აშშ-ის სამხედრო თავდასხმა გრენადაზე – დავიწყებული სირცხვილი, 1983 წელი

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამერიკელების მასშტაბური საომარი მოქმედებების შესახებ მეტნაკლებად მთელმა მსოფლიომ შეიტყო, მაგრამ 1980-იანი წლებში ამერიკელები თავს ესხმოდნენ ცენტრალური ამერიკის სხვადასხვა პატარა ქვეყნებს, რის შესახებაც ბევრმა არ იცის. დღეს აშშ-ის ისტორიის ერთ-ერთ ესეთ სამრცხვინო მომენტზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას, კერძოდ კი 1983 წლის 25 ოქტომბერზე, როდესაც აშშ თავისზე 26633-ჯერ უფრო პატარა ქვეყანას დაესხა თავს.  დიახ, ცენტრალურ ამერიკაში არის პატარა კუნძული სახელად გრენადა, რომელიც ადრე ინგლისური კოლონია იყო და 1974 წელს მოიპოვა დამოკიდებლობა. 1983 წლისთვის ამ ქვეყანაში 100 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო შეარაღებულ ძალებში 1000 ადამიანი მსახურობდა. თუმცა გეოგრაფიულ მასშტაბებში და მოსახლეობის რიცხოვნობაში კომიკურმა სხვაობა ამერიკელებზე გადაწყვეტიბაზე გავლენა არ იქონია. 

ოპერაცია „Urgent Fury“ (სასწრაფო რისხვა)

ესეთი სახელი ერქვა აშშ-ის სამხედრო ოპერაციას, რაც გრენადის ოკუპაციას ითვალისწინებდა 1983 წელს, რომლის საბაბიც გახდა ამ ქვეყანაში მცხოვრები ამერიკელი მოქალაქეების დაცვა. (საბაბი და არა მიზეზი) ამ ოპერაციის შედეგად დამხობილ იქნა კომუნისტური რეჟიმი, რომელიც დამყარდა აქ პატარა ქვეყანაში სახელწმიფო გადატრიალების შედეგად.

ამერიკელი ჯარისკაცები გრენადელების წინააღმდეგ

წინმსწრები მოვლენები

1979 წლის 13 მარტს გრენადაში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, რომელსაც ემსხვერპლა ერიკ გეირის მმართველობა და ქვეყნის სათავეში მოვიდა „New Jewel“, რომლის ლიდერი გახლდათ მორის ბიშოპი. ახლად ჩამოყალიბებულმა მმართველობამ გეზი აიღო საბჭოთა კაშირთან და კუბასთან მჭიდრო ურთიერთობებზე. 1983 წლისთვის გრენადას სამხედრო დანაყოფების სრული რეორგანიზაცია მოხდა და ისინი წარმოადგენდნენ ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ სამხედრო შენაერთებს კარიბის ზღვის რეგიონში, რასაკვირველია ეს არ მოხდებოდა გარე დახმარების გარეშე. გრენადას ახალი საგარეო და საშინაო პოლიტიკური რეალობა რასაკვირველია უარყოფითად იყო აღქმული აშშ-ში, რომლის დომინირება ცენტრალურ ამერიკაში უკვე შერყეული იყო ნიკარაგუაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, სადაც მმართველობაში სანდინისტები მოვიდნენ და ასევე სალვადორში კომუნისტური პარტიზანების აქტიურობაც ამერიკელების წისქვილზე არ ასხავდა წყალს.

ყველაზე დიდი აღშფოთება აშშ-ში გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ გრენადაში დაიწყო უზარმაზარი საერთაშორისო აეროპორტის, პორტ-სელაიენზის მშენებლობა. კონტრაქტი ბრიტანულ ფირმასთან იყო გაფორმებული, მაგრამ მშენებლობას ახორციელებდნენ კუბელები. ახალი აეროპორტის მშენებლობის დასრულება 1984 წლისთვის იგეგმებოდა, რომლის მთავარი მიზანიც ტურიზმის განვითარება იყო. მაგრამ აშშ-ში მიიჩნიეს, რომ ეს აეროპორტი, რომელიც შენდებოდა კუბელებისა და გრენადელების საერთო ძალისხმევით, მომავალში გახდებოდა სატრანზიტო ბაზა, რომელზეც გაივლიდა იარაღი, რომელიც მოხმარდებოდა ცენტრალურ და ლათინურ ამერიკაში კომუნისტური მოძრაობების მხარდაჭერას. ამას ხშირად აღნიშნავდა თავად რონალდ რეიგანი.

გრენადაზე ინერვენციის მთავარი მიზეზი იმაში მდგომარეობდა, რომ ქვეყანაში მემარცხენე მთავრობა მოქმედებდა, რომელმაც მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული სოციალური პოლიტიკის გატარება დაიწყო. გრენადის ხელისუფლება აქტიურად თანამშრომლობდა კუბასთან და საბჭოთა კავშირთან, ეს კი რონალდ რეიგანმა ვერ მოითმინა. 

6508721

1982 წელს პრეზიდენტმა რეიგანმა კარიბის ზღვის სახელმწიფოების ლიდერებთან შეხვედრის დროს გრენადა “მარქსიზმის ვირუსის” გავრცელებაში დაადანაშაულა. 1983 წელს აშშ-მ ბოიკოტი გამოუცხადა გრენადას და ამერიკელ ტურისტებს მოუწოდა უარი ეთქვათ გრენადაზე დასვენებაზე. 

ამ დროს 1983 წლისთვის მოძრაობა „New Jewel“-ში მოხდა განხეთქილება. 13 ოქტომბერს მემარცხენე რადიკალურმა ფრთამ, რომელსაც  პრემიერ-მინისტრის მოადგილის, ბერნარდ  კოარდი ხელმძღვანელობდა,  გადატრიალება მოაწყო . მორის ბიშოპი დააპატიმრეს. როდესაც პროტესტის მონაწილეებმა სცადეს მისი განთავისუფლება ციხიდან, მათ ცეცხლი გაუხსნეს, რასაც შეეწირა ბიშოპი და ათობით პროტესტანტი. ბრიტანეთის გენერალ-გუბერნატორ პოლ სკუნს საშინაო პატიმრობა მიუსაჯეს.

6508775

ოპერაციის დაგეგმვა

მაუნტ ოსტინის ტრაგედიის შემდეგ აღმოსავლეთ კარიბის სახელმწიფოთა ორგანიზაციამ თხოვნით მიმართა აშშ-ს გრენადაში ახალი მმართველობა ჩამოეყალიბებინა. როგორც მოგვიანებით გაირკვა ამ წინადადების წამოყენება თვით აშშ-ს ელჩმა უკარნახა ამ ორგანიზაციას.

აშშ სამხედრო შეჭრას იმით ხსნიდა, რომ გრენადაში იმ დროს იმყოფებოდნენ ამერიკელი სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები და საჭირო იყო მათი დაცვა ამ რეჟიმის პირობებში. 

ოპერაციის დაგეგმვა ხდებოდა საკმაოდ შეზღუდული დროის პირობებში, რამაც საბოლოო იმოქმედა მის მსვლელობასა და ეფექტიანობაზე. მთავარ ფაქტორს თამაშობდა ის გარემოება, რომ აშშ-ს სრულიად არ ჰქონდა წარმოდგენა გრენადას და კუბის სამხედრო დანაყოფების განლაგების შესახებ. ერთადერთი წყარო გახლდათ სადაზვერვო თვითმფრინავის SR-71-ის მიერ გაკეთებული სურათები. სანამ კუნძულზე ფართომასშტაბიანი შეჭრა დაიწყებოდა , გრენადაში ჩამოსხდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმები, რომლებმაც სრულიად განსხვავებული სურათი დახატეს, რამაც ეჭვის ქვეშ დააყენა ოპერაციის წარმატებულობა. კერძოდ კი მათ აცნობეს, რომ პორტ-ელაინზი, სადაც აშშ აპირებდა დისლოცირებას, არ იყო დასრულებული და ასაფრენი ბილიკები იყო ბლოკირებული სამუშაო ტექნიკით. მაგრამ, სანამ ეს ინფორმაცია მივიდოდა შტაბში თვითმფრინავები უკვე ჰაერში იყვნენ.

1332388409_201103310939_3_2

1983 წელს კუნძულ გრენადაზე ამერიკელების მიერ დატყვევებული კუბელები

შეტევა

გრენადაზე შეტევა 1983 წლის 25 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც გახდა ცნობილი, რომ თვითმფრინავების დაშვება პოინტ-სელაინში იყო შეუძლებელი იყო მიღებული გადაწყვეტილება დესანტის ჩამოგდების შესახებ. 75-ე რეინჯერთა შენაერთს აუწყეს ახალი გეგმის შესახებ მაშინ, როდესაც ისინი უკვე ჰაერში იმყოფებოდნენ. კუბელები, რომლებიც აეროპორტს იცავდნენ არ იყვნენ მზად ასეთი მანევრისთვის. იმის მიუხედავად, რომ დესანტის ჩამოგდებას საპირისპირო მხრიდან ცეცხლის გახსნა მოყვა, ოპერაცია წარმატებით ჩატარდა. დესანტმა ავიაციის დახმარებით დაამარცხა კუბელების შენაერთები და რამდენიმე BTR-60, რის შემდეგ მათ მოაშორეს სამშენებლო ტექნიკა ასაფრენი ბილიკებიდან, სადაც  82-ე დივიზიის თვითმფრინავებმა დაიწყეს დაშვება. ამავე დროს კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე ჩამოსხდნენ  საზღვაო ძალები, რომლებსაც შეხვდა მინიმალური წინააღმდეგობა.

ასეთი უეცარი გადაწყვეტილებების და სწრაფი მოქმედებების გამო ოპერაციის მსვლელობაში ბევრი შეცდომა იყო დაშვებული.

6508748

გრენადელებო, თქვენი კარიბელი მეზობლები ამერიკელების მხარდაჭერით მოვედით გრენადაზე დემოკრატიის აღსადგენად.

მაგალითად აშშ-ს სამხედრო ძალებს არ გააჩნდათ გრენადას ზუსტი რუკა და ისინი ტურისტული ჩანაწერებით ხელმძღვანელობდნენ.

გრენადას ანტი-საჰაერო თავდაცვა არ იყო შეფასებული სათანადოდ, სადაზვერვო ინფორმაციის არ ქონის გამო, რის შედეგად აშშ-მ დაკარგა რამდენიმე ვერტმფრენი. ერთ-ერთი შენაერთი გაგზავნეს გენერალ-გუბერნატორ სკუნის რეზიდენციაში, ამ დროს მათ შეხვდათ ძლიერი გრენადის დამცავი პოზიციები, რის გამოც პოზიციების შეკავება 24 საათის განმავლობაში მოუწიათ. ამერიკილებმა შემთხვევით ცეცხლი გაუხსნეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოს, რის შედეგად დაიღუპა რამდენიმე პაციენტი. გარკვეული შეფერხებების მიუხედავად აშშ-ს არმიამ მალევე სძლია მოწინააღმდეგეს და 27 ოქტომბერს ყველა შეტაკება უკვე დასრულებული იყო. მალევე მოხდა ამერიკელი სტუდენტების ევაკუაცია და ყველა კუბელი მუშისა, თუ სამხედროს დაკავება.

6508766
ამერიკელების ავიაციამ გრენადელების შტაბის მაგივრად ფსიქიატრიული საავადმყოფო დაბომბა და შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

დანაკარგები

თუ დავეყრდნობით ოფიციალურ მონაცემებს, ამ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 19, ხოლო დაიჭრა 116 ამერიკელი ჯარისკაცი. კუბელების, გრენადელების და სხვათა მსხვერპლი არ არის ცნობილი, მაგრამ მაჩვენებელი არ არის მაღალი. კუბელებმა დაკარგეს 25 ადამიანი და 600 ტყვეობაში მოიქცა. დაიღუპა 45 გრენადელი ჯარისკაცი, მინიმუმ 24 მშვიდობიანი მოქალაქე. 

თუმცა როგორც რამდენიმე წლის შემდეგ სამხედრო ექსპერტებმა განაცხადეს, ამერიკელების ფაქტიური დანაკარგი ბევრად აღემატებოდა რეალურ ციფრებს. საერთო ჯამში ამერიკელების მხრიდან 3000-მდე ჯარისკაცი დაიღუპა, რაც იმას ნიშნავს რომ ამერიკელების დამხედრო ოპერაცია საერთო ჯამში სამარცხცხვინოდ ჩავარდა.

მსოფლიოს რეაქცია

1983 წლის 2 ნოემბრის გაეროს რეზოლუციის  № 38/7 მიხედვით ამერიკელების გრენადაზე შეჭრა შეფასებული იყო, როგორც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა, სადაც უგულვებელყოფილია სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. გაერო აშშ-ის მოუწოდებს სასწრაფოდ შეწყვიტოს სამხედროს ინტერვენცია და დატოვოს ქვეყნის ტერიტორია.

1983 წლის ინტერვენცია მკაცრად დაგომა სსრკ-მ და ასევე დასავლეთის უამრავმა ქვეყანამ. საინტერესოა, რომ ამერიკელების 60 % მხარს უჭერდა ამ სამხედრო თავდასხმას.

შედეგები

1984 წ დეკემბერში გრენადაში ჩატარდა არჩევნები, სადაც გამარჯვება მოიპოვა პროამერიკულად განწყობილმა ჰერბერტ ბლეიზის პარტიამ.

 

კარგი მაგალითის საფრთხე – აშშ-ს იმპერიალისტური პოლიტიკის ქვაკუთხედი

აშშ წლების განმავლობაში არ უშვებდა მსოფლიოს სხვადასხვა პატარა ქვეყნებში განვითარების ალტერნატიული, ანტიკაპიტალისტური, საკუთარი მოსახლეობის და არა ბიზნეს ელიტების ინტერესებზე მორგებული მოდელების ჩამოყალიბებას და სამხედრო ინტერვენციების მეშვეობებით ცდილობდა ამ ქვეყნებისთვის ხელის შეშლას. თანამედროვეობის გამორჩეული ინტელექტუალი, დღესდღეობით ცოცხალ მეცნიერებს შორის ყველაზე ციტირებადი მეცნიერი, ნოამ ჩომსკი ამას “კარგი მაგალითის საფრთხეს” უწოდებს და თავის ერთ-ერთ წიგნში ძირფესვიანად მიმოიხილავს ამ საკითხს. ჩვენ უცვლელად გთავაზობთ ამ მონაკვეთის თარგმანს ნოამ ჩომსკის აღნიშნული წიგნიდან:

10728838.jpg

განვიხილოთ 60-იანი წლების ლაოსი, ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა მსოფლიოში იმ დროისთვის, და ასევე ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელო. მისი მოსახლეობის უმეტესობამ არც კი იცოდა ლაოსის არსებობის შესახებ. მათი წარმოდგენა შემოიფარგლებოდა მხოლოდ საკუთარი სოფლითა და კიდევ მახლობელი სამეზობლო სოფლებით. მაგრამ როგორც კი ლაოსში პრიმიტიული სოციალური რევოლუციის ჩანასახი გაჩნდა, ვაშინგტონმა განახორციელა ლაოსის “საიდუმლო დაბომბვა” და მთელი დასახლებული პუნქტები გაანადგურა, თან აღსანიშნავია რომ ამ ოპერაციას არაფერი საერთო არ ჰქონდა აშშ-ს ომთან ვიეტნამში.

1963-197 წლებში აშშ-მ ლაოსში 2.5 მილიონი ტონა ბომბი ჩამოაგდო

კიდევ ერთი საინტერესო მაგალითი –  კარიბის ზღვის ნაწილში არსებობს პატარა კუნძულოვანი ქვეყანა გრენადა, სადაც ცხოვრობს 100 ათასი ადამიანი. ამ კუნძულის პოვნა რუკაზე არც თუ ისე ადვილია. მაგრამ როგორც კი გრენადაში სოციალური რევოლუცია დაიწყო, ვაშინგტონმა იჩქარა ჩარეულიყო და აღმოეფხვრა საფრთხე.

1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციიდან მოყოლებული  1980-ან წლებში აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური მთავრობების კრახით დასრულებული, აშშ-ს მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ინტერვენციას ამართლებდა ის საბაბი, რომ ისინი ამ ქვეყნებს საბჭოთა საფრთხისგან იცავდნენ. ამიტომ, როდესაც 1983 წელს აშშ გრენადაში შეიჭრა, მეთაურების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე განმარტავდა, რომ იმ შემთხვევაში თუ საბჭოთა კავშირი თავს დაესხმეოდა დასავლეთ ევროპას, მტრულად განწყობილი გრენადა დაბრკოლებას შეუქმნიდა ნავთობის მიწოდებას კარიბის ზღვის გასწვრივ დასავლეთ ევროპისათვის და იმ შემთხვევაში ისინი (აშშ) ვერ შესძლებდნენ დახმარების აღმოჩენას ალყაში მოქცეულ მოკავშირეებსთვის. ახლა ეს სასაცილოდ გეჩვენებათ ალბათ, მაგრამ ამგვარი განცხადებები ხელს უწყობენ საზოგადოებრივი აზრის მობილიზაციას აგრესიის, ტერორის და მავნებლური ქმედებების მხარდასაჭერად.

1983 წელს ამერიკელები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პატარა კუნძულოვან ქვეყანა, გრენადაში შეიჭრნენ.

ნიკარაგუაზე თავდასხმა გამართლებული იყო მტკიცებებით, რომ თუ ”მათ” იქ არ შეაჩერებდნენ, მაშინ “ისინი” გადმოლახავენ საზღვარს ჰარლინგენში, ტეხასის შტატში, რომლის მისაღწევად სულ რაღაც ორი დღეა საჭირო. განათლებულ ადამიანებს სთავაზობდნენ უფრო გააზრებულ ვარიანტებს, მაგრამ იგივე დამაჯერებელობის დონით.

ამერიკული ბიზნესი ვერც კი შეამჩნევდა ნიკარაგუას გაქრობას მსოფლიო რუკიდან. იგივე შეიძლება ითქვას სალვადორზე. მიუხედავად ამისა, აშშ ბარბაროსულად შეიჭრა ამ ორივე სახელმწიფოში, რამაც იმსხვერპლა 100 ათასობით ადამიანის სიცოცხლე და მილიარდობით დოლარი.

ამისათვის არსებობს მიზეზი. რაც უფრო სუსტი და ღარიბია ქვეყანა, მით უფრო სახიფათო შესაძლოა გამოდგეს მისი წარმატებული მაგალითი დანარჩენი მსოფლიოსთვის.  თუ პატარა, ღარიბ გრენადას იმის უნარი შესწევს რომ შექმნას საკუთარი მოსახლეობის ცხოვრების უკეთესი პირობები, მაშინ სხვა ქვეყნებს, რომლებსაც გააჩნიათ შთამბეჭდავი რესურსები, უჩნდებათ კითხვები : “რატომ არა ჩვენ?”

ამ წესის დამადასტურებელ მაგალითად იქცა ინდოჩინეთი, რომელიც არის ფართო რეგიონი მნიშვნელოვანი რესურსებით. მიუხედავად იმისა რომ ეიზენჰაუერი და მისი მრჩევლები ბევრს ბჭობდნენ ბრინჯზე, კალასა და კაუჩუკზე, რეალური საფრთხე მდგომარეობდა იმაში, რომ თუ ინდოჩინეთის მოსახლეობა მიაღწევდა დამოუკიდებლობასა და სამართლიანობას, მათ მაგალითს მიბაძავდა ტაილანდის მოსახლეობა და მისი წარმატების შედეგად, იგივე მცდელობები გავრცელდებოდა მალაიზიაში და შემდგომ უკვე ინდონეზია გაყვებოდა დამოუკიდებლობის მაგალითს. გაჩნდებოდა ე.წ. “დიდი ზონის” მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვის საფრთხე.

თუ თქვენ გჭირდებათ გლობალური სისტემა, რომელიც ექვემდებარება ამერიკელი ინვესტორების ინტერესებს, თქვენ ვერ დაუშვებთ მის დაშლას მარტივ მამრავლებლად. გასაოცარია, თუ რაოდენი გულახდილობით არის ფორმულირებული ეს ყველაფერი დოკუმენტებში, რომლებიც უკვე ფართო აუდიტორიისათვისაა  განკუთვნილი. განვიხილოთ ჩილეს და მისი ყოფილი პრეზიდენტის ალიენდეს მაგალითი.

ჩილე არის შედარებით დიდი ქვეყანა, რომელსაც საკმაოდ მდიდარი ბუნებრივი რესურსები გააჩნია, მაგრამ არც მისი დამოუკიდებლობა წარმოადგენდა საფრთხეს აშშ-თვის. მაშინ რატომ აწუხებდა ის აშშ-ს ?

ჰენრი კისინჯერმა ჩილეს ვირუსი უწოდა, რომელსაც შეეძლო მთელს რეგიონს გადადებოდა, რის შედეგებიც შორს გავრცელდებოდა, შესაძლოა იტალიამდეც კი.

1973 წლის 11 სექტემბერს ამერიკული სპეცსამსახურების აქტიური მონაწილოებით ჩილეში სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო, დაიღუპა დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი – სავლადორე ალიანდე და ხელისფულებაში დიქტატორი, ავგუსტო პინოჩეტი მოვიდა.

მიუხედავად ამერიკული ძირგამომთხრელი ქმედებებისა იტალიაში  კვლავაც არსებობს მუშათა მოძრაობა. ჩილეს სოციალ-დემოკრატიული მთავრობის წარმატება იქცეოდა არასასურველ ნიშნად იტალიელი ამომრჩევლებისთვის. ვაი თუ მათ გაუჩნდებოდათ აზრი ხელში ჩაიგდოთ საკუთარი ქვეყანა და აეღორძინებინათ მუშათა მოძრაობა, რომელიც 1940-იან წლებში სრულაიდ გაანადგურა CIA-ამ ?  (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო)

ამერიკელი სტრატეგები სახელმწიფო მდივნით, დინ აჩესონით დაწყებული 1940-იანი წლების ბოლოდან, დღემდე დაუღლელად გვაფრთხილებენ, რომ “ერთმა დამპალმა ვაშლმა შესაძლოა გააფუჭოს უამრავი სხვა ვაშლი”. საფრთხე მდგომარეობს იმაში, რომ “ლპობამ”, ანუ სოციალურ-ეკონომუკურ განვითარებამ გავრცელება არ ჰპოვოს.

ეს “დამპალი ვაშლის თეორია” საზოგადოებას მიერთმევა “დომინოს თეორიის” სახით. ადამიანებს  კალიფორნიაში აშინებდნენ ხო ში მინის გემის მოსვლით და მსგავსი უაზრობებით. შესაძლოა, რომელიმე ამერიკელი ლიდერი იჯერებს  კიდევაც ამ ყველაფერს, მაგრამ რაციონალურად მოაზროვნე დამგეგმავები ამისათვის ზედმეტად ჭკვიანები არიან. მათ ესმით, რომ ჭეშმარიტი საფრთხე მდგომარეობს “ცუდ მაგალითში”.

1954 წელს, როდესაც აშშ ემზადებოდა გვატემალაში დემოკრატიის დასამხობად, სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ გვატემალა იქცა სტაბილურობის მზარდ საფრთხედ ჰონდურასსა და სალვადორში. მისი აგრარული რეფორმა წარმოადგენს მძლავრ პროპაგანდისტულ იარაღს; მუშების და გლეხების დახმარების ფართო სოციალური პროგრამა მაღალი სოციალური ფენების და მსხვილი უცხოური საწარმოების წინააღმდეგ ბრძოლაში არის მიმზიდველი ცენტრალური ამერიკის სამეზობლო ქვეყნების მოსახლეობისათვის, სადაც ადგილი აქვს მსგავს პირობებს.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, აშშ-ს სსურს “სტაბილურობა”, რომელიც გულისხმობს საზოგადოების მაღალი ფენების და მსხვილი უცხოური საწარმოების უსაფრთხოებას. თუ ამის მიღწევა შესაძლებელია ფორმალური დემოკრატიის მეთოდებით, მაშინ ეს დასაშვებია, ხოლო თუ არა, მაშინ “სტაბილურობისთვის საფრთხე”, რომელსაც წარმოადგენს კარგი მაგალითი, უნდა განადგურდეს მანამ, სანამ ვირუსი არ შეეყარ სხვებს.

ამიტომაც პაწაწინა ხიჭვიც კი განიხილება, როგორც ფართო ავადმყოფობის საფრთხე, რომელიც მოითხოვს ძალადობრივ აღმოფხვრას.