ჯოვანი არიგის სტატიიდან “გლობალიზაცია და არათანაბარი განვითარება”
ჯეიმს გელბრაიტი სვამს კითხვას თუ რამდენად მისაღებია ის, რომ 1990-ანი წლები მიჩნეული იყოს “კაპიტალიზმის ოქროს ხანად”, და არა “როგორც რეფორმირებული სოციალიზმის ოქროს ხანად, მსოფლიოს 2 ქვეყანაში (ჩინეთში და ინდოეთში)“, თუ ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ იმ საშინელ გაჭირვებაზე , რომელსაც აწყდებოდნენ ისინი, ვინც ასრულებდნენ ჟურნალ “Economist”-ში გაწერილ ნეოლიბერალურ რეცეპტებს, მაშინ ბერვი რამ გახდება ნათელი.
“რეალურად ქვეყნებმა, რომლებიც ზედმიწევნით მისდევდნენ მსოფლიო ბანკის და მსოფლიო სავალუტო ფონდის რეცეპტებს”, მათ შორის არგენტინა და რუსეთი 90-ანების დასაწყისში, “გადაიტანეს 1930-ან წლებში დატრიალებულ დიდ დეპრესიაზე ბევრად უფრო საშინელი კატასტროფები” (Galbraith 2004)
ვერცერთმა ქვეყანამ ვერ მიაღწია შესამჩნევ წარმატებას 1980-ანი წლების დასაწყისიდან, იმიტომ რომ უფრო ზედმიწევნით მისდევდა იდეოლოგიური გლობალიზაციის რეცეპტებს, ვიდრე ქვეყნები, რომლებმაც უგულებელყვეს ეს იდეები. რეალურად ვითარება სრულიად საპირისპირო იყო. “1970-ან წლებში ჩინეთი და ინდოეთი დისტანცირებას ახდენდნენ დასავლური ბანკებისაგან და ასე შესძლეს თავიდან აეცილებინათ სავალო კრიზისი. ისინი განაგრძობდნენ კაპიტალის მოძრაობის კონტროლს და ნებას არ რთავდნენ სპეკულაციური ბუნების კაპიტალს თავისუფლად ემოძრავა ქვეყნის შიგნით და გარეთ. მათ დღემდე გააჩნიათ მნიშვნელოვანი მძიმე მრეწველობის სახელმწიფო სექტორი. გარდა ამისა, ჩინეთს დღემდე მართავს კომუნისტური პარტია, რომელიც არ წარმოადგენს თავისუფალი ბაზრის მიმართ ლოიალურ ინსტიტუტს. მაშასადამე, ჩვენ სამართლიანად გვიჩნდება კითხვა:
თუ ჩინეთის და ინდოეთის საქმეები მთლად არც ისე ცუდად მიდის, მაშინ რას უკავშირდება ეს? მათ რეფორმებს თუ ეკონომიკის სახელმწიფოს მიერ რეგულირების შენარჩუნებას ? ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი გელბრაიტი დარწმუნებულია, რომ სწორი პასუხი ორივეში მდგომარეობს. მე კი შევეცდებოდი ფორმულირება შემეცვალა და დავაზუსტებდი შემდეგი სახით.”
პირველ რიგში, ინდოეთი და განსაკუთრებით ჩინეთი სრულფასოვნად მონაწილეობდნენ გლობალიზაციის სტრუქტურულ პროცესში, როდესაც ხსნიდნენ საკუთარ ეკონომიკას და დიდ აქცენტს აკეთებდნენ ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრიის განვითარებაზე 1980-ანი წლების შუა პერიოდამდე. ასე მათ მოიპოვეს სარგებელი უფრო ფართო და შედარებით მდიდარ ეკონომიკურ სივრცეში მოქმედებით. მაგრამ ისინი ამ ყველაფერს აკეთებდნენ იმ პირობებით, რომლებიც პასუხობდნენ მათ ეროვნულ ინტერესებს და არა დასავლური ქვეყნების ინტერესებს, რომლებიც განასახიერებენ აშშ-ს მიერ გამაგრებულ იდეოლოგიურ გლობალიზაციას. მათ შორის ეს ნიშნავდა დერეგულაციის და პრივატიზაციის უფრო ნელ ტემპებს და უფრო ფრთხილ შერჩევით პროცესს, იმ ქვეყნებთან და რეგიონებთან შედარებით, რომლებმაც გაიარეს იდეოლოგიური გლობალიზაციით გაწერილი შოკური თერაპია და სტრუქტურული რეგულირება.

XX საუკუნის ერთ-ერთ გამორჩეული ამერიკელი, ინსტიტუციონალისტი ეკონომისტი – ჯონ კენეტ გელბრაიტი
მეორე – ინდოეთის და ჩინეთის უნარი შესწევდათ მონაწილეობა მიეღოთ სტრუქტურულ გლობალიზაციაში იმ პირობებზე, რომლებიც პასუხობდნენ მათ ეროვნულ ინტერესებს უპირობოდ. ეს ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული რომ , როგორც გელბრაიტი ამტკიცებს, 1970-ან წლებში ეს ქვეყნები ნაკლებად დამოკიდებულები გახდნენ უცხოურ კაპიტალზე, ვიდრე იგივე ლათინური ამერიკა ან აფრიკა. უცხოური კაპიტალი არასოდეს არის “უსასყიდლო” და მაშინაც, როდესაც ის შემოდის საკმაოდ სარგებლიან პირობებზე, როგორც ეს იყო 1970-ან წლებში, მან შესაძლოა გამოიწვიოს “დამოკიდებულება”, რომელიც შემდგომ სახელმწიფოს შეუზღუდავს შესაძლებლობას გაატაროს საკუთარი ეროვნული ინტერესები. 2003 წელს ჩინეთმა გაუსწრო აშშ-ს და გახდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უდიდესი მიმღები მსოფლიოს მასშტაბით. მაგრამ ჩინეთის მზარდი დამოკიდებულება უცხოურ კაპიტალზე ასე თუ ისე ბალანსდებოდა აშშ-ს დრამატული დამოკიდებულებით იაფ ჩინურ პროდუქციაზე და კრედიტებზე, ასე რომ ჩინეთის გააჩნია იმის საშუალება რომ უკარნახოს პირობები ინვესტორთა უმრავლესობას.
მესამე – ინდოეთის და ჩინეთის უნარი, მონაწილეობა მიეღოთ სტრუქტურულ გლობალიზაციაში საკუთარ პირობებზე განიმარტება არა მხოლოდ იმით, რომ ისინი ინარჩუნებდნენ ნაკლებ დამოკიდებულებას უცხოურ კაპიტალზე, ვიდრე აფრიკის კონტინენტის სახარის სამხრეთით მდებარე ქვეყნები და ლათინური ამერიკა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ინდოეთის და ჩინეთის სხვა თავისებურება, კერძოდ ის ფაქტი, რომ ისინი არ არიან უბრალოდ ერი-სახელმწიფოები, არამედ კონტინენტის სიდიდის სახელმწიფოები და გააჩნიათ მოსახლეობა, რომელიც რიცხობრივად აღემატება ლათინური ამერიკის და აფრიკის მოსახლეობას. გარდა ამისა, ორივე ქვეყანას გააჩნია შიდა და მიმდებარე რეგიონებთან დივერსიფიცირებული წარმოების და საბაზრო გაცვლის უძველესი ისტორია, რამაც განაპირობა არა მხოლოდ შედარებით კვალიფიციური და უნივერსალური მუშა ხელის არსებობა, არამედ მიკრო წარმოება. ასეთი მემკვიდრეობის პირობებში და საკმაოდ დიდი ინფრასტრუქტურული ინვესტიციების შედეგად შიდა ტრანსპორტირებაში და კომუნიკაციებში ინდოეთი და ჩინეთი იმყოფებოდნენ უკეთეს პირობებში, ვიდრე ეკონომიკურად და პოლიტიკურად ფრაგმენტირებული ლათინური ამერიკა და აფრიკა, რათა შეეთავსებინათ ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრიალიზაცია და უცხოური ინვესტიციები საკუთარ არაფორმალურად დაცულ და საკმაოდ შემდგარ შიდა ეკონომიკასთან.
აღსანიშნავია რომ ჩინეთს გააჩნია დამატებითი უპირატესობა ინდუსტრიალიზაციის პირობებში: იმპორტის ჩამნაცვლებელი ინდუსტრიალიზაცია, ან ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრიალიზაცია. გავრცელებული მოსაზრებების საპირისპიროდ, ეს უპირატესობა მდგომარეობს არა დაბალ ხელფასში. უფრო, როგორც აღინიშნებოდა New York Times-ისსტატიაში სახელწოდებით “ჩინური საუკუნე”, ვითარება განპირობებულია წარმოების ტექნოლოგიების ფართო გამოყენებით, რომლებიც შეძლებისდაგვარად ანაცვლებენ ძვირადღირებულ მოწყობილებებს და წარმოების პროცესებს განსწავლული, იაფი სამუშაო ძალა მართავს. ეს მოსაზრება ილუსტრირებულია ავტომობილების ქარხნის Wanfeng-ის გამოცდილებით. ამ ქარხანაში არ არის არც ერთი რობოტი. ამის სანაცვლოდ შემგროვებელი ხაზები დაკომპლექტებულია მრავალი ახალგაზრდა რეკრუტით ჩინეთის ტექნიკური სასწავლებლებიდან, რომლებიც აღჭურვილნი არიან საკუთარი საბურღი ინსტრუმენტებით, ქანჩის გასაღებებით და ა.შ. ძრავები და ძარები დაგადაადგილდებიან ერთი სამუშაო ადგილიდან მეორეზე არა კონვეირზე, როგორც დასავლურ, კორეულ ან იაპონურ ქარხანებში, არამედ მათი გადატანა ხდება ხელით ან ურიკით. კომპანია არ იყენებს მილიონობით ამერიკული დოლარის ღირებულების ტექნოლოგიურ მოწყობილებებს, ის იყენებს მაღალკვალიფიციურ პერსონალს, რომლის წლიური ხელფასი არის დეტროითში დამწყები მუშის ერთი თვის ხელფასზე ნაკლები.
ეს არის იმის მიზეზი, თუ რატომ შეუძლია ვანფენგს გაყიდოს ხელით აწყობილი ჯიპების მდიდრული მოდელები $ 8 000 – $ 10 000. (Fishman 2004)

Wanfeng-ის ქარხანაში აწყობილი ჯიპი
გარდა ამისა, ჩინურ კომპანიებში იაფი კვალიფიციური მუშახელი ანაცვლებს არა მხოლოდ ძვირადღირებულ მოწყობილებებს, არამედ მაღალანაზღაურებად ხელმძღვანელობასაც. თვითმმართვადი სამუშაო ძალა ამცირებს ხელმძღვანელობაზე გათვლილ ხარჯებს. დასავლური საზომით ჩინეთში ხელმძღვანელობის რიცხვი საკმაოდ მწირია – ეს მაჩვენელებელი ვარირებს სხვადასხვა სფეროს მიხედვით, მაგრამ საშუალო სტატისტკურად 5000 მუშაზე საშუალოდ 15 ხელმძღვანელს დავითვლით. ეს არის თვითმმართველობის უნარის ქონის მაღალი მაჩვენებელი. რთულია ითქვას თუ რამდენად გავრცელებულია “მოწყობილებების და ხელმძღვანელობის დამზოგავი” ტექნოლოგიების გამოყენება მაგრამ, თუ ეს მეთოდი არის გავრცელებული, როგორც ამას აღნიშნავს ტედ ფიშმანი, მაშინ იგი წარმოადგენს ანტიდოტს უკვე აღნიშნული ინოვაციური ტენდენციის წინნაღმდეგ, რომელიც საწყისს მდიდარ ქვეყნებში იღებს და ღარიბ ქვეყნებში შთანთქავს კაპიტალს.
ყოველ შემთხვევაში, ძვირადღირებული მოწყობილობების და ხელმძღვანელობის ჩანაცვლება შედარებით იაფი კვალიფიცირებული მუშახელით არ არის ანტაგონისტური, ჩვეულებრივი და სამრეწველო პრაქტიკულ განვითარებასთან და ინოვაციებთან მიმართებაში. პირიქით, 2005 წელს ჩინეთმა $ 60 მლრდ. გაიღო სამეცნიერო კვლევებისათვის, რაც ნათლად მეტყველებს იმ ფაქტზე თუ რამხელა მნიშვნელობა ენიჭება ჩინეთში მეცნიერებას.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას რომ იაფი და კვალიფიციური მუშახელის შეთავაზება არის უმთავრესი პირობა სამხრეთული სახელმწიფოს მონაწილეობისათვის სტრუქტურული გლობალიზაციის პროცესში საკუთარ პირობებზე და არა პირობებზე , რომლებსაც უყენებენ დასავლური ქვეყნების ინტერესები.