დღეს Huawei, გუშინ Toshiba – აშშ-ის ომები აზიურ კომპანიებთან

ამერიკელი პოლიტიკოსები Toshiba-ს პროდუქცია ამტვრევენ

ბოლო პერიოდში აშშ-ს და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი დაიწყო. თავისი მასშტაბით და ეკონომიკური დანაკარებით ეს ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო დაპირისპირებაა. ეს დაპირისპირება უკვე დიდი ხანია გაცდა ეკონომიკურ საბურველს და ამერიკული იმპერიალიზმის გამოვლინების კლასიკურ მაგალითად იქცა.

რამდენიმე ხნის წინ აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ ჩინური კომპანია Huawei შავ სიაში შეიყვანა. ამერიკულმა კომპანია Google-მა კი განაცხადა, რომ ჩინური კომპანიის (Huawei) ტელეფონები გაითიშება Android-ის საოპერაციო სისტემის განახლებისგან. ეს კი სხვა არაფერია თუ არა კონკურენციაზე უარის თქმა და ყველანაირი მეთოდით მეტოქის განადგურების მცდელობა.

რა გახდა ამის მიზეზი? პირველ რიგში სწრაფი ტემპით მზარდი ჩინური ეკონომიკა, ჩინეთის ტექნოლოგიური წინსვლა, რაც აშშ-ში საკმაოდ სახიხაფათოდ ჩათვალეს. ბევრი ეკონომისტის, ექსპერტის თუ ინტელექტუალის პროგნოზით XXI საუკუნე იქნება ჩინური საუკუნე, რაც ამერიკული ჰეგემონიის დასასრულამდე მიგვიყვანს, ეს კი ამერიკელების აშკარა განრისხებას იწვევს.

ზოგადად ამერიკელები კმაყოფილები არიან იქამდე, სანამ მათი პარტნიორები ვასალების როლში არიან და მათ სრულად ემორჩილებიან, როგორც კი ვინმე დამოუკიდებლად ცდილობს განვითარებას ამერიკელების ჩარევის გარეშე, მაშინ რომელიღაც ამერიკულ სახელმწიფო უწყებას ეყოფა იმის კადნიერება, რომ განაცხადოს უცხოური ”კომპანიების წარმატებული მოღავწეობა აშშ-ის სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება” და ამიტომაც მათ წინააღმდეგ სანქციებს დააწესებენ.

სწორედ ესე მოხდა Huawei-ის შემთხვევაში. მაგრამ ეს ამერიკელების აგრესიული, არასამრთლიანი ეკონომიკური ომის პირველი შემთხვევა არ არის აზიური კომპანიების წინააღმდეგ. 3 ათეული წლის წინ მსგავსი სიტუაცია იყო Toshiba-ს გარშემოც, ამიტომაც გადავწყვიტეთ მცირე ისტორიული ექსკურსი შემოგთავაზოთ.

huawei-us-980x516.jpg

 

30 წლის წინ Toshiba-მ  საბჭოთა კავშირს გარკვეული ტექნოლოგიები მიყიდა. აშშ ამ ფაქტმა განარისხა და შემდეგი სანქციები დაუწესა იაპონურ კომპანიას:

  1. იაპონიის პოლიციის დეპარტამენტს გაუგზავნა ბრძანება, Toshiba-ს მანქანათმშენებლობის ქარხნის პრეზიდენტის, ერხე ლინის და დაზგების მწარმოებელი ბიზნესის პრეზიდენტის ჰიროსიმა ტანამურუს  დაპატიმრების მოთხოვნით და მათთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთის ბრძანებით.
  2. Toshiba-ს ქარხნების დახურვა აშშ-ში.
  3. 100%-იანი ტარიფის დაწესება Toshiba-ს ნებისმიერ პროდუქციაზე, რაც აშშ-ის ბაზარზე იყიდებოდა.
  4. სასჯელის სახით Toshiba-ს პროდუქციის იმპორტის აკრძალვა აშშ-ში 5 წლის ადით.
  5. Toshiba-ს დაეკისრა 1 ტრილიონი იენის ოდენობის ჯარიმა, რაც 16 მილიარდი დოლარდის ექვივალენტია დღევანდელი კურსით.

განრისხებული აშშ-ის დასაწყნარებლად იაპონიამ შემდეგი სასჯელი გამოუტანა Toshiba Group-ს:

  1. იაპონური ნახევრადგამტარების წარმოება აუცილებლად უზიარებს ტექნოლოგიებს და სიახლეებს ამერიკულ კომპანიებს.
  2. Toshiba-მ 100 მილიონი იენი დახარჯა, რათა მობოდიშების რეკლამის პულბიკაცია მოეხდინა ყველა მსხვილ ამერიკულ გაზეთში.
  3. იაპონური ნახევრადგამტარების ასოციაციამ 9 მილიონი დოლარის ინვესტირება მოახდინა აშშ-ში, რათა ლობისტური კომპანიების დახმარებით აშშ-ის კონგრესთან ურთიერთობა დაელაგებინა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ლობისტური კამპანია იყო იმ დროისთვის.
  4. Toshiba group-ის გენერალურმა დირექტორმა და თავჯდომარემ კომპანია დატოვეს.
  5. Toshiba-ს აეკრძალა პროდუქციის ექსპორტი 14 სხვადასხვა ქვეყანაში 1 წლის განმავლობაში.

Toshiba-ს და დღეს უკვე Huawei-ს ისტორიების გაანალიზებით კარგად ჩანს ერთ რამ – აშშ-ის შეშფოთების მიზეზი 2 შემთხვევაში არა კონკურენტების მიერ თამაშის წესების დარღვევა ან რაიმე სახის დანაშაული, არამედ მათ წარმატება იყო. აშშ-ის ყოველთვის აღიზიანებდა კონკურენტების დამოუკიდებელი წარმატების შემთხვევები, როცა ეს მათ გვერდის ავლით ხდებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ აშშ კმაყოფილია იქამდე სანამ ის  ბატონია, ხოლო სხვა ქვეყანა მისი ვასალი, როდესაც ეს სტატუს-კვო ირღვევა აშშ სასაცილო საბაბით ყოველთვის აგრესიულ შეტევაზე გადადის. Toshiba-ს შემთხვევაში იაპონელებმა მხოლოდ ბოდიშის მოხდა შეძლეს და ამერიკელების მხრიდან ძლიერი დატყმის შედეგად Toshiba დაღმასვლით წავიდა.

მაგრამ საბედნიეროდ დღევანდელი ჩინეთი ბოლომდე აპორებს საკუთარი კომპანიის დაცვას და ამერიკელებს იოლი გამარჯვების იმედი ნამდილად არ უნდა ჰქონდეთ.

Advertisements

საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად აშშ მსოფლიოს №1 საფრთხეა

რუსული აგრესია საქართველოსთვის ბოლო რამდენიმე ათწლეულის უმთავრეს გამოწვევად გვევლინება და თითოეული მოქალაქისთვის საკმაოდ მტკივნეულია, რამეთუ ეს პირდაპირ კავშირშია ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ასობით ათას დევნილთან და უამრავ ადამიანურ ტრაგედიასთან. 

თვითონ დასავლეთში დღესდღეობით ერთის მხრივ რუსეთის მიერ საერთაშორისო დღის წესრიგის ტრანსფორმაცია და ერთპოლარული მსოფლიოს ბიპოლარულად გადაქცევის მცდელობა და მეორეს მხრივ ჩინეთის ეკონომიკური პროგრესი დიდ შეშფოთებას იწვევს. თუმცა დავანებოთ თავი გეოპოლიტიკას და გადავხედოთ იმას თუ რას ფიქრობს სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობა აშშ-ის, რუსეთის და ჩინეთის როლზე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე.

აფდ.jpg

მსხვილი დასავლური კვლევითი ორგანიზაციის (Pew Research Center) მიერ 38 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად ირკვევა შემდეგი, რომ:

რესპოდენტების 39%-ის აზრით აშშ-ის გავლენა და ძალაუფლება მათი ქვეყნებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, მაშინ როდესაც რუსეთის და ჩინეთის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 31%-ს შეადგენს.

წინა კვლევებთან შედარებით მთელ მსოფლიოში ანტიამერიკული განწყობების მზარდი ტენდენცია შეინიშნება. (კვლევის ინგლისური ვერსია შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ – https://pewrsr.ch/2TMsCBA)

2017 წლის იანვარში კიდევ ერთი ცნობილი ორგანიზაციის, Gallup-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად ჩანს, რომ აშშ-ის გლობალური ლიდერობა 30%-მდეა შემცირებული. ამ მაჩვენებლით ჩინეთი ლიდერობს (31%) და მესამე ადგილზე რუსეთია 27%. 

სგფაწგ

აშშ-ის მიმართ კეთილგანწყობა მკვეთრად დაეცა, განსაკუთრებით მისი საკვანძო მოკავშირეების თვალში, როგორებიც არიან მექსიკა, კანადა და გერმანია. გასათვალისწინებელია, რომ ეს ტრამპის მიერ წამოწყებულ სავაჭრო ომამდე და ირანისთვის გამოცხადებულ ბლოკამდე იყო, რაც იმის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს, რომ აშშ-ის მიმართ მხადაჭერა კიდევ უფრო შემცირდებოდა.

აშშ-ისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს თამაშობს იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან თანამშრომლობა ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი შესაძლო საფრთხის და ჩინეთის ზრდის შესაჩერებლად. გასაკვირი არაა, რომ ამ ორივე ქვეყნის მოქალაქეები ჩინეთს უმთავრეს საფრთხედ მიიჩნევენ, მაგრამ პარადოქსალურია რომ აშშ-იც თითქმის იგივე ნიშნულზეა, ანუ იაპონიის და სამხრეთ კორეის მოსახლეობა აშშ-ის სახით მოიაზრებს არამხოლოდ სავაჭრო პარტნიორს, არამედ უმთავრეს საფრთხესაც.

აშშ უმთავრეს საფრთხედ მიაჩნიათ ასევე ნატოს წევრ ქვეყნებს და ევროკავშირის მთავარ მოთამაშეებს. გერმანელების 35%-ის აზრით ძირითად საფთხეს აშშ წარმოადგენს, ხოლო 33% მეორე უმთავრეს საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს.

დასკვნის სახით შეგვიძლია შეგვიძლია ერთი აფრიკული ანდაზა მოვიშველიოთ: ”თუ ნიანგს შენი მტრის შეჭმა სურს, არ დაიჯერო რომ ნიანგი შენი მეგობარია”.

ნატო, როგორც აშშ-ის ჰეგემონიის და ექსპანსიის ინსტრუმენტი

საბჭოთა კავშირის დაშლის  და შესაბამისად ბიპოლარული საერთაშორისო წესრიგის რღვევის შემდეგ, „ახალი პერიოდის“ ინტელექტუალები და პოლიტიკოსები  პოსტკომუნისტური და განსაკუთრებით, პოსტსაბჭოთა პატარა რესპუბლიკების მოსახლეობას ნატო-სთან დაკავშირებით, კვებავდნენ სრულიად აბსურდული ილუზიებით. ისინი ამ უკანასკნელის მოსახლეობას, უნერგავდნენ აზრს ნატოში ინტეგრაციის აუცილებლობაზე და მისგან მომდინარე სიკეთეებზე. თან ეს აზრი მიწოდებული იყო მოსახლეობისადმი ისე, თითქოს ნატო გახლდათ ორგანიზაცია, რომელიც საკუთარი ინტერესების გარეშე, დაიცავდა ზემოთ აღნიშნული ქვეყნების უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას, თან რაც ყველაზე მთავარია უზრუნველყოფდა მათ სუვერენიტეტს, ანუ დამოუკიდებლობას. ეს უკანასკნელი მიდგომა კი ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, ვინაიდან ნებისმიერი პატარა ქვეყენა, რომელსაც არ შესწევს უნარი, დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება და, ამისთვის უხმობს სხვას მოკავშირედ, მისი სუვერენიტეტი ყოველთვის შეიზღუდება მისი „მოკავშირე“ დიდი მოთამაშის სასარგებლოდ:

„ქვეყანას რომელსაც არ შესწევს უნარი, დამოუკიდებლად დაიცვას საკუთარი თავი, შეუძლებელია ვუწოდოთ დამოუკიდებელი სახელწმიფო“ – ზბიგნევ ბჟეზინსკი.

შესაბამისად, როდესაც საუბარი მიდის ნატოზე და მასში პატარა ქვეყნების ინტეგრაციაზე, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ნებისმიერს სახელმწიფო რომელიც მასში ინტეგრირდება თავის სუვერენიტეტს თმობს ნატოს, თუ უფრო კონკრეტულები ვიქნებით აშშ-ს სასარგებლოდ, ვინაიდან ნატო პირველი გახლავთ შეერთებული შტატების ინტერესების განმხორციელებელი სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია. ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის პოლიტიკა, რომ მჭიდროდ არის დაკავშირებული შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკურ საქმიანობასთან, ამაზე არა მგონია ვინმეს ეჭვი შეეპაროს.

იმის გასაგებად, თუ რატომ წარმოადგენს პირველის საქმიანობა, მხოლოდ შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის გაგრძელებას, ჩემი აზრით ამისთვის აუცილილებელია მოხდეს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკური სტრატეგიების  და იმ დოქტრინალური წყაროების შესწავლა, რომლებიც განსაზღვრავდნენ და დღესაც დიდ გავლენას ახდენენ აღნიშნული ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში.

სამეცნიერო წრეებში აშშ-ს ჰეგემონისტური მისწრაფებების პირველი გამოვლინებას უკავშირებენ 1823 წლის მონროს დოქტრინას. ამ დოქტრინით ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთპიროვნული დომინანტური პოზიცია უნდა გაემყარებინა დასავლეთ ნახევარსფეროში. მონროს განცხადებით: „ამერიკული კონტინენტები ამიერიდან არ უნდა განიხილებოდეს, რომელიმე იმპერიის მხრიდან, როგორც ობიექტი მომავალი კოლონიზაციისათვის… ნებისმიერი მცდელობა ევროპული სახელმწიფოების, ჩაერიონ ამერიკის კონტინეტის სახელწმიფოთა საქმეებში, შეერთებული შტატები მას ჩათვლის, როგორც მტრულ პოლიტიკურ აქტს, მათ მიმართ.”

თუმცა მონროს დოქტრინით აშშ ამავე დროს უარს ამბობდა ევროპულ საქმეებში ჩარევისაგან, ანუ იზოლაციონიზმის პოლიტიკას ემხრობოდა. თუმცა, როგორც ბევრი სპეციალისტი მიიჩნევს, მონროს დოქტრინა გახდა უმთავრესი იარაღი პირველ რიგში დასავლეთ ნახევასფეროს გეოგრაფიული სივრცის კონტროლისა და მისი მეშვეობით მოხდა, ამერიკის  გარდაქმნა დიდ კონტინეტურ იმპერიად. ეს გახლდათ პირველი ნაბიჯი ამერიკის მსოფლიო ჰეგემონობის საქმეში. მართალია მონროს დოქტრინა გულისხმობდა მხოლოდ ამერიკული კონტინეტების მოქცევას მისი გავლენის სფეროს ქვეშ, მაგრამ თუ გადავხედავთ შეერთებული შტატების პრეზიდენტების თეოდორ რუზველტის და ვუდრო ვულსონის მრჩევლის, ფრედერიკ ჯეკსონ ტერნერის კონცეფციას „მოძრავი საზღვრების“ შესახებ, დავინახავთ რომ შტატების პოლიტიკური ისტებლიშმენტი არ აპირებდა ამერიკის კონტიტენტით შემოფარგვლას. კერძოდ, ტერნერი აღნიშნავდა, რომ:

„შეერთებული შტატები როგორც სახელმწიფო არის გეოპოლიტიკური ექსპანსიის პროცესი და მუდმივი გადადგილება ჰეგემონობის საზღვრებისა დასავლეთით, პირველ რიგში ატლანტიკის ოკენამედე, შემდეგ კი ატლანტიკის ოკეანის მეორე მხარესაც, ევრაზიაში“ 004 ამ კონცეფციიდან ნათლად ჩანს, რომ თავიდანვე ამერიკის შეერთებული შტატების უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა გლობალური ჰეგემონობის მოპოვება. ფედერიკ ტერნერის აზრს სრულად იზიარებდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვუდრო ვულსონი. ეს იდეალისტი პრეზიდენტი,რომელიც უნივერასალური თამაშის წესების დამკვიდრებას ცდილობდა, ვერსალის კონფერენციაზე პარიზში თავის მრჩეველთან საუბრის მერე და მისი გავლენით წერდა:

აშშ-ს 28-ე პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი

აშშ-ს 28-ე პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი

„ამერიკის კონტინეტი შეერთებულ შტატებს უკვე დაპყრობილი გვაქვს და ემსახურება ჩვენი ცივილიცაციის ინტერესებს. აშშ-მ უნდა მიაქციოს უკვე ყურადღება სხვა საზღვრებს.“აქვე დამატების სახით უნდა ითქვას, რომ პარიზში, ვერსალის  კონფერენციაზე მან შემდეგი რამ განაცხადა:„მე გვთავაზობთ, რომ მსოფლიოს ყველა ნაციამ ერთბაშად და ერთსულოვნად მიიღოთ პრეზიდენტ მონროს დოქტრინა, როგორც დოქტრინა მთელი სამყაროსათვის.“  თუ მონროს დოქტრინას, ზემოთ მოყვანილი ერთი პატარა პასაჟიდან გამომდინარე გავაანალიზებთ და განვაზოგადებთ მთელ მსოფლიოზე, მაშინ ერთ დასკვნამდე მივალთ. ამერიკის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მოეხდინა დასავლეთ ევროპის უნივერსალიზაცია ერთიანი ფასეულობათა სისტემის ქვეშ, ამის საფუძველზე გაეერთიანებინათ იგი და დაექვემდებარებინათ ამერიკის ერთიანი კონტროლის მექანიზმისთვის, ანუ შექმნილი ყოფილიყო ერთიანი დასავლური პოლუსი, ხოლო პოლუსს რომ  მართვის  ერთი ცენტრი აქვს, ეს ცნობილია ყველაზე ნაკლებ პროფესიონალი მსოფლიო პოლიტიკის სპეციალისთვისაც კი.

აღნიშნულ არგუმენტს ამყარებს, ვერსალის კონფერენციაზე საფრანგეთის დელეგაციის ხელმძღვანელი და მაშინდელი პრემიერ მინისტრის ჟორჯ კლემანსოს სიტყვებიც: „პრეზიდენტი ვილსონი თვლის, რომ იგი მსოფლიოს პრეზიდენტია.“

ამ სიტყვების შემდეგ უკვე ცხადი ხდება, რომ ამერიკელების აქტიური მონაწილეობა, პირველი მსოფლიოს შემდგომი ევროპის პოლიტიკური მოწყობის საკითხებში, გულისხმობდა ევრაზიაზე, მის დასავლეთ ნაწილში შეექმნათ დასაყრდენი მომავალში ამავე კონტინენზტე გაბატონებისათვის, რასაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიაღწიეს კიდევაც. ევრაზიაზე გაბატონება რომ შეერთებული შტატების უმთვარეს საგარეო პოლიტიკურ ამოცანას წარმოადგენს, ამაზე არაერთი წამყვანი ამერიკელი გეოპოლიტიკოსი წერდა იმ პერიოდში, ალფრედ მეხენით დაწყებული და ბრუკ ადამსით დამთავრებული. ჩვენი კვლევიდან გამომდინარე ალბათ ყველაზე აღსანიშნავია ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორის და სახელმიფო მდივნის მრჩევლის  ბრუკ ადამსის ნაშრომი, რომელიც მან 1901 წელს დაწერა „ახალი ინდუსტრიუილი რევოლუცია“, სადაც ყურადღებას ამახვილებს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტზე. კერძოდ საუბრობს ევრაზიაზე ბატონობისთვის და ამერიკის ერთპიროვნული ჰეგემონიბის გზაზე რუსეთთან კოლიზიის გარდუვალობაზე:ამერიკელებმა უნდა გაიგონ, რომ ეს იქნება სამკდვრო სასიცოცხლო მშვნელობის ომი, ბრძოლა არა რომელიმე ნაციის, არამედ მთლიანი კონტინეტის წინააღმდეგ. მსოფლიოში არ არის ორი ცენტრი სიმდიდრის და იმპერიის. ერთი ორგანიზმმა უნდა დაამარცხოს და გაანადგუროს მეორე. სუსტი ორგანიზმი უნდა დაუღუპოს“. შეერთებული შტატები და მისი პოლიტიკური კლასი რომ ერთპიროვნული ჰეგემონობისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ და ეტაპობრივად მიიწევდა, კარგად ჩანს  ფართოდ ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსის და ამერიკის საგარეო პოლიტიკის მკვლევარის მარტინ ლეფებრის ნაშრომშიდანაც: „რომელი ცივი ომის დასასრული?“ აღნიშნული ავტორი მიიჩნევს, რომ ცივი ომი იყო სამჯერ: პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მეორეს მისი აზრით ადგილი ჰქონდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და უკანასკნელ პერიოდს ცივი ომისას უკავშირებს, საბჭოთა კავშირის დაშლის  შემდგომ პერიოდს. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ყოველი ცივი ომის შემდეგ, შეერთებული შტატები მისი აზრით აფართოვებდა საკუთარი გავლენის  სფეროს. იგი პირველ ცივ ომს უკავშირებს აშშ-ს ბრძოლა ევროპულ ქვეყნებთან, რომლის მიზანს წარმოადგენდა დომინირებადი მდგომარეობა მოეპოვებინა ომის შემდგომ ევროპაში, როგორც ეკონომიკურ ასევე პოლიტიკური ხასიათის. მისი აზრით პირველი ცივი ომი დასრულდა მარშალის გეგმით და ნატოს შექმნით. ე.ი. ამერიკის დომინანტური მდგომარეობით დასავლეთ ევროპაში. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, მეორე ცივ ომში გამარჯვებით მან გაიმყარა ნატოს საშუალებით პოზიციები აღმოსავლეთ ევროპაში და ცდილობს უფრო მეტად ევრაზიის სიღრმეში შეჭრას, ანუ  პოსტსაბჭოთა სივრცის ათვისებას და საკუთარი კონტროლისათვის დაქვემდებარებას (საქართველო და უკრაინა ამის ნათელი მაგალითია). პოსაბჭოთა სივრცის ათვისებით კი, ფაქტობრივად მოხდება უნიპოლარული და შეერთებული შტატების კონტროლზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის შექმნა. ამერიკელი იქნტელექტუალების მიერ შექმნილი დოქტრინებზე დაყრდნობით შესაძლოა რამოდენიმე ასპექტის გამოყოფა:

  • აშშ-ს მიზანს წარმოადგენს მსოფლიო ჰეგემონობის მოპოვება და უნიპოლარული სისტემის ფორმირება.
  • მსოფლიოში ერთპიროვნული ჰეგემონური მდგომარეობის მოპოვებისათვის აუცილებელია ევრაზიაზე სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკურ კონტროლის დაწესება.

ზემოთ მოცემული დოქტრინალური წყაროების ანალიზის შემდეგ, ნათლად ჩანს თუ რას ემსახურება ნატოს გაფართოება. მისი მიზანი მხოლოდ აშშ-ს ჰეგემონობის განმტკიცებას  წარმოადგენს მთელ მსოფლიოში და არა რომელიმე პატარა სახელწმფოსთვის დახმარების გაწევას, დამოუკიდებლობის მოპოვებაში და მის უზრუნველყოფაში. ამიტომ, როდესაც ნატოში ინტეგრაციას და სუვერენიტეტის განმტკიცებას უკავშირებენ ერთმანეთს, რბილად რომ ვთქვათ საკითხის არ ცოდნასთან გვაქვს საქმე.  

ირაკლი ბენუა