26 ნოემბერს ფრანგებმა მოაწყვეს აქამდე უნახავი მასობრივი წამება ქალაქ ბლიდაში. ისინი არ ინდობდნენ არც მოხუცებს, არც ბავშვებს, არც ორსულად მყოფ ქალებს. სულ რამდენიმე საათში ქალაქი პოსტაპოკალიპტიკურ ადგილს დაემსგავსა. მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა დღესაც არ არის ცნობილი. ეს შეტევა იყო პასუხი ალჟირელი შეიარაღებული ჯგუფის მიერ მოწყობილ იერიშზე, რომელთაც ფრანგების მიერ საკუთარი სამშობლოს ოკუპაცია ვერ მოითმინეს.

ფრანგი ჯარისკაცები ალჟირელი გოგონას გაუპატიურებამდე მასთან სურათს იღებენ

მაიორი მონტანიაკი 1943 წლის ანგარიშში წერდა, რომ მისი ქვედანაყოფები არაბებს თავებს აცლიდნენ. ნებისმიერი არაბი, რომელიც მიაღწევდა 15 წლის ასაკს, უნდა ყოფილიყო მოკლული, რადგან საფრთხეს წარმოადგენდა ფრანგული ხელისუფლებისათვის.

იგივე მაიორი გახდა ცნობილი ზუსტად მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებით. მაშინ, როდესაც წინააღმდეგობრივი მოძრაობები შეწყდა, ის მაინც აგრძელებდა ადამიანების წამებას და სურდა ციხე ცარიელი დაეტოვებინა.

მონტანიაკის ერთ-ერთ ანგარიშში წერია: „თქვენ მეკითხებოდით რას ვუშვრები ქალებს. ნაწილს მძევლებად ვიტოვებთ, ნაწილს ვყიდით აუქციონებზე ან პირუტყვში ვცვლით. ასეთია ჩვენი არაბებთან ბრძოლის მეთოდები. მამაკაცების მოშორება, ბავშვებისა და ქალების  გაგზავნა პოლინეზიურ კუნძულებზე. მოკლედ ყველა იმ ადამიანის გაქრობა ვინც ჩვენ არ გვემორჩილება.“

გენერალ კავენიაკმა ერთხელ გულახდილად აღიარა, რომ მან გაანადგურა მთელი ბენი საბის ტომი 1844 წ : “ ჩვენმა ჯარისკაცებმა გამოქვაბულის შესასვლელი ლოდებით დახურეს, ხოლო შიგნით ტომი მოვაქციეთ და ლოდებს ცეცხლი წავუკიდეთ.“  რაც შეეხება ტომის დანარჩენ წევრებს, რომლებიც ამ მომენტში არ იმყოფებოდნენ ტომის ტერიტორიაზე, ისინი მომდევნო წლის განმავლობაში ყველა დააკავეს და მათ იგივე ბედი ეწიათ, ოღონდ ამ შემთხვევაში შემოსასვლელის დაწყვის გარეშე, ისინი უბრალოდ შიმშილით მოკვდნენ თავიანთ წინაპრებთან ერთად.

და ეს ყველაფერი არის ფრანგების მეირ მოწყობილი გენოციდის მხოლოდ ერთეული შემთხვევები, რომლებიც შენარჩუნდა დღევანდელ დღემდე დოკუმენტების სახით. ამ სისასტიკისათვის გენერალ კავენიაკი გახდა ცნობილი, როგორც „ალჟირელთა ელვა“ და მარშალის ხმალი დაიმსახურა.

არანაკლებ ტრაგიკული იყო მოვლენები ავლად რიახის მიდამოებში, ფარაშიშის გამოქვაბულში 1845 წელს. ამ  წამების მთავარი ჯალათი იყო პოლკოვნიკ პელისიე. საქმე შემდეგში მდგომარეობდა. ამავე წლის იანვარში გაჩაღდა ცნობილი ბრძოლა, რომელიც სუფიტების აჯანყებით იყო გამოწვეული. ამ დროს ფრანგების წინააღმდეგ გაერთიანდნენ სხვადასხვა სუფიტური მიმართულებები: კადირია, დერკავია და ტოებია.

ავლად რიახის ტომი, რომელიც მონაწილეობდა ამ აჯანყებაში, ტენსის სამხრეთ ნაწილში მდებარეობდა. „ამომწვარი მიწის“ პოლიტიკის შესაბამისად ამ ტომის მიწა დაწვეს, ხოლო ქონება გაძარცვეს, ტომი ამოწყვიტეს. გადარჩენილი ტომის ათასობით წევრმა თავი ფარაშიშის გამოქვაბულს შეაფარა, პალისიეს დანებების მოთხოვნაზე მათ ფრანგებს სროლა დაუწყეს. ამაზე პასუხად პალისიემ უბრძანა ჯარისკაცებს შეშა დაეწყოთ შესასვლელთან და ცეცხლი წაეკიდათ ისე, რომ ბოლი გამოქვაბულში შედიოდეს, რითაც დაიხრჩო ათასობით აჯანყებული.

france_genocide_03

საფრანგეთის პოლიტიკა ალჟირში და მისი სასტიკი ბრძოლის მეთოდები ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების წინააღმდეგ ჟენევის კონვენციას ეწინააღმდეგობდა რომელსაც, საფრანგეთის ჩათვლით ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ მოაწერა ხელი და ის უკრძალავდა ხელმომწერ ქვეყნებს არაჰუმანური მეთოდებით ომის წარმოებას და ტყვეების მიმართ არაჰუმანური ტანჯვა-წამების მეთოდების გამოყენებას. მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ეხებოდა მხოლოდ თეთრკანიანთა რასას და არა ყველა ადამიანს.

იმის დასადასტურებლად, რომ საფრანგეთი ნამდვილად არღვევდა ჟენევის კონვენციის პირობებს მოგვყავს სიმონ დე პოვუარის სიტყვები: „1954 წლიდან, ჩვენ ფრანგები გავხდით გენოციდის თანამონაწილეები. მშვიდობის დამყარების წინაპირობით ჩვენ რეიდების განხორციელების დროს ერთ მილიონამდე ალჟირელი გავანადგურეთ. ჩვენ ვწვავდით ტომთა დასახლებებს. ზოგ ტომებს საკონცენტრაციო ბანაკებში ვამწყვდევდით, სადაც ისინი სიცივისაგან, შიმშილისაგან, ან სხვადასხვა დაავადებებისაგან კვდებოდნენ.“

ფრანგები ალჟირში წამების სხვადასხვა მეთოდებს იყენებდნენ: ადგილობრივებს სიკვდილამდე სცემდნენ, ბევრი ალჟირელი ძაღლების საკვებად იქცა, იყენებდნენ ელექტროგამტარებს, დიდი ხნით აჯენდნენ მინის ნატეხებზე, ძალით ავსებდნენ მათ სხეულს წყლით და შემდეგ ზედ ახტებოდნენ, სანამ წყალი ყველა ხვრელიდან არ გამოედინებოდა, აძრობდნენ ფრჩხილებს, აცლიდნენ სკალპებს, ლურსმებიან იატაკზე აგორავებდნენ, ან სხეულის ერთ ნაწილს ხეს, ხოლო მეორე ნაწილს მანქანას აბამდნენ.

37dc0a1e11c3.jpg

ხშირად ადამიანებს აიძულებდნენ საკუთარი სამარხი ამოეთხარათ, სადაც მათ კისრამდე მარხავდნენ და ასე ტოვებდნენ სიკვდილისთვის. დანარჩენებს მძიმე ტვირთებს აზიდვინებდნენ, აიძულებდნენ  გზა ენით მოეწმინდათ, ლაგამს ამოუდებდნენ ხოლმე ცხენების მაგივრად, ან 10 საათის განმავლობაში სახლის გარშემო არბენინებდნენ. კედლებს აშენინებდნენ, შემდეგ ანგრევდნენ და ახლიდან აშენინებდნენ. 1958 წელს ფრანგებმა ალჟირში დაარსეს სკოლა, სადაც ახალ ოფიცრებს წამებას ასწავლიდნენ.

ამ ყველაფრის შესახებ პარიზში იცოდნენ და ფარულად მითითებებსაც იძლეოდნენ, მაგრამ არასდროს აღიარებდნენ ამას. ყველა ის მტკიცებულება და აღიარება საკმარისია, იმისთვის, რომ ეს ჯარისკაცები გაესამართლებინათ სამხედრო დანაშაულისათვის. ბევრი ჯარისკაცი შეუერთდა არალეგალურ ორგანიზაციებს, რომლებიც როგორც ალჟირელებს ასევე ფრანგებს ანადგურებდნენ, რომლებსაც სურდათ შეემსუბუქებინათ ალჟირელთა მდგომარეობა.

ფრანგული პოლიტიკა ალჟირში დღესაც რჩება შავ ლაქად საფრანგეთის და ევროპის ისტორიაში და დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში ამაზე არავინ საუბრობს.

სამწუხაროა, რომ დღესაც საფრანგეთი იყენებს ალჟირის ინტელექტუალურ ელიტას თავის ქვეყანაში და სრულიად არ იმჩნევს იმ მრავალ დანაშაულს, რაც მან ჩაიდინა ალჟირელების წინააღმდეგ კოლონიზაციის პერიოდში.

ბრიტანელების მიერ მოწყობილი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გენოციდი – ბენგალის შიმშილობა

დღესდღეობით დასავლური მეინსტრიმული მედია საშუალებები და ასევე მათი ქართული ანალოგებიც ხშირად საუბრობენ სტალინურ საბჭოთა რეპრესიებზე, უკრაინაში საბჭოთა ”გოლოდომორზე” სტატიები თითქმის ყოველდღიურად იდება, თუმცა დასავლური ქვეყნების მიერ მოწყობილი სასტიკი გენოციდები, რომლებიც მსხვერპლის რაოდენობით არათუ არ ჩამორჩება გოლოდომორს, არამედ რამდენიმეჯერ აღემატება კიდეც, უკვე დავიწყებას მიეცა.

დღეს ჩვენ სწორედ ერთ-ერთ ასეთ გენოციდზე მოგიყვებით, რომელიც ბრიტანულმა იმპერიალისტებმა ინდოეთში მოაწყვეს.

მე მეზიზღება ინდოელები, ისინი ცხოველისმაგვარი ადამიანები არიან, ცხოველური რელიგიით. მასობრივი შიმშილი მათი ბრალია, იმიტომ რომ კურდღლებივით მრავლდებიან“ – © უინსტონ ჩერჩილი

ინდოეთში კონტროლის დამყარების დროს ბრიტანელებს ჰქონდათ დაუნდობელი ეკონომიკური გეგმა და ის არ ითვალისწინებდა მოსახლეობის მიმართ არანაირ დათმობებს. ბრიტანეთის მიერ დანიშნული რაჯას დროს, ინდოეთმა გადაიტანა უთვალავი რაოდენობის მასობრივი შიმშილი, მაგრამ ყველაზე საშინელი იყო ბენგალიაში შიმშილობა.

852c2b1cfd0a93b035d28145e96a8069

პირველს ადგილი ქჰონდა 1770 წ, შემდგომ მას მოყვა 1783 წ, 1866 წ, 1873 წ, 1892 წ, 1897 წ და ბოლოს იყო 1943-44 წ. წ. აქამდე, როდესაც ქვეყანას უახლოვდებოდა შიმშილის ტალღა, მმართველებს ჰქონდათ სათანადო ბერკეტები, რომ ეს კატასტროფა თავიდან აეცილებინათ. მაგრამ ბრიტანული მმართველობის დამყარების შემდეგ შიმშილი საფუძვლიანად ედებოდა ქვეყანას და დიდი ხანი გრძელდებოდა, რადგან ბრიტანელებმა შთანთქეს ქვეყნის მთლიანი ბუნებრივი რესურსების მარაგი საკუთარი ფინანსური მოგებისათვის. ისინი ბოლომდე ვერც კი ხვდებოდნენ, როგორ აცარიელებდნენ ქვეყანას თავიანთი მოქმედებებით. და ამის შემდგომ კიდევ უკმაყოფილები იყვნენ , რომ ინდოელები შიმშილის გამო ვერ იხდიდნენ გადასახადებს სტაბილურად.

100

პირველი ასეთი შიმშილი 1770 წ. მოხდა და მეტისმეტად მასშტაბური და ძლიერი აღმოჩნდა. მოახლოებული შიმშილის პირველი ნიშნები შეიმჩნეოდა ჯერ კიდევ 1769 წ, შემდეგ კი ის 1773 წლამდე გაგრძელდა . მან შეიწირა დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი; ინდოელების მსხვერპლი მეორე მსოფლიო ომში ებრაელების მსხვერპლს მილიონoბით თაღემატება. მან შეიწირა ბენგალიის მოსახლეობის 1/3.

ჯონ ფისკემ წიგნში „უხილავი სამყარო“ “The Unseen World” აღნიშნა, რომ შიმშილი ინდოეთში იყო უფრო მსხვერპლიანი, ვიდრე შავი ჭირი ევროპაში XIV ს.

მონღოლთა მმართველობის დროს გლეხები შემოსავლის 10-15 % აბარებდნენ სახელმწიფოს.  ეს იყო კომფორტული სახელმწიფო ხაზინისთვის და ასევე გლეხებისათვის, იმ შემთხვევაში თუ მოსავალი არ იქნებოდა დიდი, ისინი მაინც შეძლებდნენ ამ თანხის გადახდას. ხოლო 1765 წ. გადასახადების აკერეფვა გადავიდა ოსტ-ინდოეთის კომპანიის ხელში და მან ბეგარა დაადო მონღოლთა მმართველ შაჰ ალამ II.

ბრიტანელების ცინიზმი იქამდე მივიდა რომ ისინი დაჟინებით ითხოვდნენ ამ გადასახადს დარქმეოდა სამადლობო გადასახადი და არა ბეგარა, რათა თავიდან აეცილებინათ საპროტესტო გამოსვლები, რადგანაც ბეგარა 50 % გახდა.

გლეხები ვერც კი ხვდებოდნენ, რომ გადასახადმა მიმღები შეიცვალა და ეგონათ, რომ ისინი ჯერ კიდევ მონღოლთა იმპერატორს უხდიდნენ  ბეგარას.

სიმინდის მოსავალი ყოველ წელს ერთნაირად არ ხარობდა, მაგრამ ინდოელები ამას მიჩვეულნი იყვნენ. ამიტომაც აქამდე არსებული გადასახადი მოქნილი  იყო მათთვის და წინა სეზონიდან შემორჩენილი არალიკვიდური მოსავალი მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ბრიტანელების მიერ გაზრდილი გადასახადი ნიშნავდა იმას რომ არალიკვიდური პროდუქცია მათ არ დარჩებოდათ. ასე რომ, როდესაც ინდოეთს 1768 წ. მოუსავლიანობა დაატყდა თავს არალიკვიდური პროდუქციის მარაგი და ამავდროულად გლეხების დაზღვევა სრულიად ამოიწურა. 1769 წ. იყო უკიდურესად წვიმიანი და ზუსტად მაშინ იჩინეს თავი შიმშილის პირველმა კერებმა. პირველი კერები გაჩნდა უფრო დასავლეთ ბენგალში, ბიჰარსა და ორისაში, ჯარჰანდსა და ბანგლადეშში. მაგრამ ბენგალის შიმშილობა ყველაზე საშინელი იყო. ათასობით ადამიანმა სცადა გაქცევით ეხსნა თავი შიმშილისგან, ცოტა ვინმე თუ გადაურჩა ამ კატასტროფას, მაგრამ ისინიც მხოლოდ დროებით. ყველა ვინც დარჩა მოკვდა. დიდი მოსავლიანობის სოფლის ტერიტორიები დაცარიელდა. ეს ტერიტორიები მალევე ჯუნგლებმა დაფარეს. ასევე შიმშილი მოედო ტირჰატს, შამპარანს, ბეტიაჰსა და ბიჰარს.

ამას მოყვა ის, რომ ადგილობრივი ინდოელი მმართველები ცდილობდნენ დაზარალებულ რეგიონებში კომპენსაციის სახით საირიგაციო სისტემები გაეყვანათ, რომ ამით მაინც დახმარებოდნენ მოსახლეობას, რადგან ბეგარა მათ განკარგულებაში არ იყო. კოლონიზატორები არანაირ ყურადღებას არ აქცევდნენ ამ კატასტროფის აშკარა ნიშნებს და შიმშილი 1770 – 71 წლებშიც გაგრძელდა.

ბრიტანელები ხედავდნენ, რომ საგადასახადო შემოსულობები მცირდებოდა და იმისთვის, შემცირებული გადასახადის კომპენსაცია მოეხდინათ გადასახადი გაზარდეს 60 %-დე. შედეგად უფრო ცოტა გლეხი რჩებოდა და შესაბამისად ბრიტანელების შემოსავალიც მცირდებოდა. ამის შედეგად იმ მცირე რაოდენობის გადარჩენილებს უწევდათ უკვე გარდაცვლილი გლეხების მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებაც.

როდესაც ბრიტანელებმა მონღოლთა მმართველობა მოიშორეს თავიდან, მათ გამოუშვეს კანონი, რომ ინდოელებს უნდა მოეყვანათ მარცვლეული, რომელიც შემდეგ იმპორტზე გადიოდა. შესაბამისად ის გლეხები, რომლებსაც ადრე მოყავდათ, მაგალითად ბოსტნეული, იძულებულნი იყვნენ მარცვლეულზე გადასულიყვნენ, რომელიც მიჰქონდათ ბრიტანელებს და შესაბამისად ეს მოსავალი ვერ უშველიდა მოშიმშილე მოსახლეობას. ბრიტანელები იმ რაოდენობის მარცვლეულსაც კი არ უტოვებდნენ ადგილობრივებს, რომ ადამიანებს მოსალოდნელი შიმშილის დროს თავი გადაერჩინათ რამენაირად.ფაქტობრივად ნებისმიერი ბუნებრივი კატასტროფა სიკვდილს ნიშნავდა, რაც ინდოეთში საკმაოდ ხშირი იყო. ეს იყო ველური კაპიტალიზმის პიკი, რომელიც მიზნად ისახავდნენ მხოლოდ ერთს – ულევ შემოსავალს. დაზარალებულთა დახმარების არანაირი პოლიტიკა არ არსებობდა. და როგორც უკვე ავღნიშნეთ ზემოთ, ბრიტანელები შემოცირებული საგადასახადო შემოსულებების ანაზღაურებას მხოლოდ გადასახადის გაზრდით ცდილობდნენ. ირონიული ის არის, რომ ოსტ ინდოეთის კომპანიამ 1771 წ. ნახა უფრო მეტი მოგება ვიდრე 1768 წ.

gross-revenue

მაგრამ, რაც არ იცოდა ბენგალის შიმშილისაგან მომაკვდავმა მოსახლეობამ არის ის, რომ ეს იყო მხოლოდ პირველი იმ მრავალი შიმშილობის ტალღიდან, რომელიც მათ წინ ელოდებათ, ბრიტანელების გაუმძღრობის, სისასტიკის და არაადამიანობის გამო.

შიმშილის ყოველ ახალ ტალღას ახასიათებდა თავისი უკიდურესობა, მაგრამ ყველაზე საშინელი მაინც 1771 და 1943 წლები გამოდგა, როდესაც ადამიანები ბალახს ჭამდნენ და საზოგადოება კანიბალიზმმა მოიცვა.

1943.jpg

უინსტონ ჩერჩილი, რომელმაც სახელი გაითქვა თავისი როგორც ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლმა პოლიტიკოსმა, რადგან მან ევროპა გადაარჩინა ტირანი და მონსტრი ჰიტლერისაგან, თავად არანაკლები, თუ არა გაცილებით მეტი სისასტიკე და ტირანია გამოიჩინა ბენგალის მოსახლეობის მიმართ.  მან შემთხვევით გაუგზავნა სამედიცინო დახმარება თავის უკვე საკმაოდ კარგად უზრუნველყოფილ ჯარისკაცებს ევროპაში, რომელიც თავის მხრივ იყო განკუთვნილი შიმშილისგან მომაკვდავი ინდოეთისთვის. ამაზე შემდეგ ჩერჩილმა შემოუთვალა: „შიმშილით, თუ შიმშილის გარეშე, ისინი მაინც კურდღლებივით გამრავლდებიან.“ დელიდან ჩერჩილს მოუვიდა სტატისტიკა, რომელშიც საუბარი იყო იმ შემზარავ მდგომარეობაზე, რასაც იდნოეთში ჰქონდა ადგილი და ასევე გარდაცვლილ ადამიანთა მასშტაბურ რაოდენობაზე. საპასუხო წერილში მან დაწერა: „მაშინ განდი რატომ არ გარდაიცვალა ჯერ?“

28ba6bda9363851e6d04fae88dd939df.jpg

ეს ერთი, მაგრამ მრავლისმეტყველი ტრაგედია თავისი სისტიკის და არაადამიანობის გარდა, ასევე იმასაც ნათლად უსმევს ხაზს რომ რომ დასავლეთის სიმდიდრე დაფუძნებულია უთვალავი ადამიანების თავის ქალაზე, სისხლზე და მკვლელობაზე.

ჩვენ ხოტბას ვასხამთ დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ბევრ სახელგანთქმულ ადამიანს, მაგრამ ნუთუ ეს ადამიანები არ არიან ნამდვილი გმირები, ადამიანები, რომელთა სახელები ჩვენ არ ვიცით, რომლებიც იმპერიალიზმის, ევროპული კოლონიალიზმის და კაპიტალიზმის მსხვერპლად იქცნენ?

ყველამ უნდა მივაგოთ პატივი ადამიანებს, რომლებმაც ქვეყნის თავისუფლებისათვის გადაიხადეს ყველაზე დიდი ფასი – საკუთარი სიცოცხლე.

არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა იმის, თუ რამდენიმე მილიონი ადამიანი დაიღუპა ბრიტანული კოლონიალიზმის დროს ინდოეთში, მაგრამ სხვადასხვა წყაროების მიხედვით 3 საუკუნის განმავლობაში მსხვერპლის რაოდენობა 80-100 მილიოან ადამიანს აღწევს.

Untitled.jpg