ამერიკელების დიქტატორები

დღესდღეობით მეინსტრიმული მედიის დამსახურებით და აშშ-ის არასამთავრობო და ფედერალური სააგენტოების წყალობით ხდება იმ აზრის ტირაჟირება, რომ აშშ დემოკრატიის მხარესაა და ცდილობს არადემოკრატიული მმართველების, სხვადასხვა ქვეყნების დიქტატორების ჩამოშორებას ხელისუფლებიდან, რათა დემოკრატიული ფასეულობების და თავისუფლების გავრცელებას შეუწყოს ხელი მთელს მსოფლიოში.

თუმცა ისტორია სრულიად სხვა რამეს მოგვითხრობს. ცივი ომის დროს ამერიკელები და მათი პარტნიორები ყველა მეთოდს იყნებდნენ, მათ შორის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით, დანაშაულების და ადამიანების კონსტიტუციური უფლებების შელახვის წყალობით, რათა კომუნისტური და სოციალისტური იდეების და მთავრობების წინსვლა გლობალურად ჩაეხშოთ.

ამერიკული ცენტრალური სადაზვერვოს სააგენტო (CIA) სხვადასხვა ქვეყნებში სახელმწიფო გადატრიალებების ორგანიზებასაც კი არ ერიდებოდა, მათთვის სასურველი და მათ მიერ მართვადი პოლიტიკოსების ხელისუფლებაში მოსასვლელად. ხშირად მათ მიერ მხადაჭერილი დიქტატორები ათასობით და ასიათასობით უდანაშაულო ადამიანს კლავდნენ, მაგრამ მათ ეს დიდათ არ ადარდებდათ.

თუ ვინმე უწყობდა დიქტატორების ხელისუფლებაში მოსვლას და მათი ძალაუფლების გამყარებას XX საუკუნეში, ეს პირველ რიგში ამერიკელები იყვნენ.

ბრაზილია

1960-იან წლებში კუბის რევოლუციის შემდეგ ბრაზილიაში მემარცხენე პარტიების არნახული რაოდენობის ზრდა და პოპულარობა შეიმჩნეოდა. ბრაზილიის პრეზიდენტი ჟოაო გულარტი, რომელიც მდიდარი მიწათმფლობელი იყო, ცდილობდა ცივი ომის დროს ნეიტრალური პოზიცია დაეკავებინა. ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური აზრთა სხვადასხვოაბის დაშოშმინება მან მიწის რეფორმის ფართო პაკეტით გადაწვიტა. ამან ბრაზილიური პოლიტიკური ელიტის უკმაყოფილება გამოიწვია და მათ ამერიკულ ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA-ის) მიმართეს. აშშ-მ არ დააყოვნა და 1964 წელს ჟოაო გულარტის მთავრობა დაამხო და იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველა სასტიკი გადატრიალება მოაწყო.

კასტელო ბრანკო, რომელიც გულარტის მემკვიდრე იყო, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსგან (CIA) იღებდა ფულად სახსრებს და ასევე მათთან იწრთობოდა. 1964 წლის გადატრიალების შემდეგ, მან სამხედრო დიქტატურა დაამყარა ქვეყანაში, ამერიკული მულტინაციონალური კომპანიებისთვის განსაკუთრებული პირობები შექმნა, უხვად დაიწყო კრედიტების მიღება მსოფლიო ბანკისგან და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან.

გენერალი კასტელო ბრანკო

ჩილე

ჩილე იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ამერიკელებმა ნეოლიბერალიზმის პრინციპიების დანერგვა დაიწყეს საექსპერიმენტო სიტუაციაში. მათ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს კანიონიერად არჩეული სოციალისტი პრეზიდენტი, სალვადორე ალიენდეს წინააღმდეგ. ჩილეს პრეზიდენტი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს და დიქტატორ ავგუსტო პინოჩეტს ჩაუგდეს მთელი პოლიტიკური ძალაუფლება.

ავგუსტო პინოჩეტი

სოციალისტი სალვადორ ალიენდეს ყველაზე დიდი რეფორმა, რამაც აშშ-ის განრისხება გამოიწვია, ჩილეური სპილენძის ინდუსტრიის ნაციონალიზაცია იყო. სპილენძი ჩილეს ექსპორტში მთავარი პროდუქტი იყო და XIX საუკუნის შუა პერიოდიდან სპილენძის მოპოვება 2 ამერიკული კომპანიის მიერ კონტროლდებოდა, რომლებიც სხვადასხვა მაღაროებს ფლობდნენ.

სწორედ CIA-ის და ამერიკელების დახმარებით ჩილეში სისხლიანი დიქტატორი ავგუსტო პინოჩეტი მოვიდა ხელისუფლების სათავეში და 16 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას.

პარაგვაი

ალფრედო სტროსნერი პარაგვაის პრეზიდენტი 1954-1989 წლებში იყო. ის ამ თანამდებობაზე მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც CIA-ის მიერ მოწყობილ სამხედრო გადატრიალებას ჩაუდგა სათავეში. მისი 35-წლიანი მმართველობა გამოირჩეოდა ამერიკელების მიმართ ლოალურობით და რეპრესიების არნახული მასშტაბით.

ალფრედო სტროსნერი

ლიბერია

2006 წელს ჰააგის ტრიბუნალმა ლიბერალიის ყოფილი პრეზიდენტს, ჩარლზ ტეილორს 11 ბრალდება წარუდგინა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადილი დანაშაულებების გამო, რომელთა შორის იყო, მკვლელობები, გაუპატიურებები, სექსუალური მონობა, ბავშვების გამოყენება ჯარისკაცების როლში, მაროდიორობა, ადამიანური ღირსების შელახვა და უამრავი სხვა. ტეოლორის ყოფილმა თანამოსაგრემ, სამხედრო დანაყოფის მეთაურმა, ე.წ სიკვდილის ესკადრონის ხელმძღვანემა, ჯოზეფ მარხაზმა მისცა ინტერვიუ, სადაც განაცხადა, რომ ტეილორი მის ერთგულ ბოევიკებს კანიბალიზმით ასაქმებდა ადამიანების შეშინების მოტივით.

ჩარლს ტეილორი ჰააგის სასამართლოზე

გამოძიების განმავლობაში გამომჟღავნდა სხვა საინტერესო დეტალები ტეოლორის ბიოგრაფიიდან, რომლის თანამხადაც ის აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან (CIA-ის) მჭიდროდ თანამშრომლობდა. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად ტეილორი ამერიკელების მიერ გამოყენებული იქნა, როგორც მათთვის არასასურველი ლიბერიის პრეზიდენტის, სემუელ დოუს გასანეიტრალებლად. ამერიკელების ტეილორთან თანამშრომლობაზე ასევე მოწმობს სპეცსამსახურების საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ფართო მასებისთვის გასაჯაროვდა.

ინდონეზია

1965 წელს არმიის უფროსმა ოფიცერმა, სუჰარტომ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადა. მან სუკარნოს ადგილი დაიკავა და CIA-ის აქტიური დახმარებით დაიწყო კომუნისტების წინააღმდეგ სასტიკი რეპრესიები, რომლის შედეგადაც ათასობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. 1967 წელს მან ძალაუფლება მთლიანად ჩაიგდო ხელში, ხოლო 1968 წელს პრეზიდენტი გახდა.

სუჰარტო

ის ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ხელახლად ირჩეოდა პრეზიდენტად, სანამ 1998 წელს იძულებთ არ მოუწია თანამდებობის დატოვება. მას აკრიტიკებდნენ რეპრესიული მმართველობის და ასევე ინდონეზიის შეჭრის გამო აღმოსავლეთ ტიმორში 1975 წელს, რომლის შედეგადაც 100 000-მდე ადამიანი დაიღუპა შიმშილით, ომებით და სხვადასხვა დაავადებებით.

ესპანეთი

ფრანცისკო ფრანკო გახლდათ ესპანელი ნაციონალისტი, გენერალი, რომელიც თავდაუზოგავად იბრძოდა ესპანეთის მთავრობის და მემარცხენე პარტიების წინააღმდეგ. 30-იან წლებში, ტრაგიკულად ცნობილ ესპანეთის სამოქალაქო ომში მან იტალიელი და გერმანელი ნაცისტების დახმარებით გამარჯვება მოიპოვა.

დიქტატორი ფრანკო

50-იან, 60-იან და 70-იან წლებში ნატოს დიდად გულზე არ ეხატებოდა ფრანკო მისი ავტოკრატიული მართვის სტილიდან გამომდინარე, მაგრამ სამხედრო ბლოკი მაინც თანხმობაში იყო ცნობილ ესპანელ გენერალთან, რადგანაც მას გამორჩეულად ანტიკომუნისტური ხედვა გააჩნდა.

ფრანკო და რონალდ რეიგანი

კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ნატო და განსაკუთრებით CIA მხარს უჭერდა ფრანკოს, იმაში მდგომარეობს რომ ესპანეთი სტრატეგიულ მნიშვნელობას წარმოადგნენდა აშშ-სთვის, რათა პირენეს ნახევარკუნძულზე სამხედრო კონტროლი დაემყარებინა და ხმელთაშუაზღვისპირეთში საბჭოთა კავშირის ნებისმიერი წინსვლა შეეჩერებინა.ა.

კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ნატო და განსაკუთრებით CIA მხარს უჭერდა ფრანკოს, იმაში მდგომარეობს რომ ესპანეთი სტრატეგიულ მნიშვნელობას წარმოადგნენდა აშშ-სთვის, რათა პირენეს ნახევარკუნძულზე სამხედრო კონტროლი დაემყარებინა და ხმელთაშუაზღვისპირეთში საბჭოთა კავშირის ნებისმიერი წინსვლა შეეჩერებინა.

შედეგად ფრანკომ ამერიკელ ჯარისკაცებს პირენეს ნახევარკუნძულზე შეუზღუდავი თავისუფლება მიანიჭა.

პორტუგალია

ფრანცისკო ფრანკოს მსგავსად პორტუგალიელი დიქტატორი ანტონიუ სალაზარიც ნაციონალისტი პოლიტიკური მოღვაწე იყო. ისიც ანტიკომუნისტური განწყობებით გამოირჩეოდა და კომუნისტების წინააღმდეგ სასტიკ რეპრესიებს აწარმოებდა.

ანტონიუ სალაზარი

ეს არ არის სრული ჩამონათვალი ამერიკელების მიერ მხარდაჭერილი დიქტატორებისა, ეს მხოლოდ მცირე სიაა. აშშ-ის საგარეო პოლიტიკა ხშირად ეყრდნობოდა და დღესაც არ ერიდება დიქტატორების მხარდაჭერას, თუ ეს მათი ქვეყნის სამხედრო მიზნებთან თანხვედრაშია.

”ის ნაბიჭვარია, მაგრამ ჩვენი ნაბიჭვარი” – ეს ფრთოსანი ფრაზა ამერიკის 32-ე პრეზიდენტ, ფრანკლინ დელანო რუზველტს ეკუთვნის, რომლითაც მან ნიკარაგუის ცნობილი დიქტატორი ანასტასიო სამოსა შეამკო 1939 წელს. ეს ფრაზა საკმაოდ ზუსტად აღწერს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ორმაგ სტანდარტებს XX საუკუნის განმავლობაში.

ნიკარაგუელი დიქტატორი სამოსა და აშშ-ის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი

ახალგაზრდობისა და სტუდენტების მსოფლიო ფესტივალი

2017 წლის 14-22 ოქტომბრის განმავლობაში, რუსეთის ქალაქ სოჭში სტუდენტების და ახალგაზრდების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა.

images (1)ფესტივალზე 30 000-მდე ახალგაზრდა იქნა მიწვეული მსოფლიოს 180-მდე ქვეყნიდან. ღონისძიებაზე მიპატიჟებული იყო აგრეთვე საქართველოს დელეგაცია. ფესტივალზე იმყოფებოდნენ პოლიტიკანოს წარმომადგენლებიც და გთავაზობთ ჩვენს მიერ დანახული ფესტივალის აღწერას.

ფესტივალი გამოირჩეოდა თავისი მასშტაბურობით, პომპეზურობით და წარმომაგდენლობით. მაგრამ ჩვენ ყურადღება გვინდა გავამახვილოთ მის ერთ-ერთ საინტერესო შემადგენლზე, კერძოდ იმ ფაქტზე რომ ფესტივალი გამოირჩეოდა მემარცხენე აქტივისტების სოლიდური კონტინგენტით. კომუნისტების და სოციალისტების უხვი წარმომადგენლობით გამოირჩეოდნენ, როგორც ლათინური ამერიკის, ასევე ევროპის ქვეყნები.

IMG_2572.jpg

IMG_2583.jpg

IMG_2586.jpg

IMG_2594.jpg

IMG_2595

IMG_2603.jpg

ჩვენ თითიეულ მათგანს გავესაუბრეთ. თავისი მხიარულებით და პოზიტიური განწყობით გამოირჩეოდნენ ლათინური ამერიკის, კერძოდ კი ცენტრალური ამერიკის ქვეყნების წარმომადგენლები. მიუხედავად არც თუ ისე სახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობისა, ისინი ყველაზე ბედნიერად გამოიყურებოდნენ. ამაზე სხვათაშორის სხვადასხვა ე.წ. ბედნიერების რეიტინგებიც მეტყველებს.

სხვადასხვა ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები ცალსახად აღნიშნავდნენ, რომ მათ ქვეყნებში მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირის პოლიტიკით იმედგაცრუებულია:

  • კერძოდ, ევროკავშირში შემავალი ქვეყნები მხოლოდ წესდების მიხედვით არიან თანასწორები, რეალურად კი მათ დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმართვის საშუალება არ გააჩნიათ. ისინი სუვერენიტეტს ფაქტიურად კარგავენ, რადგანაც ხშირ შემთხვევაში ბრიუსელის დირექტივების შესრულება უწევთ. მაგალითად პოლონელი ახალზარდები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ევროკავშირი მათ ემუქრება თუ ისინი, მიგრანტებისთვის არ საზღვრებს გახსნიან.

 

  • ევროკავშირი არის გლობალური კაპიტალუსტური სისტემის გასამყარებელი ინსტიტუტი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ტრანსნაციონალური კორპორაციების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და არა ქვეყნის მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე.

 

IMG_2644.JPG

ამ დღეების განმავლობაში შემოგთავაზებთ ახალგაზრდა ევროპელ აქტივისტებთან მცირე ვიდეო ინტერვიუებს, სადაც ისინი ევროკავშირზე საუბრობენ.

ორიოდ სიტყვა ვენესუელაზე, ჩავესზე და სამხრეთ ამერიკაზე

7 დეკემბერს ვენესუელაში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ბოლოს 16 წლის განმავლობაში პირველად ოპოზიციამ გაიმარჯვა და პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა. ოპოციციურმა პარტიამ ”გაერთიანებული დემოკრატიული მრგვალი მაგიდა” 99 მანდატი მოიპოვა, ხოლო უგო ჩავესის მიერ შექმნილმა ”ვენესუელას გაერთიანებულმა სოციალისტურმა პარტიამ” მხოლოდ 46 მანდატი.

download

ვენესუელას მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო

დასავლეთში და საქართველოს ლიბერალურ მედია საშუალებებში ამ ფაქტს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა მათ ჩვეულ სტილში, რომ ვითომდა დემოკრატიამ ვენესუელაშიც ჩააღწია და ეს თავისუფლების გამარჯვება იყო იქ. ამასთან დაკავშირებით ”პოლიტიკანომ” გადაწყვიტა ქრონოლოგიურად პატარა ანალიზი გაეკეთებინა იმის შესახებ, რაც ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ხდებოდა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე და ვენესუელაში.

ვენესუალაში გამარჯვებული ოპოზიცია სავარაუდოდ მოქმედი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს იმპიჩმენტს დააყენებს დღის წესრიგში და ამ საკითხთან დაკავშირებით ალბათ რეფერენდუმსაც ჩაატარებს. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე რეფერენდუმის ჩატარება მხოლოდ საპრეზიდენტო ვადის ნახევრის გავლის შემდგომაა შესაძლებელი, ანუ შემდეგი წლის გაზაფხულზე. შეგახსენებთ რომ ვენესუელაში საპრეზიდენტო ვადა 6 წლით განისაზღვრება.

მაგრამ რატომ ცდილობენ მეინსტრიმული მედია საშუალებები ისეთი სურათის დახატვას თითქოს ლათინური ამერიკისგან შორსაა დემოკრატიული ღირებულებები და უგო ჩავესი იყო ”ტირანი”?

პირველი და ყველაზე მარტივი პასუხი ამ შეკითხვაზე არის ვენესუელური ნავთობი, რომელიც ოდითგანვე წარმოადგენდა ამერიკელების დიდ ინტერესს, მაგრამ უშედეგოდ.

HugoChavez

უგო ჩავესი – ვენესუალას პრეზიდენტი 1999-2013 წლებში

მაგრამ აქ საქმე მარტო ნავთობში არ არის. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ აშშ აწყობდა სამხედრო გადატრიალებას ცენტრალური და ლათინური ამერიკის უამრავ ქვეყანაში, სადაც კანონიერად არჩეული პროგრესული ხელისუფლებები მოღვაწეობდნენ. გვატემალა, სალვადორი, ნიკარაგუა, ჰონდურასი, გრენადა, დომინიკანა, ჩილე, ბრაზილია, არგენტინა, კუბა, ბოლივია არასრული ჩამონათვალია იმ ქვეყნებისა, სადაც აშშ-მ ათასობით უდანაშაულო ადამიანი ჩახოცა, კანონიერად არჩეული ხელისუფლებები დაამხო და საკუთარი მარიონეტებით დააკომპლეტა ხელისუფლებები. ყველა ამ ქვეყანას და მათ შორის ვენესუელასაც აერთიანებდა ის, რომ ისინი გამოკვეთილი მემარცხენე იდეოლოგიის მატარებლები იყვნენ და ცდილობდნენ ქვეყნის კაპიტალისტური მოწყობის ალტყერნატიული მოდელის შექმნას და ეს წარმატებულად გამოსდიოდათ კიდეც. სწორედ ამიტომაც აშშ-მ არ დაიშურა ძალღონე და ყველა ამ ქვეყანაში სამხედრო ინტერვენცია განახორციელა და არ მისცა  მათ დამოუკიდებლად განვითარების საშუალება. რა თქმა უნდა ამ დროს უგო ჩავესი, რომელიც ვაშინგტონისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა და შეძლებისდაგვარად სხვა ლათინურ ქვეყნებს ეხმარებოდა, ამერიკელისთვის მთავარ სამიზნედ გადაიქცა.

აშშ ვერასდროს ვერ იტანდა საკუთარ ერზე მზრუნავ ისეთ სოციალისტ ლიდერებს, როგორებიც იყვნენ სალვადორ ალიენდე, ფიდელ კასტრო და უგო ჩავესი. ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ მრავალი მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლო 1970 წელს ჩილეში ხელი შეეშალა მემარცხენე სალვადორ ალიენდესთვის საპრეზიდენტო არჩევნებში გაემარჯვა. 1973 წელს სწორედ ამერიკელებმა მოაწყვეს ჩილეში სისხლიანი გადატრიალება, რის შედაგადაც კანონიერი პრეზიდენტი სალვადორე ალიენდე დაიღუპა და ხელისუფლებაში მოვიდა სასტიკი დიქტატორი ავგუსტო პინოჩეტი.

დღეს ბევრს ავიწყდება, მაგრამ ჩვენ გვახსოვს რომ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დიქტატორი ავგუსტო პინოჩეტი ამერიკელების მიერ დანაშაულებრივი გზით მოყვანილი უზურპატორი იყო.

Castro Chavez, Hugo Chavez

ამერიკელების ორი სამიზნე – ფიდელ კასტრო და უგო ჩავესი

უგო ჩავესზე ძალიან ბევრის წერა შეიძლება, მაგრამ აქ მისი უმთავრესი მიღწევებით შემოვოფარგლოთ:

  • 1998 წელს მან ვენესუელაში ნავთბის ბიზნესის ნაციონალიზაცია მოახდინა და შემოსული თანხებით სამედიცინო მომსახურება უფასო გახადა
  • ქვეყნის დაბალი ფენების წარმომადგენლებისთვის უგო ჩავესის პრეზიდენტობის დროს განათლების მიღება უფასო გახდა
  • ჩავესის პრეზიდენტობისას ქვეყანაში სიღარიბე  განახევრდა. თუ 2003 წელს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის მაჩვენებელი 62%-ს შეადგენდა, 2012 წლისთვის მხოლოდ 28% იყო
  • ვენესუელას მთლიანი შიდა პროდუქტი ჩავესის მმართველობის დროს გაორმაგდა

888

8

ეს არასრული ჩამონათვალია იმ სოციალური წარმატებისა, რასაც ჩავესმა მიაღწია თავის ქვეყანაში. სწორედ ამით აიხსნება ალბათ ის, რომ მან 4-ჯერ ზედიზედ უდიდესი უპირატესობით მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები და რომ არა მძიმე ონკოლოგიური დაავადბა, რამაც იმსხვერპლა ჩავესი 2013 წელს, ის 2019 წლამდე იქნებოდა ვენესუელას პრეზიდენტი.

აშშ-მ თავის დროზე უგო ჩავესის წინააღმდეგ ააგორა კამპანია, რომ თითქოსდა ის დიქტატორივით იქცევა იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ ის მეოთხეჯერ ზედიზად გახდა ქვეყნის პრეზიდენტი. მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, რომ 2009 წელს მთელი ვენესუელას მასშტაბით ჩატარდა რეფერენდუმი ყველა არჩევით პოლიტიკურ თანამდებობაზე ვადების გაუქმების შესახებ, სადაც მოსახლეობის ურმავლესობამ მხარი დაუჭირა ვადების გაუქმებას. რატომ ატეხეს დასავლურმა მეინსტრიმულმა მედია საშუალებებმა ამ რეფერენდუმის შემდეგ ერთი ამბავი თითქოს ეს დიქტატურას მოასწავებდა? უმაღლესი პოლიტიკური პირების ხელისუფლებაში ყოფნის რაოდენობა შეუზღუდავია (იგულისხმება ის, რომ ერთი და იგივე პირი უამრავმჯერ შეიძლება იქნეს არჩეული ქვეყნის პრეზიდენტად) ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საგრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი. ე.ი. ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებშიც დიქტატურაა?

თვით აშშ-შიც კი არ არსებობდა შეზღუდვა 1951 წლამდე. რა გამოდის რომ 1951 წლამდე აშშ-ს ყველა პრეზიდენტი დიქტატორი იყო?