დემოკრატმა სტალინმა ინდოეთის არჩევნებში გაიმარჯვა

ინდოეთში, ტამილნადუს შტატში გამართულ არჩევნებზე პოლიტიკოსმა სახელად სტალინმა გაიმარჯვა.

ინდოელი პოლიტიკოსი მუთხუველ კარუნანიდ სტალინი, რომელსაც საბჭოთა კავშირის ლიდერის საპატივცემულოდ დაარქვეს სახელი, სამხრეთ ინდოეთის შტატ ტამილნადუს ხელისუფლებაში მოვიდა. პარტიამ, რომელსაც ის ხელმძღვანელობს – “Dravida Munnetra Kazhagam” (DMK) არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ინდოეთის სამხრეთით, ტამილნადუს შტატის მასშტაბით.

ტამილნადუში, ინდოეთის უკიდურეს სამხრეთში მდებარე შტატში, 72 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. სტალინს ამ შტატის მთავარი მინისტრის პოსტი წილად ხვდა მას შემდეგ, რაც მისი მეთაურობით მოქმედმა პოლიტიკურმა ძალამ რეგიონულ არჩევნებში 234-წევრიან პარლამენტში 159 ადგილი მოიპოვა.

“ინდოელი სტალინი” 1953 წლის 1 მარტს დაიბადა – საბჭოთა კავშირის ლიდერის გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე. მამისი მემარცხენე ხედვების იყო და ხუთი ვადის განმავლობაში ინდოეთის მთავარი მინისტრის თანამდებობა ეკავა.

ინდოელი სტალინი საკუთარ თავს ურყევ დემოკრატად მიიჩნევს, მისი პარტია სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგიისაა. პოლიტიკოსმა გაიხსენა, თუ როგორ ჩავიდა საბჭოთა კავშირში 1989 წელს და როგორი ეჭვის თვალით უყურებდნენ მას აეროპორტში.“როგორც კი რუსეთის აეროპორტში დავეშვი, მთხოვეს სახელი მეთქვა. როდესაც სტალინი ვუთხარი, აეროპორტში ბევრმა ადამიანმა ალმაცერად ყურება დამიწყო. პასპორტის შემოწმებისას, ოფიციალურმა პირებმა სანამ ქვეყნაში შემიშვებდნენ რამდენიმე კითხვა დამისვეს.”– განაცხადა სტალინმა.

შეგახსენებთ, რომ მარქსისტი თეორიტიკოსების და საბჭოთა ლიდერების – სტალინის და ლენინის სახელები განვითარებად ქვეყნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. იქნება ეს აზია, ლათინური ამერიკა თუ აფრიკა – ძალიან ბევრ პოლიტიკოსს შეხვდებით ამ სახელებით. ამჟამად სამხრეთამერიკული ეკვადორის პრეზიდენტი, ლენინ მორენოა, რომელსაც ასევე ლენინის საპიტივცემულოდ დაარქვეს სახელი.

აშშ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა

აშშ-ის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები და ხმების დათვლის პროცესი, ფლორიდაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ოჰაიოში და სხვა მნიშვნელოვან შტატებში არამარტო საარჩევნო რბოლის, არამედ იმ მდგომარეობის კვინტენსაციაც იყო, სადაც დღესდღეობით აშშ იმყოფება. წარმოუდგენლად დაძაბული წინაასარჩევნო კამპანია, ლიდერის არაერთგზის ცვლილება მინიმალური სხვაობის ფონზე – იმ ქვეყნის სახასიათო სიმბოლოა, რომელიც ორად გაიყო.

ვერმონტის გუბერნატორმა, რესპუბლიკელმა ფილ სკოტმა განაცხადა, რომ საკუთარი ხმა დემოკრატიული პარტიის კანდიდატს მისცა. ეს მან იმით ახსნა, რომ ტრამპს ”4 წელი ჰქონდა ქვეყნის გასაერთიანებლად, მაგრამ მას ეს არ გამოუვიდა”. მაგრამ პოლიტიკოსს სწამს, რომ ჯო ბაედენს ეს ძალუძს: ”მე მგონია ის შეძლებს ჩვენს გაერთიანებას’‘ – აღნიშნა მან.

ვერმონტის ხელმძღვანელმა საკუთარ ქვეყანას იგივე დიაგნოზი დაუსვა – განხეთქილება. აი რაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, ესაა ფილ სკოტის იმედების უშედეგობა არჩევნების საბოლოო რეზულტატის მიუხედავად.

ნიუ-იორკის მე-5 ავენიუს მაღაზიების ვიტრინებს ისეთი დამცავი აღჭურვილობა დაუყენეს, თითქოს მე-3 მსოფლიო ომი იწყება – გამვლელი იფიქრებს. არადა სუპერდემოკრატიული ნიუ-იორკის მე-5 ავენიუს ფეშენებელური მაღაზიების მფლობელებს ალბათ დარბევის და განუკითხაობის ეშინიათ, რაც არჩევნების დასრულების შემდეგ შეიძლება ვიხილოთ.

აბსურდულად ჟღერს, მაგრამ ბოლოდროინდელმა მოვლნებმა გააშიშვლა, რომ ქვეყანას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დემოკრატიის მაგალითი იყო, რეალურად საკმაოდ სავალალოდ აქვს საქმე შიდა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონსენსუსის ძიების კუთხით.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. ის აღნიშნავს: “მან მოიგო მხოლოდ ფეიკ მედიის თვალში. მა არაფერს არ ვაღიარებ. ყველაფერი წინაა. ეს ფალსიფიცირებული არჩევნები იყო”

(Photo by Tasos Katopodis/Getty Images)

რაც დღესდღეობით აშშ-ში ხდება რამდენიმე ათეული წლის წინ სრულიად წარმოუდგენელი იყო. დემოკრატიის აკვანში დემოკრატიის აშკარა კრიზისი შეინიშნება, რასაც რა თქმა უნდა დანარჩენ მსოფლიოზეც ექნება მნიშვნელოვანი ზეგავლენა.

ყველაფერი მშვენივრად მუშაობდა, სანამ ამერიკული საზოგადოება უმრავლესობის ინტერესებით ხელმძღვანელობდა იმის შესახებ რა იყო სწორი და რა არასწორი. 100 წლის წინ ამერიკული ოცნება – ”შექმენი შენი თავი” [Make Yourself], რაც კაპიტალიზმს და ტრადიციულ ფასეულობებს ეყრდნობოდა, არამხოლოდ იმ დროს პრივილეგირებულ მოსახლეობას შთააგონებდა, არამედ დისკრიმინირებულ შავკანიან მოსახლეობასაც, არაფერი რომ ვთქვათ ოკეანის გაღმა მცხოვრებ მილიონობით ადამიანზე.

ძირძველი ამერიკული პრინციპებისგან თანდათანობითმა დაშორებამ ლიბერალიზმის მიმართულებით რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მიმდინარეობდა – მედიური და პოლიტიკური მეინსტრიმის მიერ დახატული სურათის მიხედვით ეს ტრანსფორმაცია საკმაოდ გამართულად ხდებოდა. ყველაფერი ტრამპის შოკისმომგვრელმა გამარჯვებამ შეცვალა წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომლის დროსაც ჩვენ დავინახეთ, რომ არანაირ ბუნებრივ ტრანსფრომაციას ადგილი არ ჰქონია: რეალურად აშშ-ში მომწიფდა ორი პრინციპულად განსხვავებული იდეოლოგიური პლატფორმის ჯახი.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები არ არის მხოლოდ ორი მოხუცი პოლიტიკოსის ბრძოლა ქვეყნის მთავარი პოლიტიკოსის თანამდებობაზე, ეს ასევე 2 რადიკალურად განსხვავებული იდეოლოგიური მოდელის ჭიდილია, ნაციონალ-სოციალიზმისა და ლიბერალური გლობალიზმისა. ეს დაპირისპირება იღებს სოციალური, ეკონომიკური, რასობრივი და გენდერული კონფლიქტის იერსახეს.

ყველაზე დიდი ირონია კი იმაში მდგომარეობს, რომ აშშ საკმაოდ ერთსულოვანი და შემჭიდროებული იყო საბჭოთა კავშირის არსებობისას და ცივი ომის მიმდინარეობისას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როგორც ცნობილი პოლიტოლოგი ფრენსის ფუკუიამა თავის გახმაურებულ სტატიაში ”ისტორიის დასასრული” წერდა ლიბერალური ტრიუმფის მომსწრენი გავხდით. ლიბერალური ტრიუმფი ასევე გულისხმობდა აშშ-ის აღზევებას, რადგანაც სწორედ ამერიკელები განსაზღვრავდნენ მსოფლიო წესრიგს ერთპიროვნულად. თუმცა როგორც განვლილმა ათწლეულებმა გვაჩვენა აშშ-მა ეს როლი არც თუ ისე დიდი წარმატებით მოირგო, რადგანაც მეორე სიმძიმის ცენტრის გამოცლამ, რის როლსაც საბჭოთა კავშირი ირგებდა, მსოფლიო წესრიგის ძალთა ბალანსი დაარღვია.

აშშ-ის დიდი გზის გავლა მოუწევს მსოფლიო ქვეყნების მაცხოვრებლებში ის ნდობა რომ დაიბრუნოს, რაც მას 90-იანი წლების დასაწყისში ჰქონდა. დღესდღეობით აშშ-ის მიმართ კეთილიგაწყობა ევროპული ქვეყნების მაცხოვრებლებს შორის რეკორდულად დაბალ დონეზეა – გერმანელების მხოლოდ 26% აფასებს პოზიტიურად აშშ-ის, ბელგიელების – 24%, ფრანგების 31% და ბრიტანელების 41%.

საუკუნე-ნახევრის წინამერიკელ საზოგადოებაში არსებული კონფლიქტი, რომლის მონაწილეებსაც ერთმანეთთან მოლაპარაკება არ სურდათ აშშ-ში სისხლიან სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდა. მიმდინარე პროცესების გააზრებისას ჩნდება ლოგიკური კითხვა – შეძლებენ თუ არა აშშ-ში დღესდღეობით მსგავსი სცენარისგან თავის დაღწევას?

ცივილიზებული ევროპა: როგორ ყიდულობდნენ ინგლისში ამომრჩეველთა ხმებს

ევროცენტრისტებს ხშირად მოყავთ ხოლმე ინგლისის მაგალითი, როგორც ერთ-ერთი ადრეული დემოკრატიისა. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ინგლისი ყოველთვის მოწინავე კოლონიალური იმპერია იყო  და ის პერმანენტულად აწიოკებდა სხვადასხვა კონტინენტებს, ქვეყნებს და ხალხებს, ინგლისის ისტორიულმა გამოცდილებამ უნიკალური ტრადიციებიც შემოგვინახა – მაგალითად ინგლისში რამდენიმე საუკუნის კანონიერი იყო ცოლების გაყიდვა აუქციონზე. დღესაც ერთ-ერთ ესეთ სამარცხვინო ინგლისურ ტრადიციაზე მოგითხრობთ, კერძოდ კი იმაზე თუ როგორ იყიდებოდა ოფიციალურად ამომრჩეველთა ხმები.

XVIII საუკუნის ინგლისში ამომრჩევლეთა ხმების ყიდვას თითქმის ოფიციალური სახე ჰქონდა. დღესდღეობით ლიბერალების მიერ ხშირად ციტირებადი ადამ სმიტი ამაში ვერაფერ ცუდს ვერ ხედავდა, უფრო მეტიც აი რაც წერდა ის:

“ხელისუფლება არის ინსტიტუტი, რომელიც ვალდებულია მდიდრები ღარიბებისგან დაიცვას და ისინი ვინ ქონებას ფლობს იმათგან – ვინც ქოენბას არ ფლობს”

პირველ რიგში აღსანიშნავია ის, რომ ქონებრივი ცენზის გამო ინგლისში ხმის მიცემის უფლება მხოლოდ 200-350 ათას ადამიანს ჰქონდა. მოსახლეობის გაცხრილვას უძრავი ქონების ფლობიდან გამომდინარე და ასევე ქონების ღირებულების მიხედვით ახდენდნენ. პასიურ საარჩევნო ხმასაც გააჩნდა თავისი ცენზი: 1711 წლის კანონის მიხედვით 600 ფუნტ სტერლინგამდე წლიური შემოსავალი საგრაფოებში ან 300 ფუნტ სტერლინგამდე შემოსავალი ქალაქებში არსებული უძრავი ქონებიდან (მიახლოვებით 61 000 და 30 500 თანამედროვე ფუნტი დღევანდელი გაანგარიშებით)

პარლამენტში არჩევის უფლება ჩამორთმეული ჰქონდათ უცხოელებს, სახელმწიფო მოხელეებს, პენსიონერებს, თუ მათი პენსიები შეიძლება შეწყვეტილიყო ან დროებითი ხასიათი ჰქონდა, ასევე გვირგვინის მიმწოდებლებს და მენარდეებს, ბანკირების გარდა (ეს შემთხვევით არაა)

პოლიტიკოსების მიერ ხმის ყიდვის ნახატი – წყარო 1857 Harper’s Weekly.

ამომრჩევლების მოსყიდვა იმდენად მასშტაბური იყო, რამდენადაც ამის წარმოდგენა შეიძლება. ყველაფერი მარტივი იყო – ვინც ყველაზე მაღალ თანხას იხდიდა ამომრჩევლის ხმაში, საბოლოოდ ის იღებდა ამ ახმას. იმდროინდელ ინგლისში ხმის ფასი თითქმის ისეთივე სიზუსტით იყო განსაზღვრული როგორც პურის, ან მიწის ფასი.

საშუალოდ XVIII საუკუნის I ნახევარში პარლამენტში ადგილის ყიდვა 1-1.5 ათას ფუნტ სტერლინგად შეიძლებოდა (დღევანდელი გაანგარიშებით 100000-160000 ფუნტი). XVIII საუკუნის II ნახევარში პარლამენტში ადგილის ფასი 5000 ფუნტ სტერლინგამდე გაიზარდა. (დღევანდელი გაანგარიშებით 650000 ფუნტი). ეს განპირობებული იყო იმით, რომ ინდუსტრიული რევოლუციის შედეგად საგრძნობლად გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც სოლიდურ კაპიტალს ფლობდნენ, მაგრამ არ ჰქონდათ პოლიტიკური ძალაუფლება და ამის გამოსწორება სურდათ. მათმა სწრაფვამ ნებისმიერ ფასად მოხვედრილიყვნენ პარლამენტში საგრძნობლად გაზარდა ხმის ფასი. ასე მაგალითად ბანკირი ლოპესი XIX საუკუნის დასაწყისში 20 ფუნტს უხდიდა ყველას, ვინც მას მიცემდა ხმას. აღმოსავლეთ რედფორდში 1 ხმის საფასურად 20 გინეას (ბრიტანული ოქროს მონეტა, რომელიც1663-1813 წლებში გამოდიოდა) იძლეოდნენ, 2 ხმის სანაცვლოდ – 40. 1830 წელს ლივერპულში მაგალითად ერთი ხმის საფასური 100 ფუნტი იყო.

ხმის ფასი იცვლებოდა ამომრჩეველთა რაოდენობის ცვლილების შედაგად. მაგალითად თუ ჰანიტონში სულ 350 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, მათ ფასი 5-დან 15 გინეამდე მერყეობდა, მაგრამ გრამპაუდში, სადაც მხოლოდ 42 ამომრჩეველი ცხოვრობდა, ხმის ფასი 300 გინეამდე იყო ავარდნილი. (32000-დან 40000 ფუნტამდე დღევანდელი კურსით) 

ასევე სხვა ფაქტორებიც ახდენდნენ ხმის ფასზე ზეგავლენას – მაგალითად არჩევნების ხანგრძლივობა, რომელიც ხანდახანა 2-3 კვირამდე ან თვემდეც კი იწელებოდა, არჩევნების განმავლობაში დაპირისპირების ხარისხი და ა.შ

D5TM8hDOVNrNQ4kHWmpDXAcSX2TPTjdv0Lh_TM1NSEb-pLzdvxnrt-sjXDYMXPS4UUG9R5WmAXlmDD-cGO1NhIds4f8QQneyECy-3PSRo6k (1)

ელექტორატის მოსყიდვის ფორმები ძალიან განსხვავდებოდა, ფულით დაწყებული უფასო სადილით დამთავრებული. მოსახლეობის მოსყიდვის მიზნით კანდიდატები აქტიურად იყენებდნენ ალკოჰოლსაც. მაგალითად, ცნობილი ბრიტანელი ფილოსოფოსი ბერტრან რასელი XIX საუკუნის ბოლოს  ამტკიცებდა, რომ ამომრჩეველთა დათრობა ინგლისური ცხოვრების ნაწილია, რომელიც მხოლოდ უცხოელებს უკვირდათ. 

ამომრჩეველთა ხმების ყიდვა ხდებოდა არა მხოლოდ ინდივიდუალურად ანუ საცალოდ, არამედ საბითუმოდაც. ინგლისში საამომრჩევლო კორუფცია იმდენად დახვეწილი და განვითარებული იყო, რომ სპეციალური აგენტებიც კი არსებობდნენ –  borough managers, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების გაყიდვით იყვნენ დაკავებული და ამის სანაცვლოდ სოლიდურ საკომისიოებსაც იღებდნენ.

რესპუბლიკელების მიერ საგარეჯოში გაყალბებული არჩევნები

31 ოქტომბერს, საგარეჯოში მაჟორიტარების შუალედური არჩევნები გაიმართა. ერთმანეთს ”რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელი თამარ ხიდაშელი და ”პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი დაუპირისპირდნენ. ოფიციალური მონაცემებით თამარ ხიდაშელმა მცირეოდენი სხვაობით დაამარცხა ირმა ინაშვილი. თუმცა დამარცხებაზე საუბარი უხერხულია, იმის გათვალისწინებით რომ არჩევნები მასიურად გაყალბდა.

არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე საგარეჯოს რაიონში დაამატეს სამხედროების უბანი, რათა 500-მდე ჯარისკაცს სახელისუფლებო პარტიის წამომადგენლისთვის მიეცა ხმა. გარდა ამის საგარეჯოში არჩევნების დღეს, როგორც დამკვირვებლები იუწყებიან იხილეს:

  1. ჩამქრალი შუქი
  2. ზედმეტი ბიულეტენები
  3. ზეწოლა საარჩევნო უბნის თავჯდომარეზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საგარეჯოში ხმებს ითვლის

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საგარეჯოში ხმებს ითვლის

არჩევნებმა ჩაიარა ტოტალური გაყალბების ფონზე. ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა მეთოდი, რომლებსაც გასულ წლებში “მოქალაქეთა კავშირი” და შემდეგ “ნაციონალური მოძრაობა” მიმართავდნენ არჩევნების გასაყალბებლად, მ.შ: მაგრამ გაყალბების კულმინაცია ვიხილეთ მაშინ, როდესაც პირადად თავდაცვის მინისტრი აგროვებდა საუბნო კომისიების ოქმებს და აჯამებდა ხმებს.
რატომ ერევა ა რ ჩ ე ვ ნ ე ბ შ ი თავდაცვის მინისტრი?
თან ასე ა შ კ ა რ ა დ! და რატომ ა ღ ი ზ ი ა ნ ე ბ ს ხალხს?