კუბაზე შექმნილ ერთ-ერთ ვაქცინას ”სუვერენიტეტი” დაარქვეს

1 წელია კუბაში ვაქცინის შემუშავების პროცესი მიმდინარეობს და რამდენიმე რაღაც განსაკუთრებით აღსანიშნავია:

კუბელი ექიმები სამხრეთ აფრიკაში

1. ერთ-ერთი ვაქცინის სახელწოდებაა “სუვერენიტეტი”. სიმბოლურია, იმიტომ რომ სუვერენიტეტის გარეშე უღარიბეს ქვეყანას ამხელა მეცნიერული განვითარება ვერ ექნება. სუვერენიტეტის გარეშე, ანუ გლობალურ დღისწესრიგზე დაქვემდებარებულ მდგომარეობაში, მხოლოდ საქართველოსნაირი განუვითარებელი შეიძლება იყოს პერიფერიული ქვეყანა, სადაც ტურიზმის განვითარებაზე მეტზე არცაა პრეტენზია.

ჩვენთან ვაქცინის წარმოებაზე სიტყვაც არ დაძრულა, მიუხედავად იმისა რომ ალბათ სულ რაღაც 30-40 წლის უკან გვქონდა საკმარისი რესურსი, პირველ რიგში ადამიანური რესურსი, რომ ვაქცინა გვეწარმოებინა.

2. დასავლეთისგან განსხვავებით, კუბაში მარტივად შესანახ ვაქცინებს იმუშავებენ, რაც ღარიბი ქვეყნების მდგომარეობაზეა გათვლილი. მაგ. ფაიზერის შენახვას განსაკუთრებული პირობები ჭირდება, რაც მხოლოდ მდიდარ ქვეყნებს აქვთ. კუბას ერთ-ერთი ვაქცინა ცხვირში ჩასაშვები მეთოდით მოქმედებს (ეს კუბაში ნაცადი მეთოდია, განსაკუთრებით ბავშვებში გამოსაყენებლად).

3. დასავლეთის ან თუნდაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან განსხვავებით, კუბაში ძალიან მაღალი ნდობა აქვს მეცნიერებას, იმიტომ რომ იმ აბსოლუტურად საჯაროა. ვაქცინის ცდებში ენთუზიაზმით მონაწილეობს მოსახლეობა, იმიტომ რომ მათი მეზობლები, უბნის ექიმები და სხვა სანდო პირები არიან ჩართულნი ვაქცინის წარმოებაში (არა საკუთარი კერძო მოგებისთვის), ნაცვლად ბნელი, საეჭვო კორპორაციებისა, რომლებიც უპირველესად საკუთარი კერძო მოგებისთვის მოღვაწეობენ. სუვერენიტეტი შესანიშნავი სახელია ვაქცინისთვის.

ყველაზე საკვირველი კი ისაა, კუბამ უკვე განავითარა 2 სხვადასხვა ვაქცინა: სობერნა02 და აბდალი.

როგორც სხვადასხვა მედია საშუალებები იუწყებიან სობერანა 02-ის ეფექტურობა 62%-ია (2 დოზის შემთხვევაში), ხოლო აბდალას (3 დოზის შემთხვევაში) ეფექტურობა 92.28%-ს აღწევს. ეს და კიდევ სხვა კუბური ვაქცინები კლინიკური შემოწმების ბოლო სტადიაზე არიან.

თან არ დაგვავიწყდეს ის, რომ კუბური მედიცინის განვითარება, აშშ-ის მიერ მათზე 89-ჯერ მცირე ტერიტორიის მქონე კუბის ჩაგვრის, შევიწროვების, 60-წლიანი ემბარგოს ფონზე ხდებოდა.

კუბამ, შეიძლება თანამედროვე ნეოლობერალური მაჩვენებლებით მშპ-ის და ეკონომიკური თავისუფლების კუთხით საოცარ შედეგებს ვერ მიაღწია, მაგრამ კუბამ ფიდელ კასტროს მეთაურობით მიაღწია საკუთარი მოსახლეობის ჭეშმარიტ განვითარებას განსაკუთრებით მის წინამორბედთან, ფულხენსიო ბატისტასთან შედარებით, რაც გამოიხატა იმაში, რომ:

✓ მან სრულად აღმოფხვრა წერა-კითხვის უცოდინრობა.

✓ კასტროს მმართველობის დროს კუბელებს 130 000 ექიმი ანუ ყოველ 130 კუბელს 1 ექიმი ემსახურებოდა, რაც მსოფლიოში საუკეთესო მაჩვენებლი იყო.

✓ კასტრომ კუბური მედიცინა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული გახადა. მაგალითად კიბოს კვლევის ამერიკული ინსტიტუტი ”Roswell Park” ფილტვების კიბოს საწინააღმეგო სატესტო ვაქცინას კუბელებისგან ყიდულობდა.🥘

✓ კასტროს დრო კუბა გახდა ლათინური ამერიკის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ბავშვები არ შიმშილობდნენ.

✓ მოსახლეობის 100%-ს ჰქონდა საშუალო განათლება.

ფიდელის დამსახურებით ბავშვების სიკვდილიანობა 54-დან 5-მდე შეამცირდა. (1000 შობადობაზე) ბავშვების სიკვდილიანობის სიმცირის მიხედვით კუბა აშშ-ს და ბევრ სხვა მაღალგანვითარებულ ქვეყანას კი უსწრებს.

მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა კუბაზე 79 წელს შეადგენს და მსოფლიოში 45-ე ადგილზეა ამ მაჩვენებლით და ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორიცაა აშშ, ესტონეთი, თურქეთი. შედარებისთვის საქართველო 101-ე ადგილზეა. (74 წელი)