2018 წ. ნობელის პრემიის ლაურეატები ეკონომიკაში ➥ეკონიმიკური ზრდის შესახებ│

ამერიკელმა მეცნიერებმა ნორდჰაუსმა და რომერმა 2018 წელს მიიღეს ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში იმ დამსახურებისთვის, რომ მსოფლიო მიაახლოვეს სიმდიდრის ბუნების გაგებასთან და ახსნეს, როგორ შეიძლება ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესება ყველგან და მუდმივად და არა რაღაც ცალკეული ციკლებით და კრიზისებზე გაწეული შესვენებებით.

ულიამ ნორდჰაუსი და პოლ რომერი

საუბილეო 50-ე პრიზი, რომელიც ფორმალურად არ წარმოადგენს ნობელის პრემიას, მაგრამ გადაიცემა იმავე ცერემონიანაზე და იმავე კომიტეტის მიერ, მიენიჭათ ამერიკელ უილიამ ნორდჰაუსს იელის უნივერსიტეტიდან და მის თანამემამულეს პოლ რომერს, რომელიც მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი იყო.

მათმა შრომებმა ახალი შუქი მოფინეს  პლანეტის 2 ”ფუნდამენტურ და გადაუდებელ პრობლემას”; ეს პრობლემები გლობალური ხასიათისაა და საჭიროებს ზოგადსაკაცობრიო მიდგომას ათწლეულების განმავლობაში. სწორედ ამიტომაც გადაწყვიტა შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ ნორდჰაუს-რომერის ტანდემისთვის პრესტიჟული ჯილდოს მინიჭება.

ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად გასაგები ენით აგიხსნათ, რაში მდგომარეობს ამერიკელი მეცნიერების დამსახურება.

რომერმა და ნორდჰაუსმა მეცნიერება წინ წაწიეს მთავარი პრობლემის გადაჭრის გზაზე: რის საფუძველზე იზრდება ეკონომიკა და როგორ გავაკეთოთ ისე, რომ ზრდა იყოს მდგრადი და ყოვლისმომცველი. ეს საშუალებას მოგვცემდა მოგვესპო სიღარიბე და უთანასწორობა. 

რომერმა განავითარა თეორია, რომლის თანახმად ზრდის საფუძველი ტექნოლოგიურ პროგრესში მდგომარეობას, ხოლო ამისთვის კი საუკეთესო გარემო სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი საბაზრო ეკონომიკაა.

უილიამ ნორდჰაუსმა მაგალითად ახსნა რა კავშირშია სათბურის გაზის გამოსროლა ეკონომიკურ განვითარებასთან და როგორ გამოვთვალოთ, თუ რამდენად გაუარესდება ადამიანების კეთილდღეობა კლიმატური ცვლილებების შედეგად.

58ea7941dafb0.jpg

მსოფლიო ეკონომიკური ზრდის თავსატეხი ჯერ კიდევ შორსაა გადაჭრისგან, თუმცა რომერმა და ნორდჰაუსმა პაზლის სხვადასხვა ნაწილები დაალაგეს და სამეცნიერო ფუნდამენტი ჩაუყარეს იმ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას, რომლებიც მიზნად ისახავენ ცხოვრების დონის ამაღლებას მუდმივად და შეუქცევადად.

რომერი და ნორდჰაუსი ეკონომიკაში გრძელვადიან ტენდენციებს იკვლევენ: მათ კვლევის საგანი საუკუნეები და ათწლეულებია და არა ხანმოკლე ციკლური ცვლილებები. ჩიტის ფრენის სიმაღლიდან ისინი იმ პრობლემებს განსაზღვარვენ, რომლებსაც დაგროვების შედეგად ზიანი და სარგებელი მოაქვთ.

არტურ პიგუ

ის რომ ”ველური კაპიტალიზმი” და ”თავისუფალი ბაზარი” არ წარმოადგენს ოპტიმალურ გარემოს საყოველთაო სიმდიდრის და კეთილდღეობის დასაგროვებლად უკვე აქსიომას წარმოადგენს, რამეთუ აკადემიურ წრეებში ამის შესახებ უკვე რამდენიმე ათეული წელია ცნობილი. ამაზე ჯერ კიდევ ბრიტანელი ეკონომისტი არტურ პიგუ წერდა 1920-იან წლებში თავის ნაშრომში ”კეთილდღეობის ეკონომიკური თეორია“. ეკონომიკური გადახრები სახელმწიფომ უნდა არეგულიროს სხვადასხვა სუბსიდიების და შეღავათების დაწესებით  ეკონომიკაში სასარგებლო გადახრების წასახალისბელად და მეორეს მხრივ გადასახადების და აკრძალვების გამოყენებით – ზიანის აღმოსაფხვრელად.

მაგრამ ერთია დიაგნოსტირება და შესაძლო დაავადების შესახებ საზოგადოების გართხილება, რაც დროთა განმავლობაში შეიძლება მძიმე ავადმყოფობაში გადაიზარდოს, ხოლო მეორეა მკურნალობის ზუსტი მეთოდების განსაზღვრა. სწორედ ამ მეორე პრობლემით დაკავდნენ ნორდჰაუსი და რომერი.

მათ ცალ-ცალკე, თითოეულმა საკუთარ სფეროში სამეცნიერო მოდელი ააგეს, რომლებიც ეკონომისტებს საშუალებას აძლევს შედარებით ზუსტად განსაზღვრონ თუ რა უნდა ქნან პოლიტიკოსებმა და ჩინოვნიკებმა ეკონომიკაში სხვადასხვა გამრუდებების გამოსასწორებლად, რასაც ბაზარი ვერ არეგულირებს.

ნორდჰაუსის სპეციალიზაცია არის არასახარბიელო ბუნებრივი ფაქტორები, რომლითაც ეკონომიკა ზარალდება და საერთო ჯამში ცხოვრების დონე მცირდება. მან შექმნა მოდელები იმის შესაფასებლად თუ როგორც აფერხებს განვითარებას სასათბურე გაზის გამოსროლა და კლიმატის ცვლილება. ამიერიდან ამ მოდელის გამოყენება ყველგან შეიძლება. 

რომერი, პირიქით დაკავებულია ხელსაყრელი ფაქტორების შეფასებით: ის იმ კითხვას პასუხობს თუ რა პირობებში წარმოიშობა ყველა ხშირად ახალი იდეები და ტექნოლოგიები და როგორ მოქმედებენ ისინი ეკონომიკურ ზრდაზე.

თეზისი იმის შესახებ რომ ტექნოლოგიური პროგრესი არის ეკონომიკის ზრდის საფუძველი, 1950-იან წლებში კიდევ ერთა ამერიკელმა ეკონომისტმა, შემდგომში ნობელის პრემიის ლაურეტმა რობერტ სოლოუმ წამოაყენა. თუმცა რობერტ სოლოუს თეორიაში არსებობდა მცირე ხვრელები. რომერმა ახსნა რატომ არ რჩება მოგებული ყველა ქვეყანა და რა უნდა გაკეთდეს ტექნოლოგიური გარღვევის უზრუნველსაყოფად.

ამავდროულად რომერმა დაგვანახა, რომ ახალი ტექნოლოგიების შედეგად ყველა მოგებულია და არა მხოლოდ გამომგონებლები, მაგრამ მნიშვნელოვანი შესწორებებით.

images

კერძოდ, ტექნოლოგიური გარღვევისთვის საჭიროა ფინანსურ დახმარება, მაგრამ დიდი ოდენობის კაპიტალი მხოლოდ მსხვილ კორპორაციებს და მონოპოლიებს გააჩნიათ. ამის გარდა, კვლევებს მოგება არ მოაქვთ, ამიტომაც ამით პირველ რიგში უნივერსიტეტები უნდა იყვნენ დაკავებულები და არა საბაზრო კომპანიები.

მთავარი დასკვნა რაც ამ ყველაფრიდან შეიძლება გამოვიტანოთ შემდგომში მდგომარეობს: თავისუფალი ბაზრის პირობებში ტექნოლოგიური პროგრესი არაეფექტური იქნება, აუცილებელია საბაზრო ეკონომიკის რეგულირება ქვეყნების და მთელი მსოფლიოს დონეზე. მონოპოლიების შეზღუდვა და აკრძალვა, საავტორო უფლებების დაცვა, უნივერსისტეტების განვითარება, იმ კომპანიებისთვია და სუბიექტებისთვის სოლიდური შეღავათების დაწესება, რომლებიც კვლევებით არიან დაკავებულები –  იმ ღონისძიებების არასრული ჩამონათვალია, რაც აუციელებლია კონკურენტუნარიანი გარემოს შესაქმნელად.