G7-ის ქვეყნებმა მოილაპარაკეს ტრანსნაციონალური კოორპორაციებისთვის მოგების მინიმალური გადასახადი შემოიღონ, რაც 15%-ის ტოლი იქნება. ლონდონში შეკრებილმა ფინანსთა მინისტრებმა გადაწყვიტეს მსხვილი კომპანიების მხრიდან გადასახადის დამალვის და გადასახადის გადახდის არიდების მცდელობას მოგების გადასახადის ერთობლივი განაკვეთით ებრძოლონ.

კორპორაციების ჩამონათვალი, რომლებიც ახალ საკანონმდებლო ცვლილებას უნდა დაემორჩილონ, საკმაოდ ვრცელია – მათ შორის არიან Amazon, Apple, Google და ბევრი სხვა. ამ პრობლემის მთელი სიმძიმის გასაანალიზებლად საკმარისია მაგალითად Microsoft-ის ამბავი განვიხილოთ. წინა წელს კომპანიამ ირლანდიაში კორპორატიული მოგების გადასახადი საერთოდ არ გადაიხადა, მაშინ როდესაც მისი მოგება 315 $ მლრდ-ს შეადგენდა, ფორმალურად იმიტომ რომ ბერმუდაში იყო რეგისტრირებული.
“G-7-ის ფინანსთა მინისტრებმა, მრავალწლიანი დისკუსიების შემდეგ, ისტორიულ შეთანხმებას მივაღწიეთ გლობალური საგადასახადო სისტემის შესახებ, რათა ის გლობალური ციფრული ეპოქის პირობებში გამოსადეგი იყოს – და, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ იყოს სამართლიანი, რათა კომპანიები სწორ გადასახადებს იხდიდნენ საჭირო ადგილებში” – განაცახადა დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა, რიში სუნაკმა.
შეთანხმება, რასაც G7-ის წევრებმა მიაღწიეს ასევე უფრო ფართო ფორმატის G20-ის შეხვედრაზეც განიხილება, სადაც რუსეთიც შედის.

აღნიშნულ ინიციატივას მხარს უჭერდა ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ”სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ის, რომ არსებობს ბევრი ქვეყანა, რომლებიც გადასახადების გადახდას თავს არიდებენ და ფულს {საგადასახადო სამოთხეებში} აგზავნიან.” – აღნიშნავდა IMF-ის მთავარი ეკონომისტი, გიტა გოპინატი. – ეს ამცირებს საგადასახადო ბაზას, საიდანაც მთავრობებს გადასახადების შეგროვება შეუძლიათ საჭირო სოციალური და ეკონომიკური ხარჯებისთვის.”
საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოლფიო ბანკის აღშფოთება ამ საკითხზე ნიანგის ცრემლებს წააგავს, რადგანაც სწორედ მათი ნეოლიბერალური ეკონომიკის შედეგია ის ეკონომიკური უთანასწორობა და ტრანსნაციონალური კორპორაციების განუსაზღვრელი ძალაუფლება, რასაც ჩვენ ამჟამად ვიმკით. სწორედ ამ დასავლურმა ინსტიტუტებმა, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა (რონალდ რეიგანი, მარგარეტ ტეტჩერი) და მათი გავლენის აგენტებმა შექმნეს ის ფინანსური ფრანკენშტეინი, რის სიხარბესაც საზღვარი არ გააჩნია.
ოფშორები
ის რომ ტრანსანიცონალური კორპორაციები, ოლიგარქები და მსხვილი კაპიტალის მფოლობელები საკუთარ ქონებას და აქტივებს მალავენ, რათა გადასახადები არ გადაიხადონ ეს თემა არახალია, მაგრამ სამწუხაროდ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმებზე (დავოსი, სანკტ-პეტერბურგი) თუ კორპორატიული მედიაში ამ თემას არ ეძღვნება საკმარისი დრო.

ლონდონის ეკონომიკური სკოლის პროფესორმა და ტომას პიკეტის პროტეჟე, ეკონომისტმა გაბრიელ ცუკმანმა 2013 წელს მცირე ზომის წიგნი გამოსცა სახელად 【ერების დაკარგული სიმდიდრე】The Hidden Wealth of Nations
ცუკმანმა გამოითვალა, რომ 7.6 ტრლ. $ ოდენობის თანხა (მსოფლიო სიმდიდრის 8%) ოფშორულ ზონებში იკარგება. ეს ფული გადასახადით რომ დაბეგრლიყო, მაშინ მსოფლიოს ხვადასხვა ქვეყნის ბიუჯეტში დამატებით შევიდოდა 200 მლრდ. $.
ცუკმანმა ეს საკითხი დეტალურად გამოიკვლია და დაადგინა, რომ მთლიანი მოგების 20%-ს ამერიკული კომპანიები ოფშორულ ზონებში მიმართავენ. ეს მათ საშუალებას აძლევს ან საერთოდ არ გადაიხადონ გადასახადი, ან ძალიან მცირე პროცენტით დაიგებგრონ. აშშ-ში კორპორატიული მოგების გადასახადი 35%-ს შეადგენს, (მისი წიგნის გამოცემის დროისთვის) ამიტომაც ამერიკული მულტინაციონალური კომპანიები მოგების დამალვას და ფინანსურ მაქინაციებს არ ერიდებიან. ამერიკულმა კომპანიებმა საზღვარგარეთ 1.95 ტრლ. $-ის კონცენტრირება მოახდინეს.