აშშ-მ მყარი მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის გენპროკურორის მოადგილის დავით საყვარელიძის მიმართ მისი უშუალო უფროსის მიერ გაკრიტიკების მიერ. როგორც აშშ-ს საელჩოს საიტზე წერია შტატებმა საყვარელიძესთან ერთობლივი მოქმედების გეგმას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც საყვარელიძე ამერიკელებისგან 2 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს დახმარების სახით უკრაინაში მიმდინარე რეფორმების და კორუფციასთან ბრძოლის მხარდასაჭერად.
უკრაინაში კომიკური სიტუაცია შეიქმნა. დავით საყვარელიძე საჯაროდ გააკრიტიკა უკრაინის გენპროკურორმა იური სევრუკმა, რომელმაც განაცხადა, რომ საყვარელიძის მიერ უკრაინელი პროკურორებისთვის შედგენილი ტესტები იყო დაბალი ხარისხის და გაუმართავი. აშშ-ს საელჩომ არ დააყოვნა და უმალვე განაცხადა, რომ უკრაინის გენპროკურორის შენიშვნები თავისი მოადგილის მიმართ არ მიაჩნია მართებულად, რადგანაც საყვარელიძემ და ამერიკულმა მხარემ პროკურორების ტესტები ერთობლივად შეიმუშავეს.