როგორ მოპარა დიდმა ბრიტანეთმა ინდოეთს 45$ ტრლნ.

znfdixsgtx9uvaloeugj.jpg

დიდი ბრიტანეთში და დასავლურ ლიბერალურ წრეებში ხშირად შეხვდებით იმ მოსაზრებას, რომ ინდოეთის კოლონიზაცია, რა საშინელიც ის არ უნდა ყოფილიყო, თავად ბრიტანეთისთვის დიდი ეკონომიკური სარგებლის მომტანი არ ყოფილა. ასე რომ ამ ნარატივის თანახმად, ის ფაქტი რომ იმპერია დიდ ხნის განმავლობაში არსებობდა ბრიტანული მადლიერების ჟესტად შეიძლება იქნეს მიჩნეული.

ცნობილი ეკონომისტის, უცა პატნაიკის (Utsa Patnaik) ახალი კვლევის თანახმად, რომელიც Columbia University Press-ში გამოქვეყნდა, გამანადგურებელ დარყმას აყენებს მსგავს იმპერიალისტურ მითს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ინერგებოდა ბრიტანეთის კოლონიალისტური იმიჯის გასაუმჯობესებლად.

ორსაუკუნოვანი მონაცემების დეტალური ანალიზის შედეგად, რომელიც სხვადასხვა გადასახადების და ვაჭრობის სტატისტიკას მოიცავს, პატნაიკმა გამოითვალა, რომ დიდმა ბრიტანეთმა 1765-1938 წლებში ინდოეთეიდან საერთოდ ჯამში 45 $ ტრლნ. მოიპარა.

ეს მართლაც შოკისმომგვრელი თანხაა. ასე მაგალითად 45$ ტრლნ. 17-ჯერ აღემატება დიდი ბრიტანეთის მთლიან წლიურ შიდა პროდუქტს დღესდღეობით. 

როგორ გაძარცვეს ინგლისელებმა ინდოეთი?

3a4683d7f99349baa4791de15b662965_18.jpg

აი როგორი სქემით ხდებოდა ეს ყველაფერი. ოსტ-ინდოეთის კომპანიამ ინდოეთში გადასახადების შეგროვება დაიწყო და შემდგომში შეგროვილი თანხის ნაწილს (მიახლოვებით 1/3-ს) ინდური პროდუქციის შესაძენად იყენებდა, რაც დიდ ბრიტანეთში იგზავნებოდა.

სხვა სიტყვებით რომ ავხსნათ, იმის მაგვირად რომ ინდოეთში სხვადასხვა პროდუქტის შესაძენად ინგლისელებს საკუთარი ჯიბიდან გადაეხადათ, ისინი ამ ყველაფერს უფასოდ ყიდულობდნენ, ანუ ინდოელი გლეხებისგან და ფეიქრებისგან სხვადასხვა ნაწარმის შესაძენად ისინი მათგანვე აკრეფილ ფულს იხდიდნენ.

ეს იყო კლასიკური თაღლითობის სქემა – ძარცვა დიდ მასშტაბებში. საინტერესო ისაა, რომ ინდოელების უმრავლესობას ამაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რადგანაც აგენტი, ვინც მათგან გადასახადებს იღებდა, შემდგომში სხვა პიროვნებით იცვლებოდა, ვინც ადგილობრივებისგან პროდუქციას ყიდულობდა. ეს რომ ერთი და იგივე პიროვნება ყოფილიყო, ინდოელები მარტივად მიხვდებოდნენ რომ მათ ყვლეფდნენ და ძარცვავდნენ.

მოპარული პროდუქციის ნაწილი პირდაპირ დიდ ბრიტანეთში მიემართებოდა, ხოლო დანარჩენი რეექსპორტზე მიემართებოდა სხვადასხვა ქვეყნებში. რეექსპორტის სისტემამ და მისგან მიღებულმა შემოსავალმა დიდ ბრიტანეთს საშუალება მისცა დაეფინანსებინა იმპორტი ევროპული ქვეყნებიდან, ისეთი სტრატეგიული ნედლეულის შესაძენად როგორიც იყო რკინა, კუპრი და ხე-ტყე, რაც საჭირო იყო ბრიტანეთის ინდუსტრიალიზაციისთვის.

ინდუსტრიული რევოლუცია დიდწილად იყო დამოკიდებული ინდოეთის სისტემატურ ძარცვაზე და შედეგად მიღებულ აურაბელ დოვლათზე. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ინგლისელები რეექსპორტზე გატანილ პროდუქციას ბევრად უფრო მაღალი ფასებში ყიდდნენ, იმასთან შედარებით რაც ეს პროდუქტი ინდოეთში ღირდა. ანუ პროდუქტის თავდაპირველ ღირებულებას ანგლო-საქსები საკმაოდ მაღალ მარჟასაც უმატებდნენ. 

Advertisements

ცივილიზებული ევროპა: როგორ ყიდულობდნენ ინგლისში ამომრჩეველთა ხმებს

ევროცენტრისტებს ხშირად მოყავთ ხოლმე ინგლისის მაგალითი, როგორც ერთ-ერთი ადრეული დემოკრატიისა. იმას რომ თავი დავანებოთ, რასაც ინგლისი დანარჩენ მსოფლიოს უშვებოდა და როგორ აწიოკებდა სხვადასხვა კონტინენტებს, ინგლისის ისტორიულმა გამოცდილებამ უნიკალური ტრადიციებიც შემოგვინახა, მაგალითად ინგლისში რამდენიმე საუკუნის კანონიერი იყო ცოლების გაყიდვა აუქციონზე. დღესაც ერთ-ერთ ესეთ სამარცხვინო ინგლისურ ტრადიციაზე მოგითხრობთ, კერძოდ კი იმაზე თუ როგორ იყიდებოდა ოფიციალურად ამომრჩეველთა ხმები.

XVIII საუკუნის ინგლისში ამომრჩევლეთა ხმების ყიდვას თითქმის ოფიციალური სახე ჰქონდა. დღესდღეობით ლიბერალების მიერ ხშირად ციტირებადი ადამ სმიტი ამაში ვერაფერ ცუდს ვერ ხედავდა, უფრო მეტიც აი რაც წერდა ის:

“ხელისუფლება არის ინსტიტუტი, რომელიც ვალდებულია მდიდრები ღარიბებისგან დაიცვას და ისინი ვინ ქონებას ფლობს იმათგან – ვინც ქოენბას არ ფლობს”

პირველ რიგში აღსანიშნავია ის, რომ ქონებრივი ცენზის გამო ინგლისში ხმის მიცემის უფლება მხოლოდ 200-350 ათას ადამიანს ჰქონდა. მოსახლეობის გაცხრილვას უძრავი ქონების ფლობიდან გამომდინარე და ასევე ქონების ღირებულების მიხედვით ახდენდნენ. პასიურ საარჩევნო ხმასაც გააჩნდა თავისი ცენზი: 1711 წლის კანონის მიხედვით 600 ფუნტ სტერლინგამდე წლიური შემოსავალი საგრაფოებში ან 300 ფუნტ სტერლინგამდე შემოსავალი ქალაქებში არსებული უძრავი ქონებიდან (მიახლოვებით 61 000 და 30 500 თანამედროვე ფუნტი დღევანდელი გაანგარიშებით)

პარლამენტში არჩევის უფლება ჩამორთმეული ჰქონდათ უცხოელებს, სახელმწიფო მოხელეებს, პენსიონერებს, თუ მათი პენსიები შეიძლება შეწყვეტილიყო ან დროებითი ხასიათი ჰქონდა, ასევე გვირგვინის მიმწოდებლებს და მენარდეებს, ბანკირების გარდა (ეს შემთხვევით არაა)

პოლიტიკოსების მიერ ხმის ყიდვის ნახატი – წყარო 1857 Harper’s Weekly.

ამომრჩევლების მოსყიდვა იმდენად მასშტაბური იყო, რამდენადაც ამის წარმოდგენა შეიძლება. ყველაფერი მარტივი იყო – ვინც ყველაზე მაღალ თანხას იხდიდა ამომრჩევლის ხმაში, საბოლოოდ ის იღებდა ამ ახმას. იმდროინდელ ინგლისში ხმის ფასი თითქმის ისეთივე სიზუსტით იყო განსაზღვრული როგორც პურის, ან მიწის ფასი.

საშუალოდ XVIII საუკუნის I ნახევარში პარლამენტში ადგილის ყიდვა 1-1.5 ათას ფუნტ სტერლინგად შეიძლებოდა (დღევანდელი გაანგარიშებით 100000-160000 ფუნტი). XVIII საუკუნის II ნახევარში პარლამენტში ადგილის ფასი 5000 ფუნტ სტერლინგამდე გაიზარდა. (დღევანდელი გაანგარიშებით 650000 ფუნტი). ეს განპირობებული იყო იმით, რომ ინდუსტრიული რევოლუციის შედეგად საგრძნობლად გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც სოლიდურ კაპიტალს ფლობდნენ, მაგრამ არ ჰქონდათ პოლიტიკური ძალაუფლება და ამის გამოსწორება სურდათ. მათმა სწრაფვამ ნებისმიერ ფასად მოხვედრილიყვნენ პარლამენტში საგრძნობლად გაზარდა ხმის ფასი. ასე მაგალითად ბანკირი ლოპესი XIX საუკუნის დასაწყისში 20 ფუნტს უხდიდა ყველას, ვინც მას მიცემდა ხმას. აღმოსავლეთ რედფორდში 1 ხმის საფასურად 20 გინეას (ბრიტანული ოქროს მონეტა, რომელიც1663-1813 წლებში გამოდიოდა) იძლეოდნენ, 2 ხმის სანაცვლოდ – 40. 1830 წელს ლივერპულში მაგალითად ერთი ხმის საფასური 100 ფუნტი იყო.

ხმის ფასი იცვლებოდა ამომრჩეველთა რაოდენობის ცვლილების შედაგად. მაგალითად თუ ჰანიტონში სულ 350 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, მათ ფასი 5-დან 15 გინეამდე მერყეობდა, მაგრამ გრამპაუდში, სადაც მხოლოდ 42 ამომრჩეველი ცხოვრობდა, ხმის ფასი 300 გინეამდე იყო ავარდნილი. (32000-დან 40000 ფუნტამდე დღევანდელი კურსით) 

ასევე სხვა ფაქტორებიც ახდენდნენ ხმის ფასზე ზეგავლენას – მაგალითად არჩევნების ხანგრძლივობა, რომელიც ხანდახანა 2-3 კვირამდე ან თვემდეც კი იწელებოდა, არჩევნების განმავლობაში დაპირისპირების ხარისხი და ა.შ

D5TM8hDOVNrNQ4kHWmpDXAcSX2TPTjdv0Lh_TM1NSEb-pLzdvxnrt-sjXDYMXPS4UUG9R5WmAXlmDD-cGO1NhIds4f8QQneyECy-3PSRo6k (1)

ელექტორატის მოსყიდვის ფორმები ძალიან განსხვავდებოდა, ფულით დაწყებული უფასო სადილით დამთავრებული. მოსახლეობის მოსყიდვის მიზნით კანდიდატები აქტიურად იყენებდნენ ალკოჰოლსაც. მაგალითად, ცნობილი ბრიტანელი ფილოსოფოსი ბერტრან რასელი XIX საუკუნის ბოლოს  ამტკიცებდა, რომ ამომრჩეველთა დათრობა ინგლისური ცხოვრების ნაწილია, რომელიც მხოლოდ უცხოელებს უკვირდათ. 

ამომრჩეველთა ხმების ყიდვა ხდებოდა არა მხოლოდ ინდივიდუარად ანუ საცალოდ, არამედ საბითუმოდაც. ინგლისში საამომრჩევლო კორუფცია იმდენად დახვეწილი და განვითარებული იყო, რომ სპეციალური აგენტებიც კი არსებობდნენ –  boroughmanagers, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების გაყიდვით იყვნენ დაკავებული და ამის სანაცვლოდ სოლიდურ საკომისიობსაც იღებდნენ.

რამდენად ცივილიზებული იყო ევროპა?

დღესდღეობით ევროპელებს პრივატიზირებული აქვს ზოგადსაკაცობრიო ადამიანური ფასეულობები და იმდენი იკადრეს რომ ამას “ევროპული ფასეულობების” სახელით მოიხსენიებენ. მედია საშულებები, დასავლეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები და ევროცენტრისტი პოლიტიკოსები ყოველდღიურად ავრცელებენ მითებს “ევროპული აღმატებულების” შესახებ, რათა მოსახლეობისთვის ტვინის გამორეცხვის პროცესი შეუქცევადი გახდეს.

დღე არ გავა ყურში რომ არ მოგვხვდეს შემდეგი ფრაზები: “ევროპული ფასეულობები”, “ევროპული არჩევანი”, “ცივილიზებული ევროპა” თუ სხვა. მაგრამ ფაქტებზე დაყრდნობით გავაანალიზოთ კიდევ ერთხელ ცივილიზებული იყო კი ისტორიული ევროპა? რა მაგალითს აძლევდა ბებერი კონტინენტი დანარჩენ მსოფლიოს?

ისტორიულად შუა საუკუნეების ევროპა გამოირჩეოდა სიველურით, ანტისანიტარიით და მასობრივი სიბინძურით. სწორედ ამიტომაც ესე ხშირად ვრცელდებოდა სხვადასხვა დაავადება მთელი ევროპის მასშტაბით. ყველაზე მომაკვდინებელი შედეგები კი ევროპაში შავი ჭირის მოდების შედეეგად დადგა, როდესაც ქალაქები მთლიანად დაცარიელდა.

მრავალმილიონიანი მსხვერპლის შემდეგ ადამიანთა ძვლებით იყო სავსე ნებსიმიერი ადგილი, იქნებოდა ეს ორმო, სასაფლაო თუ სხვა რამ. ამ ყველაფრის ისტორიული გამოძახილი შეგვიძლია ვიხილოთ ევროპულ ეკლესიებსა და კატაკომბებში, სადაც ადამიანების ძვლებს საშენ მასალად ან სხვადასხვა სამკაულის საკეთებლად იყენებდნენ.

100.jpg

იმხანად საკუთარ ჰიგიენაზე და სისფუთავეზე ზრუნვა ევროპული ლოგიკით ცოდვად ითვლებოდა. ევროპული სამღვდელოება მოსახლეობას მოუწოდებდა ძონძები ცმოდათ და არ დაებანათ, რადგანაც მათი აზრით მხოლოდ ესე შეიძლებოდა სულიერი განბანა. ბანაობა არ შეიძლებოდა კიდევ ერთი საბაბით, რათა ნათლობის დროს მიღებული წმინდა წყლის ჩამობანვა არ მომხდარიყო. შედეგად ევროპის მკვიდრი მოსახლეობით წლობით არ ბანაობდა და საერთოდ არ იცოდა თუ რა იყო წყალი.

101.jpg

102.jpg

სიბინძურე და ტილები სიწმინდის განსაკუთრებულ ნიშნებად ითვლებოდა. სისუფთავეს ზიზღით უყურებდნენ. ტილებს “ღვთიურ მარგალიტებს” ეძახდნენ და სიწმინდის ნიშნად მიიჩნეოდა. ევროპელები იმდენად შორს იყვნენ ჰიგიენის ელემენტარული ნორმებისგან, რომ XIX საუკუნის მედიცინის სახელმძღვანელოებში მოსახლეობას არწმუნებდნენ დაბანვის აუცილებლობაში.

მაგალითად მნიშვნელოვანი ევროპული გამოგონება – სუნამო, სამყაროს მოევლინა როგორც რეაქცია აბანოების არარსებობაზე და ამისგან გამოწვეულ საშინელ სუნზე. ცნობილი ფრანგული პარფიუმერიის ერთ-ერთი პირველი ამოცანა იმ აყროლებული, მძიმე სუნის განეიტრალებაში მდგომარეობდა, რასაც წლობით დაუბანელი სხეული იწვევდა.

bV1LBtq76DtFHqY3dRWOPGL-KOFesum8oW9yWzYf_RcAfd2Q7Ptoc7zcqYuvOgo9X3NtV7EsfzbPuPjcKiH54e-sdQIYP7RMtARn3iIcLmWHFWLdDeZQEIQassUz6LgW.jpg

103.jpg

ევროპაში რელიგიური სწავლებების პოპულარიზაციასთან ერთად, შემდგომმა თაობებმა მრავალი საუკუნის განმავლობაში ტუალეტის შესახებ სრულად დაივიწყეს. დავიწყებული კანალიზაციის როლს ქუჩაში არსებული თხრილები ასრულებდა, სადაც ფეკალიების ნაკადული მიედინებოდა. ანტიკური ცივილიზაციის დავიწყების შედეგად ხალხი იქ იკმაყოფილებდა ბუნებრივ მოთხოვნილებებს, სადაც მოუხდებოდათ. ქუჩებზე ისეთი სიბინძურე სუფევდა, რომ სავალ ნაწილზეც კი შეუძლებელი იყო სიარული.

104.jpg

105.jpg

ჩვენამდე მოღწეული ისტორიული წყარობის თანახმად, ბევრ გერმანულ ქალაქში გამოჩნდა ”სასიარულო ჯოხები”, რომლის გარეშეც ქუჩაში გადაადგილება ფაქტიურად შეუძლებელი იყო.

100

ზოგიერთი ისტორიკოსი გაკვირვებული იყო თუ რა ადვილად პოულობდნენ სალაჰ ად-დინის ჯარისკაცები ქრისტიანულ ბანაკებს. ძალიან მარტივად – სუნით. შუა სუაკუნეებში ქალები თმებზე ნიორს ისმევდნენ, რათა ტილებისგან თავი დაეღწიათ, ხოლო თმების ფერის შესაცვლელად საღლის შარდს იყნებდნენ.

სიფილისი იმ დროს ისე გავრცელებული იყო, რომ მოდაზეც კი ახდენდა გავლენას. საკუთარი ჯანმრთელობის დასამტკიცებლად მამაკაცები თმებს და წვერებს იზრდნენ. სიფილისით დაავდებულები კი აქტიურად იყენებდნენ პარიკებს.

კათოლიკური ეკლესია უფრო შორს წავიდა და მათგან განსხვავებულ აზრზე მყოფის ადამიანების დასასჯელად ინკვიზიცია მოიფიქრა, რაც ხშირ შემთხვევაში სასტიკ წამებას გულისხმობდა.

0001.jpg

სასაფლაობები დაავადების გავრცელბის ერთ-ერთ მთავარ კერას წარმოადგენდა, რადგანაც არანაირი სანიტარული ნორმები არ არსებობდა. სასაფლაოები არც თუ ისე ღრმა იყო, ამიტომაც ცხოველები მიწის ამოთხრას და გვამების შეჭმას ახერხებდნენ. ამასთანავე სასაფლაოებისთვის ადგილები საკმარისი არ იყო და შესაბამისად ერთი და იმავე საფლავს რამდენიმეჯერ იყენებდნენ. მოსახლეობას ქალაქებში და სოფლებში გვამების ლაბირინთში უწევდათ სიარული.

ევროპის მკვიდრი მოსახლეობის ზოგად კულტურა და თვითშეგნება იმდენად დაბალ დონეზე იყო რომ მთელი ნაგვის, ჭუჭყის გუბეების და ფეკალიების გადმოყრა-გადმოღვრა პირდაპირ საცხოვრებელი სახლების ფანჯრებიდან ხდებოდა. რელიგიური მოტივებიდან გამომდინარე მასობრივად ანადგურებდნენ კატებს, ხოლო თაგვები კი უამრავი დაავადების გადამტანები და გამავრცელებლები იყვნენ. 

შავი ჭირისგან იღუპებოდა უამრავი ადამიანი, ამიტომ ხშირად საერთო, დიდ საფლავებს თხრიდნენ. ამის მიუხედავად საერთო საფლავებიც მალე ივსებოდა და ბევრი გარდაცვლილი ს გვამი პირდაპირ ქუჩებში იხრწნებოდა.

100

102.jpg

შავი ჭირის ეპიდემია იტალიაში, 1348 წ.

ევროპაში აბანოების კულტურა XVIII საუკუნეში დაბრუნდა, როდესაც პეტრე I ამსტერდამის და პარიზის ვიზიტის დროს მოითხოვა აბანოების შექმნა საკუთარი ჯარისკაცებისთვის. 1812 წელს კი რუსულმა არმიამ ნაპოლეონისგან გათავისუფლებულ ყველა ქვეყანაში აბანოების მშენებლობა დაიწყო.

ჰიგიენის ელემენტარული ნორმების უგულებელყოფა ევროპას ძვირად დაუჯდა: XIV საუკუნეში შავი ჭირის შედეგად საფრანგეთმა მოსახლეობის მესამედი დაკარგა, ხოლო ინგლისმა და იტალიამ – ნახევარი.

105444.jpg

 

ცივილიზებული ევროპა: როგორ ყიდნენ ინგლისში ცოლებს

ალბათ ბევრ თქვნთაგანს ძნელად წარმოუდგენია, რომ თავის დროზე ინგლისში ცოლების გაყიდვა გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენდა.

აღსანიშნავია რომ ეს შუა საუკუნეებში ან ანტიკურ პერიოდში კი არ ხდებოდა, არამედ XVIII და XIX საუკუნეებში. წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს დიდ ბრიტანეთში ცოლებით ვაჭრობის შესახებ.

100

ცოლის გაყიდვა. ტომას როულენდსონი 1812-1814 წწ.

ცოლის გაყიდვის ფაქტები არა მარტო ინგლისურ მხატვრობაში, არამედ ლიტერატურაშიც ფიქსირდება. ასე მაგალითად თომას ჰარდის ნაწარმოებში ”კესტერბრიჯის მერი” მთავარმა გმირმა ცოლი გაყიდა, ხოლო შემდეგ სინდისის ქენჯნამ სიკვდილამდე მიიყვანა.

101.jpg

1820 წლის ფრანგული გრავიურა ცოლის გაყიდვაზე ინგლისურად

ცოლების გაყიდვის ყოველი პროცედურა სტანდარტულად მიმდინარეობდა – მეუღლეს ცოლი მოედანზე მიყავდა, რომელიც მის ყელზე გამობმული ჯაჭვით ეჭირა. ამის შემდგომ ცოლი მისთვის განკუთვნილ ადგილას ადიოდა და ვაჭრობაც იწყებოდა. ცოლი იმას ერგებოდა, ვინც ყველაზე მსხვილ თანხას გადაიხდიდა.

102.jpg
ვინც გირტყავს, მას უყვარხარ

იმდროინდელ გაზეთებში მსგავსი ფაქტები აქტიურად შეუქდებოდა. ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ცოლის გაყიდვის ფაქტი 1733 წლით თარიღდება. ჩანაწერის თანახმად ვინმე სამუელ ვაითჰაუსს თავისი ცოლი მერი უაითჰაუსი ტომას გრიფითსისთვის ერთ ფუნტ სტერლინგად მიუყიდია.  კიდევ ერთი ქალბატონი გასაყიდად იქნა გაყვანილი და მასზე საწყისი ფასი ერთი პენი იყო. მარტოხელა ფერმერებს ძალიან უნდოდათ ამ ქალბატონის ყიდვა. საბოლოოდ ის 5 შილინგად და 6 პენსად გაიყიდა. 

რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს ცოლების გაყიდვა ხდებოდა ურთიერთთანხმობის საფუძველზე. ხშირ შემთხვევაში ცოლს მისივე საყვარელი ყიდულობდა სიმბოლურ ფასად. ხანდახან ხდებოდა ისეც რომ ყოფილი ქმარი, ცოლი და მისი ახალი მფლობელი ერთად მიდიოდნენ ხოლმე ტავერნაში ვაჭრობის წარმატებით დამთავრების აღსანიშნავად.

103

ინგლისელი აზნაური სმიტფილდის ბაზარზე მიემართება ცოლის გასაყიდად

ყველაზე პოპულარული ცოლებით ვაჭრობა 1780 – 1850 წლებში იყო. დღევანდელ დღემდე მოღწეული დოკუმენტებით მინიმუმ 300 ასეთი ფაქტი დასტურდება. ყველაფერი კი იმით დაიწყო რომ 1753 წელს ინგლისში ქორწინების კანონი მიიღეს. იქამდე ქორწინება ოფიციალურად არ რეგისტრირდებოდა. ქალები ფაქტიურად კაცების სრულ დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ. განქორწინება კი საკმაოდ ძვირადღირებულ პროცედურას წარმოადგენდა. მოედანზე ცოლების გაყიდვა იქცა განქორწინების ერთგვარ ფორმად. მთავრობა ამ პრაქტიკას არ მიესალმებოდა და უბრალოდ არ იმჩნევდა. 

1830 წელს ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. მეუღლემ ცოლის გაყიდვის პროცესი დაიწყო, მაგრამ შემდეგ შეაჩერა და ყველაფრის ძველებურად დატოვება მოინდომა. ამის საპასუხოდ კი ცოლი მეუღლეს ლოყაზე შეეხო სადავეთი და განაცხადა: “მე უნდა გავიყიდო, იმიტომ რომ ცვლილებები მინდა”

ცოლით ვაჭრობის ბოლო ფაქტი 1913 წელს ფიქსირდება. ქალბატონი, რომელიც ლიდსის სასამართლოში ჩვენებას აძლევდა აღნიშნავდა, რომ მისმა ქმარმა ის კოლეგას 1 ფუნტ სტერლინგად მიყიდა.

ცივილიზებული ევროპა: შავკანიანების ზოოპარკი

ბოლო რამდენიმე დღეა მთელი მსოფლიოს ყურადღება ბრიუსელისადმია მიპყრობილი. 2016 წლის 22 მარტს ბელგიის დედაქალაქში რამდენიმე ტერორისტული აქტი განცორციელდა და შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100 ადამიანზე მეტი სერიოზულად დაშავდა. დღეს ბრიუსელი ევროლიბერალების დედაქალაქია, მაგრამ სულ რამდენიმე ათეული წლის წინ ამ ლიბერალების ბაბუები ისე სამარცხვინოდ იქცეოდნენ, რომ ძნელია ამის წარმოდგენა. დღეს ევროპის ეს სამარცხვინო ისტორიის ფურცლები ბევრს დავიწყებული აქვს.

100

მაგრამ ჩვენ შევეცდებით დღეს გაგახსენოთ ისე, რაც ნებსით თუ უნებლიეთ ევროპაში დავწიყებას მიეცა. 1935 წლამდე ევროპაში არსებობდა შავკანიანების ზოოპარაკი, სადაც ცხოველებთან ერთად შავკანიანი მოსახლეობა ყავდათ დამწყვდეული ”ცივილიზებულ ევროპელებს”. ბოლო ესეთი ზოოპარაკი ბაზელში 1935 წელს დახურეს, ხოლო ტურინში 1936 წელს.

მაგრამ ბრიუსელში შავკანიანების (კონგოს მკვიდრი მოსახლეობის) ექსპოზიცია 1958 წელსაც გაიმართა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა მათ ისე ეპყრობოდა, როგორც ცხოველებს.

6b7e930abd26e7ecadc662b7616_prev

1930 წელი, ზოოპარკი ბაზელში, სადაც ცხოველებთან ერთად სომალის მვიდრნი ჰყავთ წარმოდგენილი

3

გერმანიის იმპერატორი ვილჰელმ II ჰამბურგის ზოოპარკში შავკანიანებს ათვალიერებს, 1909 წელი.

XX საუკუნის დასაწყისში ცხოველებთან ერთად შავკანიანები ჰყავდათ წარმოდგენილი ლონდონის, ანტვერპენის, ბერლინის, ბაზელის  და ბევრი სხვა განვითარებული ქალაქის ზოოპარკში. ლონდონის ზოოპარკში მაგალითად აფრიკელების გალია 800 000 ადამიანმა ინახულა.

4

ყველაზე ხშირად აფრიკელ მოსახლეობას ვოლიერებში ათავსებდნენ, სადაც ”ეთნოგრაფიული სოფლის” მინი ვერსიას უქმნიდნენ. ისინი ნაციონალური ტანსაცმლით მოძრაობდნენ, პრიმიტიული იარაღებით მიწას ამუშავედნენ და სადილს კოცონზე ამზადებდნენ. მკაცრი ევროპული ზამთრის ფონზე შავკანიენები დიდხანს ვერ ცოცხლობდნენ. მაგალითად ჰამბურგის ზოოპარკში 1908-1912 წლებში 27 აფრიკელი დაიღუპა.

5

6

8