კარგი მაგალითის საფრთხე – აშშ-ს იმპერიალისტური პოლიტიკის ქვაკუთხედი

აშშ წლების განმავლობაში არ უშვებდა მსოფლიოს სხვადასხვა პატარა ქვეყნებში განვითარების ალტერნატიული, ანტიკაპიტალისტური, საკუთარი მოსახლეობის და არა ბიზნეს ელიტების ინტერესებზე მორგებული მოდელების ჩამოყალიბებას და სამხედრო ინტერვენციების მეშვეობებით ცდილობდა ამ ქვეყნებისთვის ხელის შეშლას. თანამედროვეობის გამორჩეული ინტელექტუალი, დღესდღეობით ცოცხალ მეცნიერებს შორის ყველაზე ციტირებადი მეცნიერი, ნოამ ჩომსკი ამას “კარგი მაგალითის საფრთხეს” უწოდებს და თავის ერთ-ერთ წიგნში ძირფესვიანად მიმოიხილავს ამ საკითხს. ჩვენ უცვლელად გთავაზობთ ამ მონაკვეთის თარგმანს ნოამ ჩომსკის აღნიშნული წიგნიდან:

10728838.jpg

განვიხილოთ 60-იანი წლების ლაოსი, ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა მსოფლიოში იმ დროისთვის, და ასევე ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელო. მისი მოსახლეობის უმეტესობამ არც კი იცოდა ლაოსის არსებობის შესახებ. მათი წარმოდგენა შემოიფარგლებოდა მხოლოდ საკუთარი სოფლითა და კიდევ მახლობელი სამეზობლო სოფლებით. მაგრამ როგორც კი ლაოსში პრიმიტიული სოციალური რევოლუციის ჩანასახი გაჩნდა, ვაშინგტონმა განახორციელა ლაოსის “საიდუმლო დაბომბვა” და მთელი დასახლებული პუნქტები გაანადგურა, თან აღსანიშნავია რომ ამ ოპერაციას არაფერი საერთო არ ჰქონდა აშშ-ს ომთან ვიეტნამში.

1963-197 წლებში აშშ-მ ლაოსში 2.5 მილიონი ტონა ბომბი ჩამოაგდო

კიდევ ერთი საინტერესო მაგალითი –  კარიბის ზღვის ნაწილში არსებობს პატარა კუნძულოვანი ქვეყანა გრენადა, სადაც ცხოვრობს 100 ათასი ადამიანი. ამ კუნძულის პოვნა რუკაზე არც თუ ისე ადვილია. მაგრამ როგორც კი გრენადაში სოციალური რევოლუცია დაიწყო, ვაშინგტონმა იჩქარა ჩარეულიყო და აღმოეფხვრა საფრთხე.

1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციიდან მოყოლებული  1980-ან წლებში აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური მთავრობების კრახით დასრულებული, აშშ-ს მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ინტერვენციას ამართლებდა ის საბაბი, რომ ისინი ამ ქვეყნებს საბჭოთა საფრთხისგან იცავდნენ. ამიტომ, როდესაც 1983 წელს აშშ გრენადაში შეიჭრა, მეთაურების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე განმარტავდა, რომ იმ შემთხვევაში თუ საბჭოთა კავშირი თავს დაესხმეოდა დასავლეთ ევროპას, მტრულად განწყობილი გრენადა დაბრკოლებას შეუქმნიდა ნავთობის მიწოდებას კარიბის ზღვის გასწვრივ დასავლეთ ევროპისათვის და იმ შემთხვევაში ისინი (აშშ) ვერ შესძლებდნენ დახმარების აღმოჩენას ალყაში მოქცეულ მოკავშირეებსთვის. ახლა ეს სასაცილოდ გეჩვენებათ ალბათ, მაგრამ ამგვარი განცხადებები ხელს უწყობენ საზოგადოებრივი აზრის მობილიზაციას აგრესიის, ტერორის და მავნებლური ქმედებების მხარდასაჭერად.

1983 წელს ამერიკელები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პატარა კუნძულოვან ქვეყანა, გრენადაში შეიჭრნენ.

ნიკარაგუაზე თავდასხმა გამართლებული იყო მტკიცებებით, რომ თუ ”მათ” იქ არ შეაჩერებდნენ, მაშინ “ისინი” გადმოლახავენ საზღვარს ჰარლინგენში, ტეხასის შტატში, რომლის მისაღწევად სულ რაღაც ორი დღეა საჭირო. განათლებულ ადამიანებს სთავაზობდნენ უფრო გააზრებულ ვარიანტებს, მაგრამ იგივე დამაჯერებელობის დონით.

ამერიკული ბიზნესი ვერც კი შეამჩნევდა ნიკარაგუას გაქრობას მსოფლიო რუკიდან. იგივე შეიძლება ითქვას სალვადორზე. მიუხედავად ამისა, აშშ ბარბაროსულად შეიჭრა ამ ორივე სახელმწიფოში, რამაც იმსხვერპლა 100 ათასობით ადამიანის სიცოცხლე და მილიარდობით დოლარი.

ამისათვის არსებობს მიზეზი. რაც უფრო სუსტი და ღარიბია ქვეყანა, მით უფრო სახიფათო შესაძლოა გამოდგეს მისი წარმატებული მაგალითი დანარჩენი მსოფლიოსთვის.  თუ პატარა, ღარიბ გრენადას იმის უნარი შესწევს რომ შექმნას საკუთარი მოსახლეობის ცხოვრების უკეთესი პირობები, მაშინ სხვა ქვეყნებს, რომლებსაც გააჩნიათ შთამბეჭდავი რესურსები, უჩნდებათ კითხვები : “რატომ არა ჩვენ?”

ამ წესის დამადასტურებელ მაგალითად იქცა ინდოჩინეთი, რომელიც არის ფართო რეგიონი მნიშვნელოვანი რესურსებით. მიუხედავად იმისა რომ ეიზენჰაუერი და მისი მრჩევლები ბევრს ბჭობდნენ ბრინჯზე, კალასა და კაუჩუკზე, რეალური საფრთხე მდგომარეობდა იმაში, რომ თუ ინდოჩინეთის მოსახლეობა მიაღწევდა დამოუკიდებლობასა და სამართლიანობას, მათ მაგალითს მიბაძავდა ტაილანდის მოსახლეობა და მისი წარმატების შედეგად, იგივე მცდელობები გავრცელდებოდა მალაიზიაში და შემდგომ უკვე ინდონეზია გაყვებოდა დამოუკიდებლობის მაგალითს. გაჩნდებოდა ე.წ. “დიდი ზონის” მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვის საფრთხე.

თუ თქვენ გჭირდებათ გლობალური სისტემა, რომელიც ექვემდებარება ამერიკელი ინვესტორების ინტერესებს, თქვენ ვერ დაუშვებთ მის დაშლას მარტივ მამრავლებლად. გასაოცარია, თუ რაოდენი გულახდილობით არის ფორმულირებული ეს ყველაფერი დოკუმენტებში, რომლებიც უკვე ფართო აუდიტორიისათვისაა  განკუთვნილი. განვიხილოთ ჩილეს და მისი ყოფილი პრეზიდენტის ალიენდეს მაგალითი.

ჩილე არის შედარებით დიდი ქვეყანა, რომელსაც საკმაოდ მდიდარი ბუნებრივი რესურსები გააჩნია, მაგრამ არც მისი დამოუკიდებლობა წარმოადგენდა საფრთხეს აშშ-თვის. მაშინ რატომ აწუხებდა ის აშშ-ს ?

ჰენრი კისინჯერმა ჩილეს ვირუსი უწოდა, რომელსაც შეეძლო მთელს რეგიონს გადადებოდა, რის შედეგებიც შორს გავრცელდებოდა, შესაძლოა იტალიამდეც კი.

1973 წლის 11 სექტემბერს ამერიკული სპეცსამსახურების აქტიური მონაწილოებით ჩილეში სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო, დაიღუპა დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი – სავლადორე ალიანდე და ხელისფულებაში დიქტატორი, ავგუსტო პინოჩეტი მოვიდა.

მიუხედავად ამერიკული ძირგამომთხრელი ქმედებებისა იტალიაში  კვლავაც არსებობს მუშათა მოძრაობა. ჩილეს სოციალ-დემოკრატიული მთავრობის წარმატება იქცეოდა არასასურველ ნიშნად იტალიელი ამომრჩევლებისთვის. ვაი თუ მათ გაუჩნდებოდათ აზრი ხელში ჩაიგდოთ საკუთარი ქვეყანა და აეღორძინებინათ მუშათა მოძრაობა, რომელიც 1940-იან წლებში სრულაიდ გაანადგურა CIA-ამ ?  (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო)

ამერიკელი სტრატეგები სახელმწიფო მდივნით, დინ აჩესონით დაწყებული 1940-იანი წლების ბოლოდან, დღემდე დაუღლელად გვაფრთხილებენ, რომ “ერთმა დამპალმა ვაშლმა შესაძლოა გააფუჭოს უამრავი სხვა ვაშლი”. საფრთხე მდგომარეობს იმაში, რომ “ლპობამ”, ანუ სოციალურ-ეკონომუკურ განვითარებამ გავრცელება არ ჰპოვოს.

ეს “დამპალი ვაშლის თეორია” საზოგადოებას მიერთმევა “დომინოს თეორიის” სახით. ადამიანებს  კალიფორნიაში აშინებდნენ ხო ში მინის გემის მოსვლით და მსგავსი უაზრობებით. შესაძლოა, რომელიმე ამერიკელი ლიდერი იჯერებს  კიდევაც ამ ყველაფერს, მაგრამ რაციონალურად მოაზროვნე დამგეგმავები ამისათვის ზედმეტად ჭკვიანები არიან. მათ ესმით, რომ ჭეშმარიტი საფრთხე მდგომარეობს “ცუდ მაგალითში”.

1954 წელს, როდესაც აშშ ემზადებოდა გვატემალაში დემოკრატიის დასამხობად, სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ გვატემალა იქცა სტაბილურობის მზარდ საფრთხედ ჰონდურასსა და სალვადორში. მისი აგრარული რეფორმა წარმოადგენს მძლავრ პროპაგანდისტულ იარაღს; მუშების და გლეხების დახმარების ფართო სოციალური პროგრამა მაღალი სოციალური ფენების და მსხვილი უცხოური საწარმოების წინააღმდეგ ბრძოლაში არის მიმზიდველი ცენტრალური ამერიკის სამეზობლო ქვეყნების მოსახლეობისათვის, სადაც ადგილი აქვს მსგავს პირობებს.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, აშშ-ს სსურს “სტაბილურობა”, რომელიც გულისხმობს საზოგადოების მაღალი ფენების და მსხვილი უცხოური საწარმოების უსაფრთხოებას. თუ ამის მიღწევა შესაძლებელია ფორმალური დემოკრატიის მეთოდებით, მაშინ ეს დასაშვებია, ხოლო თუ არა, მაშინ “სტაბილურობისთვის საფრთხე”, რომელსაც წარმოადგენს კარგი მაგალითი, უნდა განადგურდეს მანამ, სანამ ვირუსი არ შეეყარ სხვებს.

ამიტომაც პაწაწინა ხიჭვიც კი განიხილება, როგორც ფართო ავადმყოფობის საფრთხე, რომელიც მოითხოვს ძალადობრივ აღმოფხვრას.

ვიეტნამის ომის მსხვერპლთა მუზეუმი, ანუ ამერიკელების მიერ მოწყობილი ოსვენციმი №2

კარგია, როდესაც ომის შენგან შორსაა და შენ ეს არ განაღვლებს დიდად. როდესაც ადამიანები იხოცებიან და ქალაქები ნადგურდება სადღაც იქ, თქვენგან შორს, ყველაფერი რაც თქვენ იცით ომის შესახებ – მხოლოდ მეინსტრიმული მედია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციაა. აშშ ბოლო საუკუნის განმავლობაში ათობით სხვადასხვა ომში იღებდა მონაწილეობას, თუმცა არც ერთი არ გამართულა უშუალოდ მის ტერიტორიაზე. მას თავს არავინ ესხმოდა, თუმცა მაინც საჭიროდ ჩათვალა, რომ მსოფლიოში თითქმის ყველა წერტილში მიმდინარე მოქმედებებში ჩარეულიყო – ნიკარაგუა, კუბა, ჰონდურასი, დომინიკა, გერმანია, იაპონია (ალბათ ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ს სხვა ქვეყანა დაესხა თავს), კორეა, გვატემალა, ლიბანი, ლაოსი, კამბოჯა, გრენადა, პანამა, ორჯერ ერაყი, ჰაიტი, იუგოსლავია, ავღანეთი, ლიბია და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი – ვიეტნამი.

აშშ-ს ისტორიაში კი ყველაზე ცნობილი ომი გახდა ის, რომელიც ამერიკელებისათვის სამარცხვინოდ დასრულდა.

აშშ ამ ომში ზესახელმწიფოს სტატუსით იღებდა მონაწილეობას, ულევი რესურსებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით, მაგრამ ვერაფერი დაუპირისპირეს ჩრდილოეთ ვიეტნამის არმიას და ძლიერ პარტიზანულ მოძრაობას.

მათ არ უშველათ არც ვიეტნამის მასობრივმა დაბომბვებმა, არც ამომწვარი ნიადაგის ტაქტიკამ, არც ადგილობრივი მოსახლეობის სასტიკმა წამებამ, რომლებიც პარტიზანებს სოლიდარობას უცხადებდნენ, არც ტრაგიკულად ცნობილმა „Agent Orange”-მა, რომლის შედეგები დღესაც გვხვდება ახალშობილთა შორის, რომლებსაც სერიოზული ფიზიკური და გონებრივი დეფექტები აღენიშნებათ.

ხოშიმინში, სამხრეთ ვიეტნამის ყოფილ დედაქალაქში, რომელსაც ადრე საიგონი ერქვა, განთავსებულია „ვიეტნამის ომის მსხვერპლთა მუზეუმი“, რომელშიც წარმოდგენილია შემზარავი ექსპონატები და საზარელი ფოტო მასალები, რომელთა ნაწილი თვით ამერიკელების მიერ იყო გადაღებული.

მუზეუმი, რომელშიც ნაჩვენებია იმ სახელმწიფოს რეალური სახე, რომელიც დღესდღეობით დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის შუქურად გვევლინება.

ამერიკის შეერთებული შტატები – ქვეყანა, რომელიც ერთი მეორეს მიყოლებით არაფერად აგდებს სხვა ქვეყნების მოქალაქეების უფლებებს და იქ თავის სადამსჯელო ექსპედიციებს აგზავნის.

untitled

ეს მუზეუმი შეიძლება ითქვას რომ  გარკვეულწილად „ოსვენციმის“ პროტოტიპია. დიახ, ამ მუზეუმში უფრო მეტად შეხვდებით ფოტო სურათებს, ვიდრე ომის დროინდელ იარაღს, მაგრამ ეს ფოტო სურათები უფრო მკაფიოდ იბეჭდება გონებაში.
ამ სურათებზე, რომლებიც არა სამხედრო კორესპოდენტების, არამედ რიგითი ჯარისკაცების მიერ არის გადაღებული, ნაჩვენებია იმ ადამიანების წამება და მთელი ტკივილი, რომლებიც უნებურად გახდნენ ამ მოვლენების მონაწილეები.

1

ეს არის პირველი ფოტო, რომელსაც წააწყდება მუზეუმის დამთვალიერებელი. აწ უკვე საკმაოდ ცნობილი კადრი, სადაც ნაჩვენებია ზედა კიდურების გარეშე დარჩენილი, მაგრამ უზომოდ ბედნიერი გოგონა, რომლის სიხარულიც ომის დამთავრებით არის გამოწვეული.

2

მუზეუმში რამდენიმე დარბაზია. ფოტოზე ნაჩვენებია ბოლო და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი დარბაზი, რადგან ის  კაცობრიოების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ეკოციდს ეძღვნება. ამერიკელებმა ვერაფერი დაუპირისპირეს ჯუნგლებში განლაგებულ პარტიზანთა მასობრივ ქვედანაყოფებს და სასტიკ ტაქტიკას მიმართეს. მათ გამოიყენებს ქიმიური იარაღი სახელად “Agent Orange” – სინთეტიკურად დამზადებული დეფოლიანტებისა და ჰერბიციდების ნაზავი, რომელსაც შეეძლო უდიდესი ტერიტორიები ამოეწვა. ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ ამ იარაღს გააჩნია დიოქსინის მაღალი კოეფიციენტი, რომელიც იწვევს კიბოს და გენეტიკურ მუტაციას.

3.jpg

ასე გამოიყურება მანგროს მარადმწვანე ტყეები, მეკონგის დელტაში, ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ. მთელი ომის განმავლობაში, ვიეტნამის ტერიტორიის 14 %-ზე იქნა გამოყენებული ქიმიური იარაღი. აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 1962-1971 წ. წ ამერიკელებმა გამოიყენეს  77 მილიონი ლიტრი დეფოლიანტი, საიდანაც 44 მილიონი დიოქსინის მაღალ კონცენტრაციას შეიცავდა.

4.jpg

რა თქმა უნდა ჯუნგლების დამუშავების პროცესში დეფოლიანტი ადამიანების დიდ რაოდენობაზე ხვდებოდა, რაც  ხშირ შემთხვევებში საშინელ დამწვრობას იწვევდა და მეტწილად ფატალურად მთავრდებოდა.

5.jpg

ქიმიური იარაღის მასშტაბურმა გამოყენებამ ვიეტნამში ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია. მანგროს ტყეები თითქმის მთლიანად განადგურდა. ქიმიურმა იარაღმა მოიცვა ჯუნგლების 60 % და დაბლობების 30 %. ამ რაიონებში მხოლოდ მცირე ბალახი და ეკლები გადაურჩა ქიმიურ იარაღს, მაგრამ ისიც კი გამოუსადეგარი იყო ცხოველების გამოსაკვებად.

ეკოლოგიური ბალანსი მთლიანად დაირღვა. ნიადაგის და წყლის მიკრობიოლოგიური შემადგენლობა შეიცვალა,  მრავალი ჯიშის ცხოველი, თევზი და მწერი გაუჩინარდა. მაგრამ ყველაზე საშინელი ის არის, რომ ამ ქიმიური ნაზავის დიდი რაოდენობა დიდი ხნით დარჩა ნიადაგსა და წყალში, რაც ჯერ არ დაბადებულ ბავშვებსაც კი უქმნიდა საფრთხეს.

6.jpg

ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ეს ქიმიური ნაზავი იწვევს უმეტესწილად სასუნთქი გზების ონკოლოგიურ დაავადებებს. ადამიანებს აღენიშნებათ ფილტვების პრობლემები და იმუნური სისტემის მოშლა, რაც მათ ე. წ. „ქიმიური შიდსის“ მდგომარეობაში აგდებს.

ის ასევე ძალიან მავნებელია ჯერ კიდევ არ დაბადებული ბავშვებისათვის, ამიტომაც ათასობით ომის შემდომ დაბადებული ბავშვი, სხვადასხვა ფიზიკური თუ გონებრივი გადახრით დაიბადა.

7

მუზეუმში წარმოდგენილია ომის შემდეგ დაავადებული ბავშვების უამრავი ფოტო, რომელიც 80-ან, 90-ან და 2000-ან წლებშია გადაღებული. (ანუ ვიეტნამის ომის დამთვრების შემდეგ მრავალი წლის მერე)

8

10.jpg

11.jpg

12.jpg

13.jpg

14.jpg

მუზეუმის ცენტრში განთავსებულია საშინელი ექსპონატი – ფორმალინით სავსე რეზერვუარში მოთავსებული ტყუპების გვამები, რომელთაც მუტაცია განიცადეს და ალბათ საბედნიეროდ, დედაც და ბავშვებიც დაბადებამდე გარდაიცვალნენ. ეს ტრაგედია დედის ორგანიზმზე დიოქსიდის მოქმედების შედეგია.

15.jpg

სტაფილოსფერი დარბაზი – აქ კარგად ჩანს აშშ-ს დანაშაულის მთელი სისასტიკე ვიეტნამში.

16.jpg

მუზეუმის მთავარი შენობის გვერდზე მდებარეობს სამხრეთ ვიეტნამური ციხე. ომი გამოირჩეოდა სისასტიკით ორივე მხრიდან და ტყვეებს ნაკლებად ინდობდნენ. ტყვედ მოხვედრა ნიშნავდა, რომ ადამიანს მოუწევდა აუტანელი ტანჯვა-წამების განცდა. ყველაფერი ეს ხდებოდა აი ასეთ ციხეებში.

17.jpg

ღია საკნები, სადაც უფრო ადვილად შეიძლებოდა ტყეებისათვის თვალყურის დევნა.

18.jpg

წამების ინსტრუმენტები, ჯოხები და სატელეფონო აპარატები, რომლის მეშვებით დატყვევებულს დენს ურტყამდნენ.

19.jpg

გილიოტინა და ყუთი მოკვეთილი თავებისთვის.

20.jpg

მწოლიარე საკნები

21.jpg

ამერიკელების მიერ ვიეტნამში  გამოყენებებადი იარაღი – ნემსების ბომბი. ბომბის აფეთქების შემდეგ, ყველა მიმართულებით იფანტებოდა პატარა ნემსები. ასეთი ნაფანტები რენტგენზეც კი ცუდად ჩანს, რაც ართულებს სამედიცინო დახმარებას. ასეთი ტიპის ბომბი აკრძალულია 1980 წ გაეროს კონვენციის მიხედვით.

22

მინა-პეპელა

23.jpg

ბურთულების ბომბი, მუშაობს ნემსების ბომბის პრინციპით და აკრძალულია გაეროს იმავე კონვენციით.

24.jpg

ეზოში წარმოდგენილია ამერიკული სამხედრო ტექნიკა.  შემტევი თვითმფრინავი A-1 Skyraider. ეს თვითმფრინავები მონაწილეობას იღებდნენ 1964 წ. 5 აგვისტოს პირველ იერიშზე ჩრდილოეთ ვიეტნამზე.

25.jpg

ავიაბომბები, რომლითაც ფაქტიურად გატენილი იყო ვიეტნამის ჯუნგლები.

8 წლის განმავლობაში ამერიკელებმა ვიეტნამში 17 მილიონი ბომბი ჩამოაგდეს და 218 მილიონი საარტილერიო ჭურვი ააფეთქეს.

32.jpg

დღევანდელი ბლოგი კი გვურს  სიმბოლურად ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოსურათით დავამთავროთ. ეს არის ნიკ უტის ფოტო, რომელიც მან გამოაქვეყნა „Associated Press”-ში. ფოტომ მთელ მსოფლიოს უჩვენა ვიეტნამის ომის ნამდვილი სახე. სურათზე ჩანს 9 წლის გოგო, კიმ ფუტი, რომელსაც ნაპალმის დამწვრობები აღენიშნება.

1972 წ. 8  ივნისს, მშვიდობიანი მოქალაქეების ჯგუფი მიემართებოდა სახელისუფლებლო ქვედანაყოფებისაკენ, როდესაც ამერიკელ პილოტს შეეშალა და ისინი ჯარისკაცებად მიიჩნია და ჩამოაგდო ნაპალმის ბომბები.

საავადმყოფოში გოგონას დამწვრობები სასიკვდილოდ მიიჩნიეს, მაგრამ ის მაინც გადარჩა და 17 პლასტიკური ოპერაციის შემდეგ დაბრუნდა სახლში. 1992 წ. მან მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი კანადაში და თავის ოჯახთან ერთად ონტარიოს პროვინციაში ცხოვრობს.

31.jpg