იმის გათვალისწინებით რა სისწრაფით მიემართება აშშ ავტოკრატიული მმართველობისკენ, ევროპას ყველა საფუძველი გააჩნია არ მისდიოს მათ მაგალითს, წერს ავტორიტეტული ნორვეგიული გამოცემა.
ბოლო ათწლეულების განმაავლობაში აშშ დემოკრატიიდან, სადაც რეალური ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის ოლიგარქიატში გადაიზარდა, სადაც ფინანსური ელიტები, რომლებიც როგორც მემარჯვენე, ასევე მემარცხენე პოლიტიკური სპექტრის უკან დგანან, კოორდინირებულად მართავენ ქვეყანას, წერს ნორვეგიელი მწერალი, პუბლიცისტი და ისტორიის ექსპერტი ჰანა ნაბინტუ ჰერლანდი (Hanne Nabintu Herland) სტატიაში ”აშშ – ვარდნადი ვარსკვლავი”, რაც ნორვეგიულ გაზეთ Dagbladet-ში გამოქვეყნდა.
”ის ფაქტი, რომ ნოამ ჩომსკი, ყველაზე გავლენიანი ამერიკელი ინტელექტუალი და მსოფლიოში ყველაზე ციტირებადი მეცნიერი, პირდაპირ წერს იმაზე რომ აშშ ტერორის ყველაზე მსხვილ წყაროდ იქცა, გავმწუხრებს. უკვე დიდი ხნის განმავლობაში ცნობილია, რომ ჩომსკის აზრით აშშ აღარ შეიძლება მიჩნეულ იქნას დემოკრატიად, არამედ უფრო ერთპარტიულ სახელმწიფოს ემსგავსება, სადაც ოლიგაქრიული ელიტები ხალხის სახელით და ხშირ შემთხვევაში ხელხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მართავენ ქვეყანას” – წერს ავტორი.
ავტორს მოყავს ასევე პირნსტონის უნივერსიტეტის ახალი კვლევა, სადაც ანალოგიური დასკვნები კეთდება. აღნიშნულ კვლევას შეგიძლიათ ამ ბმულზე გაიცნოთ (https://bit.ly/2EYnwq5)
სტატიის ავტორის აზრით ევროპამ არ უნდა მისდიოს აშშ-ის მაგალითს, რადგანაც ეს საკმაოდ შემაშფოთებელია.