როგორ მოპარა დიდმა ბრიტანეთმა ინდოეთს 45$ ტრლნ.

znfdixsgtx9uvaloeugj.jpg

დიდი ბრიტანეთში და დასავლურ ლიბერალურ წრეებში ხშირად შეხვდებით იმ მოსაზრებას, რომ ინდოეთის კოლონიზაცია, რა საშინელიც ის არ უნდა ყოფილიყო, თავად ბრიტანეთისთვის დიდი ეკონომიკური სარგებლის მომტანი არ ყოფილა. ასე რომ ამ ნარატივის თანახმად, ის ფაქტი რომ იმპერია დიდ ხნის განმავლობაში არსებობდა ბრიტანული მადლიერების ჟესტად შეიძლება იქნეს მიჩნეული.

ცნობილი ეკონომისტის, უცა პატნაიკის (Utsa Patnaik) ახალი კვლევის თანახმად, რომელიც Columbia University Press-ში გამოქვეყნდა, გამანადგურებელ დარყმას აყენებს მსგავს იმპერიალისტურ მითს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ინერგებოდა ბრიტანეთის კოლონიალისტური იმიჯის გასაუმჯობესებლად.

ორსაუკუნოვანი მონაცემების დეტალური ანალიზის შედეგად, რომელიც სხვადასხვა გადასახადების და ვაჭრობის სტატისტიკას მოიცავს, პატნაიკმა გამოითვალა, რომ დიდმა ბრიტანეთმა 1765-1938 წლებში ინდოეთეიდან საერთოდ ჯამში 45 $ ტრლნ. მოიპარა.

ეს მართლაც შოკისმომგვრელი თანხაა. ასე მაგალითად 45$ ტრლნ. 17-ჯერ აღემატება დიდი ბრიტანეთის მთლიან წლიურ შიდა პროდუქტს დღესდღეობით. 

როგორ გაძარცვეს ინგლისელებმა ინდოეთი?

3a4683d7f99349baa4791de15b662965_18.jpg

აი როგორი სქემით ხდებოდა ეს ყველაფერი. ოსტ-ინდოეთის კომპანიამ ინდოეთში გადასახადების შეგროვება დაიწყო და შემდგომში შეგროვილი თანხის ნაწილს (მიახლოვებით 1/3-ს) ინდური პროდუქციის შესაძენად იყენებდა, რაც დიდ ბრიტანეთში იგზავნებოდა.

სხვა სიტყვებით რომ ავხსნათ, იმის მაგვირად რომ ინდოეთში სხვადასხვა პროდუქტის შესაძენად ინგლისელებს საკუთარი ჯიბიდან გადაეხადათ, ისინი ამ ყველაფერს უფასოდ ყიდულობდნენ, ანუ ინდოელი გლეხებისგან და ფეიქრებისგან სხვადასხვა ნაწარმის შესაძენად ისინი მათგანვე აკრეფილ ფულს იხდიდნენ.

ეს იყო კლასიკური თაღლითობის სქემა – ძარცვა დიდ მასშტაბებში. საინტერესო ისაა, რომ ინდოელების უმრავლესობას ამაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რადგანაც აგენტი, ვინც მათგან გადასახადებს იღებდა, შემდგომში სხვა პიროვნებით იცვლებოდა, ვინც ადგილობრივებისგან პროდუქციას ყიდულობდა. ეს რომ ერთი და იგივე პიროვნება ყოფილიყო, ინდოელები მარტივად მიხვდებოდნენ რომ მათ ყვლეფდნენ და ძარცვავდნენ.

მოპარული პროდუქციის ნაწილი პირდაპირ დიდ ბრიტანეთში მიემართებოდა, ხოლო დანარჩენი რეექსპორტზე მიემართებოდა სხვადასხვა ქვეყნებში. რეექსპორტის სისტემამ და მისგან მიღებულმა შემოსავალმა დიდ ბრიტანეთს საშუალება მისცა დაეფინანსებინა იმპორტი ევროპული ქვეყნებიდან, ისეთი სტრატეგიული ნედლეულის შესაძენად როგორიც იყო რკინა, კუპრი და ხე-ტყე, რაც საჭირო იყო ბრიტანეთის ინდუსტრიალიზაციისთვის.

ინდუსტრიული რევოლუცია დიდწილად იყო დამოკიდებული ინდოეთის სისტემატურ ძარცვაზე და შედეგად მიღებულ აურაბელ დოვლათზე. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ინგლისელები რეექსპორტზე გატანილ პროდუქციას ბევრად უფრო მაღალი ფასებში ყიდდნენ, იმასთან შედარებით რაც ეს პროდუქტი ინდოეთში ღირდა. ანუ პროდუქტის თავდაპირველ ღირებულებას ანგლო-საქსები საკმაოდ მაღალ მარჟასაც უმატებდნენ. 

Advertisements

მივიწყებული ისტორია: ბრიტანელების მიერ ბათუმის ოკუპაცია 1918 წელს

Batumrevenuesbritishocc1920.jpg

XX საუკუნის 10-იან, 20-იან წლებში საქართველოში უამრავ სხვადასხვა სამხედრო კონფლიქტს ჰქონდა ადგილი. დღეს გვინდა ერთ-ერთ საინტერესო ფაქტზე გიამბოთ, რაც უკვე დავიწყებას მიეცა, კერძოდ დიდი ბრიტანეთის მიერ აჭარის ოკუპაციაზე.

1918 წელს დიდმა ბრიტანეთმა მოახდინა აჭარის ოკუპაცია, რომელიც ოკუპირებული ჰქონდა 1920 წლამდე.

1918 წლის დეკემბერში ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა ინგლისის 5 გემი 15-20 ათასკაციანი ჯარით. მუდროსის ზავის თანახმად, მათ დაიკავეს ბათუმი და მისი ოლქი, დააწესეს საოკუპაციო რეჟიმი. 

ბრიტანელი ოკუპანტები ბათუმის ბულვარში

1918 წლის 12 დეკემბერს სომხები ლორესა და ახალციხეში შეიჭრნენ და უიარაღო ქართველი მესაზღვრეები დახოცეს. 20 დეკემბერს ქართული ჯარი კონტრშეტევაზე გადავიდა და ტერიტორიების დიდი ნაწილი გაანთავისუფლა. განწირულ სომხეთს მშველელად ინგლისი გამოუჩნდა. არბიტრის როლი დიდი ბრიტანეთის სამხედრო მისიამ იკისრა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ომში გაიმარჯვა, პოლიტიკური შედეგებით იგი დამარცხებული აღმოჩნდა. ინგლისის ჩარევით საქართველოს ლორე დაათმობიეს და ნეიტრალურ ზონად გამოაცხადეს.

ბრიტანული მმართველობის დროს ბათუმში იმის მსგავსი სიტუაცია იყო, როგორც დიდი ბრიტანეთის სხვა კოლონიებში. 

ინგლისელებმა აჭარიდან დიდი რაოდენობის ოქრო და ძვირფასეულობა გაიტანეს. ისინი არც სასოფლო სამეურნეო პროდუქციის და არც ხელოვნების ნიმუშების გატანას არ ერიდებონდნენ. 1919 წელს ინგლისურმა ფირმებმა აჭარიდან 337,5 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი გაზიდეს, რომელიც სიმბოლურ ფასად ჰქონდათ შეძენილი ან საერთოდ თვითონ კარნახობდნენ გასაყიდ ფასს.

ინგლისელი სამხედროები თავს როგორც კურორტზე ისე გრძნობდნენ. სწორედ მათი აქტიური თაოსნობით იხნსებოდა ბათუმში უამრავი კაბარე, კაზინო და რესტორანი, სადაც ისინი დროის გატარებით იყვნენ დაკავებულები. ისინი როგორც ყოველთვის ბევრს სვავდნენ და მთელი ქალაქი მოსამსახურე პერსონალად ჰყავდათ გადაქცეული.

უშულად ბათუმის ოკუპაციის გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ იყო მიღებული 1918 წლის 13 ნოემბერს. ბათუმი ბრიტანული ფლოტის ბაზირების სტრატეგიულ ადგილს წარმოადგენდა სხვა ფრონტებზე საომარი მოქმედებების უზრუნველსაყოფად.

ბრიტანელი სამხედროები ბათუმში

1920 წლის 10 ივნისს დიდი ბრიტანეთის მთავრობის სხდომაზე დაადგინეს, მოეხსნათ ბათუმის ოკუპაცია და მთელი ოლქი გადაეცათ საქართველოსათვის. 1920 წლის 28 ივნისს ხელმოწერილი საქართველო-დიდი ბრიტანეთის შეთანხმებით ინგლისის მთავრობის მიერ ოლქის, პორტის და ქ. ბათუმის საქართველოს მთავრობისათვის გადაცემის შემდეგ საქართველოს მთავრობა გარანტიას იძლეოდა, რომ უზრუნველყოფდა დამოუკიდებელი რესპუბლიკების – სომხეთისა და აზერბაიჯანის ტვირთების თავისუფალ ტრანზიტს ბათუმის პორტში და პორტიდან საქართველოს რკინიგზებით და ვალდებულებას იღებდა, რომ აღნიშნულ რესპუბლიკებს ბათუმის პორტით თავისუფალი სარგებლობის უფლებას მისცემდა. შეთანხმებას საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერეს საგარეო და შინაგან საქმეტა მინისტრებმა ევგენი გეგჭკორმა და ნოე რამიშვილმა, ხოლო დიდი ბრიტანეთის მხრიდან – საიკუპაციო ჯარების წარმომადგენელმა, პოდპოლკოვნიკმა უილიან სტოქსმა.

x4up2EUBKtjHCzF0XjVh4_IQ6LA0TQh1Mw7hcD9hgNqbHY93qIrvLsOxQ7YUAu6qXczbBmVYUmBq0JZMiUDgP1F7qWNGT0GbsxFi2VTmZvd8EZcEApSez9tZrAEeIzng.jpg

1920 წლის ივლისის დასაწყისიდან აჭარას დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა მართავდა, რომელმაც მალე დაკარგა ხელისუფლება საბჭოთა რუსეთისა და ქემალისტური თურქეთის ჯარების ერთობლივი შეტევის შედეგად. ბათუმში პირველები თურქეთის ჯარები შევიდნენ, მაგრამ მათი ოკუპაცია ხანმოკლე აღმოჩნდა:

1921 წლის 16 მარტს  თურქეთმა აჭარის მიერთება გამოაცხადა, მაგრამ იმავე დღეს მოსკოვში უკვე გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თაობაზე ი.სტალინი კავკასიაში მყოფ ს.ორჯონიკიძეს ატყობინებდა: „თურქებთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, ბათუმი საქართველოს რჩება… შეეცადე, რომ ძლიერი დარტყმით თურქები ბათუმიდან გაყარო, შემდეგ კი გამოაცხადე, რომ ეს გაუგებრობით მოხდაო“.

მაგრამ თურქები დანებებას არ აპირებდნენ: 1922 წლის 9 ნოემბერს ი.სტალინი ასეთ დეპეშას უგზავნის რკპ(ბ) ამიერკავკასიის სამხრეო კომიტეტის მდივან ს.ორჯონიკიძეს: 

„როგორც ანკარიდან მიღებული ცნობებით ირკვევა, თურქები აჭარისტანში პლებისციტის ჩატარების მოთხოვნისათვის ემზადებიან და ქართულ და თურქულ აჭარას ერთ ავტონომიად აერთიანებენ. ალბათ, თურქებს საფრანგეთი და ინგლისი მხარს დაუჭერს. თუ თურქები საიდუმლოდ ხმებს მოაგროვებენ და ეფექტს მიაღწევენ, დიდი სკანდალი მოხდება. ისე ჩანს, რომ აჭარის საბჭოთა ორგანოები და მოსახლეობის ნაწილი მხარს თურქებს უჭერენ. აუცილებელია დაუყონებლივ იქნას მიღებული ზომები და აჭარა პროთურქული პროვოკატორებისაგან გაიწმინდოს, ხოლო ადგილობრივი საბჭოთა ორგანოები კი – პანისლამისტებისაგან“.

როგორც მოგეხსენებათ საბოლოო ჯამში აჭარა საქართველოს დაუბრუნდა. 

ცივილიზებული ევროპა: როგორ ყიდნენ ინგლისში ცოლებს

ალბათ ბევრ თქვნთაგანს ძნელად წარმოუდგენია, რომ თავის დროზე ინგლისში ცოლების გაყიდვა გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენდა.

აღსანიშნავია რომ ეს შუა საუკუნეებში ან ანტიკურ პერიოდში კი არ ხდებოდა, არამედ XVIII და XIX საუკუნეებში. წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს დიდ ბრიტანეთში ცოლებით ვაჭრობის შესახებ.

100

ცოლის გაყიდვა. ტომას როულენდსონი 1812-1814 წწ.

ცოლის გაყიდვის ფაქტები არა მარტო ინგლისურ მხატვრობაში, არამედ ლიტერატურაშიც ფიქსირდება. ასე მაგალითად თომას ჰარდის ნაწარმოებში ”კესტერბრიჯის მერი” მთავარმა გმირმა ცოლი გაყიდა, ხოლო შემდეგ სინდისის ქენჯნამ სიკვდილამდე მიიყვანა.

101.jpg

1820 წლის ფრანგული გრავიურა ცოლის გაყიდვაზე ინგლისურად

ცოლების გაყიდვის ყოველი პროცედურა სტანდარტულად მიმდინარეობდა – მეუღლეს ცოლი მოედანზე მიყავდა, რომელიც მის ყელზე გამობმული ჯაჭვით ეჭირა. ამის შემდგომ ცოლი მისთვის განკუთვნილ ადგილას ადიოდა და ვაჭრობაც იწყებოდა. ცოლი იმას ერგებოდა, ვინც ყველაზე მსხვილ თანხას გადაიხდიდა.

102.jpg
ვინც გირტყავს, მას უყვარხარ

იმდროინდელ გაზეთებში მსგავსი ფაქტები აქტიურად შეუქდებოდა. ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ცოლის გაყიდვის ფაქტი 1733 წლით თარიღდება. ჩანაწერის თანახმად ვინმე სამუელ ვაითჰაუსს თავისი ცოლი მერი უაითჰაუსი ტომას გრიფითსისთვის ერთ ფუნტ სტერლინგად მიუყიდია.  კიდევ ერთი ქალბატონი გასაყიდად იქნა გაყვანილი და მასზე საწყისი ფასი ერთი პენი იყო. მარტოხელა ფერმერებს ძალიან უნდოდათ ამ ქალბატონის ყიდვა. საბოლოოდ ის 5 შილინგად და 6 პენსად გაიყიდა. 

რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს ცოლების გაყიდვა ხდებოდა ურთიერთთანხმობის საფუძველზე. ხშირ შემთხვევაში ცოლს მისივე საყვარელი ყიდულობდა სიმბოლურ ფასად. ხანდახან ხდებოდა ისეც რომ ყოფილი ქმარი, ცოლი და მისი ახალი მფლობელი ერთად მიდიოდნენ ხოლმე ტავერნაში ვაჭრობის წარმატებით დამთავრების აღსანიშნავად.

103

ინგლისელი აზნაური სმიტფილდის ბაზარზე მიემართება ცოლის გასაყიდად

ყველაზე პოპულარული ცოლებით ვაჭრობა 1780 – 1850 წლებში იყო. დღევანდელ დღემდე მოღწეული დოკუმენტებით მინიმუმ 300 ასეთი ფაქტი დასტურდება. ყველაფერი კი იმით დაიწყო რომ 1753 წელს ინგლისში ქორწინების კანონი მიიღეს. იქამდე ქორწინება ოფიციალურად არ რეგისტრირდებოდა. ქალები ფაქტიურად კაცების სრულ დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ. განქორწინება კი საკმაოდ ძვირადღირებულ პროცედურას წარმოადგენდა. მოედანზე ცოლების გაყიდვა იქცა განქორწინების ერთგვარ ფორმად. მთავრობა ამ პრაქტიკას არ მიესალმებოდა და უბრალოდ არ იმჩნევდა. 

1830 წელს ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. მეუღლემ ცოლის გაყიდვის პროცესი დაიწყო, მაგრამ შემდეგ შეაჩერა და ყველაფრის ძველებურად დატოვება მოინდომა. ამის საპასუხოდ კი ცოლი მეუღლეს ლოყაზე შეეხო სადავეთი და განაცხადა: “მე უნდა გავიყიდო, იმიტომ რომ ცვლილებები მინდა”

ცოლით ვაჭრობის ბოლო ფაქტი 1913 წელს ფიქსირდება. ქალბატონი, რომელიც ლიდსის სასამართლოში ჩვენებას აძლევდა აღნიშნავდა, რომ მისმა ქმარმა ის კოლეგას 1 ფუნტ სტერლინგად მიყიდა.