მაკკეინი სააკაშვილს:, რა რევოლუციას იწყებდი?!

უკრაინული wikileaks-ი სენატორ ჯონ მაკეინის და ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის მიმოწერას აქვეყნებს! როგორც მიმოწერიდან ბებერ მაკეინს გარკვეული გავლენა საქართველოს ახალ ხელისუფლებაზე კიდევ აქვს შენარჩუნებული.

ჯონ მაკეინი: გამარჯობა ბევრჯერ დაგირეკავს, ვერ გიპასუხე. მაგრამ გეტყვი რომ, სერიოზული შეცდომები დაუშვი, არა აკურატულად მუშაობ. მე გაგაფრთხილე რომ ტელევიზიასთან მიმართებაში სისხლიანი სცენარი გამორიცხულია. რა რევოლუციას იწყებდი?

მიხეილ სააკაშვილი: ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ რჩებოდა. “რუსთავი 2” რომ დავკარგოთ, საქართველოზე გავლენის ბერკეტი დაიკარგება.

ჯონ მაკეინი: მე ზომები მივიღე შენ ბიჭებს ხელს არ ახლებენ, გამოძიება დაიხურება. ეშტონმა ყველა გააფრთხილა. ელჩი აქტიურად მუშაობს. ივანიშვილი დაპატიმრების საკითხს არ დააყენებს თუ არადა ყველა მის ანგარიშს დავბლოკავთ. მაგრამ შენზე ყველა აღრენილია. 10 ნოემბრის შემდეგ სენატორთა ჯგუფთან ერთად ვაპირებთ საქართველოში ჩასვლას.

მიხეილ სააკაშვილი: დიდი მადლობა, ბატონ krt-ს დაველაპარაკები, სენატორების ჩამოსვლა იქნებ დააჩქაროთ, თორემ სასამართლომ შეიძლება გადაწყვეტილება მიიღოს.

ჯონ მაკეინი: სასამართლო პროცესი უნდა გაწელოთ, შენი ბიჭები საქმეში ჩაერთვენ და მათ ძალიან აქებენ, ინფორმაცია კი გაიპარა მაგრამ ყველაფერი ძალაში რჩება. ავაკოვმა ყველაფერი გამოაგზავნა. ყველაფერს კამერაზე დააფიქსირებენ, როგორც კი სათანადო ფონი შეიქმნება საკითხის გადაწყვეტა განახლდება და გემები წამოვა. potus-ი (აშშს პრზიდენტი) ამოქმედდა ჩვენი სპეცრაზმი უკვე ქურთისტანშია. მოამზადე მეორე ჯგუფი.

მიხეილ სააკაშვილი: ეს კარგი ამბავია, ბიჭებმა ფიცი დადეს და ყველაფერს გააკეთებენ. შემიძლია გავაგზავნო კარგად მომზადებული პროფესიონალი 20 კაცი. ერთ კვირაში “ილიჩოვსკი” შეძლებს მიიღოს ყველა ტიპის გემი.

ჯონ მაკეინი: Pyatt-ისგან დაგირეკავენ და ბიჭებს წაიყვანენ, მხარდაჭერა უზრუნველყავი. საქართველოს მერე შეიძლება კიევში ჩამოვიდე.

მიხეილ სააკაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ. ასე რომ გელოდებით.

წყარო: http://bit.ly/1KSA2SE

ჯონ მაკეინი: ოკ sad.gif

მიხეილ სააკაშვილი: მადლობა. sad.gif

ის ნაბიჭვარია, მაგრამ ჩვენი ნაბიჭვარი

”ის ნაბიჭვარია, მაგრამ ჩვენი ნაბიჭვარი” – ეს ფრთოსანი ფრაზა ამერიკის 32-ე პრეზიდენტ, ფრანკლინ დელანი რუზველტს ეკუთვნის, რომლითაც მან ნიკარაგუის ცნობილი დიქტატორი ანასტასიო სამოსა შეამკო.  მიუხედავად იმისა, რომ ეს ფრაზა საუკუნეზე მეტ ხნის წინ იყო წარმოთქმული, საკმაოდ ზუსტი და დროული იქნებოდა დღესაც მიხეილ სააკაშვილის და აშშ-ს ხელისფულების დღევანდელი ურთიერთობას დასახასიათებლად.  საერთოდ ამერიკელები და დიქტატორები ცალკე სასაუბრო, საკმაოდ ვრცელი თემაა. საკმაირისია გავიხსენოთ ის, თუ როგორ მოაწყვეს ამერიკელებმა სახელმწიფო გადატრიალება ჩილეში და ხელისფულებაში ცნობილი დიქტატორი ავგუსტო პინოჩეტი მოიყვანეს. მაგრამ დღესდღეობით XXI საუკუნეში ისინი თავისას არ იშლიან და ყველას დასანახად, საჯაროდ ”აპრავებენ” თავის მორიგ ნაბიჭვარ სააკაშვილს, და უფრო მეტიც საერაშორისო სამართლის ნორმებსაც არღვევენ, კერძოდ:

saak

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, აშშ-ის კონგრესმენმა მაიკლ ტერნერმა მოუწოდა ინტერპოლს, არ დაკმაყოფილოს საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო ძებნასთან დაკავშირებით. ინტერპოლის გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილ ოფიციალურ წერილში მაიკლ ტერნერი აღნიშნავს, რომ საქართველოს პროკურატურის მოთხოვნების დაკმაყოფილებამ ინტერპოლის მიერ შესაძლოა მართლმსაჯულების პრინციპების განმტკიცების ნაცვლად, მათგან გადახვევა გამოიწვიოს.

მაიკლ ტერნერის წერილი

მაიკლ ტერნერის წერილი

აშკარაა რომ დასავლეთი უარს ამბობს დამოუკიდებელ სახელმწიფოს გადმოსცეს მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი მოქალაქე და მეტიც, ცინიკურად ამ ადამიანს საპასუხისმგებლო პოსტებზე ნიშნავენ და მიესალმებიან; ისინი ამით არ კმაყოფილდებიან და ისეთ ორგანიზაციაზე ახდნენ ზეწოლას, როგორიც ინტერპოლია.

დასავლეთის პოზიცია შეიძლება პირდაპირ განხილულ იქნას როგორც საქართველოს სუვერენინეტის, კანონის უზენაესობის და სხვა დეკლარირებული ე.წ. “ფუნდამენტური” პრინციპების შელახვა. უფრო მეტიც ეს ნეოკოლონიალიზმის პირდაპირი გამოხატულებაა, როდესაც სახელმწიფოები თანასწორნი არიან, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორია?

ეს ფაქტი ალბათ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.