ირაკლი ღარიბაშვილი: ბაზრის ”უხილავი ხელი” მითია

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 22 თებერვალს, პარლამენტში, დეპუტატების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ სახელმწიფო ეკონომიკაში აქტიურად უნდა ჩაერიოს და ეკონომიკის განვითარება ე.წ. ”უხილავ ხელზე” არ უნდა იყოს მინდობილი. მანვე დასძინა, რომ თვითდინებით ევროპის ქვეყნები და ამერიკა არ განვითარებულან.

“მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ ერთ წრეზე ვტრიალებთ უკვე 30 წელია. მე ვახსენე სიტყვა გარღვევა და ამ გარღვევას ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ. ჩვენ არაერთი ფასადური განახლების, ფასადური რეფორმების მომსწრენი გავხდით წინა ხელისუფლების დროს და ის დესტაბილიზაციის მცდელობები, რაც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, არის მიზანმიმართული ქმედება ჩვენი სახელმწიფოს დასუსტების მიზნით. ვფიქრობ, რომ სწორედ ფასადური მითები უნდა დავანგრიოთ, რომლებიც ათწლეულებია აფერხებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას.”

”შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მითია სუსტი, მცირე სახელმწიფოს იდეა, რომელიც გულისხმობს, რომ სახელმწიფო რაც შეიძლება ნაკლებად შეიძლება ჩაერიოს ეკონომიკაში და მაშინ ბაზრის ”უხილავი ხელი” თავისით დაარეგულირებს ყველაფერს. ვგულისხმობ იმ კონტექსტს, რომელიც ქვეყანაში და მსოფლიოში დღეს არის შექმნილი. ვფიქრობ, რომ პროცესების თვითდინებაზე მიშვებით განვითარების პრეცედენტი ისტორიამ არ იცის. არც ევროპა და არც ამერიკა ამ გზით არ განვითარებულა”

– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჩვენ ამ თემაზე არაერთი პუბლიკაცია და მასალა გამოგვიქვეყნებია, ამიტომ მოხარული ვართ რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მსგავსი განცხადება გააკეთა. ქვემოთ, შეგიძლიათ იხილოთ რამდენიმე მათგანი.

ჯონ ნეში ადამ სმიტის წინააღმდეგ

➣ვინ ქმნის ღირებულებას და სიმდიდრეს ეკონომიკაში? ⇲მარიანა მაცუკატო

ჰა ჯუნ-ჩანგი – განვითარების ეკონომიკა ლიბერალური ბოდვების წინააღმდეგ

ერიკ რეინერტი: ”ნუ აკეთებთ იმას, რასაც ამერიკელები გეუბნებიან, გააკეთეთ ის, რასაც ამერიკელები აკეთებდნენ”

მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს ლაპარაკი ლაპარაკად არ დარჩეს, როგორც ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. საჭიროა ქმედითი ნაბიჯები, სისტემური მიდგომა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშკერულებების გადახედვა, ეკონომიკური განვითარების კონცეპტუალური გეგმის შემუშავება, კონსტიტუციაში არსებული 94-ე მუხლის გარშემო ფართო დისკუსია, რომელიც რეალურად მთავრობას დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვის საშუალებას არ აძლევს.

კანონით დადგენილი მინიმალური ხელფასი საქართველოში 20 ლარია

მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, მინიმალური ხელფასის ოდენობით საქართველო მსოფლიოში ბოლოდან მესამე ადგილზეა.

ამის შესახებ გამოცემა Europetime იტყობინება.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელის გიგა ბექაურის ცნობით 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში, თვეში 100 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა – 23 526 ადამიანს, ხოლო 320 ლარზე ნაკლები ხელფასი – 126 665 დასაქმებულს, რაც დაქირავებით დასაქმებულთა 15%-ს შეადგენდა.

მისი თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ 1999 წლის შემდეგ, საქართველოში მინიმალური ხელფასის ოდენობა განსაზღვრული არ არის. 1999 წელს, პრეზიდენტის დადგენილებით კი, საქართველოში ერთი თვის მინიმალურ ხელფასი 20 ლარია, რას სრულ განაკვეთზე, საათში 0.13 თეთრი გამოდის.

„მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ოთხმა მსხვილმა კომპანიამ საქართველოში, საკუთარი საწარმოების გახსნაზე უარი სწორედ ქვეყანაში დაწესებული ასეთი დაბალი მინიმალური ხელფასის გამო თქვა. „ადიდასის“, „ნაიკის“, „ნიუ ბალანსის“ და „პუმას“ კორპორაციების ხელმძღვანელებმა ოფიციალური კოლექტიური წერილი მისწერეს საქართველოს მთავრობას, რომლითაც მათ 2015 წლის აგვისტოში მოითხოვეს ჩვენი ქვეყნის სამკერვალო სექტორში მინიმალური ხელფასის გაზრდა, რათა საქართველოში მომუშავე მათ კონტრაქტორ ფირმებს აღარ მიეცეთ ტექსტილის სფეროში დასაქმებული პირების ექსპლუატაციის შესაძლებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უარი თქვეს საქართველოში საკუთარი ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნაზე. ვინც მათ ეკონტაქტებოდა, მერე ისევ იმ ბიზნესმენმა მოიფიქრა და კომპანიის შიდა განაწესში ჩაწერა მინიმალური ხელფასისი ზღვარი, რომ კონტრაქტი მიეღო“, – აცნობა Europetime-ს გიგი ბექაურმა.

მეზობელ ქვეყნებშიც კი, მაგალითად სომხეთშიც მინიმალური ხელფასი თვეში 131,17 დოლარია, ხოლო აზერბაიჯანში 147,15 დოლარი.

„საქართველოში კი ნებისმიერ დამსაქმებელს შეუძლია, დასაქმებული, მთელი თვის განმავლობაში 30 ლარად ამუშაოს მონურ პირობებში, მონურ ხელფასზე და სახელმწიფო ამაზე არის თანახმა, იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტი მინიმალური ხელფასის ადეკვატური ოდენობით განსაზღვრაზე უარს ამბობს“, – აღნიშნავს გიგა ბექაური.

როგორც Europetime-ს პროფკავშირების ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარიამ ალიხანაშვილმა განუცხადა, გასულ წელს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ პარლამენტში შეიტანა საკანონმდებლო ინიციატივა მინიმალური ხელფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, კანონპროექტის მიხედვით მინიმალური ხელფასი თვეში თავდაპირველად არანაკლებ 320 ლარით განისაზღვრებოდა, რაც საშუალო ხელფასის 30%-ს შეადგენს და საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა. ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, „მინიმალური ხელფასი ყოველწლიურად გადაიხედება. კანონის მიღება გავლენას მოახდენდა 130 000 დასაქმებულზე, ანუ დაქირავებით დასაქმებულთა 15%-ზე, რომელთა ხელფასიც თვეში 320 ლარზე ნაკლები იყო. თუმცა, კანონპროექტი პარლამენტმა არ დაამტკიცა.

როგორ შეიძლება მინიმალური ხელფასი ქვეყანაში დაწესებულ საარსებო მინიმუმთან, პენსიასთან და სოციალურ დახმარებებთან შედარებითაც ძალზედ დაბალი იყოს?

ადამიანები მუშაობენ მთელი თვე, სრულ განაკვეთზე და კანონმდებლობა არ იცავთ იმისგან, რომ დამსაქმებელმა საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასი არ გადაუხადოს“, – აღნიშნავს მარიამ ალიხანაშვილი.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში (პანდემიამდე) 100 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა 23 526 ადამიანს. ხოლო 320 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა 126 665 დასაქმებულს, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი შემოსავალი ოჯახის საარსებო მინიმუმზე დაბალია, რაც ამ ადამიანებს სიღარიბის ზღვარს მიღმა და შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიმღებთა შორის მოხვედრისას შანსს ზრდის.

მინიმალური ხელფასის დაწესების შემთხვევაში, მათი ყოველთვიური შემოსავალი გაიზრდება ოჯახის საარსებო მინიმუმამდე, რაც ამ ადამიანებს შეუქმნის არსებობისთვის აუცილებელ წყაროს და შეამცირებს დასაქმებულთა სიღარიბის ზღვარს მიღმა მოხვედრის ალბათობას

შრომის უფლებების მკვლევარის განმარტებით, საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, საქართველოსგან განსხვავებით ზოგადად მთელ მსოფლიოში განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყნებში მინიმალური ხელფასი დადგენილია. ეს არის ერთ-ერთი სოციალური კანონპროექტი, რომელსაც თითქმის ყველა ქვეყანა იღებს და ყველა აღიარებს, რომ ამ კანონპროექტს დადებითი ეკონომიკური ეფექტი მოსდევს, დოვლათის გადანაწილების პროცესში. (საქართველოში მხოლოდ 1999 წლის პრეზიდენტის განკარგულება არსებობს)

„პარლამენტში მინიმალური ხელფასის დადგენაზე ორი კანონპროექტი იყო შესული, ერთი პროფკავშირების ინიცირებით, მეორე ბექა ნაცვლიშვილის ინიცირებით. პროფკავშირები 320 ლარს მოითხოვდნენ, ნაცვლიშვილის პროექტში ოდნავ მეტი თანხა იყო ჩაწერილი და პარლამენტმა ბიზნესის ზეწოლით ორივე დაბლოკა.

პარლამენტი მსგავს გადაწყვეტილებებს ბიზნეს ასოციაციის და დამსაქმებელთა ასოციაციის ქოლგის ქვეშ იღებს. მათი არგუმენტი იყო, რომ მინიმალური ხელფასის განსაზღვრა საფრთხეს შეუქმნიდა ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებას. არადა ერთ-ერთი კანონპროექტით თვეში 320 ლარზე იყო საუბარი. სწორედ იმიტომ დასახელდა ასეთი მინიმალურ თანხა, რომ ეკონომიკაზე გავლენა არ ჰქონოდა.

პარლამენტის მხრიდან იყო უსაფუძვლო არგუმენტი. მიუხედავად იმისა რომ ორივე კანონპროექტს თან ერთვოდა სერიოზული კვლევები და საერთაშორისო პრაქტიკა. ევროკავშირის დირექტივები და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებიც კი არ გაითვალისწინეს. შრომის კოდექსშიც იყო ჩადებული, ვიდრე ეს პუნქტი დამტკიცდებოდა. ამოიღეს მინიმალური ხელფასის პუნქტი და თქვეს, რომ მერე ცალკე განიხილავდნენ. ცალკე შეტანილი კანონპროექტი კი დაბლოკეს. პარლამენტი სავსეა ბიზნესმენებით. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, უგანდას და ნიგერიას თუ არ ჩავთვლით, ასეთი დაბალი არ არსებობს.

საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია. კანონპროექტის მოწინააღმდეგეების ლიბერალების საპასუხოდ ვამბობ, რომ აშშ-ში მინიმალური ხელფასი საათობრივად არის განსაზღვრული, სხვადასხვა შტატში სხვადასხვა ოდენობით. ასევე ევროკავშირის ყველა ქვეყანაშია განსაზღვრული მინიმალური ხელფასი. იქ არის განსაზღვრულ სახელმწიფო დონეზე, და ასევე სექტორულ დონეზე. სხვადასხვა სექტორში სხვადსხვა თანხით. ზოგან წლის ინდექსაცია ხდება. მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებში ყველა სექტორში სხვადასხვა თანხაა დადგენილი, ტურიზმის, სექტორში, მშენებლობის სექტორში, ფინანსურ სექტორში და ა.შ“, – განუცხადა Europetime-ს გიგა ბექაურმა.

მარიამ ალიხანაშვილის ცნობით, საქართველოში კერძო სექტორისგან განსხვავებით, საჯარო სექტორში მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია, პრეზიდენტის 2005 წლის ბრძანებულებით, თვეში 135 ლარით.

„ეს განსხვავებაც ცალკე დისკრიმინაციული მიდგომაა სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ საჯაროშიც მნიშვნელოვნად დაბალია. აუცილებელია, რომ ქვეყანაში მინიმალური ხელფასი ცხოვრების ღირებულებასა და სხვა ეკონომიკურ გარემოებებთან შესაბამისობაში იყოს მოყვანილი. მინიმალური ხელფასის მთავარი იდეა მშრომელთა დაცვაა გაუმართლებლად დაბალი ხელფასებისა და ექსპლუატაციისგან. თუმცა, მინიმალური ხელფასი, არამხოლოდ მოსახლეობის სიღარიბისგან დაცვას ემსახურება, არამედ ადამიანების მსყიდველობით უნარის ზრდით ხელს უწყობს ქვეყანაში მოთხოვნის ზრდას, მეტი საქონლისა და მომსახურების რეალიზაციას, რაც ეკონომიკური ზრდის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია“, – განუცხადა Europetime-ს მარიამ ალიხანაშვილმა.

მინიმალური ხელფასის აწევის კანონპროექტის ჩავარდნის მიზეზებზე, Europetime პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს ესაუბრა.

მისი თქმით, სამომავლოდ მინიმალური ხელფასის აწევის საკითხი პარლამენტმა აუცილებლად უნდა დააბრუნოს და თავიდან განიხილოს, მაგრამ ახლა ამ სიტუაციაში ამ კანონის მიღება მეტ პრობლემას შექმნიდა, ვიდრე სარგებელს მოიტანდა.

„ვეთანხმები, რომ ეს არის აქტუალური და პრობლემური საკითხი. მინიმალური ხელფასი რაც ახლა არის, არასაკმარისია, მაგრამ მე ვფიქრობ, ამ სიტუაციაში, ამ რეალობაში, მით უმეტეს, ეპიდვითარებაში ამ კარგმა ინიციატივამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს უმუშევრობის ზრდას. ანუ, სამუშაო ადგილების შემცირება გამოიწვიოს. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, რა ჯობს, 100 დასაქმებული 800-ლარიანი ხელფასით, თუ მხოლოდ 10 დასაქმებული – 1000-ლარიანი ხელფასით? მინიმალური ხელფასის ზღვარი რომ დაწესდეს, იმ რაოდენობით რასაც ითხოვდნენ, შესაძლოა, დამსაქმებელმა ამას სამუშაო ადგილების შემცირება დაუპირისპიროს და საბოლოოდ, მივიღოთ მეტი ხელფასით ნაკლები დასაქმებული, ვიდრე დღეს არის. არსებული რეალობა უნდა გავითვალისწინოთ. მინიმალური ხელფასის ოდენობა საზრუნავია, მაგრამ არა ასე პირდაპირ და მხოლოდ ციფრებში. სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდას უნდა შევუწყოთ ხელი.

რაც შეეხება, სტატისტიკას, რომ 2019 წელს 100 ლარზე ნაკლები ხელფასი 23 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, რა თქმა უნდა, დამსაქმებლის მხრიდან ეს არასწორია. დამსაქმებელმაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულება უნდა იკისროს. დღეს ხედავთ, რომ ეპიდემიიდან გამომდინარე მსოფლიო კრიზისია. პანდემიას როცა გადავივლით, საკითხი ისევ დასაბრუნებელია. აუცილებელია ამ საკითხზე მუშაობა. მაგრამ ახლა, ამ ვითარებაში მე ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტ რისკს მოიტანდა, ვიდრე სარგებელს. თუმცა პანდემია კანონპროექტის ერთ-ერთი და გასათვალისწინებელი მიზეზი იყო და არა მთავარი”, – განუცხადა Europetime-ს დიმიტრი ხუნდაძემ.

როგორ მდიდრდებოდნენ და ვითარდებოდნენ სხვადასხვა ქვეყნები

წარმოგიდგენთ ქართულად ნათარგმნ ნაწყვეტს ნოამ ჩომსკის გახმაურებული წიგნიდან –“ხალხზე მოგება ” (Profit Over People). აღნიშნულ წიგნში შეგიძლიათ იხილოთ ნეოლიბერალიზმის ერთ-ერთი ყველაზე კონცეპტუალური კრიტიკა.

დღეს წარმოდგენილი ნაწყვეტი შეეხება სხვადასხვა ქვეყნების განვითარების და გამდიდრების პერიპეტიებს, რაც საინტერესო უნდა აღმოჩნდეს პირველ რიგში იმ ფაქტის გამო რომ ეს რადიკალურად ეწინააღმდეგება იმ რეკომენდაციებს, რასაც მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი აძლევენ განვითარებად ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს.

62659._UY475_SS475_.jpg

ისტორიული ფაქტები საინტერესო გაკვეთილებს გვასწავლიან. მაგალითად, XVIII საუკუნის განმავლობაში, მკვეთრი განსხვავებები პირველ და მესამე სამყაროს ყვეყნებს შორის იყო ბევრად ნაკლები, ვიდრე დღეს არის. ეს აშკარად  ბადებს ორ კითხვას:

  1. რომელ ქვეყნები განვითარდნენ და რომლები არა?
  1. შეიძლება თუ არა გამოვყოთ რაიმე ზემოქმედების ფაქტორები?

პასუხი პირველ კითხვაზე ისედაც საკმაოდ ნათელია. დასავლეთ ევროპის გარდა, განვითარდა ორი ძირითადი რეგიონი, შეერთებული შტატები და იაპონია, ანუ ორი რეგიონი, რომელიც გაექცა ევროპულ კოლონიზაციას. სხვა საკითხავია იაპონიის კოლონიები,  მიუხედავად იმისა რომ იაპონია იყო სასტიკი კოლონიური სახელმწიფო, ის არ ძარცვავდა და ანგრევდა თავის კოლონიებს ევროპული ქვეყნების მსგავსად, არამედ  პირიქით ანვითარებდა მათ, დაახლოებით იმავე კოეფიციენტით, როგორც თვითონ ვითარდებოდა.

რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპას. XV საუკუნეში დაიწყო ევროპის ორ სექტორად გაყოფა, სადაც დასავლეთი ვითარდებოდა, ხოლო აღმოსავლეთი დასავლეთის მიერ დამორჩილებულ და მისთვის მომსახურე პოზიციას იკავებდა, რაც მას მესამე მსოფლიოს ნაწილად ხდიდა. განსხვავებები გაღრმავდა XX საუკუნეში, როდესაც რუსეთმა სისტემიდან გააღწია. მიუხედავად სტალინის საზარელი დანაშაულებებისა  და პოსტსაომარი ინფრასტრუქტურის მოშლისა, საბჭოთა კავშირმა მაინც განიცადა საგრძნობი ინდუსტრიალიზაცია. მან შექმნა “მეორე სამყარო” და არ გახდა  მესამე სამყაროს ნაწილი.

ks51

1917 წლის საბჭოთა სოციალისტური რევოლუცია

დოკუმენტებიდან ცნობილია, რომ XX საუკუნის 60-იან წლებში, დასავლეთის ლიდერები შიშობდნენ, რომ რუსეთის ეკონომიკურმა ზრდამ შეიძლება გააჩინოს “რადიკალური ნაციონალიზმის” აღზევება სხვა ქვეყნებში და ისინიც შეიძლება დაავადდნენ იმ ინფექციით, რომელსაც რუსეთის 1917 წლის სოციალისტური რევოლუცია ერქვია, როდესაც მას ან ისურვა ქცეულიყო „დასავლეთის სამრეწველო ეკონომიკის დანამატად” – ასე აღწერს პრესტიჟული კვლევითი ჯგუფი 1955 წელს კომუნიზმის პრობლემას.

ამიტომაც, 1918 წლის “დასავლური ინტერვენცია”  სავარაუდოდ  თავდაცვითი ქმედება იყო ” მსოფლიო კაპიტალისტური სისტემის კეთილდღეობის დასაცავად“, რომელსაც ემუქრებოდა სოციალურ ცვლილებებს “მომსახურე” აღმოსავლეთ რეგიონში. ასე აღწერენ ამას საპატივცემულო მეცნიერები. (1918 წელს დასავლური სახელმწიფოები თავს დაესხნენ საბჭოთა რუსეთს)

ცივი ომის ლოგიკამ გამოიწვია ინციდენტები გრენადასა და გვატემალაში, მაგრამ მათი მასშტაბი იმდენად შეუსაბამოა რუსეთთან, რომ ამ კონფლიქტებმა დაიწყეს საკუთარი ცხოვრება. გასაკვირი არ არის, რომ უფრო ძლიერი ოპონენტის გამარჯვებასთან ერთად,  აღდგა ტრადიციული მოდელიც. გარდა ამისა, არ გაგიკვირდეთ, რომ პენტაგონის ბიუჯეტი საგრძნობლად იზრდება, მაშინ როდესაც ვაშინგტონის საერთაშორისო პოლიტიკამ თითქმის არ განიცადა ცვლილებები: ეს ფაქტები ასევე გვეხმარება სწორად გავიგოთ  გლობალური წესრიგის რეალიები.

თუ ჩვენ დავუბრუნდებით კითხვას – რომელი ქვეყნები ვითარდებიან?

საკმაოდ ნათელია, რომ როგორც ჩანს,  განვითარება იყო დამოკიდებული  “ექსპერიმენტების” თავისუფლებაზე, რომლებიც ეყრდნობოდნენ “ცუდ იდეებს”, რომელიც იყო ძალიან მომგებიანი ავტორებისთვის და მათთვის, ვინც მათთან თანამშრომლობდა. ეს არ არის წარმატების გარანტი, მაგრამ ესაა წარმატების ერთ-ერთ წინაპირობა.

გადავიდეთ მეორე კითხვაზე: რა წარმატებებს მიაღწია ევროპამ განვითარებაში და მათ ვინც ევროპის კონტროლის თვიდან აცილება მოახერხა?

პასუხის ნაწილი ისევ და ისევ აშკარაა და რადიკალურად არღვევს გაბატონებული “თავისუფალი ბაზრის” დოქტრინას. ამ დასკვნას ადასტურებს, ინგლისიდან დაწყებული, აღმოსავლეთ აზიის ტერიტორიით და მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებით დამთავრებული, ისტორიული გამოცდილება, რომელიც გვიჩვენებს რომ ეს ქვეყნები პროტექციონისტული პოლიტიკის მამები არიან.

სტანდარტული ეკონომიკური ისტორია აღიარებს, რომ სახელმწიფოს ჩარევა ყოველთვის თამაშობდა გადამწყვეტ როლს ეკონომიკურ განვითარებაში. მაგრამ მისი გავლენა სათანადოდ შეფასებული არ არის, რადგან ყოველთვის ძალიან ვიწრო მიმართულებაზე კეთდება აქცენტი. ერთი მნიშვნელოვანი გამონაკლისით: სამრეწველო რევოლუციის საფუძველი გახდა იაფი ბამბა, ძირითადად იმპორტირებული ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ის რჩებოდა იაფი და ხელმისაწვდომი არა საბაზრო მექანიზმების ეფექტურობის გამო, არამედ იმიტომ რომ ის იყო ხელმიუწვდომელი აშშ-ს მკვიდრი მოსახლეობისთვის მონობის გამო. რა თქმა უნდა, იყვნენ სხვა ბამბის მწარმოებლებიც – მათ შორის იყო ინდოეთი, რომლის რესურსებიც მიედინებოდა ინგლისში და რომლის ტექსტილური მრეწველობა თავის მხრივ დაანგრია ბრიტანეთის იმპერიამ და ბრიტანულმა ჯარებმა.

gmac1777-pvw

აშშ-ს და დიდი ბრიტანეთი იყვნენ ყველაზე პროტექციონისტული ქვეყნები, რამაც დიდი როლი ითამაშა მათ ეკონომიკურ ზრდაში.

კიდევ ერთი კარგი მაგალითი არის ეგვიპტე, რომელმაც მიიღო ზომები განვითარებისათვის, იმავე დროს, როდესაც ამას ამერიკის შეერთებული შტატები აკეთებდნენ, მაგრამ ის შეაჩერა ბრიტანულმა ჯარებმა გასაგები მიზეზების და გამო: ბრიტანეთი არ დაუშვებდა ამ რეგიონში რომელიმე ქვეყნის დამოუკიდებელ განვითარებას. სამაგიეროდ “ახალმა ინგლისმა” (იგულისხმება აშშ) შეძლო თავისი მეტროპოლიის პოლიტიკის გადმოღება და გზა გადაუღობა უფრო იაფ ბრიტანულ ტექსტილს მაღალი ტარიფებით, დაახლოებით ისევე, როგორც ბრიტანეთი მოექცა ინდოეთს. ეკონომიკის ისტორიკოსები თვლიან, რომ “ახალი ინგლისის” ახალგაზრდა ტექსტილური მრეწველობა, თავისი პოტენციალის ნახევარს დაკარგავდა, ასეთი ზომები რომ არ მიეღო. ამის თანამედროვე ანალოგი არის ენერგეტიკა, რომელსაც ეყრდნობა განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა. პოსტსაომარი პერიოდის „ოქროს ხანა“ გამოწვეული იყო ნავთობის დაბალი ფასებით, თანაც ამ მდგომარეობას შენარჩუნება ხშირად ძალადობითა და მუქარით ხდებოდა. ეს დღესაც გრძელდება. პენტაგონის ბიუჯეტის ლომის წილი ხმარდება ნავთობის ფასის დერეგულაციას ახლო აღმოსავლეთის დონეზე, რომელსაც აშშ და მისი ნავთობმომპოვებელი კომპანიები თვლიან სამაგალითოდ.

ჩემთვის ცნობილია ამ სფეროს მხოლოდ ერთი ტექნიკური შესწავლის მექანიზმი: ის ცხადყოფს, რომ პენტაგონის ხარჯები შეადგენენ ნავთობის საბაზრო ღირებულების სუბსიდიების 30%-ს.

ავტორის დასკვნით, ეს ნათლად აჩვენებს, რომ დღევანდელი განცხადება იმის თაობაზე, რომ რესურსების მოპოვება დღეს არის იაფი, სრული ფარსია. ვაჭრობის ეფექტურობის თაობაზე უსაფუძვლო განცხადებები და დასკვნები ეკონომიკური ჯანმრთელობისა და ზრდის შესახებ, საკმაოდ შეზღუდული ეფექტურობის შემცველია, თუ ჩვენ თვალს ვხუჭავთ მრავალ უხილავ ასპექტზე.

გამოჩენილმა იაპონელმა ეკონომისტებმა ცოტა ხნის წინ დადეს მრავალტომიანი ნაშრომი იაპონური ეკონომიკური განვითარების შესახებ, დაწყებული II მსოფლიო ომიდან. მასში აღწერილია, როგორ უარყო იაპონიამ თავისი ამერიკელი კოლეგების ნეოლიბერალური დოქტრინები და ამის მაგივრად ინდუსტრიული პოლიტიკის გზა აირჩია, რომელიც მაკონტროლებელ ფუნქციას სახელმწიფოს ანიჭებდა. სახელმწიფო ბიუროკრატია თანდათანობით ნერგავდა საბაზრო მექანიზმებსა და სახელმწიფო-ფინანსურ კონგლომერატს, კომერციული წარმატების პერსპექტივების ზრდასთან ერთად. იგივე ექსპერტები იუწყებიან, რომ ეკონომიკური წარმატება დიდ წილად იყო განპირობებული ორთოდოქსალური რჩევების უგულებელყოფით. წარმატებები შთამბეჭდავი იყო. ფაქტობრივად ბუნებრივი რესურსების არმქონე იაპონიამ XX საუკუნის 90-ან წლებში შექმნა ერთ-ერთი უდიდესი მსოფლიოში მწარმოებელი ეკონომიკა და გახდა ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა საგარეო ინვესტიციების მოზიდვაში და ასევე მიიწერა მსოფლიო სუფთა ფინანსური დანაზოგის ნახევარი და აშშ-ს ფინანსური დეფიციტი.

ხოლო, რაც შეეხება იაპონიის ყოფილ კოლონიებს; ამერიკელი მკვლევარები აჩვენებენ, რომ ტაივანის დახმარების კამპანიაში ამერიკელმა მრჩეველებმა და ჩინელმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა არქიტექტორებმა უგულებელყვეს ანგლო-საქსური პრინციპები და ააგეს სახელმწიფოზე ორიენტირებული სტრატეგია, რომელიც ეყრდნობოდა მთავრობის აქტიურ ჩარევას კუნძულის ეკონომიკაში და მათი შესრულების სახელმწიფო კონტროლს. ამავდროულად ამერიკული მეინსტრიმული პრესას თავისი მკითხველი შეცდომაში შეყავდა და ლაპარაკობდა ტაივანზე, როგორც „კერძო ბიზნესის წარმატებაზე.“

aziatskie-tigryi

“აზიური ვეფხვების” სახელით ცნობილი ქვეყნები, რომლებმაც განვითარებას რადიკალურად სხვა გზა აირჩიეს, ვიდრე ამას ნეოლიბერალური ეკონომიკური მოდელი გულისხმობს.

სამხრეთ კორეაში “სამეწარმეო სახელმწიფო” სხვაგვარად მუშაობს, მაგრამ გზამკვლევის არანაკლებ როლს თამაშობს. სამხრეთ კორეამ უარი თქვა ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციაში წევრობაზე, რადგან მას არ სურს დაყრდნობოდა საბაზრო ორიენტირებულ ეკონომიკას, მაგალითად არ სურს უცხო კომპანიებს ხელში ჩაეგდო ეროვნული ქონება და არ სურდა კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა, რაც ძალიან გვაგონებს ჩვენ მათ იაპონურ კოლეგებს, რომლების კრძალავდნენ კაპიტალის გადინებას, სანამ იაპონიის ეკონომიკა საგრძნობლად არ მოძლიერდა.

მსოფლიო ბანკის “Research Observer”-ის ერთ-ერთ გამოცემაში (1996 წ აგვისტო) ეკონიმიკურ მრჩეველთა საბჭოს მდივანი ჯოზეფ სტიგლიცი საუბრობს იმაზე, თუ რას გვასწავლის „აღმოსავლეთ აზიური სასწაული“, რომელიც დიდ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამ რეგიონის ქვეყნები, რომლებმაც მიაღწიეს ეკონომიკურ წარმატებას, ზუსტად სახელმწიფომ იკისრა ეკონომიკურ ზრდაზე კონტროლი და უგულებელყო „ნეოლიბერალური რელიგია“, რომლის თანახმად ბაზარი მიშვებულია თავის ნებაზე და ჩაერია ტექნოლოგიების უკეთ გავრცელებისათვის, რომლებიც ითვალისწინებდნენ თანასწორობის დამყარებას, განათლებას, ჯანდაცვას ასევე სამრეწველო დაგეგმარებასა და კოორდინაციას.

„გაეროს კაცობრიობის ეკონომიკური განვითარების  1966 წ ანგარიში“ აკეთებს აქცენტს სახელმწიფოს მიერ „გამოცდილების გაზიარებისა და საბაზისო სოციალური პირობების უზრუნველყოფის“ პოლიტიკის სასიცოცხლო აუცილებლობაზე, რომელიც თავის მხრივ არის მდგრადი ეკონომიკური განვითარების წინაპირობა. ხოლო, რაც არ უნდა იყოს, ზუსტად ნეოლიბერალური დოქტრინები სპობენ განათლებასა და ჯანდაცვას. მათ მივყავართ მხოლოდ უთანასწორობის ზრდასთან და შემოსავლების შემცირებასთან .