საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება, როგორც სუიციდური პოლიტიკა

download.jpg

საზღვრის გადმოწევაზე წუწუნი არის თანამედროვე საქართველოს მდგომარეობის კარგი ასახვა. ისტერიულად მიიწევ ნატოში, მაშინ როცა მთავარ მტრად რუსეთი მას მიიჩნევს. ამის გამო შემხვედრ ნაბიჯებს დგამს და პასუხი არის პანიკა. თუ გადავწყვიტეთ ასეთი კონფრონტაციული პოლიტიკა რუსეთთან, მაშინ უნდა ვთქვათ რომ ვართ საომარ მდგომარეობაში. თუ საომარ მდგომარეობაში ვართ უნდა მომზადებული ვიყოთ და სათანადო პასუხიც გავცეთ, მაგრამ ყველამ იცის, რომ ამის არც საშუალება და არც გამბედაობა არ გაგვაჩნია (და რომ ზოგადად ირაციონალურია ეს მიდგომა). ამიტომ ყოველთვის რუსეთის ამგვარ ქმედებას, რაც როგორც ზემოთ ვთქვი ცალმხრივი არაა, მოჰყვება მხოლოდ პანიკა. პანიკა კი, საომარ მდგომარეობაში წაგების ტოლფასია. ესეიგი, რა გამოდის? ჩვენივე საგარეო პოლიტიკით ვქმნით მდგომარეობას, საიდანაც წინასწარ ვიცით, რომ წაგებული გამოვალთ.

download.png

ადრეც დამიწერია რომ ეს არის სუიციდური პოლიტიკა, ყოვლად ირაციონალური და აბსურდული. მე მიმაჩნია, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსავალი არის რეგიონში რუსეთის ლეგიტიმური ინტერესების აღიარება და კონფრონტაციული რეჟიმიდან დიალოგის რეჟიმზე გადასვლა, რაც პირველ რიგში ნატოში (არა აუცილებლად ევროკავშირში) მისწრაფებაზე უარის თქმას ნიშნავს.

მიმდინარე გლობალური ცვლილებების გათვალისწინებით, ის დრო როდესაც კონფრონტაციის რეჟიმში ყოფნას და ამერიკასთან უპირობო ალიანსს საქართველოსთვის განვითარების მოტანა შეეძლო გასულია და შანსი დაკარგულია. ასეთი მდგომარეობა კარგად გამოიყენეს აზიის ვეფხვებმა (სინგაპური, ჰონგ კონგი, სამხრეთ კორეა, ტაივანი) 1960-იანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც ამერიკა მათ იყენებდა, როგორც დასაყრდენს კომუნისტური საფრთხის გავრცელების წინააღმდეგ, აძლევდა უზარმაზარ რესურსებს, მაგრამ სათანადოდ ვერ აკონტროლებდა ამ რესურსების გამოყენებას ეკონომიკაში. ამ ქვეყნებმა კი აღნიშნული რესურსები ეროვნული ეკონომიკების გასაძლიერებლად გამოიყენეს – შექმნეს უძლიერესი ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრიული ბაზა. ჩვენ ეს შანსი სააკაშვილის პერიოდში ხელიდან გავუშვით. ფული ჩაიდო მახინჯი საბანკო-საფინანსო სისტემის შექმნაში, ტურისტულ ინფრასტრუქტურაში, სპეკულაციურ მშენებლობაში, საწარმოო სიმძლავრეების ფიზიკურ და ინტელექტუალურ განადგურებაში. აზიური ინდუსტრიალიზაციისგან განსხვავებით ეს ზომები არ გამოდგა ეკონომიკისთვის გრძელვადიან სტიმულად.

დღეს საერთაშორისო მდგომარეობა შეცვლილია და რაც დროზე ვაღიარებთ ამას მით უკეთესი. ჩემი აზრით დღეს უპირობო ალიანსების ძიების მაგიერ საქართველო უნდა გადავიდეს რაციონალურ საგარეო პოლიტიკაზე, სადაც ხდება სხვადასხვა ძალის ინტერესების გათვალისწინება და შეჯერება. ასეთ მდგომარეობაშია დღეს ფინეთი, რომელსაც რუსეთი პირდაპირ უკრძალავს ნატოში შესვლას, მაგრამ ამით ფინეთი მხოლოდ სარგებლობს.

© ლევან ასაბაშვილი

Advertisements

საქართველომ გაეროში ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლას მხარი არ დაუჭირა

Untitled

გაეროს გენერალური ანსამბლეის მესამე კომიტეტმა რუსეთის ინიციატივით მიიღო რეზოლუცია ნაციზმის განდიდებას წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. რეზოლუციაში ნათქვამი იყო, რომ ნაციზმის განდიდების ნებისმიერი ფორმა უნდა იყოს აკრძალული, რადგანაც ეს რასიზმთან და ქსენოფობისთან ერთად კაცობრიობის მშვიდობიანი თანაცხორებისთვის უდიდესი საფრთხის შემცველია.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ნელ-ნელა ფეხს იკიდებს ნაცისტური, ექსტრემისტული და ასევე რასისტური პოლიტიკური გაერთანებები და ღიად ცდილობენ ნაცისტური იდეოლოგიის გავრცელებას.

პროექტის რეზოლუციას მხარი დაუჭირა 115-მა სახელმწიფომ, ხის მიცემისგან თავი შეიკავა 55-მა, ხოლო რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მიცა მხოლოდ 3-მა სახელმწიფომ. ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა არ მიიღო 20-მა სახელმწიფო.

ალბათ გაინტერესებთ რომელმა სახელმწიფოებმა დაუჭირეს ღიად მხარი ნაციზმს და ნაციცმის აკრძალვის საწინააღმდეგოდ მიცეს ხმა. ეს ქვეყნებია: აშშ, კანადა და უკრაინა.

დამაფიქრებელია ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია. საქართველომ მხარი არ დაუჭირა ნაციზმის განდიდების აკრძალვას და ხმის მიცემისგან თავის შეიკავა. საინტერესოა ქსენოფობიას და ჰომოფობიას თუ ასე აქტიურად ებრძვიენ აშშ-ში და ევროპაში, მაშინ ნაციზმთან ბრძოლა რატომ არ მიაჩნიათ მნიშვნელოვნად?

ქვემოთ ნაჩვენებ რუქაზე ნაჩვენებია, თუ რომელმა ქვეყანებმა დაუჭირეს ამ რეზოლუაციას მხარი, და რომლებმა არა.

Untitled

საქართველო მსოფლიოში 71-ზე ადგილზეა ტერორიზმის საფრთხის მიხედვით

maxresdefault

საქართველომ 71-ე ადგილი დაიკავა მსოლფიოს ყველაზე სახიფათო, ტერორისტული საფრთხეების მქონე ქვეყნების სიაში ლონდონში გამოქვეყნებული ”გლობალური ტერორიზმის რეიტინგი 2015”-ს მიხედვით. კვლევა ეკონომიკის და მშვიდობის ინსტიტუტმა გამოქვეყნა.

შედარებისთვის რუსეთი 23-ე პოზიციაზეა, ხოლო აშშ 35-ზე. ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი 93-ე ადგილზე, ხოლო სომხეთი 166-ზე. კვლევის თანახმად ჩვენს რეგიონში ტერორიზმის მხრივ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა სწორედ სომხეთია.

საქართველოზე კი შეძლება ითქვას, რომ ტერორიზმის კუთხით უფრო მეტად სახიფათო ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, ვიდრე უსაფრთხო.

კვლევის ორიგინალი შეგიძლია იხილოთ ამ ბმულზე:

http://bit.ly/1CLc1Qz

რატომ ატყუებს ხელისუფლება მოსახლეობას ასოცირების ხელშეკრულების შესახებ?

ხელისუფლების განცხადებით 2014 წლის 1 სექტემბერს ასოცირების ხელშეკრულების ნაწილი ამოქმედდა, რის შედეგადაც ევროკავშირის ეკონომიკურ ბაზარზე ქართული პროდუქცია უტარიფოდ შედის.


ეს არის სიცრუე, რადგანაც ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაში შავით თეთრზე  წერია – 28 პროდუქტი, რომელიც ევროკავშირისთვის „მგრძნობიარე“ პროდუქციად ითვლება მონიტორინგს დაექვემდებარება. ეს 28 პროდუქცტი არის სოფლის მეურნეობის პროდუქცია კიტრი, პომიდორი და ა.შ. – რისი გატანაც შეიძლება საქართველოდან ევროკავშირში.

გაინტერესებთ ალბათ რა სახის მონიტორინგზეა საუბარი. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში გაწერლია, რომ ამ 28 პროდუქტზე იმოქმედებს   „შესვლის ფასი“ – Entry Price, ანუ იმპორტის ფიქსირებული ფასი. ანუ, თუ საქართველოში შექმნილი პროდუქციის გასაყიდი ფასი (საინვოისო ფასი) ევროკავშირის დადგენილ 1 1 ფიქსირებულ ფასზე დაბალი იქნება, იმპორტიორს ამ ფასთა სხვაობის დაფარვა მოუწევს, ხოლო თუ გასაყიდი ფასი ევროკავშირის „ფასის“ ტოლი ან მასზე მეტი იქნება, პროდუქცია საბაჟო გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება.

ანუ ლოგიკურად გამოდის თუ საქართველოდან ევროკავშირში გატანილი პროდუქციის ფასი ევროკავშირისთვის არ იქნება მისაღები (ანუ მეტისმეტად იაფი იქნება) ის პროდუქცია ევროკავშირში ვერ შევა, ან ქართველმა მეწარმემ თვითონ უნდა დაფაროს ეს სხვაობა.

შეზღუდავს თუ არა ქართული სახელმწიფოებრიობის სუვერენიტეტს ევროკავშირი?

თანამედროვე საერთაშორისო სისტემის ფორმირება ვესტფალის 1648 წლის ზავიდან იწყებს ათვლას, როდესაც საერთაშორისო არენაზე გამოჩდნენ ერი (სუვერენული) სახელწმიფოები. ამ ხნის განმავლობაში, საერთაშორისო სისტემა სხვადასხვა დროს განიცდიდა კორექტირებას, თუმცა მისი ფუნქციონირების არსი არასდროს შეცვლილა, ვინაიდან ერი (სუვერენული) სახელმწიფოების არსებობა (გამონაკლისი შემთხვევბის გარდა) ეჭვქვეშ მანამდე არ დამდგარა.

ისტორიის სხვადასხვა დროის მონაკვეთში, ფორმირებული მსოფლიო პოლიტიკური წესრიგების პერიოდიზაციას თუ მოვახდენთ, იგი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 1648 წლიდან 1815 წლამდე
  • 1815 წლიდან 1914 წლამდე
  • 1918 წლიდან 1939 წლამდე
  • 1945-დან 1991 წლამდე.

ჩემს ამოცანას არ წარმოადგენს, მთლიანი მიმოხილვა მოვახდინო, სხვადასხვა დროს ფორმირებული მსოფლიო პოლიტიკური წესრიგისა, არამედ განვიხილო, მხოლოდ ბოლო პერიოდი და ის, თუ რა უნდა ზსახელწმიფოს შენარჩუნების მცდელობის გზაზე.

tttt

როგორც ბევრი დასავლელი ავტორი აღნიშნავს, ბოლო წესრიგის ანუ ბიპოლარული საერთაშორისო მოდელის დემონტაჟის შემდეგ, სუვერენული სახელწმიფოების არსებობას სერიოზული საფრთხე მიადგა, ვინაიდან უნიპოლარული მოდელის დასავლელი არქიტექტორები საერთაშორისო სისტემის ახალ მოდელზე გადასვლისას, მთავარ ყურადღებას ახდენდნენ იერარქიული მოდელის შემუშავებაზე, ანუ ერთი მართვის ცენტრი, ხოლო  სხვა დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტები მასზე დაქვემდებარებული (მათთვის მნიშვნელობა არ აქვს მართვის ცენტრი ბრიუსელი იქნება თუ ვაშინგოტონი, სხვადსხვა ავტორს სხვადასხვანიარად წარმოუდგენია). მაგალითად, ზბიგნევ ბჟეზინისკი შემდეგნაირად აღწერს ამ მოვლენას: „ ბოლოს და ბოლოს დადგება დრო, როდესაც მსოფლიო პოლიტიკისთვის სრულიად არა დამახასიათებელ მოვლენას ექნება ადგილი, კერძოდ, ძალაუფლების კონცეტრაციას ერთი სახელწმიფოს ხელში“.

ზოგად კონტექსტში თუ ავიღებთ ამერიკელი გლობალისტების კონცეპტუალურ ნაშრომებს, მათ ეს პროცესი წარმოუდგენიათ შემდეგნაირად: უნდა მოხდეს იმ სახელმწიფოთა ინტეგრირება  ევროკავშირში, რომლებმაც ბიპოლარული სისტემის რღვევის შემდეგ მიიღეს დამოუკიდებლობა, ანუ მიიღეს ერი (სუვერენული) სახელმწიფოს სტატუსი. პირველ ეტაპზე იდგა, პოსტკომუნისტურ სახელწმიფოთა ინტეგრაცია, ევროკავშირის ეგიდით გლობალური მართვის სისტემაში. როგორც ახლო  ისტორიულმა წარსულმა გვიჩვენა, ე.წ. პოსტკომუნისტური სახელწმიფოების,   ევროკავშირში ინტეგრირება, შედარებით ადვილად მოხერხდა გეოგრაფიული სიახლოვიდან გამომდინარე. მეორე ეტაპი, გულისხმობდა პოსტსაბჭოთა სივრცის ახლად აღმოცენებულ სახელმწფიოების ეტაპობრივ ინტეგრაციაზე ევროკავშირში, რომელსაც გავდივართ ეხლა.

თუ რატომ არიან მოწადინებილნი ამერიკელები ევროკავშირის გაფართოებით და მასში პოსტსაბჭოთა სივრცის დამოუკიდებელი სახელმწიფოების ინტეგრირებით, კარგად ჩანს აწუკვე ნახსენები ამერიკული საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი დოქტრინისტის ზბიგნევ ბჟეზინსკის სიტყვებიდან: „ ევროკავშირის გაფართოება ამერიკის ინტერესების გაფართოებაა…“ „ სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ მთელი ცივი ომის განმავლობაში ევროპა დე-ფაქტო წარმოადგენდა ამერიკის პროტექტორატს.“ თუ ამ ორ წინადადებას ლოგიკურად დავაკავშირებთ ერთმანეთთან, შეიძლება მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება. კერძოდ, თუ ევროპა წარმოადგენდა ამერიკის პროტექტორატს, პირველის გაფართოება ავტომატურად გამოიწვევდა პროტექტორის გავლენის სფეროს გაფართოებასაც.

79980_900[1]

კიდევ ერთი  უმსხვილესი ამერიკელი სტრატეგი, თომას ბარნეთი თავის ცნობილ წიგნში „პენტაგონის ახალი რუკა“ შემდეგნაირად გადმოსცემს აღნიშნულ პროცესს. მას ხმარებაში შემოაქვს ტერმინები, „ჩართულობის“ და „გამორთულობის“ ზონები.  ჩართულობის ზონა გულისოხმობს, ისეთ გეოგრაფიულ არეალს, რომლის ინტეგრირება შესაძლებელია გლობალური მართვის ველში, ხოლო გამორთულობის ზონაში კი შედიან  ისეთ სახელმწიფოები, რომლის ინტეგრირება შეუძლებელია ზემოთ აღნიშნულ სივრცეში და მისი სიტყვებით, გამორთულობის ზონაში არსებული სახელმწიფოების ლიკვიდაცია უნდა მოხდეს სამხედრო გზით. აქვე მინდა დავამატო, რომ რაც მთავარია ჩართულობის ზონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს  ნაწილად, ავტორი განიხილავს პოსტსაბჭოთა სივრცესაც. თუ ამ ორი უმსხვილესი ავტორების კონცეპტუალურ მოდელებს ერთმანეთთან დავაკავშირებთ, გამოდის, რომ ევროკავშირში ახალი სახელწმიფოების ინტეგრირებით ამერიკელების საპროტექტორატო ტერიტორია კიდევ უფრო გაიზრდება. ერთიანი გლობალური მართვის სისტემის შექმნის შემთხვევაში კი, სუვერენული სახელმწიფოების არსებობას ყოველგვარი აზრი რომდაეკარგება საერთაშორისო ურთიერთობებში აქსიომას წარმოადგენს.

ამერიკელებმა ერი (სუვერენული) სახლემწიფოს კონცეპტუალური პარადიგმა გლობალური დღის წესრიგიდან რომ მოხსნეს, ამაზე ნათლად მიუთითებს საგარეო ურთიერთობათა საბჭოს СFR-ისპრეზიდენტის, რიჩარდ ნათან ჰაასის 2000 წლის 11 ნოემბერს მოხსენებისსიტყვებიდან, რომლის სათაური გახლდათ „იმპერიული ამერიკა“- „ დადგა დრო ამერიკელებისთვის, რათა გადახედონ საკუთარ როლს  ნაცია-სახელმწიფოს ტრადიციული მოდგომიდან იმპერიული ძელვამოსილებისკენ.“

huge

ზემოთ ჩამოყალიბებული კონცეპტუალური ნააზრევების განხილვის შემდეგ, რა უნდა მოიმოქმედოს საქართველომ, რომ შეინარჩუნოს სუვერენული სახელმწიფოს თუნდაც ფორმალური სტატუსი? ჩემი აზრით ეს მხოლოდ საქართველოზე არ იქნება დამოკიდებული, ვინაიდან  საერთაშორისო წესრიგის გლობალურ მოდელებს ქმნიან დიდი გეოპოლიტიკური აქტორები.  თუმცა, საქართველოსაც შეუძლია შეიტანოს ამაში მოკრძალებული წვლილი. მაგალითად, ჩვენთვის მიუღებელი უნდა იყოს, ძლიერი გლობალური გაერთიანებების ინტეგრირებისკენ სწრაფვა, რადგან როგორც ერთხელ უკვე მოხდა ისტორიაში, მეოცე საუკუნის 20-იან წლებში დავკარგეთ  სუვერენულობა, საბჭოთა კავშირში გაწევრიანებით (ადგილი ჰქონდა იძულებას თუ სხვა რამე მეთოდს ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა). ამიტომ, დღეს ევროკავშირისკენ სწრფვა პოტენციურად დესუვერენიზაციისკენ გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯია.

მართალია,დღევანდელი გადასახედიდან ევროკავშირი სუვერენული სახელწმიფოების გაერთიანებაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ რაღაც რამოდენიმე წლის წინ, აშკარად იდგა საკითხი ევროპის ერთიანი კონსტიტუციის მიღების და ერთიანი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის შემოღების მცდელობა. თუმცა როგორც მოგეხსენებათ იგი ჩავარდა ამ ეტაპზე, მაგრამ მომავალში რა მოხდება ამისგან დაზღვეული არც ერთი სახელმწიფო არ არის. სხვათა შორის ერთიანი ევროპული ფედერაციის შექმნის იდეა ერთიანი კონსტიტუციით, არც ისე ახალია და იგი ბენჟამენ ფრანკლინს ეკუთვნის. მან ამერიკის კონსტიტუციაზე მუშაობის მიმდინარეობის დროს, თავის ევროპელ მეგობრებს შემდეგი შინაარსის წერილი მისწერა: „ მე გიგზავნით ახალი ფედერალური კონსტიტუციის პროექტს ჩვენი შტატებისათვის… თუ ის გაიმარჯვებს, მე არ მესმის რატომ არ უნდა სცადოთ თქვენ ევროპაში შექმნათ ფედერალური კავშირი და ერთი დიდი რესპუბლიკა განსხვავებული ყველა სხვადასხვა ევროპული სახელწმიფოსა და სამეფოსაგან.“  მიჩნდება შეკითხვის დასმის სურვილი, თუ ევროკავშირში საბოლოოდ გაიმარჯვებს აზრი, ერთიანი კონსტიტუციის მიღების და  ერთიანი საგარეო საქმეთა სამინტროს სტრუქტურის ფორმირების შესახებ, ევროკავშირში შემავალი სახელწმიფოები შეინარჩუნებენ დამოუკიდებელი სახეწლმიფოს სტატუსს? რაღაც ეჭვი მეპარება!

არ გამოვრიცხავ, რომ ევროკავშირმაც არც თუ შორეულ პერსპექტივაში,საბჭოთა კავშირის გზით წავიდეს და ერთიანი გლობალური ფედერაციული მოდელის შექმნადაისახოს მიზნად. გნსხვავება მხოლოდ ერთი იქნება, იდეოლოგიური! საბჭოთა კავშირი თუ ულტრამემარხცენე, კომუნისტურ იდეოლოგიას ეყრდნობოდა, ევროკავშირი ლიბელარულ იდეოლოგიურ პლატფორმაზე დაგება. თუ პირველი, მუშათა კლასის ინტერესების დამცველი იყო, მეორე ინდივიდების უფლებების დამცველი გაერთაინება იქნება. არც ერთ და არც მეორე გლობალურ პროექტში, არ ჩანდა და არ ჩანს, ერის, როგორც ისტორიულ-კულტურული ერთობის და მისი თვითმყოფადობის უზრუნველმყოფელი სუვერენული სახელწმიფოების ადგილი.

1410597296_c1bad16e3c9a906adf66343eed14987d

თუზოგადად განვიხილავთ გლობალური მაშტაბის კონფედერაციულ მოდელებს საერთაშორისო სისტემებთან მიმართების ფარგლებში, შეიძლება ითქვას, რომ როგორც საბჭოთა კავშირიც და ბიპოლარული სისტემაც მიუღებელი იყო საქართველოსთვის, რომელიც ხელშემწყობი ფაქტორი გახდა, საქართველოს სახელწმიფოებრიობის დაკარგვის, იგივე შეიძლება ითქვას საქართველოს ევრკავშირში ინტეგრაციაზე და უნიპოლარულ საერთაშორისო სისტემაზეც, ვინაიდან ეს პროცესი გამოიწვევს მომავალში ეტაპობრივ დესუვერენიზაციას. ამიტომ ჩვენთვის, ქართველი ერის ბუნებრივი მოთხოვნილებებიდან გამოდმინარე, გვსურს ერი (სუვერენული) სახელწმიფოს შენარჩუნებაფორმალურად მაინც და მისი განვითარება, ყველაზე ხელსაყრელლ ვარიანტს წარმოადგენს მულტიპოლარული საერთაშორისო სისტემის ფორმირება, რომლის შემთხვევაში აღმოვჩნდებით შუალედურ მდგომარეობაში, რომელიც გულისმხობს თავის დაღწევას, როგორც ბიპოლარულისაგან, ისე   უნიპოლარული საერთაშორისო სისტემისაგან და მათთან დაკავშირებული გლობალური გაერთიანებებისაგან. რაც შეეხება მულტიპორლარიზმის იდეისთვის ხორცშესხმა ამ ეტაპზე შეუძლია, მხოლოდ ერთ სახელწმიფოს რუსეთის ფედერაციას, რომელიც გახლავთ შემაკავებელი ფაქტორი ერი(სუვერენული)-სახელმწიფოების ფუნქციონირებაზე აგებული საერთაშორისო სისტემის დემონტაჟის. თან სახელმწიფო ისეთ მდგომარეობაშია, რომ არც ერთი პარამეტრებით, განსაკუთრებით ეკონომიკური და იდეოლოგიური თვალსაზრისით, არ შესწევს უნარი მოახდინოს მის გარშემო არსებული ქვეყნების ინკორპორირება და შესაბამისად მათი იურიდიული დესუვერენიზაცია.

ჩემი ღრმა რწმენით, ამ ეტაპზე, ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელია, გაწონასწორებული საგარეო პოლიტიკის წარმოება, რომელიც გულისხმობს რომელიმე მიმართულებით, ღრმა პოლიტიკური ნაბიჯებისგან თავშეკავებას. საქართველო  რეგიონში უნდა იქცეს, ორი განსხვავებული გლობალური გეოპოლიტიკური პროექტის (ევროკავშირი და ევრაზიული საბაჟო კავშირი), ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის და არა კონფრონტაციის არენად.

ირაკლი ბენუა

 

რა გავლენას მოახდენს ნავთობის საერთაშორისო ფასების ცვლილება ქართულ ეკონომიკაზე?

ნავთობი, მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მამოძრავებელი ძალაა. ბოლო ნახევარ წელიწადში მისი შემცირებული ფასი 100-დან 60 აშშ დოლარამდე (იხ. სურათი #1), ეკონომიკის სტიმულირებას შეუწყობს ხელს.

N1

თუმცა, ნავთობის დაბალმა ფასებმა საქართველოზე შესაძლოა არაერთმნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს. საქმე იმაში გახლავთ, რომ ერთი მხრივ ნავთობზე, შესაბამისად ბენზინზეც ფასების გაიაფება ცალსახად პოზიტიური იქნება ქართული ეკონომიკის სხვადასხვა აქტორებისთვის. ამავდროულად, მეორე მხრივ, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თავის მეზობელ, ნავთობმომპოვებელ ქვეყნებზე – რუსეთსა და აზერბაიჯანზე, შესაძლოა ფასების შემცირებით გამოწვეული პოზიტიური ეფექტები განეიტრალდეს. კერძოდ, საქართველო დამოკიდებული აზერბაჯანსა და რუსეთზე შემდეგი მიმართულებით:

  1. პირდაპირ უცხოური ინვესტიციები – 2014 წ. III კვარტლის მონაცემებით აზერბაიჯანსა ($219 მლნ ან/და 24%) და რუსეთზე ($55 მლნ ან/და 6%) ჯამურად პუი-ს 30% მოდის (იხ. დიაგრამა 2).

N22.    ფულადი გზავნილები – 2013 წელს რუსეთიდან გზავნილებმა მთლიანი გზავნილების 54% ან/და $800 მლნ შეადგინა; 2014 წლის 11 თვის მონაცემებით კი რუსეთიდან გზავნილები შემცირებულია და ის მთლიანი გზავნილების 50% ან/და $662 მლნ-ს შეადგენს. აზერბაიჯანის წილი ფაქტობრივად უმნიშვნელოა და 1-2%-ის ფარგლებშია (იხ. დიაგრამა 3).

N3

3.    ექსპორტი – 2013 წლის მონაცემებით ქართული საექსპორტო ბაზრის ნომერ პირველი და ნომერ მესამე მოთამაშეები სწორებ აზერბაიჯანი (25%) და რუსეთი (7%) იყვნენ. 2014 წელს კი 11 თვის მონაცემებით აზერბაიჯანში ექსპორტი 20%-მდეა შემცირებული, რუსეთში კი 10%-მდე გაზრდილი (იხ. სურათი 4).

N4

შენიშვნა* ყავისფერი – 2013 წელი; წითელი – 2014 წელი. წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური http://www.geostatge

2015 წელს ნავთობზე ფასების დაბალმა ფასებმა შესაძლოა საქართველოს ორ მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორს დიდი ზიანი მიაყენოს და შედეგად საქართველოც დაზარალდეს, ზემო ხსენებული მიზეზების გამო, აცხადებს „თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის“ წარმომადგენელი – ვახტანგ ჭარაია, ამიტომ, ორმაგი დარტყმის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია ბენზინის ფასების ქართულ ბაზარზე გაიაფების ხელშეწყობა, რათა ეკონომიკის პროგრესირებას შეეწყოს ხელი.

ქართულ ბაზარზე დღეს დამყარებული ფასები საკმაოდ მაღალია, ამაზე მიგვანიშნებს თუნდაც ნავთობიმპორტიორების მიერ (ლუკოილი, სოკარი, გალფი, ვისოლი და სხვები) ბენზინის ფასის საშუალოდ 10-15 თეთრით გაიაფება და დამატებით ე.წ. საახალწლო ფასდაკლებების შემოღება – პრემიერ მინისტრის ერთი განცხადების საფუძველზე… აგრეთვე საინტერესოა, რომ ბენზინის საშუალო ფასი კონსოლიდირებულ ტენდერზე დაახლოებით 50 თეთრით უფრო დაბალია ვიდრე საცალო გაყიდვაში, ნავთობკომპანიები კი არცერთ შემთხვევაში არ იმუშავებენ მათი ინტერესების საზიანოდ (იხ. სურათი 5).

N5

უფრო მეტიც, თუ მაგ.: თუ კონსოლიდირებულ ტენდერზე სუპერის ტიპის ბენზინს ნავთობიმპორტიორები მთავრობას აწვდიან 1.57 თეთრად, ეს იმას ნიშნავს რომ ამ ფასის პირობებშიც ისინი მოგებაზე გადიან, საცალო გაყოდვის ფასზე ხომ საუბარიც ზედმეტია (იხ. სურათი 6).

N6

ჩვენი გაანგარიშებით, ბენზინის თვითღირებულების საშუალო ფასი დღეს ბაზარზე 1.2 ლარს არ აღემატება!

2014 წლის  23  დეკემბრის მდგომარეობით «PLATT”S»-ის მიხედვით საერთაშორისო ფასები ბენზინზე შეადგენს – 532,00 დოლარი/ტონაზე. რასაც ემატება:

ა) 532,00 დოლარი/ტონაზე * 1.9 (ლარი/დოლარი კურსი) = 1010,8 ლარი;

ბ) დღგ  – 180 ლარი;

გ) აქციზი – 250 ლარი;

დ) ტრანსპორტირება – 90 ლარი;

სულ 1531 ლარი  / 1 ტონა ბენზინზე (1300 ლ.) = 1.18 ლარი

ვახტანგ ჭარაია

ქართული ეკონომიკის დამოუკიდებლობის ხარისხი

დღეისათვის მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები კარგად აჩვენებს იმას თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ნებისმიერი სახელმწიფოსათვის მისი ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხარისხი.

თავისმხრივ, ეკონომიკური დამოუკიდებლობა გულისხმობს სახელმწიფოს უნარს შექმნას ეროვნული დოვლათი ისე რომ არ იყოს დამოკიდებული სხვა სახელმწიფოებზე და გარე ფაქტორებზე, არც დოვლათის შექმნისთვის საჭირო რესურსების (ფინანსური სახსრების, ნედლეულის, ინტელექტუალური კაპიტალის) და არც გასაღების ბაზრების (საექსპორტო სივრცის) კუთხით.

ჩვენთვის ამ მხრივ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხარისხი და მასზე დადებითად თუ უარყოფითად ზემოქმედი ფაქტორების ანალიზი.

დავიწყოთ მთლიანი საგარეო-სავაჭრო ბრუნვის განხილვით.

ek

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2013 წლის ჯამური მონაცემებით, საქართველოს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის (10793 მლნ აშშ დოლარი), 73% მოდის იმპორტზე, ხოლო 27% კი ექსპორტზე. თუ აღნიშნულ იმპორტის მაჩვენებელს შევაფარდებთ სამომხმარებლო დანახარჯების წლიურ (2013წ) მაჩვენებელთან ვნახავთ, რომ ქვეყნის შიგნით მოხმარებული პროდუქციის დაახლოებით 65% იმპორტულ პროდუქციაზე მოდის. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქვეყანას არ შეუძლია სრულად დააკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნილებები, რის გამოც საჭირო საქონლის (ნედლეული, მასალები, მზა პროდუქცია, ინვენტარი, ტექნიკა და ა.შ.)  65% უცხოეთიდან შემოაქვს. ეს კი თავისთავად ზრდის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დამოკიდებულებას სხვა სახელმწიფოების მიერ გატარებული ფასწარმოქმნისა და ექსპორტის პოლიტიკაზე.

არანაკლებ მნიშვნელოვანია იმპორტის სტრუქტურაც, საიდანაც ჩანს, რომ ყველაზე მეტი წილი (11%) ნავთობპროდუქტებზე მოდის. რაც თავისმხრივ ზრდის საწვავის მსოფლიო ბაზრებზე არსებული ფასების ცვლილებაზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დამოკიდებულების  ხარისხსაც.

ek1

რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით იმპორტის სტრუქტურას, ამ მხრივ ლიდერობენ თურქეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და უკრაინა. შესაბამისად ამ ქვეყნებთან მაღალი სავაჭრო ბრუნვების არსებობა ზრდის მათზე ეკონომიკური დამოკიდებულების (მაგალითად, ინფლაციის იმპორტირება და ა.შ.) ხარისხს.

eko2არანაკლებ მნიშვნელოვანია აგრეთვე ქვეყნების ჯგუფების მიხედვით ექსპორტის სტრუქტურაც. რომლის მიხედვითაც, ჩვენი ქვეყნიდან განხორციელებული ექსპორტის 52% ევროკავშირის წილად მოდის, 22% -ევროკავშირის ქვეყნების წილად, ხოლო დანარჩენი ქვეყნების წილად კი 26%. თავისმხრივ დსთ-ს ქვეყნებიდან ლიდერობენ აზერბაიჯანი – 19%, რუსეთი – 10%, სომხეთი – 10%. შესაბამისად ამ ქვეყნების ეკონომიკაში მიმდინარე ნებისმიერი ნეგატიური პროცესი შეამცირებს ექსპორტის მოცულობებს მათში, რაც ასევე უარყოფითად იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. რადგან წმინდა ექსპორტი წარმოადგენს მშპ-ს მნიშვნელოვან მდგენელს, ამიტომ შემცირდება ჩვენი ქვეყნის მშპ-ც.  ეს ყველაფერი ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად არიან სახელმწიფოები, ღია სავაჭრო ურთიერთობების პირობებში, ერთმანეთზე.

eko3

გარდა საგარეო სავაჭრო ბრუნვის განხილვისა, მნიშვნელოვანია აგრეთვე უცხოური ინვესტიციების საკითხიც. გამომდინარე იქედან, რომ საქართველო გრძელვადიანი ადგილობრივი ფინანსური რესურსების სიმცირეს განიცდის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

eko4

გარდა ინვესტიციებისა, ქვეყანაში კაპიტალის შემოდინების მნიშვნელოვანი წყარო არის ფულადი გზავნილებიც. ამ მხრივ საინტერესოა როგორც ბოლო წლების დინამიკის ისე მისი სტრუქტურის განხილვაც (ქვეყნების მიხედვით).

eko5

eko62013 წლის ჯამური მონაცემებით,ჩარიცხული ფულადი გზავნილების 54% მოდიოდა რუსეთის ფედერაციაზე, 13% – საბერძნეთზე, 7% – თურქეთზე და ა.შ.

გარდა ფულადი გზავნილებისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ელექტროენერგიის  ექსპორტ/იმპორტის თანაფარდობას და მის სტრუქტურას ქვეყნების მიხედვით.

eko7

მოცემული ცხრილიდან კარგად იკვეთება რუსეთის ფედერაციაზე საქართველოს ენერგოდამოკიდებულების მაღალი ხარისხი.

ამრიგად, ზემოაღნიშნული საკითხებიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე უარყოფითად ზემოქმედებს რამდენიმე ფაქტორი:

  • იმპორტირებული პროდუქციის მაღალი წილი ადგილობრივ მოხმარებაში;
  • ბიზნესის გრძელვადიანი დაფინანსებისას უცხოურ ინვესტიციებზე დამოკიდებულების მაღალი ხარისხი;
  • ექსპორტის არადივერსიფიცირებულობა და მის სტრუქტურაში დსთ-ს ქვეყნების (რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი) მაღალი წილი;
  • ფულადი გზავნილების (განსაკუთრებით რუსეთიდან და საბერძნეთიდან) დიდი მოცულობები და ამ გზავნილებზე ქართული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დამოკიდებულების მაღალი ხარისხი;
  • რუსეთის ფედერაციიდან ელ.ენერგიის იმპორტის დიდი ოდენობა და რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების მაღალი ხარისხი.

ირაკლი დოღონაძე