1948 წელს დაიწყო ქალაქ რუსთავის და მეტალურგიული ქარხნის მშენებლობის პროცესი. აღნიშნული ქარხანა ამიერკავკასიაში პირველი სრული მეტალურგიული ციკლის საწარმო იყო. ამ ქარხანაში მზადდებოდა უნაკერო მილები, თუჯის, ალუმინისა და რკინის სხვადასხვა კონსტრუქციები. ქარხანა აწარმოებდა უნაკერო მილებს ყაზახეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთისა და ახლო აღმოსავლეთის ნავთობის საბადოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა და ზოგადად ქალაქი რუსთავი, სადაც ძირითად მუშათა კლასი ცხოვრობდა ინდუსტრიული საბჭოთა საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სიამაყეს წარმოადგენდა.
მეტალურგიული ქარხნის გარდა რუსთავში ფუნქციონირებდა 90-მდე სხვადასხვა საწარმო, მათ შორის ცემენტის ქარხანა, ქიმბოჭკოს ქარხანა, აზოტის ქარხანა და ა.შ. ამ ქარხნებში იყო დასაქმებული ქალაქის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა.
თავის დროზე რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში 13 000 ადამიანი მუშაობდა, დღეს კი მათი რიცხვი 1800-ს შეადგენს. რუსეთში და უკრაინაში მოახერხეს საბჭოთადროინდელი ქარხნების შენარჩუნება და მათი მოდერნიზება, ჩვენ კი არათუ ვერ შევინარჩუნეთ, არამედ განადგურების ზღვარზე მივიყვანეთ ერთ დროის უზარმაზარი ქარხანა. სახელმწიფომ ”აგრესიული პრივატიზაციის” დროს ბენდუქიძის დოქტრნის შესრულებისას უარი თქვა ქარხნის ფლობაზე, უცხოელ (უკრაინელ) ინვესტორებსაც უარი უთხრა ობიექტის მიყიდვაზე და საბოლოო ჯამში საეჭვო აუქციონის საფუძველზე მოხდა ქარხნის გასხვისება.

ესე იწყებოდა რუსთავის მშენებლობა

ტექნიკის ჩამოტვირთვა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ეზოში

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მომავალი თანამშრომლები მეტალზე მუშაობის შესასწავლად მიემგაზვრებიან

ახალი ობექტების მშენებლობა

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა

ქალაქის საერთო ხედები

რუსთავი საბჭოთა დროს