
ჯოზეფ სტიგლიცი
ცნობილმა ეკონომისტმა და ნობელის პერმიის ლაურეატმა ეკონომიკაში, ჯოზეფ სტიგლიცმა 2014 წელს ახალი ნაშრომი გამოსცმა “უმუშევრობა და ინოვაციები” (Unemployment and Innovation)
აღნიშნულ ნაშრომში ეკონომისტი ტექნოლოგიური პროგრესის და შრომის ავტომატიზაციის გამო ეკონომიკური უთანასწორობის ზრდას ვარაუდობს. ჩვენ გადავწყვიტეთ სტიგლიცის მთავარი შეტყობინებების და მოსაზრებების თარგმნა ამ ნაშრომიდან, რათა უკეთ გავიაზროთ არ პრომლემის არსი.
ბევრი მიიჩნევს, რომ ინოვაცია ყველასთვის კარგია, მაგრამ ეს ესე არაა.
სტიგლციის ამ ნაშრომის მთავარი მიზანი ისაა, რომ იმ მოსაზრების გაბათილება მოახდინოს, რომლის თანახმადაც ახალი ტექნოლოგიები ყველა ადამიანის ცხოვრებას აუმჯობესებს.
პროდუქტიულობის ზრდის თეორიის თანახმად ყველა მოქალაქე მოგებული რჩება და ასევე იზრდება საწარმოო პოტენციალი, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ყოველთვის არიან გამაჯვებულები და დამარცხებულები.
მწარმოებლურობის სწრაფმა ზრდამ შეიძლება კრიზისამდე მიგვიყვანოს
იმის ასახსნელად თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიების განვითარებამ ნეგატიურად იმოქმედოს ეკონომიკაზე, სტიგლიზი “დიდი დეპრესიის” ისტორიებს უბრუნდება.
1920-იან წლებში აშშ-ის სასოფლო-სამეურნეო სექტორში მწარმოებლურობა იმდენად გაიზარდა, რომ ფერმერების შემოსავალი შემცირდა. უმუშევრად დარჩენილებს ახალი სამსახური უკვე ქალაქებში უნდა მოენახათ. მაგრამ შრომითი მობილურობა დიდ ხარჯებს მოითხოვს. ამიტომაც როდესაც სასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმებულების ხელფასები და მათი ქონების ფასი შემცირდა, ბევრმა მათგანმა ვერ შეძლო ქალაქში გადასვლა და ახალი უნარ-ჩვევების მიღება უკეთესი მომავლის მოლოდინში. ბანკებმა, რომლებმაც უხვად გასცეს კრედიტები, მოვლენების მსგავსი განვითარება ვერ გაითვალისწინეს. შესაბამისად ძალიან ბევრი ადამიანი ვალებში ჩაეფლო, ბანკებმა კი დიდი ზარალი ნახეს. ქალაქში არსებული კომპანიების შემოსავალიც შემცირდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ “დიდი დეპრესიის” ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ინოვაციები იყო.
ინოვაციები მხოლოდ კვალიფიციური მუშახელის შემოსავლების ზრდას უწყობს ხელს
სტიგლიცი ამტკიცებს რომ ის უპირატესობა, რასაც ტექნლოგიები აძლევენ განათლებულ ადამიანებს, ვერ აანაზღაურებს არაკვალიფიციური მუშახელის დანაკარგებს.
ბევრს ჰგონია რომ ინოვაციების დანერგვა საერთო კეთილდღეობის ზრდას იწვევს, იმიტომ რომ კვალიფიციური მუშახელის შემოსავლები არაკვალიფიციური მუშახელის დანაკარგების კომპენსირებას ახდენს. ეს სავსებით შესაძლებელია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში მოვლენათა განვითარების მსგავს სცენარს საკმაოდ იშვითად აქვს ადგილი.
ტექნოლოგიური რევოლუციები ხელს უწყობს უთანასწორობის და უმუშევრობის ზრდას
სტიგლიცი დარწმუნებულია იმაში რომ შრომის ავტომატიზაციას და რობოტიზაციამ შესაძლოა ეკონომიკური სიტუაციის გაურესება გამოიწვიოს, თუ სახელმწიფო ბაზრის დარეგულირებას არ ეცდება.
ინოვაცია საჭიროებს ეკონომიკის გადაწყობას, ხოლო ბაზრებს დამოუკდებლად ამ ამოცანსთან გამკლავება უჭირთ. როდესაც კომპანიები ინოვაციების დანერგვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ, ისინი არ ითვალისწინებენ საერთო წონასწორობას. საბაზრო რეგულირების არარსებობამ ესეთ შემთხვევაში უმუშევრობის და უთანასწორობის ზრდა გამოიწვიოს.
სახელმწიფომ უნდა იბრძოლოს უმუშევრობის წინააღმდეგ, რომელიც ავტომატიზაციის შედეგად ჩნდება
ამერიკელი ეკონომისტი პრობლემის გადაწყვეტის რამდენიმე ხერხს გვთავაზობს:
პირველ რიგში დანაზოგების ნორმის ზრდა. მეორე რიგში სახელმწიფოს მხრიდან ხელფასების სუბსიდირება სამუშაო ძალის ღირებულების შეამცირებას გამოიწვევს, რომლის გამოც ხშირ შემთხვევაში კომპანიები ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებების ძიებაში არიან, რათა დასაქმებულთა რაოდენობა შეამცირონ. მესამე რიგში საჭიროა გარემოს დაცვაზე გადასახადების ზრდა, რადგანაც კომპანიები თავისი საქმიანობის შედეგად ხშირად საკმაოდ ნეგატიურ ზეგავლენას ახდენენ გარემოზე.