ტომას სანკარა – აფრიკელი ჩე გევარა

დღესდღეობით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებული მაგალითების განხილვისას ხშირად მოყავთ განვითარებული ქვეყნების ისტორიული გამოცდილება, მაგალითად სინგაპურის პირველი პრემიერ-მინისტრის, ლი კუან იუს წარმატება. მაგრამ მსოფლიო ისტორიაში იყვნენ სხვა წარმატებული პოლიტიკოსებიც, რომელთა შესახებ “მსოფლიო თანამეგობრობა” სდუმს. ამის მშვენიერი მაგალითია აფიკელი პოლიტიკური მოღვაწის, ტომას სანკარას ბიოგრაფია (სრული სახელი Thomas Isidore Noël Sankara). ის გამოირჩეოდა ყველა იმ პრეზიდენტის, გენერლის და დიქტატორის ფონზე, რომლებიც სხვადასხვა დროს აფიკული ქვეყნების სათავეში იყვნენ.

dgsfgsdfg

ტომას ისიდორე ნოელ სანკარა  დაიბადა 1949 წლის 21 დეკემბერს პატარა ქალაქ იაკოში უაგადუგუდან 109 კმ-ზე დაშორებით. მამამისის სამსახურის გამო ოჯახი ხშირად იცვილდა საცხოვრისს, ამიტომ დაწყებითი სკოლა დაამთავრა ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ ქალაქ გავეში, ხოლო საშუალო სკოლა კი ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ბობო დიულასოში.

მშობლებს სურდათ, რომ კათოლიკე მღვდელი გამოსულიყო, მაგრამ ტომასმა სამხედრო კარიერა არჩია, რადგან ჯერ ერთი ძირითადად მუსლიმურ ქვეყანაში კათოლიკე მღვდლობა წარმატების საწინდარი არ იყო, თანაც სანკარას დიდი წარმატების მიღწევა სურდა და ამისთვის ღარიბი ოჯახის შვილისთვის ერთადერთი გზა არმიის გავლით გადიოდა.

19 წლის ასაკში ტომასი არმიაში გაიწვიეს. 1 წლის შემდეგ კი მადაგასკარში, ანცირაბეს ოფიცერთა სკოლაში გააგზავნეს. აქ ის გახდა პრეზიდენტ ფილიბერტ ცირანანის (მადაგასკარის პირველი პრეზიდენტი 1959-1972 წლებში) ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ 1971-72 წლებში მოწყობილი 2 სახალხო მღელვარების მხილველი, რომელთა ჩახშობის მიუხედავად ცირანანი იძულებული გახდა გადამდგარიყო. ამავე დროს ის გაეცნო მარქსისა და ლენინის ნაშრომებს და სამშობლოში მხურვალე კომუნისტი დაბრუნდა.

ტომასმა თავი გამოიჩინა 1974 წელს მალისთან სასაზღვო კონფლიქტში, რომელიც მცირე ხნით გაგრძელდა და უშედეგოდ დასრულდა. მისი ავტორიტეტის ზრდას ხელს უწყობდა აგრეთვე ოფიცრისათვის აბსოლუტურად უცხო თვისებები: უკრავდა გიტარაზე პოპულარულ ჯაზჯგუფში  „Tout-à-Coup Jazz“; წერდა ლექსებსა და პროზას, ბაიკერობდა.

1976 წელს სანკარა დანიშნეს კომანდოს სამხედროთა საწვრთნელი ბაზის ხელმძღვანელად, სადაც მან ჩამოაყალიბა სადესანტო კორპუსი და მის მეთაურად მსახურობდა. აქვე მიაღწია კაპიტნის ჩინამდე.

აღნიშნულ ბაზაზე სანკარამ უმცროს ოფიცრებთან – ბლეზ კამპაორესთან, (გაიცნო მაროკოში სტაჟირებისას 1975 წელს) ანრი ზონგოსთან და ბუკარი ლინგანისთან ერთად ჩამოაყალიბა საიდუმლო წრე, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ ჯერ პრეზიდენტ ლამიზანას (1966-1980), შემდეგ კი დიქტატორ ზერბოს (1980-1982) მმართველობით. 1980 წელს კი მათ შექმნეს საიდუმლო ორგანიზაცია „კომუნისტ ოფიცერთა ჯგუფი“.

1981 წლის სექტემბერში დიქტატორმა, პოლკოვნიკ ზერბომ სანკარა ინფორმაციის სახელმწიფო მდივნად დანიშნა. სანკარა კაბინეტის პირველივე სხდომაზე ველოსიპედით გამოცხადდა და ამით ყველას აგრძნობინა, რომ ხალხის ფულის ყვლეფას არ აპირებდა.

მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო 1982 წლის იანვარში მუშებისა და პროფკავშირების გამოსვლები დაიწყო, რომელიც ზერბომ სამხედრო ძალით ჩაახშო. 21 იანვარს სანკარამ სახალხოდ განაცხადა „უბედურება ელით იმათ, ვინც უხშობს ხალხს პირს“! და პროტესტისნიშნად თანამდებობიდან გადადგა.

ხალხის პროტესტს სათავეში ჩაუდგა მაიორი ჟან ბატისტ უედრაოგო, რომელიც მედიცინის დოქტორი და უაგადუგუს სამხედრო ჰოსპიტალის მთავარი ექიმი იყო და არმიაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მაიორი დაუახლოვდა სანკარას, კომუნისტ ოფიცრებს და მათი დახმარებით 7 ნოემბერს სამხედრო გადატრიალება მოაწყო და ქვეყნის ხელმძღვანელი გახდა.

თავდაპირველად უედრაოგო იზიარებდა სანკარას სოციალისტურ მიდგომებს და 1983 წლის 10 იანვარს პრემიერ მინისტრადაც კი დანიშნა, მაგრამ მოგვიანებით ვითარება შეიცვალა. მაისის დასაწყისში ზემო ვოლტაში სპეციალური ვიზიტით ჩამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტ მიტერანის ვაჟი ჟან კრისტოფი, რომელმაც მოუწოდა პრეზიდენტ უედრაოგოს გადაეყენებინა რადიკალი მემარცხენე და პრო-საბჭოურად განწყობილი სანკარას მთავრობა (ამ დროს ცივი ომი მიმდინარებოდა ნატოს ქვეყნებსა და სსრკ-ს შორის და საფრანგეთი თავის ყოფილ კოლონიასა და გავლენის სფეროში პროსაბჭოურ ხელისუფლებას ვერ აიტანდა).

17 მაისს სანკარა გადააყენეს და შიდა პატიმრობა მიუსაჯეს. დააპატიმრეს მისი თანამებრძოლები ზონგო და ლინგანიც. პოპულარული ლიდერის დაპატიმრებამ უაგადუგუს ღარიბთა აღშფოთება გამოიწვია, თუმცა მათი გამოსვლები სისხლში ჩაახშეს.

სახელმწიფო მოღვაწეობა

1983 წლის 4 აგვისტოს დედაქალაქის გარნიზონმა ბლეზ კამპაორეს მეთაურობით გადატრიალება მოაწყო, სანკარა გაანთავისუფლა და „რევოლუციის ეროვნული საბჭოს“ მეთაურად დანიშნა. 9 აგვისტოს სანკარამ ჩაახშო პრო-დასავლური სამხედროთა კონტრევოლუციური მცდელობა და ძალაუფლება გაიმყარა.

1983 წლის 2 ოქტომბრის სახალხო გამოსვლის დროს სანკარამ გამოაცხადა სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის დაწყება და აქტიური ურთიერთობა გააბა კუბისა და განის „სოციალისტ” (სამხედრო) ლიდერებთან – ფიდელ კასტროსა და ჯერი როლინგსთან (1981-2001 წლები).

1984 წლის 4 აგვისტოს სანკარამ გააუქმა ქვეყნის კოლონიალური სახელი „ზემო ვოლტა“, რომელიც შეცვალა სახელით „ბურკინა ფასო“, რაც ადგილობრივ ენებზე ”ღირსეული ადამიანების ქვეყანას‘’  ნიშნავს. მიღებული იქნა ქვეყნის ახალი დროშა და გერბი ჰიმნი (უკანასკნელი სანკარამ პირადად დაწერა).

მალე დაიწყო ფართომასშტაბიანი რეფორმები, რომლებსაც მოსახლეობის ცხოვრების დონე უნდა გაეუმჯობესებინა. ქარიზმატული ლიდერი სანკარა თვლიდა, რომ პრეზიდენტი თავად უნდა იძლეოდეს საკუთარი ცხოვრების წესით ღირსების მაგალითს და ასეც იქცეოდა. ის ცხოვრობდა კაპიტნის ხელფასით (თვეში 345$ -50$) და პრეზიდენტის ხელფასს (2000$) ობოლთა ფონდში რიცხავდა. როდესაც სანკარას მკვლელობის შემდეგ მისი ქონება აღწერეს აღმოჩნდა, რომ ტომასი ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი იყო. მის ქონებას შეადგენდა ძველი პეჟო, რომელიც წინა პრეზიდენტს დარჩა, მაცივარი გაფუჭებული საყინულით, 3 გიტარა, 4 ველოსიპედი და 560$ ბანკში.

სანკარას ერთერთი პირველი ღონისძიება იყო სახელმწიფო ჩინოვნიკთა შემოსავლებისა და ანგარიშების გამოქვეყნება. უფრო მეტიც, სანკარამ უარი თქვა თავის კაბინეტში კონდეციონერის დაყენებაზე, რადგან რცხვენოდა იმ ხალხის, ვისაც არ ჰქონდა ამის ფუფუნება. ამავე დროს აკრძალა თავისი ფოტოს საჯაროდ გამოკვრა დაწესებულებებსა და ოფისებში – „როგორიც მე ვარ, ასეთი ჩვენთან 7 მილიონიაო“ – ამბობდა იგი.

ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე სანკარამ გაყიდა სამთავრობო ავტოპარკის მერსედესები და მათ ნაცვლად აუცილებელი რაოდენობის “რენო 5” შეიძინა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე იაფ ავტომობილს წარმოადგენდა.

პრეზიდენტმა შეუმცირა ხელფასები ჩინოვნიკებს, აუკრძალა საკუთარი მძღოლების ყოლა და პირველი კლასის ბილეთით ფრენა. ამასთან ჩინოვნიკებისთვის დააწესა ე.წ. „სამედიცინო გადასახადი“, რომლისგან შემოსული თანხებით ღარიბი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევა ხდებოდა. ამავე დროს მათ ავალებდა დასავლური კოსტიუმების ნაცვლად ტრადიციული ბურკინული სამოსის ტარებას, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის შეკერილი იქნებოდა.

ჩინოვნიკები ვალდებული იყვნენ ახალი წლისთვის საქმიანობის შედეგები სოციალური ფონდებისათვის წარედგინათ. ერთხელ ნახევარი მინისტრთა კაბინეტი გადააყენა და კოლექტიურ ფერმაში გაგზავნა, რადგან მისი აზრით მათ მიწაზე მუშაობით უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეეძლოთ ქვეყნისთვის.

3 წლიანი შრომის შემდეგ მსოფლიო ბანკმა აღიარა რომ ამ კომუნისტურ ქვეყანაში გაქრა კორუფცია და მთავრობა რეალურად ხალხის სამსახურში ჩადგა, რაც აფრიკული კონტინენტისათვის სრულიად უცხო ხილი იყო.

სანკარას რეფორმების მიზანი იყო შიმშილისა და ეპიდემიების მოსპობა, უფასო განათლების სისტემის შექმნა, ტყეების გაშენება გაუდაბნოების შესაჩერებლად, ქალთა უფლებების დაცვა და ა.შ.

მისი პრეზიდენტობის დროს ბურკინა ფასოში დარგული იქნა 10 მილიონზე მეტი ხე, რისი წყალობითაც შეჩერებული იქნა საჰარას უდაბნოს ბურკინას ტერიტორიაზე გაფართოება. კუბელი მოხალისეების დახმარების წყალობით ბურკინასა და მეზობელი ქვეყნების სასაზღვრო რაიონებში მცხოვრებ 2,5 მილიონამდე ბავშვს ყოველწლიურად უტარდებოდა ინფექციურ დაავადებებზე (მენინგიტი, ყვითელი ცხელება, წითელ და სხვ.) ვაქცინაცია. შედეგად ბურკინაში ბავშვთა სიკვდილიანობა 2 ჯერ შემცირდა.

მიმდინარეობდა მოსწავლეთა სკოლაში სიარულისა და სკოლის დამთავრების წახალისება. 350 თემში აშენდა ახალი სკოლა. შედეგად 2 წელიწადში საშუალო განათლების მქონეთა რიცხვმა 12%-იდან 22%-მდე გაიზარდა.

სანკარამ გამოაცხადა მიწებისა და მინერალური რესურსების ნაციონალიზაცია. ახალი აგრარული კანონით მსხვილ ფეოდალური ტიპის მიწათმფლობელებს ჩამოერთვათ მიწები და ისინი მასზე მომუშავე უმიწო გლეხებს დაუნაწილდათ. ადგილობრივ ტომთა ბელადებს ჩამოერთვათ პრივილეგიები და ქონება და გლეხებს მათდამი სასარგებლოდ დაწესებული გადასახადი გაუუქმდათ. აღნიშნული რეფორმის შედეგად 3 წელიწადში ბურკინაში სოფლის მეურნეობის მოსავალი გასამმაგდა და მას უცხოეთიდან აუცილებელი პროდუქტების შემოტანა აღარ ესაჭიროებოდა.

ძველი სამხედრო-ტომობრივი სისტემის შესაცვლელად და არმიის ძალაუფლების შესაკვეცად (ეს აუცილებელი იყო, რათა ქვეყანაში გაუთავებელი სამხედრო გადატრიალებები შემწყდარიყო) ჩამოყალიბდა „რევოლუციის დამცველი კომიტეტები“, რომლებიც ორგანიზებას უკეთებდა რევოლუციის მომხრე უბრალო მოსახლეობის შეიარაღებას. სპეციალური მაღაზია, სადაც არმიის ოფიცრობა აუცილებელ საქონელს იაფად ჰყიდულობდა, გადაკეთდა ქვეყანაში პირველ ყველასათვის ხელმისაწვდომ სუპერმარკეტად.

წარმატებით მიმდინარეობდა საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. შენდებოდა კაშხლები, ყველა სოფელში აიგო უფასო სამედიცინო ამბულატორიები და ა.შ.

ტომასმა რევოლუციის ერთერთ უპირველეს მიზნად ქალთა უფლებების დაცვა დასახა და ქალი მამაკაცის თანასწორად გამოაცხადა, რაც აფრიკისთვის უჩვეულო მოვლენა იყო. მთავრობაში შეიყვანა მრავალი ქალი, მისცა მათ უფლება და საშუალება ესწავლათ, აკრძალა ქალის ცემა და მათთვის ძველი წესით გენიტალიების მოკვეთა რაიმე დანაშაულის შემთხვევაში; იძულებითი ქორწინება და მრავალცოლიანობა. ამასთან ხელს უწყობდა ქალთა სამხედრო საქმით დაინტერესებას და ჩამოაყალიბა ქალთა ბატალიონები. რევოლუციის პირველივე წელს დაწესდა „ქალთა სოლიდარობის დღე“, როდესაც ქალები ისვენებდნენ და მამაკაცებს დაევალათ ქალის საქმეების კეთება (სადილის კეთება, სახლის მოწესრიგება, ბაზარში წასვლა და ასე შემდეგ), რათა მამაკაცებს ეგრძნოთ ქალის შრომის სიმძიმე.

ბურკინა ფასო აფრიკის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც აღიარა შიდსის არსებობა და მასობრივად გავცელდა კონტრაცეპტივები მისგან თავის დასაცავად.

სანკარა ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა დასავლეთის ქვეყნებიდან და საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციებიდან (მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი) ჰუმანიტარული დახმარების მიღებას, რადგან ამას კოლონიალიზმის გაგრძელებად მიიჩნევდა და თვლიდა, რომ ყველა ქვეყანას თავი თვითონ უნდა გაეტანა. „ის ვინც გკვებავთ თქვენ, ის გაკონტროლებთ“ ამბობდა იგი.

სანკარა არ კმაყოფილდებოდა ბურკინა ფასოს გარდაქმნით და მესამე სამყაროს ქვეყნებში რევოლუციების გადატანასა და მათი ჩაგრული ხალხების განთავისუფლებაზე ოცნებობდა. მან პირველმა დაუჭირა მხარი დასავლეთ საჰარას ბრძოლას მაროკოსგან დამოუკიდებლობისათვის, ემხრობოდა ახალი კალედონიის მოძრაობას საფრანგეთისგან გამოსაყოფად, სასტიკად გმობდა ისრაელის მიერ პალესტინის არაბთა ტერიტორიების ოკუპაციას. სამაგიეროდ მეგობრობდა სოციალისტ ლიდერებთან; განსაკუთრებით კი ფიდელ კასტროსთან, რომელიც 1987 წლის ივლისში ჩავიდა უაგადუგუში და სანკარა კუბის ეროვნული ორდენით დააჯილდოვა.

ტომას სანკარა და ფიდელ კასტრო

1985 წელს მალისა და ბურკინა ფასოს შორის აგაშერის სასაზღვრო რაიონის გამო (იგი ეკუთვნოდა ბურკინას, მაგრამ ედავებოდა მალი, რადგან რაიონი მდიდარია ბუნებრივი აირითა და მინერალური რესურსებით) ახალი კონფლიქტი გაჩაღდა. წლის ბოლოს ბურკინას სტატისტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები მოსახლეობის აღწერისას ფულბეს ტომის (ცხოვრობს ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე) ტერიტორიაზე აღწერისას გაუთვალისწინებლად გადავიდნენ მალის ტერიტორიაზე და იქ ატარებდნენ აღწერას. ეს მალიმ საბაბად გამოიყენა და ბურკინა ფასოს ომი გამოუცხადა. 25 აგვისტოს მალის ავიაციამ დაიწყო ბურკინას ქალაქი უაჰიგუა დაბობმა (დაიღუპა 300 მდე ადამიანი), ხოლო არმიამ ბურკინას სოფლების დაკავება დაიწყო. 30 დეკემბერს კოტდივუარის პრეზიდენტის უფუე ბუანის (1960-1993) ჩარევით მხარეები დაზავდნენ და საქმე განსახილველად გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაეცა, რომელმაც 1986 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებით ტერიტორია მეზობელ ქვეყნებს შუაზე გაუყო.

წარმატებულ რეფორმებთან ერთად სანკარას მმართველობა სულ უფრო ავტოკრატიული ხდებოდა. იზღუდებოდა პროფკავშირები და ოპოზიციური პრესა. ძალიან მკაცრი იყო კორუმპირებული ჩინოვნიკებისა და ე.წ. „ზარმაცი მუშების“ მიმართ, რომელთაც „რევოლუციური ტრიბუნალი“ ასამართლებდა. სანკარა განსაკუთრებულად სასტიკად მომთხოვნი იყო ახლობლების მიმართ, რის გამოც გვერდიდან მეგობრები თანდათან შემოეცალა (ისინი მეგობრის აღზევებით პატივის მიღებას ელოდნენ, სანკარა კი მათ რევოლუციური იდეების ზედმიწევნით დაცვას, ხელმომჭირნეობასა და მუხლჩაუხრელ შრომას თხოვდა).

სანკარას სოციალურმა რეფორმებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა მეზობელ აფრიკულ ქვეყნებში, სადაც იგი გმირად და განმანთავისუფლებლად მიაჩნდათ და იგივე რეფორმებს საკუთარ ქვეყნებშიც ითხოვდნენ, რაც ძალიან აშფოთებდათ ამ ქვეყნების უნამუსო დიქტატორებს. ამიტომ 1986 წლის სექტემბერში კოტდივუარის დედაქალაქ იამუსუკროში გაიმართა ბურკინას მეზობელ სახელმწიფოთა მეთაურთა კონფერენცია, რომელმაც საფრანგეთის პატრონატით სანკარას მოსთხოვა გაეუქმებინა სოციალისტური რეფორმები, რაზეც სასტიკი უარი მიიღო. მაშინ საფრანგეთისა და აშშ-ის სპეცსამსახურებმა დაიწყეს სანკარას სალიკვიდაციო გეგმის მზადება, რომლის რეჟისორად ლიბერიელი პოლიტიკოსი (ამ ქვეყნის პრეზიდენტი 1997-2003 წლ და აშშ-ს CIA-ს აგენტი) ჩარლზ ტეილორი დაინიშნა, ხოლო აღმსრულებლად სანკარას მეგობარი და იუსტიციის მინისტრი ბლეზ კამპაორე.

ტომას სანკარას მკვლელობის კვალი ამერიკულ სპეცსამსახურებამდე მიდის, შეგიძლიათ იხილოთ ინგლისურენოვანი ბმული:

http://bit.ly/2vBcYse

1 წლიანი მზადების შემდეგ კამპაორემ 1987 წლის 15 ოქტომბერს სამხედრო გადატრიალება მოაწყო, რომლის დროსაც მოკლული იქნა პრეზიდენტი სანკარა 20 უახლოეს თანამებრძოლთან ერთად. ისინი სასწრაფოდ საერთო საფლავში დამარხეს. მისი მეუღლე მარია 2 შვილთან ერთად საზღვარგარეთ გაიქცა და დღემდე აგრძელებს ბრძოლას სანკარას სიკვდილის მიზეზისა დასადგენად და სამართლიანობის აღსადგენად. ზოგიერთი რევოლუციის დამცველი კომიტეტი რამდენიმე დღე აგრძელებდა ბრძოლას, ვიდრე საფრანგეთის დახმარებით კამპაორემ ისინი არ გაანადგურა.

გადატრიალებისთანავე კამპაორემ თავი ქვეყნის პრეზიდენტად გამოაცხადა და სანკარას რეფორმების გაუქმებას შეუდგა. სანკარას გამოყოფილი თანხა დედაქალაქ უაგადუგუს გარეუბნების კეთილმოსაწყობად აიღო და თავისთვის ახალი ბოინგი შეიძინა. გააუქმა „ნაციონალიზაცია“ და ჩინოვნიკებს ძველებური მაღალი ხელფასები აღუდგინა, თან სამედიცინო გადასახადის გაუქმებით.

1991 წელს კამპაორემ გამოცხადა დემოკრატიული სისტემის აღდგენა, მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი უნდა აირჩეს საყოველთაო არცევნებზე 7 წლის ვადით და განუსაზღვრელი რაოდენობით. ამ „დემოკრატიული გარდაქმნებისთვის“ კამპაორემ საფრანგეთისგან 67 მლნ. ფრანკი კრედიტი მიიღო ძალაუფლების გასამყარებლად. ჩაატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში დიქატატორმა 86%-ით გაიმარჯვა (თუმცა არჩევნებზე მოსახლეობის მხოლოდ 7 % გამოცხადდა). იგივე განმეორდა 1998 წლის არჩევნებზე როდესაც დიქტატორმა 87,5 % აიღო, ხოლო ოპოზიციამ ბოიკოტი გამოაცხადა. მაშინ ისევ დაიწყო პოლიტიკური კრიზისი რის საპასუხოდაც კამპაორემ კონსტიტუცია შეასწორა. ამჯერად პრეზიდენტი ირჩეოდა 5 წლით და მხოლოდ ორი ვადით. 2005 წლის არჩევნებზე მან 80,35 % მიიღო, ხოლო 2010 წელს 80,15 %. კამპაორეს 27 წლიანი მმართველობის შედეგად ბურკინა ფასო ერთერთ უღარიბეს ქვეყნად იქცა.

17,5 მილიონიანი ქვეყნის ეკონომიკა 2016 წლისთვის 11.872 მლრდ $-ია (130-ე ადგილი მსოფლიოში), რაც ერთ სულზე მოსახლეზე 644 დოლარს უდრის (181 ადგილი მსოფლიოში). მოსახლეობის 90% ელემენტარულ მეურნეობაში საქმიანობს. ძალიან დაბალია განათლების დონე, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობით ქვეყანა 203 ადგილზეა.

მრავალწლიანი პოლიტ-ეკონომიკური კრიზისის შემდეგ 2014 წლის 31 ოქტომბერს კამპაორე გადადგა და პოლიტიკას ჩამოშორდა. მის შემდეგ რამდენიმე დიქტატორი გამოიცვალა და ბოლოს 2015 წლის ნომებრის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ქვენის მომზადება ცნობილ ბურკინელ დიპლომატსა და ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, 73 წლის მიშელ კაფანდოს დაევალა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგით. 29 ნოემბერს ქვეყანაში პირველი დემოკრატიული არჩევნები გაიმართა რომელშიც კამპაორეს მრავალი წლის თანამებრძოლმა და ბოლო წლებში ოპოზიციაში გადასულმა როკ კაბორემ გაიმარჯვა 53,5%-ით.

მკვლელობამდე 1 კვირით ადრე ტომასმა საკუთარი კუმირ ჩე გევარასადმი მიძღვნილ მიტინგზე გამოსვლისას თავისი სიტყვა ასე დაასრულა:

„რევოლუციონერები შეიძლება მოკლა, მაგრამ რევოლუციური იდეების მოკვლა შეუძლებელია“!

thomas-sankara-burkina-faso-2.jpg
სანკარას საფლავი აფრიკის მილიონობით მცხოვრებთათვის უწმინდესი ადგილია.

ტომას სანკარას მხარდამჭერების შეკრება მის საფლავთან 2007 წელს, მისი მკველობიდან 20 წლისთავზე

ჯონ სტაინბეკი: “რუსები სამოთხის ნაცვლად საქართველოზე ოცნებობენ”

7446506065.jpg

ცნობილი ამერიკელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში, ჯონ სტაინბეკი 1947 წელს თბილისს ეწვია ცნობილ ფოტოგრაფ რობერტ კაპასთან ერთად. ის აღფრთოვანებული დარჩა საბჭოთა საქართველოთი და თავისი შთაბეჭდილებები შემდგომ “რუსულ დღიურებში” გადმოსცა.

აი, რას წერდა სამშობლოში დაბრუნებული სტაინბეკი საქართველოსა და თბილისის შესახებ (იგი დედაქალაქის გარდა, გორსა და ბათუმშიც იყო):

“ყველგან, სადაც კი მოვხვდებოდით – რუსეთში, მოსკოვში, უკრაინაში, სტალინგრადში – გამუდმებით გვესმოდა მაგიური სიტყვა “საქართველო”… კავკასიის ამ ქვეყანას, შავი ზღვის პირას რომ მდებარეობს, მოიხსენიებდნენ როგორც მეორე სამოთხეს. ჩვენ უკვე გვჯეროდა, რომ რუსების უმრავლესობა იმედოვნებს, – თუკი მთელი ცხოვრება პატიოსნად და ზნეობრივად ვიცხოვრებთ, სიკვდილის შემდეგ სამოთხეში კი არ ამოვყოფთ თავს, არამედ საქართველოშიო”.

100.jpg
საფიქრებელია, რომ საქართველომ მას მოლოდინი გაუმართლა, რადგან ასე დაახასიათა ქართველები: “ისინი არიან მგზნებარენი, ამაყნი, გულმხურვალენი და მხიარულნი და რუსეთის სხვა ხალხების დიდ აღტაცებას იწვევენ… ქართველი მამაკაცები დიდი წარმატებით სარგებლობენ რუს ქალებში… თბილისელები უკეთესად არიან ჩაცმულნი და უფრო ლაღად გამოიყურებიან იმ ხალხთან შედარებით, ვისაც რუსეთში შევხვდით. ქუჩები ხალისიან და ცოცხალ შთაბეჭდილებას ტოვებს”.

0001.jpg

იქიდან გამომდინარე რომ სტაინბეკის შემოქმედებაში მუშათა კლასს გამორჩეული ადგილი ეკავა, მან საქართველოში სტუმრობისის განსაკუთრებული ყურადღება სოციალური ცხოვრების მომენტებს მიაქცია.

“ჩვენ თბილისის უნივერმაღები დავლაშქრეთ. ხალხით გაჭედილ მაღაზიებში არჩევანი საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ ფასები, განსაკუთრებით ტანსაცმელზე საკმაოდ მაღალი გახლდათ. ბამბის პერანგები სამოცდახუთი რუბლი, რეზინის კალოშები სამასი რუბლი, ხოლო პორტაბელური საბეჭდი მანქანის ფასი სამი ათას რუბლამდე აღწევდა.

მთელი დღე საზოგადოებრივ საცურაო აუზებში და ქალაქის პარკებში გავატარეთ. მშრომელთა პარკში პატარების რკინიგზა იყო მოწყობილი, რომლის მატარებელი იმდენად სრულყოფილი იყო დეტალებშიც კი, რომ მოხიბლულები დაგვტოვა. მემანქანის, ინჟინერის, მეხანძრის და სადგურის უფროსის როლსაც კი თვითონ ბავშვები ასრულებდნენ.

გასაოცარია თბილისში ზაფხულის საღამოები. ჰაერი ფაფუკი, მსუბუქი და მშრალია. ახალგაზრდა გოგო-ბიჭები უმისამართო სეირნობით ტკბებიან. მამაკაცების ჩაცმულობა გამოსარჩევად კოხტა იყო, მუნდირი ზოგჯერ თეთრი სქელი აბრეშუმისა, წელზე ქამრით შემოჭერილი, გრძელი ვიწრო შარვლები, და მსუბუქი შავი ჩექმები. საოცრად ლამაზი მოდგმაა ეს ქართველი კაცები.

ღამღამობით ძველი სახლების მაღალი აივნებიდან მელოდიური უცნაური სიმღერა გვესმოდა ხოლმე, რომელსაც აკომპანიმენტად მანდოლინის მსგავსი ინსტრუმენტის ხმა გასდევდა. ხანდახან ბნელი ქუჩებიდან მომავალი სალამურის ხმაც მოგვესმოდა.”

“ქართველები საბჭოთა კავშირში ყველაზე მოშვებული ხალხია; მოშვებული და ფიცხი და ხალისით აღსავსე. ალბათ ამიტომაც ეტრფიან მათ ასე რუსები. ალბათ მათაც სურთ, რომ ასეთები იყვნენ.”

123

ჯონ სტაინბეკმა აგრეთვე აღნიშნა, რომ საქართველოში ძალიან ბევრია ადამიანი, რომელიც აღმერთებს ხელოვნებას, განსაკუთრებით პოეტებს, მწერლებს, რომლებიც ცამდე აჰყავთ, ახალგაზრდები და გაუწაფავნიც კი. ჯონ სტაინბეკი წერს, რომ ეს კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანია საბჭოთა და ამერიკელ ადამიანებს შორის, ამერიკაში ხომ მწერალი არავის აინტერესებს, თითოეულმა მწერალმა თავად უნდა შეიქმნას კარიერა და მკითხველთა სიყვარული დაიმსახუროს.

ჩვენი ქვეყანა რომ მოეწონა, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ 20 წლის შემდეგ, 1967 წელს, სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, უკვე ნობელის პრემიის ლაურეატის და მსოფლიოში სახელგანთქმული მწერლის რანგში მორიგი საბჭოური ვოიაჟისას ისევ ეწვია საქართველოს და უთქვამს, – თბილისში არაფერი შეცვლილა, ისევ ისეთი ხალისიანი და სუფთააო… ალბათ, მართლა ასეთი იყო, თორემ ვინ აძალებდა სტაინბეკს, ტყუილი ეთქვა.

საინტერესოა რას იტყოდა სტაინბეკი დღევანდელი საქართველოს შემხედვარე?

ისლანდიის ჩუმი რევოლუცია, რომელიც წამყვანმა მედიებმა არ გააშუქეს

გსმენიათ თუ არა რამდენიმე წლის წინ  ისლანდიაში მომხდარი ჩუმი და მშვიდობიანი რევოლუციის შესახერბ? ალბათ არა. და იცით რატომ არ გაგიგიათ არაფერი? იმიტომ რომ ისლანდიაში მოხდა პროგრესული რევოლუცია, მაგრამ ეს არ აკნინებს მის ჭეშმარიტ რევოლუციურობას. ეს რევოლუცია შესაძლო გახდა მაშინ, როდესაც დემოკრატიული მმართველობის ბერკეტები ნამდვილად აღმოჩნდა თავმოყრილი უმრავლესობის ხელებში და არა უმცირესობის, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება.

iceland.jpeg

ზუსტად ამიტომაც ისლანდიის სამაგალითო პრეცედენტი არ გაშუქდა მეინსტრიმულ მედიაში. პირიქით ამ ფაქტს მალავენ, რადგან ეს არის უკანასკნელი, რაც ელიტებს სურთ რომ გაშუქდეს საზოგადოდ და სხვებისთვის გახდეს სამაგალითო. მაგრამ მოდით ვიყოთ თანმიმდევრულები.

რამდენიმე წლის წინ ისლანდიაში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის შედეგად ქვეყანამ მიიღო ახალი კონსტიტუცია. ეს რეფერენდუმი ფაქტობრივად შეიძლება მივიჩნიოთ ბოლო აკორდად იმ ბრძოლაში, რომელიც ისლანდიამ 2008 წლიდან წამოიწყო, როდესაც ფინანსურმა კრიზისმა და საბანკო სისტემის კრახმა გააკოტრა ქვეყანა.

მოვლენების მსგავსი განვითარება მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს ქვეყანა ვითარდებოდა, როგორც საუკეთესო „ნეოლიბერალური“ ეკონომიკა. ის იყო აგებული 2003 წლის ბანკების პრივატიზაციაზე და ახალი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ისინი ავითარებდნენ ონლაინ-ბანკინგს, რომელიც მინიმალური დანახარჯებით, შედარებით დიდ შემოსავალს იძლევა.

მართლაც ასეთმა რეფორმებმა მოიზიდეს ბრიტანული და ნიდერლანდური უცხოური კაპიტალი და ეკონომიკა სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა. მაგრამ იყო ერთი ნიუანსი, როგორც ეს ყოველთვის ხდება უცხოური კაპიტალის მოზიდვის დროს – იზრდებოდა ბანკების საგარეო ვალი. 2003 წელს ისლანდიის ვალი შეადგენდა მშპ-ს 200 %-ს, ხოლო 2007 წელს ის უკვე  900 %-მდე გაიზატდა. მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა 2008 წელს ისლანდიას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. სამი მთავარი ისლანდიის ბანკი: Landsbankinn, Kaupthing Bank და Glitnir გაკოტრდნენ და ნაციონალიზებულნი იქნენ, ხოლო კრონამ ევროსთან მიმართებაში 85 %-იანი გაუფასურება განიცადა. წლის ბოლოს ისლანდიამ გაბანკროტება აღიარა.

დადგა ის დრო ისლანდიას გახსენებოდა, რომ ის დემოკრატიული ქვეყანაა. მაგრამ დასაწყისისთვის, ისლანდიელებმა გადაწყვიტის რომ  ჩვეულებრივ  წარმომადგენლობით დემოკრატიას მიყოლოდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ ისლანდიის მოსახლეობა ქუჩებში გამოვიდა და პროტესტს უცხადებდა მსუნაგ ბანკირებსა და უნიათო პოლიტიკოსებს, რომლებმაც დაუშვეს საბანკო სისტემის და შემდგომ სახელმწიფო ეკონომიკის კრახი. ამ საპროტესტო მსვლელობების შედეგად ისლანდიის მთავრობა გადადგა.

1425913848_19

არჩევნები ჩატარდა 2009 წელს, რომლის შედეგადაც ხელისუფლებაში მოვიდა მემარცხენე ძალა, რომელიც ერთის მხრივ აკრიტიკებდა ნეოლიბერალურ ეკონომიკას, ხოლო მეორე მხრივ ის მალევე დანებდა მსოფლოს ბანკის და ევროკავშირის ქვეყნების მოთხოვნებს დაეფარა ბანკების ვალი, რომელიც საერთო ჯამში 3,5 მილიარდ ევროს შეადგენდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ამ ვალის დასაფარად, რომელიც ფაქტობრივად კერძო პირების (ბანკების მფლობებილის) ვალებს წარმოადგენდა სხვა კერძო პირების მიმართ, ისლანდიის თითოეულ მოქალაქეს 15 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ევრო უნდა გადაეხადა.

ეს უკვე იყო ზედმეტი ჩვეულებრივად წყნარი და აუღელვებელი ისლანდიელებისთვისაც კი. ამან გამოიწვია მოვლენების ექსტრაორდინალური განვითარების სცენარი. ის იდეა, რომ ჩვეულებრივ მოსახლეობას უნდა გადაეხადა ფინანსური ელიტების ვალები, რომლებიც მათ თავიანთი სიხარბით აიკიდეს, იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ ამან ახალი საპროტესტო ტალღები გამოიწვია. ამან აიძულა მთავრობა მიეღო თავისი მოსახლეობის პოზიცია. ამის შემდეგ პრეზიდენტ ოლაფურ რაგნარ გრიმსონმა უარი თქვა პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის რატიფიცირებაზე, რომელიც მოსახლეობას კაბალურ მდგომარეობაში ჩააგდებდა და დათანხმდა რეფერენდუმის ჩატარებას.

ამას მოყვა „თავისუფალი სამყაროს“ და „საერთაშორისო საზოგადოებისათვის“ დამახასიათებელი რეაქცია – ისლანდიაზე უდიდესი ზეგავლენა ხორციელდებოდა. ნიდერლანდები და ბრიტანეთი ემუქრებოდნენ ისლანდიას, ვალდებულებების არ შესრულების შემთხვევაში, ეკონომიკური სანქციებით და სრული იზოლაციითაც კი. მსოფლიო სავალუტო ბანკი ისლანდიას ემუქრებოდა, რომ მხარდაჭერის გარეშე დატოვებდა. ბრიტანეთის მთავრობა იმუქრებოდა ისლანდიური აქტივების გაყინვით ბრიტანეთის ტერიტორიაზე. მაგრამ ისლანდიამ გაუძლო ამ ზეწოლებს და მუქარებს.

პრეზიდენტმა გრიმსონმა განაცხადა: “ჩვენ გვემუქრებოდნენ, რომ არ დანებების შემთხვევაში ჩვენ ჩრდილოეთ კუბა გავხდებოდით, მაგრამ თუ ჩვენ დავნებდებოდით ჩვენ ჩრდილოეთ ჰაიტი გავხდებოდით.“

ოლაფურ რაგნარ გრიმსონი – ისლანდიის პრეზიდენტი 1996-2016 წლებში

რეფერენდუმი 2010 წლის მარტში ჩატარდა. ამ რეფერენდუმის შედეგად ისლანდიელებმა გადაწყვიტეს არ გადაეხადათ თავისი ბანკების საგარეო ვალი ბრიტანელებისთვბის და ჰოლანდიელებისათვის;  ამას მხარი დაუჭირა მოსახლეობის 93 %. მსოფლიო სავალუტო ბანკმა შეუწყვიტა კრედიტების გაცემა ისლანდიას. მაგრამ ისლანდიელებს უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდათ. მთავრობამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ფინანსურ კრიზისში დამნაშავეთა მიმართ. ინტერპოლმა გასცა საერთაშორისო ორდერი Kaupthing ბანკის დირექტორის და სხვა დამნაშავეთა დასაჭერად.

მაგრამ ისლანდიელები ამაზე არ შეჩერდნენ. იქნა მიღებული გადაწყვეტილება ახალი კონსტიტუციის მიღების თაობაზე, რომელიც გაათავისუფლებდა ისლანდიას მსოფლიო ფინანსური კორპორაციებისგან და ვირტუალური ფულისაგან. ამავდროულად ისლანდიელებმა ისურვეს თვითონ ერთად დაეწერათ ახალი კონსტიტუცია და მათ ეს გამოუვიდათ. უზენაესი კანონის პროექტს წერდა 950 შემთხვევით შერჩეული მოქალაქე, რომლებიცნაციონალურმა ასამბლეამ შეარჩია 2010 წელს.

იმისთვის რომ დამეთავრებინათ კონსტიტუციაში საბოლოო ცვლილებები ასახვა, მოსახლეობამ აირჩია საკონსტიტუციო საბჭო, რომელიც შედგებოდა 25 ადამიანისაგან. ჩვეულებრივი ადამიანები-მეთევზეები, ფერმერები, ექიმები, დიასახლისები, რომლებიც აირჩიეს იმ 522 კანდიდატიდან, რომელიც არასდროს მონაწილეობდა არც ერთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში და ყავდა მინიმუმ 30 სხვა რეკომენდატორი.

შემდგომ დაიწყო კანონების შემუშავებისა და ტექსტის დამუშავების პროცესი. ამის შემდეგ ისლანდიამ მიმართა „კრაუდსერფინგს“, რის მიხედვითაც მთელ მოსახლეობას მიეცა საშუალება ჩართულიყო სამუშაოში Facebook-ის, Twitter-ის და Youtube-ის მეშვეობით. ჩვეულებრივი ისლანდიელებისგან საერთო ჯამში დაგროვდა 3600 კომენტარი და 370 შენიშვნა საბჭოს მუშაობის მიმართ. ყოველ კვირას საბჭო აქვეყნებდა ახალ დებულებებს, რომლის გარშემო მიდიოდა განხილვები. რამდენიმე კვირის განხილვის შემდეგ საბჭო აქვეყნებდა დებულების საბოლოო ვერსიას და მის გარშემო კვლავ მიმდინარეობდა განხილვები. ამის გარდა საბჭოს სამუშაო პირდაპირ ეთერში გადიოდა, ხოლო საბჭოს წევრები, ყოველ კვირას დებდნენ ანგარიშებს ჩატარებული სამუშაოს შესახებ. ამის შემდეგ საბჭოს ყველა წევრმა ხმა მისცა კონსტიტუციის შედგენის სამუშაოს დამთავრებას.

კონსტიტუცია იწყება შემდეგი სიტყვებით: „ჩვენ ვართ ისლანდიის მოქალაქეები და გვსურს გვქონდეს თანაბარი ადგილი საერთო სუფრის გარშემო“

ისლანდიელები აღიარებენ, რომ ეს ფრაზა ცუდად და არასათანადოდ ჟღერს სხვადასხვა ენებზე თარგმნის დროს, მაგრამ იუწყებიან, რომ ის გასაგებია ყველა ისლანდიელისათვის და ზუსტად ასახავს მოსახლეობის მისწრაფებებს. კონსტიტუციის მიხედვით ბუნებრივი რესურსები საზოგადოებას ეკუთვნის, რომელიც ავალდებულებს მთავრობას იქონიოს სახელმწიფო დოკუმენტები ყველასთვის ღია წვდომაში, თუ მათ “გრიფით საიდუმლო“ არ ადევს. ასევე ის ავალდებულებს მთავრობას იზრუნოს არა მხოლოდ ისლანდიის მოსახლეობაზე, არამედ მთელ კაცობრიობასა და ბიოსფეროზე. ცალკეული სტატიები იცავენ ასევე ცხოველების უფლებებს.

ამ დოკუმენტში ადგილი მოიძებნა საკმაოდ არქაულ კანონისთვისაც, რომელიც დიდი ხანია ამოღებულია ევროპული კონსტიტუციების უმეტესობიდან. ის უნარჩუნებს ევანგელისტურ-ლუთერანულ ეკლესიას სახელმწიფო ეკლესიის სტატუსს.

აქ უნდა აღინიშნოს მოვლენათა განვითარების საინტერესო ნიუანსი. კონსტიტუციური საბჭოს შემადგენლობა გამოდგა, როგორც დღეს ხმარობენ ამ ტერმინს -„ევროსოციალისტური“. ეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისლანდიელების უმეტესობა მემარცხენეობისკენ იხრება, არამედ ისლანდიელი მემარჯვენეების სისულელის და უნიათობის გამო. ყოფილმა მმართველმა „პროგრესულმა“ და „დამოუკიდებებლობის“ პარტიებმა მოუწოდეს მოსახლეობას კონსტიტუციის შემუშავების ბოიკოტირებისკენ, მათ დაუჯერეს მომხრეებმა და გამოდგა ისე, რომ ახალ კონსტიტუციაში ჭარბობს მემარცხენე იდეები.

და ასე ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, ხელისუფლება ჩაბარდა უმრავლესობას. ეს პროექტი იმდენად წარმატებული გამოდგა რომ დასავლური მედია მალავს 23 ოქტომბრის რეფერენდუმის შედეგებს, რომლის შედეგად ახალი კონსტიტუციის მიღებას მხარი დაუჭირა ისლანდიის 80%.

ალბათ ხვდებით, საკმარისი იყო ისლანდიის მთავრობას მოსახლოების უმრავლეოსობის ინტერესებიდან გამომდინარე ემოქმედა არა ფინანსური ელიტების, ჩვენ პრივატიზაციის ნაცვლად ნაციონალიზაცია მივიღეთ, ინფორმაციის ჩაკეტილობის მაგივრად – გამჭვირვალობა, წარმომადგენლობითი დემოკრატიის მაგივრად -პირდაპირი დემოკრატია.

ნეოლიბერალური ელიტა ვერ აიტანს და არ შეეგუება იმ ფაქტს, რომ ისლანდიის მაგალითს სხვებმაც მიმართონ. დღეს ბერძნებს, იტალიელებს, ესპანელებს და პორტუგალიელებს ასწავლიან, რომ საჯარო სექტორის პრივატიზაცია არის პანაცეა.

ამ ქვეყნებში, რომლებსაც დასავლურ მედიაში PIGS-ს  [ღორები] (Portugal, Italy, Greece, Spain) უწოდებენ, ხშირად ეწყობა მასობრივი გამოსვლები და ტრანსპარანტებზე ხშირად შეიძლება დავინახოთ „ისლანდია“, რის მიზეზზეც მედია საერთოდ არ საუბრობს.

iceland-protest-600x361.jpg

ამიტომაც ისლანდიის რეფერენდუმის და მშვიდობიანი რევოლუციის შესახებ ძალიან ცოტა ადამიანს თუ გაუგია. მედია, რომელიც კონტროლდება ნეოლიბერუალური ელიტების მიერ, შეგნებულად მალავს ამ ინფორმაციას, რადგან თუ ეს პრეცედენტი ტენდენციის იერსახეს მიიღებს ის დიდად დააზარალებს მმართველ ელიტებს მთელ მსოფლიოში.

ეკვადორის მემარცხენე მთავრობის წარმატების ისტორია

ის არ ჯდება ნეოლიბერალურ ორთოდოქსალურ სისტემაში, მაგრამ პრეზიდენტ რაფაელ კორეამ საუცხოო პროგრესს მიაღწია, შეინარჩუნებს თუ არა მას შემდეგი მთავრობა?

მარკ უიესბროტი

corea

ეკვადორის ეკონომიკური სასწაულის ერთ-ერთი ავტორი, ექს-პრეზიდენტი რაფაელ კორეა

ბოლო სამი წლის განმავლობაში ლათინურ ამერიკაში ბევრი ცვლილებები შეინიშნება, სულ უფრო მეტი და მეტი მემარჯვენე ძალა გამოდის ასპარეზზე და გეზს იღებენ ვაშინგტონის მიმართულებით. სამხრეთ ამერიკის უდიდეს ეკონომიკებს – ბრაზილიას, არგენტინასა და პერუს დღესდღეობით მემარჯვენე ლიდერები ჰყავთ, რომელთაც გააჩნიათ მყარი კავშირები აშშ-სთან და მის საგარეო პოლიტიკისთან. სტანდარტული „ვაშინგტონის კონსესუსის“ ნარატივი არის შემდეგი: ქვეყნები, რომლებსაც გააჩნია მემარცხენე ძალები სათავეში და არ აღიარებენ აშშ-ს რეგიონალურ გავლენას, არიან მხოლოდ ნედლეულის ბუმზე და პოპულისტურ პოლიტიკაზე დაფუძნებული მთავრობები, რომლებიც არამიზნობრივად ფლანგავენ ნედლეულს და არაპროპორციულად ანაწილებენ რესურსებს ქვეყანაში.

მაგრამ ეს ცოტა არ იყოს გადამეტებული ნათქვამია და აშკარად საკუთარი თავის დასაკმაყოფილებლად გამიზნულ სიტყვებს ჰგავს.

ეკვადორი არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ მიაღწია მემარცხენე მთავრობამ წარმატებას კრეატიული და პროგრესული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებით, ასევე ფინანსური, ინსტიტუციონალური და სამართლებრივი რეფორმებით.

ეკვადორის გამოცდილება კარგად გვიჩვენებს იმას, რომ “გლობალიზაციის” პირობებშიც შესაძლებელია ქვეყნის განვითარების საკუთარი გზის არჩევა. როგორც ჩანს მცირე და საშუალო შემოსავლიან განვითარებად ქვეყანასაც კი შეუძლია აირჩიოს ალტერნატიული და ამავდროულად ეფექტური პოლიტიკა, თუ ხალხმა აირჩია მთავრობა, რომელსაც საკმაოდ მაღალი დამოუკიდებლობის ხარისხი გააჩნია და სათანადოდ შეუძლია სასურველი პოლიტიკის გატარება.

ეკვადორის მემარცხენე მთავრობამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში შესაშურ შედეგებს მიაღწია (2007-2016 წ. წ):

  • 38 %-ით შემცირდა სიღარიბე;
  • 47 %-ით შემცირდა უკიდურესი სიღარიბე;
  • ორჯერ გაიზარდა მშპ-დან სოციალური ხარჯები, რომელიც მოიცავს დანახარჯებს განათლებასა და ჯანდაცვაზე;
  • საგრძნობლად გაიზარდა საშუალო განათლებისა და უმაღლესი განათლების მიმღებთა რაოდენობა;
  • განათლების ხარჯების წილით მშპ-ში ეკვადორი ლათინური ამერიკის ლიდერია;
  • ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიური შემოსავლები უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე წინა 26 წლის განმავლობაში
  • შესამჩნევად შემცირდა აგრეთვე ეკონომიკური უთანასწორობა (შემოსავლებს შორის სხვაობა ყველაზე მდიდრების 10%-ს და ყველაზე ღარიბების 10%-ს შორის 36,4-დან 24,3-მდე დავიდა.)

სახელმწიფო დანახარჯები ორჯერ გაიზარდა, რის შედეგადაც ეკვადორში გაჩნდა ბევრი ახალი გზა, საავადმყოფო, სკოლა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი.

რაფაელ კორეა პრეზიდენტად 2006 წელს აირჩიეს და მოვალეობის შესრულება მან 2007 წელს დაწიყო. ის იყო ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰქონდა მიღებული გარკვეული გამოცდილება; მან თავიდანვე მოაწესრიგა ის ინსტიტუციური და სტრუქტურული პრობლემები, რომლებიც აბრკოლებდნენ ეკვადორის განვითარებას. ეკვადორმა ძალიან იზარალა მას შემდეგ, რაც 2000 წელს ამერიკული დოლარი გახდა ეროვნული ვალუტა – ეს ნიშნავდა იმას, რომ მთავრობა ვერ ერეოდა დოლარის მიმოქცევაში და შეზღუდული იყო ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკის გატარებაში. დოლარის ეროვნულ ვალუტად შემოღებამ ცენტრალურ ბანკს შეუზღუდა კრედიტორის უფლებები და ფაქტიურად კომერციულ ბანკების განუსაზღვრელი ძალაუფლება მიენიჭათ.

ეს იმას, ნიშნავდა, რომ შექმნილ ვითარებაში მთავრობა მაქსიმალურად ეფექტური უნდა გამხდარიყო და თავის თავზე უნდა აეღო ფინანსური სისტემის მართვა.

2008 წელს ეკვადორმა საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომლის შედეგადაც აქამდე დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკი სახელმწიფო კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა.

ეს იყო მნიშნელოვანი ნაბიჯი სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის კოორდინირებაში. მეინსტრიმულ ეკონომიკურ დისკურსში, კერძოდ ნეოლიბერალიზმის ერთ-ერთი დასაყრდენი არის აბსოლუტურუად დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკი და მის საქმიანობაში მთავრობის ჩაურევლობა. რეალურად კი ეს ნიშნავს, იმას რომ ცენტრალური ბანკი და მისი მმართველი რგოლი მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებული არ არის და ძირითადად ფინანსური ელიტების ინტერესებს ემსახურებიან. ამიტომაც ეკვადორის პრეზიდენტმა, რაფაელ კორეა პირველ რიგში ცენტრალური ბანკის რეფორმირებას შეუდგა.

2009 წელს მიღებული ახალი კანონით ეკვადორში კომერციული ბანკები დაავალდებულეს თავისი ლიკვიდური აქტივების 45 % უკან ქვეყნაში დაებრუნებინათ, ეს პროცენტული მაჩვენებელი შემდგომ გაიზარდა 60 %-დე 2012 წელს და 80 %-დე 2015 წელს. ამ და სხვა რეფორმებმა, რომლებმაც არ მისცეს საშუალება კაპიტალს დაეტოვებინა ქვეყნის საზღვრები, მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მთავრობის პირველ სერიოზულ გამოწვევაში: 2008 წლის მსოფლიო კრიზისის და 2009 წლის გლობალური რეცესიის დროს. ბევრი ექსპერტის აზრით სწორედ ეკვადორი უნდა გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანა რეგიონში, რადგან ნავთობის ფასებმა კოლაფსი განიცადა, ხოლო ქვეყნის ვალუტა ნავთობით ვაჭრობასა და შესაბამისად მის ფასზე იყო მიბმული. მეორე დარტყმა იყო ის, რომ დოლარის შემოდინების მეორე დიდი წყაროც დაიკეტა, რომელიც გულისხმობდა საზღვარგარეთ მომუშავე ეკვადორელების ფულად გადარიცხვებს. ამ ორმაგ დარტყმას დიდი და ხანგრძლივი ზიანი უნდა მიეყენებინა ქვეყნისთვის, მაგრამ ეს არ მომხდარა, რადგან მთავრობამ გადაწყვიტა სახელმწიფო ხარჯების გაზრდა. ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ რეცესია მხოლოდ 3 კვარტლის განმავლობაში გაგრძელდა და მშპ-ს მხოლოდ 1.3 % შეადგინდა.

მორიგი ეკონომიკური დარტყმა დაკავშირებული იყო ნავთობის ფასების დაცემასთან, რაც ქვეყანამ გადაიტანა 2014 წლის მესამე მეოთხედში და ის საკმაოდ ხანგრძლივი გამოდგა. ამ შემთხვევაში მთავრობა კიდევ უფრო მომზადებული გამოდგა და ექსპანსიონურ ფისკალურ პოლიტიკასთან ერთად ცენტრალური ბანკიც აქტიურად ჩართო ამ პროცესებში, იმის საპირისპიროდ როგორც აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ფონდი მოიქცა. ცენტრალურმა ბანკმა გამოუშვა მილიარდობით ამერიკული დოლარი დოლარი და ის მთავრობას ასესხა სახელმწიფო ხარჯების ზრდისთვის. ეს იყო საკმაოდ რისკიანი გადაწყვეტილება იმ ქვეყნისთვის, რომელსაც საკუთარი ეროვნული ვალუტაც კი არ გააჩნია, მაგრამ ფაქტია რომ ეს მეთოდი საკმაოდ წარმატებული გამოდგა.

მაგრამ ყველაზე ეფექტური ნაბიჯი ეკვადორის ეკონომიკის აღზევების გზაზე, იყო ყველაზე არატრადიციული, რომლის გამოყენების უფლებას დასავლური ეკონომიკური ინსტიტუტები განვითარებად ქვეყნებს არ აძლევენ. მთავრობამ დააწესა სხვადასხვა საბაჟო გადასახადი მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის ეგიდის ქვეშ, რომელიც იყო მიმართული საგადასახადო ბალანსის რეგულირებისათვის. ამან გამოიწვია იმპორტის შემცირება 2015-16 წლებში, სამაგიეროდ მშპ 7.6 %-ით გაზარდა. ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის ეს გადაწყვეტილება მეტისმეტად ეფექტური გამოდგა.

agencias-chavez-correa-punos--644x362.jpg

რაფაელ კორეას და მისი პარტიის (Alianza PAIS) პარტიის მთავრობა იყო წარმატებული და შეძლო ტურბულენტურ ვითარებაში შეენარჩუნებინა ეკონომიკა და მიეღწია სოციალური პროგრესისთვის, მიუხედავად ორი კრიზისისა, რომელთა ეფექტიც საკმაოდ ხანგრძილივი იყო. აშშ-ს საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ ეს წარმატება განპირობებული იყო ინსტიტუციონალურ რეფორმებით, ფინანსურ რეგულაციებიეთ და სწორი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებით, რაც ეწინააღმდეგება დასავლურ ნეოლიბერალურ ნარატივებს.

რა თქმა უნდა აღსანიშნავია ის ფაქტი რომ პრეზიდენტი კორეა PHD-ის ფლობდა და მან კარგად იცოდა რასაც აკეთებდა, ბევრი ქვეყნის ლიდერისგან განსხვავებით.

კორეას მთავრობას მოუწია ბრძოლა ფინანსურ ელიტებთან, განსაკუთრებით ბანკირებთან, რომლებთაც ვიწრო ფინანსური ინტერესი ამოძრავებდათ და ისინი ასევე აკონტროლებდნენ მსხვილ მედია საშუალებებს, რაც საკმაოდ ძლიერ ბერკეტია მსგავს დაპირისპირებებში. 2011 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, ეკვადორში კომერციულ ბანკებს აეკრძალათ არაპროფილური ბიზნესის, მედიის ფლობა (და პირიქით), რამაც ამოსუნთქვის საშუალება მისცა მთავრობას.

მაგრამ მედია მაინც რჩებოდა ძლიერ მემარჯვენე ძალად და უპირისპირდებოდა მემარცხენე მთავრობას, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა მემარცხენე მთავრობის მქონე ქვეყნებისათვის. მაგალითად ბრაზილიაში, მედიამ ერთ-ერთი უდიდესი როლი ითამაშა მუშათა პარტიის პრეზიდენტ დილმა რუსეფის მოშორებაში, მითუმეტეს, რომ მისი დანაშაულის შესახებ არ არსებობდა არცერთი დადასტურებული მტკიცებულება.

2017 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს, პირველ ტურში გაიმარჯვა კორეას პარტიის წარმომადგენელმა ლენინ მორენომ. მაგრამ მას სულ რაღაც 0.65% დააკლდა 40% ზღვრამდე, ამიტომაც ეკვადორში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მეორე ტურში მორენოს მთავარი მოწინააღმდეგე, ბანკირი გილერმო ლასო იქნება. მორენომ უკვე მისცა პირობა ამომრჩევლებს, რომ კორეას მიერ დაწყებულ ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკას გააგრძელებს.

ცნობილმა მეცნიერმა და პუბლიცისტმა ნოამ ჩომსკიმაც აღნიშნა ეკვადორის ეკონომიკური წარმატება: „ამ საუკუნის განმავლობაში ლათინურმა ამერიკამ პირველად 500 წლის მანძილზე დააღწია თავი დასავლურ იმპერიალიზმს, რომელსაც ბოლო საუკუნეში აშშ განასახიერებდა.“ საერთოდ საკმაოდ იშვიათი მოვლენაა თანამედროვე მსოფლიოში, რომ განვითარებად ქვეყანამ მიაღწიოს ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესს დემოკრატიული არჩევნების პირობებში. 2002 – 2014 წ. წ სიღარიბე ლათინურ ამერიკაში შემცირდა 43.9 %-ან – 28.2 %-დე, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოში ის იზრდებოდა.

chavez_correa_morales1339096539

ევო მორალესი, რაფაელ კორეა და უგო ჩავესი

ეკვადორის ეკონომიკური გაკვეთილები სახელმწიფო სუვერენიტეტის, სოციალურ-ეკონომოკური პროგრესის და დემოკრატიული პროცესების კუთხით საკმაოდ საინტერესო უნდა აღმოჩნდეს ისეთი პატარა განვითარებადი ქვეყნებისთვის, როგორიცაა მაგალითად საქართველო. დღესდღეობით გამეფებულია ის აზრი რომ მემარცხენე მთავრობები ძირითადად პოპულიზმით არიან დაკავებულები, თუმცა 2 პატარა სამხრეთამერიკული ქვეყნის, ეკვადორის და ბოლივიის გამოცდილება გვიჩვენებს რომ სოციალიზმი XXI საუკუნეშიც საკმაოდ წარმატებულად მუშაობს, ბევრად უფრო წარმატებულად ვიდრე ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა.

არ უნდა დაგვავიწყდეს აშშ-ს როლი, რომელიც ცდილობს ნებისმიერ პატარა ქვეყანაში არ დაუშვას მემარცხენე ძალების მოსვლა ხელისუფლებაში, (და მოიშოროს ისინი ნებისმიერი გზით) რადგანაც მათ კართ აქვთ გათვიცნობიერებული ის ფაქტი, რომ წარმატებულმა მემარცხენე მთავრობებმა შეიძლება დომინოს ეფექტი იქონიონ სხვა პატარა ქვეყნებისთვის და ამით მათ დაკარგონ გავლენის სფეროები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში.

დასავლეთის მიერ განადგურებული ლიბია და კადაფის სოციალიზმი

დღეს მორიგ ისტორიულ ექსკურსს შემოგთავაზებთ, მაგრამ ვილაპარაკებთ არა უახლეს მოვლენებზე, არამედ უკვე ყბადაღებულ და მეტ-ნაკლებად ყველასთვის ცნობილ ისტორიას სხვა თვალით დაგანახებთ.

2011826194426658472_8

დღევანდელი ჩვენი ბლოგის მთავარი გმირი მუამარ კადაფია. კადაფი ლიბიური სოციალიზმის იმ მოდელის ავტორია, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნდა.

დავიწყოთ იქიდან რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში ლიბია იტალიის კოლონიას წარმოადგენდა, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დროს ოკუპირებული იყო საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის მიერ.

1951 წ. 24 დეკემბერს გამოცხადდა ლიბიის დამოუკიდებელი სამეფოს შექმნა, მაგრამ ფორმალურად ის მაინც დასავლურ კოლონიად რჩებოდა.  1969 წლის 1 სექტემბერს “თავისუფალი ოფიცრები იუნიონისტი-სოციალისტების” ორგანიზაციამ, მუამარ კადაფის ხელმძღძვანელობით ლიბიაში სამხედრო გადატრიალება მოახდინა. 1977 წ. ლიბიამ სახელი გადაირქვა და “ლიბიის სახალხო სოციალისტური რესპუბლიკა” დაირქვა.

1969 წლის რევოლუცია თავისი ხასიათით ბურჟუაზიული იყო. რევოლუციის შემდეგ ყველა მსხვილი საწარმოს ნაციონალიზაცია მოხდა. 1980 წლიდან კი ლიბიაში საწარმოო საშუალებებზე კერძო საკუთრების ლიკვიდაცია მოხდა და მათ მაგივრად კოოპერატივები შეიქმნა. საბჭოთა კავშირის მსგავსად, ლიბიაში არსებობდა გეგმური ეკონომიკა.

pochemukaddafi-neahmadinezhad.jpg

თუმცა აღსანიშნავია, რომ ლიბიური სოციალიზმი შორს იყო მაქსისიზმისგან. ლიბიის მმართველი წრეები და მათ შორის მუამარ კადაფი დიდ ინტერესს ავლენდნენ რუსი ანარქისტების კროპოტკინის და ბაკუნინის მიმართ, ასევე სარტრის, რუსოს და ტოლსტოის იდეების მიმართ.

თავის “მწვანე წიგნში” კადაფი აკრიტიკებს მოსახლეობის კლასობრივ დაყოფას და ამას კლანების, პარტიების და ტომების ბრძოლასთან აიგივებს. მუამარ კადაფის აზრით დემოკრატია არანაირად არ არის დამოკიდებული საზოგადოების კლასობრივ სტრუქტურაზე “ნამდვილი დემოკრატია შესაძლებელია უშუალოდ ხალხის ჩართულობით და მონაწილეობით  და არა მათი წარმომადენლების (პარლამენტარების),  “პარლამენტი – დემოკრატიის ფალსიფიკაციაა” – აღნიშნავს ის.

კლასობრივი დაყოფის მოწინააღმდეგე კადაფიმ ხელისუფლების ორგანოებად “სახალხო კონგრესები”, “კომიტეტები”, “პროფკავშირები” და “პროფგაერთიანებები” დააასახელა.

ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კადაფის ნაწილობრივ ანარქისტი ვუწოდოთ.

უშუალოდ ლიბიის სახელმწიფო მოწყობას რაც შეეხება, ეს იყო ანარქიზმის, სახელმწიფო კაპიტალიზმის, ნაციონალიზმის და სოციალიზმის უნიკალური ნაზავი.

ლიბიის სოციალისტური რესპუბლიკა სხვანაირად,  ჯამაჰირიის სახელითაც მოიხსენიებოდა, რაც ნიშნავს – “სახელმწიფოს, რომელიც მასების ორგანიზაციის მიერ იმართება, “სახალხო მმართველობას”, “სახალხო დემოკრატიას” – ამ ტერმინის მსგავს განმარტებებს კადაფი თავის “მწვანე წიგნში” იძლევა.

2011 წლის 15 თებერვალს ლიბიაში მშვიდობიანი ანტისამთავრობო გამოსვლები დაიწყო. გამოსვლების საბაბი გახდა ეგვიპტისა და ტუნისის რევოლუციები, რომლის წინაპირობა გახლდათ “არაბული გაზაფხული”. მომიტინგეები გამოვიდნენ მუამარ კადაფის მმართველობის წინააღმდეგ, რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში იდგა ხელისუფლების სათავეში. ასევე მოითხოვდნენ პრემიერ-მინისტრ ბაღდადი მაჰმუდის დაუყოვნებლივ გადადგომას. სამოქალაქო ომი საბოლოოდ 2011 წლის 23 ოტომბერს მუამარ კადაფის მკვლელობით და დასავლური თანამეგობრობის მხრიდან მისი მმართველობის დამხობით დასრულდა.

the_green_book_libya

მუამარ კადაფის ”მწვანე წიგნი”, სადაც ის ლიბიურ სოციალიზმზე საუბრობს

ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ლიბიელების უმრავლესობა რელურად კადაფის უჭერდნენ მხარს, სხვანაირად ძნელია იმ ფაქტის ახსნა რომ ლიბიის ხელისუფლება მსოფლიოში ყველაზე მძლავრი შეიარაღებული ძალების შეტევებს 7-ზე მეტი თვის განმავლობაში უძლებდა.

რა თქმა უნდა არც იმას ვუარყოფთ, რომ ლიბიაში სამოქალაქო დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, თუმცა მსგავსი სამოქალაქო დაპირისპირებები სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყნებში (ბაჰრეინი, ეგვიპტე, ტუნისი, სირია და ა.შ) არ გამხდარა დასავლეთის მხრიდან ამ ქვეყნებზე სამხედრო თავდასხმის საბაბი.

რაც შეეხება ადამიანის უფლებების კუთხით კადაფის მმართველობის კრიტიკას, უნდა ავღნიშნოთ რომ ამ მხრივაც ყველაფერი იდეალურად არ იყო, თუმცა საუდის არაბეთში მაგალითად ყველაფერი გაცილებით უარესად იყო და არის (იქ მაგალითად სულ რამდენიმე წლის წინ მიეცა ქალებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება, ადამიანებს დევნიან რელიგიური მოტივებით და ა.შ. ), თუმცა ამის მიუხედავად აშშ და დასავლური თანამეგობრობას არათუ არ დაესხა თავს საუდის არაბეთს, არამედ ერთგულ მოკავშირედაც კი მოიაზრებს.

გავიხსენოთ, რაში ადანაშაულებდნენ მუამარ კადაფის. ყველაფერი მიმდინარეობდა კლასიკური “არაბული გაზაფხულის” სცენარით, სუნიტური მმართველობით უკმაყოფილო მოსახლეობა, რომლის უმრავლესობას შეადგენდნენ სუფიტები და შიიტები, ასევე უბრალოდ მსხვილი ბურჟუები, გაიძახოდნენ, რომ მათი მდგომარეობა არის დაკნინებული და ქვეყანაში მათ უფლებებს არაფერად აგდებენ.
შემდგომში წამყვანმა დასავლურმა მედია საშუალებებმა – The New York Times, The Los Angeles Times გამოაცხვეს რიგი სტატიებისა იმის შესახებ, თუ როგორც იდევნებოდნენ კადაფის პოლიტიკური ოპონენტები საერთაშორისო ყურადღების მიპყრობის მიზნით.

გაეროს უსაფრთხოების საბჭომ ლიბიაში “ჰუმანიტარული ინერვენციის” გასამართლებლად გამოიყენა მხოლოდ და მხოლოდ ამბოხებულების (კადაფის მოწინააღმდეგეების ჩვენებები) მათ არ გააჩნდათ თითქმის არცერთი დოკუმენტური მტკიცებულება კადაფის წინააღმდეგ, იმ დანაშაულებში, რაშიც მას ადანაშაულებდნენ. (მკვლელობები, გაუპატიურებები და ა.შ.) ეს ფაქტი შემდგომში მრავალი დისკუსიის საგანი გამხდარა.

ქვემოთ წარმოდგენილ ვიდეოზე ნაჩვენებია როგორც ბომბავდნენ ნატოს საჰაერო ძალები ლიბიას

51350814.jpg

ქვემოთ წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემები ნათლად ცხადყოფს თუ რატომ ვერ ეგუებოდა ლიბიის ოპოზიცია”კადაფის რეჟიმს” რა მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყანა “ლიბიელი დიქტატორის” 41 წლიანმა მმართველობამ.

  • მშპ ერთ სულ მოსახლეზე – $ 14 192,  (მე-2 აფრიკაში) ( შედარებისთვის -საქართველო 3, 766 $ )
  • ოჯახის ყოველ წევრზე სახელმწიფო იხდიდა დოტაციას $ 1000
  • უმუშევრების სოციალური დახმარება თვეში – $ 730
  • ყოველ ახალშობილზე დედას უხდიდნენ – $ 7000
  • ახალდაქორწინებულებს საცხოვრებელი ფართის საყიდლად აძლევდნენ – $ 64 000
  • საკუთარი ბიზნესის დასაწყებად მთავრობა იძლეოდა სასტარტო კაპიტალს – $ 20 000
  • უფასო ჯანდაცვა და განათლება
  • საზღვარგარეთ სწავლა და სტაჟირება ფინანსდებოდა მთავრობის მიერ
  • მრავალშვილიანი ოჯახისათვის საკვებ პროდუქტებზე  სიმბოლური ფასი იყო
  • ვადაგასული პროდუქციის გაყიდვის შემთხვევაში მაღაზია დიდ ჯარიმას იხდიდა, ხოლო მფლობელს დროებით აპატიმრებდნენ
  • სახელმწიფო იხდიდა ძვირადღირებული წამლების ღირებულებას, ხოლო 
    წამლის ფალსიფიკაციაზე მოქმედებდა სიკვდილით დასჯა
  • ელექტროენერგია იყო უფასო
  • ალკოჰოლის გაყიდვა-მოხმარება იყო აკრძალული – „მშრალი კანონი“
  • მოქმედებდა უპროცენტო განვადება სახლისა და მანქანის ყიდვაზე
  • მანქანის ყიდვისას საფასურის 50% სახელმწიფო იხდიდა, ჯარისკაცებს 65%
  • ბენზინის ღირებულება წყლის ღირებულებაზე ნაკლები იყო. 1 ლ – 0, 14 $

როგორც უკვე ავღნიშნეთ ლიბიაში სოციალიზმის თავისებური, უნიკალური ფორმა იყო გავრცელებული, რომელსაც თან ერთვოდა კლასიკური სოციალური კონსერვატიული ურთიერთობების შენარჩუნება. მმართველობის ბოლო წლებში მოსახლეობა საერთოდ იღებდა მოგებას ლიბიის საერთაშორისო ენერგეტიკული ხელშეკრულებებისაგან. ეს ყველაფერი გახდა შესაძლებელი მაშინ, როდესაც საერთაშორისო წნეხის მიუხედავად ლიბიამ შეინარჩუნა სახელმწიფო კონტროლი ნავთობმოპოვებაზე, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებში ეს პრივილეგია კერძო კომპანიებს ეკუთვნის. ზუსტად ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ გამოაცხადეს ლიბია მტრის ხატად საერთაშორისო სივრცეში.

ნატოს და დასავლეთის მიერ მოწყობილ გამანადგურებელ ომამდე, ლიბია აფრიკის კონტინენტზე ლიდერეობდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით, გაეროს ადამიანური განვითარების ინდექსის მიხედვით და ამავდროულად ბავშვების სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით.

გაძლიერებულ ლიბიას და მუამარ კადაფის სურდა შეექმნა სრულიად ახალი ტიპის ჩრდილოეთ აფრიკა და გაეყვანა ის მსოფლიო მოწინავე პოზიციებზე. ეს ეწინააღმდეგებოდა აშშ-ის და დასავლური თანამეგობრობის გეგმებს, რომლებსაც ისინი ახორციელებდნენ არაბული გაზაფხულის მეშვეობით, რომლის მიზანი იყო შეეჩერებინა რიგი აფრიკული და არაბული ქვეყნების ეკონომიკური წინსვლა, ჩაეგდოთ ისინი ექსპლუატატორულ მდგომარებაში და არ დაეშვათ უარყოფითი ცვლილებები სავალუტო ბირჟასა და ნავთობის ბაზარზე.

რიგითმა მკითხველმა კონსპირაციის თეორიაში რომ არ დაგვადანაშაულოს, ჩვენი მოსაზრების გასამყარებლად საკმარისი იქნება იმ ფაქტის დამოწმება, რომ ჰილარი კლინტონის 3 000-ზე მეტი ელექტრონული წერილში ნათლად არის აღბეჭდილი თუ რა ჰუმანიტარული მისია ჰქონდა ნატოს ამერიკულ ჯარს ლიბიაში – ნავთობის მოპოვების ობიექტების განადგურება, რომელიც შემდეგომ თუ გახსოვთ უკვე მოკლულ კადაფის დაბრალდა და სრულიად საიდუმლო 143 ტონა ოქრო და იგივე 143 ტონა ვერცხლი, რომლის არსებობაზე არავინ იცოდა (მადლობა ჰილარი კლინტონს).

გაგიკვირდებათ და თავდაპირველად სწორედ საფრანგეთმა იკისრა “ყველაზე ჰუმანური” ქვეყნის  და აშშ-ს მსოფლიო ჟანდარმის როლი მოირგო ლიბიაში. ფრანგებმა საბრძოლო ტექნიკის გარდა 4,4 ათასი ჯარისკაცი გაგზავნეს ლიბიაში, ხოლო ამერიკელებმა 1,2 ათასი

http://www.anonews.co/hillary-gaddafi-email/

Libya before and after.jpg

ოქროს და ვერცხლის დათმობა საფრანგეთმა აშშ-ისთვის გადაწყვიტა თუ ის დაეხმარებოდა ანტილიბიურ კამპანიაში. რატომ აქტიურობდა მაინც და მაინც საფრანგეთი ამ მოვლენებში?

საქმე მდგომარეობს იმაში, რომ ლიბია არის ე. წ. „ფრანკოფონური“ აფრიკის ნაწილი, სადაც მთავარ ვალუტად გამოიყენებოდა ფრანგული ფრანკი. კადაფის სურდა ვერცხლისა და ოქროს მარაგით შეექმნა ლიბიის დინარი, რომელიც ჩაანაცვლებდა ფრანკს ფრანკოფონურ აფრიკაში, რაც 2002 წელს ევროზე გადასული საფრანგეთისთვის კატასტროფის ტოლფასი გახდებოდა. ეს მარაგი დღეს დაახლოებით 7 მილიარდ დოლარს აღემატება და გახდა ნიკოლა სარკოზის ლიბიის კამპანიაში მოწინავე რიგებში გამოსვლის მთავარი ფაქტორი.

აი ჩვენ შევეცადეთ მოგვეთხრო კადაფის და ლიბიის ის ალერტნატიული ისტორია, რასაც ქართული მედია საშუალებები არ ყვებიან!

http://bit.ly/1THgdpQ

დასასრულისთვის შემოგთავაზებთ ჰილარის კლინტონის ცინიკურ და არაადამიანურ განცხადებას მუამარ კადაფის სიკვდილთან დაკავშირებით. ყოფილი სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ “ჩვენ მივედით, დავინახეთ და მოვკალით” და თან იცნის.

ევო მორალესმა მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა რომ სოციალიზმი XXI საუკუნეშიც ეფექტურად მუშაობს

300

ბოლივიის პრეზიდენტი – ევო მორალესი

ბოლივიის პრეზიდენტმა ევო მორალესმა გააოგნა კრიტიკოსები როგორც ვაშინგტონში, ასევე მსოფლიო სავალუტო ფონდში და მსოფლიო ბანკში ბოლივიური ეკონომიკური მიღწევებით.

ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი 3 წლის წინ მესამედ აირჩიეს ბოლივიის პრეზიდენტად, მთელი ამ წლების განმავლობაში ის დასავლურ მეინსტრიმულ მედიაში დაცინვის აქტიურ ობექტს წარმოადგენდა. ისევე, როგორც აწ უკვე გარდაცვლილი უგო ჩავესი, ევო მორალესი გამოირჩევა თავისი მრავალფეროვანი პოპულისტური კრიტიკით ვაშინგტონის მიმართ. სხვთაშორის აღსანიშნავია, რომ  ის ლათინური ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის პირველი წარმომდგენელია, რომელიც ბოლივიის ქვეყნის ლიდერი გახდა 400 წლიანი ისტორიის მანძილზე.

შორეულ 1985 წელს მან პოლიტიკური პარტია  Movimiento al Socialismo (მოძრაობა სოციალიზმისკენ) დააარსა და უკვე რამდენიმე ათეული წელი თავისი პოლიტიკური ხედვების ერთგული დარჩა.

მისმა რიგით მესამე გამარჯვებამ მედიის ყურადღება მის გამარჯვების შემდგომ განცხადებაზე მიაპყრო: „ეს არის ანტიიმპერიალიზმის გამარჯვება“  საყოველთაოდ მიჩნეულია, რომ ანტიამერიკული იმპულსს  ერთ-ერთი უმთავრესი როლი ეკავა მისი მმართველობის პერიოდში.

dsc_3225

ბოლივიის დედაქალაქი – ლა-პასი

მორალესის მუდმივად ზრდადი პოპულარობა პირველ რიგში მის  ექსტრაორდინალურ სოციალურ-ეკონომიკურ რეფორმებთანაა დაკავშირებული. როგორც თვით New York Times  იტყობინება, ბოლივიამ გაიარა ტრანსფორმაცია „ეკონომიკური სანაგვიდან“- ქვეყნამდე, რომელიც  მსოფლიო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკისგან დადებით და პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს

ირონია კი იმაში მდგომარეობს, რომ სოციალისტური ადმინისტრაციის მქონე ქვეყანამ თავისი წარმატების მისაღწევად პირველ რიგში უარი თქვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის რჩევებზე და რეკომენდაციებზე და განვითარების საკუთარი გზა აირჩია.

ეკონომიკისა და პოლიტიკის შემსწავლელი ცენტრის (Centre for Economic and Policy Research (CEPR)), რომელიც ვაშინგტონში მდებარეობს იუწყება: „ბოლივია ბოლო 8 წლის განმავლობაში იმაზე სწრაფად განვითარდა, ვიდრე ნებისმიერ პერიოდში ბოლო35 წლის განმავლობაში.“ ასეთი ეკონომიკური ზრდა საგრძნობლად აისახა ბოლივიის მოსახლეობაზე:

  • ბოლო 8 წლის განმავლობაში სიღარიბე  25 %-ით შემცირდა, ხოლო უკიდურესი სიღარიბე 43 %-ით;
  • სოციალური დანახარჯები 45 %-ით გაიზარდა.
  •  მინიმალურმა სახელფასო განაკვეთმა 87,7 %-ით მოიმატა.
bolivia-10-2014-8-min-wage

მინიმალური ანაზღაურება ეროვნულ ვალუტაში

Continue reading

ქრისტიანული სოციალიზმი

©

მართლმადიდებლობა ჩვენი სოციალიზმია“ – © ფიოდორ დოსტოევსკი

„როდესაც ქრისტიანები ჩაერთვებიან სოციალურ რევოლუციაში, ის დაუმარცხებელი გახდება“ – ©  ჩე გევარა

100

„ქრისტიანული სოციალიზმი“… დღეს ამ სიტყვების თანაწყობა ალბათ არავის არ გააკვირვებს. კომუნისტებთან პარალელურად არსებობდნენ და არსებობენ სოციალ-დემოკრატები, კადეტები, ანარქისტები და სხვები. თუ ახლო წარსულში ადამიანებს ესმოდათ, რომ „ლენინისა და მარქსის“ სოციალიზმის გარდა, არსებობს კიდევ მარქსისა და ბრონშტეინის, პოლ პოტისა და კადაფის სოციალიზმი; XX საუკუნემ მოგვცა არა ერთი ათეული სოციალიზმის მოდელი, ასე რომ დღეს აღარ იქნება პარადოქსალური ის ფაქტი, რომ სოციალიზმი შეიძლება იყოს არა ათეისტური, არამედ რელიგიურიც.

სერგეი ბულგაკოვი (1871-1944 წ. წ.)  უახლოეს წარსულამდე ნაკლებად ცნობილი და პოპულარული რუსი მოაზროვნე, ფილოსოფოსი, მართმადიდებლური ეკლესიის თეოლოგი. მრავალი ლიტერატურული ნაშრომის ავტორი მაგ. ბროშურა „ქრისტიანობა და სოციალიზმი“. ბულგაკოვის შემოქმედებებს ყოფენ სამ პერიოდად: 1903 წ-დე მარქსისტული (დომინირებს პოლიტიკური ეკონომიის მიმართლება), 1903-1925 წ. წ. რელიგიურ-ფილოსოფიური ( სოლოვიოვის საერთო გამაერთიანებელი თეორიის ჩარჩოებში), 1925 წ შემდეგ – საღვთისმეტყველო (არაორთოდოქსალური).

ქრისტიანული სოციალიზმის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ სოციალიზმსა და რელიგიას შორის შეიძლება იყოს დადებითი შეხების წერტილები. ქრისტიანობა ავსებს სოციალიზმს და აძლევს მას იმ სულიერ საზრდოს, რომელიც მას აკლია, ხოლო სოციალიზმი ქრისტიანობას საშუალებას აძლევს სრულყოფაში მოიყვანოს თავისი ალტრუისტული, ფილანთროპიული ზრახვები.

„უღმერთო“ სოციალიზმის იდეა ფიქსი არის „საერთო პურით ცოცხლობს ადამიანი“, ამას ბულგაკოვი უპირისპირებს „სოციალისტური თანასწორობის და სიყვარულის შთაგონებას“, რაც ახასიათებს ქრისტიანულ სოციალიზმს, ამ იდეას ის ქადაგებდა ცხოვრების ბოლომდე და უკავშირებდა თავისი სამშობლოს მომავალს.

200.jpg

უნდა აღინიშნოს, რომ ბულგაკოვის კრიტიკულმა აზროვნებამ და პასუხების პოვნის სურვილმა ვერ ჰპოვა თავის ადგილი ქრისტიანულ დოგმატიკაში, მას მკაცრად აკრიტიკებდა, როგორც რუსული მართმადიდებლური ეკლესია, ასევე უცხოური ეკლესიებიც.

აი რა შეგვიძლია გამოვიტანოთ მამა სერგეის გამოცემული ნაშრომებიდან – „როგორია მართლმადიდებლობის დამოკიდებულება სოციალიზმთან მიმართებაში? ღვთისმეტყველებაში არ არის ამაზე მკაფიო პასუხი, მაგრამ ის არც არის საჭირო, რადგან ეს არა დოგმატიკის, არამედ სოციალური ეთიკის საკითხია. მსოფლიო მასშტაბის საღვთისმეტყველო მასწავლებელთა ნაწარმოებებში ჩვენ ნამდვილად შეიძლება დავინახოთ რელიგიის დადებითი დამოკიდებულება სოციალიზმის მიმართ, გარკვეულ სახელდობრ ჩარჩოებში მოქცევით, ჩვენ გამოვყოფთ სპეკულაციური და ექსპლუატაციური სისტემების უარყოფის მცდელობს. რასაკვირველია სოციალურად იდეალური სისტემის ჩამოყალიბება არის არა მხოლოდ პრინციპის, არამედ პრაქტიკული მიზანშეწონილობის საკითხიც. ყოველ სოციალურ ორგანიზაციას გააჩნია თავისი პლიუსები და მინუსები, რომლებიც განსაზღვრავენ მის პრაქტიკულ მიზანშეწონილობას. ამ კუთხით რუსულმა კომუნიზმმა გვაჩვენა, როგორი სავალალო შეიძლება იყოს ძალადობასა და ადამიანის უფლებების სისტემატურ დარღვევაზე აგებული საზოგადოებრივი სისტემა…

მაგრამ არსებობს ასევე მშვიდობიანი,  დემოკრატიული სოციალიზმი, რომელსაც ჩვენ ვერ ავიცილებთ და მისი დრო ადრე თუ გვიან მოვა“

აშკარაა, რომ სოციალიზმის სოციალურ-ეკონომიკური მოწყობის მოდელსა და ქრისტიანული საზოგადოებრივი წესრიგის იდეები საკმაოდ ახლოს დგას ერთმანეთთან და საკმაოდ შორს არის კაპიტალიზმის იდეალებისგან, რაც არა ერთხელ აღნიშნეს სხვადასხვა ღვთისმეტყველებმა. ასე მაგალითად ბულგაკოვი თავის ნაწარმოებში „ქრისტიანობა და სოციალიზმი“ წერს: „კაპიტალიზმი არის ორგანიზებული ეგოიზმი, რომელიც სრული შეგნებით და განზრახ უარყოფს ადამიანის მიერ რელიგიური მორალის პატივისცემას. ის არის მამონის მრწამსი… ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ სოციალიზმის მიერ კაპიტალიზმის კრიტიკა არის მიზანშეწონილი და ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ სიმართლე სოციალიზმის მხარესაა”

დღეს, როდესაც ქადაგებენ, რომ სოციალიზმმა ადამიანური სახე უნდა მიიღოს, არასამართლიანი იქნება, რომ არ გაგვახსენდეს არ აღვნიშნოთ სერგეი ბულგაკოვის ქადაგება, რომელმაც დროს გაუსწრო.

თანამდეროვე ქრისტიანული სოციალიზმი

სიკეთით აავსო მშიერნი და ხელცარიელნი გაისტუმრა მდიდარნი.” (ლკ 1; 52-53)

ლათინურ ამერიკაში პოპულარულია ისეთი იდეა, როგორც „გათავისუფლების თეოლოგია“. ის პოზიციონირებს, როგორც ქრისტიანული სოციალიზმის ფორმა. განთავისუფლების თეოლოგია მიზნად ისახავს პასუხი გასცეს კითხვას, რომლის წინაშე დგას ყველა ლათინო-ამერიკელი ქრისტიანი: როგორ უნდა იყო ქრისტიანი დაჩაგრულ კონტინენტზე? ბევრი ლათინო-ამერიკელი ღვთისმეტყველი ქადაგებს გათავისუფლების თეოლოგიას ასევე სხვა კონტინენტებზეც.

300.jpg

ვენესუელას პრეზიდენტი, უგო ჩავესი ასევე განთავისუფლების თეოლოგიის მიმდევარი იყო: „ ის (იესო) იყო ჩემთან ერთად ცხოვრების სულ ყველაზე რთულ წუთებში. იესო, რასაკვირველია არის ისტორიული ფიგურა, ის იყო მეამბოხე, ისეთივე ანტიიმპერიალისტი, როგორებიც ჩვენ ვართ. ის აუჯანყდა რომის იმპერიას. ვის შეუძლია საერთოდ თქვას, რომ იესო კაპიტალისტი იყო? არა, კაპიტალისტი იუდა იყო, ზუსტად მან აიღო ვერცხლის მონეტები! იესო იყო რევოლუციონერი. ის აუჯანყდა რელიგიურ იერარქიას. ის აუჯანყდა იმდროინდელ ეკონომიკურ ხელისუფლებას. მან აირჩია სიკვდილი, რომ ბოლომდე დაეცვა თავისი ჰუმანური იდეალები და ცვლილებებს ელოდა. ის იყო ჩვენი იესო.“

ეს განცხადება უგო ჩავესმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს გააკეთა და ის ყველას დაპირდა, რომ გააერთიანებდა ქრისტიანობას და სოციალიზმს. ჩავესის აზრით, სოციალიზმი არის იესოს პროექტი დედამიწაზე, რადგან ის  ეფუძნება თანასწორობას, სამართლიანობას და  მშვიდობას.

16508288_1284618508250607_3751238046129953574_n

ვენესუელის მოსახლეობის უმრავლესობა კათოლიკეა, ამიტომ პოლიტოლოგები არ გამორიცხავდნენ იმას, რომ უგო ჩავესი ხშირად მიმართავდა თეოლოგიურ რიტორიკას თავისი საარჩვენო კამპანიის მიმდინარეობაში. ამავდროულად პრეზიდენტი ეყრდნობოდა არა ვატიკანს, საიდანაც მას მუდამ კრიტიკის ქარ-ცეცხლსი ატარებდნენ, არამედ რეფორმირებულ კათოლიკურ ეკლესიას. ის შეიქმნა ვენესუელაში 2000-იანებში და რჩება ლოიალური, როგორც თავისი პრეზიდენტის, ასევე მრევლის მიმართ. ღვთისმსახურებისაგან არ ითხოვენ დაუქორწინებლობას, დაშვებულია გაშორება და ერთსქესობრივი ურთიერთობებიც. (რის კატეგორიულ უარზეც არიან რუსი სოციალისტები)

რუსეთის ისტორიაში არის იმის პრეცედენტი, რომ ოდესღაც ღვთის წინააღმდეგ გალაშქრებულმა ბოლშევიკებმა, კურსის ცვლილების შემდეგ შეწყვიტეს ქრისტიანების დევნა, რაც საფუძვლად დაედო პატრიოტიზმის წახალისებას. ეს მოხდა დიდი სამამულო ომის დროს, როდესაც კომუნისტები მიხვდნენ, რომ არც ისე ბევრ ადამიანს სურს მარქსისა და ლენინის იდეების გამო თავის გაწირვა.

შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად ქრისტიანობისა და მარქსიზმის ასიმილაციამ, შემატა უკანასკნელს პოპულარობა რუსეთში და შედარებით უფრო ხანგრძლივი არსებობის საშუალება მისცა.

სტალინმა ტრიუმფალური გამარჯვების აღნიშვნის დროს თქვა სადღეგრძელო: „დიდებული რუსი ერისთვის“, რამაც ფაქტობრივად ხაზი გაუსვა ხელისუფლების თვითიდენტიფიცირების პროცესს და პატრიოტიზმი გახდა კომუნიზმთან ერთად იმ იდეოლოგიის ქვაკუთხედი, რომელიც სუფევდა საბჭოთა კავშირში.

ქრისტიანული სოციალიზმი შეიძლება ითქვას, რომ არის ამავდროულად რუსული სოციალიზმის ერთ-ერთი ნაირსახეობა. ქრისტიანული სოციალიზმი არის მსოფლიო იდეალი და ის ყველას ეკუთვნის. ამ შემთხვევაში ზუსტად ქრისტიანული ეკლესია უნდა გამოდგეს წინამძღოლად და შეწყვიტოს თავისი მარგინალიზირებული არსებობა. მაგრამ სანამ ეკლესია დარჩება სისტემურ ორგანიზაციად, ხალხი უფრო დიდი იმედით შეხედავს ნონკონფორმისტულ რელიგიურ მიმდინარეობებს.

მართლმადიდებლობაში არსებობს ისეთი მიმდინარეობები, როგორც „უფულოთა“ ან „მორბენალთა“ მიმდინარეობა. ეს ორი მიმდინარეობა ხედავს უღმერთობას, როგორც ფულში ასევე პირადობის აღმნიშვნელ დოკუმენტებში. ეს მიმდინარეობა ჩამოყალიბდა XVIII ს.-ში და მისი წევრები ეწინააღმდეგებიან არსებულ სისტემას, მათ არ გააჩნდათ და არ გააჩნიათ პირადობის აღმნიშვნელი დოკუმენტები, ისინი არ სარგებლობენ ფულით და მუდამ მოგზაურობენ. ისინი თვლიან, რომ ეკლესია არ უნდა იყოს მოქცეული რაიმე სისტემაში და ამიტომ, ნებისმიერი ეკლესიის დავალება ითვლება უფრო სისტემის მიერ თავს მოხვეულ გადაწყვეტილებად,  ვიდრე დამოუკიდებელ აზროვნებად.

ვენესუელას მთავრობამ 1.4 მილიონი სახლი ააშენა ღარიბი ოჯახებისთვის

venezuela_housing-jpg_1718483346

ნიკოლას მადურო

სამოქალაქო საცხოვრისის პროგრამა არის  ყველაზე ამბიციური სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია ხელახლა დააფიქროს ხალხი სოციალისტური ქალაქის მოწყობაზე.

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ სახელმწიფომ მიაღწია თავის ამოცანას და დაასრულა 1 400 000 სახლის მშენებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„დღეს ჩვენ მივაღწიეთ საოცარ შედეგს, ამდენი დაბრკოლების შემდეგ: 1 400 000 სახლი აშენდა და გადაეცა ჩვენ მოსახლეობას. გავაგრძელოთ გამარჯვებების გზა,“ აღნიშნა მადურომ  თავის Twitter-ის გვერდზე.

სამოქალაქო საცხოვრისის  პროგრამა არის უფასო ან ძალიან შეღავათიანი, რაც დამოკიდებულია ოჯახის მოთვონებზე შესაძლებლობაზე.

ვენესუელას პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკური ომის და ნედლეულის ფასების 70% ვარდნის მიუხედავად, მთავრობამ არ შეწყვიტა ინვესტიციები სამოქალაქო სფეროში.

„2016 წ. საგარეო ვაჭრობის შემცირების მიუხედავად, ორჯერ უფრო მეტი სახლი ავაშენეთ ჩვენი მოსახლეობისთვის,“ განაცხადა პრეზიდენტმა.

სახელმწიფომ პირველად დაისახა ეს მიზანი იმისათვის, რომ უზრუნველყო სახლებით 2010 წ. დატბორვის შედეგად სახლ-კარის გარეშე დარჩენილი დაზარალებული ადამიანები. აღსანიშნავია, რომ მშპ-ს ზრდა მომდევნო წლებში არ უწყობდა ხელს იაფი საცხოვრისის პროგრამის განხორციელებას ფართო მასებში. 2011 წ პრეზიდენტ უგო ჩავესმა გაშალა პროგრამა და ის შეეხო სოციალურად დაზარალებულ ოჯახებს, რომლებიც დაზარალდნენ წინამორბედი ხელისუფლების პერიოდში.

Venezuela Elections

P.S. – პროგრამის ფარგლებში ხელისუფლება ბინების ღირიბულებას მაქსიმალურად ფარავს და ბინის მფლობელებს მხოლოდ 60%-დე თანხის გადახდა უწევთ.