ოსკარდ უაილდი – ადამიანის სული სოციალიზმის პირობებში


ოსკარ უაილდი ამტკიცებდა, რომ საზოგადოება სოციალიზმის მოპოვებით და მის პრინციპებზე უნდა მოეწყოს. ის მიიჩნევდა, რომ სოციალიზმი აღადგენს საზოგადოების ჯანსაღი ორგანიზმის სრულყოფილ მდგომარეობას.

ოსკარ უაილდი საზოგადოებისთვის მეტწილად ცნობილია, როგორც “დორიან გრეის პორტრეტის” ავტორი. ფართო მასებისთვის ნაკლებადაა ცნობილი, რომ იგი წმინდა წყლის მემარცხენე იყო. ცნობილი მწერლის აზრით თუ კაპიტალიზმის დროს მოსახლეობა ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძვის, სოციალიზმის პირობებში ხალხი  ერთმანეთთან ითანამშრომლებს. უაილდი მხარს უჭერდა სოციალისტურ საზოგადოებას, სადაც  არ არსებობს ავტორიტარიზმი.

1891 წელს ცნობილმა ინგლისლმა მწერლმა გამოსცა ესე ”ადამიანის სული სოციალიზმის პირობებში“, [The Soul of Man under Socialism], რომელიც ჟურნალ The Fortnightly Review-ში გამოქვეყნდა. 

გთავაზობთ აღნიშნული ესეს არასრულ თარგმანს:

218-14-81-wilde.jpg

სოციალიზმის დამყარების შემდეგ მისი უმნიშვნელოვანესი მიღწევა უდაოდ ის გახდება, რომ ის გაგვათავისუფლებს ამ საზიზღარი აუცილებლობისგან სხვებისთვის რომ ვიცხოვროთ, როგორც ეს დღევანდელი გარემოებების დროს თითქმის ყველას აქვს თავს მოხვეული. უაღრესად იშვიათად გამოსდის ჩვენგან ვინმეს ამ ტვირთს დააღწიოს თავი.

ჩვენს საუკენეში ხდებოდა, რომ ისეთმა გამორჩეულმა სწავლულებმა როგორიცაა დარვინი, ისეთი ცნობილმა პოეტებმა, როგორიცაა კიტსი, ისეთმა განუმეორებელმა მხატვრებმა, როგორიცაა ფლობერი, შეძლეს საკუთარი თავის დაცვა, როგორც პლატონმა თქვა “კედლის საფარქვეშ” და მათთვის დამახასიათებელი შემოქმედებით ნიჭს ხორცი შეასხეს საკუთარი უმაღლესი იდეალების სახელით.

მაგრამ ვაი, რომ ეს გამონაკლისია. ადამიანების უმრავლესობა საკუთარ ცხოვრებას ისახიჩრებს სახიფათო და გადამეტებული ალტრუიზმით – ისახიჩრებს საკუთრივ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ. კაცობრიობა გარშემო საშინელ სიღარიბეს, შემზარავ სისაძაგლეს და საზარელ შიმშილს ხედავს. რა თქმა უნდა ამას არ შეუძლია არ შეგარყიოს სიღრმისეულად. ადამიანი ემოციურად ბევრად უფრო მობილურია, ვიდრე ინტელექტუალურად, როგორც კრიტიკის ამოცანებზე ამასწინათ გამოსულ ჩემს სტატიაში ავღნიშნავდი, ტანჯვა ბევრად უფრო სწრაფად ჰპოვებს გამოძახილს ადამიანებში, ვიდრე ნებისმიერი აზრი.

სოციალიზმი ღირებული გახდება გამორჩეულად იმიტომ, რომ ინდივიდუალიზმამდე მიგვიყვანს.

სოციალიზმი, კომუნიზმი  – როგორც გინდათ ისე უწოდეთ – კერძო საკუთრების საზოგადოებრივ ქონებაში გარდაქმნის მეშვეობით და კონკურენციის მაგივრად კოოპერაციის წინ წამოწევით საზოგადოებას ნორმალურ სახეს დაუბრუნებს და მის ტრანსფორმირებას მოახდენს სრულად ჯანმრთელ ორგანიზმად, სადაც თითოეულის მატერიალური კეთილდღეობა გარანტირებული იქნება.

s-l640

არსებითად თუ ვილაპარაკებთ სოციალიზმი ნორმალურ საფუძველს და გარემოს ქმნის ცხოვრებისთვის. მაგრამ ცხოვრების სრუყოფილი განვითარებისთვის უმაღლესი სრულყოფილების გზაზე ოდნავ მეტია საჭირო. ეს კი ინდივიდუალიზმია.

თუ სოციალიზმი ავტორიტარული გახდება, თუ შემდგომი მმართველობა ეკონომიკური ძალაუფლებით აღიჭურვება, როგორც დღესდღეობით ისინი პოლიტიკური ძალაუფლებით არიან აღჭურვილები, ანუ თუ ჩვენ ინდუსტრიული ავტოკრატია დაგვემუქრება – მაშინ კაცობრიობის მომავალი უფრო საშინელი გახდება, ვიდრე აწმყო.

დღესდღეობით, კერძო საკუთრების პირობებში არც თუ ისე ბევრ ადამიანს გააჩნია საკუთარი ინდივიდუალიზმის განვითარების საშუალება. ეს ძირითადად ისინი არიან, ვისაც არ აქვთ იმის აუცილებლობა რომ ”პური ჩვენი არსობისა” გამოიმუშავონ, ვისაც აქვთ იმის ფუფუნება, რომ მოღვაწეობის სფეროს არჩევა შეუძლიათ საკუთარი უნარებითურთ, რაც მათ სიამოვნებას მიანიჭებს.

ესენი არიან პოეტები, ფილოსოფები, მეცნიერები და კულტურის მოღვაწეები – ერთი სიტყვით ნამდვილი პიროვნებები, რომელთაც საკუთარი თავის გამოხატვა შეძლეს, რომელთა მეშვეობითაც კაცობრიობაც გამოხატავს საკუთარ თავს ნაწილობრივ. მეორეს მხრივ, არსებობს უამრავი ადამიანი, რომელთაც არ გააჩნიათ კერძო საკუთრება, მუმდივად ღატაკური არსებობის ზღვარზე იმყოფებიან და იძულებულები არიან იშრომონ, როგორც საკიდარიანმა ცხოველებმა და ის სამუშაო შეასრულონ, რაც მათ უნარებს არ შეესაბამება.

ამაზე ხელს კი მათ მბრძანებლური, სულელური დამამცირებელი მოთხოვნილებების დესპოტია უბიძგებს. ესენი არიანი ღატაკები, რომელთა გარემოშიც მოხდენილი მანერების, მეტყველების სინატიფის, ცივილიზაციის და კულტურის ნიშნების, გემოვნების სიფაქიზის და ცხოვრების ბედნიერების უქუნლობა შეიმჩნევა. უამრავი მატერიალური სიკეთე კაცობრიობის მიერ ამ ადამიანების ერთობლივი შრომის შედეგად იხაპება. მაგრამ ამ ღატაკების წვლილის შედეგი ყოველთვის მატერიალურია, გაჭირვებული ადამიანის პიროვნება ოდნავ ინტერესსაც კი არ იწვევს. ის მხოლოდ და მხოლოდ უსასრულოდ მცირე ნაწილია იმ ძალის, რომელიც მისი არსებობის შესახებ არც კი ჩაფიქრდება და მას წურავს; და ასე უფრო წყნარადაა ყველაფერი, რადგანაც დათრგუნული ღატაკი ბევრად უფრო მორჩილია.

5727282498_9b1a140866_b.jpg

რა თქმა უნდა საჭიროა დავსძინოთ, რომ ინდივიდუალიზმი, რომელიც კერძო საკუთრების პირობებშია გამოზრდილი, ყოველთვის ვერ მოგვევლინება როგორც ღირსეული და უნაკლო მაგალითი. ასე მაგალითად ღატაკისთვის, რომელიც თუნდაც განათლებას და მომიხბვლელობასაა მოკლებული, უცხო არაა სხვადასხვა ღირსებები. კერძო საკუთრების ფლობა საკმაოდ ხშირდად მოქმედებს დამღუპველად, ამიტომ სოციალიზმმა ის უნდა ამოძირკვოს.

ქონების დევნაში ადამიანი მზადაა ბოლო ამოსუნთქვამდე იშრომოს. ეს არაა გასაკვირი, იმ კოლოსალურ კეთილდღეობას თუ გავითვალისწინებთ, რაც საკუთრებას მოაქვს. სამწუხარო ისაა თუ რატომაა იძულებული საზოგადოება ამ პრინციპებზე აშენდეს, რომ ადამიანი ძალაუნებურად თავისუფლებას კარგავს და არ აქვს საშუალება განავითაროს ყველაფერი ის არაჩვულებრივი, განსაკუთრებული, აღტაცების გამომწვევი, რაც მასშია ჩადებული ასეთნაირად არ ძალუძს განიცადოს ნამდვილი სიამოვნება და ყოფიერების სიხარული. ამასთან ერთად მისი მდგომარეობა მეტისმეტად არასტაბილურია. 

შეიძლება ისეც მოხდეს,  რომ ზღაპრულად მდიდარი მოვაჭრე ნებისმიერ მომენტში გარემოებების მმართველი და ბატონ-პატრონი გახდება. ქარი თუ უფრო ძლიერად დაუბერავს, ამინდი თუ უცბად შეიცვლება, და ა.შ – გემი ფსკერისკენ წავა, გარიგება ჩაიშლება, მდიდარი გაღარიბდება, და შესაშური მდგომარეობიდან მოგონებებიც კი არ დარჩება. მაგრამ არ არსებობს არანაირი ძალა, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანს, მის გარდა. არ არსებობს ძალა, რომელიც ადამიანს იმას წაართმევს, რაც მას გააჩნია. მთელი მისი სიმდიდრე სწორედ მასშია თავმოყრილი. რაც ადამიანს მიღმაა მასზე არ უნდა ზემოქმედებდეს.

კერძო საკუთრების გაუქმებასთან ერთად ჩვენ მივიღებთ ჭეშმარიტ და ჯანსაღ ინდივიდუალიზმს. არავინ არ გაფლანგავს ცხოვრებას ნივთების და სიმბოლოების დაგროვებაზე. ადამიანს დაიწყებს ცხოვრებას.

ცხოვრების ცოდნა ჩვენი დროის უიშვიათესი უნარია. ბევრნი არსებობენ, მაგრამ არაუმეტეს.

individualism-nationalism.jpg

ოდესაც ადამიანი ბედნიერია, ის ჰარმონიაშია საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან. სოციალიზმი ახალი ინდივიდუალიზმის სახით გააბედნიერებს ადამიანს და იდეალური იქნება ჰარმონიისთვის. ეს იქნება ის რისთვისაც ძველი ბერძნები იღწვოდნენ, მაგრამ ვერ მიაღწიეს.

ბედნიერების საერთაშორისო ინდექსი (HPI)

download

ბედნიერების საერთაშორისო ინდექსი (Happy Planet Index) წარმოადგენს ინდექსს, რომელიც აღწერს ადამიანების კეთილდღეობას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ეს ინდექსი შემოთავაზებულ იქნა ახალი ეკონომიკის ფონდის მიერ (New Economics Foundation) 2006 წელს. ინდექსის მთავარ მიზანს წარმოადგენს ადამიანების კეთილდღეობის რეალური გაზომვა. ცხოვრების დონის გასაზომად ეკონომისტები ხშირად იყენებენ ისეთ ინდიკატორებს, როგორებიცაა მშპ ერთ სულ მოსახლეზე, ან ადამიანური განვითარების ინდექსი. თუმცა აღსანიშნავია ის, რომ ეს ინდიკატორები ხშირ შემთხვევაში ავთენტურად არ ასახავენ  სხვადასხვა ქვეყნების განვითარების დონეს.

პირველ რიგში უნდა ავღნიშნოთ ის რომ, ძალიან ბევრი ადამიანის მიზანია იყოს ბედნიერი და ჯანმრთელი, და არა მაგალითად უსაზღვროდ მდიდარი.

როდესაც ქვეყნების განვითარების დონეს მხოლოდ მშპ-ით ადარებენ ერთმანეთს ეს ძალიან ხშირად ბევრ უზუსტობას იწვევს.

ბენდიერების საერთაშორის ინდექსის გამოსათვლელად გამოიყენება 4 ძირითადი მაჩვენებელი: მოქალაქეების სუბიექტური კმაყოფილების გრძნობა, სიცოცხლის საშუალო ხანგრძილივობა, ე.წ ეკოკოგიური კვალი და უთანასწორობა.

ბედნიერების სართაშორისო ინდექსის გაანგარიშება შემდეგნაირად ხდება.

HuuvjMfY6M-Uv9C29ujfFBiJelleT0O3v3TK75Qy9yU

Wellbeing (კეთილდღეობა) – როგორ აფასებენ ამა თუ იმ ქვეყნის მოქაქლეეები საკუთარ კეთილდღეობას, რადმენად კარგად გრძნობენ თავს.

Life expectancy (სიცოცხლის ხანგრძლივობა) – იმ წლების საშუალო რაოდენობა, რომელიც მოსალოდნელია რომ იცოცხლონ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებმა.

Inequality of outcomes (უთანასწორობა)უთანასწორობა ქვეყნის მოქალაქეებს შორის.

(Ecological Footprint) (ეკოლოგიური კვალი) – ქვეყნის თითოელი მოქალაქის საშუალო ზემოქმედება გარემოზე, Global Footprint Network-ის მონაცემების მიხედვით.

ბედნიერების საერთაშორისო ინდექსი= კეთილდღეობაXსიცოცხლის ხანგრძლივობაX უთანასწორობა/ეკოლოგიური კვალი

ალბათ ბევრ მკითხველ გაუკვირდება, რომ ამ რეიტინგის სათავეში ვერ მოხვდნენ განვითარებული დასავლური ან სულაც ნორდიკული ქვეყნები. 2016 წლის მონაცემებით პირველი ათიეული შემდეგნაირად გამოყურება: – 1. კოსტა რიკა 2. მექსიკა 3. კოლუმბია 4. ვანაუტუ 5. ვიეტნამი 6. პანამა 7. ნიკარაგუა 8. ბანგლადეში 9. ტაილანდი 10. ეკვადორი.

jfkZgT1YAbDqCbzy66p5ke8-mfsSTo0Ar32X5NuQDho

თუ რომელიმე თქვენგანს ამ ქვეყნების მოქალაქეებთან გაკრვეული შეხება გქონიათ, მაშინ კარგად გემახსოვრებათ, რომ მათი ურმავლესობა მეტისმეტად მხიარული, სიცოცხლით სავსე, მუდამ მომღიმარი და მეტისმეტად პოზიტიურია. სწორედ ეს გამოარჩევთ მათ სხვა ქვეყნების მოქალაქეებისგან, მათი საშუალო შემოსავალი შეიძლება რამდენიმეჯერ ნაკლები იყო, ვიდრე განვითარებული დასავლური ქვეყნების მოქალაქეეებისა, მაგრამ მათი ცხოვრების ხარისხზე ეს არსებით გავლენას ვერ ახდენს.

საერთაშორისო კვლევით ორგანიზაცია Gallup-ის მონაცემების მიხედვით, ცენტრალური ამერიკის ქვეყნები კეთილდღეობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან. ისინი ასევე ლიდერობენ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მიხედვით და (78.5 წელი), ანუ ისინი მაგალითად აშშ-ის მოქალაქეებზე უფრო დიდხანს ცოცხლობენ.

რეზუმირების სახით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში ჯანმრთელობა, განათლება და ბედნიერება მიიღწევა უფრო ნაკლები რესურსების გამოყენებით, ვიდრე დასავლურ სამყაროში. 

აღნიშნული რეიტინგის 2016 წლის მონაცემების მიხედვით საქართველო მსოფლიოში მე-40 ადგილზე იმყოფება, აშშ 108-ზე, ხოლო რუსეთი კი 116-ზე.

sdfsdf.jpg

ინდექსთან დაკავშირებული სხვა დეტალები შეგიძლიათ ოფიციალურ საიტზე იხილოთ – http://happyplanetindex.org/