დღეს Huawei, გუშინ Toshiba – აშშ-ის ომები აზიურ კომპანიებთან

ამერიკელი პოლიტიკოსები Toshiba-ს პროდუქცია ამტვრევენ

ბოლო პერიოდში აშშ-ს და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი დაიწყო. თავისი მასშტაბით და ეკონომიკური დანაკარებით ეს ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო დაპირისპირებაა. ეს დაპირისპირება უკვე დიდი ხანია გაცდა ეკონომიკურ საბურველს და ამერიკული იმპერიალიზმის გამოვლინების კლასიკურ მაგალითად იქცა.

რამდენიმე ხნის წინ აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ ჩინური კომპანია Huawei შავ სიაში შეიყვანა. ამერიკულმა კომპანია Google-მა კი განაცხადა, რომ ჩინური კომპანიის (Huawei) ტელეფონები გაითიშება Android-ის საოპერაციო სისტემის განახლებისგან. ეს კი სხვა არაფერია თუ არა კონკურენციაზე უარის თქმა და ყველანაირი მეთოდით მეტოქის განადგურების მცდელობა.

რა გახდა ამის მიზეზი? პირველ რიგში სწრაფი ტემპით მზარდი ჩინური ეკონომიკა, ჩინეთის ტექნოლოგიური წინსვლა, რაც აშშ-ში საკმაოდ სახიხაფათოდ ჩათვალეს. ბევრი ეკონომისტის, ექსპერტის თუ ინტელექტუალის პროგნოზით XXI საუკუნე იქნება ჩინური საუკუნე, რაც ამერიკული ჰეგემონიის დასასრულამდე მიგვიყვანს, ეს კი ამერიკელების აშკარა განრისხებას იწვევს.

ზოგადად ამერიკელები კმაყოფილები არიან იქამდე, სანამ მათი პარტნიორები ვასალების როლში არიან და მათ სრულად ემორჩილებიან, როგორც კი ვინმე დამოუკიდებლად ცდილობს განვითარებას ამერიკელების ჩარევის გარეშე, მაშინ რომელიღაც ამერიკულ სახელმწიფო უწყებას ეყოფა იმის კადნიერება, რომ განაცხადოს უცხოური ”კომპანიების წარმატებული მოღავწეობა აშშ-ის სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება” და ამიტომაც მათ წინააღმდეგ სანქციებს დააწესებენ.

სწორედ ესე მოხდა Huawei-ის შემთხვევაში. მაგრამ ეს ამერიკელების აგრესიული, არასამრთლიანი ეკონომიკური ომის პირველი შემთხვევა არ არის აზიური კომპანიების წინააღმდეგ. 3 ათეული წლის წინ მსგავსი სიტუაცია იყო Toshiba-ს გარშემოც, ამიტომაც გადავწყვიტეთ მცირე ისტორიული ექსკურსი შემოგთავაზოთ.

huawei-us-980x516.jpg

 

30 წლის წინ Toshiba-მ  საბჭოთა კავშირს გარკვეული ტექნოლოგიები მიყიდა. აშშ ამ ფაქტმა განარისხა და შემდეგი სანქციები დაუწესა იაპონურ კომპანიას:

  1. იაპონიის პოლიციის დეპარტამენტს გაუგზავნა ბრძანება, Toshiba-ს მანქანათმშენებლობის ქარხნის პრეზიდენტის, ერხე ლინის და დაზგების მწარმოებელი ბიზნესის პრეზიდენტის ჰიროსიმა ტანამურუს  დაპატიმრების მოთხოვნით და მათთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთის ბრძანებით.
  2. Toshiba-ს ქარხნების დახურვა აშშ-ში.
  3. 100%-იანი ტარიფის დაწესება Toshiba-ს ნებისმიერ პროდუქციაზე, რაც აშშ-ის ბაზარზე იყიდებოდა.
  4. სასჯელის სახით Toshiba-ს პროდუქციის იმპორტის აკრძალვა აშშ-ში 5 წლის ადით.
  5. Toshiba-ს დაეკისრა 1 ტრილიონი იენის ოდენობის ჯარიმა, რაც 16 მილიარდი დოლარდის ექვივალენტია დღევანდელი კურსით.

განრისხებული აშშ-ის დასაწყნარებლად იაპონიამ შემდეგი სასჯელი გამოუტანა Toshiba Group-ს:

  1. იაპონური ნახევრადგამტარების წარმოება აუცილებლად უზიარებს ტექნოლოგიებს და სიახლეებს ამერიკულ კომპანიებს.
  2. Toshiba-მ 100 მილიონი იენი დახარჯა, რათა მობოდიშების რეკლამის პულბიკაცია მოეხდინა ყველა მსხვილ ამერიკულ გაზეთში.
  3. იაპონური ნახევრადგამტარების ასოციაციამ 9 მილიონი დოლარის ინვესტირება მოახდინა აშშ-ში, რათა ლობისტური კომპანიების დახმარებით აშშ-ის კონგრესთან ურთიერთობა დაელაგებინა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ლობისტური კამპანია იყო იმ დროისთვის.
  4. Toshiba group-ის გენერალურმა დირექტორმა და თავჯდომარემ კომპანია დატოვეს.
  5. Toshiba-ს აეკრძალა პროდუქციის ექსპორტი 14 სხვადასხვა ქვეყანაში 1 წლის განმავლობაში.

Toshiba-ს და დღეს უკვე Huawei-ს ისტორიების გაანალიზებით კარგად ჩანს ერთ რამ – აშშ-ის შეშფოთების მიზეზი 2 შემთხვევაში არა კონკურენტების მიერ თამაშის წესების დარღვევა ან რაიმე სახის დანაშაული, არამედ მათ წარმატება იყო. აშშ-ის ყოველთვის აღიზიანებდა კონკურენტების დამოუკიდებელი წარმატების შემთხვევები, როცა ეს მათ გვერდის ავლით ხდებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ აშშ კმაყოფილია იქამდე სანამ ის  ბატონია, ხოლო სხვა ქვეყანა მისი ვასალი, როდესაც ეს სტატუს-კვო ირღვევა აშშ სასაცილო საბაბით ყოველთვის აგრესიულ შეტევაზე გადადის. Toshiba-ს შემთხვევაში იაპონელებმა მხოლოდ ბოდიშის მოხდა შეძლეს და ამერიკელების მხრიდან ძლიერი დატყმის შედეგად Toshiba დაღმასვლით წავიდა.

მაგრამ საბედნიეროდ დღევანდელი ჩინეთი ბოლომდე აპორებს საკუთარი კომპანიის დაცვას და ამერიკელებს იოლი გამარჯვების იმედი ნამდილად არ უნდა ჰქონდეთ.

Advertisements

როგორ მოპარა დიდმა ბრიტანეთმა ინდოეთს 45$ ტრლნ.

znfdixsgtx9uvaloeugj.jpg

დიდი ბრიტანეთში და დასავლურ ლიბერალურ წრეებში ხშირად შეხვდებით იმ მოსაზრებას, რომ ინდოეთის კოლონიზაცია, რა საშინელიც ის არ უნდა ყოფილიყო, თავად ბრიტანეთისთვის დიდი ეკონომიკური სარგებლის მომტანი არ ყოფილა. ასე რომ ამ ნარატივის თანახმად, ის ფაქტი რომ იმპერია დიდ ხნის განმავლობაში არსებობდა ბრიტანული მადლიერების ჟესტად შეიძლება იქნეს მიჩნეული.

ცნობილი ეკონომისტის, უცა პატნაიკის (Utsa Patnaik) ახალი კვლევის თანახმად, რომელიც Columbia University Press-ში გამოქვეყნდა, გამანადგურებელ დარყმას აყენებს მსგავს იმპერიალისტურ მითს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ინერგებოდა ბრიტანეთის კოლონიალისტური იმიჯის გასაუმჯობესებლად.

ორსაუკუნოვანი მონაცემების დეტალური ანალიზის შედეგად, რომელიც სხვადასხვა გადასახადების და ვაჭრობის სტატისტიკას მოიცავს, პატნაიკმა გამოითვალა, რომ დიდმა ბრიტანეთმა 1765-1938 წლებში ინდოეთეიდან საერთოდ ჯამში 45 $ ტრლნ. მოიპარა.

ეს მართლაც შოკისმომგვრელი თანხაა. ასე მაგალითად 45$ ტრლნ. 17-ჯერ აღემატება დიდი ბრიტანეთის მთლიან წლიურ შიდა პროდუქტს დღესდღეობით. 

როგორ გაძარცვეს ინგლისელებმა ინდოეთი?

3a4683d7f99349baa4791de15b662965_18.jpg

აი როგორი სქემით ხდებოდა ეს ყველაფერი. ოსტ-ინდოეთის კომპანიამ ინდოეთში გადასახადების შეგროვება დაიწყო და შემდგომში შეგროვილი თანხის ნაწილს (მიახლოვებით 1/3-ს) ინდური პროდუქციის შესაძენად იყენებდა, რაც დიდ ბრიტანეთში იგზავნებოდა.

სხვა სიტყვებით რომ ავხსნათ, იმის მაგვირად რომ ინდოეთში სხვადასხვა პროდუქტის შესაძენად ინგლისელებს საკუთარი ჯიბიდან გადაეხადათ, ისინი ამ ყველაფერს უფასოდ ყიდულობდნენ, ანუ ინდოელი გლეხებისგან და ფეიქრებისგან სხვადასხვა ნაწარმის შესაძენად ისინი მათგანვე აკრეფილ ფულს იხდიდნენ.

ეს იყო კლასიკური თაღლითობის სქემა – ძარცვა დიდ მასშტაბებში. საინტერესო ისაა, რომ ინდოელების უმრავლესობას ამაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რადგანაც აგენტი, ვინც მათგან გადასახადებს იღებდა, შემდგომში სხვა პიროვნებით იცვლებოდა, ვინც ადგილობრივებისგან პროდუქციას ყიდულობდა. ეს რომ ერთი და იგივე პიროვნება ყოფილიყო, ინდოელები მარტივად მიხვდებოდნენ რომ მათ ყვლეფდნენ და ძარცვავდნენ.

მოპარული პროდუქციის ნაწილი პირდაპირ დიდ ბრიტანეთში მიემართებოდა, ხოლო დანარჩენი რეექსპორტზე მიემართებოდა სხვადასხვა ქვეყნებში. რეექსპორტის სისტემამ და მისგან მიღებულმა შემოსავალმა დიდ ბრიტანეთს საშუალება მისცა დაეფინანსებინა იმპორტი ევროპული ქვეყნებიდან, ისეთი სტრატეგიული ნედლეულის შესაძენად როგორიც იყო რკინა, კუპრი და ხე-ტყე, რაც საჭირო იყო ბრიტანეთის ინდუსტრიალიზაციისთვის.

ინდუსტრიული რევოლუცია დიდწილად იყო დამოკიდებული ინდოეთის სისტემატურ ძარცვაზე და შედეგად მიღებულ აურაბელ დოვლათზე. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ინგლისელები რეექსპორტზე გატანილ პროდუქციას ბევრად უფრო მაღალი ფასებში ყიდდნენ, იმასთან შედარებით რაც ეს პროდუქტი ინდოეთში ღირდა. ანუ პროდუქტის თავდაპირველ ღირებულებას ანგლო-საქსები საკმაოდ მაღალ მარჟასაც უმატებდნენ. 

საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად აშშ მსოფლიოს №1 საფრთხეა

რუსული აგრესია საქართველოსთვის ბოლო რამდენიმე ათწლეულის უმთავრეს გამოწვევად გვევლინება და თითოეული მოქალაქისთვის საკმაოდ მტკივნეულია, რამეთუ ეს პირდაპირ კავშირშია ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ასობით ათას დევნილთან და უამრავ ადამიანურ ტრაგედიასთან. 

თვითონ დასავლეთში დღესდღეობით ერთის მხრივ რუსეთის მიერ საერთაშორისო დღის წესრიგის ტრანსფორმაცია და ერთპოლარული მსოფლიოს ბიპოლარულად გადაქცევის მცდელობა და მეორეს მხრივ ჩინეთის ეკონომიკური პროგრესი დიდ შეშფოთებას იწვევს. თუმცა დავანებოთ თავი გეოპოლიტიკას და გადავხედოთ იმას თუ რას ფიქრობს სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობა აშშ-ის, რუსეთის და ჩინეთის როლზე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე.

აფდ.jpg

მსხვილი დასავლური კვლევითი ორგანიზაციის (Pew Research Center) მიერ 38 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად ირკვევა შემდეგი, რომ:

რესპოდენტების 39%-ის აზრით აშშ-ის გავლენა და ძალაუფლება მათი ქვეყნებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, მაშინ როდესაც რუსეთის და ჩინეთის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 31%-ს შეადგენს.

წინა კვლევებთან შედარებით მთელ მსოფლიოში ანტიამერიკული განწყობების მზარდი ტენდენცია შეინიშნება. (კვლევის ინგლისური ვერსია შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ – https://pewrsr.ch/2TMsCBA)

2017 წლის იანვარში კიდევ ერთი ცნობილი ორგანიზაციის, Gallup-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად ჩანს, რომ აშშ-ის გლობალური ლიდერობა 30%-მდეა შემცირებული. ამ მაჩვენებლით ჩინეთი ლიდერობს (31%) და მესამე ადგილზე რუსეთია 27%. 

სგფაწგ

აშშ-ის მიმართ კეთილგანწყობა მკვეთრად დაეცა, განსაკუთრებით მისი საკვანძო მოკავშირეების თვალში, როგორებიც არიან მექსიკა, კანადა და გერმანია. გასათვალისწინებელია, რომ ეს ტრამპის მიერ წამოწყებულ სავაჭრო ომამდე და ირანისთვის გამოცხადებულ ბლოკამდე იყო, რაც იმის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს, რომ აშშ-ის მიმართ მხადაჭერა კიდევ უფრო შემცირდებოდა.

აშშ-ისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს თამაშობს იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან თანამშრომლობა ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი შესაძლო საფრთხის და ჩინეთის ზრდის შესაჩერებლად. გასაკვირი არაა, რომ ამ ორივე ქვეყნის მოქალაქეები ჩინეთს უმთავრეს საფრთხედ მიიჩნევენ, მაგრამ პარადოქსალურია რომ აშშ-იც თითქმის იგივე ნიშნულზეა, ანუ იაპონიის და სამხრეთ კორეის მოსახლეობა აშშ-ის სახით მოიაზრებს არამხოლოდ სავაჭრო პარტნიორს, არამედ უმთავრეს საფრთხესაც.

აშშ უმთავრეს საფრთხედ მიაჩნიათ ასევე ნატოს წევრ ქვეყნებს და ევროკავშირის მთავარ მოთამაშეებს. გერმანელების 35%-ის აზრით ძირითად საფთხეს აშშ წარმოადგენს, ხოლო 33% მეორე უმთავრეს საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს.

დასკვნის სახით შეგვიძლია შეგვიძლია ერთი აფრიკული ანდაზა მოვიშველიოთ: ”თუ ნიანგს შენი მტრის შეჭმა სურს, არ დაიჯერო რომ ნიანგი შენი მეგობარია”.

გლობალიზაციის ფარული მხარე

2008-05-dark-side-globalisationubxLI6

გლობალიზაციის გარშემო დისკუსიები აქტუალობას არ კარგავენ. მედია და პოლიტიკოსები ყოველდღიურად ურაცხევან ტვინებს მოსახლეობას გლობალიზაციის გაფეტიშებით და მის უალტერნატოვაბაზე აპელირებით, მაგრამ მცირე ისტორიული ექსკურსი და ლოგიკური ანალიზი საკმარისია იმისთვის რომ გლობალიზაციის ფარული მხარე დავინახოთ, ის რაზეც მეინსტრიმული მედია საშუალებები საერთოდ არ საუბრობენ.

წარმოგიდგენთ ამერიკელი ჟურნალისტის და ავოტირს,  «Greenpeace International»-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, რექს ვეილერის სტატიის თარგმანს – “გლობალიზაციის ფარული მხარე”.

მიგრანტების მოზღვავებასთან დაკავშირებული შეშფოთება შეიძლება მიჩნეულ იქნას დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის მთავარ ფაქტორად, მაგრამ Brexit-ის მხარდაჭერა 2016 წელს ჩატარებულ რეფერანდუმზე ასევე გლობალიზაციის პოლიტიკის კრახსაც მოასწავებდა. ძველი სკოლის ეკონომისტები მხარს უჭერდნენ გლობალიზაციას იმ მოსაზრებაზე დაყრდნობით რომ ქვეყნებს კონკურირება უკეთესად შეუძლიათ კაპიტალისტურ ბაზრებზე, ამა თუ იმის პროდუქციის წარმოებაზე სპეციალიზების მეშვეობით, რესურსების ექსპორტის ხარჯზე, ამავდროულად ადგილობრივი წარმოების, კულტურის და დამოუკიდებლობის მსხვერპლად გაღების ფასად.

1957 წელს ევროპულმა ქვეყნებმა საერთო ბაზარი შექმნეს ვითომდა ეკონომიკის დაცვის მოტივით, მაგრამ ეს ხელშეკრულება პირველ რიგში კორპორატიული ელიტის ინტერესებს იცავდა. 1980-იან წლებში მარგარეტ ტეჩერი ბრიტანეთში, რონალდ რეიგანი აშშ-ში და ფრანსუა მიტერანი საფრანგეთში ნეოლიბერალურ გადატრიალებას ჩაუდგნენ სათავეში, რომლის დროსაც კერძო საკუთრებას გადასცეს ეკონომიკა და მასზე საზოგადოებრივი კონტროლი მოსპეს. ისინი აცხადებნენ რომ მდიდრების კიდევ უფრო გამდიდრებით მოსახლეობის ქვედა ფენებიც იხეირებდნენ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ მოხდა.

main-qimg-de613f3e33c3957a2a6664837a5f9f00-c.jpg

პრივატიზაცია

ევროპული და ამერიკული მრეწველობა დეგრადირდა, როდესაც კორპორაციებმა საკუთარი წარმოება ღარიბ ქვეყნებში გადაიტანეს, სადაც იაფი სამუშაო ძალა იყო და კორპორაციებისთვის კეთილგანწყობილი კანონები მოქმედებდა. მედიაში მოხვდა მსოფლიო ბანკის მემორანდუმი, რომელიც მისი  მთავარი ეკონომისტის, ლოურენს სამერსის მიერ იყო ხელმოწერილი. დოკუმენტში პირდაპირი მოწოდება იყო მდიდარი ქვეყნების მიმართ, რათა მათ ტოქსიკური მასალების და საზიანო წარმოებების ექსპორტირება მოახდენათ.

ღარიბი ქვეყნები ვალებში ჩაიფლნენ და რესურსების ძარცვით, ეროვნული კულტურების დეგრადაციით, ომებით, არასტაბილურობით და მდიდრებს და ღარიბებს შორის შემოსავლების უთანასწორობით იტანჯებოდნენ.

მსგავსი პოლიტიკის დამღუპველმა შედეგებმა 1999 წელს სიეტლში, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის სხდომაზე ბუნტი გამოიწვია და ასე გაჩნდა ანტიგლობალისტური მოძრაობა. 2008 წლისთვის არაკონტროლირებადი საინვესტიციო ბანკები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში აფიორით მდიდრდებოდნენ და სასესხო ვალდებულებებს უჭერდნენ მხარს, გაკოტრდნენ და შემდგომ სახელმწიფოსგან მოითხოვს დახმარება, ღარიბი თანამოქალაქეების და საშუალო კლასის გადასახადის გადამხდელების ხარჯზე.

wto-protest

Brexit-ის მოძრაობა ინგლისში ნაწილობრივ იყო იმ მოქალაქეების აჯანყებაც, რომელთაც გლობალიზაციის წყალი არ გადაესხათ: გაჭირვებული მუშათა კლასის, რომელთაც უმუშევრობა, ქამრების შემოჭერის პოლიტიკა და შესაბამისად სოციალური დახმარების შემცირება ემუქრებოდა. ევროკავშირი ეკონომიკურ სრულ სუვერენიტეტს აძლევდა ბანკებს და კორპორაციებს, მაგრამ არ ინდობდა საბერძნეთის და კვიპროსის მსგავს სუსტ ქვეყნებს, რომლებიც მათი მითითებების იგნორირებას ახდენდნენ. საბერძნეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, იანის ვარუფაკისმა «ევროკავშირის ანტიდემოკრატიული ინსტიტუტები» დაადანაშაულა, რომელთაც   «შეუძლებელი გახადეს მათი ქვეყნისთვის საერთო ბაზარზე დარჩენა და სუვერენიტეტის შენარჩუნება».

იტალიის ფინანსთა მინისტრმა პიერ კარლო პადაონმა «The Guardian»-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ «Brexit-ს დომინოს პრინციპი ექნება»

გლობალიზაციამ და ნეოლიბერალიზმმა ნეგატიურად იმოქმედა მასების ჯანმრთელობაზე, განათლებაზე და სოციალურ უსაფრთხოებაზე, ადგილობრივი დამოუკიდებლობის და ინდუსტრიული კორპორატოკრატიის საზოგადოებრივი წესრიგის შეცვლით, რომელიც ოჯახს და საზოგადოებას ანგრევს.

გლობალიზაცია მდიდრების მიერ მოფიქრებული პრივატიზაციის სქემა აღმოჩნდა, რომელიც ეკონომიკის კონტროლისკენ და პოლიტიკური ძალაუფლების ქონისკენ ისწრაფვის.

ტოქსიკური მასალების საცავები

1987 წელს გარემოს დაცვის და განვითების საერთაშორისო კომისიის მოხსენებაში შემოთავაზებული იყო «მდგრადი განვითარების» იდეა, რომელიც საბაზრო ეკონომიკების შემდგომ ზრდას და საბაზრო მექანიზმების გამოყენებას გარემოზე გლობალიზაციის ზემოქმედების რეგულირების ითვალისწინებდა. მაგრამ ბაზრის მიერ მართულმა პოლიტიკამ გარემოს მიმართ რესურსების მოხამრების და გამოფიტვის ტემპი დააჩქარა, წიაღისეული საწვავის ხარჯები გაზარდა და გლობალურ დათბობასთან მიგვაახლოვა; ამავდროულად მდიდრები კიდევ უფრო გაამდიდრა და ტოქსიკური კვალი დატოვა მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში მშრალი მდინარეების და გამოფიტული ნიადაგის სახით.

⇒ გლობალიზაციის რეალური საფასური 1984 წელს გამოჩნდა, როდესაც მეთილიზოციანატის ორთქლის გამოსროლამ პესტიციდების წარმოებით დაკავებული კომპანიის, Union Carbide-ის ქარხანაში ქალაქ ბხოპალეში (ინდოეთი) 4000-მდე ადამიანის მომენტალური სიკვდილი გამოიწვია და მიახლოვებით 20 000-ის – შემდგომი 20 დღის განმავლობაში. 100 000 ადამიანზე მეტი სუნთქვითი დისფუნქციის მსხვერპლი გახდა, დასახირჩრდა და მხედველობა დაკარგა.

ბხოპალის ტრაგედია

1991 წელს ბხოპალის სასამართლომ Union Carbide-ის გენერალური დირქტორი, უორენ ანდერსონი არა განზრახ მკვლელობაში დაადანაშაულა, მაგრამ ამის მიუხედავად არც აშშ-ის და არც ინდოეთის ხელისუფლებამ არ მოახდინა აღნიშნული პიროვნების ექსტრადაცია სასამართლოს მოთხოვნით. იმ კორპორაციების პრაქტიკული საქმიანობა, რომლებიც ტოქსიკური წარმოებების ექსპორტს ახდენდნენ, რათა ღარიბი ქვეყნების მოსახლეობა აღმოჩენილიყო რისკის ქვეშ და არა მათი საკუთარი, სხვანაირად «დაბინძურების საცავის ეფექტი»-ის სახლეთიაა ცნობილი.

2013 წელს ესპანეთის სანაპიროზე წყალმა 10-მეტრიანი მკვდარი კაშალოტი გამორიყა. მის მუცელში 17 კგ. პლასტიკური განავი აღმოაჩინეს. ყოველწლიურად კაციობრიობა 15 მლრდ. კგ. ნაგვით ასაჩუქრებს ოკეანეს საყოფაცხოვრებო ნარჩენების და კონტეინერმზიდების განაჟონის სახით. თევზები და ზღვის ძუძუმწოვრები პლატიკური ნაგვით იკვებებიან, რომლის მონელებაც შეუძლებელია და ისინი მუცლის ხეთქვით კვდებიან.

ec7422a01d1f3ea14b83b85100a8be7c.jpg

გლობალიზაცია ახალისებდა (და ზოგიერთ შემთხვევაში აიძულებდა კიდევაც) რომ ქვეყნებს ეკოლოგიური კანონები შეემსუბუქებინათ. შედეგად მივიღეთ გაუტყეურება, აგრესიული და სახიფათო მცენარეების გავრცელება, გლობალური ბიომრავალფერვონების დაკარგვა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების გენეტიკური მრავალფეროვნების შემცირება.

2003 წელს დეოტ ერნფელდმა რატგერის უნივერსისტეტიდან, აშშ-ში ჟურნალ «Conservation and Society»-ში გამოაქვეყნა სტატია «გლობალიზაცია: ბიომრავლეფროვნებაზე, გარემოზე და საზოგადოებაზე ზემოქმედება»  «ეკოლოგიური და გლობალიზაციის სხვა სახის ზიანის კოტროლის დროს არ შეიძლება ბაზარზე მინდობა», – დაასკვნა მან. «გლობალიზაციის არქიტექტორებმა უგულებელჰყვეს ამ სისტემის სოციალური, ბიოლოგიური და ფიზიკური შეზღუდვები»

გლობალიზაციის გავლენა სოციუმზე და ეკონომიკაზე

ომი – გლობალიზაციის ყველაზე დამანგრეველი საფასურია. იარაღით მსოფლიო ვაჭრობა, რომელიც საერთაშორისო კორპორაციების მიერ მოგების წყურვლის სურვილით ხორციელდება, პლანეტაზე უსაფრთხოებას აყენებს საფრთხის ქვეშ.

გლობალიზაციამ ღარიბ ქვეყნებში მცირერიცხოვანი ელიტა გაამდიდრა, მაგრამ საბოლოო შედეგად მდიდრებსა და ღარიბებს შორის შემოსავლების სხვაობის გაღრმავება, უმუშევრობა, სამუშაო ძალის ექსპლუატაცია, პროფკავშირების მუშაობის ხელის შეშლა და ადამიანთა უფლებების შევიწროვება მივიღეთ.

american_art_of_war_by_konton_kyoudai.jpg

გლობალიზაცია და კორპორაციები

გლობალიზაციის შედეგად ეკონომიკებმა შედარებით ცალმხრივი იერი მიიღეს და  ხელი შეუწყვეს პროდასავლური კორპორაციების მიერ ღარიბის კოლონიების რესურსების ძარცვის პროცესს. ეროვნული ეკონომიკის მშენებლობა რესურსების ექსპორტის საფუძველზე კატარასტროფით დამთავრდა. 70-იან წლებში დიდი ბრიტანეთის და ნიდერლანდების ეკონომიკებმა ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის და გაზის მოპოვების ბუმი გაიარეს. ნავთობის და გაზის მოპოვების ზრდამ სიუხვის ილუზია შობა და ამავდროულად ადგილობრივ წარმოებას და ეკონომიკურ უსაფრთხოებას გამოუთხარა ძირი. ბრიტანელი პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეჩერი კორპორაციების მიმართ კეთილგანწყობილი იყო ნავთობისგან მიღებული შემოსავლები იმისთვის გამოიყენა, რომ კორპორაციების გაფართოვების სუბსიდირება მოეხდინა, ომები ეწარმოებინა და საბანკო იმპერიები გაემდიდრებინა.  რესურსების ექსპლუატაციამ შესაძლოა ეროვნული ვალუტის გამყარების  დროებითი შთაბეჭდილება შექმნას, მაგრამ საბოლოოდ ეს ექსპორტის გაძვირებას იწვევს, აზიანებს წარმოებას და ადგილობრივ ეკონომიკას და მუშათა კლასს სამუშაოს და გარანტიების გარეშე ტოვებს.

1977 წელს ჟურნალ «The Economist»-მა სპეციალური ტერმინი «ჰოლანდიური სენი» მოიფიქრა აღნიშნული პოლიტიკის შედეგების აღსაწერად. თავის წიგნში «სიუხვის პარადოქსი» ტერი კარლი ხსნის თუ რატომაა ნავთობი «რესურსული წყელვა», რაც საკუთარ თავზე იწვნია ნიგერიამ, ინდონეზიამ, ვენესუელამ, ირანმა, კანადამ და სხვა ქვეყნებმა. ნავთობით მდიდარი ქვეყნები ნავთობის მრეწველობის მფარველებს იზიდავენ, რომლებიც თავის მხრივ მათთვის სასურველ პოლიტიკურ კანდიდატებს აძლევენ ხმას. ქვეყნები, რომლებიც რესურსული კოლონიების როლში გვევლინებიან ადამიანთა უფლებების მკაცრი დარღვევებით და ბუნებრივი გარემოს გაჩანაგებით იტანჯებიან. კანადის ხელისუფლებამ  წიაღისეულის საწვავის კომპანიების სუბსიდირება მოახდინა და 14 მლრდ. კანადური დოლარის ინვესტირება მოახდინა, რამაც მრეწველობაში 340 000 სამუშაო ადგილის დაკარგვა გამოიწვია.

გლობალიზაცია ქვეყნებზე ზემოქმედებას ახდენს, რის შედეგადაც ისინი სახელმწიფო ქონების გადაცემას ახდენენ კერძო საკუთრებაში; ის აუფასურებს მათ ვალუტებს საექსპორტო ფასებზე «კონკურენტუნარიანობის» შესანარჩუნებლად და სატარიფო სტრუქტურებზე უარის თქმის გამო, რომლებიც ადგილობრივ ეკონომიკას იცავენ.

global

ნეოლიბერალურლმა პოლიტიკამ დაბეგვრის ტვირთი კორპორაციებიდან მუშათა კლასზე გადაიტანა. შედეგად ცენტრალიზებულმა გლობალურმა საბანკო ბიზნესმა რამდენიმე ბანკის სქემებთან მიმართებაში მთელი მსოფლიო მოწყლვადი გახადა. არცერთი ეს ეპიზოდი არ წარმოადგენს გარემოებათა შემთხვევით დამთხვევას; ეს უფრო ნეოლიბერალური კორპორატოკრატიის განზრახვების შედეგია.

სავაჭრო ხელშეკრულებები

ჩრდილოეთამერიკული თავისუფალი ვაჭრობის ზონა (NAFTA, 1994), ტრანსატლანტიკური პარტნიორობა (TPP, 2016) და სხვა სავაჭრო ხელშეკრულებები შემუშავებული იყო კორპორაციების მოგების გასაზრდელად. NAFTA და ТРР კორპორაციებს უფლებას აძლევს უჩივლონ მთავრობებს და ეს პროცესები კერძო, საიდუმლო სასამართლოებში მიმდინარეობს. 2013 წელს, როდესაც კანადის პროვინცია კვებეკმა მორატორიუმი მიიღო ნავთობის და გაზის ფრეკინგზე, რათა მიწის და წყლის დაბინძურება შეეჩერებინა, ამერიკულმა ნავთობის და გაზის კომპანია Lone Pine Resources-მა  250 მლნ. დოლარზე NAFTA-ს სახელით კანადის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და განაცხადა, რომ მორატორიუმი «თვითნებური და არაკანონიერი ანულირება» იყო კომპანიის უფლებისა მოეპოვებინა ნავთობი და გაზი.

როდესაც ონტარიოს პროვინციამ მიიღო კანონი ბუნების დამზოგავი განახლებადი ენერგიის შესახებ (Green Energy Act), ტეხასის ენერგეტიკულმა კომპანიამ Mesa power-მა მათ წინააღმდეგ საქმე აღძრა.  როდესაც კანადის ხელისუფლებამ აკრძალა ММТ, ნეორტოქსინი, რომელიც ალცჰეიმერის დაავადებასთანაა დაკავშირებული,  Ethyl Corporation-მა მოითხოვა და მიიღო კიდევაც 13 მლნ. ამერიკული დოლარი. ამერიკულმა კომპანია S.D. Myers-მა,  რომელიც ტოქსიკური ნარჩენების გამოსროლაზე იყო პასუხისმგებელი, კანადას სასამართლოში უჩივლა იმ მოტივით რომ ბეჭვდითი პლატების ექსპორტი აიკრძალა. ასევე ამერიკულმა კომპანია Sun Belt-მა უჩივლა კანადას წყლისდაცვითი კანონმდებლობის მიღების გამო; სხვა უამრავმა კორპორაციამაც აღძრა არაერთი საქმე ასობით მილიონი დოლარის ღირებულებაზე, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობამ გარემოსდაცვითი და საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ნაბიჯები გადადგა.

როდესას აშშ-ში მილსადენი Keystone XL აკრძლეს, კანადურმა კოპანიამ TransCanada-მ 15 მილიარდი დოლარის კომპენსაცია მიიღო. Exxon Mobil-მა, Dow Chemical-მა და სხვა კორპორაციოებმა საერთო ჯამში 600-ზე მეტი სარჩელი შეიტანეს სხვადასხვა მთავრობების წინააღმდეგ. ცნობილი ეკონომისტები, ჯოზეფ სტიგლიცი და ადამ ჰერში Marketwatch-ში წერდნენ, რომ ეს სავაჭრო ხელშეკრულებები «ღია კონკურენციას აფერხებენ და მომხმარებლებისთვის ფასებს ზრდიან».  ესაა გლობალიზაციის სახე, კორპორატიული შეთქმულება დემოკრატიის წინააღმდეგ.

43195733_1907500512629067_5082554750650548224_n

ლოკალურ დონაზე ზოგიერთი ქვეყანა ამ ტენდენციებს შეცვლას ცდილობს საწინააღმდეგო მიმართულებით. 2008 წელს ისლანდიამ უკვე წარმოადგინა ესეთი მოდელი, როდესაც დამნაშავე ბანკირების წინააღმდეგ საქმე აღძრა, იმის მაგივრად რომ მათ დახმარებოდა. იქ ბანკებში ახალი დირექცია დაამტკიცეს, მათი კაპიტალიზირება მოახდინეს და ორიენტაციაზე შეუცვლეს საზოგაოდების ინტერესების დაცვის მიმართლებით. მათ მოახდინეს კრონის დევალვაცია 60%-ით, რამაც საშუალება მისცა მაღალი ხელფასები შეენარჩუნებინათ, იმპორტი შეზღუდეს და ადგილობრივი წარმოების და ტურიზმის განვითარებას მიჰყვეს ხელი.

ლოკალიზაცია – ესა არის წამალი გლობალიზაციის წინააღმდეგ, პირველი ნაბიჯი ადამიანების უფლებების აღდგენის და ნაციონალური ეკოსისტემის განახლების გზაზე.

პატრის ლუმუმბა – დასავლეთის მიერ ლიკვიდირებული კონგოს ლიდერი

დღესდღეობით პატრის ლუმუმბას სახელი ბევრისთვისაა ცნობილი. ის კონგოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსი იყო. პატრის ლუმუმბა კონგოელი ხალხის ჩაგვრის და მისი ქვეყნიდან  ევროპელების მიერ რესურსების მითვისების წინააღმდეგ აქტიურად ილაშქრებდა, მაგრამ მას არ დასცალდა და სასტიკად იქნა მოკლული.

patrice-lumumba-55-years-later

კონგოს მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ადგილი ეკავა ალმასების და ძვირფასი ლითონების მოპოვების დარგში, ამიტომაც ევროპელ კაპიტალისტებს დიდი ინტერესი გააჩნდათ ამ ქვეყნის მიმართ, სწორედ ამიტომაც მოიშორეს პატრის ლუმუმბა.

პატრის ლუმუმბა კონგოელი მემარცხენე პოლიტიკური მოღვაწე, კონგოს პირველი პრემიერ-მინისტრი, აფრიკული კონტინენტის ევროპული იმპერიალიზმისგან გათავისუფლების მოძრაობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და ლიდერი გახლდათ.

ლუმუმბამ პოლიტიკური პარტია “კონგოს ნაციონალური მოძრაობა” დააარსა. მისი პოლიტიკური პროგრამა და მსოფლომხედველობა შეიძლება ითქვას რომ მემარცხენე ცენტრისტული იყო; კერძოდ ის დასავლური მონოპოლიების შეზღუდვის მომხრე იყო საკუთარ ქვეყანაში და მათი დამატებითი დაბეგვრის მოსურნე. პატრის ლუმუმბა ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური სამართლიანობის დამყარებას ცდილობდა.

34096006_1732919756753811_8841766786765422592_n
მაგრამ მას პრემიერ-მინისტრის რანგში 2 თვეზე მეტი ხნით არ დასცალდა მოღვაწეობა. 1960 წელს კონგოს დამოუკიდებლობის მოპოვობის შემდეგ მალევე ქვეყანაში ბელგიური ჯარები შეიჭრნენ და ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს. ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი ჯოზეფ კასავუბუ დასავლეთის მიმართ საკმაოდ ლოიალურად განწყობილი პოლიტიკოსი გახლდათ. დასავლეთის მხარდაჭერით კასავუბუმ ლუმუმბა დააპატიმრა. პატრის ლულუმბა 1961 წელს დაიღუპა ციხიდან გაქცევის შემდეგ. სხვადასხვვა ფაქტებით მტკიცდება რომ კონგოს ეროვნული გმირის მკვლელობის (ეროვნული გმირის წოდება ლულუმბას 1966 წელს მიანიჭეს) ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და ავტორი დასავლური სპეცსამსახურები, კერძოდ კი ამერიკული ფედერალური სარეზრვო სააგენტო (CIA).

ქვემოთ წაროდგენილ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ გერმანელების და ფრანგების მიერ 2000 წ. გადაღებული დოკუმენტური ფილმი “პატრის ლულუმბას სიკვდილით დასჯა“, სადაც ნაჩვენებია თუ რატომ სურდათ დასავლურ ქვეყნებს ლუმუმბას მოშორება და ლიკვიდაცია.
http://bit.ly/2cJKlzP

დასავლეთისთვის არასასურველი პრემიერი

კონგოს ხელისუფლების რადიკალიზმი ძალიან ბევრის მიზნებს ეწინააღმდეგებოდა. ლუმუმბას ხელისუფლება ქვეყნის ბუნებრივ რესურსებზე რეალური კონტროლის მოპოვებას შეეცადა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის გზას დაადგა.

დაიგეგმა სახელმწიფო გეგმიური ეკონომიკის ჩამოყალიბება, მრეწველობასა და წარმოებაში სახელმწიფო სექტორის შექმნა, პირველი აუცილებლობის პროდუქტებზე ფიქსირებული ფასების დაწესება. აიკრძალა კაპიტალის გადინება საზღვარგარეთ. ლუმუმბა სახელმწიფოს და ეკლესიის გამიჯვნას უჭერდა მხარს  და სეკულალური სახელმწიფოს შექმნას ცდილობდა. საგარეო პოლიტიკის კურსი უკომპრომისო იყო, რაც მთლიანად აფრიკული კონტინენტის გათავსიუფლებას გულისხმობდა კოლონიალიზმისგან და რასიზმისგან. 

ლუმუმბას კურს ბევრი მოწინააღმდე ჰყავდა – მის წინააღმდეგ გამოვიდა პრეზიდენტი კასავუბუ და ქვეყნის ყველაზე მდიდარ პროვინციაში კატანგაში შეაირაღებული ამბოხიც დაიწყო. ეს ბეგლიელბსაც არ გამორჩენიათ და წესრიგის აღდგენის საბაბით თავის ყოფილ კოლონიაში ჯარი შეიყვანა.  პრემიერ-მინისტრ ლუმუმბას დახმარებისთვის გაეროს მიმართა, მაგრამ ბელგიელმა სამხედროებმა მის მოწინააღმდეგეებს დაუჭირეს მხარი და «ნაციონალური გათავისუფლების» ლიდერი დესტაბილიზაციაში დაადანაშაულეს.

ამის შემდეგ ლუმუმბას საბჭოთა კავშირს მიმართ დახმარებისთვის, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო, რადგანაც ლუმუმბას მოწინააღდეგეები უკვე სიტუაციას აკონტროლებდნენ. უფრო მეტიც, აშშ-მ გავლენიან მემარცხენე პოლიტიკოსში ლუმუმბას სახით «აფრიკელი კასტროს»  საფრთხე იგრძნო და მისი მოშორება გადაწყვიტა.

1960 წელს პრეზიდენტმა კასავუბუმ თანამდებობიდან გაათავისუფლა ლუმუმბა და მას შინაპატიმრობა მიუსაჯა იმის სანაცვლოდ რომ მის მომხრეებს აჯანყება შეეწყვიტათ. მაგრამ კატანგაში პრემიერ-მინისტრ ლუმუმბას მხადმაჭერების საპროტესტო გამოსვლები არ წყდებოდა, ხოლო თავად ის კი ციხეში რჩებოდა, იმის მიუხედავად რომ პარლამენტმა მის გათავისუფლებას დაუჭირა მხარი. ბელგიელების მიერ შემოყვანილი სამხედრო ძალა კი მშვიდობისმყოფელების კი არა, უფრო ოკუპანტების როლში გამოდიოდა.

1966 წელს პატრის ლუმუმბა კონგოს ეროვნულ გმირად გამოაცხადეს. 1975 წელს აშშ-ის სენატის კომისიის გამოძიების შედეგად, რომელიც ამერიკული სპეცსამსახურების საქმიანობას ეხებოდა ცნობილი გახდა ის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც პატრის ლუმუმბა პოლიტიკური არენიდან მოიშორეს. ეს ამერიკული ”ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს” (CIA) აქტიური მონაწილეობით მოხდა.

პოლიტიკური მკვლელობა

ლუმუმბას მომხრეები ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი აიღეს კონტროლქვეშ. 12 სექტემბერს მეამბოხეების მიერ ციხიდან გამოყვანილმა პრემიერ-მინისტრმა საკუთარ თანამოაზრეებთან მიღწევა და ბრძოლის გაგრძელება გადაწყვიტა. მაგრამ გზაზე ის პოლტიკურმა მოწინააღდეგმა ჩაიგდეს ხელში გაეროს ჩუმი თანხმობის ფონზე.

ლუმუმბას სიკვდილის დეტალები 40 წლის შემდეგ გახდა ცნობილი, მას შემდეგ რაც ბელგიის პარლამენტმა სპეციალური გამოძიება ჩაატარა. გამოძიების თანახმად ლუმუმბა მის დაუძინებელ მტერ, მუაზ ჩომბეს გადასცეს, რომელიც სეპარატისტების ლიდერი იყო. ლუმუმბას ადგილობრივი სეპარატისტები აწამებდნენ, მაგრამ მათ ხელმძღვანელობდნენ ბელგიელი ჯარისკაცები და ამერიკელი სპეცსამსახურების თანამშრომლები.

1961 წლის 17 იანვარს გრელვადიანი წამების შემდეგ ლუმუმბა და მისი მხარდამჭერები დახვრიტეს. მათი სხეულის ნაშთები მკვლელების მიერ იქნა განადგურებული.

ცნობილია რომ ლუმუმბას ლიკვდაციის გეგმა ამერიკულ სპესსამსახურებსაც გააჩნდათ, თან დამტკიცებული იყო პირადად პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერის მიერ. კონგოელი პოლიტიკოსის მკვლელობის მთავარი მოტივი მისი მემარცხენე მსოფლმეხდველობა და საბჭოთა კავშირთან თანამშრომლობის სურვილი იყო. დღესდღეობით არაერთი სხვადასხვა წყარო მოწმობს პირდაპირ კავშირს ამერიკულ CIA-ს და პატრის ლუმუმბას მკვლელობას შორის. 

516nlSEaL4L._SX331_BO1,204,203,200_

ბელგიელმა ავტორმა, ლუდო დე ვიტემ გამოქავეყნა წიგნი – “ლუმუმბა – XX საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი მკვლელობა”, სადაც დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით საუბარია იმაზე თუ როგორც დაგეგმას აშშ-ის და ბელგიის მთავრობებმა ლუმუმბას ლიკვიდაციის გეგმა.

2002 წელს ბელგიამ ოფიციალურად აღიარა საკუთარი თანამონაწილეობას პატრის ლუმუმბას მკვლელობაში, მაგრამ შემდგომ გამოძიებაზე უარი განაცხადა.

 

ამერიკული «კულტურული იმპერიალიზმი»

corporate-welfare-piggy-bank.jpg

II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ამერიკული კულტურული ექსპორტის პრობლებამ ფართო დისკუსიები გამოიწვია აკადემიურ წრეებში. გერმანელი მკვლევარის გინოუ ჰეხტის (Gienow-Hecht) აზრით აღნიშნულმა დისკურსმა თავის განვითარებაში 3 თანმიმდევრული ფაზა გაიარა. პირველი ფაზის არსი “ცივი ომის” თეორიტიკოსების უკმაყოფილების გამოხატვაში მდგომარეობდა ამერიკული ხელისუფლების მხრიდან ინტერესის არქონის გამო აქტიური კულტურული პოლიტიკის გატასატარებლად. შემდგომ გამოიკვეთა ტენდენცია, რომლის თანახმადაც კულტურული იმპერიალიზმის კრიტიკოსები ამერიკული კულტურის ექსპორტს გლობალური ეკონომიკური ექსპანსიის და ექსპლუატაციის ფარულ ინსტრუმენტად მიიჩნევდნენ. საბოლოოდ მეცნიერებმა, რომლებიც საწინააღმდეგო აზრზე იყვნენ, სავსებით უარყვეს კულტურული იმპერიალიზმის კონცეფცია და მიიჩნევენ რომ გარე კულტურული ზემოქმედების წინააღმდეგობის გაწევა ამცირებს ან შეუძლებელს ხდის კულტურული პროდუქციის იმპორტს.

დისკუსიის შინაარსი განსახილველი საკითხების ჩარჩოებს გაცდა. კამათი რომელიც პოლიტიკური რაკურსით დაიწყო დროთა განმავლობაში მეცნიერულ დისკუსიაში გადაიზარდა კულტურის, როგორც ძალის და ზეგავლენის ინსტრუმენტის განხილვისკენ. ავტორების მიერ ხშირად გამოყენებადი სიტყვათაწყობა “კულტურული იმპერიალიზმი”  გარკვეული ფასაულობათა პარადიგმის დომინირების გლობალურ იდეას წარმოადგენდა. მსგავსი მიდგომა ახლოსაა ნეომარქსისტულთან, რომლის თანახმად მოდელირება “ცენტრი-პერიფერია”-ს კატეგორიათ ხდება:

cultural-imperialism.gif

დასავლური კულტურა განიხილებოდა, როგორც «ჩრდილოელი ქვეყნების შეჭრის ინსტრუმენტი განვითარებად ქვეყნებში ადგილობრივი ტრადიციების და ზნე-ჩვეულებების დამარცხების მიზნით”

1960-იან წლებში აშშ-ის ინტელექტუალური ელიტა კარდინალურად ცვლის ქვეყნის საგარეო კულტურული პოლიტიკის შეფასებას და მის შედეგებს. როგორც ჰოლენდერი (Hollander) აღნიშნავს, ეს ათწლეული გამოირჩეობდა ანტიამერიკული განწყობების ძლიერი ზრდით აშშ-ის შიგნით, რომლის ერთ-ერთი მიზეზი გახდა ზიზღი ამერიკული კულტურის და მისი გავლენის საზღვარგარეთ გავრცელების მიმართ.

1960-იანი წლების ამერიკული საზოგაგოებისთვის მიუღებელი ხდება აშშ-ის საგარეო პოლიტიკა და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გავლენის მოპოვების იმპერიალისტური ზრახვები. მეტწილად ეს დაკავშირებული იყო ამერიკულ აგრესიასთან ვიეტნამის წინააღმდეგ და მისწრაფებასთან გაეფართოვებინათ გავლენის არეალი საბჭოთა კავშირთან დაპირისპირების პერიოდში. აღნიშნულ ისტორიულ კონტექსტში ამერიკელი მეცნიერების წრეში ჩნდება და აქტიურად მკვიდრდება ტერმინი ამერიკული “კულტურული იმპერიალიზმი” და მასთან დაკავშირებული პრობლემები.

მაგრამ ეს თემა სიახლეს არ წარმოადგენდა. კონსერვატორი ევროპელები დიდი ხნის განმავლობაში სერიოზულ საფრთხეს განიცდიდნენ ამერიკული მასკულტურის მხრიდან. 1920-იან წლებში ბრიტანელი მწერალი დევიდ ლოურენსი (Lawrence) [ააშკარავებდა ამერიკულ მატერიალიზმზს, ცრუ მორალიზმს და ისტორიულად ჩამოყალიბებული თვითშეგნების არარსებობას]. გერმანელი ჰალფელდი (Halfeld) თავის მხრივ ასევე [უარყოფდა ამერიკულ ცივილიზაციას  მისი უსულო კულტურის გამო]. 1940-50-იან წლებში მემარცხენე იდეების მქონე ევროპელები შეშფოთებას გამოთქვამდნენ ამერიკული გავლენის გავრცელების გამო როგორც პოლიტიკაში, ასევე კულტურის და ხელოვნების სფეროებში. ფრანკფურტის სკოლამ უმთავრესი როლი ითამაშა აშშ-ში “ახალი მემარცხენეების” თეორიული ფუნდამენტის უზრუნველყოფაში.

პატრიკ ბიუკენენი თავის ყველაზე გახმაურებულ წიგნში “დასავლეთის სიკვდილი” თავის კრიტიკას “ახალი მემარცხენეების” წინააღმდეგ მიმართავს, რომელიც დაფუნძებულია თანამედროვე ამერიკული საზოგადადოების მორალურ, სოციალურ-პოლიტიკურ და ეთნოკოფესიონალურ ასპექტებზე და აქედან წარმოებულ სუბიექტურ დასკვნებზე.

პატრიკ ბიუკენენი

ბიუკენენი აღნიშნავს: “ამერიკული მასმედია კულტურათა შორის ბრძოლაში იარაღად იქცა და ყველაზე საიმედო ხერხად მოგვევვლინა ახალგაზრდების გამოსათაყვანებლად. წარსულში საზოგადოებრივი სიმტკიცე წიგნების და სიტყვების მეშვეობით ემხობოდა, მაგრამ მარკუზე დარწმუნებული იყო რომ სექსი და ნარკოტიკები ბევრად უფრო მოქმედი იარაღია. საკუთარ წიგნში «ეროსი და ცივილიზაცია» მან უკვე საკმაოდ ცნობილი ლოზუნგი წამოყენა: სიყვარულით დაკავდით და არა ომით. ახალი მარქსისტებისთვის უმთავრესი მიზანი ოჯახის ინსტიტუტის განადგურება იყო, რასაც დიქტატურის მაგალითად, შოვინიზმის და სოციალური უთანასწორობის ინკუბატორად განიხილავდნენ”

აუციელებელია იმის აღნიშვნა, რომ კულტურული იმპერიალიზმის კონცეფცია არ გულისხმობს რაიმე განსაზღვრული კრიტერიუმების არსებობას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა მისი იდენტიფიცირება. მაგრამ აკადემიურ დისკუსეიბში კულტურული იმპერიალიზმის შესახებ შესაძლებელია 4 ძირითადი მიმართულების გამოყოფა: მედია-იმპერიალიზმის დისკურსი, ერთი სახელმწიფოს მსოფლიო ჰეგემონია, დისკუსია კაპიტალიზმის გლობალურ დომინირებაზე და თანამედროვეობაზე.

მედია იმპერიალიზმი

კრიტიკოსები მიიჩნევენ რომ მედია ერთის მხრივ ამერიკული კულტურის გავრცელების ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტს წარმოადგენს, ხოლო მეორეს მხრივ თანამედროვე ამერიკული კულტურის ბოროტებას, რადგანაც სწორედ ის ქმნის გამოუვალ სიტუაციას. ამერიკული კულტურა საკუთარი თავის ტყვე ხდება, მედიის მიერ კულტურული და სხვა ტენდენციების გავრცლების შედეგად ამერიკული კულტურა იძულებულია წინასწარ შეთანხმებული წესებით ითამაშოს, რასაც ბაზრის კონიუქტურა ეწოდება.

ასე თუ ისე შესაძლებელია კულტურული იმპერლიალიზმის აპოლოგეტებს დავეთნხმოთ იმაში, რომ კულტურული პოლიტიკის ის სეგმენტი, რომლის რეალიზებაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ხდება თავიდან ბოლომდე პასუხს მედია მაგნატების ინტერსებს, რომლებიც აკონტროლობენ ამა თუ იმ მედიას.

სწორედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ხდება საზოგადოებრივ აზრზე წინასწარ დაგეგმილი და შემუშავებული მანიპულაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

“მედია-იმპერიალიზმის” კონცეფციამ საკმაოდ სწრაფად მონახა მხარდამჭერები ამერიკელ მეცნიერებს შორის. უოტერგეიტის სკანდალმა, რომელიც რიჩარდ ნიქსონის წინაასარჩევნო კამპანიასთან იყო დაკავშირებული, იმ ეჭვის პროვოცირება მოახდინა, რომლის თანახმადაც არსებობდა ფარული კავშირი აშშ-ის ხელისუფლებას და მედიას შორის. ასევე აშკარა გახდა  აღმასრულებელი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და სამსახურეობრივი უფლება-მოვალეობების გადაჭერბების მცდელობები. ამერიკული მედია მკვლევარის და სოციოლოგის ჰერბერტ შილერის ნაშრომებში ვხვდებით მჭიდრო კავშირის არსებობის ფაქტებს ერთის მხრივ აშშ-ის უმაღლეს და ბიზნეს ეშელონებს, სამხედროებსა და მთავრობის წევრებს შორის ე.წ. «გონების მანიპულატორებს შორის» («mind managers»), ხოლო მეორეს მხრივ წამყვანი ამერიკული მედია საშუალებების ხელმძღვანელებს შორის. შილერის მიხედვით ამ ორ ძალას შორის არსებობს ფარული ურთიერთკავშირი, რომელიც დაფუძნებულია საიდუმლო შეთანხმებაზე, რომელის მიზანია ადამიანებით მანიპულაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ.

Américanisation_du_monde.JPG

ამერიკელები, კერძოდ ჯოზეფ ნაი და ზბიგნევ ბზეჟინსკი აშშ-ის «ცივ ომში» გამარჯვების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად აშშ-ის დომინირებას და მიმზიდველობას ასახელებენ პოპ-კულტურის დონეზე. ზემოთხსენებული ამერიკელი ინტელექტუალების აზრით მასკულტურის სათავისოდ გამოყენება აშშ-ს დაეხმარა საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევაში. მაგალითისთვის საკმარისი იქნება მხოლო 2 მომენტის დასახელება: «ევროპის დემოკრატიული რეკონსტრუქცია» მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შემდეგ და «ცივ ომში» გამარჯვება. ჯოზეფ ნაი შემდეგნაირად აყალიბებს საკუთარ აზრზს: “საბჭოთა კავშირს გააჩნდა მნიშვნელოვანი სამხედრო პოტენციალი, რაც მას საშუალებას აძლევდა დასავლეთ ევროპას დამუქრებოდა, მაგრამ ადრეულ ომისშემდგომ პერიოდში მას «რბილი ძალის» საკმაოდ მნიშვნელოვანი რესურსებიც გააჩნდა, რაც კომუნისტური იდეოლოგიის მომხიბვლელობასთან და საბჭოთა კავშირის გამარჯვებასთან იყო დაკავაშირებული ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ. მაგრამ მან საკმაოდ იზარალა საკუთარ ქვეყანაში და აღმოსავლეთ ევროპაში რეპრესიების გამო და სულელური ეკონომიკური პოლიტიკის გამო შემდგომ წლებში (თუმცა მისი სამხედრო პოტენციალი იზრდებოდა). საბჭოთა კავშირის მიერ მართულმა პროპაგანდამ და კულტურულმა პროგრამებმა ვერ გაუწია კონკურენცია ამერიკულ კომერციულ პოპ-კულტურას საკუთარი მოქნილობით და მიმზიდევლობით. ბერლინის კედლის ნგრევამდე დიდი ხნით ადრე, მასში საკმაო რაოდენობით ხვრელები შეიქმნა დასავლური ტელევიზიების და დასავლური ფილმების მიერ. ჩაქუჩი და ბულდოზერები თავის საქმეს ვერ გააკეთებდნენ დიდი ხნის განმავლობაში დასავლეთის პოპ-კულტურის იმიჯის ტრანსლირების გარეშე.”

შეგვიძლია დავეთანხმოთ ტერმინ «კულტურული იმპერიალიზმის» არსებობს, ან ვუარყოთ ის, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – ამერიკული საგარეო კულტურული ექსპანსია, რომელიც მათი ოფიციალური და არაოფიციალური საგარეო კულტურული პოლიტიკის ნაწილია, საერთოდ არ დასუსტებულა და დღესდღეობით გვევლინება ამერიკული გავლენების და ნაციონალური ინტერესების (ასევე ამერიკული მსხვილი ბიზნესის ინტერესების) გავრცელების ეფექტურ ინსტრუმენტად. რა გავლენას ახდენს ის სხვადასხვა დამოკიდებელი ქვეყნების და მათში არსებული საზოგადოების ფორმირებაზე და შემდგომ განვითარებაზე კარგად ჩანს თუნდაც საქართველოს მაგალითზეც.

არც თუ ისე შორეულ წარსეულში სპეციალური ტერმინის ხმარებაც დაწიყეს, რაც კულტურული იმპერიალიზმის მიერ მოტანილ შედეგს გულისხმობს – ვესტერნიზაცია [გულისხმობს ეროვნული ცხოვრების გადაყვანას დასავლურ რელსებზე] – მსგავსი განმარტება აქვს ამ ტერმინს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ენცოკლოპედიური ლექსიკონის თანახმად.

კარგი მაგალითის საფრთხე – აშშ-ს იმპერიალისტური პოლიტიკის ქვაკუთხედი

აშშ წლების განმავლობაში არ უშვებდა მსოფლიოს სხვადასხვა პატარა ქვეყნებში განვითარების ალტერნატიული, ანტიკაპიტალისტური, საკუთარი მოსახლეობის და არა ბიზნეს ელიტების ინტერესებზე მორგებული მოდელების ჩამოყალიბებას და სამეხდრო ინტერვნციების მეშვეობებით ცდილობდა ამ ქვეყნებისთვის ხელის შეშლას. თანამედროვეობის გამორჩეული ინტელექტუალი, დღესდღეობით ცოცხლებს შორის ყველაზე ციტირებადი მეცნიერი, ნოამ ჩომსკი ამას “კარგი მაგალითის საფრთხეს” უწოდებს და თავის ერთ-ერთ წიგნში ძირფესვიანად მიმოიხილავს ამ საკითხს. ჩვენ უცვლელად გთავაზობთ ამ მონაკვეთის თარგმანს ნოამ ჩომსკის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნიდან:

10728838.jpg

განვიხილოთ 60-იანი წლების ლაოსი, ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა მსოფლიოში იმ დროისთვის, და ასევე ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელო. მისი მოსახლეობის უმეტესობამ არც კი იცოდა ლაოსის არსებობის შესახებ. მათი წარმოდგენა შემოიფარგლებოდა მხოლოდ საკუთარი სოფლითა და კიდევ მახლობელი სამეზობლო სოფლებით. მაგრამ როგორც კი ლაოსში პრიმიტიული სოციალური რევოლუციის ჩანასახი გაჩნდა, ვაშინგტონმა განახორციელა ლაოსის “საიდუმლო დაბომბვა” და მთელი დასახლებული პუნქტები გაანადგურა, თან აღსანიშნავია რომ ამ ოპერაციას არაფერი საერთო არ ჰქონდა აშშ-ს ომთან ვიეტნამში.

1963-197 წლებში აშშ-მ ლაოსში 2.5 მილიონი ტონა ბომბი ჩამოაგდო

კიდევ ერთი საინტერესო მაგალითი –  კარიბის ზღვის ნაწილში არსებობს პატარა კუნძულოვანი ქვეყანა გრენადა, სადაც ცხოვრობს 100 ათასი ადამიანი. ამ კუნძულის პოვნა რუკაზე არც თუ ისე ადვილია. მაგრამ როგორც კი გრენადაში სოციალური რევოლუცია დაიწყო, ვაშინგტონმა იჩქარა ჩარეულიყო და აღმოეფხვრა საფრთხე.

1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციიდან მოყოლებული  1980-ან წლებში აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური მთავრობების კრახით დასრულებული, აშშ-ს მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ინტერვენციას ამართლებდა ის საბაბი, რომ ისინი ამ ქვეყნებს საბჭოთა საფრთხისგან იცავდნენ. ამიტომ, როდესაც 1983 წელს აშშ გრენადაში შეიჭრა, მეთაურების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე განმარტავდა, რომ იმ შემთხვევაში თუ საბჭოთა კავშირი თავს დაესხმეოდა დასავლეთ ევროპას, მტრულად განწყობილი გრენადა დაბრკოლებას შეუქმნიდა ნავთობის მიწოდებას კარიბის ზღვის გასწვრივ დასავლეთ ევროპისათვის და იმ შემთხვევაში ისინი (აშშ) ვერ შესძლებდნენ დახმარების აღმოჩენას ალყაში მოქცეულ მოკავშირეებსთვის. ახლა ეს სასაცილოდ გეჩვენებათ ალბათ, მაგრამ ამგვარი განცხადებები ხელს უწყობენ საზოგადოებრივი აზრის მობილიზაციას აგრესიის, ტერორის და მავნებლური ქმედებების მხარდასაჭერად.

1983 წელს ამერიკელები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პატარა კუნძულოვან ქვეყანა, გრენადაში შეიჭრნენ.

ნიკარაგუაზე თავდასხმა გამართლებული იყო მტკიცებებით, რომ თუ ”მათ” იქ არ შეაჩერებდნენ, მაშინ “ისინი” გადმოლახავენ საზღვარს ჰარლინგენში, ტეხასის შტატში, რომლის მისაღწევად სულ რაღაც ორი დღეა საჭირო. განათლებულ ადამიანებს სთავაზობდნენ უფრო გააზრებულ ვარიანტებს, მაგრამ იგივე დამაჯერებელობის დონით.

ამერიკული ბიზნესი ვერც კი შეამჩნევდა ნიკარაგუას გაქრობას მსოფლიო რუკიდან. იგივე შეიძლება ითქვას სალვადორზე. მიუხედავად ამისა, აშშ ბარბაროსულად შეიჭრა ამ ორივე სახელმწიფოში, რამაც იმსხვერპლა 100 ათასობით ადამიანის სიცოცხლე და მილიარდობით დოლარი.

ამისათვის არსებობს მიზეზი. რაც უფრო სუსტი და ღარიბია ქვეყანა, მით უფრო სახიფათო შესაძლოა გამოდგეს მისი წარმატებული მაგალითი დანარჩენი მსოფლიოსთვის.  თუ პატარა, ღარიბ გრენადას იმის უნარი შესწევს რომ შექმნას საკუთარი მოსახლეობის ცხოვრების უკეთესი პირობები, მაშინ სხვა ქვეყნებს, რომლებსაც გააჩნიათ შთამბეჭდავი რესურსები, უჩნდებათ კითხვები : “რატომ არა ჩვენ?”

ამ წესის დამადასტურებელ მაგალითად იქცა ინდოჩინეთი, რომელიც არის ფართო რეგიონი მნიშვნელოვანი რესურსებით. მიუხედავად იმისა რომ ეიზენჰაუერი და მისი მრჩევლები ბევრს ბჭობდნენ ბრინჯზე, კალასა და კაუჩუკზე, რეალური საფრთხე მდგომარეობდა იმაში, რომ თუ ინდოჩინეთის მოსახლეობა მიაღწევდა დამოუკიდებლობასა და სამართლიანობას, მათ მაგალითს მიბაძავდა ტაილანდის მოსახლეობა და მისი წარმატების შედეგად, იგივე მცდელობები გავრცელდებოდა მალაიზიაში და შემდგომ უკვე ინდონეზია გაყვებოდა დამოუკიდებლობის მაგალითს. გაჩნდებოდა ე.წ. “დიდი ზონის” მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვის საფრთხე.

თუ თქვენ გჭირდებათ გლობალური სისტემა, რომელიც ექვემდებარება ამერიკელი ინვესტორების ინტერესებს , თქვენ ვერ დაუშვებთ მის დაშლას მარტივ მამრავლებლად. გასაოცარია, თუ რაოდენი გულახდილობით არის ფორმულირებული ეს ყველაფერი დოკუმენტებში, რომლებიც უკვე ფართო აუდიტორიისათვისაა  განკუთვნილი. განვიხილოთ პრეზიდენტი ალიენდეს ჩილე.

ჩილე არის შედარებით დიდი ქვეყანა, რომელსაც საკმაოდ მდიდარი ბუნებრივი რესურსები გააჩნია, მაგრამ არც მისი დამოუკიდებლობა წარმოადგენდა საფრთხეს აშშ-თვის. მაშინ რატომ აწუხებდა ის აშშ-ს ?

ჰენრი კისინჯერმა ჩილეს ვირუსი უწოდა, რომელსაც შეეძლოდა მთელ რეგიონს გადადებოდა, რის შედეგებიც შორს გავრცელდებოდა, შესაძლოა იტალიამდეც კი.

1973 წლის 11 სექტემბერს ამერიკული სპეცსამსახურების აქტიური მონაწილოებით ჩილეში სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო, დაიღუპა დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი – სავლადორე ალიანდე და ხელისფულებაში დიქტატორი, ავგუსტო პინოჩეტი მოვიდა.

მიუხედავად ამერიკული ძირგამომთხრელი ქმედებებისა იტალიაში კვლავაც არსებობს მუშათა მოძრაობა. ჩილეს სოციალ-დემოკრატიული მთავრობის წარმატება იქცეოდა არასასურველ ნიშნად იტალიელი ამომრჩევლებისთვის. ვაი თუ მათ გაუჩნდებოდათ აზრი ხელში ჩაიგდოთ საკუთარი ქვეყანა და აეღორძინებინათ მუშათა მოძრაობა, რომელიც 1940-იან წლებში სრულაიდ გაანადგურა CIA-ამ ?  (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო)

ამერიკელი სტრატეგები სახელმწიფო მდივნით, დინ აჩესონით დაწყებული 1940-იანი წლების ბოლოდან, დღემდე დაუღლელად გვაფრთხილებენ, რომ “ერთმა დამპალმა ვაშლმა შესაძლოა გააფუჭოს უამრავი სხვა ვაშლი”. საფრთხე მდგომარეობს იმაში, რომ “ლპობამ”, ანუ სოციალურ-ეკონომუკურ განვითარებამ გავრცელება არ ჰპოვოს.

ეს “დამპალი ვაშლის თეორია” საზოგადოებას მიერთმევა “დომინოს თეორიის” სახით. ადამიანებს  კალიფორნიაში აშინებდნენ ხო ში მინის გემის მოსვლით და მსგავსი უაზრობებით. შესაძლოა, რომელიმე ამერიკელი ლიდერი იჯერებს  კიდევაც ამ ყველაფერს, მაგრამ რაციონალურად მოაზროვნე დამგეგმავები ამისათვის ზედმეტად ჭკვიანები არიან. მათ ესმით, რომ ჭეშმარიტი საფრთხე მდგომარეობს “ცუდ მაგალითში”.

1954 წელს, როდესაც აშშ ემზადებოდა გვატემალაში დემოკრატიის დასამხობად, სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ გვატემალა იქცა სტაბილურობის მზარდ საფრთხედ ჰონდურასსა და სალვადორში. მისი აგრარული რეფორმა წარმოადგენს მძლავრ პროპაგანდისტულ იარაღს; მუშების და გლეხების დახმარების ფართო სოციალური პროგრამა მაღალი სოციალური ფენების და მსხვილი უცხოური საწარმოების წინააღმდეგ ბრძოლაში არის მიმზიდველი ცენტრალური ამერიკის სამეზობლო ქვეყნების მოსახლეობისათვის, სადაც ადგილი აქვს მსგავს პირობებს.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, აშშ-ს სსურს “სტაბილურობა”, რომელიც გულისხმობს საზოგადოების მაღალი ფენების და მსხვილი უცხოური საწარმოების უსაფრთხოებას. თუ ამის მიღწევა შესაძლებელია ფორმალური დემოკრატიის მეთოდებით, მაშინ ეს დასაშვებია, ხოლო თუ არა, მაშინ “სტაბილურობისთვის საფრთხე”, რომელსაც წარმოადგენს კარგი მაგალითი, უნდა განადგურდეს მანამ, სანამ ვირუსი არ შეეყარ სხვებს.

ამიტომაც პაწაწინა ხიჭვიც კი განიხილება, როგორც ფართო ავადმყოფობის საფრთხე, რომელიც მოითხოვს ძალადობრივ აღმოფხვრას.