ტერორიზმის არითმეტიკა: ვინ აფინანსებს ”ისლამურ სახელმწიფოს”?

ბოლო თვის განმავლობაში მსოფლიოში განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა, პირველ რიგში კი პარიზში მომხადარმა ტერორისტულმა აქტებმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. დღეს ალბათ ძნელად თუ მოიძენბება ადამიანი ვისაც არ ექნება გაგებული ”ისლამური სახელმწიფოს” შესახებ. სწორედ ”ისლამური სახელმწიფო” იქცა თანამედროვე მსოფლიოს და კაცობრიობის №1 მტრად და გამოწვევად. მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანი თუ დაფიქრებულა მთავარ მომენტზე – ”ისლამური სახელმწიფო” დღეს და გუშინ არ შექმნილა, მსოფლიოს №1 ტერორისტული ორგანიზაცია წლების განმავლობაში იქმნებოდა, დღესდღეობით კი ტერორიზმის გარდა ისინი მსხვილი ბიზნესითაც არიან დაკავებულნი, რაც ყოველდღიურად მილიონობით დოლარის შემოსავალს უტოვებთ მათ. დღევანდელ ბლოგში სწორედ შევეცდები ”ისლამური სახელმწიფოს” ძრავაზე, ანუ იმ დაფინანსებაზე ვისაუბროთ, რომლის მეშვეობითაც ისინი არსებობენ და დღითიდღე ძლიერდებიან.

image1

ზოგადად ”ისლამური სახლემწიფოს” ჩამოყალიბების ქრონოლოგიას თუ გადავხედავთ, მაშინ აშშ-ის მიერ ერაყის ოკუპაციასთან მივალთ. ისლამური სახელმწიფოს ჩამოყალიბება ამერიკელების შეჭრის მერე დაიწყო, ხოლო დასრულდა ამერიკელების მიერ ერაყის დატოვების შემდეგ.

დღესდღეობით მრავალმილიონიანი ბიზნესის მქონე ”ისლმაური სახლმწიფოს” არსებობა თავიდან შემოწირულობების ხარჯზე დაიწყო. პირველ რიგში ეს შემოწირულობები მოდიოდა აშშ-ს ერთგული და საიმედო მოკავშირისგან  – საუდის არაბეთისგან, რომელთაც ისლამის რადიკალიზაცია სახელმწიფო დონეზე მოახერხეს და შექმნეს ვახაბიტური სახელმწიფო. უნდა აღინიშნოს, რომ აშშ და საუდის არაბეთი საკმაოდ თანმიმდევრულად მოქმედებენ ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში და ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება ეს რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებების დაფინანსება თუ თანამშრომლობა უსამა ბინ ლადენთან არ ხდება ვაშინგტონის დასტურის გარეშე.

igil_i_neft

ისლამური სახელმწიფოს დე-ფაქტო ტერიტორია და მასზე არსებული ნავთობსაბადოები

საწყის ეტაპზე ”ისლამურ სახელმწიფოს” საკმაოდ სოლიდურ ფინანსურ დახმარებას უწევდა  ქუვეითი და ყატარი. საქმე ეხება რამდენიმე ათეულობით მილიონ დოლარს. ეს იმით აიხსნება, რომ საუდის არაბეთს, ყატარს და ქუვეითს ყავთ ერთი დიდი მტერი ირანის სახით. ამიტომ ისინი არასდროს არ იშურებდნენ თანხებს ისლამისტური რადიკალური და ტერორისტული დაჯგუფებების შესაქმნელად. აშშ თავის მხრივ ამ ყველაფერს ან არ იმჩნევდა, ან თვითონაც უწყობდა ხელს.

საუდის არაბეთი და ყატარი რამდენიმეჯერ ამხილა დანაშაულებრივ ქმედებებში ერაყის ექ-პრემიერმა ნურ ალ-მალიკიმ. ამის შესახებ იწერებოდა ასევე გავლენიან დასავლურ გამოცემებში, მაგალითად The New Your Times-ში. NYT-ის სტატიაში მოყვანილია კონკრეტული სახელები,  ქუვეითელი მეწარმე ღამინ ალ-მტეირი, რომელიც ბაშარ ასადის წინააღმდეგ თითოეულ მებრძოლს 2 500$-ს უხდიდა. იქამდე ღამინ ალ-მტეირი ქუვეითურ არმიაში იბრძოდა, რომელიც 90-იან წლებში აშშ-ს მოკავშირე იყო.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Human Right Watch-მა 2014 წელს გამოაქვეყნა ანგრაიში სადაც, სადაც აშშ-ს მთავრობას და კერძოდ ფედერალური გამოძიების ბიუროს (FBI-ს) ადანაშაულებდა მუსულმანებში ტერორიზმის წამქეზებლობაში და გაღვივებაში. HRW-ის დირექტორი მოადგილე ანდრე პრასოუ აცხადებდა, რომ აშშ-ს ხელისუფლება ტერორიზმთან ბრძოლის ეგიდით ძალიან ხშირად არღვევს ადამიანის უფლებებს.

Human Rights Watch-ის 2014 წლის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

http://bit.ly/1QXwI00

საუდიტების და ამერიკელების მიზანი იყო ირანის შიიტური მმართველობის საპირწონე შეექმნათ, ამიტომაც ისინი აქტიურად აფინანსებდნენ სირიულ ოპოზიციას ბაშარ ასადის წინააღმდეგ საბრძოლველად. სწორედ ამ ოპოზიციის ნაწილი გახდა დღეს ავად სახსენებელი ”ისლამური სახელმწიფოს” ნაწილი.

McCain1

ალ-ქაიდას ისტორია განმეორდა, ოღონდ ბევრად უფრო მძიმე ფორმით. თავიდან აშშ-ის და მისი მოკავშირეების მიერ შექმნილი ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ქაიდას სახით იმდენად გაძლიერდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს გამოვიდა აშშ-ს გავლენიდან და შეიძლება ითქვას დამოუკიდებელ წარმონაქმნად იქცა საკუთარ ძლიერი ბიზნეს სტრუქტურებით. სწორედ ანალოგიური რამ ვიხილეთ ”ისლამური სახელმწიფოს” შემთხვევაშიც. ოღონდ აქ საქმე ბევრად უფრო გართულდა; ISIS-ს უკვე გააჩნია საკუთარი ვალუტა, ფინანსთა სამინისტრო, სამთავრობო ორგანოების მსგავსი სტრუქტურები, რაც უფრო მძლავრს და საშიშს ხდის ამ ტერორისტულ დაჯგუფებას.

ამჟამად ”ისლამური სახელმწიფოს” შემოსავლები შეიძლება 3 ნაწილად გაიყოს.

  1. ნავთობით და გაზით ვაჭრობა
  2. ანტიკური არქეოლოგიური ძეგლების განადგურების შედეგად ხელოვნების ნიმუშებით არაკანონიერი ვაჭრობა
  3. სიგარების კონტრაბანდა და სხვადასხვა სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობა

ნავთობით და გაზით ვაჭრობაზე მოდის ”ისლამური სახელმწიფოს” შემოსავლების უდიდესი ნაწილი. სხვადასხვა სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით ნავთობის გაყიდვით ისლამისტი ტერორისტები ყოველდღიურად 1 მილიონ ამერიკულ დოლარს იღებენ, ხოლო ბუნებრივი აირით ვაჭრობით წლიურად 489 000 000$-ს. 1 ბარელ ნავთობს ტერორისტები 20-25$-და ყიდიან. ნავთობის დიდ ნაწილს ყიდულობს საუდის არაბეთის ნავთობკომანია Aramco, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ამერიკულ ნავთობკომპანიებთან. დე-ფაქტო ”ისლამური სახელმწიფოს” ტერიტორიაზე არსებული ნავთობის მარაგების ნაწილს ყიდულობენ თურქები.

ანტიკური ხელოვნების ნიმუშებით ვაჭრობის შესახებ ზუსტი სტატისტიკური ინფორმაცია არ მოიპოვება, თუმცა მაგალითად შუმერებისდროინდელი პატარა, 7 სანტიმეტრიანი ლომის ქანდაკება შავ ბაზარზე 57 000 000$-ად გაიყიდა.

lioness-guennola

3ათასწლიანი ისტორიის მქონე, 7 სანტიმენტრიანი ლომის ქანდაკება ”ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტებმა შავ ბაზარზე 57 მილიონ ამერიკულ დოლარდად გაყიდეს

სიგარეტის კონტრაბანდით და სხვადასხვა სოფლის მეურნეობის ვაჭრობის შედეგად ”ისლამური სახელმწიფოს” ყოველწლიური ბიუჯეტი მიახლოვებით 200 000 000$-ით ივსება.

ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ ალბათ ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდება ერთი ლოგიკური კითხვა: როგორ შეუძლიათ ტერორისტებმა საერთაშორისო ბაზარზე გაყიდონ ნავთობი, რომელსაც თითქმის მთლიანად აკონტროლებს ვაშინგტონი?

2015 წლის მარტში, როდესაც ლიბიელმა ტერორისტებმა ბენგაზიდან ხელში ჩაიგდის ნავთობის ტანკერი Morning Glory და მისი გაყიდვა სცადეს, ამერიკელმა სამხედრო-საზღვაო ძალებმა გაანეიტრალეს ლიბიელი ტერორისტები და ნავთობის ტანკერი უკან, ლიბიაში დააბრუნეს. მაშ რატომ არ მოქმედებდნენ ამერეკელები იგივენაირად ”ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ?

თანამდროვე მსოფლიოში, ტექნოლოგიების ბუმი დროს, აშშ-ს უპრობლემოდ შეუძლია გაიგოს თუ ვინ ყიდულობს ტერორისტებისგან ნავთობს, გაზს, ანტიკურ შედევრებს, მაგრამ ეს არ ხდება. ვაშინგტონი ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავს, რადგანაც ალბათ ამას მოითხოვს აშშ-ს სახლემწიფო ინტერესები. აშშ-ს მსგავსი პოზიცია თავისუფლად შეიძლება მიჩნეულ იქნას, როგორც დანაშაული კაცობრიობის წინაშე.

მაგრამ კაცობრიობა მარტო დასავლეთის იმედზე არაა, რუსეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ”ისლამური სახელმწიფოს” ნავთობსაბადოების დაბომბვა დაიწყო.

Advertisements

რატომ არ შემოგვთავაზა Facebook-მა profile ფოტო ლიბანის დროშის ფერებში ბეირუთის დაბომბვის მერე?

ძალიან ბევრმა ადამიანმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოში შეიცვლა სოციალურ ქსელ Facebook-ში profile სურათი საფრანგეთის ფერებში, რათა მხარდაჭერა გამოეხატა ფრანგების მიმართ პარიზში განხორციელებული ტერაქტების მერე. Facebook-მა სპეციალურად დაამატა ისეთი ოპცია, რომლის მეშვეობითაც ყველა მომხმარებელს შეუძლია შეცვლას თავისი სურათი საფრანგეთის დროშის ფონით.

ბეირუთში მომხდარი ტერაქტის შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა

ბეირუთში მომხდარი ტერაქტის შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა

მაგრამ ისლამურ სახელმწიფოს მარტო პარიზში არ განახორცილებია  ტერაქტები. 13 სექტემბერს ტერორისტებმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში რამდენიმე აფეთქება მოაწყვეს და შედეგად მინიმუმ 46 ადამიანი დაიღუპა. ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა ლოგიკური შეკითხვა: რატომ არ შესთავაზა Facebook-მა თავის მომხმარებლებს იმის შესაძლებლობა, რომ ლიბანელების ტრაგედიის ნიშნად საკუთარი სურათის ლიბანის დროშის ფერებში შეეცვალათ?

ეს აშკარად ორმაგი სტანდარტების ძალინ უხეში გამოვლინებაა, როდესაც პარიზელების სიკვდილი მთელ მსოფლიოს მიაქვს გულთან ახლოს და ძალიან დიდ თანადგომას გამოხატავს, მაშინ როდესაც ახლო აღმოსავლეთში დაღუპული უდანაშაულო მოსახლეობის ბედი არავის არ ანაღვლებს. უფრო მეტიც, ეს ფაშიზმის თანამდროვე გამოვლინებაა, როდესაც ადამიანებს მათი ეთნიკური ნიშნის მიხედვით და პასპორტებით ანსხვავებენ.

ისლამური სახელმწიფო Made in USA

”ისლამური სახელმწიფო” არის ამერიკული პროდუქტი, ხოლო მოსულის და ერ რამადის (ერაყული ქალაქები) დაცემა – წინასწარ დაგეგმილი სცენარი. ეს თან რიგითი მოქალაქის აზრი კი არ გახლავთ, არამედ ამერიკული სადაზვერვო ორგანიზაცია DIA აცხადებს ამის შესახებ. DIA-ს შვიდგვერდიან მოხსენებაში დეტალურადაა საუბარი ”ისლამური სახელმწიფოს” შექმნის სხვადასხვა ეტაპებზე. სხვადასხვა დასავლურ ქვეყანაში არ არის გასაკვირი, რომ ეს დოკუმენტი თითქმის შეუმჩნეველი დარჩა, მხოლოდ გერმანულმა პრესამ გააშუქა აქტიურად ეს მოხსენება.

DIA-ს ანგარიში გამოქვეყნებულ იქნა ინფორმაციის თავისუფლების კანონის ფარგლებში და 2012 წლის აგვისტოთი თარიღდება. ეს დოკუმენტი იყო აბსოლუტურად საიდუმლო და მისი გამოყენება მხოლოდ ერთეულ ამერიკულ ინსტიტუტებში იყო ნებადართული (სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო, სახელმწიფო დეპარტამენტი, სამხედრო დაზვერვა, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) მაგრამ ადრე თუ გვიან ყველაფერი სააშკარაოზე გამოდის და ამ დოკუმენტის შესახებაც საჯაროდ ყველასთვის ცნობილი გახდა.

ანგარიშის თანახმად ვაშინგტონმა ”ისლამური სახელმწიფოს” არსებობის შესახებ უკვე 2012 წელს იცოდა, მაგრამ ამის მიუხედავად აგრძელებდა ”ალ-ქაიდა”-ს და ”ერაყის ისლამური სახელმწიფოს” ფინანსურ მხადაჭერას. ამერიკელები აგრეთვე წვრთნიდნენ ამ დაჯგუფებების ბოევიკებს. აშშ ”ისლამური სახელმწიფოს” ზრდას განიხილავდა, როგორც საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების განხორციელებისთვის აუცილებელ მომენტს. ბაშარ ასადის რეჟიმის იზოლაციისთვის და ირანის ზრდადი გავლენის შესაჩერებლად ამერიკელებს სურდათ რეგიონში ”ალტერნატიული” მოთამაშის ყოლა ”ისლამურ სახელმწიფოს” სახით, რომელიც აშშ-ს მოწინააღმდეგებს გაუსწორდებოდა. სწორედ ამიტომაც ამერიკელების თვალს ხუჭავდნენ ჯიხადისტების არსებობაზე და ”ისლამური სახელმწიფოს” არ იმჩნევდნენ.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო ვარაუდობდა, რომ სხვა ორგანიზაციებთან ერთად ”ისლამური სახელმწიფო ერაყი”ერაყში და სირიაში გამოაცხადებდა ”ისლამური სახელმწიფოს” შექმნის შესახებ. ისინი პროგნოზირებდნენ ასევე რომ ერაყული ქალაქები მოსული და ერ-რამადი დაემხობოდა. ანგარიშში საუბარი ასევე იმაზე თუ რას გამოიწვევს ”ისლამური სახელმწიფოს” განვითარება და კრიზი ახლო აღმოსავლეთში. მოხსენებაში წერია, რომ სამომავლოდ ჩვენ ვიხილავთ ომს ”სხვისი ხელებით”, სადაც აქტიურად იქნებიან ჩართულნი ჩინეთი, რუსეთი და ირანი.

მაშინ როდესაც აშშ სირიაში ე.წ. ”ზომიერ ოპოზოციას” ეხმარებოდა, მათ ნათლად ჰქონდათ გათვიცნობიერებული ის ფაქტი, რომ ”ისლამური სახელმწიფო” დღითიდღე ძლიერდებოდა. და ბოლო 1 წლის განმავლობაში ამერიეკელები ვითომდა ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ იბრძოდნენ, რეალურად კი არაფერს არ აკეთებდნენ მათ გასანადგურებლად.

დასავლეთის სიცრუის პროპაგანდა რუსეთის წინააღმდეგ

8 ოქტომბერს ამერიკულმა ტელეარხმა CNN-მა გაავრცელა ინფრომაცია, ვითომდა 4 რუსული რაკეტა სირიის ნაცვლად ირანში ჩამოვარდა.  CNN-ის რეპორტაჟში ერთ-ერთი წყარო აცხადებდა კიდევაც, რომ შესაძლოა მსხვერპლიც კი ყოფილიყო ირანში რუსული რაკეტების ჩამოგდების შედეგად.

ამის შემდეგ გადის რამდენიმე საათი და აშშ-მ ოფიციალურად ვერ დაასტურა ირანის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების აფეთქების შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ არ ფლობდა ამის შესახებ არანაირ ინფორმაციას.

უფრო მეტიც, იგივე დღეს ირანის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ირანში არ ფლობდნენ არანაირ ინფორმაციას რუსული რაკეტების ჩამოგდების შესახებ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დასავლური მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აწარმოებენ ინფორმაციულ ომს რუსეთის წინააღმდეგ და ხელოვნურად სურთ მოსახლეობის გადაკიდება და წაკეზება რუსების წინააღმდეგ. მსგავსი გადაუმოწმებელი ინფორმაცია, ანუ ტყუილი რომელიმე რუსულ ტელევიზიას, რომ გაევრცელებინა დასავლული მედია ამაზე ერთ ამბავს ატეხდა. მაგრამ როდესაც საქმე CNN-ს ეხება, მათ ყველაფერი ეპატიებათ…

აბასიდების ხალიფატი და ისლამური სახელმწიფო

გაოცებას იწვევს ჩემში მედიის და არა მხოლოდ მედიის დამოკიდებულება სირიაში მიმდინარე მოვლენების მიმართ. ,,ძია სემმა” (იგულისხმება აშშ) თავისი უგუნური პოლიტიკით არაბი–მუსლიმებთან მიმართ, ჯინი გამოუშვა ბოთლიდან, რომლის სახელია აბასიდების სახალიფო. ყველაზე მანიაკალური იმდროინდელი ხალიფიც ვერ შეედრება ხალიფატის დღევანდელ მომხრეების მხეცობას ქრისტიანი თუ სხვა რელიგიური მინდევრების წინაამღდეგ. ყველამ თავისი თვალით იხილა , როგორც წვავდნენ ცოცხლად ეს მხეცები ბავშვებს.

აბასიდების ხალიფატი 750-1258 წლებში

აბასიდების ხალიფატი 750-1258 წლებში

დაუძინარი მტრები ისრაელი და ორგანიზაცია ხესბოლა (იგულისხმეთ ირანიც) , სირიის თუ ერაყის პრეზიდენტები და ქურთი მეამბოხეები, დღეს ერთ მხარეს დადგნენ, ნახეს რა, რა საშიშროება ემუქრებათ მათ და არა მხოლოდ მათ. რუკა ნახეთ. აბასიდების სახალიფოს საზღვრები, რომლის აღდგენა იგილის მიერ გაჟღერდა. აბასიდების სახალიფოს დედაქალებია ბაგდადი, დამასკო და სამმარია (ბაღდადიდან 120 კმ ) როგორც კი ”ისლამური სახელმწიფო” აიღებს ამ ქალაქებს გამოცხადება სახალიფოს შექმნა . ეს ნიშნავს იმას , რომ მილიონობით არაბი–მუსლიმი (350 მილიონი) გაერთიანდება ერთ სახელმწიფოში, სადაც ეყოლებათ მეთაური ხალიფი – პოლიტიკური და რელიგიური ლიდერი. არაბები ყოველთვის ოცნებობდნენ ერთ სახელმწიფოს შექმნას. ისტორიის მანძილზე ამის მცდელობა არაერთხელ იყო. მაგრამ ცუდ სიზმარშიც კი ვერავის წარმოედგინა , რომ ამ გაერთიანების იდეოლოგები იქნებოდნენ კაციჭამია ტერორისტები, გაბოროტებული დანარჩენ მსოფლიოზე. ,,ძია სემმა” (იგულისხმება აშშ) უგუნურად იმდენი იტრიალა ახლო აღმოსავლეთში, რომ მსოფლიო ამ საზარელი ფაქტის წინაშე დააყენა.

''ისლამური სახელმწიფოს'' წევრები

”ისლამური სახელმწიფოს” წევრები

კარგად თუ დააკვირდებით აბასიდების ხალიფატის რუქას, მაშინ შემჩნევთ, რომ აღმოსავლეთ საქართველოც შედის ამ სახალიფოში. თუ დღეს რუსეთი, გამომდინარე თავისი უსაფრთხოებიდან, ბომბავს ”ისლამურ სახელმწიფოს” და იცავს სირია და ერაყს, ამით ის იცავს დანარჩენ მსოფლიოს , ,,აბასიდების სახალიფოს” აღდგენისგან. დღესდღეობით ძნელია რუსეთის როლის ”არდაფასება” მსოფლიო მშვიდობის შენარჩუნების კუთხით. საინტერესოა, თუ აშშ-ს ეყო გამბედაობა გაეროს უშიშროების საბჭოს თანხმობის გარეშე დაბომბა იუგოსლავია და ერაყი, მაშ რამ შეუშალა ხელი, რომ მსოფლიოში #1 ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ წამოეწყო სამხედრო ოპერაცია?