ლუკაშენკო, Ryanair-ის თვითმფრინავი და დასავლეთი

რომან პროტასევიჩი და მისი დაკავება

2021 წლის 23 მაისს ბელარუსის საავიაციო ხელისუფლებამ, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შეტყობინების საბაბით და ავიაგამანადგურებლის თანხლებით, აიძულა მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. თვითმფრინავის დაჯდომის შემდეგ დააკავეს ლაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა. დასავლეთმა ეს ინციდენტი “სახელმწიფოს მიერ გატაცებად” და “სახელმწიფო მეკობრეობად” შეაფასა.

რამან პროტასევიჩი, რომელიც მინსკის აეროპორტში თვითმფრინავის იძულებით დაშვების შემდეგ დააკავეს, Telegram-ის პოპულარული ოპოზიციური არხის, Nexta-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და ყოფილი მთავარი რედაქტორია. მან ლუკაშენკოს მმართველობის მხრიდან დევნის გამო ბელარუსი 2019 წელს დატოვა და პოლონეთს სთხოვა თავშესაფარი. პროტასევიჩს ბელარუსში ბრალი ედება ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნაში. ოპოზიციონერი ჟურნალისტი შეყვანილია იმ პირების სიაში, რომლებსაც, მინსკის მტკიცებით, კავშირი აქვთ ტერორისტულ საქმიანობასთან.

NEXTA-ს ტელეგრამ არხი მინსკში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მთავარი საინფორმაციო და მაკოორდინირებელი საშუალება იყო. მოკლე ვადაში არხის გამომწერების რაოდენობამ 2 მლნ-ს გადააჭარბა. NEXTA-ს თანამშრომლების მთელი გუნდი პოლონეთის დედაქალაქში ცხოვრობს და იქიდან მუშაობს. 2020 წლის ოქმობერში მინსკის რაიონული სასამართლოს მიერ NEXTA-ს არხის და მისი ლოგო ექსტრემისტულ ორგანიზაციადა იქნა აღიარებული, ამის მიზეზად კი აღნიშნული მედია საშუალების მიერ სხვადასხვა ძალადოვრივი მოწოდებები და მასობრივი არეულობების წახალისება სახელდებოდა.

ადამიანური მომენტიდან გამოდიდნარე შეიძლება ბევრი ჩვენთაგანისთვის მიუღებელი იყოს, ის რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა და ის ფორმა, როგორც NEXTA-ს მთავარი რედაქტორი დააკავეს, მითუმეტეს რომ არსებობს გარკვეული პრეტენზიები ბელარუსში მიუკერძოებელი სასამართლოს არსებობის თაობაზე. მაგრამ მნიშვნელოვანია ასევე როგორ მოხდა სხვადასხვა საერთაშორისო ნორმების და სამართლის ინტერპრეტირება ამ სიკითხთან დაკავშირებით. უფრო მნიშვნელოვანია იმის გაანალიზება რამდენად ადეკვატური იყო დასავლეთის რეაქცია ამ ფაქტთან დაკავშირებით.

ამ ინცინდენტიდან უმოკლეს დროში ჩვენ გულმხურვალე ევროპელი დემოკრატების აღშფოთება ვიხილეთ. ევროკავშირმა ბელარუსს  3 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პაკეტი შეუჩერა. რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ ბელარუსის ავიასიავრცე იზოლაციაში მოაქცია და ასევე ფრენების აუკრძალეს მთავარ ბელარუსულ ავიაკომპანია ”ბელავიას” 

რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს!

დღევანდელ მსოფლიოში იქნება ეს საერთაშორისო სამართალი თუ საერთაშორისო პოლიტიკა ბევრი მოვლენის შეფასება პრეცენდენტული მიდგომებიდან გამომდინარე ხდება. სხვათაშორის პრეცენდენტულ სამართალს ანგლო-ამერიკული ფესვები გააჩნია. სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ ითვლება პრეცედენტად, როდესაც კონკრეტული შემთხვევის გამო მიღებული გადაწყვეტილება საფუძვლად უდევს მომავალში ანალოგიური შემთხვევის გადაწყვეტას.

დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს მიერ განსახილველ საკითხს. თვითმფრინავის საგანგებო გაჩერება ევროპულ საჰაერო სივრცეში აღნიშნული ფორმით არაა პირველი შემთხვევა. 2013 წლის ივლისში ბოლივიის პრეზიდენტის ევო მორალესის თვითმფრინავიც იძულებით დასვეს ავსტრიის დედაქალ ვენაში. ეს 3.5 საათიანი ფრენის შემდეგ მოხდა, როდესაც იტალიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა და პორტუგალიამ სუვერენული ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ პირს საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარი უთხრეს. როგორც შემდგომში გაირკვა ევროპული ქვეყნების ბოიკოტის მიზეზი ის იყო, რომ ამერიკელები შიშობდნენ ბორტზე ედვარდ სნოუდენის ყოფნის შესახებ. ევო მორალესის თვითმფრინავმა იძულებითი დაჯდომა განახორციელა ვენაში. როგორც გაირკვა ბორტზე სნოუდენი არ იმყოფებოდა. ეს ავსტრიის პრეზიდენტმა, ჰაინც ფიშერმაც დაადასტურა.

ევროპული ქვეყნების აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ, რაც აშშ-ის მიერ იყო ორკესტრირებული ლათინური ქვეყნების აღშფოთება გამოიწვია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევო მორალესი დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტი იყო და ევროპულმა ქვეყნებმა გარკვეულწილად დიმპლომატიური ეტიკეტი და პოლიტიკური ხელშეუხებლობის პრინიციპიც დაარღვიეს სხვა დანარჩენთან ერთად, თუმცა მაშინ ჩვენ ვერ ვიხილეთ გაშმაგებული დასავლელი ლიდერები, რომლებიც ღიად გმობდნენ ამ ფაქტს.

გამოდის რომ რაც ეპატიება კოლექტიურ დასავლეთს, არ ეპატიება ლუკაშენკოს?

მაშინ ლათინური ქვეყნების ლიდერებმა გამოთქვეს საკუთარი პროტესტი მორალესის თვითმფრინავის იძულებითი დაჯდომის გამო. ბოლივიის ვიცე-პრეზიდენტმა ალვარო გარსია ლინერმა მოსახლეობასთან მიმართვის დროს განაცხადა, რომ პრეზიდენტი მორალესი ”იმპერიალიზმის მიერ იქნა გადაცებული” და ”ლათინური ამერიკა ფეხქვეშ გათელეს’‘, ხოლო ევროპა ”ობსკურანტიზმში ჩაეფლო” და ”ისე იქცევა, როგორც ერთი სახელმწიფოს კოლონია”. ბოლივიის თავდაცვის მინისტრმა რუბენ საავედრამ პირდაპირ დაადანაშაულა აშშ, რომ სწორედ მისი მითითებით მოხდა თვითმფრინავის გაჩერება და შემდგომი სამარცხვინო ჩხრეკა ბორტზე. არგენტინის პრეზიდენტმა კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერმა კი განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნების მოქმედება ”წარმოუდგენელი დაუსჯელობაა”, ხოლო ეკვადროსი ლიდერმა რაფაელ კორეა იმ ქვეყნებს დაემუქრა, ვინც ბოლივიის პრეზიდენტს შეურაცხყოფა მიაყენეს, იმით რომ ელჩებს გამოიწვევდა.

მაგრამ დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი?

ლათინური ქვეყნების და დანარჩენი მსოფლიოს პროგრესული ნაწილის სამართლიანი აღშფოთების მიუხედავად, ევროპის და აშშ-ის მიმართ რაიმე სერიოზული ბერკეტი მათ არ გააჩნდათ. ასე რომ ამ ინცინდენტმა საერთაშორისო პოლიტიკაში სერიოზული უკუქმედებების გარეშე ჩაიარა.

შეიძლება ”პრესის თავისუფლების” კუთხით ლუკაშენკოს საქციელი ბევრმა არ მოიწონოს, მაგრამ Ryanair-ის თვითმფრინავის ამბავმა დასავლეთი კიდევ ერთხელ ჩაახედა სარკეში, საკუთარ ორმაგ სტანდარტებზე მიუთითა, როდესაც ის გმობს ლუკაშენკოს საქციელს, მაგრამ მსგავს ქმედებას თვითონ მიმართავდა რამდენიმე წლის წინ.

გეოპოლიტიკურად ეს იყო ერთგვარი სილის გაწნა აშშ-ევროკავშირის ტანდემისთვის, რაც რამდენიმე ათეული წლის წინ წარმოუდგენელი იყო. დასავლეთის პოლიტიკური ელიტა უფრო გულწრფელი უნდა იყოს საკუთარი მოქმედებებისას, მით უფრო რომ დასავლეთის განუზომელი ძალაუფლება დანარჩენი მსოფლიოს ჟანდარმირების საკითხში თანმიმდევრულად მცირდება, იქმნება ახალი ძალთა ცენტრები, მოსახლეობის განწყობებიც იცვლება.

ევო მორალესმა მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა რომ სოციალიზმი XXI საუკუნეშიც ეფექტურად მუშაობს

300

ბოლივიის პრეზიდენტი – ევო მორალესი

ბოლივიის პრეზიდენტმა ევო მორალესმა გააოგნა კრიტიკოსები როგორც ვაშინგტონში, ასევე მსოფლიო სავალუტო ფონდში და მსოფლიო ბანკში ბოლივიური ეკონომიკური მიღწევებით.

ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი 3 წლის წინ მესამედ აირჩიეს ბოლივიის პრეზიდენტად, მთელი ამ წლების განმავლობაში ის დასავლურ მეინსტრიმულ მედიაში დაცინვის აქტიურ ობექტს წარმოადგენდა. ისევე, როგორც აწ უკვე გარდაცვლილი უგო ჩავესი, ევო მორალესი გამოირჩევა თავისი მრავალფეროვანი პოპულისტური კრიტიკით ვაშინგტონის მიმართ. სხვთაშორის აღსანიშნავია, რომ  ის ლათინური ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის პირველი წარმომდგენელია, რომელიც ბოლივიის ქვეყნის ლიდერი გახდა 400 წლიანი ისტორიის მანძილზე.

შორეულ 1985 წელს მან პოლიტიკური პარტია  Movimiento al Socialismo (მოძრაობა სოციალიზმისკენ) დააარსა და უკვე რამდენიმე ათეული წელი თავისი პოლიტიკური ხედვების ერთგული დარჩა.

მისმა რიგით მესამე გამარჯვებამ მედიის ყურადღება მის გამარჯვების შემდგომ განცხადებაზე მიაპყრო: „ეს არის ანტიიმპერიალიზმის გამარჯვება“  საყოველთაოდ მიჩნეულია, რომ ანტიამერიკული იმპულსს  ერთ-ერთი უმთავრესი როლი ეკავა მისი მმართველობის პერიოდში.

dsc_3225

ბოლივიის დედაქალაქი – ლა-პასი

მორალესის მუდმივად ზრდადი პოპულარობა პირველ რიგში მის  ექსტრაორდინალურ სოციალურ-ეკონომიკურ რეფორმებთანაა დაკავშირებული. როგორც თვით New York Times  იტყობინება, ბოლივიამ გაიარა ტრანსფორმაცია „ეკონომიკური სანაგვიდან“- ქვეყნამდე, რომელიც  მსოფლიო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკისგან დადებით და პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს

ირონია კი იმაში მდგომარეობს, რომ სოციალისტური ადმინისტრაციის მქონე ქვეყანამ თავისი წარმატების მისაღწევად პირველ რიგში უარი თქვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის რჩევებზე და რეკომენდაციებზე და განვითარების საკუთარი გზა აირჩია.

ეკონომიკისა და პოლიტიკის შემსწავლელი ცენტრის (Centre for Economic and Policy Research (CEPR)), რომელიც ვაშინგტონში მდებარეობს იუწყება: „ბოლივია ბოლო 8 წლის განმავლობაში იმაზე სწრაფად განვითარდა, ვიდრე ნებისმიერ პერიოდში ბოლო35 წლის განმავლობაში.“ ასეთი ეკონომიკური ზრდა საგრძნობლად აისახა ბოლივიის მოსახლეობაზე:

  • ბოლო 8 წლის განმავლობაში სიღარიბე  25 %-ით შემცირდა, ხოლო უკიდურესი სიღარიბე 43 %-ით;
  • სოციალური დანახარჯები 45 %-ით გაიზარდა.
  •  მინიმალურმა სახელფასო განაკვეთმა 87,7 %-ით მოიმატა.

bolivia-10-2014-8-min-wage

მინიმალური ანაზღაურება ეროვნულ ვალუტაში

Continue reading