გდრ-ის ხელმძღვანელის, ერიკ ჰონეკერის ემოციური წერილი

1479349347151890751.jpg

თქვენ გქონდათ სამსახური, თქვენ გქონდათ ბინები. თქვენ გაგაჩნდათ კარგი სკოლები. თქვენ გქონდათ სტაბილური ვალუტა და გარანტირებული პენსია. თქვენ სიფრთხილის გარეშე შეგეძლოთ ბერლინის ალექსანდრპლაცზე მთელი ღამე განუწყვეტლივ სეირნობა. თურქებიც დიდად არ გაწუხებდნენ. მაგრამ თქვენთვის ეს ცოტა იყო.

თქვენ მეტი გინდოდათ. თქვენ მდიდრულ ავტომობილებზე ონცებობდით, ”ვარტბურგი”-ით არ კმაყოფილდებოდით. თქვენ ბანანები გინდოდათ, ჩვენი ოჯახის ვაშლი დიდად არ მოგწონდათ. თქვენ ჯიბეში გერმანული მარკის ქონა გინდოდათ, გდრ-ის მარკს თქვენთვის დიდად ფასეული არ იყო. თქვენ სიტყვის თავისუფლებაზე ონცებობდით, თუმცა გდრ-ში თქვენ ამას არავინ არ გიშლიდათ, თუ სოციალიზმის თემას არ ეხებოდით.

თქვენ გფრ-ში მიილტვოდით და იქ მოხვდით კიდეც.

ყველაფერი, რისი მოყოლაც მაშინ თქვენთვის დასავლურ ტელევიზიას ”დააავიწყდა” დღესაც არ გიყვებათ. იმ დროს დასავლეთში უცხოელების პრობლემებზე ღია მსჯელობა აკრძალული იყო. გფრ-ში ორმაგი სტანდარტები ადრეც სუფევდა. გერმანელების უფლებები კანონით იყო გაწერილი. მაგრამ არსებობდა ცალკე გაწერილი უფლებები უცხოელებისთვის – და ამით პოლიტიკოსები ხშირად მანიპულირებდნენ საკუთარი მიზნების მისაღწევად. დასავლური პროპაგანდა ისეთივე სიცრუე იყო, როგორც ჩვენთან, უბრალოდ მან უფრო ლამაზად იმუშავა.

ჩვენი პროპაგანდის გამოაშკარავება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა, განსაკუთრებით ისეთი გაქნილი ქვეშქვეშებისთვის, როგორც თქვენ ხართ. მაგრამ დასავლური ტელევიზია როგორც უნდოდა ისე გასულელებდათ თქვენ. 

გდრ-ის წარმოების მსუბუქი ავტომობილი ”ვარტბურგი”

შეხედეთ თქვენს ცხოვრებას. თქვენ მდიდრული მანქანები გეღირსათ, მაგრამ ვალით. თქვენ კეთილდღეობას მიაღწიეთ, მაგრამ კრედიტით. თქვენ ბანკების მონები გახდით. მართალია ”ვარტბურგის” შესაძენად თქვენ ფულის დაგროვება გიწევდათ, მაგრამ თქვენ ნაღდი ფულით იხდით, როგორც ამაყი და თავისუფალი ხალხი. გდრ-ის მარკებს თქვენს შემნახველ ანგარიშზე კარგი პროცენტი მოქონდა და თითოეულ თქვენგანს სოლიდური კაპიტალი ჰქონდა დაგროვებული. ახლა კი თქვენ არაფერი გაგაჩნიათ.

გერმანული მარკაც კი აღარ გაქვთ. გდრ-ში თქვენ გარანტირებული პენსია გქონდათ. დღევანდელი პენსია კი საცხოვრებლადაც საკმაოდ მცირეა, ისევე როგორც სიკვდილისთვის. გდრ-ის სკოლებში თქვენს ბავშვებს წერა-კითხვა 6 კვირის შემდეგ შეეძლოთ. დღესდღეობით მათ ეს მესამე კლასშიც კი არ ძალუძთ. არავის თავშიც კი არ მოუვიდოდა, რომ რაღაცის შეშენებოდა თუნდაც ბერლინისნაირ დიდ ქალაქში. ალექსანდერპლაცზე არავის არ კლავდნენ. დღეს თქვენ მშობლიურ სოფელში საღამოობით გარეთ ცხვირის გამოყოფის გეშინიათ, სადაც ქუჩებში ავღანელი ლტოლვილები დაძრწიან. და ჩვენი პოლიცია, ჩვენი სახალხო არმია! თქვენთვის ისინი ყოველთვის საკმაოდ ”პრუსიულები” და მკაცრები იყვნენ. მაგრამ დღესდღეობით თქვენ სახალხო წინააღმდეგობის შექმნაზე და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენაზე ფიქრობთ, რადგანაც სახელმწიფოს დახმარების იმედი აღარ გაქვთ. გდრ-ში ყველაფერი, თქვენი ცხოვრების ჩათვლით გეგმის მიხედვით მიდიოდა. ახლა კი თქვენ არ იცით რა მოგივათ ხვალ? იმედი მაქვს რომ თქვენ დეფიციტური ბანანებით გული მოიჯერეთ. იმიტომ რომ სიტყვის თავისუფლება თქვენთვის კვლავ მიუღწეველია. 

გაიხსენეთ როგორ ყვიროდით: ”გაგვიხსენით საზღვრები!” დღეს თქვენ ოცნებობთ, რომ საზღვრები დაკეტონ. მაგრამ იმის დაკეტვა შეუძლებელია, რაც არ არსებობს.

თქვენ გფრ-ში გინდოდათ ტკბობა შეზღუდვების გარეშე. დატკბით!

 

Advertisements

რატომ მეზიზღება ახალი წელი – ანტონიო გრამში

წარმოგიდგენთ იტალიელი ფილოსოფოსის, ჟურნალისტის, პოლიტიკური მოღვაწის და იტალიის კომუნისტური პარტიის ხელძღვანელის, ანტონიო გრამშის წერილს ახალი წლის დღესასწაულის კომერციულ და არაადამიანურ ბუნებაზე, რომელიც 1916 წლის 1 იანვარს იტალიურ გამოცემა Avanti-ში გამოქვეყნდა. 

141555508-e1514734956265.jpg

ყოველ დილით, როდესაც ცის საბურველის ქვეშ ვიღვიძებ, მე ვგრძნობ რომ ჩემთვის ახალი წელი დადგა.

აი რატომ მეზიზღება ეს საახალწლო დღესასწაულები, რომლებიც ისე გვიახლოვდებიან, როგორც კრედიტის დაფარვის განსაზღვრული ვადა და ჩვენს ცხოვრებას (და ადამიანურ სულს) კომერციის საკითხად აქცევს, მკაცრად განსაზღვრული ფინანსური აგნარიშგების ბალანსით, დავალიანების თანხით და ახალი ბიუჯეტით.

საახალწლო დღესასწაულების გამო ჩვენ ცხოვრების და სულის უწყვეტობის შეგრძნებას ვკარგავთ. საერთო ჯამაში ჩვენ სერიოზულად ვიწყებთ იმის დაჯერებას რომ არსებობს გარკვეული გარდამტეხი მომენტი ერთ და მეორე წელს შორის – რომ რეალურად იწყება ახალი ისტორია. თქვენ გაკრვეულ გადაწყვეტილებებს იღებთ და საკუთარ გაუბედაობას ნანობთ და ასე შემდეგ. აი რა არის ცუდის სადღესასწაულო თარიღებში.

ამბობენ რომ ქრონოლოგია ისტორიის ბირთვია. კარგით. მაშინ საჭიროა იმის აღიარება, რომ 4-5 მთავარმა სადღესასწაულო თარიღმაც კი, რომლებიც მტიკიცედ ჩაუბეჭდეს ყველა კეთილსინდისიერ ადამიანს ტვინში, ცუდი ხუმრობა ითამაშეს ისტორიასთან – ეს ეხება მათ შორის საახალწლო დღესასწაულებს: ახალი წელი ძველ რომში, შუა საუკუნეებში და ჩვენ ეპოქაში.

ყველა ეს მნიშვნელოვანი თარიღი იმდენად აღწევს ჩვენს ცნობიერებაში, იმდენად გაქვავდნენ მასში, რომ ჩვენ ხანდახან ნამდვილად გვგონია, რომ ცხოვრება იტალიაში მხოლოდ 752 წელს დაიწყო, ხოლო 1490 და 1492 წლები მთების მსგავსად მაღლდება, კაცობრიობის მიერ დატვირთული უეცრად ახალ სამყაროში და ახალ ცხოვრებაში აღმოჩენილი.

31598_169.jpg

ასე რომ თვითონ ახალი წლის თარიღი ისტორიის მანძილზე ერთგვარ დაბრკოლებად გვევლინება – იმად, რაც ისტორიის უწყვეტობის მიმოხილვის საშუალებას არ გვაძლევს, რომელიც უცვლელი ფუნდამენტური გზით ვითარდება მკვეთრი წყვეტების გარეშე – მაგალითად რა იქნებოდა კინოაპარატში ფირი რომ გაიხეს და 2 ნაწყვეტს შორის არსებულ ინტერვალში დამაბრმავებლად კაშკაშა შუქი რომ ჩანდეს. 

აი რატომ მეზიზღება ახალი წელი. მე მინდა რომ ყოველი დილა ჩემთვის ახალი წელი იყოს.

მე მინდა რომ ყოველი დღე შევაჯამო და ყოველი დღე განახლების დღედ იქცეს. დაუღალავად არ გავჩერდეთ არცერთ დღეზე. მე თვითონ ვირჩევ ჩემთვის პაუზებს, როდესაც ცხოვრების ინტენსიურობისგან თრობას ვგრძნობ და საკუთარ ცხოველურ ხასიათში ჩაღრმავება მსურს, მისგან ახალი ძალა და ენერგია რომ შევიძინო. 

არანაირი სულიერი შემგუებლობა დროის მიმართ. მე მინდა, რომ ჩემი ცხოვრების თითოეული საათი ახალი იყოს, მაგრამ წარსულთან დაკავშირებული.

არანაირი დღესასწაული მათი აუცილებელი კოლექტიური პერიოდულობით.

არანაირი დღესასწაული, რომელიც მე ჩემთვის უცხო ადამიანებთან უნდა ავღნიშნო. არანაირი დღესასწაული, რომელსაც მხოლოდ იმიტომ აღნიშნავენ რომ ჩვენი ბაბუის ბაბუებიც აღნიშნავდნენ და ამიტომაც ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ.

ეს ყველაფერი ჩემში გულისრევას იწვევს.

და ზუსტად ამ მიზეზის გამო მე სოციალიზმის დადგომას ველოდები – იმიტომ რომ ის სანაგვეზე მოისვრის ყველა ამ დღესასწაულს, რომლებიც ჩვენ სულში ვერ პოულობენ გამოძახილს. და თუ სოციალიზმი ჩვენ ახალ დღესასწაულებს მოგვცემს, ეს სულ მცირე ჩვენი ზეიმი იქნება, და არა ის რისი გადმოღებაც უსიტყვოდ გვევალება ჩვენი ჩერჩეტი წინაპრების კოპირების მეშვეობით.

evolution_to_consumerism_-_liza_aratow_0.jpg

რატომ მოკლეს ჩაუშესკუ?

009.jpg1989 წლის 25 დეკემბერს ტირგოვიშტეში, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ნიკოლაე და ელენე ჩაუშესკუები დახვრიტეს.

ნიკოლაე ჩაუშესკუ რუმინელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე გახლდათ, 1965 წლიდან რუმინული კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი, 1974-1989 წლებში კი ქვეყნის პრეზიდენტი.

1970-იან წლებში და 1980-იანი წლების პირველ ნახევარში თითქმის ყველა დასავლური ქვეყანა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა ტრანსნაციონალური ფინანსური სტრუქტურები ყველანაირად მხარს უჭერდნენ რუმინეთის მმართველს და მის მიერ გატარებულ პოლიტიკას. რუმინეთი შეღავათიან სესხებს იღებდა, რუმინულ საქონელს დასავლეთის ბაზარებზე ჰქონდა იოლი წვდომა, ”დიდი შვიდეულის” ქვეყნებთან ვაჭრობაში რუმენეთს საკმაოდ კეთილდღეობრივი რეჟიმი გააჩნდა. მსაგვს პრივილეგიებს ”ვარშავის ხელშეკრულების” და ”ეკონომიკური ურთირთდახმარების საბჭოს” (СЭВარცერთი ქვეყანა არ ფლობდა.

ჩნდება კითხვა, რატომ?

იმიტომ რომ ნიკოლაე ჩაუშესკუ ხშირ შემთხვევაში გმობდა საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკურ აქციებს (მაგალითად ჩაუშესკუ სოციალისტური ბანაკის ერთადერთი ლიდერი იყო, რომელმაც სასტიკად გაკიცხა 1968 წელს საბჭოთა ტანკების შესვლა ჩეხოსლოვაკიაში) და საერთაშორისო საკითხებში მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი პოზიცია ეკავა.

0d7b578f8be64456c23bfbad413_prev

ნიკოლაე ჩაუშესკუს და მისი მეუღლის დახვრეტა

რუმინულ-საბჭოთა ურთიერთობის ზრდადი დაძაბულობა ხელს უწყობდა იმას, რომ რუმინეთის სოციალურ-ეკონომიკური პროგრამები რისკის ქვეშ დამდგარიყო. თან ბრეჟნევი და სუსლოვი ”ეკონომიკური ურთირთდახმარების საბჭოს” სხვა წევრებს (ბულგარეთი, უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია) აიძულებდნენ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები რუმინეთთან შეემცირებინათ. ასევე ზემოქმედების სხვა მეთოდებიც გამოიყენებოდა.

ამ პირობებში რუმინეთი იძულებული იყო დასავლეთის ქვეყნებისთვის და მათი სტრუქტურებისთვის ფინანსურ-ეკონომიკური დახმარებისთვის მიემართა. რუმინული წყაროების და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებების მიხედვით ”ეკონომიკური ურთირთდახმარების საბჭოს” ქვეყნებთან ურთიერთობის გართულების შედეგად რუმინეთის დანაკარგები 1980-1985 წლებში 3 მლრდ. დოლარზე მეტს შეადგენდა.

შედეგად, ყბადაღებული “პერესტროიკის” დასაწყისისთვის რუმინეთი დასავლეთის მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდა. 1975-1985 წლებში რუმინეთს 22 მლრდ. დოლარის ოდენობის დასავლური კრედიტი მიეცა, მათ შორის 10 მლრდ. უშუალოდ აშშ-სგან. მათი დაფარვის ვადა 1990-1996 წლებზე მოდიოდა. მაგრამ როგორც დასავლურ პრესაში აღნიშნავდნენ დასავლური ქვეყნების ლიდერები ბუქარესტს ვალის გადახდას პოლიტიკურად სთავაზობდნენ: მაგალითად გადაკვრით ურჩევდნენ ჩაუშესკუს ”ვარშავის ხელშეკრულების” და ”ეკონომიკური ურთირთდახმარების საბჭოს” დატოვებას, ანუ რუმინეთს საბჭოთა კავშირთან ღია კონფრონტაციისკენ მოუწოდებდნენ.

მაგრამ ჩაუჩესკუ მსგავს რჩევებს და მოწოდებებს თავის დასავლელი პარტნიორებისგან არ იღებდა და აცხადებდა, რომ რუმინეთი თავის ვალებს გათვალისწინებულ დროზე ადრე დაფარავდა. 

საბჭოთა ”პერესტროიკამდე” დასავლეთი ჩაუშესკუს ”დიქტატორს” და “სტალინისტს” არ უწოდებდა, არც ”რუმინელი ხალხის ჯალათის” სახელით მოიხსენიებდა, მაგრამ 1985 წლის შემდეგ დასავლურმა პრესამ აქიურად დაიწყო რუმინელი ლიდერის შემკობა მსგავი ეპითეტებით.

ცოტა ხანში ”დიდი შვიდეულის” ოფიციალურმა წარმომადგენლებმა და ლიდერებმაც ანალოგიური რიტორიკით დაიწყეს ჩაუშესკუს წინააღმდეგ საუბარი. უფრო მეტიც, 1986 წლამდე რუმინეთი აშშ-ის ქვანახშირისა და ნავთობქიმიური მრეწველობის სფეროს აქციებსაც კი ფლობდა, ხოლო ჩაუშესკუს ვიზიტები აშშ-ში და დასავლეთის ქვეყნებში 1985 წლამდე გრანდიოზულ მიტინგებში გარდაიქმნებოდა ხოლმე და რუმინელი ლიდერი მთელმა მსოფლიომ გაიცნო.

1987 წ. რუმინეთს აშშ-ის ქვანახშირისა და ნავთობქიმიური მრეწველობის სფეროს აქციები ჩამოართვეს, ხოლო დასავლეთის ქვეყნებში მისი მიპატიჟებები იმ წელსვე შეწყდა. 1987 წელს რუმინეთს დასავლური კრედიტების მიღებაზე შეზღუდვა დაუწესეს და 1987-1988 წლებში ”დიდი შვიდეულის” წევრებთან ვაჭრობაც მაქსიმალურად გაურთულეს. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ დასავლეთმა ჩაუშესკუ ბლოკადაში მოაქცია. რატომ?

პირველ რიგში იმიტომ რომ რუმინელმა ლიდერმა ”პერესტროიკის” კონცეფცია არ გაიზიარა და მას მხარი არ დაუჭირა. 1985 წლის შემდეგ რუმინეთმა გაააქტიურა კავშირები კუბასთან, ჩინეთთან, ალბანეთთან, ირანთან, ლიბიასთან და კორეის სახალხო რესპუბლიკასთან. ჩაუშესკუ აღნიშნავდა რომ ”პერესტროიკას” სოციალიზმი და სოციალისტური სახელმწიფო კრახთან და კომპარტიის შემდგომ ჩამოშლასთან მიყავდა.

1988-1999 ამერიკულ და ბრიტანულ პრესაში აღნიშნავდნენ, რომ ჩაუშესკუ ”დასავლეთის და გორბაჩოვის პრობლემა” ხდებოდა და რუმინეთს შეეძლო ”პერესტროიკის” მოწინააღმდეგე სოციალისტური ქვეყნების მედიატორის და შემაკავშირებელის როლი ეთამაშა.

რუმინეთმა თითქის შეუძლებელი შეძლო და ძალიან მალე დაფარა საკუთარი დავალიენება საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ზოგადად დასავლეთის მიმართ.

პირველად ომისშედგომი პერიოდის განმავლობაში რუმინეთის ექსპორტმა 5 მრლდ. დოლარით გადააჭარბა იმპორტს. ამან ქვეყანას საშუალება მისცა ბევრი ეკონომიკური სირთულე გადაელახა, რაც გამოიწვეული იყო დასავლეთის პოლიტიკის ბლოკადით და გორბაჩოვის საბჭოთა კავშირთან მიმართებაში არსებული პრობლემებით. 

რუმინული და უნგრული პრესის თანახმად (რაც რუმინეთში მხოლოდ 1995 წელს გამოქვეყნდა)  1987 წლიდან რუმინეთში შეაღწიეს სპეციალურად მომზადებულმა აგენტებმა საბჭოთა კავშირიდან, უნგრეთდან, ისრეალიდან, აშშ-დან, გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან. მათ ”სამსახური” ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებდა. ზოგიერთი მონაცემის თანახმად მათი რაოდენობა 1989 წლისთვის 500-ს აღწევდა.

რუმინეთის სიტუაცია იმითაც იყო უნიკალური, რომ ამერიკულმა და საბჭოთა სპეცსამსახურება ერთობლივი ძალებით დაიწყეს ჩაუშესკუს წინააღმდეგ სხვადასხვა სცენარების დაგეგმვა.

სხვადასხვა წყაროების მიხედვით რუმინული თემა 1988 წელს იყო ერთ-ერთი უმთავრესი  გორბაჩოვის, შევარდნაძის, გრომიკოს და იაკოვლევის დასავლეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან, მათ შორის ბზეჟინსკითან და კისინჯერთან მოლაპარაკებებისას.

1989 წელს რუმინეთმა სრულად გაისტურმა დასავლეთის ვალი 22 მლრდ. დოლარის ოდენობით, რაც იმ დროისთვისაც და შემდგომაც უნიკალურ მოვლენად შეიძლება იქნეს მიჩნეული. ამის შემდგომ ჩაუშესკუმ განაცხადა რომ დასავლური ფინანსური ინსტიტუბისგან კრედიტის აღებას აღარ აპირებდა.

1989 წლის დეკემბერში მალტაზე აშშ-ის პრედენტის, ჯორჯ ბუშის შეხვედრა შედგა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელ, მიხელ გარბაჩოთან, სადაც ირანული, ამერიკული, ლიბიური და ჩინური წყაროების მიხედვით რუმინეთის ლიდერს საბიდისწორი განაჩენი გამოუტანეს. სწორედ მალტაზე იქნა მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება რუმინეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის და ჩაუშესკუს ლიკვიდაციის შესახებ. 

მალტის სამიტი 1989 წელს

1989 წლის 21 დეკემბერს რუმინეთში სისხლიანი გადატრიალება მოხდა. ჩაუშესკუ და მისი მეუღლე ელენა ყოველგვარი გამოძიების და საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფით ცხოველებივით ამოწყვიტეს. მათ სხეულში 120-მდე ტყვია იპოვეს დახვრეტის შემდეგ.

რუმინელი ლიდერის უკანასკნელი სიტყვები ესე ჟღერდა: “გაუმარჯოს რუმინეთის სოციალისტურ რესპუბლიკას და დამოუკიდებლობას”

ჩაუშესკუს ლიკვიდაციიდან 20 ათეული წლის შემდეგ, მასმედიის მიერ მისი ჯალათად და უსასტიკეს ტირანად შერაცხვის მიუხედავად საზოგადოებრივი აზრის სხვადასხვა კვლევები გვაჩვენებს რომ რუმინეთის მოსახლეობის 40-50% მას ხელახლად აირჩევდა ქვეყნის ლიდერად და მათი აზრით ჩაუშესკუს დროს ისინი უკეთესად ცხოვრობდნენ, ვიდრე დღეს. (https://bit.ly/2AlsP2h, https://bit.ly/2QgPbf1)

სკანდინავიური სოციალიზმი – უალტერნატივო არჩევანი

icons-of-scandinavian-flags-vector-14996190.jpg

როდესაც ექსპერტები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები სკანდინავიურ ეკონომიკებზე საუბრობენ, ისინი ყურადღებას ამახვილებენ საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო მოდელზე. ეს სავსებით მართებულია. დანია, ფინეთი, ნორვეგია და შვედეთი ყველაზე გულუხვი სოციალური კეთილდღეობის სისტემების სამშობლოდ გვევლინებიან. თითოელ ამ ქვეყანაში არსებობს უფასო და ეფექტური ჯანდაცვის სისტემა, უფასო კოლეჯი/უნივერსიტეტი, ხანგრძლივი დეკრატული შვებულება, კარგად სუბსიდირებადი ბავშვებზე ზრუნვა და უამრავი სოციალური დახმარება, რომელთა აქ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

ისეთი შესანიშნავი მოდელის ქვეყნები, რომელსაც სხვანაირად ”ნორდიკულ ქვეყნებსაც” უწოდებენ ყოველთვის იმსახურებს სხვა ქვეყნების წარმომადგენლების ყურადღებას.

მაგალითად ფინელ ქალებს მშობიარობის შემდეგ ერთწლიანი შვებულება ეკუთვნით, რომლის დროსაც სახელმწიფო იმ შემოსავლების ტოლფას ფულად დახმარებას აძლევს მათ, რაც ბავშვის გაჩენამდე ჰქონდათ. ამის გარდა დედებს შეუძლიათ 2 წლის განმავლობაში მოუარონ საკუთარ შვილებს და სახელმწიფო დოტაციაზე იცხოვრონ, რაც მათ ხელფასის 2/3 იქნება. ქვეყანაში უმაღლესი ხარისხის საყოველთაო ჯანდაცვა მოქმედებს იმისდა მიუხედავად რა ქონებას და სტატუსს ფლობენ ფინეთის მოქალაქეები. ამავდროულად ქვეყანაში არსებობს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო განათლების სისტემა, რომელიც ასევე უფასო და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ამ ყველაფრის ფონზე ძნელია მსგავს მოდელს ბევრი მხარდამჭერი რომ არ ჰყავდეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

shvetsiya.jpg

მაგრამ ზოგიერთი დაინტერესებული პირი, ნებსით თუ უნებლიეთ ნორდიკულ ქვეყნებს ნეოლიბერალიზმის გაუმჯობესებულ ვერსიას მიაკუთვნებს და აღნიშნავენ რომ ისინი ვითომ ხანდახან აშშ-ზე უფრო კაპიტალისტური ქვეყნები არიან. კონსერვატორი და ლიბერალი მიმოხილველები კი ამტკიცებენ, რომ ეს ქვეყნები კვაზი ლიბერტანიანელები არიან. 

მსგავსი შეცდომაში შემყვანი დასკვნების მთავარი მიზეზი ალბათ იმაში მდგომარეობს, რომ მემარცხენე პოლიტიკის წარმატების უარყოფა ბიზნეს ელიტების წისქვილზე ასხამს წყალს.

ავაანალიზოთ ზოგიერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ასპექტი. 

შრომის ბაზარი

მაღალი გადასახადების გარდა სკანდინავიურ ქვეყნებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო ეკონომიკის სექტორი გააჩნიათ, სადაც სამუშაო ადგილები მკაცრადაა დაცული პროფკავშირების მიერ. ძლიერი სახელმწიფო სექტორი ასევე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს უმუშევრობასთან ბრძოლაში.

დანიაში და ნორვეგიაში ყოველი მესამე ადამიანი სახელმწიფოს მიერაა დასაქმებული.

001.jpg

003.jpg

შრომის ბაზარის მახასიათებლები ნორდიკულ ქვეყნებში სოციალისტური ხასიათისაა. ნეოლიბერალური ტენდენცია “მცირე სახელმწიფოს” კონცეფციის შესახებ, რომლის თანახმადაც სახელმწიფო სექტორში სამუშაო ადგილების და სამუშაო ადგილების დაცვის შემცირება, ცენტრალიზებული შრომითი ხელშეკრულების მეორე პლანზე გადატანა უნდა მოხდეს სკანდინავიურ ქვეყნებში სრულად უგულებელყოფილია.

სახელმწიფო ეკონომიკა (სახელწმიფო სექტორი)

ძალიან საინტერესოა რომ სკანდინავიური მოდელი გამოირჩევა ასევე ძლიერი სახელმწიფო სექტორით. კაპიტალზე კოლექტიური საკუთრება ნორდიკული მოდელის განმასხვავებელი ელემენტია, რის დისკერდიტაციასაც ცდილობენ მემარჯვენე ელიტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კოლექტიური საკუთრების ფორმას მოწინავე ადგილი უკავია ნორვეგიასა და ფინეთში, ასევე შვედეთშიც, სადაც მთავრობამ არსებული გეგმის თანახმად მრეწველობის სოციალიზაცია გადაწყვიტა.

ნორვეგიის და ფინეთის მთავრობები ფლობენ აქტივებს რომლებიც მათი მშპ-ის 330% და 130%-ის ტოლია. აშშ-ში მაგალითად ეს მაჩვენებელია 26%-ს შეადგენს.

11

სახელმწიფო საწარმოები (SOE) – რომლებიც განისაზღვრებიან, როგორც კომერციული საწარმოები, სადაც სახელმწიფო საკონტროლო ან საკმაოდ მსხვილი პაკეტის მფლობელია ძალძედ გავრცელებულია სკანდინავიის ქვეყნებში. მაგალითისთვის 2012 წელს ნორვეგიული სახელმწიფო საწარმოების (SOE) ღირებულება ქვეყნის მშპ-ის 87.9%-ის ტოლფასი იყო, ხოლო ფინეთისთვის კი 52.3%-ის. აშშ-ში მაგალითად ეს მაჩვენებელი 1%-საც კი არ აღწევს.

22
ზოგიერთი სახელმწიფო საწარმო სრულად სახელმწიფოს მიერ იმართება: ფოსტა, საზოგადოებრივი მაუწყებელი, სახელმწიფო მონოპოლია ალკოჰოლის საცალო გაყიდვაზე. მაგრამ სხვა შემთხვევებში სახელმწიფო უბრალოდ სოლიდურ პაკეტს ფლობს, თორემ კომპანია კომერციულია. 

ფინეთში მაგალითად არსებობს 64 სახელმწიფო კომპანია, სადაც შედის Solidium- ჰოლდინგ კომპანია, რომელიც თავისმხრივ 12 სხვადასხვა კომპანიაში სახელმწიფო მნიშვნელოვანი პაკეტის მფლობელია.

ფინეთში სახელმწიფო კომპანიები ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში გვხვდება, მაგალითად ავიაკომპანია Finnair; ღვინის და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია Altia; მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია Nordic Morning; მსხვილი სამშენებლო და საინჟინრო კომპანია VR; 8.8$ მლრდ-ის ღირებულების ნავთობკომპანია Neste.

რაც შეეხება ნორვეგია, აქ სახელმწიფოს მფლობელობაშია 70 კომპანია. სახელმწიფო სექტორი მოიცავს:  უძრავი ქონების კომპანიას – Entra; ქვეყნის უმსხვილეს ფინანსურ კომპანიას – Entra; 30 000-ადამიანიან  ტელესაკომუნიციო კომპანიას – Telenor; ნავთობკომპანიას – Statoil.

ფინეთს და ნორვეგიას განსაკუთრებული მიზეზები გააჩნიათ ეკონომიკაში სახელმწიფო სექტორის ესეთი მაღალი დოზის არსებობისთვის. ფინეთის ეკონომიკური პროგრესი სახელმწიფოს აქტიური ჩარევის შედეგად დაიწყო და ამიტომაც მთავრობა ჯერ-ჯერობით ამ პოლიტიკის გადახედვას სულაც არ აპირებს. მაგალითად დღესდღეობით ყველასთვის ცნობად კომპანია “Nokia”-ს 17 წელი დაჭირდა სანამ მოგებაზე გავიდოდა. წლების განმავლობაში Nokia-ს აქტივებს მთავრობდა იცავდა, რათა კონკურენტებს მისი შთანთქნმა არ მოეხდინათ. Nokia-ს მაგალითი არ წარმოადგენს გამონაკლისს, დღევანდელი მულტიონაციონალური კომპანიების უმრავლესობას საწყის ეტაპზე სახელმწიფო სასათბურო პირობებს უქმნიდა და ხელს უშლიდა კონკურენტებს მათ შთანთქმას, ანუ პირდაპირ საგარეო ინვესტიციებზე შეზღუდვებს აწესებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს ეს კომპანიები დღეს არ იარსებებდნენ.

ფინეთს დღემდე არ სურს საკუთარი ეკონომიკა საერთაშორისო კაპიტალისთვის ხელმისაწვდომი გახადოს, ამიტომაც ქვეყანაში ბევრი შეზღუდვა მოქმედებს, რასაც ჯერ-ჯერობით კარგის მეტი არაფერი მოუტანია. 

ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის აღმოჩენამ ნორვეგიისთვის დიდი სტიმული აღმოჩნდა და ამის შემდეგ შეიქმნა უზარმაზარი სოციალური კეთილდღეობის ფონდები. ნორვეგიის სიმდიდრის ფონდის ღირებულებამ 1$ ტრილიონს გადააჭარბა. ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ვებგვერდზე განთავსებულ ვიდეოში ეს ფონდი შემდეგნაირადაა აღწერილი: “ეს ხალხის ფულია, რომელის ყველას ეკუთვნის და თაობებს შორის თანაბრადაა გაყოფილი”

სკანდინავიური ქვეყნების მაგალითმა მთელ მსოფლიოს ნათლად დაანახა რომ მაღალი გადასახადები, დიდი სახელმწიფო სექტორი, სატარიფო პროტექციონიზმი, ძლიერი პროფკავშირები საკმაოდ წარმეტებულად მუშაობს არა ერთეულების, არამედ მთელი საზოგადოების სასარგებლოდ.

ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია, დანია ცხოვრების დონის, ადამიანური განვითარების ინდექსის და სხვა მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური რეიტინგების მიხედვით ყოველთვის საკუთესო ქვეყნების 5-ეულში ხვდებიან, ეს კი მეტწილად ამ ქვეყნებში არსებული ჰუმანური ეკონომიკური მოდელითაა განპირობებული, რომელიც თითოეულ თავის მოქალაქეს განვითარების და ცხოვრებით ტკბობის საშუალებას აძლევს.

 

ტომას სანკარა – აფრიკელი ჩე გევარა

დღესდღეობით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებული მაგალითების განხილვისას ხშირად მოყავთ განვითარებული ქვეყნების ისტორიული გამოცდილება, მაგალითად სინგაპურის პირველი პრემიერ-მინისტრის, ლი კუან იუს წარმატება. მაგრამ მსოფლიო ისტორიაში იყვნენ სხვა წარმატებული პოლიტიკოსებიც, რომელთა შესახებ “მსოფლიო თანამეგობრობა” სდუმს. ამის მშვენიერი მაგალითია აფიკელი პოლიტიკური მოღვაწის, ტომას სანკარას ბიოგრამია (სრული სახელი Thomas Isidore Noël Sankara). ის გამოირჩეოდა ყველა იმ პრეზიდენტის, გენერლის და დიქტატორის ფონზე, რომლებიც სხვადასხვა დროს აფიკული ქვეყნების სათავეში იყვნენ.

dgsfgsdfg

 

თომას ისიდორე ნოელ სანკარა  დაიბადა 1949 წლის 21 დეკემბერს პატარა ქალაქ იაკოში უაგადუგუდან 109 კმ-ზე დაშორებით. მამამისის სამსახურის გამო ოჯახი ხშირად იცვილდა საცხოვრისს, ამიტომ დაწყებითი სკოლა დაამთავრა ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ ქალაქ გავეში, ხოლო საშუალო სკოლა კი ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ბობო დიულასოში.

მშობლებს სურდათ, რომ კათოლიკე მღვდელი გამოსულიყო, მაგრამ თომასმა სამხედრო კარიერა არჩია, რადგან ჯერ ერთი ძირითადად მუსლიმურ ქვეყანაში კათოლიკე მღვდლობა წარმატების საწინდარი არ იყო, თანაც სანკარას დიდი წარმატების მიღწევა სურდა და ამისთვის ღარიბი ოჯახის შვილისთვის ერთადერთი გზა არმიის გავლით იყო.

19 წლის ასაკში თომასი არმიაში გაიწვიეს. 1 წლის შემდეგ კი მადაგასკარში, ანცირაბეს ოფიცერთა სკოლაში გაგზავნეს. აქ ის გახდა პრეზიდენტ ფილიბერტ ცირანანის (მადაგასკარის პირველი პრეზიდენტი 1959-1972 წლებში) ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ 1971-72 წლებში მოწყობილი 2 სახალხო მღელვარების მხილველი, რომელთა ჩახშობის მიუხედავად ცირანანი იძულებული გახდა გადამდგარიყო. ამავე დროს ის გაეცნო მარქსისა და ლენინის ნაშრომებს და სამშობლოში მხურვალე კომუნისტი დაბრუნდა.

თომასმა თავი გამოიჩინა 1974 წელს მალისთან სასაზღვო კონფლიქტში, რომელიც მცირე ხნით გაგრძელდა და უშედეგოდ დასრულდა. მისი ავტორიტეტის ზრდას ხელს უწყობდა აგრეთვე ოფიცრისათვის აბოლიტურად უცხო თვისებები: უკრავდა გიტარაზე უაგადუგუსპოპულარულ ჯაზჯგუფში  „Tout-à-Coup Jazz“; წერდა ლექსებსა და პროზას, ბაიკერობდა.

1976 წელს სანკარა დანიშნეს კომანდოს სამხედროთა საწვრთნელი ბაზის ხელმძღვანელად, სადაც მან ჩამოაყალიბა სადესანტო კორპუსიდა მის მეთაურად მსახურობდა. აქვე მიაღწია კაპიტნის ჩინამდე.

აღნიშნულ ბაზაზე სანკარამ უმცროს ოფიცრებთან – ბლეზ კამპაორესთან (გაიცნო მაროკოში სტაჟირებისას 1975 წელს) ანრი ზონგოსთან დაბუკარი ლინგანისთან ერთად ჩამოაყალიბა საიდუმლო წრე რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ ჯერ პრეზიდენტ ლამიზანას (1966-1980), შემდეგდიქტატორ ზერბოს (1980-1982) მმართველობით. 1980 წელს კი მათ შექმნეს საიდუმლო ორგანიზაცია „კომუნისტ ოფიცერთა ჯგუფი“.

1981 წლის სექტემბერში დიქტატორმა პოლკოვნიკმა ზერბომ სანკარა ინფორმაციის სახელმწიფო მდივნად დანიშნა. სანკარა კაბინეტის პირველივე სხდომაზე ველოსიპედით გამოცხადდა და ამით ყველას აგრძნობინა, რომ ხალხის ფულის ყვლეფას არ აპირებდა.

მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო 1982 წლის იანვარში მუშებისა და პროფკავშირების გამოსვლების დაიწყო, რომელიც ზერბომსამხედრო ძალით ჩაახშო. 21 იანვარს სანკარამ სახალხოდ განაცხადა „უბედურება ელით იმათ, ვინც უხშობს ხალხს პირს“! და პროტესტისნიშნად თანამდებობიდან გადადგა.

ხალხისა პროტესტს სათავეში ჩაუდგა მაიორი ჟან ბატისტ უედრაოგო, რომელიც მედიცინის დოქტორი და უაგადუგუს სამხედრო ჰოსპიტალი მთავარი ექიმი იყო და არმიაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მაიორი დაუახლოვდა სანკარას კომუნისტ ოფიცრებს და მათიდახმარებით 7 ნოემბერს სამხედრო გადატრიალება მოაწყო და ქვეყნის ხელმძღვანელი გახდა.

თავდაპირველად უედრაოგო იზიარებდა სანკარას სოციალისტურ მიდგომებს და 1983 წლის 10 იანვარს პრემიერ მინისტრადაც კი დანიშნა, მაგრამ მოგვიანებით ვითარება შეიცვალა. მაისის დასაწყისში ზემო ვოლტაში სპეციალური ვიზიტით ჩამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტ მიტერანის ვაჟი ჟან კრისტოფი, რომელმაც მოუწოდა პრეზიდენტ უედრაოგოს გადაეყენებინა რადიკალ-მემარცხენე და პრო-საბჭოურად განყობილი სანკარას მთავრობა (ამ დრო ცივი ომი მიმდინარებოდა ნატოს ქვეყნებსა და სსრკ-ს შორის და საფრანგეთი თავის ყოფილ კოლონიასა და გავლენის სფეროში პროსაბჭოურ ხელისუფლებას ვერ აიტანდა).

17 მაისს სანკარა გადააყენეს და შიდა პატიმრობა მიუსაჯეს. დააპატიმრეს მისი თანამებრძოლები ზონგო და ლინგანიც. პოპულარულილიდერის დაპატიმრებამ უაგადუგუს ღარიბთა აღშფოთება გამოიწვია, თუმცა მათი გამოსვლები სისხლში ჩაახშეს.

სახელმწიფო მოღვაწეობა

1983 წლის 4 აგვისტოს დედაქალაქის გარნიზონმა ბლეზ კამპაორეს მეთაურობით გადატრიალება მოაწყო, სანკარა გაანთავისუფლა და „რევოლუციის ეროვნული საბჭოს“ მეთაურად დანიშნა. 9 აგვისტოს სანკარამ ჩაახშო პრო-დასავლური სამხედროთა კონტრევოლუციური მცდელობა და ძალაუფლება გაიმყარა.

1983 წლის 2 ოქტომბრის სახალხო გამოსვლის დროს სანკარამ გამოაცხადა სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის დაწყება და აქტიური ურთიერთობა გააბა კუბისა და განის „სოციალისტ” (სამხედრო) ლიდერებთან – ფიდელ კასტროსა და ჯერი როლინგსთან (1981-2001 წლები).

1984 წლის 4 აგვისტომ სანკარამ გააუქმა ქვეყნის კოლონიალური სახელი „ზემო ვოლტა“, რომელიც შეცვალა სახელით „ბურკინა ფასო“, რაც ადგილობრივ ენებზე ”ღირსეული ადამიანების ქვეყანას‘’  ნიშნავს. მიღებული იქნა ქვეყნის ახალი დროშა და გერბი ჰიმნი (უკანასკნელი სანკარამ პირადად დაწერა).

მალე დაიწყო ფართომასშტაბიანი რეფორმები, რომლებსაც მოსახლეობის ცხოვრების დონე უნდა გაეუმჯობესებინათ. ქარიზმატული ლიდერი სანკარა თვლიდა, რომ პრეზიდენტი თავად უნდა იძლეოდეს საკუთარი ცხოვრების წესით ღირსების მაგალითს და ასეც იქცეოდა. ის ცხოვრობდა კაპიტნის ხელფასით (თვეში 345$ -50$) და პრეზიდენტის ხელფასს (2000$) ობოლთა ფონდში რიცხავდა. როდესაც სანკარას მკვლელობის შემდეგ მისი ქონება აღწერეს აღმოჩნდა, რომ თომასი ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი იყო. მის ქონებას შეადგენდა ძველი პეჟო, რომელიც წინა პრეზიდენტს დარჩა, მაცივარი გაფუჭებული საყინულეთი, 3 გიტარა, 4 ველოსიპედი და 560$ ბანკში.

სანკარას ერთერთი პირველი ღონისძიება იყო სახელმწიფო ჩინოვნიკთა შემოსავლებისა და ანგარიშების გამოქვეყნება. უფრო მეტიც, სანკარამ უარი თქვა თავის კაბინეტში კონდეციონერის დაყენებაზე, რადგან რცხვენოდა იმ ხალხის ვისაც არ ჰქონდა ამის ფუფუნება. ამავე დროს აკრძალა თავისი ფოტოს საჯაროდ გამოკვრა დაწესებულებებსა და ოფისებში – „როგორიც მე ვარ, ასეთი ჩვენთან 7 მილიონიაო“ – ამბობდა იგი.

ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე სანკარამ გაყიდა სამთავრობო ავტოპარკის მერსედესები და მათ ნაცვლად აუცილებელი რაოდენობის “რენო 5” შეიძინა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე იაფ ავტომობილს წარმოადგენდა.

პრეზიდენტმა შეუმცირა ხელფასები ჩინოვნიკებს, აუკრძალა საკუთარი მძღოლების ყოლა და პირველი კლასის ბილეთით ფრენა. ამასთან ჩინოვნიკებისთვის დააწესა ე.წ. „სამედიცინო გადასახადი“, რომლისგან შემოსული თანხებით ღარიბი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევა ხდებოდა. ამავე დროს მათ ავალებდა დასავლური კოსტიუმების ნაცვლად ტრადიციული ბურკინული სამოსის ტარებას, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის შეკერილი იქნებოდა.

ჩინოვნიკები ვალდებული იყვნენ ახალი წლისთვის საქმიანობის შედეგები სოციალური ფონდებისათვის წარედგინათ. ერთხელ ნახევარი მინისტრთა კაბინეტი გადააყენა და კოლექტიურ ფერმაში გაგზავნა, რადგან მისი აზრით მათ მიწაზე მუშაობით უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეეძლოთ ქვეყნისთვის.

3 წლიანი შრომის შემდეგ მსოფლიო ბანკმა აღიარა რომ ამ კომუნისტურ ქვეყანაში გაქრა კორუფცია და მთავრობა რეალურად ხალხის სამსახურში ჩადგა, რაც აფრიკული კონტინენტისათვის სრულიად უცხო ხილი იყო.

სანკარას რეფორმების მიზანი იყო შიმშილისა და ეპიდემიების მოსპობა, უფასო განათლების სისტემის შექმნა, ტყეების გაშენება გაუდაბნოების შესაჩერებლად, ქალთა უფლებების დაცვა და ა.შ.

მისი პრეზიდენტობის დროს ბურკინა ფასოში დარგული იქნა 10 მილიონზე მეტი ხე, რისი წყალობითაც შეჩერებული იქნა საჰარას უდაბნოს ბურკინას ტერიტორიაზე გაფართოება. კუბელი მოხალისეების დახმარების წყალობით ბურკინასა და მეზობელი ქვეყნების სასაზღვრო რაიონებში მცხოვრებ 2,5 მილიონამდე ბავშვს ყოველწლიურად უტარდებოდა ინფექციურ დაავადებებზე (მენინგიტი, ყვითელი ცხელება, წითელ და სხვ.) ვაქცინაცია. შედეგად ბურკინაში ბავშვთა სიკვდილიანობა 2 ჯერ შემცირდა.

მიმდინარეობდა მოსწავლეთა სკოლაში სიარულისა და სკოლის დამთავრების წახალისება. 350 თემში აშენდა ახალი სკოლა. შედეგად 2 წელიწადში საშუალო განათლების მქონეთა რიცხვმა 12%-იდან 22%-მდე გაიზარდა.

სანკარამ გამოაცხადა მიწებისა და მინერალური რესურსების ნაციონალიზაცია. ახალი აგრარული კანონით მსხვილ ფეოდალური ტიპის მიწათმფლობელებს ჩამოერთვათ მიწები და ისინი მასზე მომუშავე უმიწო გლეხებს დაუნაწილდათ. ადგილობრივ ტომთა ბელადებს ჩამოერთვათ პრივილეგიები და ქონება და გლეხებს მათდამი სასარგებლოდ დაწესებული გადასახადი გაუუქმდათ. აღნიშნული რეფორმის შედეგად 3 წელიწადში ბურკინაში სოფლის მეურნეობის მოსავალი გასამმაგდა და მას უცხოეთიდან აუცილებელი პროდუქტების შემოტანა აღარ ესაჭიროებოდა.

ძველი სამხედრო-ტომობრივი სისტემის შესაცვლელად და არმიის ძალაუფლების შესაკვეცად (ეს აუცილებელი იყო, რათა ქვეყანაში გაუთავებელი სამხედრო გადატრიალებები შემწყდარიყო) ჩამოყალიბდა „რევოლუციის დამცველი კომიტეტები“, რომლებიც ორგანიზებას უკეთებდა რევოლუციის მომხრე უბრალო მოსახლეობის შეიარაღებას. სპეციალური მაღაზია, სადაც არმიის ოფიცრობა აუცილებელ საქონელს იაფად ჰყიდულობდა, გადაკეთდა ქვეყანაში პირველ ყველასათვის ხელმისაწვდომ სუპერმარკეტად.

წარმატებით მიმდინარეობდა საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. შენდებოდა კაშხლები, ყველა სოფელში აიგო უფასო სამედიცინო ამბულატორიები და ა.შ.

თომასმა რევოლუციის ერთერთ უპირველეს მიზნად ქალთა უფლებების დაცვა დასახა და ქალი მამაკაცის თანასწორად გამოაცხადა, რაც აფრიკისთვის უჩვეულო მოვლენა იყო. მთავრობაში შეიყვანა მრავალი ქალი, მისცა მათ უფლება და საშუალება ესწავლათ, აკრძალა ქალის ცემა და მათთვის ძველი წესით გენიტალიების მოკვეთა რაიმე დანაშაულის შემთხვევაში; იძულებითი ქორწინება და მრავალცოლიანობა. ამასთან ხელს უწყობდა ქალთა სამხედრო საქმით დაინტერესებას და ჩამოაყალიბა ქალთა ბატალიონები. რევოლუციის პირველივე წელს დაწესდა „ქალთა სოლიდარობის დღე“, როდესაც ქალები ისვენებდნენ და მამაკაცებს დაევალათ ქალის საქმეების კეთება (სადილის კეთება, სახლის მოწესრიგება, ბაზარში წასვლა და ასე შემდეგ), რათა მამაკაცებს ეგრძნოთ ქალის შრომის სიმძიმე.

ბურკინა ფასო აფრიკის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც აღიარა შიდსის არსებობა და მასობრივად გავცელდა კონტრაცეპტივები მისგან თავის დასაცავად.

სანკარა ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა დასავლეთის ქვეყნებიდან და საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციებიდან (მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი) ჰუმანიტარული დახმარების მიღებას, რადგან ამას კოლონიალიზმის გაგრძელებად მიიჩნევდა და თვლიდა, რომ ყველა ქვეყანას თავი თვითონ უნდა გაეტანა. „ის ვინც გკვებავთ თქვენ, ის გაკონტროლებთ“ ამბობდა იგი.

სანკარა არ კმაყოფილდებოდა ბურკინა ფასოს გარდაქმნით და მესამე სამყაროს ქვეყნებში რევოლუციების გადატანასა და მათი ჩაგრული ხალხების განთავისუფლებაზე ოცნებობდა. მან პირველმა დაუჭირა მხარი დასავლეთ საჰარას ბრძოლას მაროკოსგან დამოუკიდებლობისათვის, ემხრობოდა ახალი კალედონიის მოძრაობას საფრანგეთისგან გამოსაყოფად, სასტიკად გმობდა ისრაელის მიერ პალესტინის არაბთა ტერიტორიების ოკუპაციას. სამაგიეროდ მეგობრობდა სოციალისტ ლიდერებთან; განსაკუთრებით კი ფიდელ კასტროსთან, რომელიც 1987 წლის ივლისში ჩავიდა უაგადუგუში და სანკარა კუბის ეროვნული ორდენით დააჯილდოვა.

ტომას სანკარა და ფიდელ კასტრო

1985 წელს მალისა და ბურკინა ფასოს შორის აგაშერის სასაზღვრო რაიონის გამო (იგი ეკუთვნოდა ბურკინას, მაგრამ ედავებოდა მალი, რადგან რაიონი მდიდარია ბუნებრივი აირითა და მინერალური რესურსებით) ახალი კონფლიქტი გაჩაღდა. წლის ბოლოს ბურკინას სტატისტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები მოსახლეობის აღწერისას ფულბეს ტომის (ცხოვრობს ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე) ტერიტორიაზე აღწერისას გაუთვალისწინებლად გადავიდნენ მალის ტერიტორიაზე და იქ ატარებდნენ აღწერას. ეს მალიმ საბაბად გამოიყენა და ბურკინა ფასოს ომი გამოუცხადა. 25 აგვისტოს მალის ავიაციამ დაიწყო ბურკინას ქალაქი უაჰიგუა დაბობმა (დაიღუპა 300 მდე ადამიანი), ხოლო არმიამ ბურკინას სოფლების დაკავება დაიწყო. 30 დეკემბერს კოტდივუარის პრეზიდენტის უფუე ბუანის (1960-1993) ჩარევით მხარეები დაზავდნენ და საქმე განსახილველად გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაეცა, რომელმაც 1986 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებით ტერიტორია მეზობელ ქვეყნებს შუაზე გაუყო.

წარმატებულ რეფორმებთან ერთად სანკარას მართველობა სულ უფრო ავტოკრატიული ხდებოდა. იზღუდებოდა პროფკავშირები და ოპოზიციური პრესა. ძალიან მკაცრი იყო კორუმპირებული ჩინოვნიკებისა და ე.წ. „ზარმაცი მუშების“ მიმართ, რომელთაც „რევოლუციური ტრიბუნალი“ ასამართლებდა. სანკარა განსაკუთრებულად სასტიკად მომთხოვნი იყო ახლობლების მიმართ, რის გამოც გვერდიდან მეგობრები თანდათან შემოეცალა (ისინი მეგობრის აღზევებით პატივის მიღებას ელოდნენ, სანკარა კი მათ რევოლუციური იდეების ზედმიწევნით დაცვას, ხელმომჭირნეობასა და მუხლჩაუხრელ შრომას თხოვდა).

სანკარას სოციალურმა რეფორმებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა მეზობელ აფრიკულ ქვეყნებში, სადაც იგი გმირად და განმანთავისუფლებლად მიაჩნდათ და იგივე რეფორმებს საკუთარ ქვეყნებშიც ითხოვდნენ, რაც ძალიან აშფოთებდათ ამ ქვეყნების უნამუსო დიქტატორებს. ამიტომ 1986 წლის სექტემბერში კოტდივუარის დედაქალაქ იამუსუკროში გაიმართა ბურკინას მეზობელ სახელმწიფოთა მეთაურთა კონფერენცია, რომელმაც საფრანგეთის პატრონატით სანკარას მოსთხოვა გაეუქმებინა სოციალისტური რეფორმები, რაზეც სასტიკი უარი მიიღო. მაშინ საფრანგეთისა და აშშ-ის სპეცსამსახურებმა დაიწყეს სანკარას სალიკვიდაციო გეგმის მზადება, რომლის რეჟისორად ლიბერიელი პოლიტიკოსი (ამ ქვეყნის პრეზიდენტი 1997-2003 წლ და აშშ-ს CIA-ს აგენტი) ჩარლზ ტეილორი დაინიშნა, ხოლო აღსრულებლად სანკარას მეგობარი და იუსტიციის მინისტრი ბლეზ კამპაორე.

ტომას სანკარას მკვლელობის კვალი ამერიკულ სპეცსამსახურებამდე მიდის, შეგიძლიათ იხილოთ ინგლისურენოვანი ბმული:

http://bit.ly/2vBcYse

1 წლიანი მზადების შემდეგ კამპაორემ 1987 წლის 15 ოქტომბერს სამხედრო გადატრიალება მოაწყო, რომლის დროსაც მოკლული იქნა პრეზიდენტი სანკარა 20 უახლოეს თანამებრძოლთან ერთად. ისინი სასწრაფოდ საერთო საფლავში დამარხეს. მისი მეუღლე მარია 2 შვილთან ერთად საზღვარგარეთ გაიქცა და დღემდე აგრძელებს ბრძოლას სანკარას სიკვდილის მიზეზისა დასადგენად და სამართლიანობის აღსადგენად. ზოგიერთი რევოლუციის დამცველი კომიტეტი რამდენიმე დღე აგრძელებდა ბრძოლას, ვიდრე საფრანგეთის დახმარებით კამპაორემ ისინი არ გაანადგურა.

გადატრიალებისთანავე კამპაორემ თავი ქვეყნის პრეზიდენტად გამოაცხადა და სანკარას რეფორმების გაუქმებას შეუდგა. სანკარას გამოყოფილი თანხა დედაქალაქ უაგადუგუს გარეუბნების კეთილმოსაწყობად აიღო და თავისთვის ახალი ბოინგი შეიძინა. გააუქმა „ნაციონალიზაცია“ და ჩინოვნიკებს ძველებური მაღალი ხელფასები აღუდგინა, თან სამედიცინო გადასახადის გაუქმებით.

1991 წელს კამპაორემ გამოცხადა დემოკრატიული სისტემის აღდგენა, მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი უნდა აირჩეს საყოველთაო არცევნებზე 7 წლის ვადით და განუსაზღვრელი რაოდენობით. ამ „დემოკრატიული გარდაქმნებისთვის“ კამპაორემ საფრანგეთისგან 67 მლნ. ფრანკი კრედიტი მიიღო ძალაუფლების გასამყარებლად. ჩაატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში დიქატატორმა 86%-ით გაიმარჯვა (თუმცა არჩევნებზე მოსახლეობის მხოლოდ 7 % გამოცხადდა). იგივე განმეორდა 1998 წლის არჩევნებზე როდესაც დიქტატორმა 87,5 % აიღო, ხოლო ოპოზიციამ ბოიკოტი გამოაცხადა. მაშინ ისევ დაიწყო პოლიტიკური კრიზისი რის საპასუხოდაც კამპაორემ კონსტიტუცია შეასწორა. ამჯერად პრეზიდენტი ირჩეოდა 5 წლით და მხოლოდ ორი ვადით. 2005 წლის არჩევნებზე მან 80,35 % მიიღო, ხოლო 2010 წელს 80,15 %. კამპაორეს 27 წლიანი მმართველობის შედეგად ბურკინა ფასო ერთერთ უღარიბეს ქვეყნად იქცა.

17,5 მილიონიანი ქვეყნის ეკონომიკა 2016 წლისთვის 11.872 მლრდ $-ია (130-ე ადგილი მსოფლიოში), რაც ერთ სულზე მოსახლეზე 644 დოლარს უდრის (181 ადგილი მსოფლიოში). მოსახლეობის 90% ელემენტარულ მეურნეობაში საქმიანობს. ძალიან დაბალია განათლების დონე, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობით ქვეყანა 203 ადგილზეა.

მრავალწლიანი პოლიტ-ეკონომიკური კრიზისის შემდეგ 2014 წლის 31 ოქტომბერს კამპაორე გადადგა და პოლიტიკას ჩამოშორდა. მის შემდეგ რამდენიმე დიქტატორი გამოიცვალა და ბოლოს 2015 წლის ნომებრის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ქვენის მომზადება ცნობილ ბურკინელ დიპლომატსა და ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, 73 წლის მიშელ კაფანდოს დაევალა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგით. 29 ნოემბერს ქვეყანაში პირველი დემოკრატიული არჩევნები გაიმართა რომელშიც კამპაორეს მრავალი წლის თანამებრძოლმა და ბოლო წლებში ოპოზიციაში გადასულმა როკ კაბორემ გაიმარჯვა 53,5%-ით.

მკვლელობამდე 1 კვირით ადრე თომასმა საკუთარი კუმირ ჩე გევარასადმი მიძღვნილ მიტინგზე გამოსვლისას თავისი სიტყვა ასე დაასრულა:

„რევოლუციონერები შეიძლება მოკლა, მაგრამ რევოლუციური იდეების მოკვლა შეუძლებელია“!

thomas-sankara-burkina-faso-2.jpg
სანკარას საფლავი აფრიკის მილიონობით მცხოვრებთათვის უწმინდესი ადგილია.

ტომას სანკარას მხარდამჭერების შეკრება მის საფლავთან 2007 წელს, მისი მკველობიდან 20 წლისთავზე

ჯონ სტაინბეკი: “რუსები სამოთხის ნაცვლად საქართველოზე ოცნებობენ”

7446506065.jpg

ცნობილი ამერიკელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში, ჯონ სტაინბეკი 1947 წელს თბილისს ეწვია ცნობილ ფოტოგრაფ რობერტ კაპასთან ერთად. ის აღფრთოვანებული დარჩა საბჭოთა საქართველოთი და თავისი შთაბეჭდილებები შემდგომ “რუსულ დღიურებში” გადმოსცა.

აი, რას წერდა სამშობლოში დაბრუნებული სტაინბეკი საქართველოსა და თბილისის შესახებ (იგი დედაქალაქის გარდა, გორსა და ბათუმშიც იყო):

“ყველგან, სადაც კი მოვხვდებოდით – რუსეთში, მოსკოვში, უკრაინაში, სტალინგრადში – გამუდმებით გვესმოდა მაგიური სიტყვა “საქართველო”… კავკასიის ამ ქვეყანას, შავი ზღვის პირას რომ მდებარეობს, მოიხსენიებდნენ როგორც მეორე სამოთხეს. ჩვენ უკვე გვჯეროდა, რომ რუსების უმრავლესობა იმედოვნებს, – თუკი მთელი ცხოვრება პატიოსნად და ზნეობრივად ვიცხოვრებთ, სიკვდილის შემდეგ სამოთხეში კი არ ამოვყოფთ თავს, არამედ საქართველოშიო”.

100.jpg
საფიქრებელია, რომ საქართველომ მას მოლოდინი გაუმართლა, რადგან ასე დაახასიათა ქართველები: “ისინი არიან მგზნებარენი, ამაყნი, გულმხურვალენი და მხიარულნი და რუსეთის სხვა ხალხების დიდ აღტაცებას იწვევენ… ქართველი მამაკაცები დიდი წარმატებით სარგებლობენ რუს ქალებში… თბილისელები უკეთესად არიან ჩაცმულნი და უფრო ლაღად გამოიყურებიან იმ ხალხთან შედარებით, ვისაც რუსეთში შევხვდით. ქუჩები ხალისიან და ცოცხალ შთაბეჭდილებას ტოვებს”.

0001.jpg

იქიდან გამომდინარე რომ სტაინბეკის შემოქმედებაში მუშათა კლასს გამორჩეული ადგილი ეკავა, მან საქართველოში სტუმრობისის განსაკუთრებული ყურადღება სოციალური ცხოვრების მომენტებს მიაქცია.

“ჩვენ თბილისის უნივერმაღები დავლაშქრეთ. ხალხით გაჭედილ მაღაზიებში არჩევანი საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ ფასები, განსაკუთრებით ტანსაცმელზე საკმაოდ მაღალი გახლდათ. ბამბის პერანგები სამოცდახუთი რუბლი, რეზინის კალოშები სამასი რუბლი, ხოლო პორტაბელური საბეჭდი მანქანის ფასი სამი ათას რუბლამდე აღწევდა.

მთელი დღე საზოგადოებრივ საცურაო აუზებში და ქალაქის პარკებში გავატარეთ. მშრომელთა პარკში პატარების რკინიგზა იყო მოწყობილი, რომლის მატარებელი იმდენად სრულყოფილი იყო დეტალებშიც კი, რომ მოხიბლულები დაგვტოვა. მემანქანის, ინჟინერის, მეხანძრის და სადგურის უფროსის როლსაც კი თვითონ ბავშვები ასრულებდნენ.

გასაოცარია თბილისში ზაფხულის საღამოები. ჰაერი ფაფუკი, მსუბუქი და მშრალია. ახალგაზრდა გოგო-ბიჭები უმისამართო სეირნობით ტკბებიან. მამაკაცების ჩაცმულობა გამოსარჩევად კოხტა იყო, მუნდირი ზოგჯერ თეთრი სქელი აბრეშუმისა, წელზე ქამრით შემოჭერილი, გრძელი ვიწრო შარვლები, და მსუბუქი შავი ჩექმები. საოცრად ლამაზი მოდგმაა ეს ქართველი კაცები.

ღამღამობით ძველი სახლების მაღალი აივნებიდან მელოდიური უცნაური სიმღერა გვესმოდა ხოლმე, რომელსაც აკომპანიმენტად მანდოლინის მსგავსი ინსტრუმენტის ხმა გასდევდა. ხანდახან ბნელი ქუჩებიდან მომავალი სალამურის ხმაც მოგვესმოდა.”

“ქართველები საბჭოთა კავშირში ყველაზე მოშვებული ხალხია; მოშვებული და ფიცხი და ხალისით აღსავსე. ალბათ ამიტომაც ეტრფიან მათ ასე რუსები. ალბათ მათაც სურთ, რომ ასეთები იყვნენ.”

123

ჯონ სტაინბეკმა აგრეთვე აღნიშნა, რომ საქართველოში ძალიან ბევრია ადამიანი, რომელიც აღმერთებს ხელოვნებას, განსაკუთრებით პოეტებს, მწერლებს, რომლებიც ცამდე აჰყავთ, ახალგაზრდები და გაუწაფავნიც კი. ჯონ სტაინბეკი წერს, რომ ეს კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანია საბჭოთა და ამერიკელ ადამიანებს შორის, ამერიკაში ხომ მწერალი არავის აინტერესებს, თითოეულმა მწერალმა თავად უნდა შეიქმნას კარიერა და მკითხველთა სიყვარული დაიმსახუროს.

ჩვენი ქვეყანა რომ მოეწონა, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ 20 წლის შემდეგ, 1967 წელს, სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, უკვე ნობელის პრემიის ლაურეატის და მსოფლიოში სახელგანთქმული მწერლის რანგში მორიგი საბჭოური ვოიაჟისას ისევ ეწვია საქართველოს და უთქვამს, – თბილისში არაფერი შეცვლილა, ისევ ისეთი ხალისიანი და სუფთააო… ალბათ, მართლა ასეთი იყო, თორემ ვინ აძალებდა სტაინბეკს, ტყუილი ეთქვა.

საინტერესოა რას იტყოდა სტაინბეკი დღევანდელი საქართველოს შემხედვარე?

ისლანდიის ჩუმი რევოლუცია, რომელიც წამყვანმა მედიებმა არ გააშუქეს

გსმენიათ თუ არა რამდენიმე წლის წინ  ისლანდიაში მომხდარი ჩუმი და მშვიდობიანი რევოლუციის შესახერბ? ალბათ არა. და იცით რატომ არ გაგიგიათ არაფერი? იმიტომ რომ ისლანდიაში მოხდა პროგრესული რევოლუცია, მაგრამ ეს არ აკნინებს მის რევოლუციურობას. ეს რევოლუცია შესაძლო გახდა მაშინ, როდესაც დემოკრატიული მმართველობის ბერკეტები ნამდვილად აღმოჩნდა თავმოყრილი უმრავლესობის ხელებში და არა უმცირესობის, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება.

iceland.jpeg

ზუსტად ამიტომაც ისლანდიის სამაგალითო პრეცედენტი არ გაშუქდა მეინსტრიმულ მედიაში. პირიქით ამ ფაქტს მალავენ, რადგან ეს არის უკანასკნელი, რაც ელიტებს სურთ რომ გაშუქდეს საზოგადოდ და სხვებისთვის გახდეს სამაგალითო. მაგრამ მოდით ვიყოთ თანმიმდევრულები.

რამდენიმე წლის წინ ისლანდიაში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის შედეგად ქვეყანამ მიიღო ახალი კონსტიტუცია. ეს რეფერენდუმი ფაქტობრივად შეიძლება მივიჩნიოთ ბოლო აკორდად იმ ბრძოლაში, რომელიც ისლანდიამ 2008 წლიდან წამოიწყო , როდესაც ფინანსურმა კრიზისმა და საბანკო სისტემის კრახმა გააკოტრა ქვეყანა.

მოვლენების მსგავსი განვითარება მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს ქვეყანა ვითარდებოდა, როგორც საუკეთესო „ნეოლიბერალური“ ეკონომიკა. ის იყო აგებული 2003 წლის ბანკების პრივატიზაციაზე და ახალი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ისინი ავითარებდნენ ონლაინ-ბანკინგს, რომელიც მინიმალური დანახარჯებით, შედარებით დიდ შემოსავალს იძლევა.

მართლაც ასეთმა რეფორმებმა მოიზიდეს ბრიტანული და ნიდერლანდური უცხოური კაპიტალი და ეკონომიკა სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა. მაგრამ იყო ერთი ნიუანსი, როგორც ეს ყოველთვის ხდება უცხოური კაპიტალის მოზიდვის დროს – იზრდებოდა ბანკების საგარეო ვალი. 2003 წ ისლანდიის ვალი შეადგენდა მშპ-ს 200 %-ს, ხოლო 2007 წელს ის უკვე  900 %-ს შეადგენდა. მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა 2008 წ ისლანდიას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. სამი მთავარი ისლანდიის ბანკი: Landbanki, Kapthing და Glitnir გაკოტრდნენ და ნაციონალიზებულნი იქნენ, ხოლო კრონამ ევროსთან მიმართებაში 85 %-იანი გაუფასურება განიცადა. წლის ბოლოს ისლანდიამ გაბანკროტება აღიარა.

დადგა ის დრო ისლანდიას გახსენებოდა, რომ ის დემოკრატიული ქვეყანაა. მაგრამ დასაწყისისთვის, ისლანდიელებმა გადაწყვიტის რომ  ჩვეულებრივ  წარმომადგენლობით“ დემოკრატიას მიყოლოდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ ისლანდიის მოსახლეობა ქუჩებში გამოვიდა და პროტესტს უცხადებდა მსუნაგ ბანკირებსა და უნიათო პოლიტიკოსებს, რომლებმაც დაუშვეს საბანკო სისტემის და შემდგომ სახელმწიფო ეკონომიკის კრახი. ამ საპროტესტო მსვლელობების შედეგად ისლანდიის მთავრობა გადადგა.

1425913848_19

არჩევნები ჩატარდა 2009 წელს, რომლის შედეგადაც ხელისუფლებაში მოვიდა მემარცხენე ძალა, რომელიც ერთის მხრივ აკრიტიკებდა ნეოლიბერალურ ეკონომიკას, ხოლო მეორე მხრივ ის მალევე დანებდა მსოფლოს ბანკის და ევროკავშირის ქვეყნების მოთხოვნებს დაეფარა ბანკების ვალი, რომელიც საერთო ჯამში 3, 5 მილიარდ ევროს შეადგენდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ამ ვალის დასაფარად, რომელიც ფაქტობრივად კერძო პირების (ბანკების მფლობებილის) ვალებს წარმოადგენდა სხვა კერძო პირების მიმართ, ისლანდიის თითოეულ მოქალაქეს 15 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ევრო უნდა გადაეხადა.

ეს უკვე იყო ზედმეტი ჩვეულებრივად წყნარი და აუღელვებელი ისლანდიელებისთვისაც კი. ამან გამოიწვია მოვლენების ექსტრაორდინალური განვითარების სცენარი. ის იდეა, რომ ჩვეულებრივ მოსახლეობას უნდა გადაეხადა ფინანსური ელიტების ვალები, რომლებიც მათ თავიანთი სიხარბით აიკიდეს, იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ ამან ახალი საპროტესტო ტალღები გამოიწვია. ამან აიძულა მთავრობა მიეღო თავისი მოსახლეობის პოზიცია. ამის შემდეგ პრეზიდენტ ოლაფურ რაგნარ გრიმსონმა უარი თქვა პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის რატიფიცირებაზე, რომელიც მოსახლეობას კაბალურ მდგომარეობაში ჩააგდებდა და დათანხმდა რეფერენდუმის ჩატარებას.

ამას მოყვა „თავისუფალი სამყაროს“ და „საერთაშორისო საზოგადოებისათვის“ დამახასიათებელი რეაქცია – ისლანდიაზე უდიდესი ზეგავლენა ხორციელდებოდა. ნიდერლანდები და ბრიტანეთი ემუქრებოდნენ ისლანდიას, ვალდებულებების არ შესრულების შემთხვევაში, ეკონომიკური სანქციებით და სრული იზოლაციითაც კი. მსოფლიო სავალუტო ბანკი ისლანდიას ემუქრებოდა, რომ მხარდაჭერის გარეშე დატოვებდა. ბრიტანეთის მთავრობა იმუქრებოდა ისლანდიური აქტივების გაყინვით ბრიტანეთის ტერიტორიაზე. მაგრამ ისლანდიამ გაუძლო ამ ზეწოლებს და მუქარებს.

პრეზიდენტმა გრიმსონმა განაცხადა: “ჩვენ გვემუქრებოდნენ, რომ არ დანებების შემთხვევაში ჩვენ ჩრდილოეთ კუბა გავხდებოდით, მაგრამ თუ ჩვენ დავნებდებოდით ჩვენ ჩრდილოეთ ჰაიტი გავხდებოდით.“

ოლაფურ რაგნარ გრიმსონი – ისლანდიის პრეზიდენტი 1996-2016 წლებში

რეფერენდუმი 2010 წლის მარტში ჩატარდა. ამ რეფერენდუმის შედეგად ისლანდიელებმა გადაწყვიტეს არ გადაეხადათ თავისი ბანკების საგარეო ვალი ბრიტანელებისთვბის და ჰოლანდიელებისათვის;  ამას მხარი დაუჭირა მოსახლეობის 93 %. მსოფლიო სავალუტო ბანკმა შეუწყვიტა კრედიტების გაცემა ისლანდიას. მაგრამ ისლანდიელებს უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდათ. მთავრობამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ფინანსურ კრიზისში დამნაშავეთა მიმართ. ინტერპოლმა გასცა საერთაშორისო ორდერი Kaupthing ბანკის დირექტორის და სხვა დამნაშავეთა დასაჭერად.

მაგრამ ისლანდიელები ამაზე არ შეჩერდნენ. იქნა მიღებული გადაწყვეტილება ახალი კონსტიტუციის მიღების თაობაზე, რომელიc გაათავისუფლებდა ისლანდიას მსოფლიო ფინანსური კორპორაციებისგან და ვირტუალური ფულისაგან. ამავდროულად ისლანდიელებმა ისურვეს თვითონ ერთად დაეწერათ ახალი კონსტიტუცია და მათ ეს გამოუვიდათ. უზენაესი კანონის პროექტს წერდა 950 შემთხვევით შერჩეული მოქალაქე, რომლებიცნაციონალურმა ასამბლეამ შეარჩია 2010 წელს.

იმისთვის რომ დამეთავრებინათ კონსტიტუციაში საბოლოო ცვლილებები ასახვა, მოსახლეობამ აირჩია საკონსტიტუციო საბჭო, რომელიც შედგებოდა 25 ადამიანისაგან. ჩვეულებრივი ადამიანები-მეთევზეები, ფერმერები, ექიმები, დიასახლისები, რომლებიც აირჩიეს იმ 522 კანდიდატიდან, რომელიც არასდროს მონაწილეობდა არც ერთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში და ყავდა მინიმუმ 30 სხვა რეკომენდატორი.

შემდგომ დაიწყო კანონების შემუშავებისა და ტექსტის დამუშავების პროცესი. ამის შემდეგ ისლანდიამ მიმართა „კრაუდსერფინგს“, რის მიხედვითაც მთელ მოსახლეობას მიეცა საშუალება ჩართულიყო სამუშაოში Facebook-ის, Twitter-ის და Youtube-ის მეშვეობით. ჩვეულებრივი ისლანდიელებისგან საერთო ჯამში დაგროვდა 3600 კომენტარი და 370 შენიშვნა საბჭოს მუშაობის მიმართ. ყოველ კვირას საბჭო აქვეყნებდა ახალ დებულებებს, რომლის გარშემო მიდიოდა განხილვები. რამდენიმე კვირის განხილვის შემდეგ საბჭო აქვეყნებდა დებულების საბოლოო ვერსიას და მის გარშემო კვლავ მიმდინარეობდა განხილვები. ამის გარდა საბჭოს სამუშაო პირდაპირ ეთერში გადიოდა, ხოლო საბჭოს წევრები, ყოველ კვირას დებდნენ ანგარიშებს ჩატარებული სამუშაოს შესახებ. ამის შემდეგ საბჭოს ყველა წევრმა ხმა მისცა კონსტიტუციის შედგენის სამუშაოს დამთავრებას.

კონსტიტუცია იწყება შემდეგი სიტყვებით: „ჩვენ ვართ ისლანდიის მოქალაქეები და გვსურს გვქონდეს თანაბარი ადგილი საერთო სუფრის გარშემო“

ისლანდიელები აღიარებენ, რომ ეს ფრაზა ცუდად და არასათანადოდ ჟღერს სხვადასხვა ენებზე თარგმნის დროს, მაგრამ იუწყებიან, რომ ის გასაგებია ყველა ისლანდიელისათვის და ზუსტად ასახავს მოსახლეობის მისწრაფებებს. კონსტიტუციის მიხედვით ბუნებრივი რესურსები საზოგადოებას ეკუთვნის, რომელიც ავალდებულებს მთავრობას იქონიოს სახელმწიფო დოკუმენტები ყველასთვის ღია წვდომაში, თუ მათ “გრიფით საიდუმლო“ არ ადევს. ასევე ის ავალდებულებს მთავრობას იზრუნოს არა მხოლოდ ისლანდიის მოსახლეობაზე, არამედ მთელ კაცობრიობასა და ბიოსფეროზე. ცალკეული სტატიები იცავენ ასევე ცხოველების უფლებებს.

ამ დოკუმენტში ადგილი მოიძებნა საკმაოდ არქაულ კანონისთვისაც, რომელიც დიდი ხანია ამოღებულია ევროპული კონსტიტუციების უმეტესობიდან. ის უნარჩუნებს ევანგელისტურ-ლუთერანულ ეკლესიას სახელმწიფო ეკლესიის სტატუსს.

აქ უნდა აღინიშნოს მოვლენათა განვითარების საინტერესო ნიუანსი. კონსტიტუციური საბჭოს შემადგენლობა გამოდგა, როგორც დღეს ხმარობენ ამ ტერმინს -„ევროსოციალისტური“. ეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისლანდიელების უმეტესობა მემარცხენეობისკენ იხრება, არამედ ისლანდიელი მემარჯვენეების სისულელის და უნიათობის გამო. ყოფილმა მმართველმა „პროგრესულმა“ და „დამოუკიდებებლობის“ პარტიებმა მოუწოდეს მოსახლეობას კონსტიტუციის შემუშავების ბოიკოტირებისკენ, მათ დაუჯერეს მომხრეებმა და გამოდგა ისე, რომ ახალ კონსტიტუციაში ჭარბობს მემარცხენე იდეები.

და ასე ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, ხელისუფლება ჩაბარდა უმრავლესობას. ეს პროექტი იმდენად წარმატებული გამოდგა რომ დასავლური მედია მალავს 23 ოქტომბრის რეფერენდუმის შედეგებს, რომლის შედეგად ახალი კონსტიტუციის მიღებას მხარი დაუჭირა ისლანდიის 80%.

ალბათ ხვდებით, საკმარისი იყო ისლანდიის მთავრობას მოსახლოების უმრავლეოსობის ინტერესებიდან გამომდინარე ემოქმედა არა ფინანსური ელიტების, ჩვენ პრივატიზაციის ნაცვლად ნაციონალიზაცია მივიღეთ, ინფორმაციის ჩაკეტილობის მაგივრად – გამჭვირვალობა, წარმომადგენლობითი დემოკრატიის მაგივრად -პირდაპირი დემოკრატია.

ნეოლიბერალური ელიტა ვერ აიტანს და არ შეეგუება იმ ფაქტს, რომ ისლანდიის მაგალითს სხვებმაც მიმართონ. დღეს ბერძნებს, იტალიელებს, ესპანელებს და პორტუგალიელებს ასწავლიან, რომ საჯარო სექტორის პრივატიზაცია არის პანაცეა.

ამ ქვეყნებში, რომლებსაც დასავლურ მედიაში PIGS-ს  [ღორები] (Portugal, Italy, Greece, Spain) უწოდებენ, ხშირად ეწყობა მასობრივი გამოსვლები და ტრანსპარანტებზე ხშირად შეიძლება დავინახოთ „ისლანდია“, რის მიზეზზეც მედია საერთოდ არ საუბრობს.

iceland-protest-600x361.jpg

ამიტომაც ისლანდიის რეფერენდუმის და მშვიდობიანი რევოლუციის შესახებ ძალიან ცოტა ადამიანს თუ გაუგია. მედია, რომელიც კონტროლდება ნეოლიბერუალური ელიტების მიერ, შეგნებულად მალავს ამ ინფორმაციას, რადგან თუ ეს პრეცედენტი ტენდენციის იერსახეს მიიღებს ის დიდად დააზარალებს მმართველ ელიტებს მთელ მსოფლიოში.