გლობალიზაცია მოკვდა, საჭიროა გამოვიგონოთ ახალი მსოფლიო წესრიგი

გახდა თუ არა მსოფლიო ”დემოკრატიის პიკის” მოწმე? არის თუ არა მომავალი იმგვარი, როდესაც თავისუფალი ბაზრის ღია საზოგადოებები მეტოქეობას გაუწევენ ავტორიტარულ ქვეყნებს სახელმწიფო კაპიტალიზმის პირობებში საერთაშორისო ურთიერთობებში გავლენის მოსაპოვებლად. მაიკლ ოსალივანის, ყოფილი საინვესტიციო ბანკირის და პრინსტონის უნივერსიტეტის ეკონომისტის აზრით უფრო სასარგებლო იქნება მომავალის განხილვა.

მაიკლ ოსალივანი

მაიკლს ოსალივანის წინგი ”გამოთანაბრება: რა იქნება გლობალიზაციის შემდეგ” [The Levelling: What’s Next After Globalisation] გარკვეულ სამოქმედო გეგმას გვთავაზობს. ავტორი მულტიპოლარულ სამყაროს ფორმირების მომხრეა, თუმცა იმასაც ათვიცნობიერებს, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები ჯერ ამისთვის მზად არ არიან. ის შეშფოთებულია დაბალი ზრდით და ჭარბვალიანობით, ამიტომაც მოუწოდებს ყველას «რისკის შესახებ მსოფლიო შეთანხმებას», რათა ცენტრალურმა ბანკებმა მხოლოდ რაოდენობრივი შემცირების მეთოდებს მიმართონ შეთანხმებული პირობების დროს.

ჩვენ უკვე უკან მოვიტოვეთ გლობალიზაცია. ჩვენ უნდა დავემშვიდობოთ მას და მრავალპოლარული მსოფლიოს ფორმირებაზე მოვახდინოთ კონცენტრირება. ახალ მსოფლიოში მინიმუმ 3 დომინანტი რეგიონი იქნება: აშშ, ევროკავშირი და ჩინეთის ცენტრალური აზია. ისინი სულ უფრო ხშირად სრულიად განსხვავებულ მიდგომებს გამოიყენებენ პოლიტიკის, თავისუფლების, ომის, ტექნოლგიების და საზოგადოების მიმამართ. საშუალო მასშტაბის ქვეყნები, როგორებიცაა რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია და იაპონია ყველანაირად მოინდომებენ საკუთარი ადგილის პოვნას მსოფლიოში, იმ დროს როდესაც პატარა და განვითარებული ქვეყნების ახალი კოალიციები ჩამოყალიბდება სკანდინავიის და ბალტიისპირეთის მსგავსად. XX საუკუნის ინსტიტუციები – მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია წარსულს ჩაბარდება.

20190629_OPP503.jpg

გავლენიანმა დასავლურმა გამოცემა The Economist-მა ოსალივნთან ინტერვიუ ჩაწერა და ჩვენ ამ ინტერვიუს ქართულ  ვერსიას გათავაზობთ:

The Economist: რამ მოკლა გლობალიზაცია?

მაიკლ ოსალივანი: მინიმუმ 2 რაღაცამ მოუღო ბოლო გლობალიზაციას. პირველ რიგში, მსოფლიო ეკონომიკური ზრდა შეჩერდა და შედეგად ზრდა გახდა ”ფინანსური”. ვალი გაიზარდა და უფრო მეტი ”მონეტარული აქტივიზმი” დაფიქსირდა, ანუ ცენტრალური ბანკები ეკონომიკაში ფულის ჩაშვებას ობლიგაციების და აქციების შეძენის მეშვეობით ახდენენ – საერთაშორისო ექსპანსიის შესანარჩუნებლად. მეორე, გვერდითი ეფექტები ან გლობალიზაციის მოსალოდნელი გვერდით რეაქციები უფრო აშკარაა: ქონების უთანასწორობა, ტრანსნაციონალური კორპორაციების დომინირება და გლობალური მიწოდების ჯაჭვის გაბნევა, რაც აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებად იქცა.

The Economist: გარდაუვალი იყო თუ არა გლობალიზაციის სიკვდილი თუ შესაძლებელი იყო მისი თავიდან აცილება? 

მაიკლ ოსალივანი: ერთ-ერთი პრობლემური ფაქტორი იმაში მდგომარეობს, რომ არ არსებობს ცენტრალური ორგანო ან ოფიცაილური ინსტიტუტი გლობალიზაციის ფორმირებისას, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და შესაძლოა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გარდა. ბევრი თვალსაზრისით გლობალიზაციის დასასრული ხაზგასმულია სუსტი და არადამაჯერებელი რეაქციით მსოფლიოს ფინანსურ კრიზისზე. საერთო ჯამში პასუხი კაპიტალის ღირებულების შემცირება იყო და არა კრიზის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა. ასე რომ,  ვალებით დატვირთული და ცენტრალური ბანკებისგან იოლი ფულის მოპოვების იმედით შეპრყობილი მსოფლიო ეკონომიკა მოიკოჭლებს.

The Economist: თქვენ განჭვრიტეთ, რომ ახალი საერთაშორისო ინსტიტუტები ჩაანაცვლებენ XX საუკუნის არქაულ ინსტიტუტებს, რომლებიც სხვა ეპოქას უფრო უხდება. როგორ იმუშავებენ ისინი? და შეძლებენ თუ არა სხვადასხვა ფასეულობის მქონე ქვეყნები თანამშრომლებას (ანუ დემოკრატიული საბაზრო საზოგადოებები ”Levellers” და სახელმწიფოს მიერ მართული საზოგადოებები და ეკონომიკები ”Leviathans”?

მაიკლ ოსალივანი: ბევრი იყო გაკეთებული ცივი ომისდროინდელი კონკურენციისას კომუნისტურ რუსეთს და აშშ-ს შორის და დღეს ზოგ-ზოგიერთებს სურთ ცივილიზაციების შეჯახების ხილვა აშშ-სა და ჩინეთს შორის. ”გამოთანაბრება” ახასიათებს მომავალს, სადაც საზოგადოებრივი ცხოვრების მინიმუმ 2 სხვადასხვა მიდგომაა.

ყველაზე სახასიათო მიდგომა იმის შესახებ, რომ ხალხები თავისებურად მოინდომებენ რაღაცეების კეთებას, იმაში გამოიხატება, რომ ”ლეველერები” [Levellers ] ამას «თავისუფალი ხალხის უფლებას» დაარქმევენ ან ღია საზოგადოების იდეებს. ”ლეველერების” კოდექსი ძალიან ცხად პოლიტიკურ ფორმულას წარმოადგენს, რომელსაც ევროპელები და ამერიკელები აღიარებენ მისი ფასეულობების გამო.

418-l5ozg5L._SX321_BO1,204,203,200_.jpg

გთავაზობთ ნაწყვეტს მაიკლს ოსალივანის წიგნიდან გამოთანაბრება: რა იქნება გლობალიზაციის შემდეგ” [The Levelling: What’s Next After Globalisation]:

“უკეთესი იქნება, თუ ის ხალხი ვინც გლობალიზაციით არიან გატაცებულები, მას გადალახავენ, გაათვიცნობიერებენ მისი გასვლის ფაქტს და ახალ რეალობასთან მორგებას შეეცდებიან. ბევრი ამას შეენიწააღდეგება, საგარეო პოლიტიკის იმ 35 ექსპერტის მსგავსად, რომელთაც 2018 წლის 26 ივლისს «ნიუ-იორკ თაიმსში» რეკლამა გამოაქვეყნეს შემდეგ სათაურით ”რატომ უნდა შევინარჩუნოთ საერთაშორისო ინსტიტუტები და წესრიგი”, იგრძნობენ, რომ არსებული მსოფლიო წესრიგი და მისი ინსტიტუტები შენარჩუნებული უნდა იქნეს. მე ამას არ ვეთანხმები. გლობალიზაცია, როგორც მინიმუმ იმ ფორმით, რასაც ხალხი მიეჩვია, განსვენებულია. აქედან გამომდინარე გლობალიზაციიდან გადასვლამ შეიძლება მიიღოს 2 ახალი ფორმა. ერთი სახიფათო სცენარი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ვიხილავთ გლობალიზაციის სრულ დასასრულს იმის მსგავსად, როგორც პირველი გლობალიზაციის პერიოდის დასასრულს 1913 წელს. 

მეორე სცენარი ახალი მსოფლიო წესრიგის ევოლუცია იქნება – სრულიად მრავალპოლარული სამყაროსი, სადაც 3 მსხვილი ან უფრო მეტი ცენტრი იქნება წარმოდგენილი (იმის მიხევდით თუ როგორ განვითარდება ინდოეთი). ამ ცენტრებს ერთმანეთისგან განსხვავებული ეკონომიკები, კანონები და უსაფრთოხების ქსელები ექნება. ჩემი აღქმა იმგვარია, რომ 2018 წლამდე მრავალპოლარულობა უფრო თეორიული კონცეფცია იყო – რაზეც უფრო მეტს წერდნენ, ვიდრე მას ცდიდნენ. მაგრამ სიტუაცია სწრაფად იცვლება: სავაჭრო დაძაბულობა, ტექნოლოგიების პროგრესი და მათი რეგულირება – რამდენიმე ბზარია, რომლის გარშემოც მსოფლიო სხვადასხვა რეგიონებად იმსხვრევა. მრავალპოლარულობა ძალას იკრებს, რასაც 2 მსხვილი ღერძი ექნება:

პირველ რიგში მრავალპოლარულ სამყაროში პოლუსები უნდა იყვნენ საკმაოდ დიდი ეკონომიკური, ფინანსური და გეოპოლიტიკური ძალაუფლების კუთხით. მეორე, მარავალპოლარულობის არსი არა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ პოლუსები იყოს დიდი და მძლავრი, არამედ იმაშიც რომ პოლუსებმა უნდა განავითარონ მკაფიო, საქმეების კეთების კულტურულად თავსებადი გზები. მრავალპოლარულობა ესაა როდესაც რეგიონები სხვადასხვანაირად აკეთებენ რაღაცეებს და არ უნდა აგვერიოს მულტულატერალიზმში, როდესაც ისინი უბრალოდ ერთად აკეთებენ რაღაცეებს.”

 

 

Advertisements

➣ვინ ქმნის ღირებულებას და სიმდიდრეს ეკონომიკაში? ⇲მარიანა მაცუკატო

cb75f4fa7bb60b16f934b733333258bb.2-1-super.1.jpg

წარმოდგიდგენთ იტალიური წარმოშობის ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის, ბრიტანეთის სასექსის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორის, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოაზროვნის, მარიანა მაცუკატოს პუბლიკაციის თარგმანს, რომელიც  Project Syndicate-ზე გამოქვეყნდა.

2008 წლის მსოფლიოს გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ გაჩნდა ერთგვარი შეთანხმება, რომ სახელმწიფო სექტორი ვალდებულია აქტიურად ჩაერიოს ეკონომიკაში და გადაარჩინოს სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკები და ასევე მოახდინოს ეკონომიკური ზრდის სტიმულირება. მაგრამ ამ კონსენსუსს დიდხანს არ უარსებია. მალევე სახელმწიფო სექტორის ეკონომიკური ჩარევის აქტიური დისკრედიცაცია მოხდა ნეოლიბერალების მხრიდან და უფრო მეტიც, ზოგიერთი დაქირავებული ექსპერტის მხრიდან სახელმწიფო ჩარევა მიჩნეულ იქნა კრიზისების გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. როგორც შემდგომში გაირკვა ეს ძალიან დიდი შეცდომა და ერთგვარი პარაზიტობა იყო.

მარიანა მაცუკატო

კერძოდ, ევროპული ქვეყნების მთავრობები სერიოზული კრიტიკის ობიექტები გახდნენ მაღალი სახელმწიფო ვალის გამო, თუმცა ბევრს დაავიწყდა, რომ ფინანსური კოლაპსის მთავარი მიზეზი იყო კერძო ვალი და არა სახელმწიფო. სწორედ აღნიშნული წნეხის გამო, რაც პირველ რიგში წამყვანი დასავლური ინსტიტუტების მიერ მომდინარეობდა (ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი და ა.შ.) უამრავი ქვეყნის მთავრობას მოუწია ქამრების შემოჭერის პოლიტიკის გატარება (სახელმწიფო ხარჯების შემცირების პოლიტიკა) ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მაგივრად. ამავდროულად მოსალოდნელი იყო, რომ სხვადასხვა მთავრობები ფინანსურ სექტორში რეფორმების გატარებას დაიწყებდნენ, რაც ინვესტიციების და მრეწველობის გამოცოცხლებასთან ერთად კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად იქნებოდა მიმართული.

ეკონომიკური ზრდა გამართულად ფუნქციონირებად ფინანსურ სექტორს საჭიროებს, რომელიც მოკლევადიანი ინვესტიციების მაგივრად გრძელვადიანი ინვესტიციების წახალისებას ახდენს. მაგრამ ევროპაში ფინანსურ ტრანსაქციებზე გადასახადი მხოლოდ 2016 წელს დაწესდა. ”მომთმენი კაპიტალის” [Patient capital კაპიტალი, რომელიც გრძელვადიან ინვესტიციაზეა გათვლილი და არა სწრაფი მოგების მიღებაზეა ორიენტირებული] მოცულობა არაადეკვატურად მცირეა თითქმის ყველა ქვეყანაში. შედეგად, ფული რომლის ჩაშვებაც ხდება ეკონომიკაში მონატარული პოლიტიკის შერბილების შედეგად ისევ ბანკების ხელში ხვდება. 

economic-growth.jpg

ეკონომიკაში მოკლევადიანი აზროვნების დომინირება გვევლინება, როგორც სახელმწიფოს ეკონომიკური როლის სრული ვერ გაგების შედეგი. დღესდღეობით მხვილი ბიზნესის, მათ მიერ დაქირავებული ფსევდო ექსპერტების და ლიბერალური ელიტების მიერ მიზანმიმართულად ხდება სახელმწიფოს როლის დისკრედიტაცია.

თუმცა ეკონომიკური ისტორია აბსოლუტურად სხვა აზრზეა: ყველა მსხვილი ტექნოლოგიური რევოლუცია, იქნებოდა ეს მედიცინა, კომპიუტერები თუ ენერგეტიკა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ გახდა შესაძლებელი, როდესაც სახელმწიფო პირველი ინსტანციის ინვესტორის როლში მოგვევლინა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მეინსტრიმული მედია და მერკანტილურად დაინტერესებული სხვა სუბიექტბი ინოვაციურ სფეროებში მოღვაწე კერძო კომპანიების განდიდებით არიან დაკავებულები მხოლოდ. ავიღოთ ილონ მასკის მაგალითი, რომელმაც $5 მლრდ. დოლარის სუბსიდია მიიღო აშშ-ის მთავრობისგან, რის გარეშეც წარმატების მიღწევა ალბათ ძალიან გაუჭირდებოდა. მაგრამ ეს ყველაფერი არაა, მასკის კომპანიები – SpaceX და Tesla იმ ფუნდამენტზე შეიქმნა, რასაც NASA-ს და აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ იყო ჩაყრილი.

ჩვენი ეკონომიკის გამოცოცხლების ერთადერთი მეთოდი სახელმწიფო სექტორისადმი დაბრუნება და მისი როგორც საკვანძო როლის განსაზღვრაა სტრატეგიული, გრძელვადიანი და კონცეპტუალური ინვესტიციის პროცესში. ამისთვის კი საჭიროა იმ მცდარი წარმოდგენების და მითების გამოაშკარავება იმის შესახებ თუ როგორც იქმნება ღირებულება და სიმდიდრე.

პოპულარული მოსაზრების თანამხად, რასაც მეინსტრიმული მედია, სხვადასხვა პირადი ინტერესის მქონე პოლიტიკოსები და მსხვილი ბიზნესის მიერ დაქირავებული ეკონომისტები და ექსპერტები აჟღერებენ სახელმწიფო მხოლოდ ეხმარება სიმდიდრის შექმნაში კერძო სუბიექტებს და შემდგომში შექმნილი სიმდიდრის გადანაწილებას ახდენს, მაგრამ თვითონ არანაირად არ ქმნის ამ სიმდიდრეს. ხოლო ბიზნესმენები და მეწარმეები, პირიქით პროდუქტიულ მოთამაშეებად ითვლებიან ეკონომიკაში. ამ იდეებს ზოგიერთი ზრდადი უთანასწორობის გასამართლებლად იყენებს. იქედან გამომდინარე რომ ბიზნეს აქტივობა ქმნის სიმდიდრეს, ანუ სამუშაო ადგილებს, მისი მფლობელები უფრო მაღალ შემოსავლებს იმსახურებენ. მსგავს წარმოდგენას მოაქვს ასევე პატენტების ბოროტად გამოყენების მცდელობა, რომლებიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ინოვაციების ბლოკირებას ახდენენ და არა სტიმულირებას: სასამართლოები, რომლებიც საპატენტო სისტემას ადგენენ, პატენტის გამოყენების უფლებას საკმაოდ ფართო ასპარეზზე იძლევიან, კვლევის ინსტრუმენტების და არა უბრალოდ საბოლოო პროდუქციის პრივატიზების მეშვოებით. 

მსგავსი მოსაზრებები მართებული რომ ყოფილიყო, საგადასახადო სტიმულები ბიზნესის მიერ ინვესტიციის ზრდას შეუწყობდა ხელს. მაგრამ ამის მაგივრად აღნიშნულ სტიმულებს (მაგალითად 2017 წლის დეკემბერში აშშ-ში კორპორაციების მოგების გადასახადი შემცირდა) სახელმწიფო შემოსავლების შემცირება და კომპანიების რეკორდულად მაღალი მოგება მოაქვთ, რომლებიც კერძო ინვესტიციებს დიდად არ ზრდიან.

ეს გასაკვირი სულაც არაა. ჯერ კიდევ 2011 წელს ცნობილმა ბიზნესმენმა უორენ ბაფეტმა აღნიშნა, რომ მოგებაზე გადასახადები ხელს არ უშლის ინვესტორების მიერ ინვესტიციების განხორცილებას და სამუშაო ადგილების შექმნას.

“ასე მაგალითად 1980-2000 წლებში, მაშინ როდესაც მოგებაზე საკმაოდ მაღალი გადასახადები მოქმედებდა 40 მილიონი დამატებითი სამუშაო ადგლი შეიქმნა. იცით რა მოხდა ამის შემდეგ?  გადასახადების განაკვეთები შემცირდა, მაგრამ უფრო მეტად შემცირდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ტემპი” – აღნიშნავს ბაფეტი.

მგავსი გამოცდილება ეწინააღმდეგა იმ ეკონომიკურ მრწამსს, რომელიც ეკონომიკურ მეცნიერებაში მარჟინალური რევოლუციის დროს დაინერგა, როდესაც კლასიკური შრომის ღირებულების თეორია თანამედროვე სუბიექტური ღირებულების თეორიით ჩანაცვლდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ გვჯერა რომ იქამდე, სანამ ორგანიზაციას და საქმიანობს გააჩნია ფასი, ისინი ქმნიან ღირებულებას.

ეს ყველაფერი ერთგვარად უთანასწორობის იდეის ნორმალიზების ახდენს: ისინი, ვინც ბევრს გამოიმუშავებენ დიდ ღირებულებას ქმნიან. სწორედ ამიტომ Goldman Sachs-ის გენდირექტორ, ლოიდ ბლანკფეინს თავხედობა ეყო 2009 წელს გამოეცხადებინა (ფინანსური კრიზისიდან სულ რაღაც 1 წელში, რომლის დადგომასაც სხვათაშორის მისმა ბანკმა შეუწყო ხელი) რომ მისი თანამშრომლები ”ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიულები” არიან მსოფლიოში. სწორედ ამიტომაც ახერხებენ ფარმაცევტული კომპანიები დაუსჯელეად გამოიყენონ ”სუბიექტური ღირებულების თეორია” ფასწარმოქმნისას და წამლებზე ასტრონომიული ფასები ”გააპრავონ”, თუმცა აშშ-ის მთავრობა ყოველწლიურად $32 მლრდ.-ს ხარჯავს მაღალი რისკის მქონე კვლევებზე, რომელთან დახმარებითაც იქმენა ეს მედიკამენტები.

BusinessTransformationMaze02.jpg

როდესაც ღირებულება განისაზღვრება არა კონკრეტული მაჩვენებლებით, არამედ მოთხოვნის და მიწოდების საბაზრო მექანიზმებით, მაშინ ის სრულიად სუბიექტური ხდება, ხოლო რენტას (გამოუმუშავებელი შემოსავლი) ურევენ მოგებაში (გამომუშავებული შემოსავალი); უთანასწორობა იზრდება; რეალურ ეკონომიკაში ინვესტიციის მოცულობა მცირდება. როცა მცდარი იდეოლოგიური წარმოდგენები იმის შესახებ თუ როგორ იქმნება ღირებულება ეკონომიკაში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ზეგავლენას ახდენენ, შედეგად ვიღებთ იმას რომ სისტემა უნებლიედ მოკლევადიან სტიმულებს ახალისებს და არა ინოვაციურ საქმიანობას.

გლობალური კრიზისიდან 10 წლის შემდეგ კვლავ აქტუალურია ეკონომიკის გახანგრძლივებული სისუსტის ლიკვიდაციის საჭიროება. ეს პირველ რიგში ნიშნავს იმას რომ უნდა ვაღიაროთ შემდეგი: ღირებულება იქმნება კოლექტიურად – ბიზნესის, მუშაკების და სახელმწიფოს სტრატეგიული ინსტიტუტების მიერ და აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცების დახმარებით. ამ სხვადასხვა მოთამაშეების ურთიერთქმედებაზე დამოკიდებული არა მხოლოდ ეკონომიკის ზრდის ტემპი, არამედ აგრეთვე ისიც თუ რამდენად ინოვაციური, ინკლუზიური და მდგრადი იქნება ეს ზრდა. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვაღიარებთ რომ სახელმწიფო აქტიურად უნდა იყოს დაკავებული ბაზრების ფორმირებით და არა მხოლოდ შეცდომები აღმოფხვრით, შესაძლებელი გახდა კრიზისი საბოლოო დაძლევა.

2018 წ. ნობელის პრემიის ლაურეატები ეკონომიკაში ➥ეკონიმიკური ზრდის შესახებ│

ამერიკელმა მეცნიერებმა ნორდჰაუსმა და რომერმა 2018 წელს მიიღეს ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში, იმ დამსახურებისთვის რომ მსოფლიო მიაახლოვეს სიმდიდრის ბუნების გაგებასთან და ახსნეს, როგორ შეიძლება ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესება ყველგან და მუდმივად და არა რაღაც ცალკეული ციკლებით და კრიზისებზე გაწეული შესვენებებით.

ულიამ ნორდჰაუსი და პოლ რომერი

საუბილეო 50-ე პრიზი, რომელიც ფორმალურად არ წარმოადგენს ნობელის პრემიას, მაგრამ გადაიცემა იმავე ცერემონიანაზე და იმავე კომიტეტის მიერ, მიენიჭათ ამერიკელ უილიამ ნორდჰაუსს იელის უნივერსიტეტიდან და მის თანამემამულეს პოლ რომერს, რომელიც მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი იყო.

მათმა შრომებმა ახალი შუქი მოფინეს  პლანეტის 2 ”ფუნდამენტურ და გადაუდებელ პრობლემას”; ეს პრობლემები გლობალური ხასიათისაა და საჭიროებს ზოგადსაკაცობრიო მიდგომას ათწლეულების განმავლობაში. სწორედ ამიტომაც გადაწყვიტა შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ ნორდჰაუს-რომერის ტანდემისთვის პრესტიჟული ჯილდოს მინიჭება.

ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად გასაგები ენით აგიხსნათ, რაში მდგომარეობს ამერიკელი მეცნიერების დამსახურება.

რომერმა და ნორდჰაუსმა მეცნიერება წინ წაწიეს მთავარი პრობლემის გადაჭრის გზაზე: რის საფუძველზე იზრდება ეკონომიკა და როგორ გავაკეთოთ ისე, რომ ზრდა იყოს მდგრადი და ყოვლისმომცველი. ეს საშუალებას მოგვცემდა მოგვესპო სიღარიბე და უთანასწორობა. 

რომერმა განავითარა თეორია, რომლის თანახმად ზრდის საფუძველი ტექნოლოგიურ პროგრესში მდგომარეობას, ხოლო ამისთვის კი საუკეთესო გარემო სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი საბაზრო ეკონომიკაა.

უილიამ ნორდჰაუსმა მაგალითად ახსნა რა კავშირშია სათბურის გაზის გამოსროლა ეკონომიკურ განვითარებასთან და როგორ გამოვთვალოთ, თუ რამდენად გაუარესდება ადამიანების კეთილდღეობა კლიმატური ცვლილებების შედეგად.

58ea7941dafb0.jpg

მსოფლიო ეკონომიკური ზრდის თავსატეხი ჯერ კიდევ შორსაა გადაჭრისგან, თუმცა რომერმა და ნორდჰაუსმა პაზლის სხვადასხვა ნაწილები დაალაგეს და სამეცნიერო ფუნდამენტი ჩაუყარეს იმ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას, რომლებიც მიზნად ისახავენ ცხოვრების დონის ამაღლებას მუდმივად და შეუქცევადად.

რომერი და ნორდჰაუსი ეკონომიკაში გრძელვადიან ტენდენციებს იკვლევენ: მათ კვლევის საგანი საუკუნეები და ათწლეულებია და არა ხანმოკლე ციკლური ცვლილებები. ჩიტის ფრენის სიმაღლიდან ისინი იმ პრობლემებს განსაზღვარვენ, რომლებსაც დაგროვების შედეგად ზიანი და სარგებელი მოაქვთ.

არტურ პიგუ

ის რომ ”ველური კაპიტალიზმი” და ”თავისუფალი ბაზარი” არ წარმოადგენენ ოპტიმალურ გარემოს საყოველთაო სიმდიდრის და კეთილდღეობის დასაგროვებლად უკვე აქსიომას წარმოადგენს, რამეთუ აკადემიურ წრეებში ამის შესახებ უკვე რამდენიმე ათეული წელია ცნობილი. ამაზე ჯერ კიდევ ბრიტანელი ეკონომისტი არტურ პიგუ წერდა 1920-იან წლებში თავის ნაშრომში ”კეთილდღეობის ეკონომიკური თეორია“. ეკონომიკური გადახრები სახელმწიფომ უნდა არეგულიროს სხვადასხვა სუბსიდიების და შეღავათების დაწესებით  ეკონომიკაში სასარგებლო გადახრების წასახალისბელად და მეორეს მხრივ გადასახადების და აკრძალვების გამოყენებით – საზიანოების აღმოსაფხვრელად.

მაგრამ ერთია დიაგნოსტირება და შესაძლო დაავადების შესახებ საზოგადოების გართხილება, რაც დროთა განმავლობაში შეიძლება მძიმე ავადმყოფობაში გადაიზარდოს, ხოლო მეორეა მკურნალობის ზუსტი მეთოდების განსაზღვრა. სწორედ ამ მეორე პრობლემით დაკავდნენ ნორდჰაუსი და რომერი.

მათ ცალ-ცალკე, თითოეულმა საკუთარ სფეროში სამეცნიერო მოდელი ააგეს, რომლებიც ეკონომისტებს საშუალებას აძლევს შედარებით ზუსტად განსაზღვრონ თუ რა უნდა ქნან პოლიტიკოსებმა და ჩინოვნიკებმა ეკონომიკაში სხვადასხვა გამრუდებების გამოსასწორებლად, რასაც ბაზარი ვერ არეგულირებს.

ნორდჰაუსის სპეციალიზაცია არის არასახარბიელო ბუნებრივი ფაქტორები, რომლითაც ეკონომიკა ზარალდება და საერთო ჯამში ცხოვრების დონე მცირდება. მან შექმნა მოდელები იმის შესაფასებლად თუ როგორც აფერხებს განვითარებას სასათბურე გაზის გამოსროლა და კლიმატის ცვლილება. ამიერიდან ამ მოდელის გამოყენება ყველგან შეიძლება. 

რომერი, პირიქით დაკავებულია ხელსაყრელი ფაქტორების შეფასებით: ის იმ კითხვას პასუხობს თუ რა პირობებში წარმოიშობა ყველა ხშირად ახალი იდეები და ტექნოლოგიები და როგორ მოქმედებენ ისინი ეკონომიკურ ზრდაზე.

თეზისი იმის შესახებ რომ ტექნოლოგიური პროგრესი არის ეკონომიკის ზრდის საფუძველი, 1950-იან წლებში კიდევ ერთა ამერიკელმა ეკონომისტმა, შემდგომში ნობელის პრემიის ლაურეტმა რობერტ სოლოუმ წამოაყენა. თუმცა რობერტ სოლოუს თეორიაში არსებობდა მცირე ხვრელები. რომერმა ახსნა რატომ არ რჩება მოგებული ყველა ქვეყანა და რა უნდა გაკეთდეს ტექნოლოგიური გარღვევის უზრუნველსაყოფად.

ამავდროულად რომერმა დაგვანახა, რომ ახალი ტექნოლოგიების შედეგად ყველა მოგებულია და არა მხოლოდ გამომგონებლები, მაგრამ მნიშვნელოვანი შესწორებებით.

images

კერძოდ, ტექნოლოგიური გარღვევისთვის საჭიროა ფინანსურ დახმარება, მაგრამ დიდი ოდენობის კაპიტალი მხოლოდ მსხვილ კორპორაციებს და მონოპოლიებს გააჩნიათ. ამის გარდა, კვლევებს მოგება არ მოაქვთ, ამიტომაც ამით პირველ რიგში უნივერსიტეტები უნდა იყვნენ დაკავებულები და არა საბაზრო კომპანიები.

 

მთავარი დასკვნა რაც ამ ყველაფრიდან შეიძლება გამოვიტანოთ შემდგომში მდგომარეობს: თავისუფალი ბაზრის პირობებში ტექნოლოგიური პროგრესი არაეფექტური იქნება, აუცილებელია საბაზრო ეკონომიკის რეგულირება ქვეყნების და მთელი მსოფლიოს დონეზე. მონოპოლიების შეზღუდვა და აკრძალვა, საავტორო უფლებების დაცვა, უნივერსისტეტების განვითარება, იმ კომპანიებისთვია და სუბიექტებისთვის სოლიდური შეღავათების დაწესება, რომლებიც კვლევებით არიან დაკავებულები –  იმ ღონისძიებების არასრული ჩამონათვალია, რაც აუციელებლია კონკურენტუნარიანი გარემოს შესაქმნელად.

 

 

გლობალიზაციის ფარული მხარე

2008-05-dark-side-globalisationubxLI6

გლობალიზაციის გარშემო დისკუსიები აქტუალობას არ კარგავენ. მედია და პოლიტიკოსები ყოველდღიურად ურაცხევან ტვინებს მოსახლეობას გლობალიზაციის გაფეტიშებით და მის უალტერნატოვაბაზე აპელირებით, მაგრამ მცირე ისტორიული ექსკურსი და ლოგიკური ანალიზი საკმარისია იმისთვის რომ გლობალიზაციის ფარული მხარე დავინახოთ, ის რაზეც მეინსტრიმული მედია საშუალებები საერთოდ არ საუბრობენ.

წარმოგიდგენთ ამერიკელი ჟურნალისტის და ავოტირს,  «Greenpeace International»-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, რექს ვეილერის სტატიის თარგმანს – “გლობალიზაციის ფარული მხარე”.

მიგრანტების მოზღვავებასთან დაკავშირებული შეშფოთება შეიძლება მიჩნეულ იქნას დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის მთავარ ფაქტორად, მაგრამ Brexit-ის მხარდაჭერა 2016 წელს ჩატარებულ რეფერანდუმზე ასევე გლობალიზაციის პოლიტიკის კრახსაც მოასწავებდა. ძველი სკოლის ეკონომისტები მხარს უჭერდნენ გლობალიზაციას იმ მოსაზრებაზე დაყრდნობით რომ ქვეყნებს კონკურირება უკეთესად შეუძლიათ კაპიტალისტურ ბაზრებზე, ამა თუ იმის პროდუქციის წარმოებაზე სპეციალიზების მეშვეობით, რესურსების ექსპორტის ხარჯზე, ამავდროულად ადგილობრივი წარმოების, კულტურის და დამოუკიდებლობის მსხვერპლად გაღების ფასად.

1957 წელს ევროპულმა ქვეყნებმა საერთო ბაზარი შექმნეს ვითომდა ეკონომიკის დაცვის მოტივით, მაგრამ ეს ხელშეკრულება პირველ რიგში კორპორატიული ელიტის ინტერესებს იცავდა. 1980-იან წლებში მარგარეტ ტეჩერი ბრიტანეთში, რონალდ რეიგანი აშშ-ში და ფრანსუა მიტერანი საფრანგეთში ნეოლიბერალურ გადატრიალებას ჩაუდგნენ სათავეში, რომლის დროსაც კერძო საკუთრებას გადასცეს ეკონომიკა და მასზე საზოგადოებრივი კონტროლი მოსპეს. ისინი აცხადებნენ რომ მდიდრების კიდევ უფრო გამდიდრებით მოსახლეობის ქვედა ფენებიც იხეირებდნენ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ მოხდა.

main-qimg-de613f3e33c3957a2a6664837a5f9f00-c.jpg

პრივატიზაცია

ევროპული და ამერიკული მრეწველობა დეგრადირდა, როდესაც კორპორაციებმა საკუთარი წარმოება ღარიბ ქვეყნებში გადაიტანეს, სადაც იაფი სამუშაო ძალა იყო და კორპორაციებისთვის კეთილგანწყობილი კანონები მოქმედებდა. მედიაში მოხვდა მსოფლიო ბანკის მემორანდუმი, რომელიც მისი  მთავარი ეკონომისტის, ლოურენს სამერსის მიერ იყო ხელმოწერილი. დოკუმენტში პირდაპირი მოწოდება იყო მდიდარი ქვეყნების მიმართ, რათა მათ ტოქსიკური მასალების და საზიანო წარმოებების ექსპორტირება მოახდენათ.

ღარიბი ქვეყნები ვალებში ჩაიფლნენ და რესურსების ძარცვით, ეროვნული კულტურების დეგრადაციით, ომებით, არასტაბილურობით და მდიდრებს და ღარიბებს შორის შემოსავლების უთანასწორობით იტანჯებოდნენ.

მსგავსი პოლიტიკის დამღუპველმა შედეგებმა 1999 წელს სიეტლში, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის სხდომაზე ბუნტი გამოიწვია და ასე გაჩნდა ანტიგლობალისტური მოძრაობა. 2008 წლისთვის არაკონტროლირებადი საინვესტიციო ბანკები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში აფიორით მდიდრდებოდნენ და სასესხო ვალდებულებებს უჭერდნენ მხარს, გაკოტრდნენ და შემდგომ სახელმწიფოსგან მოითხოვს დახმარება, ღარიბი თანამოქალაქეების და საშუალო კლასის გადასახადის გადამხდელების ხარჯზე.

wto-protest

Brexit-ის მოძრაობა ინგლისში ნაწილობრივ იყო იმ მოქალაქეების აჯანყებაც, რომელთაც გლობალიზაციის წყალი არ გადაესხათ: გაჭირვებული მუშათა კლასის, რომელთაც უმუშევრობა, ქამრების შემოჭერის პოლიტიკა და შესაბამისად სოციალური დახმარების შემცირება ემუქრებოდა. ევროკავშირი ეკონომიკურ სრულ სუვერენიტეტს აძლევდა ბანკებს და კორპორაციებს, მაგრამ არ ინდობდა საბერძნეთის და კვიპროსის მსგავს სუსტ ქვეყნებს, რომლებიც მათი მითითებების იგნორირებას ახდენდნენ. საბერძნეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, იანის ვარუფაკისმა «ევროკავშირის ანტიდემოკრატიული ინსტიტუტები» დაადანაშაულა, რომელთაც   «შეუძლებელი გახადეს მათი ქვეყნისთვის საერთო ბაზარზე დარჩენა და სუვერენიტეტის შენარჩუნება».

იტალიის ფინანსთა მინისტრმა პიერ კარლო პადაონმა «The Guardian»-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ «Brexit-ს დომინოს პრინციპი ექნება»

გლობალიზაციამ და ნეოლიბერალიზმმა ნეგატიურად იმოქმედა მასების ჯანმრთელობაზე, განათლებაზე და სოციალურ უსაფრთხოებაზე, ადგილობრივი დამოუკიდებლობის და ინდუსტრიული კორპორატოკრატიის საზოგადოებრივი წესრიგის შეცვლით, რომელიც ოჯახს და საზოგადოებას ანგრევს.

გლობალიზაცია მდიდრების მიერ მოფიქრებული პრივატიზაციის სქემა აღმოჩნდა, რომელიც ეკონომიკის კონტროლისკენ და პოლიტიკური ძალაუფლების ქონისკენ ისწრაფვის.

ტოქსიკური მასალების საცავები

1987 წელს გარემოს დაცვის და განვითების საერთაშორისო კომისიის მოხსენებაში შემოთავაზებული იყო «მდგრადი განვითარების» იდეა, რომელიც საბაზრო ეკონომიკების შემდგომ ზრდას და საბაზრო მექანიზმების გამოყენებას გარემოზე გლობალიზაციის ზემოქმედების რეგულირების ითვალისწინებდა. მაგრამ ბაზრის მიერ მართულმა პოლიტიკამ გარემოს მიმართ რესურსების მოხამრების და გამოფიტვის ტემპი დააჩქარა, წიაღისეული საწვავის ხარჯები გაზარდა და გლობალურ დათბობასთან მიგვაახლოვა; ამავდროულად მდიდრები კიდევ უფრო გაამდიდრა და ტოქსიკური კვალი დატოვა მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში მშრალი მდინარეების და გამოფიტული ნიადაგის სახით.

⇒ გლობალიზაციის რეალური საფასური 1984 წელს გამოჩნდა, როდესაც მეთილიზოციანატის ორთქლის გამოსროლამ პესტიციდების წარმოებით დაკავებული კომპანიის, Union Carbide-ის ქარხანაში ქალაქ ბხოპალეში (ინდოეთი) 4000-მდე ადამიანის მომენტალური სიკვდილი გამოიწვია და მიახლოვებით 20 000-ის – შემდგომი 20 დღის განმავლობაში. 100 000 ადამიანზე მეტი სუნთქვითი დისფუნქციის მსხვერპლი გახდა, დასახირჩრდა და მხედველობა დაკარგა.

ბხოპალის ტრაგედია

1991 წელს ბხოპალის სასამართლომ Union Carbide-ის გენერალური დირქტორი, უორენ ანდერსონი არა განზრახ მკვლელობაში დაადანაშაულა, მაგრამ ამის მიუხედავად არც აშშ-ის და არც ინდოეთის ხელისუფლებამ არ მოახდინა აღნიშნული პიროვნების ექსტრადაცია სასამართლოს მოთხოვნით. იმ კორპორაციების პრაქტიკული საქმიანობა, რომლებიც ტოქსიკური წარმოებების ექსპორტს ახდენდნენ, რათა ღარიბი ქვეყნების მოსახლეობა აღმოჩენილიყო რისკის ქვეშ და არა მათი საკუთარი, სხვანაირად «დაბინძურების საცავის ეფექტი»-ის სახლეთიაა ცნობილი.

2013 წელს ესპანეთის სანაპიროზე წყალმა 10-მეტრიანი მკვდარი კაშალოტი გამორიყა. მის მუცელში 17 კგ. პლასტიკური განავი აღმოაჩინეს. ყოველწლიურად კაციობრიობა 15 მლრდ. კგ. ნაგვით ასაჩუქრებს ოკეანეს საყოფაცხოვრებო ნარჩენების და კონტეინერმზიდების განაჟონის სახით. თევზები და ზღვის ძუძუმწოვრები პლატიკური ნაგვით იკვებებიან, რომლის მონელებაც შეუძლებელია და ისინი მუცლის ხეთქვით კვდებიან.

ec7422a01d1f3ea14b83b85100a8be7c.jpg

გლობალიზაცია ახალისებდა (და ზოგიერთ შემთხვევაში აიძულებდა კიდევაც) რომ ქვეყნებს ეკოლოგიური კანონები შეემსუბუქებინათ. შედეგად მივიღეთ გაუტყეურება, აგრესიული და სახიფათო მცენარეების გავრცელება, გლობალური ბიომრავალფერვონების დაკარგვა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების გენეტიკური მრავალფეროვნების შემცირება.

2003 წელს დეოტ ერნფელდმა რატგერის უნივერსისტეტიდან, აშშ-ში ჟურნალ «Conservation and Society»-ში გამოაქვეყნა სტატია «გლობალიზაცია: ბიომრავლეფროვნებაზე, გარემოზე და საზოგადოებაზე ზემოქმედება»  «ეკოლოგიური და გლობალიზაციის სხვა სახის ზიანის კოტროლის დროს არ შეიძლება ბაზარზე მინდობა», – დაასკვნა მან. «გლობალიზაციის არქიტექტორებმა უგულებელჰყვეს ამ სისტემის სოციალური, ბიოლოგიური და ფიზიკური შეზღუდვები»

გლობალიზაციის გავლენა სოციუმზე და ეკონომიკაზე

ომი – გლობალიზაციის ყველაზე დამანგრეველი საფასურია. იარაღით მსოფლიო ვაჭრობა, რომელიც საერთაშორისო კორპორაციების მიერ მოგების წყურვლის სურვილით ხორციელდება, პლანეტაზე უსაფრთხოებას აყენებს საფრთხის ქვეშ.

გლობალიზაციამ ღარიბ ქვეყნებში მცირერიცხოვანი ელიტა გაამდიდრა, მაგრამ საბოლოო შედეგად მდიდრებსა და ღარიბებს შორის შემოსავლების სხვაობის გაღრმავება, უმუშევრობა, სამუშაო ძალის ექსპლუატაცია, პროფკავშირების მუშაობის ხელის შეშლა და ადამიანთა უფლებების შევიწროვება მივიღეთ.

american_art_of_war_by_konton_kyoudai.jpg

გლობალიზაცია და კორპორაციები

გლობალიზაციის შედეგად ეკონომიკებმა შედარებით ცალმხრივი იერი მიიღეს და  ხელი შეუწყვეს პროდასავლური კორპორაციების მიერ ღარიბის კოლონიების რესურსების ძარცვის პროცესს. ეროვნული ეკონომიკის მშენებლობა რესურსების ექსპორტის საფუძველზე კატარასტროფით დამთავრდა. 70-იან წლებში დიდი ბრიტანეთის და ნიდერლანდების ეკონომიკებმა ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის და გაზის მოპოვების ბუმი გაიარეს. ნავთობის და გაზის მოპოვების ზრდამ სიუხვის ილუზია შობა და ამავდროულად ადგილობრივ წარმოებას და ეკონომიკურ უსაფრთხოებას გამოუთხარა ძირი. ბრიტანელი პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეჩერი კორპორაციების მიმართ კეთილგანწყობილი იყო ნავთობისგან მიღებული შემოსავლები იმისთვის გამოიყენა, რომ კორპორაციების გაფართოვების სუბსიდირება მოეხდინა, ომები ეწარმოებინა და საბანკო იმპერიები გაემდიდრებინა.  რესურსების ექსპლუატაციამ შესაძლოა ეროვნული ვალუტის გამყარების  დროებითი შთაბეჭდილება შექმნას, მაგრამ საბოლოოდ ეს ექსპორტის გაძვირებას იწვევს, აზიანებს წარმოებას და ადგილობრივ ეკონომიკას და მუშათა კლასს სამუშაოს და გარანტიების გარეშე ტოვებს.

1977 წელს ჟურნალ «The Economist»-მა სპეციალური ტერმინი «ჰოლანდიური სენი» მოიფიქრა აღნიშნული პოლიტიკის შედეგების აღსაწერად. თავის წიგნში «სიუხვის პარადოქსი» ტერი კარლი ხსნის თუ რატომაა ნავთობი «რესურსული წყელვა», რაც საკუთარ თავზე იწვნია ნიგერიამ, ინდონეზიამ, ვენესუელამ, ირანმა, კანადამ და სხვა ქვეყნებმა. ნავთობით მდიდარი ქვეყნები ნავთობის მრეწველობის მფარველებს იზიდავენ, რომლებიც თავის მხრივ მათთვის სასურველ პოლიტიკურ კანდიდატებს აძლევენ ხმას. ქვეყნები, რომლებიც რესურსული კოლონიების როლში გვევლინებიან ადამიანთა უფლებების მკაცრი დარღვევებით და ბუნებრივი გარემოს გაჩანაგებით იტანჯებიან. კანადის ხელისუფლებამ  წიაღისეულის საწვავის კომპანიების სუბსიდირება მოახდინა და 14 მლრდ. კანადური დოლარის ინვესტირება მოახდინა, რამაც მრეწველობაში 340 000 სამუშაო ადგილის დაკარგვა გამოიწვია.

გლობალიზაცია ქვეყნებზე ზემოქმედებას ახდენს, რის შედეგადაც ისინი სახელმწიფო ქონების გადაცემას ახდენენ კერძო საკუთრებაში; ის აუფასურებს მათ ვალუტებს საექსპორტო ფასებზე «კონკურენტუნარიანობის» შესანარჩუნებლად და სატარიფო სტრუქტურებზე უარის თქმის გამო, რომლებიც ადგილობრივ ეკონომიკას იცავენ.

global

ნეოლიბერალურლმა პოლიტიკამ დაბეგვრის ტვირთი კორპორაციებიდან მუშათა კლასზე გადაიტანა. შედეგად ცენტრალიზებულმა გლობალურმა საბანკო ბიზნესმა რამდენიმე ბანკის სქემებთან მიმართებაში მთელი მსოფლიო მოწყლვადი გახადა. არცერთი ეს ეპიზოდი არ წარმოადგენს გარემოებათა შემთხვევით დამთხვევას; ეს უფრო ნეოლიბერალური კორპორატოკრატიის განზრახვების შედეგია.

სავაჭრო ხელშეკრულებები

ჩრდილოეთამერიკული თავისუფალი ვაჭრობის ზონა (NAFTA, 1994), ტრანსატლანტიკური პარტნიორობა (TPP, 2016) და სხვა სავაჭრო ხელშეკრულებები შემუშავებული იყო კორპორაციების მოგების გასაზრდელად. NAFTA და ТРР კორპორაციებს უფლებას აძლევს უჩივლონ მთავრობებს და ეს პროცესები კერძო, საიდუმლო სასამართლოებში მიმდინარეობს. 2013 წელს, როდესაც კანადის პროვინცია კვებეკმა მორატორიუმი მიიღო ნავთობის და გაზის ფრეკინგზე, რათა მიწის და წყლის დაბინძურება შეეჩერებინა, ამერიკულმა ნავთობის და გაზის კომპანია Lone Pine Resources-მა  250 მლნ. დოლარზე NAFTA-ს სახელით კანადის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და განაცხადა, რომ მორატორიუმი «თვითნებური და არაკანონიერი ანულირება» იყო კომპანიის უფლებისა მოეპოვებინა ნავთობი და გაზი.

როდესაც ონტარიოს პროვინციამ მიიღო კანონი ბუნების დამზოგავი განახლებადი ენერგიის შესახებ (Green Energy Act), ტეხასის ენერგეტიკულმა კომპანიამ Mesa power-მა მათ წინააღმდეგ საქმე აღძრა.  როდესაც კანადის ხელისუფლებამ აკრძალა ММТ, ნეორტოქსინი, რომელიც ალცჰეიმერის დაავადებასთანაა დაკავშირებული,  Ethyl Corporation-მა მოითხოვა და მიიღო კიდევაც 13 მლნ. ამერიკული დოლარი. ამერიკულმა კომპანია S.D. Myers-მა,  რომელიც ტოქსიკური ნარჩენების გამოსროლაზე იყო პასუხისმგებელი, კანადას სასამართლოში უჩივლა იმ მოტივით რომ ბეჭვდითი პლატების ექსპორტი აიკრძალა. ასევე ამერიკულმა კომპანია Sun Belt-მა უჩივლა კანადას წყლისდაცვითი კანონმდებლობის მიღების გამო; სხვა უამრავმა კორპორაციამაც აღძრა არაერთი საქმე ასობით მილიონი დოლარის ღირებულებაზე, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობამ გარემოსდაცვითი და საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ნაბიჯები გადადგა.

როდესას აშშ-ში მილსადენი Keystone XL აკრძლეს, კანადურმა კოპანიამ TransCanada-მ 15 მილიარდი დოლარის კომპენსაცია მიიღო. Exxon Mobil-მა, Dow Chemical-მა და სხვა კორპორაციოებმა საერთო ჯამში 600-ზე მეტი სარჩელი შეიტანეს სხვადასხვა მთავრობების წინააღმდეგ. ცნობილი ეკონომისტები, ჯოზეფ სტიგლიცი და ადამ ჰერში Marketwatch-ში წერდნენ, რომ ეს სავაჭრო ხელშეკრულებები «ღია კონკურენციას აფერხებენ და მომხმარებლებისთვის ფასებს ზრდიან».  ესაა გლობალიზაციის სახე, კორპორატიული შეთქმულება დემოკრატიის წინააღმდეგ.

43195733_1907500512629067_5082554750650548224_n

ლოკალურ დონაზე ზოგიერთი ქვეყანა ამ ტენდენციებს შეცვლას ცდილობს საწინააღმდეგო მიმართულებით. 2008 წელს ისლანდიამ უკვე წარმოადგინა ესეთი მოდელი, როდესაც დამნაშავე ბანკირების წინააღმდეგ საქმე აღძრა, იმის მაგივრად რომ მათ დახმარებოდა. იქ ბანკებში ახალი დირექცია დაამტკიცეს, მათი კაპიტალიზირება მოახდინეს და ორიენტაციაზე შეუცვლეს საზოგაოდების ინტერესების დაცვის მიმართლებით. მათ მოახდინეს კრონის დევალვაცია 60%-ით, რამაც საშუალება მისცა მაღალი ხელფასები შეენარჩუნებინათ, იმპორტი შეზღუდეს და ადგილობრივი წარმოების და ტურიზმის განვითარებას მიჰყვეს ხელი.

ლოკალიზაცია – ესა არის წამალი გლობალიზაციის წინააღმდეგ, პირველი ნაბიჯი ადამიანების უფლებების აღდგენის და ნაციონალური ეკოსისტემის განახლების გზაზე.

კაპიტალიზმის სიძულვილის 10 მიზეზი

წარმოგიდგენთ ჟურნალისტის და პროზაიკოსის,  გარი ენგლერის პუბლიკაციის (Gary Engler) თარგმანს [Top 10 Reasons to Hate Capitalism]. ის ასევე ამასწინათ გამოქვეყენებული ახალი კომუნისტური მანიფესტის თანაავტორია.

JtzobrOEqdVgFD-ksbQ1yyailqwWvFSQbsxdYBpeG3QAnV2mnRJd7LfwxmYDfilZo9oAcNARdU2I20KZRgoFnbcF2STfH5dnyHtg1WzLMZU

კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემა სიხარბეს ადიდებს და თანამშრომლობის და კოლექტივიზმის დაკნინებას ცდილობს

1. კაპიტალისტური კორპორაციები ფსიქიკური აშლილობით იტანჯებიან, რაც მათ ანტისაზოგადოებრივ ქცევაში გამოიხატება, თანაგრძნობის და მონანიების არარსებობის გამო. მათ საკუთარი აქციონერები სწორედ ანალოგიური ქმედებების გამო ახალისებენ და  აჯილდოვბენ. კორპორაციების გაგზავნა რომ ყოფილიყო შესაძლებელი კრიმინალურ ფსიქოლოგთან, დიაგნოზი ფსიქოპათოლოგია იქნებოდა და მათ სამუდამო იზლორებას მოხდენდნენ საზოგადებისდან.

2. კაპიტალიზმი სიხარბეს ახალისებს. ეს ის სიხარბეა, რომელის მხოლოდ კაპიტალისტებისთვისაა კარგი. ნორმალურ ადამიანებს ეს ანტისაზოგადოებრივ ქცევად მიაჩნიათ და სულიერ მკვლელობად, იმაზე რომ არაფერი ვთქვათ რომ ეს ძალიან ცუდია საზოგადოებისთვის, რომელიც დამოკიდებულია ალტრუიზმზე, თანაგრძნობაზე  და სხვებზე ზრუნვაზე.

3. კაპიტალიზმი შეზღუდული პრივილეგიების და კლასობრივი წესრიგის სისტემაა, რომელიც კერძო საკუთრებაზეა დაფუძნებული. ის მდიდრების მცირეროცხოვან ჯგუფს ძალაუფლებას უგდებს ხელში, რათა მათ სამუშაო ადგილები იყიდონ და გაყიდონ, რაც იმას ნიშნავს რომ მათ შეუძლიათ გაანადგურონ მთელი საზოგაოდებები, რომლებიც ამ სამუშაოზე არიან დამოკიდებული.

4. კაპიტალისტები თავისუფლებას და ინდივიდუალიზმს ადიდებენ, მაგრამ ისინი ამ თავისუფლებას და ინვიდუალიზმს ანადგურებენ ყველასთვის, საკუთარი თავის გარდა. ყოველდღიურად გადარჩენისთვის მებრძოლი ჩვენნაირი ხალხის დიდი უმრავლესობა, ვინც ყოველდღიურად ვემორჩილებთ სხვადასხვა ბრძანებებს და ვმუშაობთ როგორც მანქანები, ვიზღუდავთ საკუთარ შემოქმედებითობას ჩვენი ბოსების მოგების ინტერესებიდან გამოდინარე.

stop-capitalism

5. კაპიტალისტები ლაქას ცხებენ თანამშრომლობას და კოლექტივიზმს, მაგრამ ისინი ქმნიან მასიურ წარმოებას, სადაც მათ მიერ დაქირავებული მუშები სწორედ ამ თვისებებს იყენებენ. მათი სისტემა მოითხოვს რომ ჩვენ პატარა ხრახნები ვიყოთ გიგანტურ, მოგებაზე ორიენტირებულ მანქანაში, მაგრამ მათ იმ ძალის ეშინიათ, რაც ჩვენ გვეძლევა და მუდამ გვინერგავენ იმ იდეას რომ ერთობლივი მუშაობა ჩვენი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე არანაკონიერი და მანკიერია. ამიტომაც კაპიტალისტები ძალ-ღონეს არ იშურებენ პროფკავშირების და მისი მსგავსი ორგანიზაცების გასანადგურებლად, რომლებიც მოსახლეობას თანამშრომლობისკენ და კოლექტიური ქმედებებისკენ მოუწოდებენ.

6. კაპიტალიზმი საჭიროებს უზარმაზარ პროპაგანდისტულ სისტემას, ყველაზე ტოტალურს ოდესმე არსებულ სისტემებს შორის, რათა ჩვენ დაგვარწმუნოს რომ კაპიტალისტური სისტემა ერთადერთი შესაძლო სისტემაა. ეს პროპაგანდა ხალხს რეკლამის, მარკეტინგის, გართობის და ხანდახან ახალი ამბების მეშვეობითაც მომხმარებლებად აქცევს. მილიონობით ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით დასაქმებულია იმის გამო, რომ ჩვენი გრძნობები სიყვარულის, სურვილის, ადამიანური სოლიდარობის და სამართლიანობის სახით მანიპულაციის საშუალებებად აქციოს, რათა მცირე უმრავლესობამ უფრო მეტი მოგება მიიღოს.

7. კაპიტალიზმი – ეს არის სისტემა, სადაც დომინირებს პრინციპი «ერთი დოლარი – ერთ ხმა», «ერთი ადამიანი – ერთი ხმის» ნაცვლად.  ისინი, ვინც ფლობენ აქციების უმრავლესობას (რაც დოლარების მეშვეობით შეიძინეს), მართავენ გიგანტურ კორპორაციებს, რომელთაგან ბევრი უფრო მეტ ძალაუფლებას ფლობენ ვიდრე ყველა დანარჩენი ადამიანი და სტრუქტურა, რამდენიმე მთავრობის გამოკლებით. მდიდრები საკუთარ ფულს იყენებენ არჩევნებში დომინირებისთვის, რომელმაც იდეაში ჩვენ თანაბარი უფლებები უნდა მოგვანიჭოს არჩევნის გასაკეთებლად. კაპიტალიზმის პირობებში ვისაც უფრო მეტი ფული გააჩნია, შესაბამისად მეტ უფლებასაც იძენს პროდუქტების და სერვისების მისაღებად, ასევე უფრო მეტი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მთავრობაზე და ეკონომიკაზე.

8. კაპიტალიზმი ქადაგებს გაშიშვლებული, პირადი ინტერესების აღმატებულობას, მაგრამ ეს ინტერესები არ უნდა შეიცავდეს მორალს, ეკოლოგიას და ჯანსაღ აზრზს – რას მივყავართ გარემოს და საზოგადოების განადგურებამდე, კოლონიალიზმამდე, ომამდე და მასობრივი განადგურების სხვა ფორმებამდე. პირადი ინტერესები კაპიტალისტებს მოგების ძიებას აიძულებს აბსოლუტურად ყველაფერში, იმ ზარალის მიუხედავად, რაც სხვა ადამიანებს და ეკოლოგიის სისტემის შენარჩუნებას ადგება. პირადი ინტერესები კაპიტალისტებს აიძულებს გაანადგურონ ყველა კონკურენტი ეკონომიკური სისტემა და მსოფლმხედველობა, რომელიც შეიძლება ბარიერი აღმოჩნდეს მათი სიხარბის რბოლაში.

9. კაპიტალიზმი დემოკრატიის მეგობარი კი არაა, საბოლოო ჯამში მისი მტერია. კრიტიკულ სიტუაციებში კაპიტალისტები ირჩევენ კაპიტალიზმს და არა დემორკატიას. როდესაც ხალხი დემოკრატიას კაპიტალისტების ძალაუფლების დასასუტებლად იყენებს, მდიდარი და გავლენიანი ხალხი ფაშიზმის სხვადასხვა ფორმებს მიმართავენ საკუთარი პრივილეგიების შესანარჩუნებლად. 

10. კაპიტალიზმი – კიბოა, რომლითაც ჩვენი პლანეტა დაავადდა. კაპიტალიზმი მოგებას ნახულობს გლობალური დათბობიდან, რაც ჩვენი ოკეანეების განადგურებით, სხვადასხვა ქიმიქატების მეშვოებით დაბინძურებაში გამოიხატება. ის აპატენტებს ყველაფერს, რაც შეუძლია, ჩვენი სიცოხლის ჩათვლით. მხოლოდ კაპიტალიზმისგან გათავისუფლების შემთხვევაში შევძლებთ ჩვენი პლანეტის გადარჩენას.

images (1)

მარქსის 10 რეკომენდაცია საზოგადოების ექსპლუატაციის დასასრულებლად

ყველაზე დროის ერთ-ერთი გამორჩეული ეკონომისტი, ყველაზე გაყიდვადი პოლიტეკონომიური ნაშრომის ”კაპიტალის” ავტორი კარლ მარქსი დღეს უფრო და უფრო აქტუალური ხდება. მარქსის ნაშრომებს უბრუნდებიან გლობალური ეკონომიკური კრიზისების შემდეგ, როდესაც მისი ვარაუდები მართლდება. 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი შემდეგ მარქსის კაპიტალის ხელახალი გამოცემა რეკორდული ტირაჟებით დაიწყეს. 

_101141826_gettyimages-119932561.jpg

ფრიდრიხ ენგელსთან თაანავტორობით დაწერილ ”კომუნისტური პარტიის მანიფესტში” მარქსი 10 რეკომენდაციას იძლევა თუ როგორც უნდა მოისპოს ბურჟუაზიული საზოგადოება კლასობრივი დაპირისპირებითურთ და მის მაგივრად როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს თავისუფალი საზოგადოება, სადაც თვითოეულის თავისუფალი განვითარება ყველას თავისუფალი განვითარების პირობაა. 

გთავაზობთ ნაწყვეტს «კომუნისტური პარტიის მანიფესტიდან», სადაც საუბარი იმ ღონისძიებებზე, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების ექსპლუატაციის დასრულებას და თავისუფალი საზოგადოების ფორმირებას.

« პროლეტარიატი თავის პოლიტიკურ ბატონობას იმისათვის გამოიყენებს, რომ თანდათან გამოჰგლიჯოს ბურჟუაზიას მთელი კაპიტალი, მოახდინოს წარმოების ყველა იარაღის ცენტრალიზაცია სახელმწიფოს, ე.ი. გაბატონებულ კლასად ორგანიზებული პროლეტარიატის ხელში და რაც შეიძლება სწრაფად გაამრავლოს საწარმოო ძალთა ჯამი.

პირველად, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ დესპოტური ჩარევით საკუთრების უფლებასა და ბურჟუაზიულ წარმოებით ურთიერთობებში, მაშასადამე ისეთი ღონისძიებებით, რომელნიც ეკონომიკური თვალსაზრისით არასაკმარისად და გამოუსადეგრად გვეჩვენებია, მაგრამ მოძრაობის მსვლელობაში თავიანთ თავს გასცილდებიან და აუცლებელნი არიან როგორც საშუალება წარმოების მთელ წესში გადატრიალების მოსახდენად.

რა თქმა უნდა, ეს ღონისძიებები სხვადასხვა ქვეყნის მიხედვით სხვადასხვანაირი იქნება.

მაგრამ ყველაზე მოწინავე ქვეყნებში შესაძლოა თითქმის ყველგან გამოყენებულ იქნას შემდეგი ღონისძიებები:

  1. მიწის საკუთრების ექსპროპრიაცია და მიწის რენტის გამოყენება სახელმწიფო ხარჯების დასაფარავად.

  2. მაღალი პროგრესული გადასახადი.

  3. მემკვიდრეობის უფლების გაუქმება.

  4. ყველა ემიგრანტისა და მეამბოხის საკუთრების კონფისკაცია.

  5. კრედიტის ცენტრალიზაცია სახელმწიფოს ხელში სახელმწიფო კაპიტალითა და განსაკუთრებული მონოპოლიით აღჭურვილი ნაციონალური ბანკის მეშვეობით.

  6. მთელი ტრანსპორტის ცენტრალიზაცია სახელმწიფოს ხელში.

  7. სახელმწიფო ფაბრიკების, საწარმოო იარაღთა გამრავლება, ყამირების გატეხა და მიწების გაუმჯობესება საერთო გეგმის თანახმად.

  8. ერთნაირად სავალდებულო შრომა ყველასთვის, სამრეწველო არმიების დაწესება, განსაკუთრებით მიწათმოქმედებისთვის.

  9. მიწათმოქმედების შეერთება მრეწველობასთან, ხელისშეწყობა ქალაქისა და სოფლის დაპირისპირების თანდათანი მოსპობისთვის.

  10. ყველა ბავშვის საზოგადოებრივი და უსასყიდლო აღზრდა. ბავშვთა საფაბრიკო შრომის ახლანდელი ფორმის მოსპობა. აღზრდის შეერთება მატერიალურ წარმოებასთნა.

communist-manifesto.jpg

პოლიტიკური ძალაუფლება, ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით, არის ერთი კლასის ოგრანიზებული ძალადობა მეორე კლასის დასათრგუნავად. თუ პროლეტარიატი ბურჟუაზიის წინააღმდეგ ბრძოლაში აუცლებლად ერთანდება კლასად, რევოლუციის გზით თავს თავს გაბატონებულ კლასად აქცევს და როგორც გაბატონებული კლასი ძალდატანებით სპობს ძველ წარმოებით ურთიერთობებს, – ცხადია, ამ წარმოებით ურთიერთობებთან ერთად იგი სპობს კლასობრივი დაპირისპირების საარსებო პირობებს, აგრეთვე კლასებს საერთოდ და ამით თავის, როგორც კლასის, საკუთარ ბატონობასაც. »

თბილისის ვაგზლის მოედანი – საქართველოს განვითარების ანარეკლი

ალბათ მსოფლიოში ძნელად მოიძნებნება რომელიმე ქვეყნის დედაქალაქი, რომლის ცენტრალური ვაგზლის მოედანი ისე დამთრგუნველად, დაბინძურებულად და ქაოტურად გამოიყურება, როგორც თბილისში. ცენტრალური ვაგზლის/სადგურის მოედანი და მისი მიმდებარე ტერიტორია ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული მონაკვეთია ნებისმიერ ქალაქში, ამიტომაც მეტ-ნაკლებად ყველგან მოწესრიგებულია.

თბილისის ვაგზლის მოედანი კი ამ მხრივ მართლა საშინელი სანახავია. თუმცა ის ავთენტურად გადმოცემს იმ სიღარიბეს, ეკონომიკურ უთანასწორობას, სიბინძურეს და სოციალურ რეგრესს, რაც ქვეყანაში სუფევს ყოველგვარი შელამაზების გარეშე. 

1.jpg

2.jpg

3.jpg

4.jpg

5.jpg

6.jpg

7.jpg

8.jpg

9.jpg

OLYMPUS DIGITAL CAMERA

11.jpg

12.jpg

14.jpg

15.jpg

16.jpg

არადა საბჭოთა დროს ვაგზლის მოედანი სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. 

 

 

0.jpg

01.jpg

02.jpg

03.jpg

05.jpg