5 უმსხვილესი მონოპოლია, რომელიც გლობალიზაციის დროს შეიქმნა

9393239-cartoon-big-fish-eating-up-the-smaller-

ოდესღაც ეკონომიკის გაკვეთილებზე თქვენ დიდი ალბათობით გიყვებოდნენ ნეოლიბერალურ ზღაპრებს იმის შესახებ, რომ ეფექტური ეკონომიკა მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობის და გლობალიზაციის პირობებში იქმნება კონკურენციის შედეგად. ეს მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური თეზისია, რაც ემპირიული ბაზით არ არის გამყარებული. რეალური ფაქტები იმაზე მეტყველებენ, სამართლიანი კონკურენცია მოჩვენებითია და თავისუფალი ვაჭრობის და გლობალიზაციის პირობებში ყალიბდება უმსხვილესი მონოპოლიები, რომლებიც მთლიან ბაზრებზე აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობენ.

დღეს გვინდა მოგითხროთ 5 უმსხვილეს მონოპოლიაზე, რაც მარკეტოლოგების მიერ საკმაოდ ჭკვუანურადაა შეფუთული და ბევრ ადამიანს წარმოდგენა არ აქვს მათი არსებობის შესახებ.

მზის სათვალეების მწარმოებელი კომპანია Luxottica

34318.jpgმზის სათვალეების ბაზარზე უამრავი სხვადასხვა ბრენდი ოპერირებს. სხვადასხვა თემატურ მაღაზიაში შესვლისას თქვენ გეჩვენებათ რომ უდიდესი არჩევნის წინაშე ხართ და ისეთი ბრენდების სათვალეები შეგიძლიათ შეიძინოთ, როგორებიცაა Oakley, RayBan, Revo, Vogue, DKNY ან სულაც მაღალბიუჯეტური დიზეინერული ბრენდების პროდუქტი (Prada  BVLGARI ). ყველაზე საინტერესო ამ ყველაფერში ისაა, რომ ყველა ამ ბრენდის სათვალეს ერთი კომპანიას ეკუთვნის სახელად Luxottica. აღნიშნული კომპანია ათობით სხვადასხვა სათვალეების ბრენდის მფლობელია.

ასე რომ დღესდღეობით მთელ მსოფლიოში, მზის სათვალეების ბაზარზე მოქმედებს უმსხვილესი მონოპოლია და ყველაფერი ერთი კომპანიის, Luxottica-ას ხელშია. უამრავი სხვადასხვა ბრენდის არსებობა მარკეტოლოგების მიერ მოფიქრებული ხრიკია და სხვა არაფერი.

შინაური ცხობელების საკვების წარმოებას მთლიანად ერთი კომპანია აკონტროლებს

2008 წელს აშშ-ში სერიოზულ სკანდალს ჰქონდა ადგილი, როდესაც შინაური ცხოველების მასობრივი მოწამვლის ფაქტები დაფიქსირდა სპეციალიზირებული საკვებით. ანალიზებმა გამოაჩინა, რომ მომწამვლელი ნივთიერება 150-ზე მეტი სხვადასხვა ბრენდის შემადგენლობაში აღმოჩნდა, რაც შინაური ცხოველების კვებისთვისაა განკუთვნილი. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი რომ ყველა ბრენდი, რომელიც შინაური ცხოველების საკვების ბაზარზე არსებობს კომპანია Menu Foods-ს ეკუთვნის.

slide5394.jpg

კორპორაციის პროდუქცია სხვადასხვა ბრენდებს მოიცავს, თუმცა ტექნოლოგიურად ერთნაირად მზადდება და სხვადასხვა ფასი ადევს მომხმარებლებში არჩევნის ილუზიის შესაქმნელად. აღნიშნული ინციდენტი კომპანია 35 000$ დაუჯდა და მმართველი კომპანიის სახელის შეცვლა მოუწია (EOS Direct). შინაური ცხოველების საკვების გარდა კომპანია ცნობილი ენერგეტიკული სასმელის Red Bull-ის წარმოებითაა დაკავებული.

Monsanto-ს სიმინდი

slide5395.jpg

ხელოვნურად წარმოებული სიმინდი – სახამებელი და სიროპი სხვადასხვა წარმოებებში მნიშვნელოვან ნედლეულად გვევლინება, ისეთებშიც კი რომლებიც აგრონომიისგან საკმაოდ შორსაა. კონსერვების, საკონდიტრო ნაწარმის, ბიოსაწვავის წარმოებისას საკმაო რაოდენობით გამოიყენება წარმოებული სიმინდი. კომპანია Monsato სიმინდის სახეობების გენმოდიფიცირების კვლევებით და წარმოებითაა დაკავებული. ის ამ ბაზარზე აბსოლუტურ მონოპოლისტად გვევლინება. ამ კომპანიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი მოძულე ჰყავს.

1901 წელს დაარსებული ამერიკული კომპანია თავის დროს ქიმიურ იარაღს ”აგენტ ორანჯს” ამზადებდა, რასაც ამერიკელი ჯარისკაცები ვიეტნამში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ხოცვა-ჟლეტვისთვის იყენებდნენ. გასაკვირი არ უნდა იყოს ესეთ ამორალურ კომპანიას და თან მონოპოლისტს უამრავი მოძულე რომ ჰყავს.

Quanta-ს კომპიუტერები

მნიშვნელობა არ აქვს თქვენ ძვირადღირებული Apple-ის MacBook-ს ფლობთ, თუ დემოკრატიულ Lenovo-ს, დიდი ალბათობით ისინი ერთი და იმავე ქარხანაშია აწყობილი ერთი და იგივე საწარმოო სიმძლავრეებით. ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ტექნიკის მსხვილი მწარმოებლები საკუთარ პროდუქციას ძირითადად აზიში განლაგებულ სხვადასხვა ქარხნებში აწყობენ, მაგრამ ის რომ მსოფლიოში ხელმისწვდომი კომპიუტერების 1/3 აზიური კორპორაციის Quanta-ს ქარხნებშია შექმნილი არც თუ ისე ბევრმა ჩვენთაგანმა იცის.

slide5396.jpg

სწორედ Quanta-ს ქარხნებში იწყობა თითქმის ყველა ბრენდის კომპიუტერები, Sony-ით დაწყებული, Apple-ით დამთავრებული.

InBev-ის ლუდის სამყარო

s3-news-tmp-85019-ab_inbev_brands_0--default--575.jpg

როდესაც უბნის მაღაზიაში და სუპერმარკეტში ლუდის შეძენას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ რომ ამერიკული Bud,  გერმანული Carlsberg, ბელგიური Stella Artois, მექსიკური Corona და უამრავი სხვა ლუდი (Beck’s, Leffe, Eagle, Modelo, Jupiler) ერთი კომპანიის მფლობელობაში და ერთი და იმავე ქარხნებში ისხმება. კორპორაცია InBev აბსოლუტურ მონოპოლისტად გვევლინება ლუდის ბაზარზე და უამრავი სხვადასხვა ლუდის მეპატრონეა. კორპორაცია სხვადასხვა ქვეყნებში ადგილობრივი ლუდის ბრენდების მასობრივ შესყიდვას ახდენს საკუთარი ძალაუფლების კიდევ უფრო გასამყარებლად

Advertisements

გლობალიზაციის ფარული მხარე

2008-05-dark-side-globalisationubxLI6

გლობალიზაციის გარშემო დისკუსიები აქტუალობას არ კარგავენ. მედია და პოლიტიკოსები ყოველდღიურად ურაცხევან ტვინებს მოსახლეობას გლობალიზაციის გაფეტიშებით და მის უალტერნატოვაბაზე აპელირებით, მაგრამ მცირე ისტორიული ექსკურსი და ლოგიკური ანალიზი საკმარისია იმისთვის რომ გლობალიზაციის ფარული მხარე დავინახოთ, ის რაზეც მეინსტრიმული მედია საშუალებები საერთოდ არ საუბრობენ.

წარმოგიდგენთ ამერიკელი ჟურნალისტის და ავოტირს,  «Greenpeace International»-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, რექს ვეილერის სტატიის თარგმანს – “გლობალიზაციის ფარული მხარე”.

მიგრანტების მოზღვავებასთან დაკავშირებული შეშფოთება შეიძლება მიჩნეულ იქნას დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის მთავარ ფაქტორად, მაგრამ Brexit-ის მხარდაჭერა 2016 წელს ჩატარებულ რეფერანდუმზე ასევე გლობალიზაციის პოლიტიკის კრახსაც მოასწავებდა. ძველი სკოლის ეკონომისტები მხარს უჭერდნენ გლობალიზაციას იმ მოსაზრებაზე დაყრდნობით რომ ქვეყნებს კონკურირება უკეთესად შეუძლიათ კაპიტალისტურ ბაზრებზე, ამა თუ იმის პროდუქციის წარმოებაზე სპეციალიზების მეშვეობით, რესურსების ექსპორტის ხარჯზე, ამავდროულად ადგილობრივი წარმოების, კულტურის და დამოუკიდებლობის მსხვერპლად გაღების ფასად.

1957 წელს ევროპულმა ქვეყნებმა საერთო ბაზარი შექმნეს ვითომდა ეკონომიკის დაცვის მოტივით, მაგრამ ეს ხელშეკრულება პირველ რიგში კორპორატიული ელიტის ინტერესებს იცავდა. 1980-იან წლებში მარგარეტ ტეჩერი ბრიტანეთში, რონალდ რეიგანი აშშ-ში და ფრანსუა მიტერანი საფრანგეთში ნეოლიბერალურ გადატრიალებას ჩაუდგნენ სათავეში, რომლის დროსაც კერძო საკუთრებას გადასცეს ეკონომიკა და მასზე საზოგადოებრივი კონტროლი მოსპეს. ისინი აცხადებნენ რომ მდიდრების კიდევ უფრო გამდიდრებით მოსახლეობის ქვედა ფენებიც იხეირებდნენ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ მოხდა.

main-qimg-de613f3e33c3957a2a6664837a5f9f00-c.jpg

პრივატიზაცია

ევროპული და ამერიკული მრეწველობა დეგრადირდა, როდესაც კორპორაციებმა საკუთარი წარმოება ღარიბ ქვეყნებში გადაიტანეს, სადაც იაფი სამუშაო ძალა იყო და კორპორაციებისთვის კეთილგანწყობილი კანონები მოქმედებდა. მედიაში მოხვდა მსოფლიო ბანკის მემორანდუმი, რომელიც მისი  მთავარი ეკონომისტის, ლოურენს სამერსის მიერ იყო ხელმოწერილი. დოკუმენტში პირდაპირი მოწოდება იყო მდიდარი ქვეყნების მიმართ, რათა მათ ტოქსიკური მასალების და საზიანო წარმოებების ექსპორტირება მოახდენათ.

ღარიბი ქვეყნები ვალებში ჩაიფლნენ და რესურსების ძარცვით, ეროვნული კულტურების დეგრადაციით, ომებით, არასტაბილურობით და მდიდრებს და ღარიბებს შორის შემოსავლების უთანასწორობით იტანჯებოდნენ.

მსგავსი პოლიტიკის დამღუპველმა შედეგებმა 1999 წელს სიეტლში, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის სხდომაზე ბუნტი გამოიწვია და ასე გაჩნდა ანტიგლობალისტური მოძრაობა. 2008 წლისთვის არაკონტროლირებადი საინვესტიციო ბანკები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში აფიორით მდიდრდებოდნენ და სასესხო ვალდებულებებს უჭერდნენ მხარს, გაკოტრდნენ და შემდგომ სახელმწიფოსგან მოითხოვს დახმარება, ღარიბი თანამოქალაქეების და საშუალო კლასის გადასახადის გადამხდელების ხარჯზე.

wto-protest

Brexit-ის მოძრაობა ინგლისში ნაწილობრივ იყო იმ მოქალაქეების აჯანყებაც, რომელთაც გლობალიზაციის წყალი არ გადაესხათ: გაჭირვებული მუშათა კლასის, რომელთაც უმუშევრობა, ქამრების შემოჭერის პოლიტიკა და შესაბამისად სოციალური დახმარების შემცირება ემუქრებოდა. ევროკავშირი ეკონომიკურ სრულ სუვერენიტეტს აძლევდა ბანკებს და კორპორაციებს, მაგრამ არ ინდობდა საბერძნეთის და კვიპროსის მსგავს სუსტ ქვეყნებს, რომლებიც მათი მითითებების იგნორირებას ახდენდნენ. საბერძნეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, იანის ვარუფაკისმა «ევროკავშირის ანტიდემოკრატიული ინსტიტუტები» დაადანაშაულა, რომელთაც   «შეუძლებელი გახადეს მათი ქვეყნისთვის საერთო ბაზარზე დარჩენა და სუვერენიტეტის შენარჩუნება».

იტალიის ფინანსთა მინისტრმა პიერ კარლო პადაონმა «The Guardian»-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ «Brexit-ს დომინოს პრინციპი ექნება»

გლობალიზაციამ და ნეოლიბერალიზმმა ნეგატიურად იმოქმედა მასების ჯანმრთელობაზე, განათლებაზე და სოციალურ უსაფრთხოებაზე, ადგილობრივი დამოუკიდებლობის და ინდუსტრიული კორპორატოკრატიის საზოგადოებრივი წესრიგის შეცვლით, რომელიც ოჯახს და საზოგადოებას ანგრევს.

გლობალიზაცია მდიდრების მიერ მოფიქრებული პრივატიზაციის სქემა აღმოჩნდა, რომელიც ეკონომიკის კონტროლისკენ და პოლიტიკური ძალაუფლების ქონისკენ ისწრაფვის.

ტოქსიკური მასალების საცავები

1987 წელს გარემოს დაცვის და განვითების საერთაშორისო კომისიის მოხსენებაში შემოთავაზებული იყო «მდგრადი განვითარების» იდეა, რომელიც საბაზრო ეკონომიკების შემდგომ ზრდას და საბაზრო მექანიზმების გამოყენებას გარემოზე გლობალიზაციის ზემოქმედების რეგულირების ითვალისწინებდა. მაგრამ ბაზრის მიერ მართულმა პოლიტიკამ გარემოს მიმართ რესურსების მოხამრების და გამოფიტვის ტემპი დააჩქარა, წიაღისეული საწვავის ხარჯები გაზარდა და გლობალურ დათბობასთან მიგვაახლოვა; ამავდროულად მდიდრები კიდევ უფრო გაამდიდრა და ტოქსიკური კვალი დატოვა მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში მშრალი მდინარეების და გამოფიტული ნიადაგის სახით.

⇒ გლობალიზაციის რეალური საფასური 1984 წელს გამოჩნდა, როდესაც მეთილიზოციანატის ორთქლის გამოსროლამ პესტიციდების წარმოებით დაკავებული კომპანიის, Union Carbide-ის ქარხანაში ქალაქ ბხოპალეში (ინდოეთი) 4000-მდე ადამიანის მომენტალური სიკვდილი გამოიწვია და მიახლოვებით 20 000-ის – შემდგომი 20 დღის განმავლობაში. 100 000 ადამიანზე მეტი სუნთქვითი დისფუნქციის მსხვერპლი გახდა, დასახირჩრდა და მხედველობა დაკარგა.

ბხოპალის ტრაგედია

1991 წელს ბხოპალის სასამართლომ Union Carbide-ის გენერალური დირქტორი, უორენ ანდერსონი არა განზრახ მკვლელობაში დაადანაშაულა, მაგრამ ამის მიუხედავად არც აშშ-ის და არც ინდოეთის ხელისუფლებამ არ მოახდინა აღნიშნული პიროვნების ექსტრადაცია სასამართლოს მოთხოვნით. იმ კორპორაციების პრაქტიკული საქმიანობა, რომლებიც ტოქსიკური წარმოებების ექსპორტს ახდენდნენ, რათა ღარიბი ქვეყნების მოსახლეობა აღმოჩენილიყო რისკის ქვეშ და არა მათი საკუთარი, სხვანაირად «დაბინძურების საცავის ეფექტი»-ის სახლეთიაა ცნობილი.

2013 წელს ესპანეთის სანაპიროზე წყალმა 10-მეტრიანი მკვდარი კაშალოტი გამორიყა. მის მუცელში 17 კგ. პლასტიკური განავი აღმოაჩინეს. ყოველწლიურად კაციობრიობა 15 მლრდ. კგ. ნაგვით ასაჩუქრებს ოკეანეს საყოფაცხოვრებო ნარჩენების და კონტეინერმზიდების განაჟონის სახით. თევზები და ზღვის ძუძუმწოვრები პლატიკური ნაგვით იკვებებიან, რომლის მონელებაც შეუძლებელია და ისინი მუცლის ხეთქვით კვდებიან.

ec7422a01d1f3ea14b83b85100a8be7c.jpg

გლობალიზაცია ახალისებდა (და ზოგიერთ შემთხვევაში აიძულებდა კიდევაც) რომ ქვეყნებს ეკოლოგიური კანონები შეემსუბუქებინათ. შედეგად მივიღეთ გაუტყეურება, აგრესიული და სახიფათო მცენარეების გავრცელება, გლობალური ბიომრავალფერვონების დაკარგვა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების გენეტიკური მრავალფეროვნების შემცირება.

2003 წელს დეოტ ერნფელდმა რატგერის უნივერსისტეტიდან, აშშ-ში ჟურნალ «Conservation and Society»-ში გამოაქვეყნა სტატია «გლობალიზაცია: ბიომრავლეფროვნებაზე, გარემოზე და საზოგადოებაზე ზემოქმედება»  «ეკოლოგიური და გლობალიზაციის სხვა სახის ზიანის კოტროლის დროს არ შეიძლება ბაზარზე მინდობა», – დაასკვნა მან. «გლობალიზაციის არქიტექტორებმა უგულებელჰყვეს ამ სისტემის სოციალური, ბიოლოგიური და ფიზიკური შეზღუდვები»

გლობალიზაციის გავლენა სოციუმზე და ეკონომიკაზე

ომი – გლობალიზაციის ყველაზე დამანგრეველი საფასურია. იარაღით მსოფლიო ვაჭრობა, რომელიც საერთაშორისო კორპორაციების მიერ მოგების წყურვლის სურვილით ხორციელდება, პლანეტაზე უსაფრთხოებას აყენებს საფრთხის ქვეშ.

გლობალიზაციამ ღარიბ ქვეყნებში მცირერიცხოვანი ელიტა გაამდიდრა, მაგრამ საბოლოო შედეგად მდიდრებსა და ღარიბებს შორის შემოსავლების სხვაობის გაღრმავება, უმუშევრობა, სამუშაო ძალის ექსპლუატაცია, პროფკავშირების მუშაობის ხელის შეშლა და ადამიანთა უფლებების შევიწროვება მივიღეთ.

american_art_of_war_by_konton_kyoudai.jpg

გლობალიზაცია და კორპორაციები

გლობალიზაციის შედეგად ეკონომიკებმა შედარებით ცალმხრივი იერი მიიღეს და  ხელი შეუწყვეს პროდასავლური კორპორაციების მიერ ღარიბის კოლონიების რესურსების ძარცვის პროცესს. ეროვნული ეკონომიკის მშენებლობა რესურსების ექსპორტის საფუძველზე კატარასტროფით დამთავრდა. 70-იან წლებში დიდი ბრიტანეთის და ნიდერლანდების ეკონომიკებმა ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის და გაზის მოპოვების ბუმი გაიარეს. ნავთობის და გაზის მოპოვების ზრდამ სიუხვის ილუზია შობა და ამავდროულად ადგილობრივ წარმოებას და ეკონომიკურ უსაფრთხოებას გამოუთხარა ძირი. ბრიტანელი პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეჩერი კორპორაციების მიმართ კეთილგანწყობილი იყო ნავთობისგან მიღებული შემოსავლები იმისთვის გამოიყენა, რომ კორპორაციების გაფართოვების სუბსიდირება მოეხდინა, ომები ეწარმოებინა და საბანკო იმპერიები გაემდიდრებინა.  რესურსების ექსპლუატაციამ შესაძლოა ეროვნული ვალუტის გამყარების  დროებითი შთაბეჭდილება შექმნას, მაგრამ საბოლოოდ ეს ექსპორტის გაძვირებას იწვევს, აზიანებს წარმოებას და ადგილობრივ ეკონომიკას და მუშათა კლასს სამუშაოს და გარანტიების გარეშე ტოვებს.

1977 წელს ჟურნალ «The Economist»-მა სპეციალური ტერმინი «ჰოლანდიური სენი» მოიფიქრა აღნიშნული პოლიტიკის შედეგების აღსაწერად. თავის წიგნში «სიუხვის პარადოქსი» ტერი კარლი ხსნის თუ რატომაა ნავთობი «რესურსული წყელვა», რაც საკუთარ თავზე იწვნია ნიგერიამ, ინდონეზიამ, ვენესუელამ, ირანმა, კანადამ და სხვა ქვეყნებმა. ნავთობით მდიდარი ქვეყნები ნავთობის მრეწველობის მფარველებს იზიდავენ, რომლებიც თავის მხრივ მათთვის სასურველ პოლიტიკურ კანდიდატებს აძლევენ ხმას. ქვეყნები, რომლებიც რესურსული კოლონიების როლში გვევლინებიან ადამიანთა უფლებების მკაცრი დარღვევებით და ბუნებრივი გარემოს გაჩანაგებით იტანჯებიან. კანადის ხელისუფლებამ  წიაღისეულის საწვავის კომპანიების სუბსიდირება მოახდინა და 14 მლრდ. კანადური დოლარის ინვესტირება მოახდინა, რამაც მრეწველობაში 340 000 სამუშაო ადგილის დაკარგვა გამოიწვია.

გლობალიზაცია ქვეყნებზე ზემოქმედებას ახდენს, რის შედეგადაც ისინი სახელმწიფო ქონების გადაცემას ახდენენ კერძო საკუთრებაში; ის აუფასურებს მათ ვალუტებს საექსპორტო ფასებზე «კონკურენტუნარიანობის» შესანარჩუნებლად და სატარიფო სტრუქტურებზე უარის თქმის გამო, რომლებიც ადგილობრივ ეკონომიკას იცავენ.

global

ნეოლიბერალურლმა პოლიტიკამ დაბეგვრის ტვირთი კორპორაციებიდან მუშათა კლასზე გადაიტანა. შედეგად ცენტრალიზებულმა გლობალურმა საბანკო ბიზნესმა რამდენიმე ბანკის სქემებთან მიმართებაში მთელი მსოფლიო მოწყლვადი გახადა. არცერთი ეს ეპიზოდი არ წარმოადგენს გარემოებათა შემთხვევით დამთხვევას; ეს უფრო ნეოლიბერალური კორპორატოკრატიის განზრახვების შედეგია.

სავაჭრო ხელშეკრულებები

ჩრდილოეთამერიკული თავისუფალი ვაჭრობის ზონა (NAFTA, 1994), ტრანსატლანტიკური პარტნიორობა (TPP, 2016) და სხვა სავაჭრო ხელშეკრულებები შემუშავებული იყო კორპორაციების მოგების გასაზრდელად. NAFTA და ТРР კორპორაციებს უფლებას აძლევს უჩივლონ მთავრობებს და ეს პროცესები კერძო, საიდუმლო სასამართლოებში მიმდინარეობს. 2013 წელს, როდესაც კანადის პროვინცია კვებეკმა მორატორიუმი მიიღო ნავთობის და გაზის ფრეკინგზე, რათა მიწის და წყლის დაბინძურება შეეჩერებინა, ამერიკულმა ნავთობის და გაზის კომპანია Lone Pine Resources-მა  250 მლნ. დოლარზე NAFTA-ს სახელით კანადის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და განაცხადა, რომ მორატორიუმი «თვითნებური და არაკანონიერი ანულირება» იყო კომპანიის უფლებისა მოეპოვებინა ნავთობი და გაზი.

როდესაც ონტარიოს პროვინციამ მიიღო კანონი ბუნების დამზოგავი განახლებადი ენერგიის შესახებ (Green Energy Act), ტეხასის ენერგეტიკულმა კომპანიამ Mesa power-მა მათ წინააღმდეგ საქმე აღძრა.  როდესაც კანადის ხელისუფლებამ აკრძალა ММТ, ნეორტოქსინი, რომელიც ალცჰეიმერის დაავადებასთანაა დაკავშირებული,  Ethyl Corporation-მა მოითხოვა და მიიღო კიდევაც 13 მლნ. ამერიკული დოლარი. ამერიკულმა კომპანია S.D. Myers-მა,  რომელიც ტოქსიკური ნარჩენების გამოსროლაზე იყო პასუხისმგებელი, კანადას სასამართლოში უჩივლა იმ მოტივით რომ ბეჭვდითი პლატების ექსპორტი აიკრძალა. ასევე ამერიკულმა კომპანია Sun Belt-მა უჩივლა კანადას წყლისდაცვითი კანონმდებლობის მიღების გამო; სხვა უამრავმა კორპორაციამაც აღძრა არაერთი საქმე ასობით მილიონი დოლარის ღირებულებაზე, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობამ გარემოსდაცვითი და საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ნაბიჯები გადადგა.

როდესას აშშ-ში მილსადენი Keystone XL აკრძლეს, კანადურმა კოპანიამ TransCanada-მ 15 მილიარდი დოლარის კომპენსაცია მიიღო. Exxon Mobil-მა, Dow Chemical-მა და სხვა კორპორაციოებმა საერთო ჯამში 600-ზე მეტი სარჩელი შეიტანეს სხვადასხვა მთავრობების წინააღმდეგ. ცნობილი ეკონომისტები, ჯოზეფ სტიგლიცი და ადამ ჰერში Marketwatch-ში წერდნენ, რომ ეს სავაჭრო ხელშეკრულებები «ღია კონკურენციას აფერხებენ და მომხმარებლებისთვის ფასებს ზრდიან».  ესაა გლობალიზაციის სახე, კორპორატიული შეთქმულება დემოკრატიის წინააღმდეგ.

43195733_1907500512629067_5082554750650548224_n

ლოკალურ დონაზე ზოგიერთი ქვეყანა ამ ტენდენციებს შეცვლას ცდილობს საწინააღმდეგო მიმართულებით. 2008 წელს ისლანდიამ უკვე წარმოადგინა ესეთი მოდელი, როდესაც დამნაშავე ბანკირების წინააღმდეგ საქმე აღძრა, იმის მაგივრად რომ მათ დახმარებოდა. იქ ბანკებში ახალი დირექცია დაამტკიცეს, მათი კაპიტალიზირება მოახდინეს და ორიენტაციაზე შეუცვლეს საზოგაოდების ინტერესების დაცვის მიმართლებით. მათ მოახდინეს კრონის დევალვაცია 60%-ით, რამაც საშუალება მისცა მაღალი ხელფასები შეენარჩუნებინათ, იმპორტი შეზღუდეს და ადგილობრივი წარმოების და ტურიზმის განვითარებას მიჰყვეს ხელი.

ლოკალიზაცია – ესა არის წამალი გლობალიზაციის წინააღმდეგ, პირველი ნაბიჯი ადამიანების უფლებების აღდგენის და ნაციონალური ეკოსისტემის განახლების გზაზე.

“შოკის დოქტრინა” – კაპიტალიზმის კატასტროფების აღმავლობა

resize_l6EqHXbf4mRQrYU9KoSp8xBLjh0APZcu_980x590.jpg

მაშინ როდესაც უამრავმა ცნობილმა ეკონომისტმა და ექსპერტმა აღიარა, რომ მსოფლიოს 2008 წლის გლობალური კრიზისი მათ გამორჩათ და მისი პროგნოზირება ვერ შეძლეს, ხანდახან გრიპის ეპიდამიას ან უეცარ მიწისძვრასაც კი ადარებდნენ მას, უამრავი მემრაცხენე ამ დროს აღტკინებული იყო: კანადელმა ანტიგლობალისტმა, ნაომი კლაინმა ფინანსურ კრიზისამდე 1 წლით ადრე შეძლო იმის ახსნა და წინასწარ გამოცნობა თუ საით მიექანებოდა ნეოლიბერალური კაპიტალისტური ეკონომიკა.

მისი “შოკის დოქტრინა” – გლობალიზაციის და ნეოლიბერალური ექსპანსიის ისტორია მესამე სამყაროს ქვეყნებსა და აშშ-ში. კლაინის ძირითადი ინტუიცია შემდეგნაირად ჟღერს:

იმისთვის რომ ქვეყანაში დამყარდეს არარეგულირებადი ბაზრის პრინციპები, ნეოლიბერალურ ეკონომიკას ესაჭიროება რყევები, კრიზისები და კატასტროფები. უფრო მეტიც, ნეოლიბერალიზმი პირდაპირ კავშირშია მათ კვლავწარმოებასთან.

რაც არ უნდა იყოს კრიზის მიზეზი – ქარიშხალი “კატრინა”, აზიური ფინანსური კრახი, სამხედრო გადატრიალებები ლათინურ ამეირკაში, საბჭოთა კავშირის დაშლა, ტიანანმენის მოედანზე დემონსტრანტების ჩაცხრილვა – მოსახლეობის სოციალურ-ფსიქოლოგიური ტრავმა არის ხელსაყრელი ნიადაგი, რომლის დროსაც იზრდება “უხილავი ხელის” და არარეგულირებადი ბაზრების მიმართ ირაციონალური რწმენა. პატარა გამარჯვების მომტანი ომი და შემდგომი პატრიოტული აღმავლობა, ნეოლიბერალიზმის კიდევ ერთი ინსტრუმენტია. რომ არა ფოლკლენდის ომი, ტეტჩერი ალბათ ვერ შეძლებდა ნეოლიბერალური რეფორმების გატარებას დიდ ბრიტანეთში. (შეგიძლიათ პარალელი გაავლოთ 2008 წლის აგვისტოს ომთან და სააკაშვილის მიერ გატარებულ ნეოლიბერალურ რეფორმებთან)

sd.jpg

მომენტებში “შოკის დოტრინის” კითხვა ცოტა რთულია – ეს გულმხურვალე ანტიკაპიტალისტური პამფლეტია, რომელიც სხვების უბედურებაზე ხელის თბობის მოყვარულ თავისუფალ ბაზარს არ ინდობს და მიწასთან ასწორებს.

თუ კლაინს ანალოგიის მოყვანა სურს, მაშინ დარწმუნებული იყავით რომ ის მილტონ ფრიდმანის იდეების რეალიზებას ამ უკანასკნელის თანამშრომლობას შეადარებს პინოჩეტთან და ფსიქიატრიულ სავაადმყოფოებში მსჯავრდებულების წამების ფაქტებსაც მოგიყვანთ. “შოკური თერაპიის” შედეგების პასუხისმგებელი პირების დასახელებისას ნაომი კლაინი დანაშაულების ბაზის მსგავსი რაღაცის შედგენას იწყებს. “შოკის დოქტრინა” ამხელს ნეოლიბერალიზმის წარმატების ცალკეულ ისტორიებს არა პუბლიცისტიკური რიტორიკის დონეზე, არამედ უამრავი დეოკუმენტების და ფაქტების მოშველიების პირობებში. აღნიშული წიგნის გამოსვლამ საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია და ჯოზეფ სტიგლიცმა მაგალითად შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა: “ნეოლიბერალიზმის დანაშაულები ბევრად უფრო სერიოზული ხასიათისაა, ვიდრე ეს ნაომი კლაინს ჰგონია”

 

 

გლობალიზაცია, როგორც ღარიბი ქვეყნების განვითარების მუხრუჭი

14479655_1152920494753743_8242376824343615561_n

გლობალიზაციის მომხრეები პირველ რიგში ამერიკელ ეკონომისტებსა და პოლიტოლოგებში ჰყავს, რომლებიც მის პროპაგანდას პიდაპირ რელიგიური მოწადინებით ეწევიან, როგორც ამის შესახებ სახელოვანმა თეოლოგმა ჰარვი კოქსმა აღნიშნა თავის სტატიაში “ბაზარი- როგორც ღმერთი. შეერთებულ შტატებში თვით ბევრი, სხვა მხრივ საღად მოაზროვნე პოლიტიკური თუ ეკონომიკური ლიდერი გლობალიზაციის ამ მესიანისტური დაპირებების ხიბლის ქვეშ მოექცა. 

გლობალიზაციის დოქტრინა არის ლამაზად შეღებილი ფასადი, რომლის საშუალებითაც იგი თავის ამა თუ იმ მსხვერპლს მესამე მსოფლიოს ქვეყნებში ამშვიდებს და მისი ყურადღება გადააქვს სხვა თემებზე, სანამ მდიდარი ქვეყნები ღარიბ ქვეყნებს რესურსებისგან ფანტავენ და ისეთ მდგომარეობაში აყენებენ, რომ ვერასოდეს შეძლონ იმპერიული ძალებისადმი წინააღმდეგობის გაწევა.

ამავდროულად მან ახალი იმპერიალისტები უნდა დაარწმუნოს იმაში, რომ “განუვითარებელი” ქვეყნები თვითონვე არიან თავიანთ სიღარიბეში დამნაშავე კორუფციის, კლანურობის და საკუთარი შანსების გამოყენების უუნარობის გამო. მოსაზრება, რომ თითქოს ღია ბაზრები ყველას კეთილდღეობას ნიშნავს, აბსოლუტური სისულელეა – ბუნებრივია, არა ტრანსნაციონალური კორპორაციებისთვის, რომლებმაც იზრუნეს საამისოდ და ფლობენ ამ ბაზრებით მანიპულირების ძალასა და რესურსებს.

თვით ჯოზეფ სტიგლიცი, ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში და თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ეკონომისტი შემდეგ დასკვნამდე მივიდა:

ჯოზეფ სტიგლიცი

“დღესდღეობით ცნობილია, რომ საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებები, რომელთა შესახებაც შეერთებული შტატები რამდენიმე წლის წინ ასე ამაყად საუბრობდნენ, მესამე მსოფლიოს ქვეყნების მიმართ მეტად არაკეთილსინდისიერი ნაბიჯი გამოდგა. გლობალისტების პრობლემა მათი ფუნდამენტალისტური საბაზრო იდეოლოგიაა, მათი რწმენა თავისუფალი, არარეგულირებადი ბაზრებისა, რწმენა, რომელიც არც თანამედროვე თეორიას და არც ისტორიულ გამოცდილებას არ ემყარება”

გლობალიზაციამ არცერთ შემთხვევაში, მესამე მსოფლიოს არცერთ ცალკე აღებულ ქვეყანაში არ გამოიწვია კეთილდღეობის ზრდა, ასევე არცერთ, დღეს არსებულ 24 მაღალგანვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყანათაგანს არ მიუღწევია იმ სიმაღლეებისთვის, რომელნიც დღეს უპყრიათ გლობალიზაციის დოქტრინის მიერ ნაქადაგები რეცეპტებით. გლობალიზაიას, ოსვალდო დე რივეროს ტერმინოლოგიით თუ ვიტყვით, არ აღმოუცენებია “NIC” – newly industrialized countriesახლად ინდუსტრიული ქვეყნები, როგორებიცაა “აზიური ვეფხვები” და ა.შ. გლობალიზაციის პროდუქცია 130 “NVE” – non-viable economies[სიცოცხლის უუნარო ეკონომიკები] ან, უფრო უარესი “UCE” – ungovernable chaotic entities[უმართავი ქაოტური ერთეულები].

ჯერ კიდევ 1841 წელს აშშ-ში გერმანიიდან ემიგრირებული ეკონომიკის თეორიტიკოსი ფრიდრიხ ლისტი თავის ძირითად ნაშრომში “პოლიტიკური ეკონომიის ნაციონალური სისტემა” წერდა:

“ვინც მაღალ სიმაღლეებზე მწვერვალს მიაღწია, 1მათი საყვარელი და თან მოხერხებული ტრიუკია იმ კიბის გადაგდება, რომლის საშუალებითაც ისინი ამ სიმაღლეზე ავიდნენ, რათა სხვამ ვერავინ ვერ შეძლოს მათსავით ამოსვლა”.

ეკონომიკის შესახებ ანგლო-ამერიკული სწავლების დიდი ნაწილი და მთელი გლობალიზაციის თეორია მეტი არაფერია, თუ არა “კიბეების გადაგდების” შელამაზების მცდელობა.

21.jpg

თუკი ყოფილ საბჭოთა კავშირს არ გავითვალისწინებთ, უმნიშვნელოვანესი ინდუსტრიული ქვეყნები – დიდი ბრიტანეთი, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, ბელგია, ნიდერლანდები, შვეიცარია, “აზიური ვეფხვები” (სამხრეთ კორეა, სინგაპური, ჰონ-კონგი, ტაივანი) – ყველა მათგანმა მეტნაკლებად ერთნაირი გზით და საშუალებით მიაღწია წარმატებას: ეკონომიკური პროტექციონიზმით. მათ საკუთარი ბაზრები მაღალი საბაჟო ტარიფებისა და კიდევ ბევრი “არასატარიფო” სავაჭრო დაბრკოლების შექმნის გზით გააძლიერეს. დიდმა ბრიტანეთმა თავისუფალი ვაჭრობა, მაგალითად, მხოლოდ 1840-იან წლებში დაუშვა, როდესაც თვითონ დიდი ხანი იყო მსოფლიოს წამყვანი ინდუსტრიული ქვეყანა. 1790-იდან 1940 წლამდე შეერთებული შტატები მსოფლიოში ბაჟებითა და სავაჭრო ბარიერებით ყველა უფრო კარგად დაცულ მაკროეკონომიკას წარმოადგენდა. ერთადერთი ქვეყანა, სადაც 1970-იან და 1980-იან წლებში არცერთი იაპონური ავტომანქანა არ მოძრაობდა, სამხრეთ კორეა იყო, რომელიც ამ პერიოდში საკუთარი საავტომობილო ინდუსტრიის ოგრანიზებას იწყებდა.

თითოეულმა ამ ოდესღაც “განვითარებადმა” ქვეყანამ სხვადასხვა მეთოდით მოიპოვა პროგრესული ტექნოლოგიები იმ ქვეყნებისგან, რომლებიც მათ განვითარებას უწყობდნენ ხელს, იკვლევდა და აანალიზებდა ამ ტექნოლოგიებს და შემდეგ მიზნობრივად დებდა ინვესტიციებს მათ გაუმჯობესებასა და განვითარებაში. სახელმწიფო იცავდა და მხარს უჭერდა წარნატებულ კომპანიებს, რომლებშიც ექსპორტიორობის პოტენციალს ხედავდა. იმისთვის რომ საკუთარი პროდუქციით ჩაენაცვლებინათ იმპორტული საქონელი ეს ქვეყნები მასობრივი სუბვენციებით, ხშირად ხარჯიანობის გათვალისწინების გარეშე, ეხმარებოდნენ არაკონკურენტულ ადგილობრივ საწარმოებს. 

მოკლედ რომ ითქვას, მსოფლიოში არსებული მცირერიცხოხვანი წარმატებული ეკონომიკები ზუსტად იმის საწინააღმდეგოს აკეთებდნენ, რაც მათ გლობალიზაციის გურუთა მიხედვით უნდა გაეკეთებინათ. ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ამა თუ იმ სახელმწიფოს სხვა არჩევანი არ გაუკეთებია, გარდა გლობალიზაციის პრინციპების ცხოვრებაში გატარებისა – “თავისუფალი ვაჭრობის” შემოღება, კომუნალური საწარმოების გაყიდვა, კაპიტალის გადაადგილებაზე კონტროლის მოხსნა, საკუთარი მეწარმეებისთვის პრივილეგიების გაუქმება და ა.შ. კატასტროფული შედეგები იქნა მიღებული.

1981 წლიდან აშშ ცდილობდა მესამე მსოფლიოს ქვეყნების სუვერენიტეტის შესუსტებას, რათა მათი დამოკიდებულება მაღალგანვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებზე უფრო გაძლიერებულიყო და მათი ერთ ძალად ორგანიზება და მდიდარი ქვეყნებისაგან სამართლიანი სავაჭრო პირობების შექმნის მოთხოვნა არ წამოყენებულიყო. ამ სტრატეგიის განხორციელების ბერკეტებად გამოყენებულ იქნენ მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალურო ფონდი.

გასათვალისწინებელია, რომ სსფ და მსოფლიო ბანკი პრინციპში აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მოადგილე ორგანიზაციებს წარმოადგენენ. ორივეს რეზიდენცია მდებაროებს ქალაქ ვაშინგტონის ჩრდილო-დასავლეთში მე-19 და “ეიჩ” ქუჩებზე და ორივე მათგანი ისეთ სისტემაზეა დაფუძნებული, რომ გადაწყვეტილებები აშშ ფინანსთა მინისტრის თანხმობის გარეშე ვერ მიიღება. 

man-protesting-against-imf-and-world-bank-washington-dc-usa-D6NTAG

ვაშინგტონში გამართული ანტიგლობალისტური აქციის მონაწილე საერთაშორისო სავალუტო ფონდს და მსოფლიო ბანკს ეკონომიკურ ტერორისტებად მოიხსენიებს

ადრეულ 1980-იან წლებში აშშ-მ სსფ-ს და მსოფლიო ბანკს მიანიჭეს “მესამე მსოფლიოს”ვალების პრობლემების გადაწყვეტის პრეროგატივა და, უბრალო სიტყვებით რომ ვთქვათ, თან ორი მითითება მისცეს მათ ამ გზაზე: პირველ რიგში იზრუნეთ იმისთვის, რომ მოვალე ქვეყნები თავიანთი ვალების გასტურმებას ნაწილობრივ მაინც მოემსახურებიან და ოფიციალურად გადახისუუნაროდ არ გამოაცხადებენ თავს, ამასთან, ამ ქვეყნებს იმდენი ფული გამოსძალეთ, რამდენიც შესაძლებელია. 

გაგრძელება იქნება…

გლობალიზაციის ფარული მხარე

ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში შემუშავდა მონდიალიზმის კონცეფცია (მონდიალიზმი არის სახელმწიფოების, ერების,  ეკონომიკების, კულტურების გაერთიანება, რომლის მიზანია ეგრეთ წოდებული ერთგვაროვანი, ნაციონალური სახელმწიფოებისგან თავისუფალი მსოფლიოს შექმნა). მონდიალისტების საყრდენი – მათი ფინანსური, პოლიტიკური და სამხედრო სიძლიერის ძირითადი ბაზა, აშშ-ში მდებარეობს.

globalist1.jpg

დღეისათვის ამ გლობალური წარმონაქმნის პოლიტიკური ინტერესების განხორციელებისათვის სამი ძირითადი მონდიალისტური ორგანიზაცია არსებობს:

პირველი – “საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭო” (რომელიც 1921 წელს ამერიკელმა ბანკირმა მორგანმა დააარსა). ეს არაოფიციალური ორგანიზაცია აშშ-ს მსოფლიო სტრატეგიას ამუშავებდა. მისი საბოლოო მიზანი იყო მთელი მსოფლიოს უნიფიკაცია და მსოფლიო მთავრობის ჩამოყალიბება;

pravit.jpg

მეორე – “ბილდელბერგის კლუბი”. 1954 წელს წელს დაარსდა. იგი აერთიანებს არა მარტო ამერიკელ ანალიტიკოსებს, პოლიტიკოსებს, ფინანსისტებს და ინტელექტუალებს, არამედ დასავლეთ ევროპელ კოლეგებსაც;

მესამე – “სამმხრივი კომისია”. ეს ცენტრი 1973 წელს დაარსდა როკფელერების ოჯახის მიერ, რომელიც იმ დროისთვის 500-მილიარდიან ქონებას აკონტროლებდა. მას სათავეში ედგნენ “საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს” და “ბილდელბერგის კლუბის” ამერიკელი წარმომადგენლები. “სამმხრივი კომისიის” პრეზიდენტია დევიდ როკფელერი – “ჩეიზ მანჰეტენ ბანკის” მეპატრონე. კომისიაში 200 წევრი შედის. იგი სამ დიდ სივრცეში ფუნქციონირებს: ა)ჩრდილო და სამხრეთ ამერიკა, ბ) ევროპა), გ)იაპონიის მიერ კონტროლირებადი წყნარი ოკეანის ნაწილი. “სამმხრივი კომისია” მსოფლიო სიმდიდრის 60%-ს აკონტროლებს.

“ბილდელბერგის კლუბის” და “სამმხრივი კომისიის” აღმასრულებელი ორგანოა “ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო”. აქ შეცდომაში არავინ შევიდეს, სიტყვა ეროვნულის (National) გამო, ვინაიდან ის არ არის აშშ-ის სახელმწიფოს აღმასრულებელი ორგანო. აშშ-ს კონგრესს უფლება არა აქვს, ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ანგარიში მოსთხოვოს.

“ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო” 1952 წელს, პრეზიდენტ ტრუმენის დროს შეიქმნა. მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 2 მილიონზე მეტი აგენტი და თანამშრომელი ჰყავს. აღჭურვილია უაღრესად მოწინავე ელექტრონული აპარატურით. მის განკარგულებაში მყოფი სუპერკომპიუტერები სააგენტოსთვის საჭირო ინფორმაციას მთელი მსოფლიოდან კრეფენ და აანალიზებენ. საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად არაფრად აგდებენ ნაციონალური სახელმწიფოების საზღვრებს და კანონებს, რისი ბოლო და ნათელი დადასტურებაც ე.წ. “სნოუდენის სკანდალი” იყო.

ეს არის გიგანტური საინფორმაციო ცენტრი, რომელიც მთელ მსოფლიოს უსმენს და უთვალთვალებს. მსოფლიოს მონდიალისტური მოდელი სახელმწიფოებისა და ხალხების რაიმე ტიპის სუვერენიტეტს მთლიანად გამორიცხავს.

აქვე უნდა ითქვას, რომ აშშ-ის ფედერალური ბანკი, თავისი უზარმაზარი ფულად-ქონებრივი რესურსებით მთლიანად ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და ბანკების სისტემების საკუთრება. ცხადია, ამ უკანასკნელთა მიღმა ოჯახური კლანები დგანან.

საინტერესოა, რომ “აშშ-ის გადასახადების გადამხდელთა ნაციონალურმა კავშირმა” ფედერალური ვალი, არაუზრუნველყოფილი ვალდებულებების ჩათვლით, 17 ტრილიონი დოლარით განსაზღვრა, რაც ნიშნავს, რომ თითოეულ ამერიკელზე მოდის ფედერალური ხაზინის ვალი 145 ათასი დოლარის მოცულობით.

ამასთან, თვითონ ხაზინა გლობალური მევახშეთა საბირჟო ელიტის, ანუ ზემოთ აღნიშნული კლანების მოვალეა. ამ უკანასკნელთა ინტერესებში შედის სახელმწიფოთა დამოუკიდებელი ეკონომიკის დაკარგვის ორგანიზება და მისი ჩართვა გლობალურ მონდიალისტურ იმპერიაში. ამ მიზნით ნაციონალურ სახელმწიფოებს თავს ახვევენ ეკონომიკის ე.წ. ინტერნაციონალური ნეოლიბერალიზმის მოდელს, რომელიც ცვლის და რომელმაც მომავალში საბოლოოდ უნდა დაიქვემდებაროს ნაციონალური ეკონომიკები. საუბრები “თავისუფალ ბაზარზე”, “ბაზრის თვითრეგულირებაზე” მხოლოდ ინფორმაციული საფარველია საბოლოო მიზნის მისაღწევად.

როგორც ცნობილი გერმანელი ეკონომისტი ფრიდრიხ ლისტი თავის ცნობილ ნაშრომში – “პოლიტიკური ეკონომიის ნაციონალური სისტემა” წერდა, ჩამორჩენილი ქვეყანა, ლიბერალური, ღია საბაზრო ეკონომიკით განვითარებულს ვერასდროს დაეწევა და ეს სისტემა ქვეყნებს მუდმივი სიღატაკისთვის წირავს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მონდიალისტურმა ორგანიზაციებმა შეიმუშავეს ქვეყნებზე პოლიტიკური კონტროლის დამყარების ახალი, მანამდე არნახული ტექნოლოგიები. ბოლო ათლწეულების მანძილზე, მათგან მართვად ქვეყნებში პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების არჩევნები სწორედ “ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს” მიერ შერჩეულ კანდიდატებს შორის ტარდება.

“ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოში” შექმნილია სისტემა “ინკუბატორი”. აქ მიმდინარეობს სათანადო კადრების შერჩევა და აღზრდა, რომლებმაც უნდა დააკომპლექტონ ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკური, ინტელექტუალური თუ სამხედრო ელიტა. ისინი ორ ძირითად მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდნენ; პირველი – უნდა გააჩნდეთ პატივმოყვარეობა, შეეძლოთ, წარმოადგინონ თავი და დაიმსახურონ საზოგადოების მოწონება. მეორე – იყვნენ მართვადნი, ჰქონდეთ კომპრომატი წარსულში, ან ფარული მანკიერება, რათა აუცილებლობის შემთხვევაში კონტროლს დაექვემდებარონ.

ეს სისტემა არჩევს კანდიდატებს და შემდგომში მათ კარიერულ წინსვლას უწევს კოორდინირებას, რაშიც შედის ამა თუ იმ გზით მოწინააღმდეგეთა ჩამოცილება არჩევნებში სასურველი შედეგის მიღწევის მიზნით.

სწორედ ასე იქმნება ე.წ. “კვისლინგები”, რომლებიც ემსახურებიან პატრონებს და მზად არიან, პირადი გამორჩენისათვის უღალატონ საკუთარ ხალხს და სამშობლოს.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ ახალი გლობალური ძალების ინტერესები არ ემთხვევა აშშ-ის ნაციონალურ ინტერესებს და თვითონ ეს უძლიერესი სახელმწიფო მონდიალისტებისა და მათი მოწინააღმდეგეების ბრძოლის არეალია. მეტსაც ვიტყვი – ძირითადი ბრძოლები სწორედ იქ მიმდინარეობს. ეს კარგად უნდა ესმოდეთ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ანტიამერიკანიზმი ლამის რელიგიად გადაიქცა.

მორჩილი უმაღლესი რანგის ხელმძღვანელების შექმნასთან ერთად, მონდიალისტები ცდილობენ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე კონტროლი დაამყარონ და მართვადი, ე.წ. ელიტა შექმნან, რათა ერებს თავს მოახვიონ მათთვის მისაღები ცხოვრების მოდელი, რომლის ბაზისადაც ბოლო დრომდე ე.წ. ამერიკული ცხოვრების წესი გამოიყენებოდა.

სწორედ ამგვარი მოღვაწეობის შედეგად, რომლის ავანგარდში ამ სისტემის საქართველოს ფილიალი “თავისუფლების ინტიტუტი” იყო, მივიღეთ ე.წ. ნაციონალური ელიტა. ამ უკანასკნელმა კი ყველაფერი გააკეთა ზემოთ აღწერილი ინსტრუქციების ცხოვრებაში გასატარებლად, რისი დამანგრეველი შედეგებიც ქართველმა ხალხმა თავის თავზე გამოსცადა.

ნაწყვეტი სოსო მანჯავიძის წერილიდან –  (21.12.2013)  © რეზონანსი

ინდოეთის და ჩინეთის ინდუსტრიალიზაციის გზა გლობალიზაციის პირობებში

ჯოვანი არიგის სტატიიდან “გლობალიზაცია და არათანაბარი განვითარება”

522329bffc87f7494fa49e4529275757

ჯეიმს გელბრაიტი სვამს კითხვას თუ რამდენად მისაღებია ის, რომ 1990-ანი წლები მიჩნეული იყოს “კაპიტალიზმის ოქროს ხანად”, და არა როგორც რეფორმირებული სოციალიზმის ოქროს ხანად, მსოფლიოს 2 ქვეყანაში (ჩინეთში და ინდოეთში), თუ ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ იმ საშინელ გაჭირვებაზე , რომელსაც აწყდებოდნენ ისინი, ვინც ასრულებდნენ ჟურნალ “Economist”-ში გაწერილ ნეოლიბერალურ რეცეპტებს, მაშინ ბერვი რამ გახდება ნათელი.

“რეალურად ქვეყნებმა, რომლებიც ზედმიწევნით მისდევდნენ მსოფლიო ბანკის და მსოფლიო სავალუტო ფონდის რეცეპტებს”, მათ შორის არგენტინა და რუსეთი 90-ანების დასაწყისში, “გადაიტანეს 1930-ან წლებში დატრიალებულ დიდ დეპრესიაზე ბევრად უფრო საშინელი კატასტროფები” (Galbraith 2004)

ვერცერთმა ქვეყანამ ვერ მიაღწია შესამჩნევ წარმატებას 1980-ანი წლების დასაწყისიდან, იმიტომ რომ უფრო ზედმიწევნით მისდევდა იდეოლოგიური გლობალიზაციის რეცეპტებს, ვიდრე ქვეყნები, რომლებმაც უგულებელყვეს ეს იდეები. რეალურად ვითარება სრულიად საპირისპირო იყო. “1970-ან წლებში ჩინეთი და ინდოეთი დისტანცირებას ახდენდნენ დასავლური ბანკებისაგან და ასე შესძლეს თავიდან აეცილებინათ სავალო კრიზისი. ისინი განაგრძობდნენ კაპიტალის მოძრაობის კონტროლს  და ნებას არ რთავდნენ სპეკულაციური ბუნების კაპიტალს თავისუფლად ემოძრავა ქვეყნის შიგნით და გარეთ. მათ დღემდე გააჩნიათ მნიშვნელოვანი მძიმე მრეწველობის სახელმწიფო სექტორი. გარდა ამისა, ჩინეთს დღემდე მართავს კომუნისტური პარტია, რომელიც არ წარმოადგენს თავისუფალი ბაზრის მიმართ ლოიალურ ინსტიტუტს. მაშასადამე, ჩვენ სამართლიანად გვიჩნდება კითხვა:

თუ ჩინეთის და ინდოეთის საქმეები მთლად არც ისე ცუდად მიდის, მაშინ რას უკავშირდება ეს? მათ რეფორმებს თუ ეკონომიკის სახელმწიფოს მიერ რეგულირების შენარჩუნებას ? ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი გელბრაიტი დარწმუნებულია, რომ სწორი პასუხი ორივეში მდგომარეობს. მე კი შევეცდებოდი ფორმულირება შემეცვალა და დავაზუსტებდი შემდეგი სახით.”

პირველ რიგში, ინდოეთი და განსაკუთრებით ჩინეთი სრულფასოვნად მონაწილეობდნენ გლობალიზაციის სტრუქტურულ პროცესში, როდესაც ხსნიდნენ საკუთარ ეკონომიკას და დიდ აქცენტს აკეთებდნენ ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრიის განვითარებაზე 1980-ანი წლების შუა პერიოდამდე. ასე მათ მოიპოვეს სარგებელი უფრო ფართო და შედარებით მდიდარ ეკონომიკურ სივრცეში მოქმედებით. მაგრამ ისინი ამ ყველაფერს აკეთებდნენ იმ პირობებით, რომლებიც პასუხობდნენ მათ ეროვნულ ინტერესებს და არა დასავლური ქვეყნების ინტერესებს, რომლებიც განასახიერებენ აშშ-ს მიერ გამაგრებულ იდეოლოგიურ გლობალიზაციას.  მათ შორის  ეს ნიშნავდა დერეგულაციის და პრივატიზაციის უფრო ნელ ტემპებს და უფრო ფრთხილ შერჩევით პროცესს,  იმ ქვეყნებთან და რეგიონებთან შედარებით, რომლებმაც გაიარეს იდეოლოგიური გლობალიზაციით გაწერილი შოკური თერაპია და სტრუქტურული რეგულირება.

1146393129_7137

XX საუკუნის ერთ-ერთ გამორჩეული ამერიკელი, ინსტიტუციონალისტი ეკონომისტი – ჯონ კენეტ გელბრაიტი

მეორე –  ინდოეთის და ჩინეთის უნარი შესწევდათ მონაწილეობა მიეღოთ  სტრუქტურულ გლობალიზაციაში იმ პირობებზე, რომლებიც პასუხობდნენ მათ ეროვნულ ინტერესებს უპირობოდ. ეს ნაწილობრივ  იმით იყო განპირობებული რომ , როგორც გელბრაიტი ამტკიცებს, 1970-ან წლებში ეს ქვეყნები ნაკლებად დამოკიდებულები გახდნენ უცხოურ კაპიტალზე, ვიდრე იგივე ლათინური ამერიკა ან აფრიკა. უცხოური კაპიტალი არასოდეს არის “უსასყიდლო” და მაშინაც, როდესაც ის შემოდის საკმაოდ სარგებლიან პირობებზე, როგორც ეს იყო 1970-ან წლებში, მან შესაძლოა გამოიწვიოს “დამოკიდებულება”, რომელიც შემდგომ სახელმწიფოს შეუზღუდავს შესაძლებლობას გაატაროს საკუთარი ეროვნული ინტერესები. 2003 წელს ჩინეთმა გაუსწრო აშშ-ს და გახდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უდიდესი მიმღები მსოფლიოს მასშტაბით. მაგრამ ჩინეთის მზარდი დამოკიდებულება უცხოურ კაპიტალზე ასე თუ ისე ბალანსდებოდა აშშ-ს დრამატული დამოკიდებულებით იაფ ჩინურ პროდუქციაზე და კრედიტებზე, ასე რომ ჩინეთის გააჩნია იმის საშუალება რომ უკარნახოს პირობები ინვესტორთა უმრავლესობას.

მესამე – ინდოეთის და ჩინეთის უნარი, მონაწილეობა მიეღოთ სტრუქტურულ გლობალიზაციაში საკუთარ პირობებზე განიმარტება არა მხოლოდ იმით, რომ ისინი ინარჩუნებდნენ ნაკლებ დამოკიდებულებას უცხოურ კაპიტალზე,  ვიდრე აფრიკის კონტინენტის სახარის სამხრეთით მდებარე ქვეყნები და ლათინური ამერიკა. რანაკლებ მნიშვნელოვანია ინდოეთის და ჩინეთის სხვა თავისებურება, კერძოდ ის ფაქტი, რომ ისინი არ არიან უბრალოდ ერი-სახელმწიფოები, არამედ კონტინენტის სიდიდის სახელმწიფოები და გააჩნიათ მოსახლეობა, რომელიც რიცხობრივად აღემატება ლათინური ამერიკის და აფრიკის მოსახლეობას. გარდა ამისა, ორივე ქვეყანას გააჩნია შიდა და მიმდებარე რეგიონებთან დივერსიფიცირებული წარმოების და საბაზრო გაცვლის  უძველესი ისტორია, რამაც განაპირობა არა მხოლოდ შედარებით კვალიფიციური და უნივერსალური მუშა ხელის არსებობა, არამედ მიკრო წარმოება. ასეთი მემკვიდრეობის პირობებში და საკმაოდ დიდი ინფრასტრუქტურული ინვესტიციების შედეგად შიდა ტრანსპორტირებაში და კომუნიკაციებში ინდოეთი და ჩინეთი იმყოფებოდნენ უკეთეს პირობებში, ვიდრე ეკონომიკურად და პოლიტიკურად ფრაგმენტირებული ლათინური ამერიკა და აფრიკა, რათა შეეთავსებინათ ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრიალიზაცია და უცხოური ინვესტიციები საკუთარ არაფორმალურად დაცულ და საკმაოდ შემდგარ შიდა ეკონომიკასთან.

აღსანიშნავია რომ ჩინეთს  გააჩნია დამატებითი უპირატესობა ინდუსტრიალიზაციის პირობებში: იმპორტის ჩამნაცვლებელი ინდუსტრიალიზაცია, ან ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრიალიზაცია. გავრცელებული მოსაზრებების საპირისპიროდ, ეს უპირატესობა მდგომარეობს არა დაბალ ხელფასში. უფრო, როგორც აღინიშნებოდა New York Times-ისსტატიაში სახელწოდებით “ჩინური საუკუნე”, ვითარება განპირობებულია წარმოების ტექნოლოგიების ფართო გამოყენებით, რომლებიც შეძლებისდაგვარად ანაცვლებენ ძვირადღირებულ მოწყობილებებს და წარმოების პროცესებს განსწავლული, იაფი სამუშაო ძალა მართავს. ეს მოსაზრება ილუსტრირებულია ავტომობილების ქარხნის Wanfeng-ის გამოცდილებით. ამ ქარხანაში არ არის არც ერთი რობოტი. ამის სანაცვლოდ შემგროვებელი ხაზები დაკომპლექტებულია მრავალი ახალგაზრდა რეკრუტით ჩინეთის ტექნიკური სასწავლებლებიდან, რომლებიც აღჭურვილნი არიან საკუთარი საბურღი ინსტრუმენტებით, ქანჩის გასაღებებით და ა.შ.  ძრავები და ძარები დაგადაადგილდებიან ერთი სამუშაო ადგილიდან მეორეზე არა კონვეირზე, როგორც დასავლურ, კორეულ ან იაპონურ ქარხანებში, არამედ მათი გადატანა ხდება ხელით ან ურიკით. კომპანია არ იყენებს მილიონობით ამერიკული დოლარის ღირებულების ტექნოლოგიურ მოწყობილებებს, ის იყენებს მაღალკვალიფიციურ პერსონალს, რომლის წლიური ხელფასი არის დეტროითში დამწყები მუშის ერთი თვის ხელფასზე ნაკლები.

ეს არის იმის მიზეზი, თუ რატომ შეუძლია ვანფენგს გაყიდოს ხელით აწყობილი ჯიპების მდიდრული  მოდელები $ 8 000 – $ 10 000.  (Fishman 2004)

Wanfeng-ის ქარხანაში აწყობილი ჯიპი

გარდა ამისა, ჩინურ კომპანიებში იაფი კვალიფიციური მუშახელი ანაცვლებს არა მხოლოდ ძვირადღირებულ მოწყობილებებს, არამედ მაღალანაზღაურებად ხელმძღვანელობასაც. თვითმმართვადი სამუშაო ძალა ამცირებს ხელმძღვანელობაზე გათვლილ ხარჯებს. დასავლური საზომით ჩინეთში ხელმძღვანელობის რიცხვი საკმაოდ მწირია –  ეს მაჩვენელებელი ვარირებს სხვადასხვა სფეროს მიხედვით, მაგრამ საშუალო სტატისტკურად 5000 მუშაზე საშუალოდ 15 ხელმძღვანელს დავითვლით. ეს არის თვითმმართველობის უნარის ქონის მაღალი მაჩვენებელი. რთულია ითქვას თუ რამდენად გავრცელებულია “მოწყობილებების და ხელმძღვანელობის დამზოგავი” ტექნოლოგიების გამოყენება  მაგრამ, თუ ეს მეთოდი არის გავრცელებული, როგორც ამას აღნიშნავს ტედ ფიშმანი, მაშინ იგი წარმოადგენს ანტიდოტს უკვე აღნიშნული ინოვაციური ტენდენციის წინნაღმდეგ, რომელიც საწყისს მდიდარ ქვეყნებში იღებს და ღარიბ ქვეყნებში შთანთქავს კაპიტალს.

china.jpg

ყოველ შემთხვევაში,  ძვირადღირებული მოწყობილობების და ხელმძღვანელობის ჩანაცვლება შედარებით იაფი კვალიფიცირებული მუშახელით არ არის ანტაგონისტური, ჩვეულებრივი და სამრეწველო პრაქტიკულ განვითარებასთან და ინოვაციებთან მიმართებაში. პირიქით, 2005 წელს ჩინეთმა $ 60 მლრდ.  გაიღო სამეცნიერო კვლევებისათვის, რაც ნათლად მეტყველებს იმ ფაქტზე თუ რამხელა მნიშვნელობა ენიჭება ჩინეთში მეცნიერებას.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას რომ იაფი და კვალიფიციური მუშახელის შეთავაზება  არის უმთავრესი პირობა სამხრეთული სახელმწიფოს მონაწილეობისათვის სტრუქტურული გლობალიზაციის პროცესში საკუთარ პირობებზე და არა პირობებზე , რომლებსაც უყენებენ დასავლური ქვეყნების ინტერესები.

ყველაფერი, რაც ბილდერბერგის კლუბის შესახებ უნდა იცოდეთ

ამ ორგანიზაციის გარშემო მრავალი ლეგენდა და კონსპირაციული თეორია არსებობს. მას ეძახიან „მსოფლიო მთავრობას“, „გლობალიზაციის შემქმნელს“  და “ამერიკული ჰეგემონიის მამოძრავებელს”. ჩვენ მიუკერძოებლად მოგიყვებით მის შესახებ მხოლოდ ფაქტებს.

BilderbergClubBilderbergclub-secreto-bilderberg.jpg

ორგანიზების ფორმა

ბილდერბერგის კლუბი, რომელსაც ასევე ეძახიან „ჯგუფს“ და „კონფერენციას“, არის პოლიტიკური, ფინანსურ-ეკონომიკური და ჟურნალისტური მსოფლიო ელიტის არაფორმალური შეხვედრა. სახელწოდება მომდინარეობს სასტუმროს სახელწოდებიდან – „ბილდერბერგი“, რომელიც ნიდერლანდების ქალაქ ოსტერბეკშია განთავსებული და ზუსტად იქ შედგა კლუბის პირველი ყრილობა  1954 წლის მაისში. კლუბის წევრებს ასევე ბილდერბერებს ეძახიან. ამ კლუბის შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნებში იმართება, უმნიშვნელოვანესი პირობა არის ის, რომ მიმღები ქვეყანა აუცილებლად იღებს პასუხისმგებლობას კლუბის წევრების უსაფრთხოებაზე. ამ კლუბის წევრების რაოდენობა, რომელიც რასაკვირველია იცვლება, ამჟამად არის 383 წევრი, საიდანაც მესამედს ამერიკელები შეადგენენ. შესარჩევი კომიტეტი, ცდილობს ყოველწლიურად მოიზიდოს ახალი წევრები, რომლებსაც ექნებათ გავლენა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, როგორც იუწყება ბრიტანული ენციკლოპედია: „იმისთვის, რომ პასუხისმგებლობის აღების გარეშე, გაეცნონ საერთო პრობლემებს.“  სამდივნო – კლუბის შტაბ-ბინა მდებარეობს ნიუ-იორკში.

დამაარსებლები

კლუბი დაარსებულია სამი წამყვანი მსოფლიო ფონდის მეირ, რომლებიც დააარსეს ამერიკელმა მილიარდერებმა: როკფელერმა, კარნეგიმ და ფორდმა. ამ ფონდის ყველა წესდებაში ასე თუ ისე ფიგურირებს „ქვეყნებს შორის ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა“. რობერტ ერნოუვი, რომელიც არის „ქველმოქმედება და კულტურული იმპერიალიზმი“ [Philanthropy and Cultural Imperialism] წიგნის ავტორი აცხადებს, რომ ფონდები წარმოადგენენ ელიტების რბილ ძალას. „მათი ძალა მდგომარეობს ინტელექტუალური და პროფესიული პარამეტრების დადგენაში, იმის დადგენაში ვინ მიიღებს მხარდაჭერას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლაში. ამიტომაც ფონდების ძალა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი აფინანსებენ საქმიანობის გარკვეულ სფეროს, რომელშიც თვითონ არიან დაინტერესებულები და მზად არიან მხარი დაუჭირონ”.

უხუცესი

ერთ-ერთი დამაარსებელი, უხუცესი და კლუბის ყველაზე გავლენიანი პიროვნება იყო 101 წლის დევიდ როკფელერი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. „სტანდარტ ოილის“ კომპანიის დამაარსებლის და მსოფლოში პირველი მილიარდერის, ჯონ როკფელერის შვილიშვილი. ის მონაწილეობდა ყველა კრებაში და კლუბის ხელმძღვანელობაში მთავარი როლი ეკავა, რომელიც დაპატიჟებულთა სიას ადგენს.

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი 1995-2005 წლებში ჯეიმს ვუფენსონი არის ამ კლუბის კიდევ ერთი აქტივისტი და როკფელერის როლზე ლაპარაკობს: „როკფელერთა ოჯახი, ბოლო 100 წლის განმავლობაში დიდი წვლილი შეიტანა გლობალიზაციის განვითარებაში. შეიძლება ითქვას, რომ გლობალიაციის საკითხში არ არსებობდა არც ერთი ოჯახი ისეთივე გავლენიანი, როგორიც როკფელერთა ოჯახია. და ჩვენ ისევ „ვუფორვარდებთ“ მათ იმ საკითხებს, რომლებიც ჩვენ წინაშე დგას და ამისთვის, დევიდ, ჩვენ უზომოდ მადლობელნი ვართ და იმისთვის, რომ თქვენ ამხელა წვლილი შეგაქვთ საერთო საქმეში“

17457311_1319989338046857_5973712750690000439_n.jpg

უპირველესი ამოცანები

თავისი დაარსების პირველივე დღიდან კლუბი ითვალისწინებდა საბჭოთა კავშირს, როგორც საწინააღმდეგო პოლიტიკის პოლუსის მეორე მხარეს და ევროკავშირის ინტეგრაციას და ერთიანი ევროპული თავდაცვითი სისტემის ჩამოყალიბებას. აშკარაა, რომ ფონდის მუშაობის დამსახურებით თუ სხვა გზებით ეს საკითხები გადაიჭრა. ყოველ შემთხვევაში კლუბის მონაწილეობას ევროკავშირის საერთო თავდაცვითი სისტემის ჩამოყალიბებაში არავინ გამორიცხავს, მითუმეტეს 2001 წლის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ეს ყველაფერი ნათლად არის ასახული.

ერთი დამაარსებელი, ევროპული ინტეგრაციის არქიტექტორი და ერთიანი ბაზრის შემქმნელი იყო ჯოზეფ რეტინგერი.

საერთო ევროპის მთავარ იდეად მას მიაჩნდა ევროპის ქვეყნების მიერ გარკვეული სუვერენიტეტის დათმობა. სულ რაღაც 40 წლის შემდეგ ეს გეგმა მთლიანად განხორციელდა.

უახლოესი ამოცანები

ჟან-კლოდ ტრიშე, რომელიც არის ევროპული ცენტრალური ბანკის ყოფილი თავჯდომარე, სართაშორისო ურთიერთობების საბჭოში მკაფიოდ ჩამოაყალიბა ეს ამოცანები. 2008 წლის კრიზის შემდეგ მან არა ერთ გამოსვლაში აღნიშნა, რომ მიმდინარეობს საერთაშორისო ფინანსური მმართველობის ჩამოყალიბება.

ჟან-კლოდ ტრიშე: „ცენტრალური ბანკების კოოპერაცია არის იმ ტენდენციის ნაწილი, რომელიც გარდაქმნის გლობალურ მმართველობას. საბოლოოდ ყველაფერი გადაიზრდება დიდ მსოფლიო ფინანსურ მთავრობაში. ამ სისტემას მცირედი საფრთხე მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა შეუქმნა, რომლის შემდეგ ნათელდა გახდა, რომ ეს სისტემა არ იყო სრულყოფილი და ის საჭიროებს სრულ ინტეგრაციას მსოფლიო ფინანსურ პროცესებში.“

შეთქმულების თეორია

კლუბის შეხვედრები გასაგები მიზეზების გამო სრულიად კონფედენციალურ და საიდუმლო ვითარებაში მიმდინარეობს. ჟურნალისტებს იქ არ ეპატიჟებიან, მხოლოდ წამყვანი მედიების მთავარ რედაქტორებს, არა ინფორმაციის გაშუქებისთვის, არამედ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. იქ აკრძალულია ჩანაწერების გაკეთება, თუმცა გარკვეული ინფორმაცია დროდადრო მაინც გამოჟონავს ხოლმე, რაც შეთქმულების თეორიის გამყარებას დიდად უწყობს ხელს. არც ისე დიდი ხნის წინ ამ საკითხს დიდ სტატია დაუთმო გამომცემლობამ The Guardian. ის ცდილობდა დაკავშირებოდა დევიდ როკფელერს, მაგრამ პრეს-მდივანმა განუცხადა, რომ დევიდს ყველა ეს შეთქმულების თეორია მობეზრდა.

http://bit.ly/1XeEMxA

„მისტერ როკფელერის მოსაზრებები ამ თემასთან დაკავშირებით იმაში მდგომარეობს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში რაციონალური აზრი ირაციონალურს ებრძოდა. რაციონალურ ადამიანებმა უპირატესობა გლობალიზაციას მიანიჭეს. ირაციონალურებმა კი ნაციონალიზმს.“

დასკვნების გაკეთებას თქვენ მოგანდობთ…